Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.
"ჟამთა სიავე"


მიუხედავად მთავრობის და პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნისა კიევის მთავარ მოედანზე შეკრებილი ხალხი დაშლას არ აპირებდა...... პირიქით, რაც უფრო მეტად ცდილობდნენ დაეშინებინათ ხალხი ძალოვანი ინსტიტუტების ჩართვით პროცესებში, მით უფრო მეტად იზრდებოდა წინააღმდეგობის მუხტი და იზრდებოდა მომიტინგეთა რიცხვიც. იმ დღეს დილიდანვე გავრცელდა ცნობა მილიციელები და სპეც დანიშნულების ბატალიონი მაედნის გაწმენდას ეცდებაო, თუმცა ტერიტორიის დაცვის კომიტეტის აქტიური წევრები თავისი ხელმძღვანელობით მზად იყვნენ მოვლენის ასე განვითარებისთვის, ტყუილად არ მონაწილეობდნენ ბარიკადების აგებაში ინჟინრებთან ერთად სამხედრო საქმის სპეციალისტები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს ეს სამსახურიდან განთავისუფლების ფასად დაუჯდა. ღირსეული ერი თავისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის თავდაუზოგავად იბრძოდა.....



პატარ-პატარა შეტაკებები უკვე რამოდენიმე კვირა იყო რაც ხდებოდა, მილიცია და ხელისუფლების აქტიური მომხრეები, რომლებიც თავის მხრივ სამართალდამცავების დაუფარავი მხარდაჭერით სარგებლობდნენ უმოწყალოდ უსწორდებოდნენ მაიდნელებს, თუმცა ბაზაზე (როგორც თვითონ მომიტენგეები გამაგრებული პოზიციების შიდა პერიმეტრს ეძახდნენ) მათ შემოსვლა ძალიან "ძვირად" დაუჯდებოდათ და ამას მშვენივრად ხვდებოდნენ. ყველა ქუჩის დასაწყისი რომელიც კი მეიდანზე შემოდიოდა ბარიკადებით ჩახერგილი და მომიტინგეთა სპეციალური რაზმებით იყო გამაგრებული, ეს წინააღმდეგობის პირველი ზღუდე იყო, შემდეგი ზღუდე მოედანზე შემოსასვლელი იყო და მესამე ყველაზე ძლიერად გამაგრებულ უკვე, მართლაც ძნელად დასაპყრობ ბასტიონს თვითონ მეიდანი ანუ ბაზა წარმოადგენდა.....

მილიციელებმა ძალუმად შეუტიეს, მათ მუნიციპალური ტექნიკის გარდა სპეცდანიშნულების ჯავშანტექნიკაც ეხმარებოდა. მეიდანზე შემომავალი ქუჩის გაღმა მხარის გასუფთავება არცთუ უომრად მილიციელთა სპეცრაზმა შესძლო, იქიდან გამოქცეული ხალხი ვინც შესძლო სამართალდამცავთა ხელკეტებს გადარჩენოდა მეორე ზღუდეზე იწყეს პოზიციების გამაგრება, აქ უკვე მართლაც რომ სასტიკი წინააღმდეგობა შეხვდათ მილიციელებს, ვისაც როგორ შეეძლო ისე იცავდა პირველ რიგში პოზიციას და შემდეგ უკვე თავს......

ხის ფარით შეიარაღებული მომიტინგეს არაფრით არ უნდოდა პოზიციის დატოვება მიუხედავად იმისა რომ ბარიკადა თითქმის დაშალა პოლიციამ. გამოთავისუფლებულ ადგილას გაშლილმა რაზმა დაუნდობლად დაუწყო ცემა იმათ ვინც ბაზაზე შესვლა ვერ მოასწრო. რკინის ფარებით შეიარაღებულმა, სპეციალურ ჯავშანჟილეტებით აღჭურვილმა სამმა პოლიციელმა ერთდროულად მიიტანა იერიში ახალგაზრდა კაცზე, სულ რამოდენიმე წამი გასძლო ფეხზე ახალგაზრდამ, თავში მოხვედრილმა ხელკეტამ ბიჭი მიწაზე დასცა, ძირს დაგდებულს დაუწყეს მილიციელებმა ცემა, ამ უკანასკნელებს არც კი დაუნახავთ საიდან გაჩნდა იმ ადგილას ასაკოვანი კაცი, რას შვებით მხეცებო, შვილს მომიკლავთო, განწირული ხმით იყვირა, ერთი მილიციელს ისეთი ძალით ჰკრა ხელი, რომ ამ უკანასკნელმა ერთი-ორი მეტრი იფრინა სანამ მიწაზე დაეცემოდა. მილიციელები გაორმაგებული ენერგიით უსწორდებოდნენ ახალგაზრდას და მასზე გადაფარებულ მამას. ეს ეპიზოდი აუცილებლად ორი ადამიანის სიკვდილით დამთავრდებოდა, მილიიციის მაღალჩინოსნებს ზუსტად ამ დროს რაციით უკან დახევის ბრძანება რომ არ გაეცათ. მილიციის შტურმის შედეგად დაზარალებულები სასწრაფო დახმარებამ საავადმყოებში დაარიგა. ასაკოვანმა კაცმა ივაჟკაცა და იმდენი მოახერხა, რომ სანამ გონებას დაკარგავდა ექიმს სთხოვა შვილთან არ დაეშორებინათ.....

საავოდმყოფოში მთავარ ექიმდა და მნახველს შორის მომხდარმა ხმამაღალმა შელაპარაკებამ მთელი საავადმყოფო ააწრიალა. ახალგაზრდა, შავგვრემანი კაცის პრეტენზიებს კატეგორიულად არ ეთანხმებოდა კიევის ერთ-ერთი ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმის თანამდებობისთვის მართლაც რომ მეტისმეტად ახალგაზრდა, თუმცა საოცრად სიმპატიური, უფრო ახალგაზრდა გოგო ვიდრე ქალი....

- ეს ორი დღეა ყოველ წუთს ახალ-ახალი დაზარალებულები მოყავს სასწრაფო დახმარებას და ხშირ შემთხვევაში მათ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. შემოყვანილ პაციენთთა უმეტესობა უგონო მდგომარეობასი მოყავთ.... მე მათი ანკეტური მონაცემები ვარკვიო თუ ვუმკურნალო? დღეს გადაიჭედა საავადმყოფო ცეხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი ხალხით, რამდენი დაიღუპა, ვაარ ეხლა მე თქვენი კრიტიკული მოსაზრებების მოსმენის ხასიათზე? - ხმამაღლა აპროტესტებდა საავადმყოფოს მთავარი ექიმი მნახველის პრეტენზიებს.

- დავუშვათ რომ მასეა, როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ ხომ შეიძლება ვისმეს პირადობის მოწმობა ედოს ან მობილური ტელეფონო.... ხომ შეიძლება ცოტა მეტი შეწუხდეთ და უბრალოდ ეცადოთ თქვენი პაციენტების სახელი და გვარი გაიგოთ, რომ მათმა ახლობლებმა იცოდნენ მათი ჯანმრთელობის შესახებ სულ მცირედი.... ის მაინც ცოცხლები არიან თუ მკვდრები?

- მე უკვე გითხარით რომ ხშირ შემთხვევაში ისინი უგონო მდგომარეობაში შემოყავთ მეთქი და სხვის ჯიბეებში ხელის ფათურის თხოვნით ჩემს ხელქვეითებს მე არასოდეს მივმართავ..... მხოლოდ ტრავმატოლოგიური განყოფილება დაგვრჩა შეუმოწმებელი, აქაც ვნახოთ და თქვენი ნაცნობები აქ არ არიან დიდად დამავალებთ თუ მე თქვენ აქ ვეღარასოდეს გნახავთ......

- მერწმუნეთ არც მე ვისურვები საავადმყოფოში და მითუმეტეს თქვენისთანა ექიმის ხელშო მოხვედრას - არც მნახველი დარჩა ამ უკანასკნელს ვალში.

განყოფილებას მოახლოვებულ მთავარ ექიმს და შავგვრემან ახალგაზრდა ბიჭს განყოფილების გამგე და ექიმები განყოფილებასი შესვლისთანავე შეეგებნენ. შემოსული ავადმყოფების მდგომარეობა მოახსენეს მთავარ ექიმს და როდესაც მიხვდნენ, რომ ეს უკანასკნელი მათ პაციენტებს ეძებდა დააიმედეს ყველაფერი კარგად არის და ხვალ არადა ზეგ სახლში გავწერთო. 

შავვგრემანი ბიჭი ჯერ ასაკოვან კაცს გადაეხვია, ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოკითხა, შემდეგ მისი ბიჭი გადაკოცნა....

- რა ხდება მეიდანზე? - ასაკოვანმა კაცმა შვილს დაასწრო კითხვა.

- იმ დღეს თქვენ მილიციელები რომ გაგისწორდნენ, ჩვენ მათი ჯავშანმანქანა დავწვით. გუშინ კიდევ არა უშავდა....თოფს მაინც არ გვესროდნენ..... დღეს პირდაპირი დამიზნებით გაგვიხსნეს ცეცხლი. ბოლო მონაცემებით ას კაცამდეა დაღუპული, ბევრია დაჭრილი... ნადია დეიდამ სანამ ჩემს კაცებს არ ნახავ, თვალით არ დამენახოო ასე მითხრა....

- სულ გაგიჟდნე ეს უპატრონოები - უფრო ამოიგმინა კაცმა ვიდრე თქვა.

- მაგისთვის მოხვედით რომ პაციენტები მინერვიულოთ? ეხლავე დატოვეთ ჩემი საავადმყოფო - სამაგიეროს გადახდის საშუალება შავგრემან, ახალგაზრდა კაცზე მთავარმა ექიმმა ხელიდან არ გაუშვა.

- უთქვენოდაც ვაპირებდი წასვლას.... საშა ბიძია, მიკოლა აბა კარგად იყავითდა მალე გამოჯანმრთელდით, მე წავალ ნადია დეიდას დავამშვიდებ, ვეტყვი კარგად არიან ერთ-ორ დღესი გამოწერენ თქო - გამოემშვიდობა ბიჭი მამა-შვილს ისე რომ მთავარი ექიმისკენ არც გაუხედია.

- არ გეწყონოს შვილო სანახევროდ ჩემს ოჯახში გაზრდილი კაცისაგან არაფერი..... სამხრეთელი კაცია, ნამეტანი ტემპერამეტიანი, ემოციები გადაძალავს ხოლმე - მოუბოდიშა ბატონმა საშამ მთავარ ექიმს.

- თქვენს ოჯახში რატომ? უპატრონოა?....... ისე ეტყობა კიდეც ქცევაზე - ამრეზით უპასუხა მთვარმა ექიმმა.

- მაგად რომ დედა ყავს დედა მაგას ქვია - ამჯერად ახალგაზრდა "პაციენტი" ჩაერთო საუბარში - გიოს გულისთვის ვისაც გინდა იმასდ გადაჭამს თავს..... ერთხელ მასწავლებელმა სკოლაში დამამცირებელი ეპითეტით მოიხსენია მისი წარმომავლობა და პატარა, სულელმა ბავშვმა ქსენია დეიდასთან ვთქვი ეს ამბავი, მერე კი მისაყვედურა გიომ არ უნდა გეთქვაო, მაგრამ უკვე გვიან იყი..... არასოდეს დამავიწყდება ქსენია დეიდას სახე, ასეთი სახე ალბათ მეუღლის სიკვდილი რომ გააგებინა მამაჩემმა მაშინ ქონდა...... საშასგან გამიგია. ის მასწავლებელი სკოლიდან ხომ გააგდებინა, სკოლაში პედაგოგები უმალავდნენ თავის კოლეგას ქსენია დეიდას რომ ეს უკანასკნელი არ ეცემა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.......

- რა უტაქტობაა - აიმრიზა მათავარი ექიმი - კი მაგრამ ამ თქვენ ძმაკაცს მამაც ყოლია.....

- არა შვილი - არ დაამთავრებინა სიტყვა საშა ძიამ ახალგაზრდა ქალს - გიოს მშობლები იმ შვეულმფრენში დაიღუპნენ რომელსაც ჩემთან ერთად გაზრდილი, ჩემი ბავშვობის მეგობარი და ქსენიას მეუღლე ბორია მართავდა. აფხაზეთიდან, გამოქცეული, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციას ვახდენდით მე და ბორია, ჩვენ ორივე სამხედრო ვერტმფრენების მფრინავები ვიყავით. იმ დღეებში ჩვენ 180000 ლტოლვილზე მეტ გადავარჩინეთ. მე მაშინ ჯერ კიდევ ბაზაზე ვიყავი, თუმცა უკვე შვეულმფრენში ვიჯექი და აფრენის ნებართვას ველოდებოდი. გავიგე ბოლო სიტყვები როგორ გადმოსცა რაციით ბორიამ, აპარატს ცეცხლი გაუხსნეს და ვარდები. იქნებ იმდენი ხანი მაინც გავაჩერო შვეულმფრენი რომ ჩემს კაბინაში, ჩემს გვერდით მჯდომი სამი წლის ბავშვი მაინც გადავარჩინოთო. როდესაც მეორე დღეს კატასტროფის ადგილი ვნახეთ, მხოლოდ ლეიბში კარგად გახვეული, სამი წლის, სასწაულებრივად ცოცხლად გადარჩენილი ბავშვი ვნახეთ, 15-20 მეტრაში მისგან ხერხემალგადამტვრეული ქალი იწვა, სავარაუდოდ დედამისი. გიოს მამამაც და მისი უახლოვესი ნათესავები ყველა იმ შვეულმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ. გადავწყვიტე რომ ქსიუშასთვის შემემსუბუქებინა ბორის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და გიო მისთვის ჩამებარებინა.... მაშინ საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ამ პატარასთვის სახელმწიფოს ნამდვილად არ ეცლებოდა. რაც შეეხება უტაქტობას, ქსენიას მშობლები, მამა უკრაინის პირველი პრეზიდენტის მრჩეველი იყო, დედა ცნობილი მუსიკოსი, თვითონ ქსენია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და გვარად შევჩენკო გახლავთ, ტარას შევჩენკოს პირდაპირი შთამომავალია..... ასე რომ ცოტა უხერხული იქნება ქსიუშას წარმომავლობა დაუწუნო......

- თქვენ არასწორად გაიგეთ ჩემი ნათქვამი - მამამის ჩამოართვა სიტყვა მიკოლამ - მიუხედავად იმისა რომ გიომ იცის ქსენია დეიდა მისი მშობელი დედაა არ არის, მე ისეთი დედა-შვილობა როგორიც გიოს და ქსენია დეიდას აქვს იშვიათად მინახია.... როდესაც ამ მთავრობოს საწინააღმდეგო მიტინგების ტალღა აგორდა, გიომ უარი თქვა ჩემთან ერთად მიტინგზე წამოსვლაზე, გამიკვირდა რადგან ვიცოდი მისი დამოკიდებულება მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, როდესაც შევეკითხე რა გაკავებს ბარიკადებზე ყოფნისაგან მეთქი, მიპასუხა მე რომ რამე დამემართოს დედაჩემი ვერ გადაიტანსო. მერწმუნეთ, მითხრა ის რასაც ფიქრობდა, გიო და შიში ეს ორი შეუთავსებელი მცნებაა, მერე როგორც თვითონ მომიყვა დედამისს თვითონვე გამოუშვია ბარიკადებზე შემდეგი სიტყვებით, ამ ქვეყანამ შენ ყველაფერი მოგცა იმისთვის რომ კაცი დამდგარიყავი, ეხლა შენი ჯერია მის დამოუკიდებლობას და ერს რომელმაც სითბო და სიყვარული არ დაგაკლო ემსახურო, ჩემი ქმრის გვარის მატარებელს სხვანაირად არ ეკადრებაო. საწოლი ოთახის კუთხეში პატარა სამლოცველო მოაწყო ქსენია დეიდამ, ჩვენ რომ ბარიკადებზე წამოვალთ ის ხატებთან მუხლისჩოქზე დგება და ჩვენ სახლში დაბრუნებამდე იქიდან არ გამოდის..... 

- კარგით ბატონებო კარგით, მაგრამ რატომ ცდილობთ არიოთ ეს ქვეყანა მაგი კიდევ ცალკე გასარჩევი თემაა..... მე წავედი თქვენს გარდა კიდევ მყავს პაციენტები, ხვალე კიდევ შემოვივლი - დაპირდა მამა-შვილს ახალგაზრდა ქალი და ოთახიდან გავიდა.

- რამ შეაყვარა ეს ხელისუფლება ამ გოგოს - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა მიკოლამ, აშკარად თვალში მოუვიდა ბიჭს მთავარი ექიმი, თუმცა ამ უკანასკნელის ბოლო სიტყვებმა ცოტა არ იყოს დააფიქრა.

- რატომ არ ეყვარება რო? - ეს სიტყვები სიმპატიურ ექთან გოგონას ეკუთვნოდა რომელმაც მიკოლას შემოსვლისთანავე დაადგა თვალი და კონკურენტის გამოჩენა დიდად არ ეპიტნავა - ბიძამისი დეპუტატია რეგიონალებიდან, მამამისი უშიშროების მაღალჩინოსანია, ბიძამისის და მამამისის კავშირები რომ არა ასეთ ახალგაზრდას მთავარ ექიმად ვინ დანიშნავდა? მაგაზე სტაჟიანი და გამოცდილი ექიმებიც არიან ამ საავადმყოფოში.....

მთავარმა ექიმმა შეასრულა დანაპირები და მეორე დღესაც მოინახულა პაციენტები, როდესაც მიკოლამ უზარმაზარი თაიგული მიართვა, სიამოვნება არ დაუმალავს, თუმცა გაუკვირდა, პალატაში მწოლიარემ ეს როგორ მოახერხაო......

- ძმაკაცები აბა რისთვის ჰყავს კაცს? - ღიმილით დაუბრუნა პასუხი მიკოლამ - ვთხოვე და თქვენგან შერისხულმა გიომ მომიტანა თქვენთვის.....

მიკოლას და ნატალიას მეგობრული შეხვედრები როგორ გადაიზარდა სასიყვარულო ურთიერთობებში თავად ახალგაზრდებიც ვერ გაერკვნენ, თუმცა ერთი თვის თავზე მამა-შვილის საავადმყოფოდან გამოწერიდან ნატალია ოფიციალურად მოიაზრებოდა მიკოლას საცოლედ. გოგონა დიდი სიყვარულით მიიღო როგორც ბიჭის ოჯახმა ისე მიკოლას უახლოვესი მეგობრის გიოს დედობილმა. ქსენია დეიდას მოფერება და ტკბილი სიტყვები არ დაუკლია მის ოჯახში მიკოლასთან ერთად მოსულ გოგონასთვის თუმცა, როგორც გუმანმა უგრძნო გიოს ბოლომდე კმაყოფილი მიკოლას არჩევანით ის კმაყოფილი არ დარჩენილა....

- რატომ არ მოგეწონა ნატალია დედა? - სტუმრების წასვლის შემდეგ შეეკითხა სამზარეულოსი, დასვრილი ჭურჭლის რეცხვით დაკავებულ ოჯახის დიასახლისს.

- მე ვინ თქვა არ მომეწონაო? მშვენიერი გოგოა..... ულამაზესი! - გააპროტესტა ქსენიამ.

- კაი დედა..... მე ხომ ზუსტად ვხვდები შენ ვინ მოგწონს და ვინ არა - აღარ შეეშვა გიო დედას.

- მშვენიერი გოგოა ნატალია მაგრამ......

- მაგრამ რა?

- მიკოლასთვის უკეთესი მინდა.... არა, შესახედად ვერაფერს დაუწუნებ ამ გოგოს, მაგრამ არის კიდევ რაღაცა.... ის რასაც მე ბორიას მიმართ ვგრძნობდი, ან ის რაც არის საშას და ნადიას შორის.....

- შენ თუ სიყვარულს გულისხმოთ, მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ.....

- არა.... როგორ აგიხსნა.... ნამდვილი სიყვარული ჩემი აზრით არის როდესაც საყვარელი ადამიანისთვის ყველაფერს დათმობ, სულერთია კარიერა იქნება ეს თუ საყოფაცხოვრებო კომფორტი..... თუმცა ეს ყველაზე მარტივი, პრიმიტიული მაგალითები მოვიყვანე..... როგორ აგიხსნა უფრო გასაგებად.... შენ იცი რომ ბორია სამხდრო მფრინავი იყო და მივლინებებში ხშირად დადიოდა. არ მსიამოვნებდა რომ ასე ხშირად უხდებოდა ჩემგან წასვლა, მაგრამ რა უნდა მექნა, ის თავის მოვალეობას ასრულებდა. სანამ მას და საშას აფხაზეთში გაუშვებდნენ, ერთი თვის ადრე შვიდი თვის ნაყოფი დავკარგეთ..... საშინელი ტრაგედია იყო ჩვენთვის, მთელი ერთი თვე ბორია დღე და ღამე გვერდიდან არ მომცილებია, მერე იყო რომ აფხაზეთში წავიდა - ქსენია გაჩუმდა, ფიქრებით სადღაც უკან წარსულ დროში გადავარდა, სახეც კი შეეცვალა, თითქოს ერთ წამში კიდევ უფრო დაბერდა, გიო მივიდა ყელზე მოეხვია, ბიჭის შეხებაზე ქალი გამოერკვა, გულში ჩაიხუტა შვილობილი - შენ რომ არ ჩამოეყვანე საშას ალბათ მოვკვდებოდი.....

- კარგი რა დე! - კიდევ უფრო მაგრად ჩაიხუტა გულში გიომ თვალებზე ცრემლმომდგარი ქსენია - აბა შენი შიშით მეც ვერ მომიყვანია ცოლი, ჩემი შესაფერისი ქალი შენთვის ამ დედამიწაზე არ იქნება....

- აბა რა სისულელეს ამბობ.... ცოლიც უნდა მოიყვანო და ბევრი შვილიშვილებიც უნდა გამიჩინოთ, ცოტას თუ წავიეჭვიანებ შვილიშვილებს ჩავიხუტებ, მოვეფერები და ყველაფერი უცბათ გადამივლის..... ისე მართალს ამბობ, შენი ღირსი მართლა ცოტაა ამ ქვეყანაზე. თავიდანვე საოცრება იყავი. როდესაც საშამ ჩემთან მოგიყვანა, თავისთავად ჩვენი ლაპარაკი არ გესმოდა, მაგრამ როდესაც გეკითხებოდნენ რამდენი წლის იყავი და რა გერქვა, შენ პაწია სამ თითს დაანახებდი და შენს სახელს იძახდი. არ ყოფილა არცერთი შემთხვევა რომ, შენთვის სხვა რამე ეკითხოთ და შენ შეცდომით წლოვანება გეჩვენებინოს, ან სახელი გეთქვას. თავიდანვე მიმიშვი შენთან, თავს მაფერებინები, როცა გკოცნიდი კოცნითვე მპასუხობდი ოღონდ დედა არცერთჯერ არ დაგიძახია მიუხედავად იმისა რომ ერთ თვეში ენა ისწავლე, ამას ალბათ ისიც უწყობდა ხელს რომ ყოველ ღამე ან ლექსს გიკითხავდი ან სიმღერას გიმღეროდი.....

ჩემი დაბადების დღე იყო, შენ ექვსი წლის იყავი და დაბადების დღე მომილოცე..... უბრალო მინდვრის ყვავილები გეკავა ხელში. სპეციალურად შევეკითხე შემ მომვლელ გოგონას შენ ხომ არ გისწავლებია მეთქი, არაო მითხრა, მე უბრალოდ ვუთხარი შენს დედიკოს დაბადების დღეა აქვს და ბევრ საჩუქრებს მოუტანენ მეთქი, სულ ეგ იყოო.....

მოხვედი ჩემთან, ეს ყვავილები გამომიწოდე და დაბადების დღეს გილოცავ დედიკოო მითხარი, არ არსებობდა დედამიწის ზურგზე საჩუქარი რომელიც მე ისე გამახარებდა როგორც ეს მინდვრის ყვავილები შენს სიტყვებთან ერთად...... 

აი ამას ქვია სიყვარული.... როდესაც შენ საყვარელი ადამიანისთვის არსებობ და შენ მისგანაც საპასუხოდ იგივე გრძნობას ღებულობ.... 

ამ თემაზე მეტი გიოს და დედამისს აღარ უსაუბრიათ და არც არავისთან უხსენებია ეს საუბარი გიოს. ყველაფერი კარგად იყო, უკვე სამომავლო გეგმებს ერთად აწყობდნენ მიკოლა და ნატალია როდესაც ნატალიას ოჯახთან გატარებულმა ერთმა დღემ ყველაფერი კარდინალურად შეცვალა.....

ნატალიას მამის სურვილს უკეთ გაეცნი სასიძოს ოჯახი ბატონი საშა და მისი მეუღლე სიამოვნებით გამოეხმაურენ. ფეშენებელურ რესტორანში, დანიშნულ დროს სასიძოს ოჯახი მთელი თავისი შემადგენლობით და გიოსთან ერთად დროულად გამოცხადდა, გიოს, საშას და ნადიას ბევრი თხოვნის მიუხედავად ქსენიამ უარი თქვა მათთან ერთად წასვლაზე. 

მართლაც და საუცხოოდ გაშლილ სუფრას რომ იტყვიან ჩიტის რძე არ აკლდა, ისედაც არასტანდარტულად, ორ გაერთიანებულ სუფრაზე, ერთმანეთზე დადებულ კერძებს შორის ადგილი აღარ იყო. მასპინძლის მხრეს, ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი წარმოადგენდა. როგორც შემდგომში გაირკვა ნატალიას პარლამენტარი ბიძა და მისი მეუღლე, ვის რესტორანშიც იქნა სუფრა გაშლილი, ერთად ხელმძღვანელობდნენ ვახშამს, ხოლო ნატალიას დედა მოსკოვში იმყოფებოდა და აქედან გამომდინარე ვერ მოახერხა დასწრებოდა დაგეგმილ ღონისძიებას, ეს ბოდიშის მოხდით ამცნო სტუმრებს ნატალიას მამამ ვლადიმერმა. ყველაფერი კარგად იყო, სუფრა ძალიან სასიამოვნოდ და მხიარულად მიმდინარეობდა, მამაკაცემა კარგ ღვინოს მაინც უკრაინული, მაღალი ხარისხის "პერცოვკა" ამჯობინეს, ახალგაზრდები ცოტა ხანი იყვნენ სუფრასთან, ცოტა წაიხემსეს და მას შემდეგ რესტორნის საცეკვაო მოედანზე დამკვიდრდნენ, შიგადაშიგ თუ მოინახულებდნენ ხოლმე უფროსი თაობის წარმომადგენლებს. ყველაფერი თითქოს ნატალიას ბიძის უწყინარი ფრაზით დაიწყო, რა უნდათ ამ ოპოზიციონერებს, რა აღარ გვანებებენ თავს ნორმალურად იცხოვროს ქვეყანამო. საშამ და ნადიამ ერთმანეთს გადახედეს და ეს მზერა არ გამორჩენია ნატალიას მამას....

- თქვენ არ ეთახმებით? - შეეკითხა ცოლ-ქმარს და ცივი, დაკვირვებული მზერა მიაპყრო.

- აბა როგორ გითხრათ..... ბარიკადებზე, როდესაც მე და ჩემი შვილი საშინლად გვცემეს და იქიდან საავადმყოფოში ასე ვთქვათ ნატალიასთან მოვხვდით, იქიდან დაიწყო ჩვენი შვილების ნაცნობობა რომელიც მალე ასიყვარულო ურთიერთობებში გადაიზარდა..... ასე რომ, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე "არ არსებობს უბედურება სიკეთის გარეშეო", არ ცდებოდნენ ძველები.....

- კარგით! მიკოლა ახალგაზრდაა, მაგრამ თქვენ....თქვენ ხომ სამხედრო ხართ, სამხედრო მფრინავი, თქვენ რატომ მონაწილეობთ ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში, ნაცვლად იმისა რომ აუკრძალოდ და წინ აღუდგეთ ახალგაზრდების ამგვარ ქმედებას?

საშამ მზერა გაუსწორა მოსაუბრეს - მაპატიეთ ოდნავ არაკორექტული კითხვისთვის, მაგრამ თქვენ უკრაინელი ხართ წარმოშობით თუ რუსი?

- მაგას ააქვს რამე გადამწყვეტი მნიშვნელობა? - გაღიზიანებულმა იკითხა ნატალიას მამამ - განა საბჭოთა კავშირში ჩვენ მასე კითხვას ვსვავდით?

- და მაინც.... - უკან არც ბატონმა საშამ დაიხია.

- მამა უკრაინელია, თუმცა დიდი ხნის წინ გადასული მოსკოვში საცხოვრებლად, მე იქ გავჩნდი, თუმცა აქაც გვქონდა სახლები, ბიძაჩემი ცხოვრობს აქ, ვისთანაც მჭიდრო და ხშირი ურთიერთობები გვქონდა ყოველთვის. ძმებს ერთმანეთი, მხედველობაში მაქვს მამაჩემი და ბიძაჩემი არასოდეს დაუკარგავთ.

- მე ძირძველი უკრაინელი ვარ ისევე როგორც ჩემი მეუღლე. თქვენგან განსხვავებით ბიძაჩემი თავისი ხუთი შვილით გოლოდომორის დროს შიმშილით გაწყდა. მამაჩემი იმან გადაარჩინა რომ მიწაზე მუშაობა ეზარებოდა, ერთერთი საუკეთესო ბაიანისტი იყო რაიონში. ამიტომაც აიყვანეს მახნოს ხალხმა თავისთან ბანდაში. როდესაც კომუნისტებსა და მახნოს შორის ურთიერთობები გაფუჭდა, ახალმა ხელისუფლებამ რაღაც ჯგუფს თანამშეომლობა შესთავაზა, მამაჩემს ეყო ჭკუა დათანხმებულიყო. თუმცა ერთი წელი მაინც ახეხინეს ციხე, სანამ გაარკვევდნენ რამდენად შეიძლებოდა მისი ნდობა. ზუსტად ამ დროს დაემთხვა ის პერიოდი იყო, როდესაც უკრაინელ გლეხებს უკანასკნელ სარჩო-საბადებელს, ადგილზე განადგურების მუქარით, ძალით ართმევდნენ, ამიტომაც ის ვერაფრით დაეხმარა ძმას. მე არ მინდა ჩემს სახელმწიფოს მართავდეს ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა კავშირის მემკვიდრედ მთელი მსოფლიოს გასაგონად გამოაცხადა თავი...... 

- ზუსტად საბჭოთა კავშირის დროს იყო ყველაზე ძლიერი ჩვენი ქვეყანა.....

- მერე არ გაგჩენიათ კითხვა რის ფასად? მეც ვიცი რომ თქვენ უშიშროების სამსახურში მუშაობთ და თქვენ ჩემზე მეტ ინფორმაციას უნდა ფლობდეთ გულაგებში მილიონობით განადგურებული ადამიანების შესახებ, წესით ისიც უნდა იცოდეთ რომ პირველი საკოცეტრაციო ბანაკები სტალინმა შექმნა, ნაცისტურმა გერმანიამ უბრალოდ გადაიღო და უფრო განავითარა ეს პრაკტიკა .....

- ისინი ხალხის მტრები იყვნენ და მათ შესაბამისადაც ექცეოდნენ....

- ომში საკუთარი ნებით წასული ჯარისკაცები, რომლებიც გენ.შტაბის უუნარობის გამო ომის დასაწყისში, მტრის ალყაში მოქცეულნი, იარაღს რომ ყრიდნენ და უაზროდ თავს რომ არ აკვლევინებდნენ, იმიტომ იყვნენ ხალხის მტრები? ჩვენი მოქალაქეები, ფაშისტების საკონცეტრაციო ბანაკებს გადარჩენილები, შუა აზიის გულაგებში რომ იხოცებოდნენ ამის გამართლებას ცდილობთ? 

- სახელმწიფოს, მითუმეტეს ფედერაციის პრინციპზე აგებულის, მართვა რთულია, სხვადასხვა აღმსარებლობის, სუბკულტურის და ტრადიციების მქონე საზოგადოების გაერთიანებას ერთ სახელმწიფოდ სხვა ძლიერ ინსტიტუტებთან ერთად ძლიერი სადამსჯელო მექანიზმებიც საჭიროებს, ხალხს უნდა ეშინოდეს მთავრობის.... ხომ გაგიგონიათ გამოთქმა "ეშინია.... ესეიგი პატივს ცემს"

- არასოდეს ვეთანხმებოდი ამ გამოთქმას..... არანაირად არ მესმის როგორ შეიძლება ვისმეს მეშინოდეს ად ამავდროულად მის მიმართ პატივისცემას ვგრძნობდე..... ეს ჩემთვის წარმოუდგენელია..... მე თუ ვინმესი მეშინია ესეიგი ის ჩემთვის რაღაცნაირად საფრთხეს წარმოადგენს, როგორ შეიძლება ადამიანი რომელიც ჩემთვის ან ჩემი უახლოვესი ადამიანებისთვის საფრთხედ მოიაზრებოდეს და მე მას პატივს ვცემდე? მას მხოლოდამხოლოდ ერთი სახელი შეიძლება ერქვას, პოტენციური მტერი, რომლისგანაც მე შეიძლება როდესმე ახლობლები და საკუთრი თავის დაცვა დამჭირდეს..... 

- ჩვენი ქვეყანა პირდაპირაა მიბმული რუსეთზე - ამჯერად საუბარში ნატალიას ბიძაც ჩაერთო - საზღვაო ბაზები სადაც რუსული და უკრაინული სამხედრო გემები ერთმანეთის გვერდით დგას..... ქვანახშირი, რომლის მოპოვებითაა მთელი დონბასი დაკავებული რუსეთს მიაქვს, სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ნახევარზე მეტი არმისავლეთ უკრაინასია განლაგებული და იქ უამრავი ადამიანი მუშაობს....

- და რა მერე.... ამერიკის შეერტებულ შტატებს თუ უცხო ქვეყანაში სამხედრო ბაზა აქვს, სერიოზულ თანხას უხდის ამ სახელმწიფოს. რუსეთი კაპიკს არ იხდის ამისთვის, მიუხედავად რომ ეს ერთადერთი სერიოზული სამხედრო საზღვაო ბაზაა შავ ზღვაზე. გაზს იმაზე უფრო ძვირად ყიდის ჩვენთან ვიდრე ევროპაში მიუხედავად იმისა რომ ჩვენ თვითონ ვართ ამ გაზის გამტარებლები ევროპაში, ჩვენი მილებიდან გასული გაზით თბებიან ევროპაში. სამხედრო სამრეწველო კომპლექსის უმეტესობა უკრაინაშია და უკრაინული ჯარი ამ დროს სულს ღაფავს. კორუფციის ჭაობშია ჩაფლული მთელი სახელმწიფო, ობობას ქსელებივითაა გაბმული კორუფციული სქემები რომლის საშუალებებითაც რამდენიმე ასეული ადამიანი მარლაც რომ ცხოვრობს რასაც ქვია და დანარჩენი მოსახლეობა უბრალოდ არსებობს.... და ყველაფერ ამასთან ერთად ამ ხელისუფლებას რუსეთთან ერთად სამომავლოდ, როდესმე ევროპის დონეზე ცხოვრების პერსპექტივაც გინდათ მოუსპოთ? ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ არჩევანის საშუალებაც კი არ გვქონდეს რუსეთსა და დასავლეთს შორის. უკრაინელები ჭკვიანი და თავმოყვარე ერია, ის თვითონ განსაზღვრავს ვისთან ურჩევნია მეგობრობა......

- ძვირად არ დაუჯდეს ეს სურვილი ქვეყანას, ეხლა ყურადღებით მისმინეთ - გველივით წაისისინა უკმაყოფილო სასიმამრომ - თუ ჩვენ ეხლანდელ მთავრობას გადავაგდებთ და ქვეყნის განვითარების ორიენტაციას შევცვლით, დამიჯერეთ, ეს ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება ყირიმს, დონბასს და ლუგანსკს წაიღებენ რუსები, ეს უკეთეს შემთხვევაში, არაა გამორიცხული კიევამდე ჩამოგრიხინდნენ ტანკებით. დიდი სისხლი დაიღვრება და ბევრი ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე დროზე ადრე შეწყდება. იფიქრეთ ამაზე..... აღარფერს ვამბობ რომ ქვეყანა ომისთვის მზად არაა, ჩვენ ორივე პროფესიონალი სამხედროები ვართ და კარგად ვიცით უკრაინული ჯარის შესაძლებლობები.

- ეგ მართალია..... თქვენ ძალი და ღონე არ დაგიშურებიათ რომ საბოლოოდ გაგენადგურებინათ უკრაინული ჯარი, მაგრამ დარწმუნდებით რომ ამ ქვეყნის დაჩოქება ისე ადვილი არ არის როგორც გგონიათ - ამ მკვახე სიტყვებს უკვე ფეხზე ამდგარი, ხმამაღლა ამბობდა ბატონი საშა.

- რა ხდება მამა? - იკითხა ზუსად იმ წამს ნატალიასთან და გიოსთან ერთად შემოსულმა მიკოლამ.

- რა ხდება საშა ბიძია? შეშინებული შეაჩერდა შეყვარებულის მამას სადედოფლო.

- არაფერი ისეთი შვილო.... ყოველ შემთხვევისთვის მინდა იცოდე, რომ ჩემი სახლის კარი შენთვის ყოველთვის ღია იქნება, წავედით ბიჭებო - სკამი გვერდეზე გაწია, მეუღლეს ხელი მიაშველა ადგომისას, ცივად დაუქნია თავი მასპინძლებს და გასასვლელისკენ გაემართა.

- რა ხდება მამა, ბოლოსდაბოლოს გამაგებინე? - ცრემლები მოერია ისტერიკის პირას მყოფ გოგოს. 

- ეხლა თავი ხელში აიყვანე და დამშვიდდი, სახლში ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნი....

ორი დღე ნატალიას არ დაურეკია, მისი ტელეფონი გათიშული იყო, როდესაც ჭკუიდან გადასულმა მიკოლამ მასთან სახლში დააპირა ასვლა, მამამისმა სთხოვა ეს არ გაეკეთებინა და თავიდან ბოლომდე დაწვრილებით მოუყვა სუფრასთან წარმართული ის არცთუ სასიამოვნო საუბარი.....

- როგორ ფიქრობ, ყოველივე იმის შემდეგ რაც იმ ვაჟბატონმა ბრძანა შეიძლება შენი იქ ასვლა? თუმცა შენი გადასაწყვეტია.... შენ უკვე ზრდასრული ადამიანი ხარ, ერთადერთი რაც მინდა გთხოვო, კარგად გააანალიზე შენს მიერ მიღებული საბოლოოო გადაწყვეტილება. იმ დღეს ისე დათვრენ მიკოლა და გიო როგორც არასოდეს. 

გიო და მისი მეგობარი აქტიურად იყვნენ ჩართულები, ყოფილი პრეზიდენტის რუსეთში გაქცევის შემდეგ ახლადანიშნულ, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელ პროცესში, დილის 8 საათიდან ოჯახებიდან გამოსულებმა, ის იყო გადაწყვიტეს წაეხემსებინათ, რომ მიკოლას მობილურმა დარეკა.... როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ბედის არჩევანმა გადაწყვიტა ვის ოჯახში მივიდოდნენ, ამჯერად ნადია დეიდას ხელით დამზადებული, გემრიელი კერძების რიგი აღმოჩნდა....

- შენ მიდი ჩემთან და მეც მალე მოვალ, ნატალია რეკავს.... ორივენი ერთად მოვალთ - სირბილით გაქცეული მიკოლა შორიდან უყვიროდა გიოს, მთელი დღე ელოდებოდა მეგობრის ოჯახთან და გაწყობილ სუფრასთან გიო ამ უკანასკნელს.... უკვე გვიანი ღამე იყო როდესაც მიკოლამ სახლის კარები შემოაღო, გიო სახლში არ წასულა, მეგობრის ბედი მასაც ისევე აწუხებდა როგორც საშა ძიას და ნადია დეიდას. ყურებჩამოყრილი მოიკოლას სახე ბევრისმთქმელი იყო..... 

- იქნებ ბოლოს და ბოლოს გვითხრა რა ხდება - გაღიზიანებულმა დაარღვია უკვე უსაშველოდ გაჭიმული, ავისმომასწავლებელი სიჩუმე საშა ძიამ.

- მასთან ერთად მოსკოვში წასვლა შემომთავაზა, თქვა რომ ყველაფრით გვექნებოდა რასაც კი მოვისურვებდით, დაწყებული სახლ-კარით და სამუშაოთი, დამთავრებული მამამისის ნაჩუქარი უცხოური, ძვირფასი მანქანით - ყრუ ხმით როგორც იქნა ამოღერღა მიკოლამ.

- მერე შენ?.... - ვეღარ მოითმინა გიომ.

- მაგისთვის ვიდექით მე, მამაჩემი და შენ ბარიკადებზე, რომ ეს ყველაფერი ჩემი მოსკოვში გაქცევით დამთავრებულიყო? ძალიან ბევრი მეხვეწა..... ისიც მითხრა, რომ სამომავლოდ ჩემი მიღებული გადაწყვეტილება, სიკვდილ-სიცოცხლის ფასადაც კი აუცილებლად დამიჯდებოდა, თუმცა ეს რას ნიშნავდა ვერ ამიხსნა, სულ გამუდმებით ტიროდა....

- ყველაფერი გასაგებია..... დაიწყო - ხმით რომელსაც ყველაფერს დააბრალებდი ოპტიმიზმის გარდა, გაეპასუხა ძია საშა.

- რა დაიწყო მა.... შენ მაინც ამიხსენი....

- შენ ტელევიზორის თავი დღეს არ გექნებოდა.... და აქედან გამომდინარე არანაირი საინფორმაციო გადაცემისთვის ყური არ მოგიკრავს არა? - შეეკითხა მამა შვილს.

- არა? რა ხდება რო?

საშა ძიას არაფერი უპასუხია, ჯერ საათს შეხედა და მერე ტელევიზორი ჩართო, საინფორმაციო გადაცემის უსიმპატიურესი დიქტორი მაყურებელს მიესალმა და გადაცემა უახლესი და როგორც თვითონვე შეაფასა უმნიშვნელოვაესი ინფორმაციით დაიწყო, რომლის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ყირიმში გამოჩდნენ, კბილებამდე შეიარაღებული, ე.წ. "მწვანე კაცუნები" რომლებმაც მოახდინეს ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებული ყველა სამხედრო ნაწილის ბლოკირება, სამხედრო მოსამსახურეები ალყაში ყავთ და ნაწილის დატოვების უფლებას არ აძლევენ, ამავდროულად რუსული სამხედრო გემები გავიდნენ ზღვაში და საბრზოლო პოზიციებზე მყოფნი არ აძლევენ უკრაინულ გემებს პორტის დაპოვების საშუალებას. 

- ეს რას ნიშნავს მა?....

- ეს იმას ნიშნავს შვილი..... რომ რუსეთმა გამოგვიცხადა ომი, ისე როგორც ადრე ეს გააკეთა ჯერ მოლდოვეთში და მერე საქართველოში. ის ეცდება ტერიტორიები რომელზეც მეტწილად რუსულენოვნი მოსახლეობა ცხოვრობს სეპარატისტებს დაუქვემდებაროს და თვითაღიარებულ სახელმწიფოებად გამოაცხადოს, შემდგომში თუ მთლიანად რესპუბლიკა ვერ დაიქვემდებარა, ეს ტერიტორიები მას წაგლიჯოს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების განწყობა ამისთვის სათანადოდ შემზადებული იქნება, თვითონ მიიერთოს და გაფართოვდეს.

- და საქართველოშიც ამდენად ბევრი რუსულენოვანი მაცხოვრებელი იყო? - ამჯერად გიომ ვერ დამალა გაოცება.

- არა, აფხაზებთან და ოსებთან რუსები საქართველოს ხელში ჩაგდების დღიდან მუშაობდნენ, ყველანაირად აზიზღებდნენ ქართველებს, უნერგავდნენ აზრს რომ მათი მჩაგვრელები და მტრები იყვნენ..... ავტონომიური ოლქების სტატუსიც კი მისცეს, მიუხედავად იმისა რომ საერთაშორისო სტანდარტებით ამისთვის არც ტერიტორია ქონდათ და არც მოსახლეობის რაოდენობა აძლევდა მათ ამის საშუალებას, ოსებს ქართული მიწები მიაწერეს თავის მოსახლეობიანად, რომ მინიმალურ სდანდარტებში მაინც ჩამჯდარიყვნენ..... ეს იმისთვის რომ სამომავლოდ სტატუსის გაფართოების შემთხვევაში რესპუბლიკისთვის პრობლემების შექმნის საშუალება ჰქონოდათ, ეს მე ქართველებისაგან ვიცი, ამაზე უფრო საჭირბოროტო თემა სალაპარაკოდ სხვა რა ქონდათ იმ გაჭირვებულ ხალხს, რომლებიც მე და ბორიას რუსების მიერ მოწყობილი სასაკლაოდან გამოგვყავდა..... ეს იყო თავიდანვე ჩადებული ნაღმები, რომლებიც მაშინ აამოქმედეს როცა დაჭირდათ რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს. დაზვერვის სამსახურში ჯერ კიდევ დარჩა სამწუხაროდ ნიჭიერი პროფესიონალები, თუმცა ჩემი შეფასებით ყოვლად უპრინციპო და მანუსგარეცხილები.....მათ არსენალში ბევრი საშუალებაა მოწიაამდეგებთან ბრძოლის, ერთ-ერთი მათგანია ე.წ "ჰიბრიდული ომი" რომლის წარმოებასაც ის უკრაინასთან აპირებს, მათ მშვენივრად ესმით, რა დიდი სისხლის ფასად იქნება მხოლოდ შესაძლებელი საბჭოთა კავშირის რეინკარნაცია, თუნდაც ყბადაღებული ევრაზიული კავშირის სახელით, მაგრამ მაინც მიდიან ამაზე..... დღეს მათი სამიზნე უკვე ჩვენ ვართ..... 

ძია საშას ვარაუდები სრული ასი პროცენტით გამართლდა, სულ მალე "მწვანე კაცუნები" მთელ აღმოსავლეთ უკრაინას კალიასავით მოედნენ. ზუსტად ისე როგორც ამას ყოფილი სამხედრო მფრინავი ვარაუდობდა, ამბოხებულთა ხელში გაჩნდა პლაკატები ლუგანკისა და დონეცკი რაიონების გამოყოფის მოთხოვნით და რასაც მყისვე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლება. ჩამოყალიბდა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუპლიკების ხელისუფლება რომელთა ინტერესებს გააფთრებით იცავდა რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა. უკრაინა თავის ახლადარჩეულ ხელისუფლებასა და პრეზიდენტთან ერთად იძულებული გახდა, შიგადაშიგ ყველა ჯურის არამზადებით გაზავებულ, ძირითადად რუსულ საჯარისო ნაწილებს და უახლეს სამხედრო ტექნიკას, რომლითაც უხვად იყვნენ აღჭურვილნი სეპარატისტები, სამხედრო ძალითვე დაპირისპირებოდა. რუსეთის ფედერაციის მოლოდინი, რომ უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტი, მოლდოვეთისა და საქართველოს მსგავსად, დანარჩენი მსოფლიოს რეაგირების გარეშე ჩაივლიდა არ გამართლდა. განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია მოყვა ამ გამუცხადებელ ომს, უკრაინის მეზობელი, ევროკავშირში გაერთიანებული, ნატოში გაწევრიანებული, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების მხრიდან, რომლებმაც ძალიან ახლოს იგრძნეს, გამახეცებული, დუჟმორეული დათვის მყრალი სუნთქვა. მსოფლიოს პროგრესული საზოგადოება უკრაინის გვერდით დადგა, თუმცა სიმკაცრე მათ მოთხოვნაში, სასწრაფოდ შეეწყვიტათ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია ნაკლებად იყო, იგრძნობოდა სიფრთხილე რუსეთის მიმართ, რაც მშვენივრად გამოიყენა რუსეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ და არც უფიქრია თავის ქმედებებში კორექტივების შეტანა, შეეცადა სხვადასხვა დიპლომატიური ხრიკებით გაემართლებინა თავისის ქმედებები. რუსეთსა და ცივილიზებულ სამყაროს შორის გამართული დიპლომატიური მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე უკრაინას ყოველდღიუარდ დაღუპული პატრიოტების ფასად უჯდებოდა. ამ მშვიდობისმოყვრე ერს, სისხლიანი ხარკის გადახდა ყოველდღე უწევდა.... ქვეყნის საუკეთესო შვილები იარაღს ისხავდნენ და ჩუმად, როგორც ეს ნამდვილ გმირებს ახასიათებთ ეწირებოდნენ სამშობლოს თავისუფლებას.....

სამივენი ერთად მივიდნენ კომისარიატში, კარგა ხანს მოუწევდათ ყურყუტი გრძელ რიგში, მაედანის სამხედრო საბჭოს წევრი, მომქმედი მაღალჩინოსანი რომ არ შეხვედროდათ, საშა ძიას გამოჩენა განსაკუთრებით გაეხარდათ, გამოცდილი მფრინავები თავის წონა ოქროდ ფასობდა, რეალურად ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ უკრაინულ ჯარში. მიკოლა და გიო როგორც მათ სურდათ ერთ ნაწილში მოხვდნენ.

ბიჭებისთვის უფრო ადვილი არმოჩნდა იმ უბედურებასთან შეგუება რასაც ომი და კაცისკვლა ჰქვია, ვიდერე ბევრი მათი თანამებრძოლიოსთვის. მიკოლამ მამამისისგან, საკადრო ოფიცერისაგან ზუსტად იცოდა, ბრძოლის ველზე წამი წყვიტავდა ყველაფერს, ვინც დაასწრებდა ჩახმახზე თითის გამოკვრას ის გადარჩებებოდა ცოცხალი მტერთან პირისპირ დგომისას, რაც შეეხება გიოს მას მოტივაციის დიდხან ძებნა ნამდვილად არ დასჭირვებია..... ისინი მართლები იყვნენ ღმერთისა და ერის წინაშე კარგად ჰქონდათ ეს გათავისებული. 

ილიოვაისკთან თითქმის მთელი ბატალიონი მის და გიოს თვალწინ განადგურდა, მათი გადარჩენა ღვთის ნება და სასწაული იყო. ტყვეთა გაცვლის პირობით, თეთრი ალმით მომავალ, მტრის ალყაში მოხვედრილ შენაერთს, რუსებმა ჯოჯოხეთური საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, გიოს მხარში მოხვდა ნამსხვრევი და ორი ნეკნი გაუტეხა, მიკოლა ფეხში დაიჭრა. სოფლის მცხოვრებს, უკრაინის ერთიანობისთვის გულშემატკივარ, ახალგაზრდა ქალს ისინი, ამ ომში დაღუპული მეუღლის, ტყეში გადამალული მანქანით, რომ არ გამოეყვანა, ცოცხლები ალბათ ვერც ისინი გამოაღწევდნენ. გიოს ჭრილობა ოდნავ უფრო მძიმე აღმოჩნდა, თუმცა ორივენი ერთ თვეში, სრულიად ჯანმრთელები წინა ხაზზე გაგზავნას ითხოვდნენ. ნადია და ქსენია ყელგამოღადრებულები ეხვეწებოდნენ ბიჭებს ცოტა ხანი მაინც დაიცადეთ, მოგვასურვილებინეთ თქვენი ყურებაო.

სანამ პოზიციებზე გავიდოდნენ იმდღეს ბიჭები ჯერ ფრონტის პირას ქალაქში განთავსებულ შტაბში მივიდნენ და ადგილზე გამოცხადება დააფიქსირეს. ოცი ნაბიჯი არ ქონდათ ქუჩაში გადადგმული რეაქტიული ნაღმის წივილი რომ ჩაესმათ ყურში, ერთი რაც მოასწრეს, ორივემ ერთდროულად, არაადამიანური ხმით იღრიალეს დაწექითო და მიწას გაეკვრნენ. ნაღმი მოქალაქეებით სანახევროდ სავსე ავტობუსიდან ერთიმეტრით გვერდით დაეცა, თუმცა შედეგი პირდაპირი დამიზნებითაც რომ მოხვედროდა იგივე იქნებოდა, უბრალოდ ადამიანის ნაფლეთების შეგროვება გახდებოდა საჭირო..... ავტობუსის ის მხარე, რა მხარესაც ნაღმი დაეცა საცერივით იყო დახვრეტილი, ცოცხალი ავტობუსში არავინ გადარჩენილა, 10-12 წლის გოგონას შიშისგან თვალები გაფართოებოდა, ირიბად გამოფრენილ ნამსხვრევს მისთვის მუცელი გაეფატრა ბავშვი სისხლში ცურავდა.... მის პირდაპირ მჯდარ ასაკოვანი ქალს, სავარაუდოდ ბებიამისს ნამსხვრევი საფეთქელში მოხვედროდა და წამებში გაეთავებინა. თითქოს და რაღას უნდა გაეკვირვებინა ეს ბრძოლებში უკვე გამობრძმედილი ბიჭები, მაგრამ ბავშვის მათ თვალწინ სიკვილი ძალიან მწარე აღმოჩნდა..... მიკოლამ ბავშვი ხელში აიტაცა.....

- ნუ გეშინია ჩემი კარგი გოგო, ეხლა საწრაფო მოვა და ექიმები გვიშველიან..... ყველაფერს გაგვიკეთებენ რაც საჭიროა და მოგვარჩენენ, აი შენ ნახავ, შენს ქორწილზე მე თუ არ ვიცეკვო - თვითონაც არ იცოდა რას ბოდიალობდა მიკოლა. სასწრაფო მართლაც მალე მოვიდა. ბიჭები თან წაყვნენ თუმცა, ახალგაზრდა ექიმის ყველანაირი მცდელობა გოგონა გადაერჩინა უშედეგო აღმოჩნდა, გოგონას ძალიან ბევრი სისხლი ქონდა დაკარგული.....

საოპერაციოდან გამოსული, ბიჭებზე არანაკლებ გამწარებული, ახალგაზრდა ქირურგი მათ გვერდით ჩამოჯნდა:

- ვინ არიან ეს მხეცები? უკვე ყასაბი მგონია თავი ექიმი კი არა..... ჩვენ ხომ ერთი წინაპარი გვყავს, ჩვენ მათ ძმებად ვეკუთვნით......

- ვინ არიან ძმები? - ფეხზე მძიმედ წამომდგარ მიკოლას თვალებზე ლიბრი გადაეკრა, საკინძეში წვდა ექიმს - ესენი არიან ჩემი ძმები? ბავშვებს რომ ხოცავენ და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ? ვინ არიან ძმები?...საუკუნეების მანძილზე, თაობები იზრდებოდნენ ამ მიწაზე, ჩვენ წყალს სვადნენ, ჩვენს მიწაზე მოყვანილ პურს ჭამდნენ და დღეს დაუნანებლად რომ გვხოცავენ? ანადგურებენ ყველაფეს რის შექმნასაც უამრავი ხალხის შრომა და ძალისხმევა დასჭირვებია, მხოლოდ იმიტომ რომ კრემლში სამუდამოდ ჩასახლებულმა გვამებმა ასე ისურვეს?......

გიომ ძლივს გააშვებინა ხელი ნელა-ნელა ჭკუაზე მოსულ მეგობარს ექმზე ხელი, დაუყვავა, ამ კაცს რას ერჩი, ამას ჩვენზე მეტი გაჭირვებია, ყოველ დღე უყურებს ამათგან გაუბედურებულ ხალხსო.....

- აი ძმა! - ხელით მიანიშნა ჭკუაზე მოსულმა მიკოლამ ექიმს გიოზე - ყოველთვის, ჭირში თუ ლინში, ჩემს გვერდით იყო, დაუფასა უკრაინას ამაგი, მთელი გულით და სულით შეიყვარა ქვეყანა რომელიც მისი მეორე სამშობლო გახდა, უკრაინელი ქალი უწევს დღესაც დედობას.....როგორც კი უკრაინას დასჭირდა, იარაღით ხელში, ჩემს გვერდით დადგა ჩვენს დასაცავად. 

წინა დღეს მათ ბლოკპოსტზე მოწინააღმდეგემ იერიში მიიატანა, დიდი ბრძოლა გაჩაღდა. გზის ამ მონაკვეთის ხელსი ჩაგდებით, მარიოპოლისკენ რამოდენიმე მიმართულებით შეეძლო იერიშის მიტანა მტერს და ქალაქის დამცველებისათვის სერიოზული საფრთხის შექმნა. რვა მოკლული, ერთი დამწვარი ტანკი და ერთიც ჯავშანმანქანა დატოვა ბრძოლის ველზე, მათ ორი თანამებრძოლი დაკარგეს. სანამ მოწინააღმდეგე იარებს იშუშებდა და ძალებს იღდგენდა მშვიდი ძილის საშუალება მიეცათ ბიჭებს. გიოს თავის მიდება და ღრმა ძილში წასვლა ერთი იყო......

გრძელ მაგიდას მეომრის ფარაჯებში გამოწყობილი ხალხი მიჯდომოდა, უცნაური შეგრძნება დაებადა გიოს მათი დანახვისას, თითქოს ეს ხალხი სადღაც ნანახი ყავდა, თუმცა დარწმუნებული იყო, როგორც არ უნდა მოენდომებინა ვერ გაიხსენებდა საიდან შეიძლებოდა ისინი ცნობოდა. მაღალი სიმპატიური კაცი მის დანახვაზე სუფრიდან ადგა, დიდ სითბოსთან შერეული ნაღველი, მდინარესავით იღვრებოდა მისი თვალებიდან, ეს რამხელა კაცი დამდგარხარო ბიჭო, შენ კი გენაცვალოსო მამა. გიომ იუცხოვა ასეთი შინაურული მიმართვა უცხო ადამიანისგან. კუშტი მზერა შეაგება ამ უაკანასკნელს.....

- ვერ მიცანი არა? თუმცა რას მიცნობდი, სამი წლის იყავი ბედმა რომ დაგვაცილა, იქითკენ გაიხედე - კაცმა ხელით მიანიშნა მაგიდასთან მჯდომ მანდილოსნებისაკენ - ხედავ იმ ულამაზეს ქალბატონს თვალს რომ ვერ გაცილებს... ის დედაშენია, შენ რომ შვეულმფრენიდან გადმოგაგდეთ დედაშენი თან გადმოგყვა.... მარტო ვერ დაგტოვა.....მე თქვენ საიმედოდ დაბინავებას ვაპირებდი და მერე უკანვე დაბრუნებას, მაგრამ უფალმა სხვანაირად გადაწყვიტა... მოიცა, ეხლა შენთვის კარგად ნაცნობ ადამიანებს გაჩვენებ. იმ კაცს იცნობ? - ღიმილით იკითხა კაცმა და მაგიდის ბოლოსკენ მიოუთითა. ბატონი საშა თავის უახლოესს მეგობარს, ბორიას მიჯდომოდა გვერდით, თითქოს ვერავის ამჩნევდნენ ერთამანეთს მონატრებული მეგობრები, შიგადაშიგ მათ წინ მდგარი დოქიდან წითელ ღვინოს მიირთმევდნენ და ისევ აგრძელებდნენ ბაას....

- შენ საიდან იცნობ ბორია ბიძიას და ბატონ საშას? - ეჭვიანი ხმით იკითხა გიომ.

- მე საიდან ვიცნობ? - ღიმილი ვერ დამალა კაცმა - ბატონი ბორიას აზრი იყო შენი ლეიბში გახვევა და შვეულმფრენიდან გადმოგდება, 30% შეიძლება გაუმართლოსო, სხვანაირად შენი გადარჩენის არანაირი გზა არ იყო, არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ კაცმა სასწაული მოახდინა და ცეცხლმოკიდებული შვეულმფრენი ზუსტად იმდენი ხანი გააჩერა ჰაერში რამდენიც ყველაფერ ამას დასჭირდა..... რაც შეეხება საშას, ვიცი რომ ის საკუთარი შვილიდან არ გარჩევდა, ეხლა მექნება საშუალება ბევრი მოვეფერო და დიდი მადლობა უთხრა ყველაფერი იმისათვის რაც მან და მისმა ცოლმა შენთვის გააკეთა. შენ დედობილზე ხომ მეც და დედაშენიც აქედან ვლოცულობთ..... ერთმა ჭკვიანმა მამაომ ასე აუხსნა თავის მრევლს მიწიერი და ზეციერი სამყარო, წარმოიდგინეთ რომ დაბურულშუშიან მანქანასი ზიხართ, შიგნიდან ყველაფერი ჩანს და გარედან არაფერიო..... ასეა ჩვენთვის ყველაფერი ნათელია და ვიცით როდის რა მოხდება თქვენგან განსხვავებით.....

- მეც და მიკოლაც აქ მოვალთ? - ეჭვიანად შეეკითხა ბიჭმა.

- როდესმე კი, მაგრამ არა ეხლა.... თქვენ დიდხანს უნდა იცოცხლოთ, ბევრი შვილები და შვილიშვილები უნდა გაგვიჩინოთ. თუ ჩვენს სახელებს არ დაარქმევთ ჩვენსავით ვაჯკაცი ხალხი აუცილებლად უნდა დაზარდოთ.... აქ ვისაც ხედავ ყველას ვალი პირნათლად გვაქვს ვალი მოხდილი სამშობლოს წინაშე. ამ სუფრაზე ბევრი უკრაინელია ვინც ჩვენს, ქართულ მიწაზე დაეცა მტერთან ბრძოლაში. დღეს ბევრი ვაჟკაცი ქართველი იმ ვალს უხდის უკრაინელებს და მისი ერთიანობისთვის იბრძვის. მე ვამაყობ შენით და დარწმუნებული ვარ არ შემარცხვენ, შენ ძარღვებში ჩემი და დედაშენის სისხლი სჩქეფს.... ის არ მოგცემს უკრაინელების ღალატის უფლებას...... ეხლა წადი, შენი წასვლის დროა..... ერთ მინიშნებას საგზლად გაგატან, შეიძლება მტერიც მოყვრად გამოგადგეს და ხელს ნუ შეუშლი.....

გაღვიძებულს, უსიამოვნო წინათგრძნობამ გიოს ხასიათი წაუხდინა, ადვილად ამოსაცნობო იყო, რომ ძია საშას მკვდრების სუფრაზე ყოფნა კარგა არაფეს მოასწავებდა....

- გიო რა გჭირს? დაგავიწყდა გუშინ "ვატნიკებს" რა დღე ვაყარეთ? გაიღიმე, რა ცხვირ-პირი ჩამოგტირის - შეუძახა ძმაკაცს მიკოლამ.

- ეტყობა ძილში რაღაცა ჩამყვა უსიამოვნოდ - ვერ გაუბედა ძმაკაცს გულს მოწოლილი ეჭვი გაენდო, იქნება სულაც არაფერი მოხდესო, გულში იმედი ჩაისახა, მაგრამ როდესაც საწრაფოდ შტაბში გამოცხადება მოითხოვეს მიკოლასი გასაგები გახდა რომ ეს უბრალო სიზმარი არ იყო....

- მიკოლა, არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ეხლა გეტყვი რატომ ვარ ცუდ ხასიათზე და დასკვნა შენ თვითონ გამოიტანე - გამოუტყდა გიო მეგობარს და თავიდან ბოლომდე მოუყვა ძილში ნანახი.

- შენ გინდა მითხრა რომ მე ეხლა უბედურების შესატყობინებლად მიბარებენ? - ჩავარდნილი ხმით იკითხა მიკოლამ, გიომ უსიტყვოდ, მძიმედ დაუქნია თავი.

შტაბის ხელმძღვანელმა, ჭაღარა პოლკოვნიკმა პირადად მიიღო - მე ბატონ საშას ჯერ კიდევ ახალგაზრდა ოფიცრები რომ ვიყავით იმ დროიდან ვიცნობდიო - შორიდან მოუარა სათქმელს.....

- მამაჩემი დაიღუპა? - საუბრის გაგრძელების საშუალება არ მისცა პოლკოვნიკს. 

- მამაშენი უმაღლესი კლასის მფრინავი იყო..... ისე დაბალ სიმაღლეზე მიეპარა მტერს, სანამ ორი ტ-72 თავის ეკიპაჟიანად ჰაერში არ აწია ვერაფერი გაიგეს, მაგრამ მერე გადასატანი საზენიტო დანადგარით, რომლითაც რუსები კარგად არიან მომარაგებული მისი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ვცდილობთ ცხედარი დავაბრუნოთ, თუმცა ვერ შეგპირდებით....რუსმა სეპარატისტებმა ღირსება რა არის არ იციან....

პოლკოვნიკმა თავისი მანქანა დაუთმო ბიჭებს და მძღოლს უბრძანა ისინი სახლამდე მიეცილებინა, შუა გზაში იყვნენ როდესაც მაკოლას მობილურმა დარეკა. ბიჭმა აპარატზე გამონათებულ ნომერს შეხედა და მზერით რომელიც თანაბრად იყო გაზავებული ზიზღით და გაკვირვებით მიაჩერდა გიოს....

- ნატალიას ნომერია... ერთი ამის სეპარატისტი დედაც.... - ბოღმიანად შეიკურთხა მიკოლა და ის იყო ზარის გათიშვა დააპირა, რომ გიომ აპარატი ხელიდან გამოგლიჯა.....

- გთხოვ დაელაპარაკე..... იქნებ რას გეუბნება? მაგ ღილაკზე თითის დადებას ყოველთვის მოასწრებ - ისე შეეხვეწა გიო რომ მიკოლამ უარი ვერ უთხრა.

- გისმენთ - ყინულივით ცივი ხმით გაეპასუხა მეორე მხარეს მყოფ აბონენტს.

- მე ნატალიას მამა ვარ.... მიკოლა გთხოვ არ გამითიშო ტელეფონი, ვხვდები რომ ბატონო საშას ამბავი უკვე იცი....

- და ნიშნის მოსაგებად მირეკავ? - მიკოლას სულ ცოტაღა უნდოდა, რომ ჭკუიდან გადასულიყო და უკანასკნელი სიტყვებით ეგინებინა ყოფილი სასიმამრო.

- რა თქმა უნდა არა..... მაგრამ მაინც პატიებას გთხოვ..... შვეულმფრენის ჩამოგდების ამბავი რომ გავიგე, ისღა მოვახერხე რომ ცხედარისთვის არაფერი ევნოთ და საავადმყოფოს მორგში გადმოვიტანე ჩემი მანქანით, მისი გადმოცემა მინდოდა, მაგრამ ნატალიას მოტაცებით დამემუქრნენ, ისედაც ბევრს აქ ამ სულელ გოგოზე თვალი დადებული. არაფრით მოსკოვში არ გაჩერდა, სადაც შენ ხარ მეც იქ უნდა ვიყოვო, აქაურ საავადმყოფოში მუშაობს.... მოკლედ თქვენ გვერდით პოზიციაზე, ქართველების რაზმი იბრძვის, ორი დღის წინ შეტაკებისას აქაური ხელისუფლების..... უფრო სწორად მთავარი კრიმინალის ძმაკაცები დაიღუპნენ, თუ იმათ ცხედრებს მოიტანთ მაშინ ბატონ საშას გამომატანენ და სადმე, დათქმულ ადგილას გავცვლით.

- კარგი, მასე ვქნათ.... ამავე ნომერზე დაგირეკავ - ცივად გამოემშვიდობა ვლადიმერს მიკოლა და კავშირი გაწყვიტა.

- მოატრიალე მანქანა და უკან დააწექი - მიმართა გვერდით, საჭესთან მჯდომ მძღოლს.

- მე ბრძანება მაქვს კიევში ჩაგიყვანოთ - სცადა გაპროტესტება ამ უკანასკნელმა.

- შენ ვერ გაიგე რა გითხრეს? - ისეთი წყნარი, ხაზგასმულად "თავაზიანი" ხმით დაამატა გიომ, რომ მჭღოლმა სასწრაფოდ მოატრიალა მანქანა. 

- შენ იცი რომელ პოზიციებზე დგანან ქართველები? - შეეკითხა მიკოლა მძღოლს.

- გუშინ ვიყავით ზუსტად, გუშინ წინ მათ პოზიციებს შეუტიეს.... მაგრად იომეს ქართველებმა და პოლკოვნიკი მადლობის სათქმელად პირადად ჩავიდა....

- ჰოდა ზუსტად იქ უნდა მიგვიყვანო ეხლა და მერე თავისუფალი ხარ....

საათნახევარში ბიჭები უკვე ქართველების პოზიციებზე იყვნენ. კოსტია როგორა ხარ, შინაურულად მიესალმა პოლკოვნიკის მანქანის გამოჩენაზე, მათ შესახვედრად გამოსული ოფიცერი მძღოლს.....

- ესენი პოლკოვნიკის კარგი ნაცნობები არიან და თქვენთან მნიშვნელოვანი საქმე აქვთ - არ "დაამადლა" თავის მხრივ ბიჭებს სიტყვით შეწევნა მძღოლმაც.

ოფიცერმა ყურადღებით შეათვალიერა "სტუმრები", განსაკუთრებით გიოზე შეაჩერა დიდხანს მზერა - ქართველი ხარ ბიჭო? - ქართულ ენაზე შეეკითხა.

მიკოლამ დაასწრო პასუხი გიოს, "ბიჭო"-ს ხსენებაზე წამსვე იაზრა რას და რატომ ეკითხებოდნენ მაინცდამაინც გიოს....

- ქართველია, მაგრამ სამი წლიდან მშობლიურ ენაზე არავინ დალაპარაკებია, ასე რომ ის მცირედიც რაც პატარა ბავშვმა იცის, ისიც დაავიწყდა. 91-92 წლებში აფხაზეთის ომის დროს ჩამოიყვანა მამაჩემმა, როდესაც ლტოლვილების გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობდა..... გიოს მაშინ ყველა ახლობელი დაეხოცა და თვითონ სასწაულად გადარჩა. 

- გამიგია, ბევრი უკრაინელი იბრძოდა მაშინ ჩვენს მხარს, მაგრამ არც ჩვენ ვრჩებით ვალში, მითუმეტეს მტერი ერთი გვყავს.....

- რა ხდება საქართველოშო? გავიგე დიდ წარმატებებს აღწევსო სხვადასხვა მიმართულებით - გიოც ჩაერთო საუბარში.

- წარმატებები ნამდვილად გვქონდა მაგრამ, ხელისუფლების შეცვლის მერე 2012 წლიდა ბევრს ვერაფერს დავიკვეხნით. ჩემი გადასახედიდან სულ უფრო და უფრო უკან მიდის ჩვენი საქმეები გინდა ეკონომიური და გინდა სამხედრო კუთხით..... წინა ხელისუფლებისთვის ჯარი ერთ-ერთი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი იყო. დღეს ამ სფეროში ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, რაღაც ერთი წლის განმავლობაში სამი თავდაცვის მინისტრი გამოიცვალა. ეს უკვე თავისთავად ნიშნავს არასერიოზულ დამოკიდებულებას სამხედროების და საერთოდ, ამ სფეროს მიმართ. ჩვენ უკვე დავკარგეთ რამოდენიმე ჩვენი თანამებრძოლი..... როდესაც ერთი ჩვენი სამხედრო, რომელსაც რუსებმა სატანა შეარქვეს მეტსახელად (დანარჩენს შენ თვითონ მიხვდი, როგორი მებრძოლი იყო და როგორ უმწარებდა რუსებს სისხლს) თბილისში ჩაასვენეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებიდან ვერავინ გაბედა პანაშვიდებზე მისვლა, რადგან ეს შეიძლებოდა არ მოწონებოდა მთავრობას..... მათ საშინლად არ მოწონთ რუსეთის ხელისუფლების მიმართ რამე არასასიამოვნოს მოსმენაც კი. თავდაცვის მინისტრი მისი მოგვარე იყო და სადღაც რაღაცა ნათესაური კავშირიც იქნებოდა ალბათ... შორეული მაინც.... არც კი მიუსამძიმრებია ოჯახისთვის.

ოფიცერმა ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, ბიჭებს შესთავაზა, გიოს არ უთქვამს უარი, მიკოლამ ხელით ანიშნა არ მინდაო. კაცებმა ერთად გააბოლეს, სიჩუმე დიდხანს არ გაგრძელებულა და უხერხულობაში არ გადაზრდილა....

- თუმცა ყველაფერს ხელისუფლებას ვერ დააბრალებ.... თვითონ ჩვენც რაღაცა დაგვემართა. მამაჩემი ისტორიკოსი იყო, პატარა ბიჭი რომ ვიყავი უამრავ საინტერესო ამბებს მიყვებოდა ქართველთ ვაჯკაცობასა და გმირობაზე. მიყვებოდა როგორ არ ვნებდებოდით უზარმაზარ მუსულმანურ იმპერიებს რომელთა ძალაუფლება თავის დროზე ევროპის დამოუკიდებელ ქალაქ სახელმწიფოებზეც კი ვრცელდებოდა.... როგორ ინახავდნენ ქართველებზე მიცემულ პირობას მუსულმანურ სახელმწიფოთა მმართველები, იმიტომ რომ მათ ვაჟკაცობას პატივს ცემდნენ, მიუხედავად იმისა რომ მათი საღვთო წიგნი პირობის დარღვევის უფლებას აძლევდა და რასაც სისტემატიურად აკეთებდა რუსეთთან მიმართებაში, კავკასიელებისათვის კარგად ნაცნობი შამილი. თვითონაც უშიშარი კაცი იყო მამაჩემი, აფხაზეთის ომში პრინციპულად არ წავიდა რადგან დარწმუნებული იყო, ეს ომი ქართველებს და აფხაზებს არაფერს კარგ არ მოუტანდა.... ეს იყო რუსების მიერ თავს მოხვეული ომი და მათ ის მიიღეს, ისინი ყოველთვის იღებენ ომს როდესაც მათ ეს ჭირდებათ..... არადა ყოველთვის ჭირდებათ.....

სამწუხაროდ გამყიდველები საკმარისზე მეტი გვყავდა ქართველებს, მაგრამ ძირითადი ნაწილი მოსახლეობის შემოჭრილ მტერს ღირსულ პასუხს სცემდა, ერთად დგომა უჭირდათ და ცალკ-ცალკე ცდილობდნენ მტერთან გამკლავებას, ხშირად ამიტომაც აგებდნენ ომს. ის დროც ახსოვს საქართველოს როდესაც მიწაზე სამუშაოდ გასულ კაცს თან იარაღი მიჰქონდა, რადგან ყოველ წუთს შეიძლებოდა მომხვდური თავს დასხმოდა და თავის და ოჯახის დაცვის შესაძლებლობა ქონოდა. დღეს ოსები და რუსი ჯარისკაცები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, პირდაპირ ქართულ ტერიტორიაზე იტაცებენ ხალხს და თვითგამოცხადებული სახელმწიფოების ხაზინისთვის ფულს ახდევინებენ ისედაც გაჭირვებულ, გაუბედურებულ ხალხს..... თანაც მთავრობა დიდი ზარ-ზეიმით აანონსებენ მტერთან პირისპირ გამართულ, ქვეყნისთვის საზიანო, საიდუმლო მოლაპარაკებებს......

ეხლახანს ერთი უკრაინელი ვაჟკაცი, ჩვენი ძმა და საყვარელი კაცი თავის სოფელში გადავასვენეთ. ეტყობა მოსახლეობამ უკვე იცოდა ჩვენი ჩასვლის შესახებ, მთელი სოფელი ჩვენი მანქანის გამოჩენაზე მუხლებზე დადგა, ბევრს ანთებული სანთელი ან ხატი ეჭირა ხელში, სანამ სახლამდე არ მივიყვანეთ მიცვალებული არავინ არ განძრეულა..... არადა ჯერ კიდევ ზამთრის პირი იყო და მიწა სველი იყო.... პირველად ჩემს ცხოვრებაში ვინატრე სხვა ერის შვილი ვყოფილიყავი. ეს ერი ნამდვილად იმსახურებს თავისუფლებას, ამ ერისთვის და ამქვეყნისთვის თავის გაწირვა პატივია, რისი თქმაც სამწუხაროდ დღევანდელ საქართველოზე ალბათ გამიჭირდება......

უსიამოვნი სიჩუმეს მაინც ვერ ასცდნენ, არცთუ ოპტიმისტურ ნოტაზე დამთავრებულმა საუბარმა საქართველოზე ბიჭებიც დათრგუნა, თუმცა უხერხული სიჩუმე თვითონ "დამნაშავემ" დაარღვია:

- რა საქმე გაქთ? რით შემიძლია გემსახუროთ?

ბიჭებმა თავისი გასაჭირი მოუყვეს, ქრისტიანი ხალხი ხართ ისე არ დააგდებდით, პირდაპირ მიწაში თუ ჩამარხეთ ალბათ სახეზეც ვერ იცნობსო კაცი, შიშობდნენ. 

- მაგათ ჯავშანმანქანას რომელიც ავაფეთქეთ ბრეზენტი ქონდა უკან მიმაგრებული, იმ ბრეზენტით დავაპროწიალებდით და მასში გახვეულებიც დავრგეთ - დაამშვიდა ქართველმა ოფიცერმა. აღმოცნდა რომ ერთი ტყვე სულ რამოდენიმე წუთის წინ დაზვერვაზე დაყვანილ ბიჭებს აეყვანათ და მას ამოათხრევინეს გვამები. ერთ-ერთი ქართველი ბრონირებული მანქანით გვამების გადატანასაც დათანხმდა, როდესაც გაცვლის შესახებ შეიტყო.

მიკოლა დაუკავშირდა ვლადიმერს, გაცვლის პროცესმა ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარა, თუმცა ბოლო სიტყვა ვლადიმერმა მაინც სათავისოდ დაიტოვა, ჩემთან ვალში ხარო, თავის ტერიტორიაზე გადასვლის წინ მიკოლას უთხრა.... რაც ყველაზე მეტად აფიქრებდათ და მძიმე შესარულებელი იყო ბიჭებისთვის ეს ქალბატონი ნადიასთვის მეუღლის გარდაცვალების შეტყობინება იყო, თუმცა აქაც გაუმართლათ, თავდაცვის სამინისტროს ჩასასვენებელზეც ეზრუნათ, მოეტანათ და მიესამძიმრებინათ კიდეც მეუღლისთვის. საშას მაღალჩინოსან მეგობართა პირადმა მძღოლებმა, თავისი ინიციატივით ყველაფერი გააკეთეს მიცვალებულის გასაპატიოსნებლად, არა მარტო სახლში აყვანაში დაეხმარნენ, ჭურჭელშიც ჩაასვენებინეს.

ნადიაც და ქსენიაც ორივენი სახლში იყვნენ, ვინ-ვინ და ბიჭებმა კარგად იცოდნენ რა ცოდვის კითხვა ტრიალებდა ამ ორი, დაღუპულისთვის უახლოვესი ადამიანების გულში. ნადიას მოთქმით ტირილს ქსენია არ აყოლია, გათეთრებული სახით და გაყინული მზერით მისცერებოდა გარდაცვლილს. როდესაც ნადიამ კიდევ უფრო უმატა ტირილს და ისტერიკას ბევრი აღარაფერი უკლდა, მკვახედ შეუძახა დაქალს....

- გაჩერდი.... აღარ გაბედო ტირილი, იტიროს იმან ვისაც ჩვენნაირი ვაჟკაცი მეუღლეები არ ყოლია, ვინც სიკვდილის შიშს დედაკაცებად უქცევიათ და საკუთარი ქვეყნიდან მტერს თავქუდმოგლეჯილი გაქცევია.... იმან იტიროს, ვისაც სიმდიდრის მოსახვეჭად სამშობლოსთვის უღალატია და მტრისთვის მისი თავისუფლება დაუთმია.... იტიროს იმან ვისაც ჩვენნაირი შვილები არ ყავს.....

- ესენიც რომ მოგვიკლან მერე რაღა ვქნათ - ხმას მოუმატა ნადიამ. 

- არ გაბედო მეთქი, ესენი დიდხანს იცოცხლებენ, ღმერთი ზემოდან იყურება, ჩვენმა ქმრებმა ყველაფერი გააკეთეს არა მართო საკუთარი ქვეყნისთვის, ისინი როგორც მხოლოდ ნადვილ კაცებს ჩვევიათ, მეგობრებისთვისაც იგდებდნენ სიცოცხლეს საფრთხეში..... 

ბატონ საშაზე პანაშვიდის გადახდის სურვილი სრულიად უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა გამოთქვა, მას შემდეგ რაც თვითონ აუგო წესი, პატრიარქმა მოკლე სიტყვა წარმოთქვა, მან ყველას მოუწოდა არ დაეთმოთ არცერთი გოჯი უკრაინული მიწისა აგრესორისთვის და ყველა ამ სამამულო ომში დაღუპულის სული, სამოთხის ბინადარი და უფლისგან დალოცვილი იქნებაო განაცხადა. უკანასკნელ გზაზე ბატონი საშა ნათესავ-ახლობლებთან ერთად ხელისუფლების მაღალჩინოსნებმაც გააცილეს, მათ შორის უკრაინაში მოღვაწე ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, მებრძოლთა დიდი ჯგუფიც იყო. ოჯახი გააფრთხილეს, რომ ბატონი საშა სიკვდილის შემდეგ გმირობაზე იქნა წარდგენილი და რომ ეს წარდგინება დამტკიცდებოდა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ხელისუფლების მხრიდან. 

საშას სიკვდილის შემდეგ კიდევ შურისძიების კიდევ უფრო მეტმა სურვილმა იბუდა ბიჭების გულში, სადაც ყველაზე ცხელი ადგილები იყო პირველები ესენი გარბოდნენ, თუმცა მართლა შელოცვილებივით მტრის ტყვია მათ არ ეკარებოდათ.

წინა ხაზზე, სანგრებში ისვენებდნენ როდესც მიკოლას მობილურმა დარეკა და არცთუ სასიამოვნოდ მოსაგონარი ნომერი "ამოაგდო" მობილურმა. 

- კიდევ ვინმე ახლობლის სიკვდილი უნდა "მახაროთ"? - გამომწვევი ხმით მიმართა მიკოლამ ვლადიმერს.

- არა.... ამჯერად შენი დახმარება გვჭირდება მე და ნატალიას....

მიკოლა აშკარად შეცბა, როგორც აღმოჩნდა ძველი იარა ჯერ კიდევ სისხლმდენი იყო - რა მოხდა? - ჩავარდნილი ხმით იკითხა ბიჭმა.

- კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ამ სულელი გოგოს აქ წამოყვანის, არაფრით არ შემეგუა..... არ მეგონა ჩემზე ჯიუტი ადამიანი კიდევ დედამიწის ზურგზე თუ დადიოდა და ჩემი შვილი აღმოჩნდა ასეთი..... დონეცკის ერთ-ერთი დიდი საავადმყოფო ჩააბარეს. ყველაფერი კარგად იყო სანამ თვითგამოცხადებული ლიდერის დაჭრილი მეგობარი არ მიიყვანეს. იმ დღიდან სიმშვიდე რა არის ჩვენ აღარ ვიცით..... ნატალის თვალი დაადგეს, ერთხელ ჩემმა რაზმელებმა იხსნეს, თორემ დაღუპული იყო გოგო. იმის მერე პატარა ბავშვივით მიმყავს და მომყავს სამსახურში, ოთხი ჩემი ბიჭი საავადმყოფოში მორიგეობს მაგრამ ასე დიდხანს ვერ გასტანს.... აქ უკვე ქაოსია..... აქ აღარც სუბორდინაციას ჭრის და აღარც შენი ჩინი. ვისაც მეტი დამთხვეული მეგობარი ყავს და იარაღი აქვს ისაა მართალი. ორჯერ სახლში მომიხტნენ..... ჩემი გამოცდილება რომ არა აქამდეც ვერ გავძლებდით..... ან მომკლავდნენ ან შევაკვდებოდი ამ ვიგინდარებს......

- ჩემგან რა გინდა? მე თავის დროზე ვთხოვე ჩემთან ყოფილიყო, მაგრამ არჩევანი შენზე გააკეთა.....

- შვილო ნუ ჩაიდებ წყენას გულში, დედამისი ძირითადად მოსკოვში ცხოვრობდა..... დღესასწაულებზე თუ გვიკადრებდა და შვილის სანახავად ჩამოვიდოდა. პრაკტიკულად მე ვიყავი ნატალიას დედაც და მამაც, ამიტომაცაა ეს გოგო ჩემზე ასე მოჯაჭვული. არ მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ საიმედო ხელში არ დავტოვო, მე ბედნიერი კაცი ვიქნებოდი ბატონი საშა რომ ცოცხალი ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ საკუთარი შვილივით ეყვარებოდა ნატალია..... მოკლედ შენ მინდა რომ გამოგვიყვანო აქედან, უფრო სწორად სულ გვითვალთვალებენ, ხვდებიან რომ ნატალიას აქედან გაყვანას შევეცდები. როგორც კი ვეღარ დაგვინახავენ ჩვენზე ძებნას გამოაცხადებენ და თუ დაგვიჭირეს უკვე ვეღარაფერი გვიშველის..... დაგირეკავ, შევხვდეთ და ნატალიას გადმოგცემ, ვიცი რომ უყვარხარ და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ შენს ხელში ბედნიერი იქნება. მინდა ყოველ შემთხვევისთვის რამოდენიმე კარგად შეიარაღებული ადამიანი თან გახლდეს..... არ დაგავიწყდეს, შენ ჩემი მოვალე ხარ.....

- მე რა ვიცი შენ როდის დარეკავ.... ან იმ დროს მე სად ვიქნები..... ზუსტი დრო თუ არა დღე მაინც უნდა ვიცოდე, მითუმეტეს ამბობ რომ მართო მედა გიო ამ საქმეს არ ვეყოფით......

- მართალი ხარ.... იმიტომაც მაქვს შენი იმედი..... მომავალ კვირას, სამშაბათისთვის ყველანაირად მზად ვიქნებით, დაგირეკავ და ზუსტ ადგილს შეგატყობინებ....აბა კარგად იყავი და სამშაბათს ჩემს ზარს ელოდეთ.

- ვინ იყო? - შეეკითხა საგონებელში ჩავარდნილ მეგობარს გიო. 

- ნატალიას მამა იყო, სამშაბათს ნატალიას თქვენთან გადმოვიყვანო..... იქაურმა ნაძირალებმა გოგოს თვალი დაადგეს და მე უნდა რომ ჩამაბაროს.....

- მერე რა პრობლემაა? - გაიკვირვა გიომ.

- რამოდენიმე კაცი თან იყოლიე, შეიძლება უკან გამომყვნენო.....

- წამო ქართველებთან მივიდეთ, ზუსტად ვიცი უარს არ გვეტყვიან და არც ზედმეტ შეკითხვებს დასვავენ..... რას იტყვი? 

- იცი სად უკავიათ პოზიციები?

- მე ხომ ეს ორი დღე კიევში ვიყავი, დედაჩემთან..... იქ ვნახე შემთხვევით, შენთან დიდი მოკითხვა და საყვედური ერთდროულად დამაბარეს, რატომ არ გვითხრა ბატონი საშა ქართველი ლტოლვილების გადარჩენაში თუ მონაწილეობდაო.....

- მოდი ეხლავე წავიდეთ, არაფერი ეტყობა რომ ესენი შეტევას აპირებდნენ - მიკოლამ ზიზიღით გააქნია თავი მტრის პოზიციებისკენ - ჩვენი კოსტია დღეს საკუთარი მანქანით გამოგვეცხადა და პატარა რომ მოგვესამსახუროს არაფერი დაუშავდება.....

ბიჭების თხოვნაზე თანამებრძოლი უსიტყვოდ მიუჭდა საჭეს და ნახევარ საათში ისინი ქართველების მიერ დაკავებულ პოზიციებზე ქართულ ჭაჭას, ადგილობრივი, უკრაინელი მოსახლის, ქართველებისთვის პატივისცემის ნიშნად მირთმეულ სალას გემრიელად აყოლებდნენ.

ეს პურისჭამა არ გავდა ქართველებისთვის ჩვეულ რიტუალს, მხოლოდ ერთხელ ითხოვა მიკოლას და გიოს უკვე მეგობრად შერაცხულმა ქართველმა ოფიცერმა, ბატონმა თაზომ ყურადღება და ბატონი საშა თამადობით, ომში დაღუპილ ძმათა ხსოვნის მოსაგონარი თქვა.

- თქვენ ტყუილად არ მოხვიდოდით, საქმე გექნებათ რამე - ღიმილით შეეკითხა გემრიელად შებუჟბუჟებულ ბიჭებს თაზო.

მიკოლამ შეძლებისდაგვარად მოკლედ აუხსნა სიტუაცია და დახმარება ითხოვა.

- მე და მუსა წამოვალთ.... შეიძლება მუსამ ერთი-ორი თავისი ჩეჩენიც წამოიყვანოს.....

ჩეჩენის გაგონებაზე მიკოლამ და გიომ ერთმანეთში გაკვირვებული მზერა გაცვალეს რაც მათ უფროს მეგობარს არ გამოპარვია.....

- ეს პუტინის პიტბულის, კადიროვის ლეკვები არ გეგონოთ.... ისე ძაღლებს შეურაცყოფას რატომ ვაყენებ? ისინი ხომ ადამიანის კარგი მეგობრები არიან..... მუსა და მისი ბიჭები ვეინახების ღირსეული შთამომავლები, თავისუფლებისთვის თავდადებული ბიჭები არიან. საქართველოში ისტორიული ხნიდან ცხოვრობენ ჩეჩნები.... ჩვენში მათ ქისტებს ეძახიან..... მოკლედ, ეს ბიჭები ჩვენი ძმები არიან და ისევე სწყურიათ დამპყრობელის სისხლი როგორც ჩვენ..... სამშაბათს თქვენს ზარს ველოდები. თქვენს ბედზე ეხლახანს ბლოკპოსტზე დივერსანტების მანქანა გააჩერეს, გაჯეჯგვილი იარაღით, არშემდგარი "მებრძოლები" დაზვერვის ხალხმა წაიყვანა და მანქანა თავისი იარაღით ჩვენ დაგვიტოვა.

სამშაბათ დღეს დილიდანვე შავად მოქუფრულმა ცა მიკოლას უსიამოვნოდ ენიშნა. შუა დღეს თქეშად წამოსულმა წვიმამ გარემო აატალახიანა, ბიჭებს ვედროებით ამოქონდათ სანგრებში ჩასული წყალი, ის იყო ამოხაპეს და დასასვენებლად აპირებდნენ ჩამოჯდომას, რომ ვლადიმერმაც დარეკა და შეხვედრის ადგილი შეუთანხმა, კმაყოფილმა შენიშნა ამინდიც ჩემს მხარეზეაო. მიკოლას ზარის შემდეგ ზუსტად 15 წუთში თაზო თავისი მანქანით მათ ბლოკ-პოსტზე იყო. მანქანაში თაზოს გვერდით შინდისფერბერეტიანი ახალგაზრდა კაცი იჯდა, ერთი მებრძოლიც უკან...

- გაიცანით, ეს მუსაა - ხელით მიანიშნა თაზომ თავის გვერდით მჯდომზე - უკან ჯიბრაილია.... მუსას ბიძაშვილი, ესენი ორივე გამოცდილი მებრძოლები არიან, კიდევ უკეთესი იქნება ბრძოლის გარეშე თუ გავალთ იოლას.... თუმცა ისეთი წინათგრძნობა მაქვს ასე ადვილად ვერ გადავრჩებით....

- შენ თუ ტყუილად დროის დასაკარგად მოგყავდი თავიდანვე გაგეფრთხილებინე - ღიმილით "უსაყვედურა" მუსამ მეგობარს.

- ერთი დღე, რომ დაასვენო ეს უბედური რუსები არ გინდა?

- შენ რომ იცოდე როგორ გვაწამებდნენ ჩვენ, რუსების დავალებით კადიროველები, ან თვითონ რუსებს მეორე კომპანიის დროს რეები აქვთ გაკეთებული ჩეჩნებზე მაგას ასე ადვილად არ იტყოდი - უცბად დასერიოზულდა მუსა.

- არც თქვენ გაგიმწარებიათ ნაკლებად როგორც მე ვიცი.....

- ჯერ სად არიან.....

ბიჭები დანიშნულ ადგილას "გერმანული" სიზუსტით მივიდნენ, ვლადიმერი და ნატალია იქ არ დახვედრიან, თუმცა მაინცდამაინც დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებიათ. ჯერ კიდევ მანქანაში იჯდნენ როდესაც მოპირისპირე მხრიდან, პირდაპირ მინდორზე, დიდი სისწრაფით მომავალი "ნივა" შენიშნეს. საჭესთან მჯდარმა ვლადიმერმა ხელით ანიშნა გამომყევითო. ბიჭებს ცოტა არ იყოს უცნაურად ეჩვენათ "სტუმრების" საქციელი თუმცა მინიშნება შეასრულეს. ადგილი სადაც ვლადიმერმა გააჩერა მანქანა, ბუნების მიერ "შექმნილი" ბრწყინვალე საცეცხლე წერტი იყო. შემაღლებულ ადგილს უკან კარგა მოზრდილი ხევი მიყვებოდა. ბიჭებმაც ხევში, "ნივას" უკან მიუყენეს თავისი მანქანა. მანქანიდან გადმოსული ვლადიმერი პირდაპირ მიეჭრა მიკოლას, მისალმებითაც კი არავის მისალმებია, ეხლავე ჩაჯექი ჩემს მანქანაში და ნატალია სამშვიდობოს გაიყვანეო თხოვა.

მიკოლამ პასუხის დაბრუნებაც კი ვერ მოსწრო, "სასიმამრომ" მანქანიდან ხელის რეაქტიული ნაღმსატყორცნი გადმოიღო და პოზიცია დაიკავა. სულ რამოდენიმე წამში მინდორზე მათ კვალდაკვალ ორი მანქანა გამოჩნდა. ვლადიმერის გასროლა უნაკლო იყო. მანქანა რომელიც წინ მოდიოდა აფეთქდა. მეორე მანქანა გაჩერდა და იქიდან გადმოსული მეომრები ბალახებსი ჩაწვნენ და ცეცხლი გახსნეს თუმცა ვლადიმერმა მოასწო გორაკს მოფარებოდა.

- შენ სრულ ჭკუაზე ხარ? რას მთხოვ, ეს ბიჭები აქ დავყარო და მე გავიქცე? მეგობრები რომლებიც ჩემს დასახმარებლად მოვიდნენ მტრის ტყვიისთვის გავწირო და მე ბრძოლის ველიდან გავიქცე?

და აქ მოხდა ის რასაც მიკოლა ვერასოდეს იფიქრებდა, ვლადიმერი მუხლებზე დამდგარი შეეხვეწა ბიჭს ნატალიას ამ სახიფათო ადგილიდან გაყვანას. ბიჭებმა პოზიციები დაიკავეს და საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს მოწინააღმდეგეებს. პოზიციური ბრძოლა ცოტა ხანს გაგრძელდა, მოწინააღმდეგემ რომლის პოზიციები ბევრად უფრო მოუხერხებელი იყო გადაჯგუფება სცადეს დ რამდენიმე წუთით ბრძოლის ველზე სიჩუმე ჩამოწვა. 

- გეხვეწები წადით.... ესენი ასე ადვილად თავს არ დაგვანებებენ, დარწმუნებული ვარ ეს ნაგავები უკვე დამხმარე ძალას იძახებენ, მარტო ჩვენ ვერ გავუმკლავდებით.... აქედან ას მეტროში ჩვენი საწრთვნელი ბაზა იყო და ლამის ყოველ წელს დავატარებდი ახალგაზრდა ლეინტენანტებს სავარჯიშოდ, ამ არეს-მარეს ჩემი ხუთი თითივით ვიცნობ, შენს მეგობრებს მე მივხედავ..... ამის თქმა იყო და ყრუ გუგუნის ხმა მისწვდა ხევის პირას გამაგრებულთა ყურს....

- ეს ქვეითების ჯავშანმანქანაა.... ამას თუ კიდევ ერთი ათი კაცი უკან გამოყვა ჩვენი საქმე ცუდად იქნება, სასწრაფოდ დახმარება გვჭირდება - მოკლედ მოჭრა თაზომ და ავტომატს ახალი მჭიდი დაუყენა. 

- მიკოლა, გააკეთე ის რასაც ვლადიმერი გთხოვს..... ნატალიასაც გაარიდებ და დახმარებასაც მოიყვან, ყოყმანის დრო არ არის, ამ წუთში ეს საუკეთესო გამოსავალია. შენზე უკეთესად ვერავინ შესძლებს ნატალიას დამშვიდებას, ჩვენი ბიჭები ხომ სირბილით წამოვლენ დასახმარებლად - მხარი აუბა ვლადიმერს გიომ.

- დროზე გააკეთე რასაც გთხოვენ, თორემ ნახევარ საათში ყველას დაგვხოცავენ, გაიქეცი და სასწრაფოდ დახმარება მოიყვანე, ყოველი წამი სიკვდილ-სიცოცხლის ფასია - დაამატა მუსამ და ნაღმსატყორცნი გამართა.

მიკოლამ დამძიმებებული სულით დატოვა მეგობრები, სირბილით გაიქცა მანქანისაკენ, იარაღიც კი მეგობრებს დაუტოვა, მათ უფრო ჭირდებათო....

მიკოლამ თავის მეგობრებით როგორც იტყვიან სულზე მოუსწრო იმ ორ მძიმედ დაჭრილ მეგობარს რომლებიც ჯერ კიდევ განაგრძობდნენ სროლას. გიოს ფილტვი ქონდა გაგლეჯილი, მუსას ბიძაშვილს ხელი ქონდა მკლავში გადამსხვრეული, თუმცა ბრძოლა არცერთს არ შეუწყვეტია. არცერთი სეპარატისტი იმ ბრძოლის ველიდან ცოცხალი აღარ წასულა.... ქართველი ოფიცერი თავის ჩეჩენ მეგობართან ერთად მტრის ტყვიამ იმსხვერპლა. როგორც სავადმყოფოშო მყოფი გიორგი მოუყვება შემდგომში, მიკოლას ვლადიმერმა მასზე მიცემული პირობა თავისი მხრიდან შეასრულა და უეჭველი სიკვდილისაგან იხსნა ისინი, მისი წასვლის შემდეგ ნაღმტყორცნი გამოართვა ჯიბრაილს და ისე უცებ "აორთქლდა" ბიჭებმა თვალიც კი ვერ მიადევნეს საითკენ წავიდა. ჯავშანმანქაქნის მსხვილკალიბრიანი ტქვიამფრქვევიდან გახსნილმა ცეცხლმა ბიჭები მიწას გააკრა, კიდევ რამოდენიმე წუთი და სეპარატისტები უბრობლემოდ ჩახოცავდნენ ბიჭებს ხევში. მხოლოდ თაზომ შეასწრო თვალი წამით, როგორ გადმოხტა ბუჩქებიდან ვლადიმერი მოულოდნელად და დაახლოვებით 20 მეტროდან, ცალფეხზე ჩაჩოქილმა, ჯავშანმანქანას ყველაზე დაუცველ ადგილას ზუსტად ესროლა. ასეთ სითავხედეს ჯავშანმანქანას მოფარებული მებრძოლები არანაირად არ ელოდნენ და უმეტესობა მათგანისთვის ეს საბედისწრო შეცდომა აღმოჩნდა, თუმცა ვლადიმერმა უკან, ბიჭებთან დაბრუნება ვეღარ შესძლო....




P.S ომი საბოლოოდ უკრაინის გამარჯვებით დასრულდა, რუსეთის ფედერაცია იძულებული გახდა თავისი ჯარის ნაწილები გაეყვანა და სეპარატისტებისათვის ყოველგვარი დახმარება შეეწყვიტა, მათმა გეგმამ საბჭოთა კავშირის რეინკარნაციისა ახალი, ევრაზიული კავშირის სახელწოდებით სრული კრახი განიცადა. მსოფლიო შეთანხმდა, რომ რუსეთის ფედერაციის სურვილს აყოლილი, დამოუკიდებელი სახელმწიფოების სეპარატისტული რეგიონებისათვის მიეცათ დრო, რათა მათ დაელაგებინათ ურთიერთობები ქვეყნების მთავრობებთან და დადებითი შედეგების შემთხვევაში სერიოზული ფინანსური დახმარება გაეწია მათთვის. უკრაინა და საქართველო ნელ-ნელა იშუშებდნენ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკისაგან მიყენებულ ჭრილობებს, მთელი პროგრესული მსოფლიო ცდილობდა მათ დახმარებოდა ქვეყნის ფეხზე წამოყენებაში.....

ეს რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ, ძალიან მალე გახსნილი პატარა ძმათა სასასფლაო დღეს დაღუპულ გმირთა ქალაქად გადაქცეულიყო. აღდგომის შემდეგ თითქმის მთელი კიევი აქ იკრიბებოდა, რათა ღირსეული პატივი მიეგო, კიდევ ერთხელ დაეტირა დაღუპული სახლიკაცებიბიწითელი კვერცხი გადაეგორებინა მათ საფლავებზეა. შაოსან დედების გვერდით მყოფ, შვილის ხელით იმქვეყნად გასტუმრების და გაპატიოსნების ვერ მომსწრე მამების სახეებზე, აუტანელ სიმწარესთან ერთად, ერთგვარად თითქოს ამ უკანასკნელთან შეუთავსებელი სიამაყის შეგრძნებაც აღბეჭდილიყო...... მათ ხომ გმირები დაუზარდეს ქვეყანას.....

ამ დღისთვის მიკოლას ყოველთვის სამსახურის მიკროავტობუსი გამოყავდა, ყველანი ერთად მოივლიდნენ ხოლმე ძვირფასი ადამიანების საფლავებს. წესად იქცა რომ პირველად ბატონ ბორიას საფლავზე გადიოდნენ, იქიდან ბატონ საშას საფლავზე ინაცვლებდნენ და ბოლოს თაზოს, მუსას და მათთან ერთად დაკრძალულ ვლადიმერის საფლავს მოინახულებდნენ ხოლმე. შემთხვევით ისე მოხდა რომ ბრძოლაში დაღუპული ეს სამი ადამიანი ერთად დაკრძალეს, როდესაც მიკოლამ ნატალიას ნეშთის გადმოსვენება შესთავაზა სხვა სასაფლაოზე, გოგომ კატეგორიული უარი განაცხადა, ღირსეული მეომარი, ღირსეული თანამებრძოლების გვერდით წევსო, ასე დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება და შეუძლებელი იყო ეს არგუმენტი არ გაგეზიარებინა. ბიჭებმა ჩვეულებრივად მოიარეს საფლავები და ბოლო სასაფლაოზე მისულებს უცხო ადამიანთა დიდი წარმომადგენლობა დახვდათ. ქალებს მოერიდათ უცხო ადამიანების და მანქანიდან არ გადმოსულან. სასაფლაოზე მისულ ბიჭებს პირველ რიგში ღვინის თასები მიაწოდეს, ჩვენი ახლობლების სულები დაგვილოცეო, გაანათლოსო ორივემ მოკლე სიტყვა თქვა და სასმისები დაცალეს.

მოხუცი ქალბატონი უცხო ენაზე რაღაცას შეეკითხა მიკოლას, უხერხული ღიმილით უპასუხა ამ უკანასკნელმა თუმცა მშველელი მალე გამოჩნდა.... წარმოსადგენმა, ჭაღარათმიანმა მამაკაცმა რუსულად უთარგმნა კითხვა....

- თქვენ თაზოს რაზმში იბრძოდითო, ჩემი მამიდა კითხულობს....

- არა.... მაგრამ ბოლო ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით, ჩვენ უბრალოდ მეტად გაგვიმართლა - თითქოს მოიბოდა მიკოლამ.

კიდევ ერთი ადამიანი გამოეყო ჯგუფს.... ღიმილით გამოეშურა ბიჭებისაკენ:

- ხომ რა დაგავიწყდით ძმებო - ღიმილით იკითხა ახალგრდა კაცმა და მკლავები გაშალა ბიჭების გულში ჩასახუტებლად.

- ჯიბრაილ! ასეთი რა შეგვატყვე ბრძოლაში გვერდით მდგომი და ღვთის წყალობით ცოცხლად გადარჩენილი ძმა რომ დამავიწყდეს? - ამჯერად გიომ დაასწრო პასუხი მიკოლას და ჯიბრაილს გადაეხვია.

ისევ რაღაცა იკითხა მოხუცმა ქართველმა ქალბატონმა და ისევ გადაუთარგმნეს ბიჭებს მისი კითხვა, ეს მესამე მეომარი ვინ იყოო, კითხულობდა მოხუცი ქალი. ამჯერად ბიჭებს ჯიბრაილმა დაასწრო კითხვაზე პასუხის გაცემა, ჩეჩენს ბრძოლით ვერ გააკვირვებ, მაგრამ ამნაირი მებრძოლი მე ცოტა თუ მინახავსო, ასე დაახასიათა ვლადიმერი.....

- მე ჩეჩენი ვარ და ჩემი რწმენა ღვინის დალევას მიკრძალავს, მაგრამ თვითონ მუხამედი შემივსებდა სასმისს და მიბრძანებდა ამ ვაჟკაცების სულის მოსახსენიებელის შესმას. ეს ყველა იმ ვაჟკაცის სადრეგრძელოა, რომელიც ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა, განურჩევლად ეროვნებისა და რწმენისა. როდესაც საქართველომ პირველმა პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობა გმოაცხადა, ერთ-ერთი პირველი ვინც ამას მიესალმა ჩემი ქვეყნის ყველაზე ღირსეული შვილი, ჩვენი პირველი პრეზიდენტი ჯოხარ დუდაევი იყო..... მაგრამ არცერთ იმპერიას არ უყვარს თავისუფალი ადამიანები და ჩეჩენი ისევ მოღალატე ჩეჩენს დაუპირისპირეს, ისევე როგორც აფხაზი დაუპირისპირეს ქართველ ძმას და ჩვენს გაგვრიეს ამ ძმათა მკვლელ ომში..... ამ ჩამპალ და დამყაყებულ იმპერიას რამე ახალის მოგონების თავიც აღარ ქონდა და საბჭოთა იმპერიის დროინდელი მეთოდებით იბრძოდა.... აღარ გავაგრძელებე, ისედაც ბევრი ვილაპარაკე.... დიდება გმირებს! გაუმარჯოს თავისუფალ უკრაინას....

ამ დროს სულ სხვა საფლავზე, სულ სხვა ადამიანების შეძახილი ქარმა თითქოს ექოდ გაამეორა და ამ დაღუპულ გმირთა ქალაქის სტუმართა თუ სამუდამო მობინადრეთა გასაგონად.... დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!!!!!!!!!!!!

0 comments: