Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.



 "დეჟა-ვუ"


ქვესკნელში, ძვირფასი ქვებით უხვად შემკულ, ოქროს ტახტზე ნებივრობს ბნელეთის მბრძანებელი. ეს ციურ ქმნილებებს, მისი მოწინააღმდეგის ქვეშევრდომთ აწუხებს აუტანელი სიცხე და გოგირდის მყრალი სუნი, თორემ ეს მისთვის ჩვეული, სასიამოვნო პირობებია. ეშმაკებისგან ზუსტად იცის ზემოთ რა ხდება თუმცა თვითონ უყვარს ყველაფერ ამაზე თვალის შევლება. ბევრი მისი მომავალი საკბილო ხომ ჯერ ცოცხალი ზემოთ დადის. ბევრი რამე მისთვის არ იცვლება, ისე როგორც ათიათას წლების წინათ სიმდიდრეს და ძალაუფლებას ისევ ისე ითხოვენ და სულს ყიდიან მის სანაცვლოდ..... სიმდიდრე, ოქრო-ვერცხლი, სხვადასხვა ფერის და სტრუქტურის მინერალები, ეს ყველაფერი მისი სამფლობელოს ნაწილია, მისი ნებაა ვის ხელში აღმოჩნდება, მთავარია სანაცვლოდ სამაგიეროს დაბრუნება არ დაავიწყდეთ.... ოდესღაც მისი საყვარელი მასწავლებელი რომ არ ერეოდეს ადამიანთ ბედის გადაწყვეტაში და ნერვებს არ უშლიდეს კიდევ უფრო კმაყოფილი იქნებოდა ამ ცხოვრებით თუმცა ვინ იცის, დაჭმუჭნული მახინჯი სახე და რქები ოდნავ შეერხა, იქნებ საომარი და საჭიდაო რომ არ ქონდეს კიდევ უფრო მოიწყენდა, ასე ადვილია სამყაროს დასაბამიდან არსებობდე და უყურებდე უსუსურ კაცობრიობას მთელი მისი არსებობის მანძილზე? როდესაც ერთმანეთის ჟლეტას იწყებენ აი მაშინ ის მართლა ბედნიერია, ჯერ კიდევ კარგად ახსოვს როგორ უბიძგა სულ პირველად კაენს, ძმის, აბელის მკვლელობისაკენ. ეს მეორე შემთხვევა იყო როდესაც მან უფალს თავის ძალა აჩვენა, პირველად ხომ ჭკუით და სიბრძნით ცნობილ გველს აჯობა და შთააგონა ადამიანები ეცდუნებინა, რასაც მათი სამოთხიდან გაგდებინა და ადამიანს და უხსენებელს შორის სამუდამო მტრობა მოჰყვა? იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, იმის მაგივრად, რომ ესწავლათ ადამიანებს ერთად, ურთიერთპატივისცემაში ცხოვრება ამის სანაცვლოდ, კიდევ უფრო მეტი სისასტიკით უსწორდებიან ურთიერთს....

როდესაც მისმა ქვეშევრდომებმა ამბავი მოუტანეს, სატლინი ერთ-ერთ დიდ, მართლმადიდებლური სახელმწიფოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხაო არ დაიჯერა, ისეთი გადაიხარხარა წამით ეს ტაჯვა-გოდებით გაჯერებული მიწისქვეშეთიც კი გაყუჩდა.... თუმცა მერე თვითონვე დარწმუნდა, გარეთ ქონდათ გამოტანილი სატალინის სურათი თავზე წმინდა ნიმბით და პატივს მიაგებდა მას ეკლესიიდან გამოსული მრევლი. თავის სამფლობელოში დაბრუნებულმა ქვესკნელის მბრძანებელმა მოინახულა მისი სული.... მისთვისაც კი, რომლის ერთადერთი მოწინააღმდეგე თვით სამყაროს შემქმნელია, წინ ვერ აღუდგებოდა უფლის დაწესებულ ნებას, ცოდვილი სული იყო მხოლოდ მისი ნადავლი და მას სასჯელი უნდა მოეხადა..... ეს რომ არა გვერდით მოისვავდა და პატისცემას არ მოაკლებდა.... მისმა მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე, გერმანელმა ფიურერმა თუ ომი გააჩაღა და 60 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, ის სხა სახელმწიფოს წარმომადგენლებს ხოცავდა რათა თავისი ნება-სურვილისთვის დაემორჩილებინა და ამ კაცს თავისი ქვეყნის მოქალაქეები მარტო გულაგებში, ანუ საკონცეტრაციო ბანაკებში ყავდა განადგურებული 1600000 ადამიანი და დეპორტაციების, დიდი გადასახლებების დროს 1500000 კაცი, ეს მარტო თავისიანები, თორემ საბჭოთა მეომრების განადგურებულ მოწინააღმდეგე კოალიციის მეომრებს კიდევ რა დათვლის......

თავის მახინჯ, ნამდვილ სახეს აპოლონივით აწყობილ, სიმპატიური მამაკაცის ნიღაბქვეს მალავს და სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო რესტორნებში, ფულზე გაგიჟებულ, ულამაზეს გოგონებთან ერთად დასეირნობს ხოლმე. კიდევ ერთი გასართობი აქვს ერთ დროს უფლის საყვარელ, ამჟამად ზნედაცემულ და მიწისქვეშეთში ადგილმიჩენილ დასჯილ ანგელოზს, უყვარს როდესაც დიდი უბედურების მომტან მოვლენებს იმეორებს ისტორიის ბედის ბორბალი.... მხოლოდ მაშინ გრძნობს ის თავს გამარჯვებულად, მას კარგად ახსოვს პირველ მსოფლიო, დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა, მაგრამ ეს კიდევ არაფერია როდესაც მეორეჯერ ისევ დაუშვა ეს სისულელე ადამთა მოდგმამ, მაგრამ დღეს კიდევ სხვაა.... მესამე მსოფლიო ომს დედამიწა ვერ გადაიტანს....უგუნურმა ადამიანებმა მასობრივი განადგურების ისეთი საშუალებები შექმნეს მათი შემთხვევით გაჟონვაც კი დედამიწაზე ყველაფერი სულიერის განადგურების მიზეზი გახდეს.... აი ეს იქნება მისი გამარჯვება მის დამსჯელზე, იმ ერთადერთ ძალაზე, რომელზეც გამარჯვება არ უწერია სანამ ადამიანთა მოდგმა ბოგინებს დედამიწაზე. მასაც ბევრი ყავს მომხრე, ისე როგორც ეს ადრე იყო, ჰიტლერი სტალინი ეს და კიდევ ბევრი სხვა, თუმცა ეს ორი მისთვის გამორჩეულია, ორი ბოროტი გენია, მისი მედროშეები, სიკეთესთან და მის მთავარ მტერთან უფალთან ბრძოლაში.....

განა რამ შეიძლება დაავიწყოს, ამ ორი, იმ დროისთვის ყველაზე მძიმე ფიგურის ურთიერთბრძოლა პოლიიტიკურ ასპარეზზე, ჯერ პოლონეთის გაყოფა და განადგურება რად ღირდა, გაინაბა ველზევული, იგრძნო კიდევ ერთხელ როგორ დაუარა სასიამოვნო ჟრჟოლვამ თავიდან ფეხებამდე, ფოტოგრაფიული სიზუსტით აღიდგინა თითოეული დაღუპული ოფიცრის თითოეული დღე, გერმანელების შესევის დღიდან, საბჭოთა კავშირის დახმარების იმედად, მათზე მინდობილმა პოლონელის ერი საუკეთესო შვილებმა, რომლებმაც დამყრობლის უღელქვეშ დამამცირებელი სიცოცხლე არ ისურვეს, როგორ შესთავაზეს მხედრული სამსახური ქვეყანას, რომელიც ადრე თუ გვიან, აუცილებლად თვითონ გახდებოდა აგრესიის შემდეგი მსხვერპლი. არ იცოდნენ საცოდავებმა, რომ მათი ქვეყნის ნახევარ ტერიტორიაზე ზუსტადაც საბჭოთა კავშირს ქონდა პრეტენზიები......

ეს ქვეყანა ყოველთვის იყო მისი ერთგული კადრების სამჭედლო, მაგრამ ადვილია არ იყო მებრძოლი, ჯიუტი, მაგრამ მართლმადიდებელი ერისგან ისეთი მონსტრის შექმნა, რომელიც არათუ ერთმორწმუნეს არ დაინდობდა, საკუთარი წინაპრის, სისხლით თითქმის ერთს, მოძმესაც კი იოლად გაწირავდა თავის მიზნისთვის.... მონგოლ ტომთა შემკრებმა და ძლიერი სამხედრო კავშირის შემქმნელმა, ტიმუჩინ-ხანმა, იტორიაში კი დიდ ჩინგიზ-ხანად შესულმა მბრძანებელმა, გადაუწყვიტა ეს პრობლემა, მისთვის და მისი მეომრებისთვის ყველა ის მიწა-წყალი სადაც მისი მეომარი ფეხს დაადგამდა, სადაც საქონლის ჯოგი ან ცხენის რემა ბალახს მოწიწკნიდა თავისთავად იგულისხმებოდა მის ტერიტორიად. 350 წლის განმავლობაში ბევრი შთამომავალი დარჩა ამ დაპყრობილ სახელმწიფოში რომლის გენეტიკურ კოდში ურყევი დარჩა ეს პირობები. დიდი ხანია მისი მეტოქე ცდილობს თავის მრევლად მოაქციოს ეს ხალხი და ეს ქვეყანა, მაგრამ ამისთვის არ უზრდია, არ უკვებია თაობები მეზობლის სისხლით, ამისთვის არ აღმოუჩენია უკიდეგანო სტეპებში, თავის ცხენებთან შეზრდილ მეომრებს შორის საუკეთესო, განა ცოტა იყო მისი წვლილი ამ გამარჯვებებში ქრისტე სჯულზე შემდგარ ქვეყნებზე?....

დამცინავი ღიმილა გადაეკრა მახინჯ სახეზე, ეგრე ადვილაა არააო ჩემი გეგემების ჩაშლა, გაახმოვა თავისი აზრი. კიდევ ერთხელ გაიხსენა საკუთარი დიდი წამატება, ამ "დეჟა-ვუ"-ს შეგრძნებამ კიდევ ერთხელ გაუთბო დამპალი სული.....

პოლონეთის მთავრობამ გადაწყვიტა პატივი მიეგო კატინის სასაკლაოში დაღუპულ მეომართა სულებისათვის. ამ თხოვნაზე უარის თქმა იმდენად სკანდალური იქნებოდა რომ რუსეთის ფედერაციამ ვერ გაბედა ამის გაკეთება, მაგრამ თვით ეს სურვილი უკვე გამოწვევა იყო პირადად მისთვის.... მაგრამ ამ თავხედობას ჯოჯოხეთის მბრძანებელი სათანადო "პატივს" კიდევ მიაგებს, ტყვილად არ დაუნიშნავს სახელწიფოს ერთპიროვნულა მმართველად თავისი კაცი, თუმცა დამხმარეებიც, მისი შერჩეული ბევრი ყავს გვერდში.... მართალია კატინში დღეში 300 კაცამდე ხვრიტავდნენ და სამასჯერ სიამოვნებით ივსებოდა მისი ბოროტი სული, აქ სულ რაღაც ასამდეც კი ვერ ავა მსხვერპლის რიცხვი, მაგრამ ეს ის ხალხია რომელიც არასოდეს, არაფრის ფასად არ დასთანხმდებოდნენ მის სამსახურს, სულით ვაჟკაცი, თავისი ერში საუკეთესონი საუკეთესოებს შორის..... ასეთებს ვერ მოისყიდი, ვერ აცდუნებ.... ასეთებს მხოლოდ თუ გაანადგურებ.....

არ დაიზარა იმ დღეს სმოლენსკი აეროდრომზე თვითონაც იყო, თვითონვე აკანტროლებდა სიტუაციას, რომ გადარჩენის არანაირი შანსი არ დარჩენოდა პოლონურ, უმაღლეს დელეგაციას.... თვითმფრინავის დაცემის შემდეგ საკუთარი ხელით ხვრეტდა ცოცხლად დარჩენილთ.... უდროოდ დაღუპული 96 ადამიანის სული, პოლონეტის პრეზიდენტის და მისი მეუღლის თაოსნობით შეემატა უფლის სასუფეველს..... კიდევ ერთხელ 96 პატრიოტი, პოლონელი გმირი ჩამოიშორა გზიდან ბოროტების დიდმა მედროშემ.... კიდევ ერთხელ შეახსენა ყველა სულიერს, რომ არ დაუკარგავს მას კიდევ ძალა და ელოდება იმ დღეს როდესაც მთელ სამყაროს დაისაკუთრებს.....................














 




                     

0 comments: