Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.
ჩემი ახალგაზრდა, ლამაზი მეგობარი......

ჩემი საყვარელი რეჟისორის, ელდარ რიაზანოვის ერთერთი ფილმის გმირის ნათქვამისა არ იყოს "მდიდრები და ცნობილები ყველას უყვარსო" დღეს ყველა სახლში მეპატიჟება და ცდილობს ყველანაირად მასიამოვნოს.....  არადა მართლა როდესაც მჭირდებოდა გვერდში დგომა ბევრს არავის გავხსენებივარ..... დღემდე გველის ნაკბენივით მახსოვს ჩემი ბიჭი როგორ ვერ გაუშვი ბაკურიანში, ბინას და საჭმელ-სასმელსაც კი სხვები კისრულობდნენ, ზედმეტი ასი ლარი ვერ მოვიძიეთ მე და ჩემმა მეუღლემ, რომ ბავშვს თხილამურების დაქირავების და საბაგიროზე ასასვლელი ფული დებოდა ჯიბეში. ნაცნობი პარლამენტარის დაჟინებულ თხოვნას, სპეციალურად ჩემს საპატივცმულოდ, სახლში გაშლილ სუფრას დავსწრებოდი უარი ვეღარ ვუთხარი, გარდა პირადი ნაცნობობისა, დიდი საერთო სანაცნობო წრეც გვაკავშირებდა.....  სუფრაზე თორმეტნი ვიყავით, ქეიფი ახლად დაწყებული გვქონდა ახალგაზრდა მანდილოსანი რომ შემოგვესწრო, უფრო სწორი ფორმულირება იქნებოდა, ოჯახში მოსული სტუმარი, იძულებული გავხადეთ ჩვენი თანამეინახე გამხდარიყო. ახალგაზრდა, ლამაზმა გოგონამ თავიდანვე მიიპყრო ყველას ყურადღება, თუმცა მასპინძელთან კონფედენციალური საუბრის შემდეგ, ვერ ვიტყვი რომ სიხალისით სუფრას თავი დაამახსოვრა..... როგორც შემდგომში აღმოჩნდა მის მოწყენილობას თავისი მიზეზი ქონდა.....

ერთ ადგილზე ჯდომამ და გრძელმა, გაუთავებელმა სადღეგრძელოებმა დამღალა, ასეთ დროს ვცდილობ იმით გავერთო, რომ ჩემს ირგვლივ მყოფთ შორის ვცდილობს ჩემი მომავალი პროექტების გმირები აღმოვაჩინო..... წერის პროცესში შეიძლება მათ სულ სხვა თვისებები შეიძინონ და პირველწყაროსგან დიამეტრალურად განსხვავდებოდნენ, მაგრამ თითოეულ ჩემს გმირს თავისი რეალური პტოტოტიპი ყავს..... ჯერ კიდევ გახურებული ქეიფი იყო, რომ თავის ტკივილი მოვიმიზეზე და მასპინძლებს გამოვემშვიდობე, ერთი სართულიც არ მქონდა ჩავლილი, რომ შემოსწრებული გოგონაც უკან გამომყვა, მექანიკურად ავიხედე და გოგონას ლამაზი ფეხები მთელი თავისი სიმშვენიერით გამოჩნდა. გარეთ გამოსული იქვე ტროტუართან მიჩერებულ ჩემს მანქანაში ჩავჯექი. იმისთვის რომ სახლისაკენ ამეღო გეზი, იძულებული გავხდი მანქანა სადღაც ორმოცდაათ მეტროში მომეტრიალებინა, უკან დაბრუნებისას გოგონა ისევ იქ იდგა სადაც დავტოვე, მანქანა გვერდით გავუჩერე, გადმოვიწიე, კარები გავაღე და  სახლში მიყვანა შევსთავაზე. მზერა რომლითაც გოგონამ "დამაჯილდოვა" შორს იყო ელემენტარული ზრდილობის ნორმებიდანაც კი, ის იყო დავაპირე უსიტყვოდ გავცლოდი ამ თავხედ გოგონას, რომ მანქანის კარები გაიღო და ეს უკანასკნელი გვერდით მომისკუპდა. კაბა წამოეხადა და კიდევ ერთხელ გამექცა თვალი ულამაზესი, გრძელი ფეხებისაკენ, რომელსაც ვერ ვიტყვი რომ გოგონა საგულდაგულოდ მალავდა.....
-     თქვენი ასაკის კაცს კი უნდა ცხვენოდეს ჩემხელა გოგოზე ფიქრიც კი.....
- მაპატიეთ..... მაგრამ სასირცხვილო თქვენთვის არაფერი მიკადრებია, უბრალოდ შეგთავაზეთ სახლში მიგიყვანთ მეთქი  -  არ დამიმალავს ჩემი გაღიზიანება გოგოსთვის.
-  არ გინდათ.....  მშვენიერად შევამჩნიე როგორ მიყურებდით კიბეებზე და ეხლაც, ამ წამს ფეხებზე.....
-    ჩემი მეუღლე თქვენზე სამი-ოთხი წლით თუ იქნება უფროსი, მაგრამ მსგავსი რამ რაც თქვენ მაკადრეთ არავის უთქვამს..... და არც ის მგონია, რომ მცირეწლოვანი ბრძანდებოდეთ.....
-     ჩემზე ბევრად უფროსი ნამდვილად ბრძანდებით.... თქვენმა მეუღლემ იცის რომ ჩემხელა გოგონებისკენ გაგირბით თვალები? მას რომ მსგავსი სურვილი გაუჩნდეს საინტერესო იქნება თქვენი რეაქცია.....
-    ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობები თქვენი საქმე ნამდვილად არ არის, მაგრამ..... მაინც გეტყვით. სრულფასოვანი ოჯახი მაშინ არის თუ ქმარს ცოლი სხვა საერთო ინტერესებთან ერთად როგორც ქალი აინტერესებს..... როდესაც ქმარი ცოლს უმტკიცებს, რომ მის მეტი სხვა ქალი არ აინტერესებს, ის ან ცრუპენტელაა ან ცვედანი..... მაგრამ ამას ყველაფერს რომ მიხვდე, ცოტა უფრო ფართო მსოფმხედველობა უნდა გქონდეს და ცოტე მეტი უნდა გქონდეს ნანახი ცხოვრებაში, ვიდრე ეს საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, არცთუ ინტელექტუალური ღირებულებებით "მდიდარ" ოჯახს შეუძლია მოგცეს.....
-  თქვენ არ გეშლებათ.... თქვენ ხომ არსოდეს არაფერი გეშლებათ, გამოჩენილი მწერალი ბრძანდებით, ყველა გეპირფერებათ, საჭირო ხალხი, საჭირო ურთიერთობები, ყველას როდი უშლიან "ხალხის რჩეულები" საკუთარ სახლში სუფრას..... თქვენისთანას ჩემს მეტი სიმართლეს არავინ ეტყვის, სამსახურს ვერ დამაკარგინებთ და პოლიციაშიც ვერ მიჩივლებთ ამ შემთხვევაში მაინც .....
-  მერე ვინ გითხრათ, რომ ან ერთის გაკეთებას ვაპირებ ან მეორისას?
-   აქ გამიჩერეთ, აქედან უკვე ფეხითაც ადვილად მივალ  -   მითხრა გოგონამ და მანქანის კარები გააღო.
 სანამ ჩემი თანამგზავრი მოასწრებდა გადასვლას ჩემი სავიზიტო ბარათი შევაჩეჩე ხელში, აქ ჩემს მისამართთან ერთად მობილური ტელეფონის ნომერიც არის, როცა დაწყნარდები იქნება მიხვდე რაში უნდა გამოიყენო თქო ვუთხარი და მანქანა დიდი სისწრაფით დავძარი ადგილიდან. 
იმ დღეს როგორც იქნა სამუშაოს გული დავუდე და დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული მოთხრობის წერა დავიწყე რომ მობილურმა დამირეკა. საშინლად არ მიყვარს ასეთ დროს რომ მომაცდენენ ხოლმე, ამის მიზეზი მშვენივრად გაანალიზა ჩემმა მეუღლემ, ზარმაცი კაცი ხარ, თუ შენს თავს მოერიე და სამუშაოს დაუჯექი მერე დაწყებულ საქმეზე თავის მინებება ნერვებს იმიტომ გიშლის, რომ თავიდან დაჯდომა საქმის გასაგრძელებლად შენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვსო. ჭკვიანი ქალი მყავს ცოლად, ერთი დაჯდომა მიჭირს თორემ მერე მუზა კალოზე გამობმული ცხენივითაა.... 
-  ალო! რომელი ხარ, გისმენთ!  -  საკმაოდ უცერემონიოდ ვუპასუხე უცნობი ნომრის მფლობელს.
- გამარჯობათ! მე მაია ვარ.... ჩვენ ბატონ დავითის ოჯახში ვიყავით ერთად სტუმრად....
-  რომელი მაია, რა დავითი....  მგონი რაღაცა გეშლებათ გოგონა  -  მივმართე გოგონას მიუხედავად იმისა რომ მშვენივრადაც ვიცანი ხმაზე. არასოდეს მავიწყდება თუნდაც ერთხელ დალაპარაკებული ადამანის ხმა, რასაც ვერანაირად ვერ შევადარებ ჩემს "ნიჭს" ადგილის დამახსოვრებაში.
-  არა ბატონო ზვიად! ჩვენ თითქმის ერთდოულად, სულ მცირე ინტერვალის სხაობით გამოვედით პარლამენტარ დავით ხუბუტიას ოჯახიდან..... გთხოვთ არ გამითიშოთ ტელეფონი. მინდა ბოდიში მოგიხადოთ და აგიხსნათ ყველაფერი......
-  კარგით, ადგილი და დრო თქვენ შეარჩიეთ .....
საღამოსკენ ერთ მყუდრო კაფეში დავთქვით შეხვედრა. გერმანული პუნქტუალურობით გამოვცხადდი დათქმულ ადგილას. მაია ადგილზე დამხვდა. პირდაპირ ბარს მივაშურე და მაიას მაგიდასთან როგორც იტყვიან "ხელდამშვენებული" ორი კოქტეილით მივედი.
-  ბატონო ზვიად! მინდა ბოდიში მოგიხადოთ. იმ დღეს ძალიან აღელვებული ვიყავი. თქვენ იცით რომ ბატონ დავითს ბიჭი ყავს, სუფრაზე მისი სადღეგრძელოც დაილია.....
- ვიცი, მახსოვს.... იმ წუთში სახლში არ იყო და მისი სადღეგრძელო დაუსწრებლად შევსვით, მაგრამ ..... ეს ჩვენ ამბავთან რა შუაშია?  -  გაკვირვებულმა ვკითხე.
- იმ დღეს მე მათთან ფულის სათხოვნელად მივედი..... საკუთარი შვილიშვილისთვის ას ლარზე მეტი ვერ გაიმეტეს, არადა უჭირდეთ მაინც....
-   კი მაგრამ.... რამდენადაც მე ვიცი კოკა უცოლოა.....
-   თქვენ კარგი ფსიქოლოგი ბრძანდებით, რაც კარგი მწერლისთვის არცთუ გასაკვირია. თქვენ სწორად მიხვდით რომ მე საკმაოდ უბრალო ოჯახიდან ვარ. ვცხოვრობდით საკმაოდ ნაკლებად პრესტიჟულ უბანში, რომელიც ძირითადად ნარკოტიკის რეალიზაციით იყო ქალაქში "განთქმული"...... თუმცა იქაც ცხოვრობენ პატიოსანი, მშრომელი ადამიანები. იქ მნახა პირველად კოკამ. მერე იყო პირველი სიყვარულის დაუვიწყარი დღეები. ძვირფასი ყვავილები, პრესტიჟული რესტორნები, დაქალების ქვეშქვეშა, შურიანი მზერები..... კოკასთვის მე არც პირველი ვყოფილვარ და დარწმუნებული ვარ არც უკანასკნელი. მან ქალებთან მოქცევა იცოდა მაგას ვერ დაუკარგავ..... მაგრამ ჩვენი ურთიერთობების მეოთხე წელს რაღაცა ვერ გათვალა და დავფეხმძიმდი..... აი მერე მთელი თავისი "ბრწყინვალებით" გამოჩნდა ჩვენი კოკა და მისი "ძვირფასი" ოჯახის სახე.... იყო შეურაცმყოფელი სატელეფონო ზარები, ათასგვარი საზიზღრობების და სისაძაგლეების გავრცელება ჩემზე. მუცელი არ მეტყობოდა და მოხდა ისე რომ ნაყოფი უკვე 4 თვის იყო, როდესაც აბორტის გასაკეთებლად წამიყვანა გინეკოლოგთან. ასაკიანმა მამაკაცმა რომ გაიგო ნაყოფი ოთხი თვის იყო და ეს ჩემი პირველი ფეხმძიმობა იყო, კატეგორიული უარი განაცხადა აბორტის გაკეთებაზე. გაცოფებული კოკა ხელით შეეხო მასზე ასაკით ბევრად უფროს ადამიანს. როდესაც კაკომ და მისმა ოჯახმა გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა ეს უკვე ბოლო წერტილი აღმოჩნდა. კოკას დავურეკე და ვუთხარი თუ ერთხელ მაინც დარეკავდნენ ჩემთან ან გამოჩნდდებოდნენ ჩემს სიახლოვეს სასამართლოში ვუჩივლები.... მათთან ასე ვთქვათ "ომში" სამართალს მე ვერ ვნახავდი, მაგრამ მივახვედრე რომ მათგან არაფერს ვთხოულობდი სიმშვიდის გარდა. ამ მეთოდმა გაჭრა. დღეს უბრალოდ იძულებული გავხდი მათთან ფულის სათხოვნელად მოვსულიყავი..... ჩემი გოგონა გამიხდა ავად, არადა ამჟამად უმუშავარი ვარ, ჩემი მშობლები პენსიონერები არიან და იმ პენსიასაც ჩვენ გვახმარენ.... მოკლედ ასი ლარის მეტი ვერ გაიმეტეს, ამ დროს თქვენ დასახვედრად რამოდენიმე ასეული ლარი ისე დახარჯეს თვალი არ დაუხამხამებიათ.....
- მე მგონი ჩვენ ისევ ავცდით თემას  -  საკმაოდ ცივად "შევახსენე" ახალგაზრდა ქალბატონს.
-   მაპატიეთ..... უბრალოდ ბრაზი მიპყრობს და თავს ვეღარ ვერევი.... ის ასი ლარი წამლებზე და ექიმის კონსულტაციაზეც კი არ მეყო, იძულებული გავხდი ფული რამოდენიმე დღით მესესხებინა, რა ვუთხრა მოვალე რომ მომაკითხავს, ფული საიდან მოუტანო? 
-  კარგით.... მე დაგეხმარებით  -  საფულედან ორი ასდოლარიანი კუპიურა ამოვიღე და მაგიდაზე დაუდე.
-   და ამის სანაცვლოდ რას თხოულობთ ჩემგან?  თქვენისთანებთან ვალში არ მინდა ვიყო  -  გოგოს ეს სიტყვები ისეთი ზიზღით იყო გაჟღენტილი, უპასუხოდ ვერაფრით დავტოვებდი.
- თქვენ თუ საკუთარ თავზე ასეთი დაბალი წარმოდგენის ხართ, მაშინ მე არ ვარ იაფიან მომსახურებას შეჩვეული - ეს ვუთხარი და შურდულივით გამოვვარდი კაფედან. 
იმ დღეს კიევიდან დამირეკეს. ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა, რომელიც ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემელთან ერთად, წიგნის მაღაზიების ქსელის მფლობელიც არის დამირეკა და მომახარა რომ ჩემი ყველა წიგნი გაიყიდა. შენ თუ მესტუმრები ამ ფულს მოგართმევ, არადა არც იფიქრო რომ გადმოგიგზავნოო შემომითვალა. იმის ფიქრში ვიყავი როდისთვის ამეღო ბილეთი, რომ მობილურმა დამირეკა. ხმა უმალ მეცნო, მაია იყო:
-  ბატონო დავით! ძალიან გთხოვთ შემხვდეთ, ბოდიში მინდა კიდევ ერთხელ მოგიხადოთ....
- უნდა გითხრათ ჩემო კარგო, რომ ამას ძალიან უცნაური ფორმით აკეთებთ.... მე მგონი ისევ ჯობია თუ ჩვენ არასოდეს არ შევხვდებით.
-  არა....  ძალიან გთხოვთ, არ მინდა ჩემზე იფიქროთ რომ დაუნახავი ღორი ვარ... გეხვეწებით, კიდევ ერთხელ მომეცით საშუალება ბოდიში მოგიხადოთ და მადლობა გითხრათ დახმარებისათვის....
იძულებული გავხდი გოგოს დაჟინებულ მოთხოვნას დავთანხმებულიყავი და სადღაც გულის სიღრმეში მისი კეთილგანწყობის მოპოვების იმედიც მქონდა. შეხვედრა ქალაქგარეთ რესტორანში დავუთქვი, სადაც ნაცნობის "შემოფეთების" ნაკლები ალბათობა იყო. ამჯერად ჩვენმა შეხვედრამ გაუთვალისწინებელი ექსცესების გარეშე ჩაიარა, თუმცა ჩემი  მრავალი მცდელობისა მაია ვერაფრით გავამხიარულე....
-  ბავშვი ხომ კარგად არის?  -  შევეკითხე იმედგადაწურულმა.
-  კი, ყველაფერი კარგად არის... მამაჩემმა ბაკურიანში წაიყვანა.... დედაჩემი ბაკურიანელია და ბიძები და დიდი პაპა მიხედავს.  უბრალოდ დავიღალე, ნეტა ერთი სამი დღე უზრუნველად მამყოფა, ყველანაირი პრობლემა  ცოტა ხნით მაინც დამავიწყა...
-  მერე მზად ხარ მაგ სურვილის ასასრულებლად?
-  როგორ?.......
კიევში ჩასულებს მიკოლა აეროპორტში დაგვხვდა, ორნი რომ დაგვინახა კი გაუკვირდებოდ თუმცა არ შეიმჩნია, გადარეკა და კიდევ ერთი ნომერი დაჯავშნა სასტუმროში სადაც მე უნდა გავჩერებულიყავი. პირდაპირ ტრაპიდან ჩამოსულები უნდოდა რესტორანსი წავეყვანეთ, მაგრამ ჩვენი "მედგარი" წინააღმდეგობის შემდეგ "გულმოწყალეობა" გამოიჩინა და ოთხი საათი დაგვითმო სასტუმროში მოსასვენებლად. ოთხი საათი გასული არც იყო რომ მოგვაკითხა და კიევის ყველაზე ძვირფასიან რესტორანში წაგვიყვანა, გვიან ღამე კარგი პატივნაცემები სასტუმროშიც თვითონვე მიგვიყვანა. მეორე დღეს, ის იყო შხაპი მივიღე, მოვწესრიგდი და ჩავიცვი, რომ კარებზე საკმაოდ ხმამაღლა, მოურიდებლად დააკაკუნეს, ეგრევე გავიფიქრე ეს მიკოლა მოვიდა ჩვენს წასაყვანად მეთქი..... 
- პირველი საათი დაიწყო, ყველა ჩემი საქმეების მოგვარება მოვასწარი მძინარებო  -  ქოთქოთით შემოაღო კარები ჩემმა ძმაკაცმა, მზერა მოავლო ოთახს თითქოს თითქოს ვიღაცას ეძებდა. - ის ლამაზი გოგო ვინა არის შენთვისო შემეკითხა. წინადადება დამთავრებული არ ქონდა რომ კარები დაუკაკუნებლად შემოაღო მაიამ. შთაბეჭდილება შემექმნა რომ მიკოლას შეკითხვა გაიგო და არც შემცდარვარ....
- ხშირად ხედავ ხოლმე ბატონ დავითს ახალგაზრდა გოგონების გარემოცვაში?  -  შეეკითხა სტუმარს.
-   რა თქმა უნდა, ის ცნობილი მწერალია და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს....
-   მეც ერთ-ერთ მათგანად მიგულეთ....
მიკოლას მომღიმარე თვალებში ეშმკუნები აცეკვდნენ  -  მეც მიყვარს დათოს შემოქმედება.... ყველაზე ძალიან მაინც რომელი ნაწარმოებები მოგწონს?
-  მე ყველაზე მეტად მისი "უცხო" და "გამსვლელი პაიკი" მომწონს....
- მეც მომწონს.... ოღონდ დასანანია რომ მთავარი გმირები იღუპებიან  -  იკოლა აშკარად ცუღლუტობდა, ამოწმებდა მართლა თუ ქონდა ეს ნაწარმოებები გოგოს წაკითხული.
-  თქვენ გეშლებათ..... ეს "უცხოში" იღუპება მთავარი გმირი.... თანაც წიგნის გმირები ხომ როგორც ნამდვილი გმირები არ კვდებიან?
უცბად შეეცვალა სახე ჩვენს მასპინძელს, სადღაც გაქრა წამით მისი მხიარული, კეთილი განწყობილება  -  კვდებიან ჩემო კარგო, კვდებიან.... გუშინ წინ გადავასვენეთ თქვენებური კაცი. უკრაინის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ვაჟკაცი..... ჩვენი ბიჭები ხომ უამრავი იღუპებიან....
ოთახში გამეფებული ავი სიჩუმე ისევ მაიამ დაარღვია  -  ჩვენი წინაპრების უძველეს სამარხებში ნაპოვნ ეპიტაფიებზე არსად არ წერია სიტყვა სიკვდილი.... იქ მხოლოდ გარდაცვალებაა მოხსენიებული ანუ დროის.... განზომილების ცვალებაზეა ლაპარაკი. ამიტომაც ვამბობთ რომ გმირები არ კვდებიან. შეუძლებელია რომ სამშობლოს თავისუფლებისთვის, თანამოძმეებისთვის თავდადებული კაცის სული და გამყიდველის სული თანაბარ პირობებში იყვნენ იმ ქვეყნად. არ შეიძლება "ზეციური ასეულის" სული და გამყიდველი იანუკოვიჩის სული ერთნაირად მიიღოს მაცხოვარმა. არ შეიძლება ჩვენი საამაყო გმირის, ანწუხელიძის სული და მტრის ინტერესების გამტარებელი ადამიანების სულები ერთნაირად ცხონდებოდნენ.... თქვენ ალბათ თქვენი გეგმები გაქვთ, მაგრამ მოდით მეიდანზე გავიდეთ და გმირებს ყვავილები მივართვათ....
მესიამოვნა არა მარტო ის, რომ ეს გოგო ჩემს შემოქმედებას იცნობდა, უფრო მეტად დავაფასე მაიას ხედვა, ჩემთვის ეს ხედვაა წერის დაწყების პირველი მიზეზი, უფრო მეტი სულიერი სიახლოვე ვიგრძენი ამ პატარა გოგოს მიმართ..... მიკოლა ფეხზე წამოდგა და მაიას ხელზე ეამბორა  -  შენისთანა თაყვანისმცემელი ჩემი ძმაკაცისთვისაც კი დიდი პატივია  -  დააყოლა.
ულამაზესი ბუკეტი მივიტანეთ მეიდანზე "ზეციური ასეული"-სთვის სპეციალურად გამოყოფილს ადგილზე. იქ ბევრი იყო ყვავილები, მაგრამ ჩვენნაირი ლამაზი ბუკეტი არცერთი არ იყო. შემდეგ როგორც მოველოდი ისევ რესტორნისკენ გაგვიძღვა მიკოლა, ოღონდ მცირედი ცვლილებები წინა დღისაგან განსხვავებით მაინც შეიტანა და საღამოს კვარტალი 95-ის კომედი შოუზე ბილეთები მოგვიტანა. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა მე და მაიას, რომ თავი იმდენად ფხიზლად შეგვენახა წარმოდგენაზე წასვლას აზრი ქონოდა, ჩვენდა სასახელოდ უნდა ითქვას, ამოცანას თავი გავართვით.
უკვე კარგა გვიანი იყო, რომ ყველაფრით კმაყოფილები მიკოლამ სასტუმროში მოგვაცილა. მაია ნომრამდე მივაცილე, გოგო ჩემგან განშორებას არ ჩქარობდა და მე ეს ვიგრძენი....
-  გინდა ყავა შევუკვეთოთ?  -  შევეკითხე გოგონას.
-  არა.... ცეკვა მინდა....
-  ეს მეტისმეტად ძვირიანი სასტუმროა სამაგისოდ, რომ მუსიკის მოსმენის საშუალება არ იყოს ნომერში....
რა თქმა უნდა მე არ შევმცდარვარ, საკმაოდ ძვირიანი მუსიკალური ცენტრი, საშუალო ზომის კოხტა მაგიდაზე, კუთხეში იყო მიდგმული. პირველსავე თვალის გადავლებაზე ელა ფიცჯერალდის კასეტა მომხვდა თვალში, იმ რეპერტუარიდან მშვენიერი ბლუზის შერჩევა წამის საქმე იყო. სასიამოვნო ზომაზე დავაყენე ხმა და მაია საცეკვაოდ გამოვიწვიე.....
ვიგრძენი როგორ მომეკრო მთელი ტანით ქალი. მისი თბილი სუნთქვა ვიგრძენი სახესთან. ტუჩებით მისი ტკბილი ტუჩები მოვძებნე.... ის წინააღმდეგი არ იყო....
თბილისში ჩამოსულები, მაიას თხოვნით, აეროპორტიდან ცალკცალკე წამოვედით. ერთ წელზე გავიდა მის მერე, არც მას არ დაურეკია და არც მე შევხმიანებივარ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამის სურვილი არ მქონია.... მოვერიე ჩემს თავს, გადავწყვიტე მხოლოდ იმ შემთხვევაში დავკავშირებოდი თუ ამას თვითონ ისურვებდა.    
სახლში მისული არ ვიყავი, რომ ჩემმა ბიჭმა დამირეკა, შემეხვეწა მანქანა მათხოვეო, საკუთარი მანქანის მოვლა-პატრონობა ეზარება და ჩემს გაკრიალებულ, ყველანაირად გამართულ მანქანაზე თვალები დაცეცებული კი აქვს. ისე მთხოვა უარი ვერ ვუთხარი. აუხსენი სადაც ვიყავი და იქვე მივაჩარე მანქანა მის მოლოდინში. დროის მოსაკლავად ჩემთვის ჩვეულ გასართობს მივმართე, ჩემს ირგვლივ მყოფთა შორის ჩემი მომავალი ნაწარმოების გმირის ძებნა დავიწყე. გზის იქით, კაფეს შუშის ვიტრინას შევავლე თვალი და ჩემი ნაცნობი გოგოს სილუეტი დავლანდე თითქოს.... უფრო ყურადღებით დავაკვირდი და დავრწმუნდი რომ არ ვცდებოდი, მაია იჯდა ვიღაც თმაშევერცხლილ მამაკაცთან ერთად. შეყვარებულების გამოცნობა არავისთვის არ არის ძნელი მითუმეტეს შემოქმედი ადამიანისთვის. რაც უფრო ყურადღებით ვაკვირდებოდი მით უფრო ვრწმუნდებოდი კაცის ცოტა არ იყოს უცნაურ ქცევაში, როდესაც ის მაიას ესაუბრებოდა ის ნამდვილად ბედნიერი იყო, მაგრამ საკმარისი იყო მაია წუთით სხვა რამეზე გადართულიყო ან მაგიდას მოშორებოდა, რომ მამაკაცის სახეზე ერთგვარი უიმედობის და უნდობლობის ნიშანი ჩნდებოდა.
ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მაინც გავბედე და დავრეკე მაიასთან, ტელეფონის ნომერი იგივე დაეტოვებინა. ჩემი ხმის გაგონება ნამდვილად არ წყენია თუმცა ერთგვარი სიფრთხილე საუბარში მაინც ვიგრძენი. სასწრაფოდ მოუყევი როგორ ვნახე კაფეში თავის სეყვარებულთან ერთად, ვუთხარი რომ მოხარული ვიყავი იმით, რომ მან მოძებნა მისთვის საჭირო მამაკაცი ცხოვრებაში, თუმცა არც ჩემი ერთგვარი შეშფოთება დამიმალავს მისი მეგობრის ცოტა უცნაური ქცევის გამო.
ჩემდა საბედნიეროდ მაიამ ჩემი სიტყვები ისე მიიღო როგორც ვიგულისხმე, მზრუნველი მეგობრის სიტყვებად და რამაც მართლა ძალიან გამახარა. ნდობის მომენტი და ურთიერთგაგების სურვილი საუბრის დაწყებისთანავე გამოჩნდა. მაიამ არ დამიმალა და მის შეყვარებულზე ბევრი რამე მიამბო, აღმოჩნდა რომ ის პოლიციის მაღალჩინოსანი იყო და მხოლოდ იმიტომ რომ მინისტრზე რომელიც მას პატივს ცემდა და აფასებდა როგორც კარგ პოლიციელს, პროკურატურის მიერ შეთითხნილი ცრუ ბრალდებით სასამართლოში არ გამოვიდა, ახალმა მინისტრმა სამსახურიდან გაანთავისუფლა. 
- ეს სამწუხარო შემთხვევაა, მაგრამ უამრავი სხვა საქმით შეიძლება დაკავდეს ჯანმრთელი, ძლიერი მამაკაცი.....
- ჩვენს შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა.... მას ბავშვობაში ერთადერთი უფროსუ ძმა  მოუკლეს თვალწინ ქუჩური ჩხუბის დროს და თუ ნორმალური ფსიქიკა შეინარჩუნა მხოლოდ იმის წყალობით, რომ ბავშვობიდან გადაწყვეტილი ქონდა პოლიციელი გამოსულიყო. 
- ესეც გასაგებია, უფრო რთულად ყოფილა საქმე.... სამაგიეროდ საყვარელი ადამიანი ყავს გვერდით.... ესეც არა ცოტა.....
- მარტო სამსახურის დაკარგვა არაა მიზეზი მისი შინაგანი დისკომფორტის, მეუღლემ რომელთანაც უკვე დიდი შვილი, გოგო ყავს, ტანსაცმელი ფანჯრიდან გადმოუყარა  -  კაცს, რომელიც სასამართლოზე, ქაღალდზე დაწერილ ტექსტს ვერ წაიკითხავს და ამის გამო ცოლ-შვილს უშემოსავლოდ დატოვებს ოჯახი არ ჭირდებაო  -  ეს იმ ქალის სიტყვებია. მეუღლის ნათესავია, კაცი, ვისაც მერაბი არანაირ პატივს არ სცემს, პროკარატურის თანამშრომელია, იმას დაურეკია და დამუქრებია, სახლთან ახლოს მისული ვინმემ რომ დაგინახოს შენს თავს დავაჭერინებო. მოკლედ როგორც ეს ცხოვრებაში ხდება გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწია.....
-  მან ჩვენი ამბავი იცის?  -  მცირეოდენი პაუზის შემდეგ შევეკითხე მაიას.
- ჩვენი ურთიერთობა მაგით დაიწყო, რომ პირობა მივეცით ერთმანეთს არაფერი დაუმალოთ..... კი, იცის....
-  ძალიან მინდა დაგეხმაროთ სულ რამოდენიმე დღეა, ჩემი კლასელი და კარგი მეგობარი დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრად. შეძლებ შენი შეყვარებული მოიყვანო.... მაგალითად რესტორანში ფუნიკულიორის თავზე.... თავი უხერხულად რომ არ იგრძნოს, მე ჩემს მეუღლესთან ერთად მოვალ.....
-  ადვილი არ იქნება მაგრამ.... მე ვთხოვ და მოვალთ.....
ჩემს წინადადებას ფუნიკულიორის რესტორანში წავსულიყავით საქეიფოდ, მეუღლე ერთგვარი ეჭვის თვალით შეხვდა....
- საუკუნეა რესტორანში არ დაგიპატიჟივარ და დღეს რა ხდება?
- ნახევარი საუკუნის ორი წლის წინ მე გავხდი და ასე მახსოვს შენ ჩემზე ახალგაზრდა ოცი წლით კი ხარ.... ასე რომ მატყვილებ რაცხას....
- მორჩი ეხლა მაიმუნობას და რასთან დაკავშირებით მიმათრევ ფუნიკულიორზე გამოტყდი....
-  რა გინდა... რას მერჩი... მინდა გასიამოვნო, ცეკვა შენ კი გიყვარს და მოლხენა....
მეუღლის ჭკვიანი და დამცინავი მზერის შემხედვარე მივხვდი, რაღაცა უფრო დამაჯერებელი არგუმენტი უნდა მომეფიქრებინა.
- ჩემი კლასელი ვანო ქიტესაშვილი.... "ქიტესას" რომ ვეძახდით ხო გახსოვს, ის დანიშნეს ორი დღის წინ სინაგან საქმეთა მინისტრად და მინდა მიულოცო, უკვე შეუთანხმდი კიდეც....
რესტორანში მე, ჩემი მეუღლე და ჩემი კლასელი თითქმის ერთდროულად მივედით. ჯერ ჩვენ მივედით და ორ წუთში "ქიტესაც" გამოჩნდა თავის "ამალით". ჩემი მომღიმარი მზერა "ახლადგამომცხვარ" მინისტრს არ გამოპარვია და ჩემი მწარე ენა ჯერ კიდევ სკოლიდან კარგად რომ ახსოვდა სასწრაფოდ დაითხოვა პირადი მცველები.
კლასელებს მართლა გულით გაგვიხარდა ერთმანეთთან შეხვედრა, ერთი-ორი ჭიქა სასწრაფოდ მივცხეთ ტონუსის კიდევ უფრო ასამაღლებლად და ბატონმა მინისტრმა რამოდენიმე წუთით სუფრის დატოვება ისურვა. ყურადღებით მოვათვალიერე დარბაზი და ოდნავ მოფარებით, კუთხეში მჯდომო მაია და მისი რჩეულიც დავინახე. მეუღლეს ბოდიში მოვუხადე, ეხლავე მოვალ მეთქი და ნაცნობი წყვილის შესახვედრად გავეშურე. 
როდესაც ვაჟას ხელი ჩამოვართვი (ასე ერქვა ჩემს ახალ ნაცნობს) მივხვდი, რომ მაია არ შემცდარა ამ კაცის შეფასებაში.... პირდაპირი, გულღია მზერა, ხელის ჩამორთმევის მანერა, ყველაფერი იმას მიანიშნებდა რომ საქმე მქონდა წესიერ და პრინციპულ კაცთან, რომლისთვისაც უცხო იყო მლიქვნელობა და უწესო თამაში. ჩემი მოწვეული სტუმრები მეუღლეს და მინისტრს გავაცანი. ვაჟას სახელის და გვარის გაგონებაზე ვანომ თვალები ოდნავ მოჭუტა და ყურადღებით დააკვირდა ბიჭს:
-  შენ პოლიციაში ხომ არ მუშაობდი? სამსახურიდან იმის გამო გაგაგდეს რომ მოწმედ არ გამოხვედი ჩემი წინამორბედის პროცესზე?
-  ის რაც მე უნდა წამეკითხა პროკურატურის შეთითხნილი ცილისწამება უფრო იყო ვიდრე ბრალდება....
- მაგი მეც ვიცი, მაგრამ ფაქტია მისი მეუღლის ინიციატივით, სამართალდამცავებმა არასანქცირებული ქმედება განახორციელეს რასაც ახალგაზრდა კაცის სიკვდილი მოყვა და ამას კიდევ სამართალდარღვევის მთელი კასკადი....
-  და ყველაფერი ამის თავი და თავი იყო ის, რომ სუფრაზე  მჯდომმა, ჯან-ღონით სავსე პოლიციის მაღალჩინოსნებმა, რომლებს ტაბელური იარაღი ტარების უფლებაც კი ქონდათ, მართალია წასულებზე ცუდს არ ამბობენ, მაგრამ ერთი თავგასული ყმაწვილის შეკავება ვერ შესძლეს და ოპერატიული სამსახურის ბიჭებს თხოვეს დახმარება. ამას მოყვა ყველაფერი ის რაც თქვენ ბრძანეთ და რამაც დიდად შეუწყო ხელი ყოფილი ხელისუფლების წარუმატებლობას არჩევნებზე. რაც შეეხება დანაშაულს, ის რეალური ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული და არა გაყალბებული ბრალდებებით. თუ ტენდენციური არ იქნები და სიმართლეს თვალს გაუსწორებ, ეს სამართლიანობის აღდგენაზე მეტად, კონკრეტული პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დანადგურებისკენ მიმართული პოლიტიკაა.....
-  კარგით... არის საკითხები რაშიც წესიერი კაცი ვერ შეგეწინააღმდეგება, მაგრამ სერიოზული გადაცდენებიც იყო და ამაზე თვალის დახუჭვა არ მოხდება. თქვენ აქ შემთხვევით არ მომხდარხართ და იმასაც კარგად ვხვდები რა მიზანი ჰქონდა ბატონ დავითს.... საქმეებს მე თორნიკე კეთილაზე მაცნობს და ამჯამად ის მეხმარება სანამ ბოლომდე გავერკვევი სტრუქტურის მუშაობაში. როდესაც თქვენი განთავისუფლების ბრძანება შემომიტანა განსახილველად.... ისიც თვლის, რომ თქვენ უსამართლოდ ჩამოგაცილეს თქვენ საქმეს, თანაც მისი აზრით თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო პოლიციელი ხართ....
-  სანდრო ვაჟკაცი კაცია, ცხინვალის მისადგომებთან ერთად ვიბრძოდით....
- მოკლედ მოხვალ ჩემთან და აღგადგენ, მცირე ხნით უფრო დაბალანაზღაურებად სამსახურში, მაგრამ გაძლევ პირობას ერთ წელიწადში შენს თანამდებობას დაუბრუნდები.....
-   ხომ არ გვეცეკვა?  -  იკითხა ჩემმა მეუღლემ. გულმა მიგრძნო, ეს მარტო ცეკვის სურვილით არ იყო განპირობებული და წინათგრძნობამ არ მიღალატა....
- ეს ის გოგოა კიევში რომ გყავდა? ისე მკვდარი უნდა იყო კაცი, რომ ამ გოგოს ლოგინში ჩაგორების სურვილი არ გაგიჩნდეს. ქალი ვარ და მე ვარ მზად საკუთარ ორიენტაციას უღალატო, მართლა ძალიან მაგარი გოგოა.... მაგრამ გაფრთხილებ ძვირფასო, მსგავსი ხმები კიდევ რომ მოვიდეს ჩემამდე, მერწმუნე, ძალიან ძვირად დაგიჯდება.....
ეს ისეთი "დამტკბარი" და "ალერსიანი" ხმით ჩამჩურჩულა ყურში მეუღლემ ეს სიტყვები, რომ დავრწმუნდი, კიდევ ერთი მსგავსი "ცელქობა" დიდ პრობლემებს შემიქმნიდა. 
როდესაც ბენდამა როკინ-როლი შეუბერა, მე სასწრაფოდ გავერიდე საცეკვაო მოედანს, მიუხედვად იმისა რომ მუსიკის ეს მიმდევრობა ძალიან მიყვარს და ზედმეტი ფამილიარობის გარეშე ვიტყვი, რომ  არცთუ ცუდად ვცეკვავდი, იმის მერე რაც წონა ავკრიფე რითმულ ცეკვებს ვერიდები. არავითარი სურვილი არ მაქვს ვინმემ თავის მობილურით აქოშინებული დამაფიქსიროს.
მოედანზე სხვა წყვილებთან ერთად მხოლოდ მაია და ჩემი მეუღლე დარჩნენ და ამ ორი მშვენიერი ქალის ცეკვამ გარშემომყოფი საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ მაიაც ჩემი მეუღლის არ იყოს, როკინ-როლის მოყვარული და კარგი მოცეკვავე იყო.... მოკლედ გოგონებმა კარგად მოილხინეს. 
ქიტესამ შეასრულა თავისი პირობა, მაიას და ვაჟას ჯვრისწერაზე, სადაც ამ სუფრის ყველა წევრი, ბატონი მინისტრის თამადობით (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) საპატიო სტუმრებად ვიყავით მიწვეულები და ვაჟა ძველ თანამდებობაზე უკვე აღდგენილი გახლდათ....  
P.S  ცნობილი მწერლის სიკვდილი ქალაქში მალე გავრცელდა. გამოსამშვიდობებლად მისულ თაყვანისმცემელს თუ ნაცნობ-მეგობრებს, განსაკუთრებით გულდაწყვეტილ ჭირისუფალთა წარმომადგენლობითი გუნდი ხვდებოდა და გარდაცვალებულის დამწუხრებულ ახლობელთა შორის მაინც გამოარჩევდი ორ ერთმანეთზე ხელჩაჭიდებულ ქალბატონს.... წლოვანებით ოდნავ უფროსს ქალბატონს მწუხარებისგან გალეულ სახეზე თვალები ჩასცვენოდა, ერთ დროს ლამაზ, ვარდისფერ ყვირმალებს ცარცის ფერი დასდებოდათ....მის თვალებში ისეთი დიდი ტკივილი და  იმედგაცრუება ჩანდა შეუძლებელი იყო ამ მზერის დიდხანს ატანა... მეორე გოგონა არანაკლებ დამწუხრებული ქვითინს ვერ იკავებდა. ისეთი ძალით ჩასჭიდებოდა მის გვერდით მჯდომ, გარდაცვალებულის მეუღლეს თითები გასთეთრებოდა.....
                                                                    

0 comments: