Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.
ფარისეველნი

                                                                   თავი I     

მამამისის ადრეულმა ზარმა მაიკლი დილიდან მოჭამულ ხასიათზე დააყენა, მის მოთხოვნაში აუცილებლად დასწრებოდა კლუბის წევრებისთვის მოწყობილ საერთაშორისო კონფერენციას, სადაც აგრეთვე იქნებოდნენ რამოდენიმე განვითარებადი ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი ახალი მისთვის არაფერი ყოფილა.
ჩინებულ მოთხილამურეს და ზამთარში აქტიური დასვენების მოყვარულ მაიკლს, ხშირად უხდებოდა დაოსში, ამ შეკრებებში მონაწილეობის მიღება, ახალი სახეების გამოჩენა ოდნავ თუ ახალისებდა, ამ მისთვის უკვე ყელში ამოსულ, თუმცა  მისი  არათუ გაწევრიანებიდან, არამედ მისი დაბადებიდან, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაარსებულ ტრადიციას. მამამისისგან, ამ კლუბის საპატიო თავჯდომარიდან, გაგონილი ქონდა ბიჭს,  მათი გვარის მამაკაცები ყოველთვის ამ კლუბის აქტიურ წევრებად მოიაზრებოდნენ, მისი ოჯახი შეერთებულ შტატებში ცნობილი რომ იყო თვითონაც კარგად უწყოდა, ყველას არ ჰყავდა გვარში ბაბუა და მისი წინაპარი პრეზიდენტი.... 

მგზავრობამ ჩვეულებისამებრ ჩაიარა, თვითმფრინავის გამგზავრებამდე ნახევარი ერთი საათით ადრე მაიკლს პირადმა მძღოლმა მოაკითხა, აეროპორტში ბილეთი დაჯავშნული დახვდათ, ამაზე მამამისმა დაოსიდან იზრუნა, ამ პატარა, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო კურორტად აღიარებულ ქალაქში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აპარტამენტი მათ განკარგულებაში იყო ზამთარ-ზაფხულ. ერთხელ სახლში ყოფნისას მაიკლის შეკითხვას თუ რატომ უნდა ეხადათ უზარმაზარი თანხები სასტუმროსათვის ზაფხულში, როდესაც ისინი ამ ოთახებს არ იყენებდნენ მამამისის ერთი შეხედვით უცნაური რეაქცია მოყვა....   
შენ როგორ ფიქრობ ჩვენი კლუბის ორსართულიან შენობაში, რომელსაც აქვს ორი, დიდი და პატარა საკონფერენციო დარბაზი, კინოდარბაზი და უამრავი ოთახები არ შეიძლებოდა ერთი ან ორი საწოლი ოთახის მოწყობა? მაგრამ ამას არასოდეს გავაკეთებ, არა იმიტომ რომ ვისმეს შეუძლია ეს დამიშალოს, უბრალოდ ეს  არაპრესტიჟულია, იგივე მიზეზით, ოღონდ საპირისპირო მოსაზრების და გამო ხდება ამ აპარტამენტების ქირაობა, თუ გეშინია რომ ეს ჩვენს საოჯახო ბიუჯეტზე გავლენას მოახდენს მე ერთ საიდუმლოს გაგიმხელ რომელიც შენ, ჩემი ქონების პირდაპირმა მემკვიდრემ უნდა იცოდე,  მიუხედავად იმისა რომ შენი ღვიძლი და ცხოვრების ბოლომდე ყველაფრით უზრუნველყოფოლო იქნება ცხადია, შენ ვალდებული იქნები იზრუნო მასზე, ჩვენს გვარში მამაკაცები ყოველთვის პატრონობდნენ თავის ოჯახის წევრებს  -  ამ საუბარში ოჯახის უფროსმა მეორე სართულის კიბეები ჩაამთავრა და პირველ სართულზე განთავსებულ მის კაბინეტს მიადგნენ. ჯონმა წინ გაუშვა შვილი, ოთახში შესული კედლის მთელ სიგრძეზე მოწყობილ ბიბლიოთეკას მიუახლოვდა, მაიკლია წესიერად ვერც კი გაერკვა რა მოხდა რომ კედლის ნაწილი გვერდზე გაიწია და მიწისქვეშ ჩასასვლელი კიბეები გამოაჩინა. 
ეს რაა მამა?  -  გაოცება ვერ დამალა ბიჭმა.
ეს საიდუმლო ოთახია, შეგიძლია ოთახი-სეიფიც უწოდო  -  მშვიდად მიუგო ჯონმა, შემდეგ რკინის მასიურ კარებზე საიდუმლო კოდი აკრიფა, კარები მძიმედ გაიღო და ისინი აღმოჩნდნენ საკმაოდ მოზრდილ ოთახში სადაც ერთ კედელზე ერთი ზომის სეიფები იყო დამონტაჟებული. შესვლისთანავე თვალში გეცემოდა ერთმანეთზე გორად დალაგებული, ერთ ზომაზე ჩამოსხმული ოქროს ორკილოიანი ზოდები, მისგან ორი მეტრის მოშორებით ასეთივე გორა იდგა, იგივე ზომებში ჩამოსხმული პლატინის ზოდებით. ერთმანეთზე ჯვარედინად დალაგებულ ოქროს ზოდების ელვარებამ თვალი მოჭრა მაიკლს.
ეს საიდან მამა?!!
ამის გარდა აქ უამრავი სიმდიდრეა, ბრილიანტებიდან დაწყებული, ზურმუხტით დამთავრებულ. აქ არის ბრილიანტები და დაუმუშავებელი ალმასები სამხრეთ აფრიკიდან, რუსეთიდან,კანადიდან. ზურმუხტები კოლუმბიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, რუსეთიდან. ლალი მიანმიდან,ტაილანდიდან, შრილანკიდან, საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკიდან, ტაჯიკეთიდანაც კი. ზურმუხტი კოლუმბიიდან და სამხრეთ აფრიკიდან.... და მაინც ყველაზე მეტი ძვირფასი ქვები რუსეთიდანაა. გვაქვს უძვირფასესი, უმაღლესი ხარისხის მარგალიტები ინდოეთიდან და იაპონიიდან ..... მსოფლიოში უიშვიათესი, შავი მაგალიტებიც კი.... 
      ძვირფასი ნივთები აქ უამრავია, ეს თაობიდან თაობაში გადაცემული სიმდიდრეა, თუმცა ყველა თაობის ოჯახის, პირობითად რომ ვთქვათ წინამძღოლი, ცდილობდა თავისი წვლილი შეეტანა და როგორც შესძლებდა შეემატებინა რამე ამ სიმდიდრისთვის.....  
        ჩვენ ამის გადასახადს ვიხდით?
        რა თქმა უნდა არა, ეს სიმდიდრე საუკუნეების მანძილზე გროვდებოდა ჩვენი წინაპრების მიერ და არავის არ აქვს ხელი მათ მიერ სისხლით და ოფლით შეგროვილ ფულთან. შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ და იმის ახსნა, რომ ეს საიდუმლო შეიძლება გაანდო მხოლოდ იმ ადამიანს ვისაც შენს მერე ოჯახს ჩააბარებ, ანუ შენს მემკვიდრეს დარწმუნებული ვარ არ დაგჭირდება.
        ეს სიმდიდრე საერთოდ აღრიცხულა?
        კი, აქ 60 მილიარდის ძვირფასი ნივთია, სადღაც 70 მილიარდამდე უძრავ-მოძრავი ქონების მფლობელებიც ვართ, რომელიც დეკლარაციაში ოფიციალურად გვაქვს შეტანილი და პატიოსნად ვიხდით დაკისრებულ გადასახადს. მე როდესაც ეს ოთახი მაჩვენეს და მემკვიდრეობაში გადმომცეს აქ 40 მილიარდის ძვირფასეულობა იყო..... მე იმედი მაქვს რომ შენ ჩემზე მეტს დაუტოვებ შენს შთამომავლობას...... 
სასტუმროში როგორც ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით შეხვდნენ, სასტუმროს მეპატრონემ, რომელიც როგორც შემდგომში გაირკვა დილიდან ელოდებოდა მაიკლის ჩასვლას, საკუთარი ხელით მიართვა აპარტამენტების გასაღები და კიდევ ერთხელ დაარწმუნა რომ ყოველ მის სურვილს ადმინისტრაცია უსწრაფესად აღასრულებდა. ეს რიტუალი ყოველ მის ჩასვლაზე მეორდებოდა, ერთგვარად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აყენებდა სასტუმროს მეპატრონეზე ასაკით ბევრად ახალგაზრდა კაცს, როდესაც მან ამასთან დაკავშირებით მამამისთან მოიჩივლა და დახმარება სთხოვა, ჯონმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა, ადამიანს შენდამი პატივისცემის გამოხატვა უნდა და რატომ უნდა აუკრძალო ეს, არაფრის გულისათვის კაცს გული რატომ უნდა დაწყვიტოო....
    მამა ის ხომ საკმაოდ მდიდარი ადამიანია, რატომ იმცირებს ჩვენთან ლაქუცით თავს?
ალბათ იმიტომ რომ ამ ეს სასტუმრო თავის დროზე ჩვენი დახმარებით ააშენა და თანხები მშენებლობაზე ბანკმა ჩვენი რეკომენდაციით გასცა, კიდევ იმიტომ რომ ამ კაცს დიდი ხანია ჩვენი კლუბის წევრობა სურს მაგრამ ეს უკვე მისი აღუსრულებელი ნატვრაა და მე ამის თაობაზე ის გაფრთხილებული მყავს, მაგრამ მე როგორც ვატყობ ის იმედს მაინც არ კარგავს.
კი მაგრამ რატომ არ შეიძლება ის ჩვენი კლუბის წევრი გახდეს?
იმიტომ რომ მას არც ფული და არც გავლენა არა აქვს იმდენი....
ჩვენი კლუბის ყველა წევრი მილიარდელია?
შეიძლება არ იყოს მილიარდელი და იყოს რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი, თუმცა რეგიონალური ლიდერი აუცილებლად უნდა იყოს, ანუ ხალხის მასებში გარკვეული ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს....
შენ გინდა თქვა რომ ჩვენი კლუბის წევრი მილიარდელი თუ არა გავლენიანი ხალხი მაინც არის....
ჩვენ იერარქიული ორგანიზაცია გვაქვს და კლუბის ყველა წევრს ზუსტად იქ ფუნქცია აქვს დაკისრებული რომელიც ყველაზე კარგად გამოსდის, თუმცა ჩვენ ყველა ერთნაირი უფლებებით ვსარგებლობს ... 
მაგრამ თუ იერარქიული ურთიერთდამოკიდებულებაა უფლებამოსილებაც განსაზღვრულია, მაშინ ერთნაირი უფლებები ვერანაირად ვერ გექნებათ....
ეს რთული ასახსნელია, მაგას მაშინ მიხვდები შენ თვითონ როდესაც ჩვენი ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდები....
კლუბის წევრი მე უკვე რამოდენიმე წელია ვარ მამა, თუ მე არ მეშლება...
კლუბის წევრი ხარ, მაგრამ კლუბის წევრობა შენთვის გზის დასწყისია, მოვა დრო და შენ თვითონ მიხვდები ყველაფერს, შენ ჭკვიანი ბიჭი მყავხარ....
რამდენი არ ეცადა მაიკლი ბოლომდე ეთქმევინებინა მამამისისთვის ბოლომდე თუ რას ნიშნავდი ეს მინიშნებები, კაცს მეტი სიტყვა ვერ დააცდევინა.
კონფერენციის დაწყებამდე სულ ცოტა დრო იყო დარჩენილი როდესაც მაიკლი კლუბს მიადგა, შენობის შესასვლელში მდგარი დაცვის უფროსის გაცოფებული უხსნიდა ახალგაზრდა ქალს რაღაცას და თან დრო და დრო ხელს უფარებდა ამ უკანასკნელის გვერდით მდგარ ოპერატორს კამერაზე. ფრენკი ალბათ ერთადერთი ადამიანი იყო კლუბში ვისაც მაიკლი თავის მეგობრად თვლიდა, თუმცა ეს მეგობრობა საკმაოდ უცნაურად დაიწყო....
ოქსფორდის დამთავრების აღსანიშნავად მამამისმა ორმილიონიანი შედარებით მცირე ზომის იახტა უყიდა და გამოცდილი კაპიტანიც დაუქირავა. ის ზაფხული მაიკლმა თავის მეგობრებთან ერთად საზღვაო მოგზაურობას დაუთმო და სასიამოვნო მოგონებების კიდევ ერთი ფურცელი ჩაწერა მის თავგადასავლებით არცთუ მდიდარ ბიოგრაფიაში. როგორც ამჯერად ისე მაშინ ამ მოგზაურობის შეწყვეტა მამამისის მოთხოვნით მოულოდნელად მოუხდა...  კარგად გარუჯული, საიამოვნო გარეგნობის, უცხო ყმაწვილის მოთხოვნა შეეშვათ კლუბის შენობაში დაცვისთვის რატომღაც გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. დაცვის წევრის უდიერად ხელის შეხებაზე მაიკლმა მწვავე რეაქცია მისცა და შენობის კარებთან სერიოზული ჩხუბი გაჩაღდა. ამ ინციდენტის ჩაფარცხვის შემდეგაც  დიდხანს არკვევდა ბიჭი თუ რატომ გადაწყვითა იორგენმა (ასე ერქვა დაცვის იმ წევრს) რომ მისი დაჩაგვრა ადვილი იქნებოდა, კოლეჯის ამერიკული ფეხბურთის სამოყვარულო გუნდის კაპიტანს და სერიოზული მონაცემების მქონე სპორცმენს ყველაფერში ეტყობოდა, რომ ფიზიკური მონაცემებით არაფრით ჩამორჩებოდა ამ უკანასკნელს. ცუდად იქნებოდა იორგენის საქმე დასახმარებლად პირველი ფრენკი რომ არ გამოჩენილიყო, ამ უკანასკნელის მოთხოვნას იორგენისთვის თავი გაენებებინა მაიკლს ყურიც კი არ უთხოვებია და ეხლა მასზე მიიტანა იერიში, თვითონაც კი ვერ მიხვდა როგორ აღმოჩნდა ზურგს უკან ამოტრიალებული ხელებით მიწაზე, ალბათ კარგა ხანს მოუხდებოდა ამ დამამცირებელ პოზაში ყოფნა მამამისი დროულად რომ არ მოსულიყო ინციდენტის ადგილას. მისდა გასაკვირად ჯონმა თვითონ  მას ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ დროულად არ გააფრთხილა დაცვა მისი მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ, თუმცა ერთი საყვედურის სიტყვაც კი არ დაცდენია დაცვის მისამართით, მაიკლის საყვედურს კი მოკლედ უპასუხა ისინი შესაბამისი ინსტრუქციით ხელმძღვანელობდნენო. ის იქვე იდგა როდესაც ფრენკმა იორგენს გაგდებით დაემუქრა თუ ის მეტი პასუხისმგებლობით არ მოეკიდებოდა თავის ფუნქციებს და ყოველ დღე ორი საათს დამატებით არ დაუთმობდა ორთაბრძოლის ილეთების შესწავლას. მაიკლმა ეს საუბარი პროვოკაციად მიიღო და მომხდარი ინციდენტის შემდეგ ალბათ ამის მიზეზიც ქონდა....
      და სად უბრძანებთ მან ორთაბრძოლის სპეციალისთი მოძებნოს ამ პატარა ქალაქში თუ დედაქალაქში გააგზავნით კვალიფიკაციის ასამაღლებლად?  - დამცინავი ტონით მიმართა ფრენკს...
ფრენკმა იურგენს თავი გაანება და მთელი ტანით მისკენ შეტრიალდა:
მე მგონი თქვენ არ გელაპარაკებით  -  ცივი, სუსხიანი ხმით უპასუხა ამ უკანასკნელს.
     სამაგეიროდ მე გელაპარაკებით, მე თქვენ სათანადოდ ვერ შეგაფასეთ მომხდარი ინციდენტისას, მაგრამ მეორეჯერ მერწმუნეთ, მსგავს შეცდომას აღარ დავუშვებ....
ეს საკმაოდ თავხედური გამოწვევა იქვე შორიახლოს მდგარ, ფრენკის დაქვემდებარებაში მყოფ დაცვის ბიჭებსაც მშვენივრად ესმოდათ, ლაპარაკი აღარ იყო თვითონ იურგენსზე. მაიკლის რეპლიკის უგულველყოფა დაცვის უფროსის რეპუტაციის განადგურებას ნიშნავდა და ამის მიხვედრას დიდი გამჭრიახობა არ ჭირდებოდა    
     ყმაწვილო თქვენ მე მიწვევთ?  -  ცივი, სუსხიანი ხმით შეეკითხა მაიკლს.
      თქვენ როგორც გნებავთ ისე გაიგეთ .....
     და რისი იმედი აქვს მამიკოს ბიჭს? ალბათ იმის რომ მამიკო მოვა მის დასახმარებლად და თან სპეცნაზელების ამალას მოიყოლებს? 
      არა მგონია თქვენი სიტყვები თქვენს ბოსს ესიამოვნოს, თუმცა თქვენ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, მე თვითონ გასწავლით ჭკუას და იმასაც მიგახვედრებთ როგორ უნდა მოიქცეთ უცნობ ადამიანთან...
ფრენკის სახეზე ცინიკურმა ღიმილმა დაისადგურა:
       კარგით ყმაწვილო თქვენ ამის შესაძლებლობას მოგცემთ და იმასაც გაგაგებინებთ სად და ვისთან იმაღლებენ კვალიფიკაციას ჩვენი ბიჭები, საღამოს რვა საათისთვის ჩამობრძანდით ამ შენობის სარდაფში, ჩვენ ადგილ-სამყოფელს ადვილად მოაგნებთ, ვინაიდან ჩვენ ჯერ კიდევ ალბათ ტირში ვიქნებით და მიზანში სროლაში ვივარჯიშებთ. რაც შეეხება ჩემს სიტყვებს ბატონი ჯონის მისამართით ჩვენ ყველა თანაბარი უფლებებით ვსარგებლობთ, თუმცა სხვადასხვა ფუნქციებს ვასრულებთ და მხოლოდ ამიტომ ჩემი ვალდებულებაა მას დავემორჩილო. ისე კი უნდა მიგექციათ ყურადღება რომ მას ჩვენს მიმართ პრეტენზია არ ქონია....
      არა უშავს, ამ შეცდომას მე გამოვასწორებ.....
მაიკლის ბოლო სიტყვებზე ფრენკი გაფითრდა, თუმცა პასუხი აღარ დაუბრუნებია  -  შენს პოსტზე დაბრუნდიო   -   იორგენს უბრძანა. 
რვა საათისთვის მაიკლი კლუბის შენობაში იყო კარებთან მდგომმა დაცვის წევრმა კარები გაუღო, ბიჭი შეუშვა და კარები გასაღებით ჩაკეტა, მაიკლს მოეჩვენა რომ ეს ერთგვარი მოსინჯვაც კი იყო ბიჭის ნერვების. ოთახის მიგნება სადაც მას ელოდნენ გამყოლის გარეშეც არ გაუჭირდებოდა რადგან იარაღის მოგუდული მაგრამ მაინც ხმა გარკვევით ისმოდა. სანამ ტირამდე მიაღწევდნენ სროლის ხმა შეწყდა და სულ მალე თეთრ კიმანოებში გამოწყობილმა დაცვის ბიჭებმა ტირიდან გვერდით ოთახში გადაინაცვლეს. მაიკლის დანახვაზე ფრენკს სახეზე რაღაცნაირი მტაცებლური, გამომეტყველება გადაეკრა....
    აქეთ მობრძანდით ყმაწვილო, თქვენ გაინტერესებდათ ვისთან უნდა აემაღლებინა ოსტატობა ორთაბრძოლაში იურგენსს. მე გახლავართ მათი სენსეი, მაქვს შავი ქამარი და მეხუთე დანი კარატე-დო-ში, ვარ შავი ქამარის პატრონი ტაიკვან-დო-ში ოღონდ დანი მაქვს მეოთხე, ვარ ორი საომარი კომპანიის მონაწილე, „უდაბნოს ქარიშხალად“ წოდებულ ოპერაციაში ვმონაწილეობდი და სადამ ხუსეინის ტახტიდან გადმოგდებისას სპეც-რაზმს ვხელმძღვანელობდი. უფრო ლოგიკური იქნებოდა თქვენ მაბარებდეთ მე ანგარიშებს მაგრამ ჩემი უდიდესი პატივისცემის ნიშნად მამათქვენისადმი პატივი დაგდეთ....  ეხლა კი სიამოვნებით გასწავლით ჭკუას და გაჩვენებთ რა მოჰყვება რანგით შენზე მაღალი ადამიანის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას და ისიც გაითვალისწინეთ რომ ეს ყველაზე მცირედი სასჯელია....
ბევრი რამე ფრენკის სიტყვებიდან მაიკლისთვის გაუგებარი დარჩა, თუმცა კითხვის არც სურვილი ქონდა და კაცმა რო თქვას არც დრო, რადგან შესვლისთანავე ფრენკმა ის ტატატმზე მიიწვია და მისალმების შემდეგ ისე, რომ საპასუხო ცერემონიალს წესიერად არც კი დალოდებია პირდაპირ შეტევაზე გადავიდა, ეს მოუთმენლობა მას გადამსკდარი წარბის ფასად დაუჯდა. მაიკლმა მისთვის ყველაზე კარგად ათვისებული ფანდი გამოიყენა, წელში შეუვარდა ფრენკს და ძირს დაგდებისას შუბლით სახეში დარტყმა მიაყენა....
ფრენკმა სისხლი ხელით მოიწმინდა  -  ეს მშვენიერი მაგალითია თუ როგორ არ უნდა იჩქარო ბრძოლისას, როდესაც ამერიკული ფეხბურთით დაკავებულ სპორცმენთან გიწევთ „ურთიერთობის გარკვევა“, ისინი ახლო კონტაქტს მიჩვეულები არიან და მათი რეაქციაც მყისიერია  -  ამ მიმართვას თავისი მოსწავლეების გასაგონად იმდენად აუღელვებელი, მშვიდი ფორმა ქონდა ფრენკის მხრიდან, საქმეში ბოლომდე გაურკვეველი ადამიანი იფიქრებდა დადგმულ სცენარში რაღაც გაუთვალისწინებელ შემთხვევის მსხვერპლი გახდაო სპარინგის ერთ-ერთი მონაწილე....
ეს იყო ერთადერთი დარტყმა იყო რომელიც შესძლო მაიკლმა ფრენკისთვის მიეყენებინა, ყველა დანარჩენი შეტევა განურჩევლად თუ ვისი იქნებოდა ის მთავრდებოდა მისი ტატამზე დანარცხებით, ბოლოს როდესაც ტატამზე მუხლებით მდგარს ბიჭს ფრანკმა ხელი გაუწოდა წამოსაყენებლად, ამ უკანასკნელმა ყოველგვარი წყენის გარეშე ჩამოართვა ხელი და უახლოვეს ლუდხანაშიც გულღიად დაპატიჟა. ფრენკმა თვალებში ჩახედა ბიჭს, ცოტა ხანს ყურადღებით უყურა, თითქოს სწავლობდა, მხოლოდ მის შემდეგ რაც დარწმუნდა  მაიკლის გულწრფელობაში გაიღიმა, კარგი შევთანხმდითო უთხრა და მოსწავლეებს დაუთმო ტატამი... 
ლუდხანაში სადაც ფრენკი დაცვის სხვა ბიჭებთან ერთად მოვიდა მაიკლის და მის მეგობრობა საბოლოოდ განმტკიცდა, მას შემდეგ საკმაოდ ხშირად სტუმრობდა ხოლმე ტირსაც და სავარჯიშო დარბაზსაც. ბიჭი გრძნობდა რომ მისი დანახვა ფრენკსაც და დაცვის ბიჭებსაც სიამოვნებდა, ფრენკი არასოდეს ზარდებოდა ორთაბრძოლის რამოდენიმე ახალი ილეთი ესწავლებინა და მეწყვილედ ყოველთვის მას ირჩევდა ხოლმე....
     გამარჯობა ფრენკ! რა მოხდა ასე, ადრიანად ვინ მოახერხა შენი წყობილებიდან გამოყვა  -  ღიმილით შეეკითხა გაწიწმატებულ კაცს.
      ვერ შევაგნებინე ამ ხალხს, რომ ეს დახურული კერძო კლუბია და კონფერენციაზე პრესა და ტელევიზია არ დაიშვება  -  „მოიჩივლა“ აშკარად მოთმინებადაკარგულმა ფრენკმა.
       მე მგონი ჩვენ თავისუფალი, დემოკრატიულ საზოგადოების წევრები ვართ და ამ წუთში მე არ ვიმყოფები ტოტილატარულ ქვეყანაში, სადაც ერთი პიროვნება უწესებს საზოგადოებას, ვის რისი უფლებები აქვს. აქ შეკრებილი არიან არა მარტო ჩემი ქვეყნისთვის არამედ მსოფლიოსათვის საინტერესო ადამიანები, მინდა ეს კონფერენცია გავაშუქო და არავის არა აქვს უფლება ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შემიშალოს  -  მშვენერი, ახალგაზრდა ქალი არაფრით არ ეპუებოდა დაცვის უფროსს.
მანდილოსნების ყურადღება არასოდეს აკლდა მაიკლს, მხარდამჭერი გოგონების ყველა წევრი რიგრიგობით იყო შეყვარებული მასზე, მაგრამ ასეთი ინტერსი პირველი ნახვისთანავე ქალისადმი ჯერ არასდროს უგვრძნია.
      ფრენკ ასეთ სიმპატიურ გოგოს როგორ უნდა უთხრა უარი, ჩემი ხათრით გაატარე  -  მიმართა მაიკლმა მეგობარს.
       შენ ვერც კი ხვდები ეხლა რას მთხოვ, მე მარტო სამსახური კი არა შეიძლება თავიც დავკარგო მაგ სურვილის შესრულებისათვის  -  თავი გააქნია უარის ნიშნად ფრენკმა.
       ფრენკ! ძალიან გთხოვ, თუ რამე გითხრეს მე დამაბრალე, უთხარი რომ მე შემოვიყვანე და შენ საქმის კურსში არც კი იყავი ....
        შენ სულ გაგიჟდი, განაწესის დარღვევას კიდევ სიცრუე გინდა დავამატო?
        ფრენკ გეხვეწები!
        ჯანდაბას თქვენი თავი, არანაირი კამერა, არანაირი საწერ-კალამი. დარწმუნებული ვარ მაგრად დავისჯები ჩემი უპრინციპობის გამო, მაგრამ მეგობრის თხოვნის უყურადღებოდ დატოვებას ჩვეული არ ვარ... მოცემული პირობა კარგად გახსოვდეთ  -  ფრენკის ბოლო სიტყვებს მხოლოდ მუქარად თუ აღიქვავდა კაცი. 
ახალგაზრდა ქალი სიტყვის შეუბრუნებლად შეყვა მაიკლს შენობაში. ბიჭმა კონფერენციის დაწყებამდე გაწყობილ ალა ფურშეტზე მიიწვია ქალი. 
     მადლობა მინდა გითხრათ დახმარებისთვის, თქვენ რომ არა აქ შემოღწევას ვერ მოვახერხები  -  ხელი გაუწოდა მადლიერების ნიშნად ქალმა მაიკლს.
     უნდა გამოგიტყდეთ ეს სულმთლად უმიზნოდ არ გამიკეთებია  -  დაუბრუნა პასუხი ქალს ბიჭმა და ხელზე ეამბორა.
      თქვენ მე რომ დაგაინტერესეთ ამას დიდი მიხვედრილობა არ სჭირდება და არც მე ვარ წინააღმდეგი უფრო კარგად გავიცნოთ ერთმანეთი.
ქალის წინადადება უფრო „კარგად“ გაეცნოთ ერთმანეთი, ბიჭისთვის ახლოს გაცნობის თანხვედრად თუ არა ფრიად მიახლოვებულ ფორმად ჟღერდა და სასიამოვნოდ ელამუნებოდა ყურს.
ჯონი კლუბის რამოდენიმე წევრთან ერთად ჩამოვიდა მეორე სართულიდან, ჯერ კიდევ კიბეებზე მყოფმა კაცმა თვალით მოძებნა შვილი, მასთან მდგარი ქალი დანახვაზე უსიამოვნოდ შეკრა კოპები, მათქენ გაემართა თუმცა სანამ ამას გააკეთებდა მის გვერდზე მყოფ კლუბის წევრს ფრენკის მოძებნა და მასთან მიყვანა დაავალა.
შენ ამ ქალს იცნობ?  -  შეეკითხა წყვილს მიახლოვებული ჯონი შვილს.
    არა, ეხლა გავიცანი და იმედი მაქვს უფრო ახლოსაც გავიცნობ  -  მაიკლმა გაოცებისაგან ლამის პირი დააღო, იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის ქალი მიმართ უხეშობა მამამისის მხრიდან და ერთგვარი უპატივცემულობის გამოვლინება მის მიმართადაც.
    სავაჭრო პალატის საბუთების გარდა თუ არაფერს კითხულობ, ტელევიზორს მაინც შეხედე ხანდან....  ეს ახალგაზრდა ქალბატონი უკვე ჟურნალისტიკაში კარგად ცნობილი და არ შევცდები შეფასებაში თუ ვიტყვი რომ სკანდალური სტატიების დიდოსტატია. ის არ არის ჩვენი კლუბის წევრი და საინტერესოა როგორ მოხვდა აქ? მაზე ალბათ ფრენკი გამცემს პასუხს  -  მიმართა მასთან მიახლოვებულ დაცვის უფროსს.
    მაპატიეთ ოსტ... ბოსს, ჩემი ბრალია, მზად ვარ დამსახურებული სასჯელი მივიღო  -  მორჩილად დახარა თავი ამ უკანასკნელმა.
     არა მამა, ეს მე ძალიან ვთხოვე ფრენკს და მანაც უარი ვერ მითხრა. კონფერეციაზე ორი განვითარებადი ქვეყნის პრეზიდენტი გამოდის რომელსაც ევროკავშირთან და დემოკრატიულ სამყაროსთან დაახლოვების სურვილი აქვს, რა გასაკვირია ჟურნალისტების ინტერესი ამ შეხვედრებთან მიმართებაში  -  გულწრფელ გაოცებას ვერ მალავს ახალგაზრდა კაცი.
    ამ შეხვედრებზე დასწრების უფლება აქვს მხოლოდ კლუბის წევრებს  -  ჯიუტად იმეორებს ჯონი და ფრენკს ქალის გარეთ გაცილებას თხოვს. 
    კლუბის თუ მასონთა ლოჟის წევრებს  -  სარკაზმით კითხულობს ქალი.
     ბატონო?  -  მაიკლი ვერ მალავს გაკვირვებას  -  ეს ქალბატონი რა ლოჟაზე ლაპარაკობს მამა?
     დიდო ოსტატო თქვენს შვილს ბოლომდე რატომ არ უხსნით კარტებს და არ ეუბნებით რა კლუბშია ის გაწევრიანებული?
     მაპატიეთ რომ თქვენ არ გკითხეთ რჩევა  -  ამჯერად უკვე ჯონის ხმაში ისმის სარკაზმი  - ალბათ იმიტომ რომ ჯერ არ იყო საჭირო. ჩვენ უამრავ ნიჭიერ ადამიანს ვეხმარებით და ისეთ გლობალურ საკითხებს ვწყვეტთ რომლის გადაწყვეტას ხშირ შემთხვევაში ამისთვის შექმნილი საერთაშორისო სტრუქტურები ვერ ახერხებენ, მე მხედველობაში მაქვს გაერო და ეუთო. ჩვენ უბრალოდ არ გვინდა ჩვენი კავშირების და სტრუქტურების აფიშირება რადგან ამას ორგანიზაციის წესდება მოითხოვს. თქვენთან თავის გასამართლებელი ჩვენ არაფერი გვჭირს, მე შემეძლო ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიმეთითებინა კარებზე მაგრამ ამას ჩემი შვილის გამო არ ვაკეთებ ....
   დიდი ბოდიშით მაგრამ უფლება მომეცით თქვენს სიტყვებში ეჭვი შევიტანო.  თქვენი ასე ვთქვათ „საძმოები“ მართლაც უპრეცენდენტო გავლენით სარგებლობენ მთელს პლანეტაზე და თქვენი კავშირები იძლევიან იმის საშუალებას მსოფლიო უკეთესი გავხადოთ, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ეს „საძმოები“ და მისი მესვეურები მხოლოდ დიდი ფულის შოვნით არიან დაკავებულები. უშუალოდ თქვენი დეკლარაციები გამოვითხოვე შესაბამისი უწყებიდან და თქვენი შემოსავლები 80 მილიარდს აღწევს. დიდი ეჭვი მაქვს რომ ამ კაპიტალის დიდი ნაწილი თქვენი წინაპრების მიერ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებით იქნა შეძენილი, რომლის „შედეგებსაც“ ამჯერად ჩვენი უნიათო ხელისუფლების წყალობით ვიმკით.....
   როგორ ბედავთ!!! ამ სიტყვების დამტკიცება სასამართლოში მოგიწევთ....
   არ მომიწევს რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი - იმიტომ რომ მართალს ვამბობ, მე ფაქტებს მოგიყვანთ და ანალიზი თქვენთვის მომინდვია. ჩვენი ყველაზე შეურიგებელი მოწინააღმდეგე საბჭოთა კავშირი, „ბოროტების სავანე“ როგორც მათ იმდროინდელი საინფორმაციო საშუალებები მოიხსენიებდნენ და ამის საფუძველი მართლაც რომ ჰქონდათ ასე ეწოდებინათ ამ ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის, მაქსიმალურად დაასუსტა, უფრო ზუსტები თუ ვიქნებით დაშალა ჩვენმა ქვეყანამ. ეს შერტებულმა შტატებმა იმით მოახერხა რომ მაქსიმალურად გაზარდა სუბსიდიები შეიარაღებაზე და ამავდროულად ექვსჯერ დააგდო ფასები ნავთობზე, საბჭოთა კავშირი იძულებული იყო იგივე თანხები ჩაედო შეიარაღებაში მაშინ როდესაც შემოსავლებმა ექვსჯერ იკლო, შედეგი იყო ის რომ ჯერ ვარშავის ხელშეკრულების დეანონსაცია მოხდა ხოლო შემდეგ თვითონ საბჭოთა კავშირი დაიშალა....
  და ის პრეზიდენტი ვისზეც თქვენ საუბრობთ, იცით რომ ჩვენი ორგანიზაციის თვალსაჩინო წევრი იყო?
  მაშინ როგორ ავხსნა თქვენი წინაპრის ქმედება როდესაც მან ნავთობის ფასი ისევ გაზარდა და საშუალება მისცა რუსეთის ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელს ისე დაელაგებინა სიტუაცია თავის ქვეყანაში რომ მას საბჭოთა კავშირის რეინკარნაციის რეალური საფუძვლები გაუჩინა? რატომ არ ხდება დივერსიფიკაცია ენერგო-მატარებლების რაც რუსეთს მთავარი კოზირის, ევროპის გაზით მომარაგების პოლიტიკურ იარაღად გამოყენების საშუალებად არ მისცემს?  
 კარგით, რახან ასე გნებავთ შევიდეთ დისკუსიებში, დრო კონფერაციამდე ჯერ კიდევ ბევრი მაქვს. საბჭოთა კავშირის დაშლა მართლაც სერიოზული დარტყმა იყო ჩვენს მოწინააღმდეგეზე, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ ის დიდი, ატომური იარაღის მქონე ქვეყანაა და ბირთვული იარაღი იმდენი აქვს მთელ მზის სისტემას ეყოფა თუ მისი ტრანსპორტირების საშუალებას მოუძებნით. ქვეყნის დაშლის შემთხვევაში იქმნებოდა საშიშროება ამ იარაღის გაუკონტროლებელი ძალის ხელში მოხვედრის ამის გამო ჩემმა წინაპარმა მიიღო გადაწყვეტილება ისევ აეწია ნავთობის ფასი რათა სახელმწიფოს სრულად ფუნქციონირების საშუალება ჰქონოდა, ამით ჩვენ რუს ერსაც მივეცით საშუალება მსოფლიო სისტემაში ინტეგრირების, ამერიკა დღესაც ცდილობს რუსეთთან ეგრეთ წოდებული გადატვირთის პოლიტიკის გატარების....
  და რომელიც არ მუშაობს......
  თქვენ ან მომისმენთ და არ გამაწყვეტინებთ ან შენობას დატოვებთ, მე თვითონ მიკვირს ჩემი თავის ამდენის უფლებას რატომ გაძლევთ. რაც შეეხებას ეგრეთ წოდებული ენერგოდერეფნების მშენებლობებს, ეს ის პროექტებია რომელსაც მარტო ჩვენ ვერ ვწყვიტავთ....
   არ გინდათ.... მსოფლიოს უმდიდრესი ხალხი ზუსტად თქვენი ორგანიზაციების საშუალებით, მუდმივ კონტაქტში არიან ერთმანეთთან, ზუსტად ეს ფუნქცია აქცს ამ კონფერენციებს რომლებსაც თქვენ აწყობთ, თქვენ მართლაც ძალიან ჭკვიანი ადამიანები ბრძანდებით მაგრამ მეცით პატივი და სულელად მეც თუ ჩამთვლით... 
   ეს ადამიანები თვითონ წყვეტენ თუ სად და რა პირობებით ჩადებენ სხვა ქვეყნებში ინვესტიციებს, მე აღარ მცალია თქვენთან საუბრისთვის..... კატეგორიულად გეკრძალებათ კამერის გამოყენება, ვინაიდან ჩვენ სტუმრებში შეიძლება იყვნენ ადამიანები ვისაც არ აქვთ ცისფერ ეკრანზე საკუთარი თავის ხილვის სურვილი, აგრეთვე სტატიაში რომელიც დარწმუნებული ვარ მოყვება თქვენს სტუმრობას, აგრეთვე გეკრძალებათ აქ ნანახი ადამიანების სახელის და გვარის ხსენება და მით უმეტეს ჩვენს ორგანიზაციასთან მათი დაკავშირება, მერწმუნეთ აქ ბევრი ადამიანია ვისაც არაფერი საერთო მასონობასთან არა აქვს, ნუ შეიყვანთ საზოგადოებას შეცდომაში და ნუ გაიჩენთ ძლიერ მტრებს....  გპირდებით, ამ პირობების არდაცვის შემთხვევაში პირადად  ვიზრუნებ რომ თქვენი სტატიები არ მოხვდეს გავლენიან გაზეთებში, მერწმუნეთ მათი მფლობელების უმრავლესობას მე კარგად ვიცნობ. პრესკომფერენციის დამთავრების შემდეგ თქვენ ამ შენობას დატოვებთ დაუყონებლივ. ამაზე ფრენკი იზრუნებს და დიდი იმედი მაქვს მეტი შეცდომას აღარ გაიმეორებს....
ამ სიტყვებით ჯონი გამოტრიალდა და პრესკონფერეციისთვის განკუთვნილ დარბაზს მიაშურა, ფოიეში დამაგრებულ გამაძლიერებლებში უკვე ისმოდა თხოვნა სტუმრების მისამართით, დარბაზში მათთვის განკუთვნილი ადგილების დაკავების თაობაზე.
თუ ნებას მომცემთ თქვენს გვერდით დავჯდები  -   მიმართა ქალს მაიკლმა.
    იმის მერე რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ, თქვენს თხოვნაზე უარის თქმა ჩემის მხრიდან უსამართლობა იქნება....
მაიკლისთვის ამ მოსაწყენ პრესკონფერენციას ერთგვარი ხიბლიც კი გაუჩნდა, შეეძლო მისთვის სასურველი ქალბატონი უფრო მეტი ყურადღებით შეეთვალიერებინა. ქალი ყურადღებით უსმენდა მომხსენებლებს, გადაშლილ ბლოკნოტში მისთვის განსაკუთრებით საინტერესო თემებზე ჩანიშვნებს აკეთებდა, შიგადაშიგ არც მაიკლის ტოვებდა უყურადღებოდ და მომხიბლავ ღიმილს ჩუქნიდა.
პრესკომფერენციის შემდეგ მაიკლმა ქალს მანქანით სახლში მიყვანა შესთავაზა, ქალი მშვენივრად მიხვდა ამ უკანასკნელის დიპლომატიურ ნაბიჯს, გადადგმულს უსიამოვნო ვითარების თავიდან აცილების მიზნით, თუმცა მარტო ეს არ იყო მიზეზი თანხმობისა ბიჭის წინადადებაზე, ქალს თვითოთონაც თვალში მოუვიდა მაიკლი და ეს არც დაუმალია მათი შეხვედრის პირველი წამიდან.
მაიკლი მეგის სავახშმოდ და ერთმანეთის უკეთესად გასაცნობად რესტორანში შეხვედრაზე შეუთანხმდა, ასეთი ძლიერი სურვილი ქალის დაუფლების მას ჯერ არასოდეს განუცდია მიუხედავად იმისა რომ ის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ის ყველაზე დიდ მექალთანედ ითვლებოდა. საუცხოოდ აწყობილი ტანი, ოდნავ აპრეხილი კოხტა ცხვირი, თხელი სახე და ნუშისებრი ჭრილის, დიდი მწვანე თვალები საერთო ჯამში საოცარ ეფექტს ქმნიდა. ქალთან შეხვედრამდე სულ ხუთი საათი იყო დარჩენილი მაგრამ ეს არცთუ ისეთი დიდი დრო უსასრულოდ გაიჭიმა მაიკლისთვის, პრესკონპერენციის დარბაზში დაბრუნება არც უფიქრია მიუხედავად მამამისის საკმაოდ მკაცრი მოთხოვნისა, ერთადერთი რაზეც მას ფიქრი შეეძლო ეს მეგი იყო....
ქალი ვახშამზე გრძელი გამოსასვლელი კაბით მოვიდა, ყოველი ნაბიჯის გაკეთებისას, თამამად გაკეთებული კაბის ჭრილიდან, ჩამოსხმული ფეხები, თხელი წინდის ბოლო და მის შემდეგ შიშვლად დარჩენილი სხეულის ნაწილი გამომწვევად გამოკრთებოდა ხოლმე, გიპიურის ნაჭრით გაწყობილი ზედა ნაწილი კი ქალის უმშვენიერეს, ულიფო მკერდს თითქმის ვერ ფარავდა.
მაგიდასთან მოახლოვებულ მეგის მაიკლი ფეხზე წამომდგარი შეეგება და ქალს ხელზე ეამბორა…
   საოცრად მომხიბლავად გამოიყურებით  -  არ დაუგვიანა კომპლიმენტი ამ უკანასკნელის თავაზიანობით ნასიამოვნებ ქალს.
  გმადლობთ , შემიძლია თქვენზეც იგივე ვთქვა, მიუხედავად იმისა რომ თქვენს ჩაცმულობაში სიახლეს ვერაფერს ვხედავ  -  ღიმილით მიმართა მეგიმ, თუმცა იმის შიშით რომ მისი სიტყვები მაიკლს „გაკენწვლად“ არ მიეღო სასწრაფოდ დაამატა  - კლასიკური ჩაცმის სტილი იშვიათად რომ ასე უხდებოდეს ახალგაზრდა კაცს. 
  არის თემები რაზეც მანდილოსანთან არ საუბრობენ, მაგრამ მაინც გავბედავ და ვიტყვი რომ არა მგონია ასაკში ჩვენს შორის დიდი სხვაობა იყოს.... 
  დიდი შეიძლება არა, მაგრამ მერწმუნეთ სხვაობა მაინც არის.... არ გვინდა მოსაწყენ თემებზე საუბარი ეხლა, როდესაც მგელივით მშია, მითუმეტეს გამიგია რომ ეს რესტორანი, ამ პატარა ქალაქში ყველაზე ძვირფასი და გემრიელი კერძებით განთქმულია....      
    მართლაც უგემრიელესი კერძების და ძვირფასი ღვინის დაგემოვნების შედეგად სუფრასთან ჩამოვარდნილი სიჩუმე ისევ ქალმა დაარღვია:
  თქვენ მართლა არ იცოდით ის, რომ მამათქვენი უმაღლესი რანგის წარმომადგენელია მასონთა ლოჟაში? 
  აქამდე ვიცოდი რომ მამაჩემი სენატორი იყო, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს სულ ცოტა ხნის წინ მე თვითონ გავხდი ამ კლუბის წევრი, თუმცა ეს მასონობას თუ ნიშნავდა ნამდვილად არ ვიცოდი.....
   მე როგორც ვიცი ამ ორგანიზაციაში მიღებისას მთელი რიტუალი იმართება.....
   ჩემი გაწევრიანების ცერემონიალი იმით შემოიფარგლა რომ მოხდა ჩემი ოფიციალური წარდგინება კლუბის სხვა წევრების წინაშე.... სულ ეს იყო....
   ცოტა უცნაურად მართლაც სჩანს თქვენი გაუთვითცნობიერება.....
   არ მინდა შეგექმნეთ შთაბეჭდილება, რომ ჩემი აზრი არ გამაჩნია და ყველა ჩემს ნაბიჯს მამაჩემს ვუთანხმებ, მაგრამ ის მართლაც ერთგული და ოჯახის მოყვარული კაცია. მე არანაირი მიზეზი იმის რომ მამაჩემს არ ვენდო არ გამაჩნია. მართალია ჩვენ მამა-შვილის კვალობაზე საკმაოდ იშვიათად ვხვდებოდით ხოლმე, მაგრამ ამის მიზეზები იმ ძვირფასიან სასაწავლებლებში დაწესებული კანონები იყო და არა ჩემდამი გულგრილობის მიზეზი. მერწმუნეთ მართლაც ჩინებული განათლება მაქვს მიღებული, მაგრამ ჩემზე უკვე ვილაპარაკეთ, ეხლე თქვენ მომიყევით თქვენს შესახებ ცოტა რამ.....
  აბა რა მოგიყვეთ.... დავიბადე ერთ პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ამ მიწის შვილები თვლიან რომ მეღვინეობა მათ სამშობლოშო დაიბადა, თუმცა ეჭვი მაქვს რომ მსგავსი პრეტენზიები სხვა ღვინისმწარმოებელ ქვეყნებსაც გააჩნიათ. ბებიაჩემი, მამაჩემის დედა სოფელ კატინსკში დახვრეტილი პოლონელი ოფიცრის ქალიშვილია, ამიტომაც დედაჩემის, რუსი ქალის შესვლა მის ოჯახში ვერაფერი დიდი სიხარულის მომტანი იყო მისთვის, თუმცა მე ძალიან ვუყვარდი და ჩემმა დაბადებამ, დედაჩემის ყოფა ამ ოჯახში საგრძნობლად გამოაკეთა. ექვსი წლის ვიყავი როდესაც დედაჩემმა გაიგო რომ მამაჩემს ოფიციალური საყვარელი ყავდა, ეს გახდა ბოლო მოთმინების ფიალის ავსების მიზეზი, მომკიდა ხელი და რუსეთში დაბრუნდა მშობლების სახლში. ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია ამ მოვლენას, თუმცა პატარა ბავშვიან დას თავშესაფარზე უარი ვერ უთხრა. დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო, რესტორანში მიმტანად მუშაობისას, გაიცნო მდიდარი რუსი ოლიგარქი და მალე მისი მეუღლეც გახდა. ჩემი მამობილი ნამდვილად არ იყო ცუდი კაცი, თუმცა ნასვამს ახლოს არ უნდა გაკარებოდი, პატოლოგიური სიმთვრალე ქონდა. რესტორანში მორიგი ქეიფისას, ხელისუფლების მაღალჩინოსანთან მომხდარი კონფლიქტის შედეგად მამობილი იძულებული შეიქმნა სასწრაფოდ დაეტოვებინა სამშობლო და ამერიკაში გადახვეწილიყო, გარკვეული რაოდენობის თანხის გადარიცხვა მოასწრო, რისი გადატანაც ოფშორულ ზონაში ვერ შესძლო გაუყინეს, ისე რომ ამერიკაში ჩასვლისას ჩვენ ისეთი მდიდრები როგორც ადრე აღარ ვიყავით. ერთი რაც დედაჩემმა შესძლო გადაერჩინა მამობილის უაზროდ დახარჯული თანხებისაგან ჩემი განათლების ფული იყო, უნივერსიტეტში ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი. პროფესიად ჟურნალისტიკა ავირჩიე, პრიორიტეტს ვანიჭებ კონფლიქის ზონებიდან რეპორტაჟების მომზადებას. ამჯამად ფინანსურ მდგომარეობას არ ვუჩივი და მშობლებიც ეკონომიურად დაცულად გრძნობენ თავს ჩემის გამოისობით....
გამოდის თქვენ ქართველი ხართ.....
    არა, მე ხუმრობით ჩემს თავს მსოფლიოს შვილს ვეძახი, ჩემში ბევრნაირი სისხლია არეული, ქართული რუსული, პოლონური, ებრაეულური. ვინაიდან საქართველო შუა საუკუნეების ადრეულ პერიოდში ხშირად იყო აღმოსავლური, ძლიერი სახელმწიფოების თავდასხმის ობიექტი, არ გამოვრიცხავ რომ ჩემს გენეტიკურ კოდში მუსულმანური საწყისიც ერიოს.... და მაინც მე ჩემს თავს უფრო რუსად ვთვლი, დედის გენის გავლენა მძლავრობს.... 
   ვახშმობის შემდეგ რა დავგეგმოთ? რას ისურვებდით?
   ქალს ბიჭის ამ ცუდად „შენიღბულ“ სამომავლო გეგმებზე გაეღიმა  -  თქვენი ერთადერთი და იმედი მაქვს, რომ ყველაზე დიდი სურვილია თქვენს ნომერში დამპატიჟოთ, რაზეც უარს არ გეტყვით, ჩემთვის ყველაზე მიუღებელი და გამაღიზიანებელი ქცევა, რომელსაც ვერ ვიტან ეს თვალთმაქცობაა. ჩემთან ურთიერთობისას ეს გაითვალისწინეთ....~
   შემდეგ იყო სიყვარულის გიჟური ღამე.... მართლა პატარა ბიჭივით ლაღობდა მაიკლი, ქალი ხელში აყვანილი შეაბრძანა აპარტამენტებში და პირდაპირ საძინებელში, საწოლში მიუჩინა საბოლოო ადგილსამყოფელი. ლოგინზე დავარდნილ ქალს კაბა წამოეხადა, გრძელმა, ვნებისმომგვრელმა ფეხებმა და ნაზმა, ძვირფასმა  თეთრეულმა ვნებით ანთებული ბიჭი კიდევ უფრო გაახელა. სანამ კოცნიდა ბიჭის ხელებმა ქალის ყველა სანუკვარი ადგილები მოინახულეს, მუხლებზე მდგარ ქალს კაბა ხელის ერთი მოსმით გააძრო. ბიჭის ტუჩები ქალი მკვრივ ოდნავ წაწვეტებულ ძუძუსთავებს მისწვდა, დიდხანს ეფერებოდა, სრესდა, კოცნიდა.... ქალიც ისეთივე ვნებით უბრუნებდა ბიჭს ალერსს, გულში იხუტებდა, კოცნიდა, მოფერებას მოფერებითვე პასუხობდა.... დადგა დრო როცა ეს ორი ადამიანი  ერთ სულად უნდა გაერთიანებულიყვენენ რათა ღვთისგან, კაცობრიობისთვის ბოძებული, ყველაზე დიდი ნეტარება ეგემნათ. ქალმა ფეხები ერთმანეთს დააშორიშორა..... 
დილას, ღამის სიგიჟე კიდევ ერთხელ განმეორდა, დაღლილ ქალ-ვაჟს ერთმანეთის მკლავებში ჩაეძინა. უკვე შუადღე იქნებოდა როდესაც მაიკლო სასტუმროს ტელეფონმა გააღვიძა, მაქსიმალურად შეეცადა ისე გადმოსულიყო ლოგინიდან მეგი არ გაეღვიძებინა, თუმცა ისე იყვნენ ერთმანეთს ჩახუტებულები ამის ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობდა, ქალმა წამით გაიღვიძა, გვერდზე გადატრიალდა და ისევ ჩაიძინა. 
   მეორე დღეა დაგეძებ, დიდად დამავალებ დღეს მაინც თუ მნახავ, საქმე მაქვს შენთან  -  მამამისის საყვედურნარევი ხმა შემოესმა ბიჭს ტელეფონში. 
   სად ხარ მამა?
   სასწრაფო საქმე მქონდა და ჩემი ვერტმფრენით ნიუ-იორკში გადმოვფრინდი, ჩემი მფრინავი ჩვენი ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგელოდება, ფრენკი საქმის კურსშია, წუთი-წუთზე ალბათ ისიც გამოჩნდება....
ამის თქმა იყო და სასტუმროს ტელეფონმაც დარეკა, თქვენთან მნახველია და როგორ მოვიქცეო, სასტუმროს ადმინისტრატორი კითხულობდა,  შემოუშვით, გასცა ბრძანება მაიკლმა....
   რა ჭირს მამაჩემს? პირველად ვნახე რომ ქალთან იუხეშა, მაგას თავი დაანებე მეც კი არ მომერიდა და უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო  -  ისე შეეკითხა კარებში შემოსულ ფრენკს არც კი მისალმებია, ამ უკანასკნელს გაეღიმა ......
  შენი ახალი მეგობარი გოგონა იწვევს მასში გაღიზიანებს, მისი წყალობით გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი პენტაგონის საიდუმლო პროექტის, კუბაში გუანტანამოს ციხის ამბები, სადაც ტერორისტობისთვის მსჯავრდადებულებს ათავსებდნენ. ერთი პერიოდი შენი მეგობარი ფედერალური ბიუროს სამსახურის დაკვირვების ქვეშაც იყო, თუმცა მის შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტის პირადი მეგობრის შესახებ, ადამიანთა უფელებების დამცველის წინააღმდეგ ჩატარებული ქმედების ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა (ცნობისთვის, ის ქალი მოკლეს) ერთი ფეხით გაასწრო მის მოსაკლავად გამოგზავნილ ხალხს და ამერიკის საელჩოს შეაფარა თავი, მხოლოდ ამის შემდეგ გამოირიცხა მისი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა, შესაბამისად მოიხსნა მასზე თვალთვალი. ეს ქალბატონი უკვე კაი ხანია დაინტერესებულია ჩვენი ორგანიზაციით და აგროვებს მასალას, რის გამოქვეყნებასაც, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, კატეგორიულად შევეწინააღმდეგებით ყველა ხერხებით, კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს და განვმეორდები ყველანაირი ხერხით.....
   ჩემზე თუ თქვენს ორგანიზაციაშიც კი ჭორაობენ, ესეიგი ჩემს მაღალ რეიტინგს საფრთხე არ ემუქრება, ისე ფრენკი რასაც ჩემზე გეუნება ყველაფერი მართალია  -  ხალათშემოცმული ქალის დანახვაზე ფრენკი აშკარად დაიბნა, რატომღაც ჩათვალა რომ მაიკლის მეგობარი გოგონა უკვე წასული იქნებოდა  -  კიდევ ერთ რაღაცას გეტყვი რაც შეიძლება ფრენკმა არც იცოდეს, ყველა ჩემი ოპერატორი ჩემი საყვარელიც იყო, მე ისეთ პირობებში მიხდება მუშაობა რომ ჩემს გვერდით მყოფ კოლეგას თვალდახუჭული უნდა ვენდობოდე, ახლო ურთიერთობებს როდესაც ქალი გაუთხოვარია და კაციც თავისუფალი თვითონ იცი რა მოყვება ხოლმე. გაფრთხილებისთვის მადლობას გეტყვი ფრენკ, მე მართლაც მაინტერესებდა თქვენი ორგანიზაცია, მაგრამ არა იმდენად რომ „მეგობრული“ გაფრთხილება ყურად არ ვიღო, თანაც მაიკლის გაბრაზებაც  არ მინდა, ასე რომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ბიჭებო, მე ეხლა ვანაში წყალს გადავივლებ, მერე სადმე ბარში შევიდეთ, ჩვენს შორის დადებული ზავი ავღნიშნოთ  -  შეთავაზა ქალმა ბიჭებს.
   არა მეგი, ეხლა სასწრაფოდ ნიუ-იორკში უნდა გადავფრინდეთ, ორ-სამ დღეში შევხვდეთ და ბარში ჩვენ დაგპატიჟებთ  -  მიმართა მეგის მაიკლმა.
    არ გამოვა, ხვალ მე სირიაში მივემგზავრები, ხელისუფლების საწინააღმდეგო დემონსტრაციის გასაშუქებლად. ჩემს ჟურნალისტურ პრაკტიკაში, პირველად იქნება ოპერატორი, რომელიც გამომყვება და არ შეითავსებს სამუშაოს საწოლში ჩემს მომსახურებასთან.....
   რამ გამოიწვია ასეთი „ძირეული ძვრები“ თქვენს პროფესიონალურ მიდგომებში? - მიუხედავად გამოცხადებული ზავისა ფრენკმა ხელიდან არ გაუშვა შანსი მეგისთვის „ეკბინა“.
   ამ „ნოვაციის მიზეზი“ მხოლოდ და მხოლოდ შენი მეგობარია  -  გაიღიმა მეგიმ და ვანისაკენ გაემართა.
ფრენკი და მაიკლი ქალს აღარ დალოდებიან სასტუმროს გასასვლელისაკენ გაემართნენ, დათქმულ ადგილას მისულებს, შვეულმფრენი გასაფრენად მზად დახვდათ, რამოდენიმე საათის შემდეგ ისინი ნიუ-იორკში, მაიკლის მამის წინაპრების, კლდის თავზე აშენებულ, ციხე-სიმაგრესავით ორმეტრიან, გალავანშემორტყმულ სასახლეში იყვნენ.
შენობა, რომელიც ზღვის სანაპიროს პარალელურად გამავალ, ცენტრალური ტრასის ოდნავ მოშორებით მდებარეობდა, მაიკლში არაერთგვაროვან ემოციებს ბადებდა. ეს ნაცრისფერი, შუა საუკუნეების, აგრესიულ სტილში გადაწყვეტილი არქიტექტურა თანაც იზიდავდა ზღაპრული სასახლის მსგავსად, თანაც ერთგვარ შეუცნობელ შიშსაც ბადებდა. სულ ორჯერ, მაქსიმუმ სამჯერ თუ იქნებოდა ამ სახლში მაიკლი ნამყოფი. მოსამსახურე პერსონალიც კი ამ სახლში თავისი განსაკუთრებულობით გამოირჩეოდა, ჯერ კიდევ მათი წინაპრები ემსახურებოდნენ მათ გვარს, ჯონი ზრუნავდა არამარტო მათ შრომის საფასურის ანაზღაურებაზე არამედ მათი შვილების სწავლა-განათლებაზე და რაც არცთუ იაფი ჯდებოდა. ეს მაიკლმა შემთხვევით მაშინ აღმოაჩინა როდესაც მამამისის თხოვნით წლიური შემოსავალ-გასავლის ბალანსი გააკეთა. მის შეკითხვას, თუ რატომ იღებდა ამ ვალდებულებებს ოჯახი, ჯონმა მოკლედ უპასუხა ჩვენ ერთი ოჯახის წევრები ვართ, მხოლოდ სხვადასხვა სტატუსით ვსარგებლობთო. ჯონის ხელში ეს სასახლე შიგნიდან განახლდა და ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი დაემატა, თუმცა შენობის გარეგნული სახისთვის თითი არ დაუკარებიათ. ოჯახის დიასახლისი თვალის დასანახად ვერ იტანდა ამ სახლს და ამას არც მალავდა….
      რა მოგართვათ მეგობრებო?  -  მიმართა ანთებული ბუხრის გვერდზე, მის საყვარელ მდივანში მოკალათებულმა  ჯონმა, უზარმაზარ მისაღებ დარბაზში შესულ მაიკლს და მის თანმხლებ ფრენკს.
     მე ვისკიზე არ ვიტყოდი უარს  -  გააკეთა არჩევანი მაიკლმა.
     თუ შეიძლება ჩემთვისაც  -  იგივე სურვილი გამოთქვა ფრენკმაც.
 ჯონის შორიახლო მდგომმა მოახლემ წამებში შეასრულა ახლად მოსული სტუმრების მოთხოვნა......
    ეხლა დაგვტოვე, მაგრამ ყურადღებით იყავით, თუ რამე დამჭირდება ზარს დავრეკავ და არ მალოდინოთ  -  მიმართა ისევ ჯონის შორიახლოდ გაჩერებულ მოახლეს ოჯახის უფროსმა. ქალმა თავი დაუკრა ჯონს და უცბადვე გაუჩინარდა.
    მამა რატომ არაფერი მითხარი ორგანიზაციის შესახებ, საკმაოდ უსიამოვნო მდგომარეობასი აღმოვჩნდი, ადამიანის წინაშე რომელიც ჩემთვის სულერთი არაა?  -  საყვედურის ტონით მიმართა მაიკლმა მამას.
    შენ თვითონ იყავი რომ მზად მიგეღო ის ინფორმაცია, რომელიც შენის აზრით შენთვის უნდა მომეწოდებინა? ამ საიდუმლო ორგანიზაციებზე და შეთქმულებებზე სამყაროს წინააღმდეგ ლაპარაკობს ყველა ვისაც არ ეზარება, თუმცა რეალურად ჩვენს შესახებ არაფერიც არ იციან..... ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ტამპლიერმა რაინდებმა შექმნეს, თუმცა როგორც ეს ხდება ხოლმე ლიდერის თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანთა ჯგუფში, მოხდა ამ ორგანიზაციის დაყოფა და შეიქმნა სხვადასხვა ლოჟები ძლიერ, განვითარებულ სახელმწიფოებში, ძირითადად ევროპაში. იყო ჯგუფი რომელიც წინ აღუდგა ეკლესიის სურვილს, ის სიმდიდრე რომელიც მათ მოიპოვეს შუა აზიაში იმ დროისთვის უძლიერესი მუსულმანური იმპერიების წინააღმდეგ ბრძოლაში  საკუთარი სისხლის და ხშირად თანამოაზრეების სიცოცხლის სანაცვლოდ,  მათთვის ჩაებარებინა. არსებობს აზრი რომ ეს სიმდიდრე როგორღაც მოხვდა ამერიკაში და ძალიან დიდი წვლილი იმაში, რომ ეს სახელმწიფო დღეს ზესახელმწიფოთა რიცხვს განეკუთვნება იმ ადამიანებისაც არის, რომლებიც ამავდროულად ჩვენი შორეული წინაპრებიც არიან. დროს თავისი კორექტივები აბსულუტურად ყველაფერში შეაქვს, გარკვეულ წილად შეიტანა იმ ტრადიციებშიც ალბათ რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ერთგულად ემსახურებოდა. იმ სიმბოლურ მინიშნებებს დღეს შეიძლება ისეთი დატვირთვა აღარა აქვს როგორც ეს ათეული საუკუნეების წინ ქონდა თუმცა ჩემი ღრმა რწმენით ის ისეთივე პროგრესულია როგორც ეს მისი დაარსების დღიდან იყო. მე აგიხსნი რას ვგულისხმობ პროგრესში, ჩვენ პირველებმა ვაღიარეთ რომ ყველა ადამიანს განურჩევლად მისი აღმსარებლობისა თანაბარი უფლებები გააჩნია, ჩვენი სწავლება გამოდის საყოველთაოდ ცნობილი აზრიდან რომ რელიგია ეს არის გზა მთის წვერისკენ და რომ სხვადასხვა აღმსარებლობა ეს არის სხვადასხვა ბილიკი ამ მთის წვერისკენ. ჩვენ ვცდილობთ რომ სხვადასხვა კულტურა ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ვეძებთ ნიჭიერ ადამიანებს რომ მათ ერთმანეთი ნახონ და მსოფლიო იმაზე უკეთესი გახადონ ხვალ, ვიდრე ის დღეს არის. ადიმიანს აქვს უფლება კომფორტულად იცხოვროს, მე არ მჯერა იმის რომ ხეოფსის პირამიდა მშიერი მონის აშენებულია, მშიერი ადამიანი ელემენტარული ინსტიქტიდან გამომდინარე ცდილობს შეძლებისდაგვარად ნაკლები ენერგია დახარჯოს, რამდენიც არ უნდა ურტყა მათრახი სუსტ ადამიანს შენ ამით ძალას მას ვერ შემატებ. ადამიანმა რომ კაცობრიობისთვის შედევრი შექმნას მას ამის პირობებიც უნდა გააჩნდეს... მე მხედველობაში მაქვს მატერიალური სახსარი ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ საკმარისი ფული უნდა ქონდეს რომ შესაბამისი პირობები შეიქმნას. ჩვენს ორგანიზაციას ძალიან დიდი შესაძლებლობები გააჩნია, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია რომელიმე ეგრეთ წოდებული მესამე ქვეყანა წარმატებულ სახელმწიფოდ ვაქციოთ, ნუ თავისთავად იქ თუ შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს, რათქმა უნდა ამისთვის ჩვენ გარკვეული სარგებელიც უნდა მივიღოთ. ჩვენ უზარმაზარ თანხებს ვიხდით იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში რომელიც მოწოდებულია დაიცვას მსოფლიო წესრიგი და ხშირ შემთხვევაში მათი მიღება ჩვენი რეკომენდაციით ხდება, აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა რომ ჩვენს ლოჟას დიდი შესაძლებლობები გააჩნია. ზუსტად მაგ თემაზე მინდოდა დაგლაპარაკებოდი და დღეს მომხდარიყო წესების სრული დაცვით ლოჟის წევრად შენი მიღება..... რას იტყვი?
  ჩემი სურვილი იქნებოდა მე თვითონ მიმეღო გადაწყვეტილება თქვენს ორგანიზაციაში გაწევრიანების, თუ რა თქმა უნდა შენ შენ არ იქნებოდი ამის წინააღმდეგი  -  უარის ყველაზე „რბილი“ და ნაკლებად საწყენი ფორმა მოძებნა მაიკლმა, რასაც ორგანიზაციის ორივე წევრი მშვენივრად მიხვდა, თუმცა მათი რეაქცია ბიჭი უარზე გნსხვავებული იყო, თუ ფრენკს მხოლოდ გაეღიმა, ჯონს შვილის პასუხი აშკარად არ ესიამოვნა რაც არ დაუმალია....
  სიმართლე გითხრა შენგან წინააღმდეგობას არ ველოდი, მაგრამ შენ როგორც გინდა ..... ჩვენ არსად არ გვეჩქარება  -  ნიშნად იმისა რომ ამ თემაზე საუბარი დამთავრდა ჯონი პირით ფრენკისკენ შეტრიალდა და ამჯერად მას მიმართა  -  შენ შენი ხალხით, შეგიძლია რაზმი საჭირო რაოდენობის მეომრებით შეავსო, სირიაში უნდა გაემგზავრო საწრაფოდ, დიდი ალბათობაა რომ არეულობა სამხედრო ესკალაციაში გადაიზარდოს, იქ ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს, დღეს შეკრება გვექნება, მაგრამ შენ განთავისუფლებ მასზე დასწრების აუცილებლობისაგან....... მიხედე საქმეს, დაიანგარიშე და მითხარი რამდენი დაგჭირდება თანხა, ამ ოპერაციის მოსამზადებლად.....
                                                                   თავი 2
   დამასკოს მთავარ მოედანზე „არაბული გაზაფხულით“ აჟიტირებული ათეულობით ახალგაზრდები იკრიბებოდნენ, ხელისუფლების სიხისტის და პოლიციელების ზღვარგადასული სისასტიკის შედეგად რამოდენიმე თვეში დემონსტრანტების რიცხვმა უკვე ასეულათასებს მიაღწია. საქმეში უკვე „მძიმეწონოსანი“, ექსტრემალურად განწყობილი ორგანიზაციები ჩაებნენ, რამაც თავისთვად განაპირობა, უკვე დაწყებული სამხედრო კონფლიქტის რეგიონალურ მასშტაბში გადაზრდა...... 
 მეგი თავის ოპერატორთან და პატარა, სულ ახალგაზრდა ყმაწვილთან ერთად ცდილობდა მოვლენათა ეპიცენტრში ყოფნას, არ უნდოდა რიგითი დემონსტრანტს გასაუბრებოდა, იმედი ჰქონდა ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელთან შესძლებდა ინტერვიუს ჩაწერას. პოლიციელთა გამოჩენას მღელვარება მოჰყვა, შეხლა-შემოხლა ცოტა ხანს გაგრძელდა, თუმცა ორივე მხარე დაუნდობლად ებრძოდა ერთმანეთს, პოლიციელების მხრიდან ნასროლ რეზინის ტყვიებს და ცრემლსადენ ყუმბარებს მოლოტოვის კოქტეილების წვიმით უპასუხეს დემონსტრანტებმა, რამაც პოლიცია მხოლოდ ოდნავ შეაყონა, მაგრამ ჯერ ავტომატის ჯერის ხმა გაისმა და რამოდენიმე პოლიციელი წაიქცა, ეს უკანასკნელები იძულებულები გახდნენ წინსვლა შეეწყვიტად და მთავარი აქცენტი დაჭრილ პოლიციელებზე გადაეტანა. მას შემდეგ რაც დაჭრილი პოლიციელები სასწრაფო მანქანებით წაიყვანეს სამართალდამცავებმა ტაქტიკა შეცვალეს და აქცენტი უკვე თავდაცვაზე გადაიტანეს, თუმცა მალევე მიიღეს უფლება შინაგან საქმეთა მინისტრისაგან ცეცხლზე ცეცხლით ეპასუხათ. ეხლა უკვე მომიტინგეების ჯერი დადგა უკან დაეხიათ და მიწაზე გართხმული თანამოაზრეები სახიფათო ზონიდან გაეყვანათ, თავიდან ვერავინ მიხვდა რომელმა მომიტინგემ იხმარა იარაღი, პოლიციის მიერ დამიზნებით გახსნილი ცეცხლის შემდეგ ბრბომ პანიკურად დაიხია უკან. მეგი ხალხის ტალღამ თან წაიყოლა და მხოლოდ მოედნისკენ მიმავალი ერთ-ერთი ქუჩის ბოლოსღა მოახერხა ნორმალურად მიწაზე ფეხი დაედგა. ოპერატორი თავის ობიექტივიანად სადღაც გამქრალიყო, მხოლოდ გიდი, ეს ჯერ კიდევ პატარა ბიჭი არ შორდებოდა მეგის გვერდიდან. ერთ ადგილას შეკრებილ ხალხში წყევლა-კრულვა ისმოდა, ქადაგად დავარდნილი დემონსტრანტი ხელისუფლებასთან ერთად ქრისტიანულ სამყაროსაც მკაცრად განიკითხავდა, მუსულმანი ძმების განადგურებაში სდებდა ბრალს დიდ სახელმწიფოებს......
 ვისი რა საქმეა ჩვენ როგორ ვიცხოვრებთ? ჩვენ თვითონ გადავწყვიტავთ რა გვინდა და როგორ..... ყვიროდა აშკარად ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი ორატორი  -  თუმცა მათ კარგი ხათუნები ჰყავთ და მათთან დროის გატარებაზე ძმებო არა მგონია თქვენც უარი თქვათ......                
   მრავალი ათეული ავხორცად მომზირალი თვალები იგრძნო მეგიმ, გაფითრდა, შეშინებულმა მიმოიხედა გარშემო ..... პატარა ბიჭი აეფარა ქალს, თქვენ ხომ არ გაგიჟდით ერთმორწმუნენო, ალახი არ გაპატიებთ ამ ცოდვას, ჩემს ქალბატონს თქვენთვის არაფერი დაუშავებია, პირიქით ის ჩვენს დასახმარებლადააო აქ ჩამოსული, განწირული ხმით ყვიროდა მეგზური. ოთხმა კაცმა ძალით გაათრიეს ბიჭი, გალახეს და იქვე მიაგდეს ..... და ზუსტად მაშინ როდესაც მეგის ყველა იმედი გადაეწურა, მოულოდნელად გამოჩნდა ხსნა ...... ხუთკაციანი პატარა რაზმი შეერია ქალის ირგვლივ მყოფთ, მალე მათი რკალი მეგის გვერდთ შეიკრა, ერთ-ერთმა მათგანმა რომელსაც დანარჩენებისგან განსხვავებით პირიც აკრული ქონდა ჩალმით ხიფთანი გაიხსნა და მხარზე გადაკიდებული ავტომატი გამოამზიურა, დანარჩენებმაც იგივე გააკეთეს, ამ ჯგუფის ყველა წევრი შეიარაღებული იყო. ამ ინციდენტმა ხალხი თითქოს გამოაფხიზლა, ვერავინ დაინახა სად გაიპარა მთავარი პროვოკატორი. ჯგუფის ერთერთმა წევრმა რომელიც სირიულ ენას თავისუფლად ფლობდა საზოგადოებას მოკლე სიტყვით მიმართა, ეს ქალბატონი უცხოელი ჟურნალისტია და მისი თავიდან ერთი თმის ღერიც არ უნდა დავარდეს თუ გინდათ ეს ხელისუფლება გადააგდოთ, დასავლეთის მხარდაჭერა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესიაო, დამატებით გააფრთხილა რომ სიკვდილით დაისჯებოდა ის ვინც ამ ქალბატონს რამეს დაუშავებდა. ეს ხალხი როგორ შეუმჩნევლად გამოჩნდა ასევე შეუმჩნევლად „აორთქლდენ“ თუმცა მათი მუქარის შემდეგ აღარავის გასჩენია სურვილი მეგისთვის რამე დაეშავებინათ. ორი კვირა იყო მეგი იქ, ძალიან საინტერეს, ვრცელი მასალა შეაგროვა ამ ხნის განმავლობაში და არასოდეს არანაირ ინციდენს შემდგომში მისი მუშაობის განმავლობაში ადგილი არ ქონია, შეგრძნება რომ მას ძლიერი ძალები მფარველობდნენ არ ტოვებდა, წამოსვლის წინადღეს მაიკლს შეატყობინა ჩამოსვლის დრო და სთხოვა აეროპორტშივე დახვედროდა.....
მაიკლს ადრე მოუვიდა აეროპორტში მოსვლა, ბიჭი მეგის გაცნობის შემდეგ საკუთარ თავს ვერ ცნობდა, ქალებში ადრეული ასაკიდან კარგად „გათქვეფილი“ მეგისთან განშორებას გამოუცდელი ყმაწვილივით განიცდიდა, თუმცა დიდი ძალისხმევით ახერხებდა გრძნობები არ გამოემზიურებინა, სახე შეენარჩუნებინა, მიუხედავად არანორმალური სურვილისა დაერეკა და დალაპარაკებოდა მაინც, ეს არ გაუკეთებია. როდესაც ბიჭს დარბაზში ლოდინი მობეზრდა საინფორმაციო საამსახურს მიაკითხა, ახალგაზრდა სანდომიანი გარეგნობის გოგომ დაუფარავი ინტერესით შეათვალიერა სარკმელთან მისული მაიკლი...
რა გნებავდათ?  -  ღიმილით შეეკითხა ბიჭს.
იორდანიიდან რეისი როდის ჩამოდი?  -  თავის თვალისმომჭრელი ღიმილი არც მაიკლმა დაინანა.
სულ რამოდენიმე წუთი მოგიწევთ დაცდა, სადაცაა დაფრინდება  -  „დაამშვიდა“ გოგონამ ბიჭი.
აეროპორტის ტერიტორიაზე მინდა შესვლა, ხომ ვერ დამეხმარებით?
    არ შეიძლება, ინსტრუქციით აკრძალულია ტერიტორიაზე შესვლა უცხო პირებისთვის  -  შეწუხებულმა იმის გამო, რომ უარის თქმა მოუწია, მიმართა გოგონამ მაიკლს.
   იქნება დამეხმაროთ?  -  კიდევ ერთხელა გამოსცადა მაიკლმა თავისი „შესაძლებლობები“.
   ვეცდები, მაგრამ მაგის გულისთვის შეიძლება სამსახური დავკარგო  - საბოლოოდ „იზეიმა“ გამარჯვება მაიკლმა საწყალ გოგოზე, თუმცა ამ უკანასკნელს სამსახურის ბედის სასწორზე „შეგდება“ აღარ დასჭირვებია, ამ საუბარში ინფორმაციაც გადმოსცეს თვითმფრინავის აეროდრომზე დაშვების შესახებ.....
   სად მივდივართ?  -  იკითხა მანქანაში საკმაოდ თავისუფალ პოზაში მჯდომმა მეგიმ, ქალს კაბის კალთა გადაწეოდა და მზემოკიდებულ, შოკოლადისფერ თეძოებს ამზიურებდა.
   სასტუმროს ნომერში  -  თავის სურვილების დაფარვა მაიკლს აზრადაც არ მოსვლია.
   იქნებ ჯერ გვეჭამა რამე?  -  მეგის ღიმილით დასმული კითხვა იმას მიანიშნებდა რომ ქალი ზუსტად მიხვდა რისთვის ეჩქარებოდა ასე ძალიან მაიკლს ქალის სასტუმროს ნომერში მიყვანა.
  მერე სადაც შენ ინებებ იქ წაგიყვან.......
  იმედია ვანაში შხაპის მიღებას მაინც მაცლი ......
  მე თვითონ გაგსაპნავ  -  ბოლომდე არ შეეპუა ქალს მაიკლი.   
  არ შეასრულა მაიკლმა მიცემული სიტყვა, ნომერში შესულმა ქალი ხელში აიტაცა და პირდაპირ საწოლი ოთახისაკენ გააქანა, ლოგინზე გადაწვენილ ქალს სასწრაფოდ გააძრო ტანსაცმელი, დიდხანს კოცნიდა ტუჩებში, თან ქალის სხეულის ყველა სანტიმეტრს გულდასმით იკვლევდნენ მისი ხელები, მისმა ტუჩები ქალის მკერდისკენ დაიძრნენ, ფრთხილად შეეხნენ ჯერ ერთ, მერე მეორე ძუძუსთავს, კოცნიდნენ, ფაქიზად, რომ არ ტკენოდა ისე კბენდნენ, მერე ის ისევ ხელებს დაუთმეს ასპარეზი და თვითონ მეგს გადაჭიმულ თეთრ მუცელს ჩაუყვნენ .......
როგროც იქნა ცხოვრებით კმაყოფილ მაიკლს მეგი ხელიდადა დაუსხლტა და სააბაზანოში შევიდა, ვანა გაავსო, შამპუნი ჩაასხა და ის იყო თბილ წყალსი ჩაწვა რომ სააბაზანოს კარებში მაიკლიც გამოჩნდა......
მეტ რაღა გინდა, მაიკლ?  -  ღიმილით იკითხა ქალმა
    რა ვქნა ისევ მინდიხარ, ჯერ ვერ მოგისურვილე..... მოდი ეხლა შენთან ერთად ვიბანავებ და თან გაგსაპნავ როგორც დაგპირდი, შენ ხომ არ იქნები წინააღმდეგი?  - კითხვას კითხვითვე უპასუხა მაიკლმა. ქალის ოდნავ დაცინვით მომღიმარე თვალები იმას მიანიშნებდა რომ ის სულაც არ იყო წინაარმდეგი ისევ მაიკლის ხელებში აღმოჩენილიყო, ისევ, ოღონდ ამჯერად ვანაში განმეორდა ყველაფერი ის, რაც ცოტა ხნის წინ საწოლში ხდებოდა.....
მეგის შეგროვილმა მასალამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მისი სტატიები დაიბნეჭდა წამყვან გაზეთებში, ტელევიზიაში მიიწვიეს ერთ-ერთ სერიოზულ ტოკ-შოუში, შეგროვილი მასალის სერიოზულობამ ანალიტიკოსებს საშუალება მისცა ღრმა ანალიზი გაეკეთებინათ, გამოიკვეთა ინტერესთ წინააღმდეგობა ისეთ მძიმეწონოსან მოთამაშეებს შორის როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი ერთის მხრივ და რუსეთი, ირანი, ჩინეთის მათ საპირისპიროდ, თუმცა თთქმის ღიად, დაუფარავად ამ კომპლიქტში მხოლოდ რუსეთი ერეოდა და არც იყო გასაკვირი რადგან საფრთხე დაემუქრა მის ერთადერთ, სამხედრო-საზღვაო ბაზას ტარტუში.
ის ერთი თვე მეგიმ საკუთარ თავის ყველანაირი პრობლემისაგან დასვენება გამოუწერა, მისმა შეგროვილმა და გადაღებულმა მასალამ ამისი საშუალება მისცა, მისი სტატიები იბეჭდებოდა გაზეთებში, კიდევ რამოდენიმე ტელევიზიამ გამოითხოვა მასალები და თავისი ინტერპრეტაცია მოახდინა ფაქტობრივი მასალის. 
შვეიცარიის ალპებში ერთად დასვენების აზრი მაიკლს ეკუთვნოდა რომელიც მეგიმ სიამოვნებით აიტაცა, მეგიც კარგი მოთხილამურე აღმოჩნდა, კითხვაზე რატომ არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს ზამთრის კურორტებზე, მეგიმ მარტივად გასცა პასუხი, სანამ ვსწავლობდი გართობის დრო მე არ მქონდა, როდესაც მე მქონდა თავისუფალი დრო და ვისვენებდი მაშინ შენ იყავი სწავლით დაკავებულიო. ეს იყო სიყვარულის ფეიერვერკი, როდესაც ორ ახალგაზრა, ლამაზ და ჯანმრთელ, ერთმანეთისთვის ღვთისგან ბოძებულ ადამიანს, თითოეული ერთად გატარებული წამი დიდ სიამოვნებას გვრიდა, ვერ ძღებოდნენ ერთმანეთის ფერებით. ერთი პატარა, მაგრამ ძალიან მყუდრო და სიმპატიური კაფე-ბარეს მუდმივი სტუმრები გახდნენ, თხილამურებზე სრიალის შემდეგ ყოველთვის აქ მოდიოდნენ საჭმელად, მითუმეტეს რომ აქ მოსულ სტუმრებს გემრიელ კერძებს თავაზობდნენ. იმ დღესაც ჩვეულებისამებრ მთაზე სრიალის შემდეგ ამ კაფე-ბარს მოაკითხეს, სანამ შეკვეთილ საჭმელს მოიტანდნენ, როგორც ყოველთვის შეყვარებულები იმდენად იყვნენ ერთმანეთით დაკავებულები რომ სანამ სუფრასთან დაუკითხავად შემოჭრილმა მესამე კაცმა დელიკატური მინიშნებით ყურადღება არ მიიქცია, იქითკენ არც კი გაუხედავთ......
    იქნება პატივი დამდოთ და ჩემი აქ ყოფნა როგორმე შეიმჩნიოთ?  -  დამცინავმა ტონმა როგორც იქნა შედეგი გამოიღო და ახალგაზრდებმა მისკენ მიაბრუნეს თავები.
     ფრენკ! შენ საიდან? როგორი გარუჯული ხარ, თუ დიდი ხანია აქ ხარ, რატომ ვერსად დაგინახე?  -  გაკვირვებული კითხულობს მაიკლი.
    ერთი საათია მგონი ცხვირწინ გიზივარ და ვერ მხედავთ, გარეთ რისი დამნახავები იყავით, ერთმანეთს იქით არაფერი გაინტერესებთ........
    ეს აქ გარუჯული არ არის მაიკლ  -  „დაამშვიდა“ მაიკლი მეგიმ  -  მინდოდა შეთვის მადლობა გადამეხადა გადარჩენისთვის, მაგრამ შენი მოძებნა შეუძლებელი აღმოჩნდა.....
    გადარჩენისთვის? როდის? როგორ?  -  მაიკლე ლამის სკამიდან გადმოვარდა მოულოდნელობისაგან.......
    შენთვის არ მომიყოლია საყვარელო, ზუსტად ვიცოდი რომ ასეთი მძაფრი რეაქცია გექნებოდა, სირიაში ყოფნისას უშუალო საფრთხის ქვეშ აღმოვჩნდი,  ფრენკი რომ არა ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებოდი. თუმცა ჩემი პროფესია ყოველთვის საფრთხესთან ასოცირდება  -  ამჯერად მაიკლს მიმართა მეგიმ.
   საიდან მიხვდი? შენ ხომ ჩემი სახე არ დაგინახავს?  -  ჩაეკითხა ფრენკი ამ უკანასკნელს.
   თავიდან უბრალოდ ვიეჭვე, აგებულებით მიგამსგავსე, მერე დიდი ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარე და საბოლოოდ „გაგშიფრე“  -  გაიღიმა მეგიმ.
   ვისმესთან ამ თემაზე ხომ არ გილაპარაკია?  -  ტონი რომლითაც ეს კითხვა იყო დასმული თავისთავად მიანიშნებდა მის სერიოზულობას.
   რატომ მაყენებ შეურაცყოფას, უტვინობის რა შემამჩნიე?  -  წყენა არ დაუმალავს ქალს.
   მაპატიე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის..... შენ კიდევ აპირებ იქით გმგზავრებას?  -  მიმართა ფრენკმა გაბუსუნებულ ქალს.
  რა თქმა უნდა იქ ხომ ეხლა ყველაზე ცხელი წერტილია......
  მაიკლ, მეგი ჩემს სიტყვას არ მოუსმენს და არც არის ვალდებული..... სირია სუფთა სასაკლაოა, არაფრით არ გაუშვა იქ ეს ქალი....
ის იყო მეგიმ ფრენკის სიტყვების გაპროტესტება გადაწყვიტა რომ მაგიდასთან დაახლოებით ფრენკის წლოვანების მამაკაცი მოუახლოვდა და შემწვარი სოსისებით სავსე დიდი თეფში და ოთხი კათხა ლუდი მოიტანა....
მადლობა განს, არ იყო საჭირო   -  ზურგში დააწია მადლობა უკან ბაჯბაჯით წასულ კაცს.
რა უცნაურად დადის?  -  მისდაუნებურად ღმამაღალი გამოუვიდა ნაფიქრალი მეგის.
მუხლებს ზემოთ უფეხებო კაცისთვის არა უშავს  -  გასცა პასუხი ფრენკმა და სოსისს ჩანგალი გაუყარა.
შენ რა იცი?  -  იკითხა მეგიმ
ჩემი ჯგუფის წევრი იყო, სერბეთში აფეთქდა ნაღმზე.....
    კარგი, ეხლა შენ გამეცი პასუხი რატომ მიზღუდავთ გადაადგილების უფლებას, მე ჟურნალისტი ვარ და ჩემი მუშაობის სპეციფიკაა ცხელ წერტილებში მუშაობა  -  მეგი აშკარად არ აპირებდა უბრძოლველად პოზიციების დათმობას.
   იქ უბრალოდ ცხელი წერტილი არაა, იქ მიდის უსაშინლესი ფორმებით სამოქალაქო ომი, სადაც არანაირი ადამიანური კანონი არ მუშაობს. თურქი მფრინავები ჩამოაგდეს და რუსებმა ისინი დახვრიტეს, არავის აღარ ინდობენ, არ აინტერესებთ ჟურნალისტია, საერთაშორისო მისიის წარმომადგენელია..... მაქვს ინფორმაცია რომ რუსებმა ქიმიური იარაღით მოამარაგეს ბაშარ ალ-ასადი, ის აუცილებლად გამოიყენებეს ამას. მე იუგოსლავიის მაგალითიდან ვიცი როგორ ომობენ ისინი სხვისი ხელით და რისკენ უბიძგებენ ისინი თავის მარიონეტებს....
   მაგით რისი თქმა გინდა? თვლი რომ კოსოვოს დამოუკიდებელ ადმინისტრაციულ სუბიექტად აღიარება საერთაშორისო საზოგადოების შეცდომა იყო?  -  პროვოცირების სურვილი მეგის შეკითხვაში დაუფარავად სჩანდა.
   რა თქმა უნდა  -  ღიმილით დაეთანხმა ფრენკი  -  იმას ვინც მართლა პასუხისმგებელი იყო ხალხის მასობრივ განადგურებაში, ვისი მითითებებითაც ხდებოდა ეთნიკური წმენდა, უფრო სწორად იმ სახელმწიფოს უმაღლესი პირებისათვის, ვინც აიარაღებდა ადგოლიბრივ ლიდერებს, უბიძგებდა მათ დანაშაულისკენ კაცობრიობის წინაშე და იყენებდა დიდი პოლიტიკური მიზნებისათვის, პასუხი არავის მოუთხოვია, ჯოხი ყველაზე ნაკლებად დამნაშავე ეთნიკურ ჯგუფს გადაატეხეს თავზე......
   ყველამ ნახა ის საშინელებები რასაც სერბები იქ აკეთებდნენ.....
   სერბები თავის ძირძველ ტერიტორიას იცავდნენ მომრავლებული უცხოტომელებისაგან, თუ  რამდენად მისაღები იყო ის ქმედებები რასაც მილოშევიჩი და „ძმანნი მისნი“ ახორციელებდნენ ყოფილ იუგოსლავიაში ეს მეორე საკითხია, თუმცა რათქმა უნდა მათ შორის ლოგიკური კავშირი არსებობს. იუგოსლავია ნუ დაგავიწყდებათ რომ სოციალისტური სახელმწიფო და სამხედრო ბლოკის, ე.წ ვარშავის ხელშეკრულების წევრი იყო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქ რუსები წყვიტავდნენ ძირითადად ყველაფერს და არა მოსახლეობა, სერბებს არ გაუმართლათ.....  ვინაიდან ისინი მართლმამდიდებლები იყვნენ თავიდანვე, ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროიდან მათზე ამყარებდნენ იმედებს ნახსენები ქვეყნის პირველი პირები, ამდენად იუგოსლავიის ლიდერების პრობლემებზე რეაგირების პრინციპი საბჭოურის ადეკვატური იყო, კლავდნენ ყველას ვინც მათ პოზიციას არ იზიარებდა და ასე ცდილობდნენ ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებას. რუსებს აღარ ეყოთ რესურსი ამ ქვეყანაზე გავლენის შენარჩუნების და ეს, როგორც უკვე ავღნიშნე, სერბებს ძირძველი ტერიტორიების საფასურად დაუჯდა. ფსონი ყოველთვის გამარჯვებულზე უნდა დადო, ელემენტარული აქსიომაა.....
  მეტისმეტად ხომ არ ამარტივებ საკითხს? ეს არაა შუა საუკუნეების მსოფლიო, იქმნება საერთაშორისოდ მიღებული, ასე ვთქვათ თამაშის წესები, რომესაც ყველა ეთანხმება, ამისკენ მოწოდებულია ყველა მეტ-ნაკლებად გავლენიანი ქვეყანა  -  ამჯერად საუბარში მაიკლი ჩაერთო.
 ყველა ცდილობს ეს შენი, ასე ვთქვათ საერთაშორისო სამართლის ნორმები, რაზეც ეხლა შენ აპელირებ, იმ გადასახედიდან დაინახოს საიდანაც თვითონ აწყობს და რაც უფრო ძლიერია სახელმწიფო მით უფრო ხშირად არღვევს ის ამ თამაშის წესებს, ხოლო თავისი არაკანონიერი ქმედებების გასამართლებლად დიდ ფულსაც იხდიან.......
  და ვის უხდიან?  -  ბოლომდე ჩაეძია პასუხს მაიკლი.
  იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს რომლებსაც არბიტრის ფუნქცია აკისრიათ...... 
  შენ სიტუაციის დრამატიზირებას ახდენ, შეიძლება პატარა, ლოკალური სამხედრო კონფლიქტები მოხდეს, მაგრამ ამის გადაზრდას ცხელ ომში მსოფლიო არ დაუშვებს, შენ სამხედრო კაცი ხარ და ამ გადასახედიდან აღიქვავ რეალობას.....
  შენ გინდა თქვა რომ კოსოვოს პრეცენდენტი ჩემი მოგონილია?.....
  არა მაგრამ.........
  რა მაგრამ?  -  მეტის თქმა აღარ აცალა ფრენკმა მაიკლს  -  პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველგან აფათურებს რუსეთი ხელს და ისევ ცდილობს იმპერია აღადგინოს, ბეცი უნდა იყო რომ ამას ვერ ხედავდე. როგორი „გადატვირთვის“ პოლიტიკაც არ უნდა გამოაცხადონ რუსებმა და ამერიკელებმა, ისინი გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგებად ყოველთვის დარჩებიან, ამიტომაც მე ყურადღებით ვადევნებ თვალს რა ხდება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში...... რუსები ყვალანაირად ცდილობენ გააკონტროლონ ეს ტერიტორიები და ყველანაირ მეთოდს მიმართავენ ამისთვის ლოკალური კონფლიქტებიდან დაწყებული, მთავრობების ხელდასმით და მოსყიდვით დამთავრებული. ამერიკის ხელისუფლების ასე ვთქვათ ლიბერალურმა მიდგომებმა რუსებთან არ გაამართლა, ბებერი ქალბატონის, ევროპის უმაღლესი, ეგრეთწოდებული „ისშტებლიშმენტის“ სიმპატია ყოველთვის უფრო ძლიერის მხარესაა, ამდენად დაკნინდა ამერიკის რეპუტაცია და შესაბამისად გაიზარდა რუსეთის. ჩვენ ვცდილობთ ახალი მეგობრები შევიძინოთ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში რაც რუსების გაღიზიანებას იწვევს. დნეპრისპირეთი მოლდავეთში, აფხაზეთი და ოსეთი საქართველოში, ყარაბახის კონფლიქტი რომელსაც რუსეთი სომხეთის და აზერბეჯანზე მანიპულირებისათვის იყენებს, მაგრამ კვანძის გახსნა ჯერ წინაა. რუსეთის პრეზიდენტმა ღიად განაცხადა რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მისი აზრით უდიდესი გეოპოლიტიკური შეცდომა იყო, მერწმუნეთ ამ სიტყვებში წარსულის შეფასებასთან ერთად სამომავლო მოქმედების გეგმაც იგულისხმებოდა, ყირიმის წართმევა უკრაინაზე და მის ფედელარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების სურვილი, სხვა არაფერია გარდა  მცდელობისა მისი სრული გაკონტროლების, არც ამით დამთავრდება საქმე და ის საბჭოთა კავშირის რეინკარნაციას ახალი სახით, ევრაზიული კავშირის სახელით შემოგვთავაზებს......                   
თუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს ამის სურვილი ექნებათ რატომაც არა? 
    და შენ გგონია რუსი ვისმეს შეეკითხება? შენ ფიქრობ რომ რომ ბალტიისპირეთი ნებაყოფილობით შევიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში? ან რომელიმე სხვა რესპუბლიკა? საბჭოთა კავშირი როგორც ძლიერი სახელმწიფო ჩამომაყალიბა თავისი დროს უდიდესმა პოლიტიკოსმა და მიუხედავად არაეთგვარი შეფასებისა ისტორიკოსებისა, გენიოსმა..... სტალინის რეპრესიებს ათეულობით მილიონი ადამიანი შეეწირა მაშინ, როდესაც მისი მხოლოდ მზერაც კი კმაროდა თავისი სიჯიუტით ცნობილი ადამიანების გასატეხად, იგივე რომ პუტინმა გააკეთოს სისხლის მდინარეები უნდა დააყენოს, მაგრამ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება ამაზე წავა და მოსახლეობის უმრავლესობა ამაში მას მხარს დაუჭერს თუ მსოფლიომ რაღაცა ქმედითი არ იღონა, რაშიც ეჭვი ძალიან მეპარება......
   და რატომ გგონია რომ მსოფლიო ამას დაუშვებს?  - ამჯერად საუბარში მეგი ჩაერთო.
   იმიტომ რომ პუტინმა, რომელიც ეტყობა ჭკვიანი კაცია, მშვენივრად აუღო ალღო დღესდღეობით გამეფებულ მსოფლიო წესრიგს, სადაც ყველაფერს ძირითადად მატერიალური ინტერესი წყვიტავს. რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა, მდიდარი წიაღისეულით, თუმცა დღეს-დღეობით მაღალტექნოლოგიური ქვეყნის სტატუსი რომელიც მას საბჭოთა კავშირის აღმავლობის დროს გააჩნდა დაკარგა, სამაგიეროდ ის ყველაზე დიდი ექსპორტიორია ენერგომატარებლების. დღევანდელი მსოფლიოს, პოლიტიკური „ისტებლიშმენტი“-ს მერკანტილური ინტერესები მშვენივრად გაითავისა ამ ლიდერმა, ზოგის დაშინებით, ზოგიც მისყიდვით, ვისთანაც არცერთი გამოუვიდა და არც მეორე ის უბრალოდ გაანადგურა, მაგალითად კიდევ ერთხელ მოუწყო „ხოლოკოსტი“ პოლონელებს და მთელი მისი მთავრობა პრეზიდენტ კაჩინსკის მეთაურობით გაანადგურა, მსოფლიომ ეს გადაყლაპა, ამის ხმამაღლა აღიარება მესამე მსოფლიო ომს, ატომური იარაღით დედამიწის განადგურებას ნიშნავდა, ესეც მშვენივრად გათვალა ცივსისხლიანმა პოლიტიკოსმა. ჩემს ასე ვთქვათ უკვე გააზრებულ ბავშვობაში, ვისმეს რომ ეთქვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, რუსეთში ყველაზე მძლავრი,  საერთაშორისო კორპორაციული საზოგადოების ჩინოვნიკი გახდებოდა სიცილით მოვკვდებოდი, მაგრამ დღეს ეს რეალობაა..... გაერთიანებული გერმანიის ექს-კანცლერი გაზპრომის ჩინოვნიკია და მის ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე ლობირებს.....
      რატომ ხარ დარწმუნებული რომ ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა არ იყო, თვითმფრინავის კატასტროფა სამწუხაროდ არც ისე იშვიათი ხდება ხოლმე?  -  ეჭვიანად იკითხა მაიკლმა
   ისე შენ რუსების მიმართ „დიდი სიმპატიები“ რომ გაქვს გეტყობა!  -  მეგის ხმაში ირონიასთან ერთად უკმაყოფილებამაც გაჟონა.
     სუფრაზე მცირე ხნით უსიამოვნო სიჩუმე ჩამოვარდა, ფრენკი სადღაც თავის მოგონებებში დაიკარგა, მხოლოდ სახეზე გადაფენილი ღიმილი მეტყველებდა იმაზე რომ სასიამოვნო მოგონებები ტრიალებდა მის თავში.
   ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანი ბაბუაჩემი, მამაჩემის მამა იყო. მე წარმოშობით უნგრელი ვარ, ნამდვილი მადეარების შთამომავალი. ბაბუაჩემი უნგრელი დიდებულის და მიწათმფლობელის ბრწყინვალე მაგალითი იყო, სამი რამე იყო რისთვისაც ის ფიქრობდა რომ სიცოცხლე ღირდა, ეს იყო იმპერიის ინტერესების და პირადი ღირსების დაცვა იარაღით ხელში, კარგი ღვინო და ლამაზი ქალი. პრინც ფერდინანდის თაყვანისმცემელი იყო და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა, თვლიდა რომ მის სიკვდილთან ერთად დასამარდა ახალი ფორმაციის, უძლიერესი იმპერიის შექმნის შანსი. მისი სიკვდილის შემდეგ, კარგა ხნის შემდეგ, დამაინტერესა რამდენად სწორად ფიქრობდა ეს კაცი, სათანადო საარქივო მასალების გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის აბსოლუტურად სწორად აღიქვავდა იმ ცვლილებების შესაძლებელ შედეგებს რის გატარებასაც აპირებდა, ავსტრია-უნგრეთის ერც-ჰერცოგი პრინცი ფერდინანდი. მოკლედ თავი რომ არ შეგაწყინოთ დაახლოვებით შეერთებული შტატების პრინციპზე აწყობილ, მსგავს სისტემაზე იყო საუბარი. ევროპის იმდროინდელმა ლიდერებმა მშვენივრად გათვალეს, რომ ამ ნოვაციებით შუაგულ ევროპაში არსებული იმპერია კიდევ უფრო ძლიერდებოდა, რაც არანაირად არ შედიოდა მათ ინტერესებში: რუსეთმა, ინგლისმა და საფრანგეთმა, ერთად გადაწყვიტეს წინ აღდგომოდნენ ამ რეფორმებს. რუსეთის ინტერესების გამტარებლებმა ბალკანეთში, სერბებმა, განახორციელეს ტერორისტული აქტი რის შედეგადაც დაიღუპნენ ავსტრისს ერცჰერცოგი და მისი მეუღლე, რასაც ძალიან მალე მოჰყვა პირველი მსოფლიო ომი. ეს იყო იმპერიის და მასთან ერთად ბაუაჩემის, როგორც სამხედრო მოსამსახურის დასასრული. ბაუაჩემი გვიან დაქორწინდა, ორმოცო წლის იყო რომ ქალი მოიყვანა, ბებიაჩემი მშობიარობას გადაყოლია, მამაჩემს დედინაცვალი არ ყოლია, მაგრამ დედობილების ალბათ ბატალიონი. ბედის ირონიით, ერთერთი უბრალო წარმომავლობის და რუსეთში ბოლშევიკურ იდეებს ნაზიარები ქალბატონი, განსაკუთრებით დავდავიწყებით იყო შეყვარებული ბაბუაჩემზე, მისი ხელშეწყობით მამაჩემი ჯერ კომკავშირის, შემდეგ უკვე კომუნისტური პარტიის წევრი გახდა, ამ ქალბატონის წყალობით გაიცნო მამაჩემმა იმრე ნადი და ვისთან დამეგობრობდა კიდეც. პატარა ბიჭი ვიყავი და მაინც მახსოვს ბაბაჩემის მიერ გამოხატული სკეპტიციზმი მამაჩემის დიდ სიხარულზე, მისი მეგობრის სახელმწიფოს პირველ პირად დამტკიცების შემდეგ....        
     აწი ყველაფერი შეიცვლება, ჩვენ თვითონ გადავწყვიტავთ როგორ ვიცხოვრებთ  -  ასე ამბობდა ახალი იდეებით ფრთაშესხმული მამაჩემი. ბაბუაჩემმა უხმოდ მოაგროვა თუ რამე სახლში ღირებული ქონდა, მმაჩემს დაუბარა: შვილს ყურადღებით მიხედე, ერთი ორი დღე შეიძლება მე არ გამოვჩნდეო, რუმინეთში ძველი ნაცნობი მყავს სანახავიო. როგორც კი სახალხო გამოსვლები დაიწყო და რა თქმა უნდა მამაჩემი პირველ რიგებში იყო, ბაბუა მას გვერდიდან არ მოშორებია. თვითონ მამაჩემი ყვებოდა, როგორ გადაარჩინა რამდენჯერმე მისი და მის გვერდით მყოფი უნგრელები უეჭველ სიკვდილს ყოფილი სამხედროს რჩევამ. მას შემდეგ რაც აჯანყება საბჭოთა ჯარისკაცებმა სისხლში ჩაახშეს, ბაბუაჩემმა სასწრაფოდ წამოგვაკრეფინა თუ კიდევ რამე საღირალი ოჯახში დარჩა და სასწრაფოდ რუმინეთისკენ აგვაღებინა გეზი, როგორც მრავალი წლის მერე გავიგეთ, ერთი ფეხით გაუსწარით ჩვენს დასაპატიმრებლად მოსულ უშიშროების სამსახურს. რუმინეთში, პორტში მომუშავე ერთ უნგრელ ემიგრანტთან ვიმალებოდით, მანვე შეგვაპარა გემზე რომელიც ამერიკაში მიემგზავრებოდა..... ასე აღმოვჩნდით მთელი ჩვენი ოჯახი ამერიკაში.....
    რაც შეეხება რუსების სიყვარულს  -  აქ ფრენკმა ისევ პაუზა გააკეთა  -  ამბობენ მოხუცები და ბავშვები ერთმანეთს კარგად უგებენ იმიტომ რომ ერთმანეთს ემსგავსებიანო, მე და ბაბუაჩემი ყველაზე დიდი მეგობრები ვიყავით, ხშირად გამოგია მამაჩემის საყვედური ბაბუაზე, ბავშვს ნუ მიფუჭებო. არ არსებობდა სურვილი გამჩენოდა რომლის განხორციელება შესაძლებელი ყოფილიყო, რომელიც მას ჩემთვის არ აესრულებინა. პირველი რაც ჩემი კლასელების შურის საგანი და პირადი ავტორიტეტის გაჩენის მიზეზი გახდა ბაბუაჩემის ხმლები იყო, რომლის გამოც ამერიკის მიწაზე პირველად ფეხშედგმულები, კინაღამ უკან გამოგვაბრუნეს, იმდროინდელი ცენტრალური დაზვერვის სამსახური რომ არა, რომლებისთვისაც საბჭოთა რეჟიმის თვალსაჩინო „მსხვერპლი“ და პოლიტიკური მოწინააღმდეგის დისკრიდიტაციის მშვენიერი საშუალება გახლდით, ალბათ მასეც მოხდებოდა. ბაბუაჩემი ძირითადად თავის სამხედრო კარიერაზე და თავს გადამხდარ ბრძოლებზე მიყვებოდა, მისი დამსახურება იყო ალბათ რომ ბავშვობიდანვე დამებადა სურვილი სამხედრო გავმხდარვიყავი, მიყვებოდა ყველაფერს და არც სისხლიანი ბატალიების შელამაზებით იწუხებდა თავს, მაგრამ.......   
      მცური ხნით ისევ გაჩუმდა ფრენკი  -  ყველაზე მწარედ, რასაც ეს უამრავი ბრძოლის მონაწილე და თვითონაც არაერთხელ დაჭრილი, სიკვდილს მრავალჯერ გადარჩენილი კაცი იხსენებდა, ის შემთხვევა იყო, როდესაც უიარაღო მოქალაქეებს, კბილებამდე შეიარაღებული, ტანკზე ამხედრებული საბჭოთა ჯარისკაცები, დამცინავი სიცილ-ხარხარით და სტვენით რომ მისდევდნენ..... არაერთხელ მინახავს ბოლო ხანს მაინც, ლოგინიდან წამომხტარი შეშინებული მოხუცი, როდესაც ვეკითხებოდი მიზეზს, ყოველთვის ამ ამბავს მიყვებოდა.... მის საფლავთ პირობა დავდე, რომ ყველაფერს გავაკეთებდი აღარასოდეს ამღდგარიყო ისეთი პირსისხლიანი რეჟიმი როგორიც საბჭოთა კავშირი იყო. 
    -  მაშინ ამერიკა რითია უკეთესი? რა გინდოდათ ერაყში? რა გინდათ ავღანეთში ან სირიაში? განა ყველა სახელმწიფო არ ცდილობს მის მიმართ ლოიალური ხელისუფლებ მოიყვანოს? რატომ გიკვირთ როდესაც ამას რუსეთი, აკეთებს  -  მეგი თავის აღშფოთებას აღარ მალავდა. 
    -   ავღანეთში ჩვენ ტერორიზმს ვებრძვით, ალ-ქაიდამ 2 000 ამერიკელი, მშვიდობიანი მოსახლე დახოცა და ამისათვის პასუხი უნდა ეგო, ზუსტად ავღანეთში იმალებოდა მათი ლიდერი. თუმცა მეც უკვე ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა დამიგროვდა, ერთხელ ჩვენს კრებაზე დასმულმა ჩემმა შეკითხვამ მამაშენის სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია...... თუმცა ამაზე საუბარი არ ღირს.....დამავიწყდა, რაც შეეხება თვითმფრივავის კატასტროფას, დღეს როდესაც კოსმოსიდან ასანთის კოლოფის მოძებნა შეიძლება, არასერიოზულია აერონავიგაციის სისტემებთან მჯდარი ოპერატორების შეცდომაზე, მითუმეტეს ქვეყნის პირველი პირის მფრინავების არაპროფესიონალიზმზე საუბარი......
    -   ამასი არ შემიძლია არ დავეთანხმო ფრენკს  -  „აღიარა“ მეგიმ  -  ამას თუ დაუმატებთ იმ ორივე ოპერატორის ფრიად საეჭვო ვითარებებში დაღუპვას და დღემდე არ გადაცემულს პოლონეთისთვის თვითმფრინავის ფრაგმენტებს პასუხი თავისთავად იკვეთება..... საბჭოთა კავშირზე და რუსეთის დღევანდელ მმართველებზე უკეთესი წარმოდგენის არც მე ვარ, მაგრამ არ შეიძლება ერთეულებით ერზე იმსჯელო.....
    -  მე ყველას ერთ ქვაბში როგორც იტყვიან არ ვხარშავ, მაგრამ როდესაც ერთი ქვეყანა დღეს, 21 საუკუნეში, იპყრობს მეორეს, ახორციელებს დამოუკიდებელი ქვეყნის ტერორს, აკანომებს ეთნოწმენდას, აპირისპირებს ერთ მიწაზე საუკუნეების მანძილზე მცხოვრებ ხალხს, აღვრევინებს ერთმანეთის სისხლს და ყოველივე ამას მიესალმება მოსახლეობის 82%, მაპატიე და ეს ნორმალურ მოვლენად ჩემთვის ვერანაირად ვერ ჩაითვლება....
    -  ავღანეთში ითვლება არა?  -  სარკაზმმა „გაიჟღერა“ მეგის სიტყვებში. 
    -  შენ ამარტივებ საკითხს, ტერორიზმი ეს გლობალური მოვლენაა და ის ყველას შეიძლება შეეხოს, ეს მსოფლიოს მხრიდან უფრო პრევენციაა..... თუმცა მე უკვე ვთქვი, რომ არის საკითხები რომლის პასუხებსაც მე ეჭვქვეშ ვაყენებ, ყოველ შემთხვევაში ტერიტორიების თავიდან გადანაწილება ეს მსოფლიო ომის წინაპირობა და მინიმუმ მსოფლიო წესრიგში, რომლისკენაც ჩვენი ორგანიზაცია ესწრაფის, სერიოზული ქაოსის შეტანის მცდელობაა..... მოკლედ, მეგიმ სანამ არ ამალაპარაკა ჩვენს ორგანიზაციაზე არ მოისვენა, კატეგორიულ უარს ვაცხადებ საუბრის გაგრძელებაზე...... მივირთვათ შემწვარი სოსისები სანამ სულმთლად არ გაცივებულა..... 
    შემწვარ სოსისებს კარგი ლუდიც მოყვა, დაძაბულობაც ფრენკსა და მეგს შორის სულ მალე დავიწყებას მიეცა და უფრო პირიქით, მეგის და ფრენკის დამეგობრების მიზეზადაც კი იქცა.
    მაიკლმა ფრენკის გაფრთხილება სერიოზულად აღიქვა და მეგის მორიგი გამგზავრება სირიაში, კინაღამ მათი ურთიერთობის დღიდან პირველი უთანხმოების მიზეზი გახდა, თუმცა ამჯერადაც მეგიმ მაინ თავისი გაიტანა და ბიჭი იძულებული გახდა ამას შეგუებოდა.
                                                                      თავი მესამე
    შუა დღის გამთანგავი სიცხე უკვე გადასული იყო, როდესაც მეგისთან წინააღმდეგობის ორი მეომარი მოვიდა და სულ ცოტა ხნის წინ, ალეპოს მისადგომებთან მომხდარ შეტაკებების ბრძოლის ველზე გასვლა და კადრების გადაღება შესთავაზა. მეომრების თქმით ჯერ არც დამწვარი საბრძოლო ტექნიკისთვის და არც ცხედრებისთვის ხელი არავის ქონდა ნახლები, რაც ყველაზე მთავარი იყო, ირწმუნებოდნენ რომ არც იქითა და არც აქეთა მხრიდან სნაიპერები არ მუშაობენო. ბაშარ ასადის მიერ, რუსების „ნაჩუქარი“ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად ასობით დაღუპული, მშვიდობიანი ზრდასრული მოქალაქეების და დახოცილი ბავშვების სურათების გამოქვეყნების შემდეგ მისი სახელი თვით მეომრებშიც კი პოპულარული გახდა. გადაღებული მასალა ამჯერადაც შთამბეჭდავი გამოდგა, ის იყო მუშაობას მორჩნენ, აპარატურა ჩაალაგეს და უკან დასაბრუნებლად მოემზადნენ, რომ უჩინარმა ხმამ ხელების აწევის ბრძანება გასცა. მეგის გამყოლებიც იძულებულები გახდნენ იარაღი დაეყარათ და ბრძანებას დამორჩილებოდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდა ნანგრევებში მიმალული სამკაციანი ბრიგადა. როდესაც მეგი შეეცადა აეხსნა, რომ ისინი ბარიკადის ერთ მხარეს იდგნენ, ერთ-ერთმა მოკლედ აუხსნა, რომ ამას მათი მეთაური გადაწყვეტდა. 
   დაცხრილურ-დანგრეული ხუთსართულიანი სახლის, სასწაულად გადარჩენილ სამ ერთმანეთის მიმდებარე ოთახში განლაგებულ, ეგრეთწოდებულ შტაბში, ერთი ოთახი მთლიანად იარაღს და საბრძოლო მასალს ქონდა დათმობილი, მეორე ოთახში როლის კარები კედლის ნაწილთან ერთად მოენგრია აფეთქების ტალღას რაზმის დანარჩენი ზოგი ავტომატის მჭიდში ტყვიებს ტენიდა, ზოგიც ერთმანეთთან საუბრით იყო გართული. კედელზე, არაბულ და სირიულ ენაზე გაკრული ტექსტი მებრძოლებს ცარიელი მჭიდის სავსეთი შეცვლას სთავაზობდა. მესამე ოთახში სადაც ერთი ტახტი, სკამი რამოდენიმე მაგიდით და ტელევიზორი იდგა, ორი ადამიანი ერთმანეთში მშვიდად საუბრობდა, ზუსტად მათთან მიიყვანეს მეომრებმა ასე ვთქვათ „ტყვეები“.....
    -   თქვენ ვინხართ და ბრძოლის წინა ხაზზე რა გინდათ?  -  იკითხა ერთერთმა მათგანმა.
    -  მე ცნობილი ჟურნალისტი ვარ, ამერიკის მოქალაქე - ის იყო მეგიმ საუბართან ერთად ჩანთაში აკრედიტაციის ძებნა დაიწყო, რომ მეორემ ხელის აწევით აიძულა გაჩუმებულიყო.
   -  სურათებს იღებთ როგორ ხოცავენ ერთმანეთს მუსულმანები და ამის ხარჯზე მდიდრდებით, გამოდის ჩვენი სიცოცხის ხარჯზე შოულობთ ფულს? არა? ასე არ გამოდის? - არა მარტო სიტყვები, ტონიც იმას მიანიშნებდა რომ მეგის არც სიტყვებს და არც აკრედიტაციის საბუთს მასზე დიდი შტაბეჭდილება არ მოუხდენია.
   -  შენ, რუსი ჟურნალისტი და მე ისლამის დამცველი, როგორ შეიძლება ერთ მხარეს ვიყოთ?
   -  მე გარკვევით გითხარით რომ ამერიკის მოქალაქე და ცნობილი ჯურნალისტი ვარ, ეს მე და ჩემისთანებია  იდეის დამცველებად, სიმართლის მხარეზე მებრძოლ გმირებად რომ გამოჰყავხართ თორემ....  -  ძლივს  შეიკავა თავი მეგიმ შეურაწმყოფელ კონტექსტში არ მოეხსენებინა ეს ხალხი, რაც ამ უკანასკნებელს მხედველობიდან არ გამოპარვიათ. 
    -  თორემ სინამდვილეში ყაჩაღები და ტერორისტები ვართ, არა? შენ ამის თქმა გინდოდა, მაგრამ გადაიფიქრე, სიტუაციის დაძაბვა არ ისურვე..... თუმცა უნდა გითხრა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს პირადად ჩემთვის და ამ ხალხისთვისაც შენ რას დაწერ. თქვენ ჩამოგერთმევათ აპარატურა, გამოგეყოფათ შესაბამისი ადგილი საცხოვრებლად და განთავისუფლდებით მას შემდეგ რაც გადაიხდით 100 000 დოლარს.... თქვენ გჭირდებათ კადრები ბრძოლის ველიდან, ჩვენ დავალებას კეთილსინდისიერად ვასრულებ, ჩვენ გვჭირდება იარაღი, საჭმელი, სასმელი, გვყავს შესანახი ოჯახები, თქვენთვის ჩვენ მაინც ყოველთვის ყაჩაღებად დავრჩებით, კეთილი ინებეთ და გადაიხადეთ..... მე მეტი არაფრის მოსმენას არ ვაპირებ, მეომრებს დაუბრუნეთ იარაღი, ოღონდ გააფრთხილეთ, თუ სადმე ზედმეტად იტლიკინებენ, ენის ცოდვას მაგათ კისრებს გავახდევინებ, მოვძებნი და თავებს დავაჭრი..... თქვენ ქალბატონო ჩვენი აიშე მოგესამსახურებათ, თქვენი ერთგული მსახური იქნება სანამ თანხას არ ჩამოიტანენ, ერთ მეგობრულ რჩევას მოგცემთ, გაქცევას ნუ მოისურვებთ, რადგან აიშე სიამოვნებით ჩაგცხრილავთ...... მას უყვარს რუსული გარეგნობის ადამიანების ხოცვა...ჰა-ჰა-ჰა-ჰა
   პირობითი საპატიმრო სადაც ორმა მეომარმა მეგი მიაცილა, შტაბის მსგავსად ხუთსართულიანი კორპუსის ნანგრევებსი შემთხვევით გადარჩენილი ოთახი იყო, იმ განსხვავებით რომ მესამე სართულზე ასასვლელი კიბე მიუხედავად ალაგ-ალაგ დაზიანებებისა თავის მოვალეობას მაინც ასრულებდა, მაგრამ იმის „აღმოჩენამ“ რომ ოთახში წყალგაყვანილობა მუშაობდა, მეგი გაოცებასთან ერთად აღფრთოვანებაც გამოიწვია. ერთადერთ ფანჯარას რომელიც ე.წ „შტაბს“ პირდაპირ უყურებდა არც ჩარჩო ქონდა და არც  გისოსი, ცალკე მზისგან და ცალკე მტვრისგან ფერდაკარგული პლედი ლურსმნებით მიეჭედებინათ კედელზე გამთანგველი სიცხისგან ოთახის დასაცავად. 
   ჩხუბის ხმამ მიიპყრო მეგის ყურადღება, პლედი გადაწია იქითკენ მიმართა მზერა საიდანაც ხმა მოდიოდა, შტაბის წინ მდგარი მეთაური და შავებში ჩაცმული, მხარზე ავტომატგადაკიდებული, სახეზე ჩადრახვეული ქალი ერთმანეთს უყვიროდნენ, რაღაც მომენტში ქალი ავტომატსაც კი წაეტანა რასაც მეთაურის მწვავე რეაქცია მოყვა, ყვირილზე გარეთ გამოსული მემომრები რომ არა ქალისთვის ეს ცუდად დამთავრდებოდა.......
კაცის რეაქცია მყისიერი იყო, მხრიდან ჩამოღებული ავტომატი ხელიდან გამოგლიჯა და გვერდით მოისროლა, შემდეგ ხელით ყელში წაეტანა გავეშებულ ქალს, რაზმის წევრებმა ძლივს გააშვებინეს და მოაშორებინეს ქალის ყელზე წაჭერილი თითები მეთაურს.       
   მეგი ოთახში, კედელთან მდგარ ლოგინზე ჩამოჯდა, ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შესაძლო ვერსიების შეფასებას და მათგან საუკეთესო ვარიანტის არჩევას მაინცდამაინც დიდი დრო არ დასჭირვებია. იმის შესაძლებლობა რომ აქედან გამოსასყიდის გარეშე გაეშვათ ის მოძებნიდა, მაგრამ დარწმუნებული იყო მაშინ გადაღებულ მასალაზე და აპარატურაზე უარი უნდა ეთქვა, რაც საბოლოოდ დაახლოვებით იმდენივე ჯდებოდა, პლიუს მინუს რამოდენიმე ათეული ათასი. სახლშიც რომ დაერეკა ამ ფულს შეაგროვებდნენ მაგრამ მშობლები ინერვიულებდნენ, საბოლოოდ გადაწყვიტა მაიკლისთვის დაერეკა და ფული მისგან ესესხებინა.  გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თითქოს გულზე მოეშვა, უკვე პოზიტიური მხარეების დანახვაც კი შესძლო ყოველივე მომხდარიდან, რაც ყველაზე მთავარი იყო ჯგუფიდან ყველა ცოცხალი გადარჩა, ოპერატორი უპირობოდ გაუშვეს, არც გამოსასყიდი მოუთხოვიათ იმდენი რომ მეგი თანხას წელში გაეწყვიტა. ქალი მხოლოდ ეხლა იგრძნო დაღლილობა, ლოგინზე მიწვა და თვალები მილულა.
   მეგი საკეტის ჩხაკუნმა გამოაღვიძა, დაღამებულიყო და ოთახში უკუნეთი სიბნელე იდგა, კარებში შემოსულმა ადამიანმა შუქი აანთო, შავებში ჩაცმულ, პირბადე ახვეულ ქალს ხელში სინი ეჭირა და მასზე ვახშამი იდო. მეგი შეეცადა მოძალებული შიში მომხვდურს ვერ შეეტყო, გამომწვევად შეაჩერდა თვალებში, ქალმა ასეც მიიღო მისი დაჯინებული მზერა. საოცრად ლამაზი ფორმის, მწვანე თვალები თითქოს შეჭმას ლამობდა მის წინ მდგარი პატიმრის, ხელი თავისით ავტომატურად გაიქცა მხარზე გადაკიდებული ავტომატისაკენ, თუმცა მალევე მოეგო გონს, სასწრაფოდ მოტრიალდა და ოთახიდან გავიდა.
   მეორე დღეს, შუადრე უკვე გადასული იყო როდესაც მეგი რაზმის უფროსთან მიიყვანეს. ოთახში მგიდასთან მჯდომ მეთაურს გვერდით ამჯერადაც მისი მეგობარი ეჯდა.
რა ქენი, შეატყობინე შენი ამბავი ახლობლებს? როდის გადაიხდიან თანხას? მალე ქენი თორემ შენი შენი შეგროვილი მასალა აზრს დაკარგავს და ამდენი „ჯაფა“ წყალში ჩაგეყრება ....... 
     მეგიმ მშვენივრად იგრძნო ამ უკანასკნელის სიტყვებში ჩაქსოვილი ირონია  -  მე თუ შენგან განსხვავებით იარაღის სხვაზე დამიზნებით არ ვშოულობ ფულს არ ნიშნავს რომ შენზე ნაკლებს ვშრომობ ან ნაკლებ ხიფათში ვიგდებ თავს, ამის მაგალითი მე თვითონ ვარ ამ წუთში..... მალე მოგიტანენ ფულს..... კაცს, რომელიც ქალზე მოსაკლავად გაიწევს, იმას რა უნდა მოსთხოვო ან რაზე უნდა ელაპარაკო?......
    მეგის სიტყვებზე მეთაურს სახე შეეცვალა, დამცინავი ღიმილი მკაცრმა მზერამ შეცვალა  -  სად ნახე რომ მე ქალს ვერჩოდი?
გუშინ არ იყო კინაღამ რომ დაახრჩე მე რომ მემსახურება ის ქალი?
   შენ აიშეს გულისხმობ... ჰა-ჰა-ჰა.... ისე არ გაინტერესებს რატომ ვიჩხუბეთ მე და აიშემ?  -  იკითხა მეთაურმა იმის მერე რაც სიცილით გული იჯერა  -  მას შენი დახვრეტა უნდოდა და იმის შემდეგ რაც ჩემგან კატეგორიული უარი მიიღო მე მომიშვირა ავტომატის ლულა.......  გაიყვანეთ ეს კახპა აქედან  -  მიმართა თავის მეომრებს.
   მეგი დიდხანს იმტვრევდა თავს, ვერაფრით მიმხვდარიყო რატომ უნდა ნდომოდა უცნობს ქალს მისი სიკვდილი. საუზმე ჩვეულებრივად თავის დროზე მოიტანა აიშემ, ის იყო წასასვლელად შემოტრიალდა რომ მეგი ჯერ ინგლისური, შემდეგ კი დამტვრეული არაბულით შეეცადა საუბარზე დაეთანხმებინა. აიშე დამცინავი ღიმილით უყურებდა როგორ ცდილობდა მისი მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პატიმარი მისთვის თავისი თხოვნის აზრი გაეგებინებინა.......
შენ რუსი არა ხარ?  -  სუფთა რუსულით, რომელშიც სულ ოდნავ იგრძნობოდა აქცენტი მიმართა მეგის.
ასე კარგად საიდან იცი რუსული?  -  გაეხარდა მეგის.
მე გროზნოს მკვიდრი ვარ, ჩეჩნები იყვნენ ჩემი ქმარიც და ჩემი ბიჭებიც......
იყვნენ?......
   იყვნენ...... იქამდე სანამ შენი თანამემამულეები არ მოგვადგნენ იბრაჰიმის წასაყვანად, ის არ იყო ბოევიკი, ის მათ თანაუგრძნობდა, მალავდა, აჭმევდა, ასმევდა, იარაღს უგროვებდა, მაგრამ არასოდეს არც რუსებისთვის, არც მათი დაყენებული ხელისუფლების კლანის წევრისთვის ტყვია არ უსვრია.... როდესაც მოვიდნენ, იბრაჰიმმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, წამებით სიკვდილს ტყვიით სიკვდილი ამჯობინა. როდესაც მამამისმა ჩემს ათი წლის ჯიბრაილს და ცხრა წლის შამილს მისი დატოვება უბრძანა, ბიჭებმა პირველად და უკანასკნელად მისი სიტყვა არ გაიგეს. ჩვენს მოპირდაპირე სახლში ჩემი ნათესავი ცხოვრობდა, ბოლო წუთამდე ფანჯარას არ მოშორებია მისგან ვიცი...... მუხლებზე დაჩოქილი ეხვეწებოდა იბრაჰიმი ბიჭებს სახლი დაეტოვებინათ, როდესაც უარი მიიღო და ძალით გადაწყვიტა ამის გაკეთება ჯიბრაილმა ხელყუმბარას ჩეკა მოხსნა და თავის აფეთქებით დაემუქრა მამამისს...... ამ ხელყუმბარის გადმოგდებით დაიწყო ბრძოლა და თავიდანვე სამი მომხვდურის სიცოცხლე შეიწირა ...... მათგან არაფერი აღარ დარჩა, ჯერ მსხვილკალიბრიანი ტყვიებისაგან, ყუმბარების ნამსხვრევებისაგან დაგლეჯილ-დანაწევრებულ და მერე ცეცხლით დაბუგულ სხეულის ნაგლეჯებს საგულდაგულოდ ვაგროვებდი ბრძოლის შემდეგ, რომ რაღაცა მაინც მიმებარებინა მშობლიური მიწისთვის...... მათთან ერთად მოკვდა ჩემი სული, ერთადერთი რაც მასში კიდევ ბჭუტავს ეს მხოლოდ სამაგიეროს გადახდის სურვილია  -  ქალმა მხრიდან ავტომატი ჩამოიღო  -  ხედავ ამ ნაჯდევებს კონდახზე, ეს ჩემგან იმქვეყნად გამგზავრებული, შენი თანამემამულეების რიცხვია, ძალიან მინდოდა კიდევ ერთი ნაჭდევი შემატებოდა და ოთხმოცდაათამდე დამემრგვალებინა, მაგრამ ომარმა ამის უფლება არ მომცა....... მე რომ კიდევ ორი წუთი გამაჩერო აქ, ამით შენს თავს სასიკვდილო განაჩენს გამოუტან....   
    მეგის ზარმა მაიკლი დაზაფრა, დრო დასჭირდა რომ საყვარელი ქალის ნათქვამი სიტყვებიდან აზრი გამოეტანა, კავშირი უკვე შეწყვეტილი იყო, მაგრამ ბიჭი გამწარებით ისევ ჩაჰყვიროდა მობილურ ტელეფონში. იმ დღესვე მოხსნა მაიკლმა მისი პირადი ანგარიშიდან საჭირო თანხა, მხოლოდ მერე დაფიქრდა რომ არც სამგზავროდ და არც განსაკუთრებული შემთხვევისათვის ფული აღარ დარჩა. როგორც მერე გაარკვია მამამისი ოკენისპირას მდებარე, მამა-პაპისეულსახლში იმყოფებოდა. უეჭველი ლოჟის წევრების შეხვედრა იქნებოდა, გაიფიქრა ბიჭმა და არც შემცდარა, თუმცა იქ მისულს მამამისის და ფრენკის მეტი არავინ დახვედრია. 
    როგორც ყოველთვის კარები ზარის დარეკვისთანავე გაიღო, მოსამსახურისთვის არც უკითხავს სად მოეძებნა მამამისი, პირდაპირ მისაღები ოთახისკენ აიღო გეზი. ხმამაღალი საუბარი ჯერ კიდევ კიბეებზე შემოესმა, არ შევმცადრვარ, კმაყოფილებით გაიფიქრა ბიჭმა......
   ასე არაფერი გამოვა, ჩვენ ან ვემსახურებით იმ მთავარ იდეას რისი მატარებელიც ჩვენი ორგანიზაციაა, ან ვემსახურებით ჩვენ პირად ინტერესებს. თუ გვინდა უკეთესი მომავალი ამ პლანეტისთვის მაშინ არ შეიძლება თანამშრომლობა ადამიანებთან ვინც უარყოფს იმ წესებს რომლებსაც ჩვენ უპირობოდ ვემორჩილებით. თქვენ დიდი ოსტატი ხართ და ჩემზე კარგად იცით, რომ ადამიანები განურჩევლად მათი რწმენისა, მიუხედავად კანის ფერისა ერთი და იგივე უფლებების მატარებლები არიან. ჩვენ, ჩვენი კლუბის წევრებს გვაქვს შესაძლებლობა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზეც ვისაც უჭირს, არა რამოდენიმე ასეულ ადამიანზე ან რამოდენიმე ათას კაცზე არამედ ქვეყნებზე..... როგორ შეიძლება იმ პიროვნებებთან საქმიანი ურთიერთობები ვინც ერებს ერთმანეთთან აპირისპირებს, ქადაგებს შოვინიზმს და ეთნიკურ შეუწყნარებლობას, საკუთარი ხალხის სისხლის წოვის ფასად შოულობს დიდ ფულს. ჩვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული, ჩვენ შეგვიძლია იზოლირება იმ პოლიტიკოსების რომლებიც არ იზიარებენ ფასეულობათა იმ სისტემას რაზეც საბოლოო ჯამში ჩვენი ორგანიზაცია ეფუძნება. ამის მაგივრად ზოგიერთი ჩვენი კლუბის წევრი მზად არის ეშმაკსაც კი შეეკრას თუ ეს დიდი მოგებას მისცემს, მიუხეედავად იმისა რომ მშვენივრად ხვდებიან, რომ ბოროტებას ემსახურებიან და პირდაპირ არღვევენ ორგანიზაციის განაწესს  -  რაღაცით გაღიზიანებული ფრენკი თავის უკმაყოფილებას არ მალავდა. 
  შემოქმედს ჩვენთვის არ აუკრძალია კომფორტში ცხოვრება, მით უმეტეს არ აუკრძალია შრომა და შრომის შედეგად მიღებული მატერიალური კეთილდღეობით სარგებლობა. იმისთვის რომ შევძლოთ იმ სარგებლის მიტანა ხალხამდე, რომლის ვალდებულებაც ჩვენ კლუბში გაწევრიანებით ვიტვირთეთ, ჩვენ სახსრები გვჭირდება, ჩვენ თუ შევზღუდეთ ჩვენი ორგანიზაციის წევრები თავის საქმიანობაში მაშინ ვერ შევსძლებთ იმ ფინანსების მობილიზებას რომელიც ამ დიად გეგმას ემსახურება  -  ჯონის ოდნავ გაწელილი საუბარი იმის მიმანიშნებელი იყო რომ ის არანაკლებ აღელვებული იყო და ეს მაიკლმა ზუსტად იცოდა.
  რა აზრი აქვს ისეთი ფინანსების მოზიდვას რომელიც შემდგომში ისეთ პრობლემებს შეგვიქმნის რომ ორ ან სამ იმდენს დაგვახარჯინებს, ან იძულებული გავხდებით ჩვენს პრინციპებს უღალატოთ და იმ უწესო ადამიანების ნებას დავყვეთ რომლებიც თვითონ ქმნიან ახალ მსოფლიო წესრიგს, უფრო სწორად კი დაღუპვისკენ მიყავთ პლანეტა ......
  ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩვენი კლუბის წევრებს რამე დავაძალოთ ან აუკრძალოთ.......
    მაიკლის გამოჩენასთან ერთად შეწყდა ეს საუბარიც, ჯონი ოთახის კუთხეში მოწყობილ ბართან მივიდა იქიდან ვისკის ბოთლი გამოიტანა, ორ ჭიქაში დაასხა და ფრენკს და ახლად შემოსწრებულ მაიკლს მიაწოდა.....
  შენ ალბათ ფული გჭირდება?  -  მშვიდად მიმართა შვილს.
  შენ საიდან იცი?  -  გაკვირვებულმა იკითხა ამ უკანასკნელმა.
  ვიცი, რომ ბოევიკებს ყავთ დაჭერილი შენი მეგობარი გოგონა...
  მამა, ფული მჭირდება......
  პრობლემა არ არის, რამდენი გინდა?
  გამოსასყიდის ფული მაქვს მაგრამ სახარჯოდ აღარაფერი მრჩება......
  ორ მილიონზე ჩეკს გამოგიწერ, საქმის ბოლომდე მოსაგვარებლად ფრენკი გამოგყვება, თუმცა მე რომ არაფერი ვთხოვო, როგორც ვიცი თქვენ კარგი მეგობრები ხართ და მარტოს არც გაგიშვებდა, ასე არ არის ფრენკ?  -  ღიმილით მიმართა ამ უკანასკნელს.
  მე უკვე ყველაფერი მზად მაქვს, ვერტმფრენზე მოლაპარაკებული ვარ, ჩემის ჯგუფის ოთხი წევრი გამოგვყვება, ზუსტად ვიცი მაიკლს ვერ შევაჩერებ, თორემ შეიძლებოდა მარტოც წავსულიყავი ამ პრობლემის მოსაგვარებლად.....  ეხლა კი მაპატიეთ და უნდა გამოგემშვიდობოთ, ზეგ დილას ადრე გამოგივლი და მზად იყავი  -  ბოლო სიტყვები მაიკლს რომ ეკუთვნოდა თავისთავად გასაგები იყო. 
    დილის შვიდი საათი იყო, მობილური ტელეფონის ზარმა რომ წამოახტუნა, ათ სუთში სახლის კარებთან გელოდებიო, მოკლედ მოუჭრა ფრენკმა და ტელეფონი გათიშა, ბიჭმა ფართხა-ფურთხით ჩაიცვა, ხელპირი დაიბანა და გარეთ გავარდა, თუმცა დათქმულ დროში მაინც ვერ ჩაეტია. მანქანის საჭეს თვითონ ფრენკი ეჯდა, მანქანაში ჩაჯდომისთანავე ფრენკმა საშვი მიაწოდა და თხოვა კისერზე ჩამოეკიდა, მაიკლს ზედმეტი კითხვები არ დაუსვია და უსიტყვოდ შეასრულა მითითება. სამხედრო ბაზაში სადაც ისინი მივიდნენ კარგად დაცული იყო, სამიბლოკ-პოსტის გავლა მოუხდათ სანამ ბაზის ტერიტორიაზე შევიდოდნენ.....
 დამელოდე აქ .....  ჯეიმსთან შევალ, ერთი მოვიკითხავ, მისგან დიდად ვართ დავალებული  -  არ დაიზარა ფრენკმა მაიკლი საქმის კურსში ჩაეყენებინა, ხუთი წუთში ისინი შვეულფრენთან მიაცილეს. მაიკლის მზერას არ გამოპარვია ერთნაირ შავ სათვალეებში, კბილებამდე შეიარაღებული ოთხი სამხედრო პირი. მხოლოდ მას შემდეგ რაც მისალმების ნიშნად ერთ-ერთმა მათგანმა, ბეჭებში გემრიელად ჩააზილა გაშლილი ხელი იცნო იურგენი, დანარჩენებიც კლუბის მცველთა რიგებიდან იყვნენ. სამჯერ მოუხდათ ტრანსპორტის გამოცვლა, ორჯერ შვეულმფრენი და საბოლოოდ ჯიპი გამოიყენეს. მანქანაზე თვითონ ფრენკი დაჯდა საჭესთან და ნახევარ საათში ისინი უკვე ფრონტის ხაზზე იყვნენ. ჯგუფს ფრენკი მეთაურობდა, მანქანა მოშორებით კარგად შენიღბულადგილას დატოვეს, ძალიან ფრთხილად, ისე რომ ბოევიკების შტაბის გარშემო დაყენებულ საგუშაგოებს არ შეემჩნიათ, ისე განალაგა ოთხივე მებრძოლი რომ შეძლებოდათ საჭიროების შემთხვევაში შენობისთვის გაეხსნათ ცეცხლი, თუმცა კატეგორიულად აუკრძალა ამის გაკეთება მისი სპეციალური მინიშნების გარეშე.  ორი უცხო ადამიანის გამოჩენამ შტაბთან ბოევიკების დაბნეულობა გამოიწვია, მათა ბრძანებაზე ხელები მაღლა აეწიათ ფრენკმა ღიმილი ვერ შეიკავა.
  თქვენს უფროსთან მიგვიყვანეთ, ის ჩვენ გველოდება  -  ეს სიტყვები ბრძანებად უფრო გაისმა ვიდრე თხოვნად. ჯერ კიდევ დაბნეულმა მეომრებმა ფრენკის მოთხოვნა სასწრაფოდ შეასრულეს. 
  როგორ მოახერხეთ ბანაკთან ისე მოხლოვება რომ ჩემმა მეომრებმა ვერაფერი გაიგეს? ამათთან მე კიდევ მექნება ამ საკითხზე საუბარი  -  მეთაურმა ცივი, გამყინავი მზერა მოავლო ჯგუფის წევრებს  - მაგრამ მე მაინტერესებს ჩასაფრებაშიც ხომ არ გყავთ ხალხი, იქნება რამე ცუდს აპირებთ?
 ჩვენ რომ თავდასხმა გვდომებოდა თქვენ წინ არ გამოვცხადდებოდით, თქვენს მიერ დაწესებული თანხა მოგიტანეთ, მაგრამ ის რასაც თქვენ აკეთებთ არ ეკადრება სამხედრო პირს და არც ამერიკელებთან ერთად თავისუფლების იდეისთვის მებრძოლ ადამიანს  -  ფრენკი პასუხი თავაზიანობისაგან ძალიან შორს იყო.
 თქვენ თვლით რომ ამერიკის შეერთებული შტატები თავისუფალი იდეებისთვის მებრძოლ ქვეყანათა შორის ავანგარდში მოიაზრება? როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის სურვილი გამოვთქვით რუსებმა გენოციდი მოგვიწყვეს, პირველ კომპანიაში უზარმაზარი სახელმწიფო, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო მანქანა დავამარცხეთ და რუსები ვაიძულეთ ჩვენთან მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო, თითქოს შევთანხმდით მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, მაგრამ შეიცვალა უმაღლესი ხელისუფლება და პრეზიდენტის პოსტი შეითავსა კაციჭამიამ, რომელმაც მეორე კომპანია წამოიწყო ჩვენს წინააღმდეგ რაც ჩეჩენი ერის პირწმინდად განადგურებას ისახავდა მიზნად და რაც დღესაც გრძელდება..... რა ქნა მსოფლიო საზოგადოებამ რომ ეს შეეჩერებინა? ორი თვით შეუწყვიტეს უფლებამოსილება რუსულ დელეგაციას ევროპარლამენტში. შემდეგ ყველაფერი ისევ ჩვეულებრივად გაგრძელდა თითქოს აღარ კლავდნენ ჩეჩნებს და ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობამ დაისადგურა.....
   თქვენ ბრძოლის იარაღად ტერორიზმი აირჩიეთ რითაც უიარაღო, მშვიდობიან მოქალაქეებს აყენებთ საფრთხის წინაშე. მოსკოვში, ნორდ-ოსტის სახელით ცნობილ ტერაქტს 170 ადამიანი შეეწირა, ჩრდილოეთ ოსეთში 350 ბავშვი დაიღუპა.....
   რუსულ დეზინფარმაციას ყველაფერს ნუ დაუჯერებთ! თეატრში რუსულმა სპეცსამსახურებმა გაუშვეს მომწამლავი გაზი და შვიდ თუ რვა თქვენთვის ე.წ „ტერორისტს“ მიაყოლეს 170 თავისი მოქალაქე, რომელიც ჩეჩნებმა მძევლად აიყვანეს, ბესლანში ჩვენ მოლაპარაკებები მოვითხოვეთ და ამ მოლაპარაკებებში ჩართვას დათანხმა ჩვენთვის დიდად პატივსაცემი ადამიანი, ავღანეთის კომპანიის მონაწილე, რუსეთის ფედერაციის გმირი, გენერალი რუსლან აუშევი, მასთან შეთანხმების შედეგად ნაწილი მძევლებისა გაანთავისუფლეს, მაგრამ ამით დამთავრდა მოლაპარაკების პროცესი, მეორე თუ მესამე დღეს რუსებმა ცეცხლი გახსნეს და ზუსტად ის მეომარი მოკლეს ვისაც ფეხი ედგა დეტონატორზე, ვისმა ვიკვდილმაც ავტომატურად გამოიწვია ასაფეთქებლის ამოქმედება და პირველი მსხვერპლი.... მსოფლიოს ყველა ბავშვი ბავშვია და ჩეჩენი ბავშვები ბავშვები არ არიან? 42 000-მდე ბავშვია ამ დღემდე დაღუპული, 255 000 ადამიანი უგზო-უკვლოდ გამქრალი ან დაღუპული საფილტრაციო ბანაკებში, მაგრამ ეს არავის აინტერესებს, უთხარით აბა აიშეს  -  იმ წუთში დატყევევბულ მეგისთან ერთად შემოსულ ჩადრიან ქალზე მიუთითა მეთაურმა  -  შენი შვილები სხვებზე ნაკლებები იყვნენ რამეთიო და მერწმუნეთ უცბად მიიღებს შუბლში ტყვიას, ამ პატარა კაცებმა მამა არ გაატანეს მკვლელებს და იარაღით ხელში დაეცნენ უთანასწორო ბრძოლაში, იცით რამდენი წლისანი იყვნენ მაშინ? უფროსი ათი წლის და უმცროსი ცხრა წლის.....არის საერთაშორისო ორგანიზაციები რომლებიც მთელს მსოფლიოსი იცავენ ბავშვთა უფლებებს, მათ სიცოცხლეზე ხომ საუბარი არ არის, არის ასევე ადამიანთა უფლებადამცავი ორგანიზაციები მხოლოდ არა ჩეჩნებისთვის, მარტო ჩვენ არ ვართ ასე.... ლამის 500 000 ქართველია გამოძევებული საკუთარი მიწიდან, ბევრს საუბრობენ მათ დახმარებაზე, მაგრამ ვერავინ ახერხებს მათ საკუთარ სახლში დაბრუნებას მხოლოდ იმიტომ რომ რუსეთის ხელისუფლებას არ უნდა ეს.... მიუხედავად იმისა რომ არანორმალურად მძულს რუსები, მაინც პატივს ვცემ, კონკრეტული ხალხია და კიდევ უფრო სერიოზული ხელისუფალი ყავს, ჯერ აფხაზებს და ოსებს დამოუკიდებლობა მოუპოვეს, მერე ოსებს დაპირდნენ ქართველებს წკუას ვასწავლითო და რეგულარული ჯარი შეიყვანეს სხვა სახელმწიფოში, დედაქალაქთან ორმოც კილომეტრში გაჩერდნენ..... თქვენ, თითქმის ნახევარი მსოფლიო ფეხებზე დაგიკიდეს...... მეომარი ვართქო ცოტა ხნის წინ ვთქვი, ადამიანის მოკვლა ჩემთვის არ ახალია, მაგრამ ის რაც მე მეიდანზე ვნახე უკრაინაში, არსად არ მინაიხა..... მხედველობაში მაქვს მეიდნელების ხოცვა, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ესენი რუსების მიერ გამოგზავნილი სპეცნაზელები იყვნენ, ან სპეციალურად ასეთი მომენტისთვის სპეციალურად ადგილობრივი რუსებისგან შერჩეული ხალხი.... მეომარი ასე ცივსისხლიანად უირაღო ადამიანს ვერ მოკლავს, თითქოს კურდღლებზე იყვნენო გამოსულები სანადიროდ, პირდაპირ თავში უმიზნებდნენ უიარაღო მოქალაქეებს. 
  მე მომიწია საქართველოში ყოფნა ზუსტად მაგ პერიოდში და ვიცი იქ რა ხდებოდა..... თქვენ არ ეხმარებოდით აფხაზებს, თქვენ არ იყავით ქართველების მოჭრილი თავით ფეხბურთს რომ თამაშობდით? განა რუსული ფსბ არ გაგზავნიდათ იქ საომრად? განა რუსების შექმნილი არ იყო ის მთიელთა კონფედერაცია რომელიც კურირებდა თქვენს შეიარაღებას და ადგილზე ჩაყვანას? ასე რომ არ გინდა, შენ მორალი შეგიძლია ვინმე სხვას წაუკითხო, ოღონდ მე არა....
  მე მეომარი ვარ და მორალის კითხვა ჩემი საქმე ნამდვილად არ არის, უბრალოდ ერთი რამე ნამდვილად  ვიცი, რუსეთის ხელისუფლება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ის არც უკრაინაზე არ გაჩერდება და მარტო იქ არ დაღვრის სისხლს. ამ კაცს, თქვენ მიხვდებით ვისაც ვგულისხმობ, საბჭოთა კავშირის აღდგენა აქვს ჩაფიქრებული, ოღონ სხვა სახელწოდებით, და თქვენ...... ეს უმაქნისი, მშიშარა პოლიტიკოსები წიანააღმდეგობის გაწევას და მის შეჩერებას ვერ შესძლებთ, საკუთარ სისხლში ჩაახრჩობს ყველა იმ ყოფილ რესპუბლიკას რომელიც ამას არ დაეთანხმება... რაც შეეხება ქართველებს, ჩვენ კავკასიელები ერთმანეთში როგორმე მოვრიგდებით მითუმეტეს ისეთი ხალხი როგორიც ჩვენ ვართ, ვაღიარებთ შეცდომებს და ვაპატიებთ, მათაც ქონიათ გადაცდომები, მაგრამ ჩვენ ვაჯკაცობა და კაცური ღირსება ერთნაირად გვესმის..... ჩვენ გაუგებთ ერთმანეთს.... თქვენთან ურთიერთობის შემდეგ რამე კარგი რომ არ გავიხსენო, შეიძლება ვინმე ჩემიანი შემომაკვდეს, მუსტაფა გადაითვლის ფულს და ქალსაც გაგატანთ...
   მეთაურმა რაღაცა გადაულაპარაკი მის გვერდით მჯდომ მეომარს უცხო ენაზე, დემოსტრატიულად შემოტრიალდა ზურგით სტუმრებისკენ და კუთხეში მდგარ ტელევიზორს მიაჩერდა, მეომარმა კომოდის რომელზეც ტელევიზორი იდგა, ერთადერთი გადარჩენილი ყუთი გამოაღო დივიდი ფლეიერებიდან ერთერთი ამოარჩია და ტელევიზორში ჩააგდო. ეკრანზე ჯერ სახლის გარე ხედი გამოჩნდა, დიდ უშველებელ ეზოსთან ერთად, დაახლოვებით ეზოს შუაში ორი, სიდიდის მიხედვით თუ იმსჯელებდა კაცი, ყველაზე ცოტა ორასწლიანი მუხის ხეები იდგა. ამ სახლ-კარის პატრონს ხეებს შორის მაგიდა ჩაედგა და მშვენიერი საგრილობელიც გაეკეთებინა. შემდეგ კადრებში უკვე  ოჯახში გაშლილი სუფრაც გამოჩნდა. სუფრის თავში ახალგაზრდა კაცი იჯდა, ვისაც სუფრის წევრები ჭიქით ხელში მიმართავდნენ ხოლმე, ისიც ფეხზე ადგომით მადლობას უხდიდა ამ უკანასკნელთ და შიგადაშიგ კისერზე ჩამოკიდებულ მედალს წარუდგენდა ხოლმე.
   მაიკლის და ფრენკის დანახვით გამოწვეული სიხარული მეგიმ მალევე მოთოკა, მხოლოდ ეხლა გააცნობიერა ქალმა რომ შიშის განცდა თითქმის არც ქონია, უფრო მეტად დისკომფორტის შეგრძნება აწუხებად რომელიც ერთ ოთახში ჯდომით და გადაადგილების შეზღუდვით იყო განპირობებული. მშვიდად ელოდა მეგი, მაგიდასთან მიმჯდარი, პროცესით გამოწვეული სიამოვნებისთვის უკვე შინაგანად შემზადებული მუსტაფა, როდის მიითვლიდა ფულს და სამაგიეროდ დააბრუნებდა აპარატურას, თუმცა ეკრანზე გამოჩენილი პირველივე კადრებისთანავე ქალს სახე შეეცვალა, გაფართოებული თვალებით მიაჩერდა ეკრანს, მექანიკურად აწია ხელი, ეკრანისკენ გაიშვირა:
  ეს კახეთია?  -  რუსულად შეეკითხა მეთაურს. 
  შენა საიდან იცი?  -  ამჯერად მეთაურის ხმაში გაისმა გაკვირვება. 
  ეს კოზმანაშვილების ოჯახია?  -  ხმაჩავარდნილმა იკითხა.
  კი ......
    ეკრანზე, ოთახში ღვინის სავსე დოქებით შემოსულ ასაკოვან კაცს სტუმრები ფეხზე ადგომით შეეგებნენ, მათ შორის ვინც კაცს პირზე კოცნით ესალმებოდა მაგიდასთან მჯდომი რაზმის მეთაურიც იყო: 
  შენ ამ კაცს იცნობ?  -  დაკვირვებით შეეკითხა მეგის.
  ეს კაცი მამაჩემია  -  მიუგო ქალმა.
  აბა დათო შენი ძმაა?  -  ისევ იკითხა რაზმის მეთაურმა და კისერზე მედალჩამოკიდებულ ყმაწვილზე ხელით მიათითა.
  არაააა.... არ ვიცნობ.....
  ქალბატონი მარიამი შენი დედა არაა?
  არა.....
  მოიცა-მოიცა, მე მგონი რაღაცას ვხვდები!...... დედაშენს ალბათ ოლგა ქვია, ბატონი მამუკას პირველი ცოლი...  -  წინადადების დამთავრება არ დასცალდა რაზმის მეთაურს.
  კი, დედაჩემს ოლგა ქვია, ჩვენ დიდი ხანია იქ აღარ ვცხოვრობთ......
   მაგი უკვე მეც ვიცი... მუსტაფა საწრაფოდ მოუტანე აპარატურა, ერთი ნაფხაჭნიც რომ იყოს ზედ სადმე, ცოცხლები ვერც ერთი ვერ გადამირჩებით!  -  მიმართა მაგიდასთან მჯდარ მის მარჯვენა ხელს. 
   გაოგნებულ მეგის აღარაფერი ახსოვდა, უხმოდ მოტრიალდა და ოთახიდან გამოსული ისე დაადგა გზას არც კი გაუაზრებია რატომ და საით მიდიოდა, თუ რამე ქონდა სასიამოვნოდ გასახსენებელი ბავშვობაში, ყველაფერი, როგორც ჩიტების გუნდი ისე წამოეშალა ერთბაშად....
  შენ რა გაგიჟდი? რომ მიდიხარ სად მიდიხარ.... აპარატურა არ გჭირდება? მერე რომ დაადე თავი და მიდიხარ აქ ფრონტის წინა ხაზია, საიდან შეიძლება სნაიპერის ტყვია გამოფრინდეს კაცმა არ იცის  -  გაბრაზების დამალვა არც უფიქრია ფრენსკს. ავტომატის ჯერის ხმაზე ფრენკს მაიკლმა დაასწრო, ქალი ძირს დააგდო და ზემოდან გადაეფარა....
  ამერიკელებო არ მესროლოთ....  აპარატურა აღარ გინდათ?  -  ყვიროდა სირბილით უკან გამოდევნებული მუსტაფა. ერთ საკმაოდ მოზრდილ ყუთში ჩადებულ აპატატურას ზემოდან გამჭვირვალე ცელოფანი ედო რომელშიც სულ ცოტა ხნის წინ ბოევიკებზე გადაცემული ასდოლარიანების გაუხსნელი შეკვრები ელაგა.....
  ეს რა ფულია?  -  გაკვირვებულმა იკითხა საწრაფოდ ფეხზე წმომდგარმა ქალმა.
   ომარმა ასე თქვა ჩემი ძმაკაცის ნახევარდას მე ფულს ვერ წავართმევო და დამავალა თქვენთვის ბოდიში მომეხადა  -  მოკლედ მოსჭრა უკმაყოფილო მუსტაფამ და ყუთი ძირს დადო. 
   უკან იმავე გზით დაბრუნდნენ, მეორე დღის უკვე საღამო იყო როდესაც მაიკლმა მეგი სახლში მიაცილა, როდესაც ქალთან დარჩენა მოისურვა, მეგიმ პირვლად მათი გაცნობის დღიდან უარი უთხრა ბიჭს სურვილის შესრულებაზე, ძალიან დაღლილი ვარ, ხვალ მე თვითონ გნახავო დაპირდა და კარებამდე მიაცილა. ფრენკი ჯერ კიდევ სახლის კარებთან იდგა როდესავც მაიკლი სახლიდან გამოვიდა.
   მელოდებოდი?  -  იკითხა მანქანაში ჩამჯდარმა  ბიჭმა.
   როგროც ხედავ   -  დაუბრუნა პასუხი ფრენკმა.
   შეიძლებოდა დავრჩენილიყავი.....
   არ დაგიტოვებდა, ასეთი დაბნეული არასოდეს მინახავს....
   რა სისულელეებს გველაპარაკებოდა ის ყაჩაღი  -  სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი მაიკლმა.
   სამწუხაროდ ის კაცი ბევრ ჩვენს პოლიტიკოსზე უფრო საღად აზროვნებს, რუსული სადაზვერვო სამსახურის სპეცრაზმელები უკვე ყირიმის ნახევარკუნძულს აკონტროლებენ, ხვალ-ზეგ ამ ტერიტორიას რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად მიიერთებს და უკრაინის ფედერალიზაციას შეეცდება, რათა უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, ანუ მასზე კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში, ქვეყანა შუაზე გახლეჩა შესძლოს, სამომავლოდ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების მიერთების მიზნით. ეს ოკუპაციის აპრობირებული, კლასიკური ვარიანტია და რაზეც შესაბამის რეაგირებას ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობიდანაც კი ვერ მივაღწიე......
   ეს იყო იმ კამათის მიზეზი შენ და მამაჩემს შორის, რომელსაც მე შემოვესწარი?  -  ისევ იკითხა მაიკლმა.
   კი  -  მოკლედ გასცა პასუხი ფრენკმა.
   კი, მაგრამ თქვენ რა შუაში ხართ? თქვენ რა შეგიძლიათ რო?
    ფრენკმა ირონიული ღიმილით შეხედა ფრენკს  -  შენ ვერ ასიგრძე-განედებ ჩვენი ორგანიზაციის შესაძლებლობებს, შენ როგორ ფიქრობ, ვინ ირჩევს ამერიკის შერთებული შტატების პრეზიდენტს?
  ამერიკელი ამომრჩეველი ..... და არ მითხრა ეხლა ეს ასე არ არისო.....
   ნამდვილად მასეა, მაგრამ საარჩევნო კომპანიები რომლებსაც კანდიდატები ატარებენ ერთმანეთის მოწინააღმდეგე პარტიებიდან ათეულობით მილიონი დოლარი ჯდება, შენ როგორ გგონია ვინ უფინანსებს ამ საარჩევნო კომპანიებს პრეზიდენტობის კანდიდატებს? შენ როგორც მე ვიცი ფინანსისტი ხარ პროფესიით.... მითხარი ვინ ბეჭდავს ფულს? კერძო კომპანია ხომ არა? და რატომ ყიდულობს მისგან სახელმწიფო ფულის ნიშანს?.... ჩვენი ორგანიზაციის წევრები არიან, არა მარტო ამ ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები..... ჭკვიანი კაცი ხარ, დანარჩენი დასკვნები შენ თვითონ გააკეთე......
   ეს გასაგებია მაგრამ, რეალურად თქვენ რა ინსტრუმენები გაგაჩნიათ რომ უცხო ქვეყნის, განსაკუთრებით ისეთი აგრესიულის როგორიც რუსეთია საგარეო პოლიტიკა შეცვალოთ?
    მარტო ჩვენს ორგანიზაციაში ვიცი ათი ადამიანი ვისაც დიდი ფული აქვს ჩადებული რუსეთში,  რამდენადაც მე ინფორმაციას ვფლობ ასზე მეტი ამერიკული-რუსული წარმოება მუშაობს, რომელიც ამერიკელების მიერ არის დაფინანსებული, ჩვენ გაგვაჩნია იმდენი გავლენა რომ ნავთობზე ფასი დავაგდოთ და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გაზის მოპოვება გვზარდოთ, აღარ ვლაპარაკობ იმაზე რომ ყველა ჩვენი შეთავაზება, ევროპაში ალტერნატიული გაზმომარაგების პროექტებზე რუსებმა ჩააგდეს .....
   კი მაგრამ მარტო ჩვენ რატომ უნდა ვიზრუნოთ მთელს მსოფლიოზე? ეს ჩვენს ეკონომიკაზე ძალიან მწარედ დაარტყავს, დიდ დანაკარგებთ გვექნება საქმე, პირველ რიგში რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ევროპაზე აისახება, კეთილი ინებონ და შესაბამისი გადაწყვეტილებები მათაც მიიღონ  -  აღშფოთებული პასუხობს მაიკლი. 
   ევროპა ყოველთვის აგვიანებდა რეაქციას ამა თუ იმ მოვლენაზე და ჩვენი რეაქცია ხშირად განაპირობებდა ხოლმე მათ პოზიციას, ეს ერთი მხრივ მისასალმებელია რამეთუ ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერესა და მისდამი განსაკუთრებულ პატივისცემაზე მეტყველებდა...... ჩვენმა მცდელობამ რუსეთთან დაახლოვებასა და მის მსოფლიო სივრცეში ინტეგრირებაზე უშედეგო აღმოჩნდა, რამაც თავისთავად ყველას იმედის გაცრუება გამოიწვია. ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ ეს ამერიკის უნიათობად და პირველობის პალმის დათმობის ნიშნად მიიღო, შესაბამისად ქვეყნის პრესტიჟი დაეცა, საფრანგეთს უკვე გადაწყვეტილი აქვს რუსეთს მძლავრი იარაღი, სტრატეგიული დანიშნულების გემი „მისტრალი“ მიყიდოს რომლითაც ხვალ ან ზეგ „ნატოს“ ჯარიკაცები შეიძლება გაანადგურონ, რუსეთზე აღარფერს ვამბობ, მსოფლიოს დასაცინი და თითით საჩვენებელი გაგვხადა..... საბოლოოდ ადრე იქნება თუ გვიან მსოფლიოს მოუეწევს რუსეთის ქმედებებზე შესაბამისი პასუხის გაცემა ოღონდ მერე მართლა გვიან არ იყოს და რუბიკონი რომელიც მშვიდობასა მესამე მსოფლიო ომს შორის გადის, გადალახული არ აღმოჩნდეს..... არცერთი ადამიანის სიცოცხლე არანაირ ფულად არ ღირს.....
  ისე პროფესიონალი სამხედროსგან და გამოცდილი მეომრისაგან  ცოტა უცნაური მოსასმენია პაცეფისტური აზრები  -  ღიმილით მიმართა მაიკლმა ამ უკანასკნელს.
   არავინ არ იცის ისე სიცოცხლის ფასი როგორც ადამიანმა ვინც თვითონვე ართმევს ადამიანს სიცოცხლეს და ყოველ წუთს შეიძლება თვითონ გახდეს სხვისი ტყვიის მსხვერპლი. თუ ადამიანია გადასარჩენი და იქვე ახლო-მახლოს სამხედრო პირი შემთხვევით აღმოჩნდა ვერავინ დაასწრებს მას ადამიანის შველას, იმიტომ რომ დაჭრილი მეომრის მშველელი მის გვერდით მყოფი მეომარია, ეს ინსტიქტის დონეზე განვითარებული ავტომატიზმია, თუმცა ძალაინ ცოტაა ისეტი ადამიანი ვინც გინდაც ერთი კომპანიის შემდეგ ჯამრთელი ფსიქიკის შენარჩუნებას ახერხებს, მე ამ წუთში ასეთ ადამიანებზე გელეპარაკები...... 
   ბარში მინდა დაგპატიჟო, დღეს დალევის ხასიათზე ვარ..... ხომ უნდა ავღნიშნოთ ჩვენი უსაფრთხო დაბრუნება?.....
   ლამის უკვე შუადღე იყო როდესაც მაიკლი საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე დადებული, მობილური ტელეფონის ზარმა გააღვიძა:
  რომელი ხარ?  -  უკმაყოფილო ხმით იკითხა ჯერ კიდევ ძილ-ღვიძლში მყოფმა ბიჭმა.
  მაპატიე თუ გაგაღვიძე  -  მეგის ხმა ყველაზე სასიამოვნო მუსიკად ჩაესმა მაიკლს ყურში.
  ხო.... გუშინ რომ გამომაგდე სახლიდან მე და ფრენკმა კარგად დავლიეთ ბარში.....
  მაპატიე მაიკლ, გუშინ მე შენთვისაც კი ვერ ვიქნებოდი სასიამოვნო მეგობარი.....
  არასასიამოვნო მოგონებებმა ხომ არ შეგახსენეს თავი?  - ჩაეძია უკვე ბოლომე გამოფხიზლებული ბიჭი.
  არა.... ამას ასე მარტივად ვერ განსჯი.... მაგრამ შენ თუ გაინტერესებს დამპატიჟე ვახშმად და ყველაფერს მოგიყვები  -  გამოწვევად გაისმა ქალის სიტყვები.
  შევთანხმდით, შვიდ საათზე გელოდები სასტუმრო იმპერიალში, მაგიდიდან პირდაპირ აპარტამენტებში გადავინაცვლებთ..... თუ გინდა პირდაპირ იქ მოგვართმევენ ვახშამს.....
  მაგ იდეა უფრო მომწონს  -  ქალს არც ამჯერად დაუმალის მაიკლთან მარტო დარჩენის სურვილი...
                                                                           თავი მეოთხე    
    მეგი თავის თავს არ ღალატობს, ღიმილით გაიფიქრა მაიკლმა, გამოემშვიდობა ქალს და ტელეფონი გათიშა. სააბაზანოდან გამოსული მაიკლი ტელეფონით შეუთანხმდა მძღოლს თუ როდისთვის ჭირდებოდა მანქანა. მაიკლი კარგად იტანდა ალკოჰოლს, დალევაც კარგად შეეძლო და რაც ფრენკმაც აღნიშნა, მაგრამ მისი აქილევსის ქუსლი ნაბახუსევზე ცუდად ყოფნა იყო. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ამ მდგომარეობიდან ვარჯიშით და ოფლის დენით გამოდიოდა, რითაც ახალგაზრდა კაცი, ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელის გულისწყრომას იმსახურებდა, შენ რომ ასეთი ძლიერი ორგანიზმი არ გქონდეს უეჭველი დაიავადმყოფებდიო გულს, ხშირად უთქვამს მისთვის ყოფილ სპორცმენს და ამავდროულად სპორტული ტრავმატოლოგიის ერთერთ ცნობილ სპეციალისტს. ამჯერადაც ორი საათი გაატარა მორბენალ ბილიკზე, ცოტა ხანი სხვა ტრენაჟორებზეც ივარჯიშა. ხელმეორედ საშხაპეში შებრუნებულს და მალევე გამოსულს ცოტა თითქოს ძილიც მოერია, არც ამაზე უთქვია საკუთარი თავისთვის უარი მაიკლს გემრიელად მოეწყო დივანზე და მუსიკაც ჩართო დაბალ ხმაზე.  უკვე მოსაღამოვებულიც იყო როდესაც დივანძე ჩაძინებულ ბიჭს გამოეღვიძა, საათს გახედა, მეგისთან შეხვედრამდე კიდევ ორი საათი იყო დარჩენილი, მშვენიერია გაიფიქრა მაიკლმა სანამ აუჩქარებლად ჩავიცმევ შვიდის ნახევარიც გახდება......
   შვიდის ნახევარზე მაიკლ უკვე ყველაფერი მოგვარებული ქონდა, აპარტამენტები დაჯავშნილი, ვახშამი შეკვეთილი და სასტუმროს მოსამსახურე პერსონალი გაფრთხილებული, მაგრამ მაინც ვერ მოისვენა ნომერში, ის იყო ლიფტიდან გამოვიდა რომ კარისკაცმა კარები გაუღო მეგის და შენობაში მიიწვია. მაიკლისთვის ლამაზი ქალები უცხო ხილი არ იოყო და საკმაოდ მალედაც ბეზრდებოდა ისინი, მაგრამ მეგის შემთხვევაში ამ სტერეოტიპმა აშკარად არ იმუშავა, ეს ქალი დღესაც ისევე უდუღებდა სისხლს, როგორც მისი გაცნობის პირველ დღეს. მაიკლი მიეახლა ქალს, მოეხვია და ისევ ლიფტისკენ გაუძღვა, კარებში შესვლა ძლივს აცალა ქალს, მოეხვია, გემრიელი ტუჩები დაუკოცნა, ხელი თავისთავად გაცურდა ქალის მკვრივი, კოპხტა უკანალისკენ.....
  თუ ჩემი ამბები არ გაინტერესებს, ვახშმობა მაინც მაცალე  -  ღიმილით „უსაყვედურა“ ქალმა ბიჭს.
  მაპატიე, ძალიან მომენატრე..... რატომ იყავი ცუდად?
   არა, ცუდად არ ვყოფილვარ..... თუმცა ხალისი მომემატა თქო მშობლიური სახლის დანახვისასთქო ვერ ვიტყვი.....
  ოჯახის წევრები ცუდად გექცეოდნენ?
  არა... ბებიაჩემს და ბაბუაჩემს ძალიან ვუყვარდი და უზომოდ განებირებულიც ვყავდი. მაგრამ..... მე მგონი ნათქვამი მაქვს შენზე, მამაჩემის დედა კატინსკის მსხვერპლის, პოლონელი ოფიცრის შვილია მეთქი. მიუხედავად იმისა რომ პოლონელი ოფიცრების ღალატით დახვრეტის ფაქტს საბჭოთა კავშირი საგულდაგულოდ მალავდა და რიბენტროპ-მოლოტოვის საიდუმლო პაქტი, მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გასაჯაროვდა, ბებიაჩემმა ყოველთვის ჯეროდა რომ ეს რუსების ხელით გაკეთებული საქმე იყო, შესაბამისი დამოკიდებულებაც ქონდა დედაჩემის მიმართ. მამაჩემი წარმოსადეგი, სიმპატიური კაცი იყო....  რაც შენ იმ კადრზე ნახე, მხედველობაში მაქვს სუფრა, ეს ქართულ ოჯახში საკმაოდ ხშირი შემთხვევაა. ქართველებმა კარგი ღვინის დაყენება იციან და უზომოდ სმასაც იტანენ, ეს მათი უძველესი კულტურიდან მოდის..... ჩვენი ოჯახი იმ ქალაქში დიდი პატივისცემით სარგებლობდა, ამიტომ ხშირად ჩვენთანაც მოდიოდნენ და თავისთანაც ხშირად ეძახდნენ. როგორც უკვე გითხარი მამაჩემი სიმპატიური კაცი იყო და ქალების მხრიდან უყურადღებობას ნამდვილად არ განიცდიდა..... ყოველივე ეს დედაჩემზე მოქმედებდა და საბოლოოდ ის ერთადერთი ადამიანი ვისთანაც მას გულის მოოხება შეეძლო ეს ისევ მე ვიყავი.... პატარა გოგონას თხელი მხრებისთვის ეს მძიმე ტვირთი იყო. ლამის მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, მაგრამ საქართველოში რაც წამოვედით იმის მერე არ ვყოფილვარ.....    ოთახში ჩამოვარდნილმა დუმილმა მაიკლი მიახვედრა რომ ქალის ხასიათის გამოსასწორებლად სასწრაფოდ რაღაცა უნდა ეღონა.
   ბიჭმა ტელეფონზე დარეკა და შეკვეთილი ვახშმის მოტანა მოითხოვა, ბოლომდე მენიუს ჩამოთვლაც კი ვერ მოასწრო, რომ კარებზე დააკაკუნეს და შეკვეთა მოართვეს. გემრიელი ვახშმის და ძვირფასი შამპანურის შემდეგ ქალის მოწყენილობა ისევ წარსულ დღეებს დაუბრუნდა და მაიკლის წინ ისევ ის სიცოცხლის მოყვარული და მხიარული მეგი წარსდგა. 
  ცეკვა მინდა!  -  ჭირვეულად მოითხოვა მორიგი სასმისის შემდეგ ოდნავ სახეშეფაკლულმა მეგიმ.
  თუ გინდა ბარში ჩავიდეთ  -  შესთავაზა თავის მხრიდან მაიკლმა. 
  არა, მინდა მარტო მე და შენ ვიყოთ.... აქ არ იქნება ნეტა რაიმე საშუალება.....
  თუ ფასისი მიხედვით ვიმსჯელებთ, აქ კარგად თუ მოძებნე სურვილების შემსრულებელი ოქროს თევზიც კი უნდა იყოს.....
  და შენ რა სურვილს ჩაუთქვავდი?  -  ინტერესით შეეკითხა ქალი ბიჭს.
  მე უკვე ჩაუთქვი და შემისრულა კიდეც......
  და მაინც რა ჩაუთქვი.....
  ჩემს საყვარელ ქალთან განმარტოვების საშუალება მომეცი რომ დაუკითხავად ვერავინ შეგვაწუხოს მეთქი ...
  ვაი! ნახე მართლა ყოფილა მუსიკალური ცენტრი თავისი დისკებით..... ნახე! ელ ტონ ჯონი, ბარი ვაითი, ხულიო ეგლესიასი.... მაგას დავდებ!  -  ქალმა სიმღერა დადო მაიკლის ხელი წელზე დაიდო და მთელი სხეულით მიეკრა. ბიჭმა სულ ახლოს იგრძნო საყვარელი ქალის სურნელი, მაგრად ჩაიკრა, თვალებით შეჭამა ქალის ლამაზი ცხვირ-პირი, ფრთხილად მიუახლოვა სახე სასურველ ტუჩებს, თუმცა ლოდინი მის მოსანადირებლად არც დასჭირვებია....  ქალმა პირველმა თვითონ გამოუწოდა ტუჩები, მარწყვზე უფრო გემრიელი და ტკბილი იყო ეს კოცნა..... მაიკლმა იგრძნო ადუღებულმა სისხლმა როგორ შეაღწია მთელ სხეულში, ყველა ნერვში ყველა უჯრედში..... გახელდა ბიჭი, მოწყურებული დაეწაფა ქალის სავსე, მოფერებისთვის გამზადებულ ტუჩებს. ერთმანეთის ფერებაში ვერც კი გაიგეს როდის გათავდა სიმღერა. ქალი ძლივს მოშორდა მაიკლს, ძალაგამოცლილი დივანში ჩავარდა, კაბის კალთა ჩაუცურდა და ჩამოთლილი მომხიბლველი ფეხები მთელი თავისი სილამაზით გამოაჩინა. მაიკლის მოთმინების ფიალისთვის ეს უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა, ხელში აიტაცა ქალი, საწოლი ოთახისაკენ გააქანა.....
   დილით საუზმეზე, მაიკლის წინადადებას ზამთრის საკურორტო სეზონი, ერთად გაეტარებინათ დავოსში, მეგი აღფრთოვანებით შეხვდა.
  თხილამურებზე დგომა იცი?  -  შეეკითხა მაიკლი ქალს.
  საქართველო, სადაც მე დავიბადე, ეს მთებით გარშემორტყმული ქვეყანაა, დედაჩემისთვის ის ერთადერთი თუ არა, ერთერთი სიამოვნება რომელზეც უარს არასოდეს ეუბნებოდნენ (მამაჩემს ჩვენი დაფინანსების პრობლემა არასოდეს ქონია) ზამთარში ან ბაკურიანში, ეს წიწვოვანი ტყეებით მდიდარი მთიანი მხარე არის, ან უფრო მოგვიანებით გუდაურში, ეს დედაქალაქიდან 2-3 საათის სავალში მანქანით, სპეციალურად სათხილამუროდ გაშენებულ დასახლებაში გვიშვებდნენ. ასე რომ თხილამურებზე დგომა, სიარულზე ადრე ვისწავლე..... გინდა შევეჯიბროთ ერთმანეთს, ისე არ გირჩევ.... წააგებ. კოლეჯში ჩემს სასწავლებელს, სტუდენტურ ოლიმპიადაზე ოქროს მედალიც კი მოუპოვე. ჟურნალისტობა ასე ძალიან რომ არ მდომებოდა, ალბათ პროფესიონალი მოთხილამურე გამოვიდოდი.....
  მეც ბავშვობიდან ვდგავარ თხილამურებზე და არც სპორტთან ურთიერთობა მაკლია.... ასე რომ ვნახოთ. გინდა დავნაძლევდეთ?
  კი ბატონო..... ერთ სურვილზე.....
   ამ საუბრიდან ორ დღეში შეყვარებულები, იმ სასტუმროს აპარტამენტებში ისვენებდნენ რომლის საჭიროებაში ასე ეპარებოდა თავის დროზე მაიკლს. ისე მოხდა რომ მათი მარშრუტის გზაზე აღმოჩნდა, ფრენკის თანამებრძოლის კაფე-ბარი, სადაც უგემრიელესი საჭმელების მენიუს თვითონ მეპატრონე ურჩევდა შეყვარებულ წყვილს. სანაძლეო მაიკლის და გასაკვირად მართლაც მეგიმ მოიგო რამდენჯერაც ერთმანეთს სისწრაფეში გაეჯიბრნენ იმდენი გამარჯვებული ქალი დარჩა. 
  იმ დღესაც ჩვეულებისამებრ, მას მერე რაც კარგად იჯერეს გული თხილამურებზე სრიალით, დაღლილებმა და მგლებივით მშივრებმა განსის კაფე-ბარს მიაშურეს, განსმა ამჯერად შეწვარი კუპატები გამოუტანა თავისი ხელით განსაკუთრებულს სტუმრებს, ჩვენი საერთო მეგობარია დღეს ჩემთანო, წყვილს აუწყა...
  ვისზე მელაპარაკები?  -  გაკვირვებით კითხუობს მაიკლი.
  ფრენკი! ....
  სად ზის? მოდი მივიდეთ  -  თხოვა მეგიმ მაიკლს.
  არ გირჩევდით..... ძალიან ცუდ ხასიათზეა  -  გააფრთხილა განსმა სტუმრები.
  რა იყო..... ხომ არ ჩხუბობს?  -  ღიმილით „ჩაეძია“ მაიკლი.
  ფრენკი მარტო ომობს... მე არ მახსოვს მას სიტყვით და თავისი იერით არ აეძულებინოს, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ქცევის საზოგადოებაში მიღებულ ნორმებში დაეცვას.
  აბა რაში შეატყე რომ ცუდ ხასიათზეა.....
   თუ ფრენკი მარტო სვავს, კომპანიონის გარეშე ესეიგი ძალიან ცუდ ხასიათზეა, რამდენიც არ უნდა დალიოს ვერ შეატყობ.... ფეხი არ აერევა, მაგრამ თუ მანდილოსანს სოფის სახელით მიმართა ესეიგი გათიშულია....
  იქნებ იმ ქალს ვისაც მიმართავს სოფი ქვია?
  შეიძლება....
  მოიცა.... რაღაცა ვერ გავიგე.... რას ნიშნავს სოფით თუ მიმართა?.....
  მის 7 თვის ფეხმძიმე მეუღლეს ერქვა სოფი, როდესაც უზომოდ დალევს ყველა ქალს ეძახის სოფის......
  რატომ.... ერქვა?!
  მაშინ ახალგაზრდები ვიყავით..... მშვიდოფიმყოფელები ვიყავით სერბეთში.... იქ გაიცნო სოფი, სხვათაშორის სერბი იყო. მერე სერბმა პროვოკატორმა რუსული ფსბ-ს მაიორის დავალებით სარაევოში ადგილობრივ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, შემდგომში ეს ტერორისტული აქტი მუსულმან ხორვატებს უნდა დაბრალებოდა და ამ ვერსიის გამტკიცებაზე რუსებს უნდა ეზრუნათ..... იქ დაიღუპა ქალიც და ნაყოფიც...... ის სერბი თავის დამზღვევთან ერთად ფრენკმა ერთ კვირაში იპოვა და ორივე დახოცა. რაც შეეხება რუს მაიორს, მე როგორც ვიცი იმას ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მიაგნო სადღაც და ისიც საკუთარი ხელით მოკლა.
  იმის მერე ცოლი აღარ ყოლია?  -  კითხას რომელსაც მაიკლი ქვეშეუცნობლად ელოდებოდა მაგისგან არ დაუგვიანებია.
   არასოდეს ყოლია არც ცოლი და....
   არ მითხრა ეხლა ქალიც აღარ ყოლიაო მეტი  -  სარკაზმი აშკარად გაიჟღერა მეგის სიტყვებში.
   როგორ არ ყოლია..... უბრალოდ მასთან ნამყოფ ქალს აიძულებს აიღოს თანხა. დიდი სკანდალიც კი მოხდა ერთხელ მაგის გამო.... ერთმა მდიდარმა ქალბატონმა არ მოისვენა სანამ ლოგინში არ შეუძვრა, როდესაც ჩვეულებისამებრ ფრენკმა ფული შესთავაზა ქალმა იუკადრისა, ფულის აღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, მაშინ ფრენკმა მისი მანქანის გასაღები აიღო და მანქანა დაამტვრია, შემდეგ წავიდა მაღაზიაში და სულ ახალი „პორშე“ დაუყენა ქალბატონს სახლის კარებთან. რა თქმა უნდა ამის შემდეგ ის ქალბატონი ფრენკს ახლოს აღარ გაკარებია..... მინდოდა მეთქვა ცოლი აღარც ეყოლება მეთქი.... ეხლა მე წავედი თორემ ფრენკმა რომ გაიგოს ამდენი ვიჭორავე მასზე თავს მომაძრობს....
  მართლა გეშინია ფრენკის?  -  ნახევრად ხუმრობით შეეკითხა მეგი. 
    განსმა მხოლოდ გაიღიმა და ხელით მიანიშნა წყვილს სად იჯდა ფრენკი, ამ უკანასკნელს  ერთი ბოთლი თითქმის ძირამდე უკვე მიეყვანა. მაიკლის და მეგის დანახვაზე ფრენკმა ხელით მიანიშნა მაგიდის გარშემო მდგარ სკამებზე....
  რა მოხდა ფრენკ? შენზე გვითხრეს ცუდ ხასიათზეაო  - ღიმილით შეაგება სიტყვა მაგიდასთან დამჯდარმა მაიკლმა.
   ერთი იმ ჭორიკანას, შენ რომ ყოვლად უსარგებლო ინფორმაცია მოგაწოდა გასძახე რომ ვისკი მოგვიტანოს, თორემ ამ ბოთლში აღარაფერი დარჩა....
  სანამ მაიკლმა მოტრიალება და მზერით განსის მოძებნა მოასწრო ის უკვე მათ მაგიდასთან იდგა, წყვილისთვის სუფთა დანა-ჩანგალით და თეფშებით, ხოლო ფრენკისთვის გაუხსნელი ვისკის ბოთლით. მაგიდასთან ჩამოვარდნილმა უხერხულმა სიჩუმემ ფრენკი თითქმის „აიძულა“ დასმული კითხვისთვის პასუხი გაეცა.
  კარგით, რახან არ იშლით..... რუსები უკვე ისეთ რაღაცაებს აკეთებენ რომელიც არსად არაფერში წერია.... ყველა ქვეყანა ცდილობს თავისთვის უკეთესი პოზიციები შეიქმნას მთელს მსოფლიოში და ბევრ ასე ვთქვათ არცთუ „მიღებნულ“ საერთაშორისო ურთიერთობებში წესებს იყენებს ამისთვის, მხედველობაში მაქვს აგენტურული საქმიანობა და რაღაც ფორმით სუვერენული ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევა. ამას ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებს..... ყველას, დიპლომატი იქნება ეს თუ სახელმწიფო მოღვაწე პირველ რიგში მისი ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტები უნდა რომ განახორციელოს, შეიძლება რაღაცა დოზით ასე ვთქვათ „ხელების გადაგრეხის“ მომენტიც იყოს, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმ ქვეყნის ხელისუფლებაზეა ბოლო სიტყვა..... მაგრამ ის, რასაც ეხლა რუსეთის ფედერაცია აკეთებს მეზობელი ქვეყნების მიმართ, სხვა არაფერია თუ არა ღია, მსოფლიოს დასანახად გაჩაღებული ომი. რუსები აღარაფერს ერიდებიან, მონათესავე ერს, მეზობელ სახელმწიფოს დაესხნენ თავს, ერთი ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ თორემ გაქანებული ომია.
მეომრები მძიმე შეიარაღებით, საართილერიო-სარაკეტო დანადგარები, ყველაფერ ამით რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს რუსული უშიშროების პროექტს, რომელსაც ახალი რუსეთი ეწოდება და მიზნად ისახავს უკრაინის ტერიტორიების მიტაცებას, ხოლო არცთუ შორეულ პერსპექტივაში მის რუსეთთან მიერთებას. უამრავი ადამიანი ეწირება როგორც ერთი ისე მეორე მხრიდან. განსაკუთრებით დიდია მსხვერპლი აგრესორების მხრიდან, მაგრამ რაც ყველაზე გაუგებარია ჩემთვის, არ წყდება სხვა სახელმწიფოში ომის მსურველთა რიცხვი. ნადგურდება მთელი ქალაქები და ამ დროს საერთაშორისო საზოგადოება სდუმს.... ჩუმად არის ჩვენი საძმოც.... 
    დღეს, 21 საუკუნეში, ხდება ის რაც ხდებოდა ფაშისტების ხელისუფლებაში მოსვლის დროს. რუსეთის პრეზიდენტი ერთი ერთზე გადის იმ გზას რა გზაც გაიარა ადოლფ ჰიტლერმა და მსოფლიო ამას არ იმჩნევს. ფაშისტებს მარტო ებრაელები არ გაუნადგურებიათ, ზუსტად მასეთივე სისასტიკით ანადგურებდნენ ისინი ჩვენი ლოჟის წევრებს, ებრაელებთან ერთად წვავდნენ გაზის კრიმატორიუმებში და ჩემს ძმებს ეს კარგად უნდა ახსოვდეთ, ისტორიები ხშირად მეორდება ხოლმე..... ოღონდ ამჟამად მას კატასტროფული შედეგები პლანეტისათვის შეიძლება ქონდეს. ეს ვერაფრით შევაგნებინე ჩვენი ლოჟის წევრებს, ვიცი რომ ჩვენს ბანკირებს დიდი თანხები აქვთ ჩადებული რუსეთში..... რამდენი ხანია ვითხოვ რომ ლოჟის წევრებმა მიუხედავად იმისა თუ რომელ ქვეყანაში მოღვაწეობენ ისინი შეწყვიტონ ყოველგვარი ეკონომიური პროექტები და გამოიტანონ იქ ჩადებული ინვესტიციები უკან მაგრამ ამას ვერაფრით მივაღწიე. სადაც კი მეგულებოდა ჩვენი ორგანიზაციის მსგავსი საზოგადოებები, არ დავიზარე და ყველგან ვიყავი..... არავის არ უნდა თანხის უკან გამოტანა იმიტომ რომ იზარალებენ, განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან გერმანული ორგანიზაციები, მათთვის არანაირ სიძნელეს არ წამოადგენს ხელისუფლების პოზიციის შეცვლა..... იქამდე მივედი რომ დავემუქრე, სპეციალურ ჯგუფს შევქმნი რომელიც საბოტაჟის მოწყობით და წარმოებების მუშაობის ჩაშლით დაკავდება მეთქი. მოკლედ ჯონთან, მამაშენთან მიჩივლეს. არცთუ ისე ბევრია მსოფლის სხდასხვა ლოჟებში ადამიანები, ვისაც მე დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ერთერთი მათგანი ნამდვილად არის მამაშენი.......   
  ფრენკმა ახალი ბოთლი გახსნა, ჯერ სტუმრებს შესთავაზა, მათი ურაის შემდეგ თავისი ჭიქა ნახევრამდე შეავსო:
  ორი წლის წინ მამაშენი საკრუიზო ლაინერზე ისვენებდა და იქ მსოფლიო ჩემპიონს ჭადრაკს რომ ეთამაშა, თუ იცი შენ მაგ ამბავი?  - შეეკითხა ფრენკი მაიკლს. ამ უკანასკნელმა უარის ნიშნად თავი გააქნია. 
 მამაშენს ჭადრაკი რომ უყვარს მაგი გეცოდინება..... როდესაც სადმე მიემგზავრება თან ყოველთვის მიაქვს, პატარა, სპილოს ძვლისგან გაკეთებული ჭადრაკი.... სხვათა შორის ჩემი ნაჩუქარი, აფრიკიდან ჩამოუტანე.... ნუ მოკლედ, ისე მოხდა რომ ღამე არ დაეძინა და გემბანზე თავის თავს რომ ეთამაშებოდა ისე, ამ ჩემპიონმა ჩამოიარა, ეტყობა ყურადღება მიაქცია და იმდენად მოეწონა მისი თამაში, რომ 10 პარტიანი რაუნდი შესთავაზა კაცმა, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი რომ ფიგურას არ გადადგავს უზარმაზარი ჰონორარის მოთხოვნის გარეშე. მოკლედ ეს მატჩი შედგა და 10 პარტიიდან 4 მოიგო მომქმედმა ჩემპიონმა, 6 დამთავრდა ფრედ და 2 მოიგო მამაშენმა, მხოლოდ ორი ხელის მეტით მოგება შესძლო ჩემპიონმა...... თვით მამაშენიც კი, ეს უჭკვიანესი კაცი ვერ დავარწმუნე რომ კარდინალური ნაბიჯებია გადასადგმელი. ვხვდები რომ რუსეთისთვის კუთვნილი ადგილის მიჩენა არც მას აწყობს, თქვენი ძირითადი შემოსავალი ნავთობის მოპოვებაა, რუსეთისთვისაც მაგ ბიზნესია მთავარი შემოსავალია, რის ხარჯზეც ძირითადად სახელმწიფო არსებობს, ამიტომ ის ყველაფერს აკეთებს რომ ბენზინის ფასი მსოფლიოს ბირჯებზე არ დავარდეს, ეს თანხვედრაშია თქვენს შემოსავალთან.......
 შენ გინდა თქვა რომ მამაჩემის მერკანტილურ ინტერესებს უფრო წინ აყენებს ვიდრე გლობალურ უსაფრთხოებას?
 მამაშენს შეუძლია ისე როგორც ჟადრაკში, ხუთი ექვსი სვლით წინ გათვალოს შედეგები, მე მაგდენს ვერ ვქაჩავ, მაგრამ მე მაქვს დიდი გამოცდილება სამხედრო საქმეში და პირველი ჩემი მასწავლებელი ისტორიაა..... იცვლება იარაღები და ტექნოლოგიები თუმცა მიზეზები რატომაც ომები იწყება დღესაც იგივეა. ზუსტად ასეთმა დამთმობმა პოლიტიკამ მიიყვანა ფაშისტური გერმანია იქამდე სანამდეც ის მიიყვანა. მაშინ არ იყო ატომური და თანამედროვე მასობრივი განადგურების იარაღები თორემ ვინ იცის..... შეიძლება შორეული მომავლის თვალსაზრისით ეს მომგებიანიც კი იყოს იქამდე თუ დედამიწა არ განადგურდა..... ერთი თხოვნა მექნება მაიკლ შენთან, თუ მეგიმ უკრაინაში წასვლა მოისურვა მივლინებაში, არაფრით არ გაუშვა იქ საშინელებები ხდება, ყოველთვის არ გაგვიმართლებს ისე როგორც სირიაში გაგვიმართლა.....
 კი მაგრამ მე აღარ მეკითხებით?  - აღშფოთება ვერ დამალა მეგიმ  -  უკრაინა თითქმის იგივე რუსეთია, ჩემი ისტორიული სამშობლოა, უკრაინელი და რუსი ერთი და იგივეა, ერთი ისტორიული წინაპარი ყავთ დ თქვენ მიკრძალავთ იქ ჩასვლას?
 მეც მასე ვფიქრობდი..... მაგრამ ეს ასე არაა, მე დავრწმუნდი ამაში.... უკრაინელები არავის ეცილებიან ტერიტორიას, ესენია მშრომელი, ნორმალური ფსიქიკის ადამიანები რომლებსაც კარგი ცხოვრება უნდათ, ისეთი, როგორიც მათ მეზობელ ევროპაშია. მათ არ სურთ ისევ საბჭოთა კავშირში დაბრუნება..... თან ნუ დაგავიწყდებათ რომ მართლაც ერთი ისტორიული წინაპარი ყავთ და ვაჟკაცობაში არაფრით ჩამოუვარდებიან რუსებს.....
 პირველად წამოგცდათ რაღაცა კარგი რუსებზე.... თუმცა თქვენ ერთხელ უკვე თქვით რომ მაინდამაინც დიდ სიმპატიებს ჩვენს მიმართ არ გრძნობთ -  გაღიზიანებუმნა მიმართა მეგიმ ფრენკს.
 ყველგან არიან კარგი ადამიანები, გამონაკლისი ამ მხივ არც რუსეთია, უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ისინი რატომღაც ჩუმად არიან დაა ძლევენ უფლებას ხელისუფლება მათ მაგივრად გადაწყვიტონ და რაც ყველაზე საწყენია, ისინი ცოტანი არიან......
 და იგივე რა არ გაუკეთებიათ ან დღესაც არ აკეთებენ ამერიკელები? ამაზეც უკვე ვილაპარაკეთ ჩვენ ადრე, ვიეტნამი, კორეა, ერაყი, ავღანეთი.....
 ვიეტნამის მიმართ პროტესტის შედეგი იყო პართოდ გავრცელებული „ჰიპების“ მოძრაობა, სულ ეხლახან იყო მილიონიანი მარში ამერიკის დედაქალაქში და დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დაპირება რის გამოც მოსახლეობამ ხმა მისცა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პირობა იყო. ეს მეორე საკითხია რამდენად მომგებიანი, უფროს სწორად როგორც სამხედრო სპეციალისტი ვიტყოდი, რამდენად წამგებიანი იყო ეს პოზიცია ქვეყნისთვის..... ის შესრულდა. რუსეთის 82% მოსახლეობის მხარს უჭერს მონათესავე ქვეყნის ხალხის განადგურებას მხოლოდ იმიტომ რომ დამოუკიდებელი რუსეთისგან პოლიტიკის გატარება ისურვეს...... მაპატიე მეგი, მე შენ დიდ პატივს გცემ, შენ ჩემი მეგობრის საყვარელი ქალი და ჩემი მეგობარი ხარ, ამიტომ აღარ ვარჩევ სიტყვებს და ვლაპარაკობ შეულამაზებლად იმას რასაც ვფიქრობ. შენ იქ უცხო იქნები როგორც ერთი ისე მეორე მხრისათვის..... შენ ლამაზი ქალი ხარ და ღმერთმა ნუ ქნას სეპარატისტებს ტყვედ ჩაუვარდე..... საშინელებებს აკეთებენ, ლოგიკურად ეს ადვილ;ი ასახსნელია..... ჯარისკაცს ასე თუ ისე სახელმწიფო მაინც აკონტროლებს, ანუ კონტროლის სისტემა მუშაობს, სეპარატისტს არავის წინაშე გარდა უშუალო უფროსისა, რომელიც სახელმწიფოს მოხელედ ვერანაირად ვერ ჩაითვლება და ასევე თავისუფალია თავის ქმედებებში.                         
   მაპატიე მეგი მე არ მინდოდა შენი წყენინება, მაგრამ იქ მართლაც საშინელებებს აკეთებენ რუსები, უკრაინელებს პრაკტიკულად გაგანია ომში უხდებათ ჯარის შექმნა. იქ მყოფი....  კიდევ ერთხელ მაპატიე მაგრამ ეს ასეა, სეპარატისტულ რეგიონებში მაცხოვრებელი რუსების 99 თუ არა 95% მეხუთე კოლონის, ანუ მტრის მხარზე გადასულ მოღალატეთა ფუნქციას ასრულებს. რუსული ჯარსი განაყოფები თავის ტრიტორიიდან რეაქტიული ნაღმმტყორცნებით ანადგურებენ უკრაინულ საჯარისო ნაწილებს, უკრაინელები ფართომასშტაბიანი შემოსევის საფრთხის გამო ვერ ანადგურებს საცეცხლე წერტებს, სეპარატისტები კი აგოლიბრივ მაცხოვრებლებს უხსნიან ცეცხლს ქვემეხებიდან და მერე უკრაინელი ჯარისკაცებისაკენ იშვერენ ხელს.... მოკლედ, დღეს კი არადა გუშინ.... ჩვენ თუ არ დავეხმარეთ უკრაინელებს, რუსები კიდევ ერთ რესპუბლიკას აიძულებენ ევრაზიის კავშიში შესვლას და ეს დიდი სისხლის ფასად მოხდება.... თანაც ამით არ დამთავრდება და სისხლის მდინარეები დაიღვრება სანამ ვლადიმერ პუტინი თავის განზრახვას, საბჭოთა კავშირის რეინკარნაციის გეგმას სისრულეში მოიყვანს...... განს! სად ხარ უსაქმურო..... მომიტანე დასალევი, გაშრა ყელი  -  ფრენკის ხმამაღალმა შეძახილმა აშკარად მიიპყრო იქ მყოფ სტუმართა ყურადღება.
 შენ რეკორდებს ხსნი.... ათ წუთში მეორე ბოთლს გააძრე ძირი  -  მორიდებით თუმცა მაინც სადღაც საყვედურით მიმართა მეგობარს კაფე-ბარის მეპატრონემ.
 არაუშავს, შენ კარგად იცი რომ მე დასალევს ვიტან, თანაც დღეს კაცმა არ იცის ხვალ რა იქნება, ისე განს! თოფ-იარაღი გაწმინდე, ხვალ შეიძლება მარტო ბიზნესისი კი არა ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად ბრძოლა დაგჭირდეს.......
  და ვის უნდა ვებრძოლოთ?  - ღიმილით ჩაეკითხა ეს უკანასკნელი.
  ევრაზიულ კავშირში გაერთიანებული ქვეყნების ჯარებს........
  და კერძოდ სად?  -  მეგის ამ კითხვაში ირონიაზე მეტი ალბათ აგრესია იგრძნობოდა.
  ბევრგან..... სადაც არ უნდათ ევრაზიული კავშირი, კერძოდ ბალტიისპირეთში, საქართველოში, მოლდავეთში, აზერბეჯანში და ამას დამატებული ყოფილი ე.წ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები..... გეთაყვა ოღონდ მაგას ნუღარ ჩამომათვლევინებ...... ნახევარი ევრპაა მაგი.....
  და რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული რომ რუსეთს ამ ქვეყნებთანაც ექნებათ პრეტენზიები?
  მეგის მეორე კითხვა ისეთ წარმოდგენას მბადებს რომ ის ამართლებთ კიდეც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსეთის შეჭრას.......  
  მე მაგია არ მითქვავს და აზრადაც არ მომსვლია........ იქნებ მომცეთ უფლება მე თვითონ გავახმოვანო ის რასაც ვფიქრობ. მე ბავშვობიდან ამერიკაში ვიზრდები და პიროვნების თავისუფლების პრინციპები ისეთივე წმინდაა და ხელშეუხებელი როგორც თითოეული ამერიკელისთვის თუ ევროპელისთვის...... უბრალოდ მე არცთუ ცუდი ჟურნალისტი ვარ და ვიცი რა საშუალებებით, როგორი მეთოდებით ხდება ძლიერი სახელმწიფოს გეოპოლიტიკური ინტერესების გატარება შედარებით სუსტ სახელმწიფოებში, მე მხედველობაში მაქვს უმაღლეს სახელისუფლებო შტოებში თქვენთვის სასურველი პიროვნებების მოხვედრა, რათა ისინი ლოიალურები იყვნენ იმ კანონების მიღებისას და განხორციელებისას რომელიც იმ ძლიერი სახელმწიფოების ინტერესებში უფრო იქნება ვიდრე საკუთარის ქვეყნის და არც პირდაპირი აგრესიაა თქვენთვის მაინცდამაინც უცხო...... თქვენ თვითონ ჩამთვალეთ ეს შემთხვევები და ამიტომ აღარ განვმეორდები..... რათქმაუნდა იმას რასაც უკირაინაში რუსეთის ხელისუფლება აკეთებს დღეს ვერაფერი გაამართლებს, მაგრამ  თქვენც, ევროპელებიც მშვენივრად იყენებთ იმ მდიდარ წიაღისეულს რომელიც რუსეთის ფერედერაციას გააჩნია და დიდ ფულსაც აკეთებთ მისი ტრანსპორტირებით ინება თუ საბოლოო, უშუალოდ მომხმარებლამდე მიტანილი სარეალიზაციო ნივთის თუ პროდუქტის სახით,  იქნებ სულაც მაგის გამო არის დარწმუნებული რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება რომ ქმედით ნაბიჯებს თქვენ არ გადადგავთ და რეალურად არ დაუპირისპირდებით მათ პოლიტიკას? განა მასე, შუა გზაში არ მიატოვეთ საქართველო? როცა საქმე საქმეზე მიდგა ტელიავინის კომისია გაგზავნეთ და გაამართლეთ რუსების ღიად წამოებული ომი 2008 წლის აგვისტოში? დააბრუნეს ამ ომში წაღებული ტერიტორიები სეპარატისტებმა? განა დღესაც არ მიაქვთ ქართული ტერიტორიები მეტრა მეტრობით აუღიარებელ თვითგამოცხადებულ სახელმწიფოებს..... თუმცა ჩემი შეფასება შეიძლება არც იყოს სწორი.... რუსეთმა ისინი აღიარა და ყველაფერს აკეთებს რომ მთელმა მსოფლიომ დაუჭიროს მხარი მათ ამ „ახალი რეალობის“ შეფასებაში, აქაც ვერანაირი ქმედითი წინააღმდეგობა თქვენ ვერ გაუწიეთ! მერწმუნეთ რუსეთი დღეს ბევრად უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს თუნდაც თავისი აგრესიულობით ვიდრე ამერიკა და ევროკავშირი ერთად აღებული.....
  კარგი სოფი...... რატომ ვჩხუბობთ მე და შენ ყოველთვის რუსების გამო.... ჩვენ ხომ გვიყვარს ერთმანეთი ჩვენ ჩვენი პატარა სამყარო გვაქვს სადაც მხოლოდ მე და შენ ვარ, მერე შემოგვემატებიან სულ პატარა ბიჭები და გოგონები რომლებსაც მე შენ გამიჩენ.... მერე იმათაც ეყოლებათ თავისი შვილები და ჩვენ გავიზრდებით გავმრავლდებით და გვექნება ჩვენი პატარა საზოგადოება სადაც არ იქნება ჩვენი წარმომავლობა ჩხუბის და დაპირისპირების მიზეზი ..... პირიქით, ჩვენ ვიმოგზაურებთ სხვადასხვა ქვეყნებში გავეცნობით მათი ცხოვრების წესებს და მათ კულტურას..... ჩვენ ყველა გვეყვარება.....
 მე სოფი არა ვარ.... მე მეგი ვარ......
   სუფრაზე ჩამოვარდნილმა სიჩუმემ მარტო წყვილზე არ იმოქმედა მძიმედ, თვალებამღვრეეული ფრენკიც უცბად მოეგო გონს, უხერხულად გაიღიმა  -  მაპატიეთ, მგონი რაღაც სისულელებს ვროშავ.... განს, გაშრა ყელი ვისკი მომიტანე.....
   ამჯერადაც სულ ცოტა ხანში დაწესებულების მეპატრონე გამოჩნდა მორიგი ბოთლით ხელში. მეგის შენიშვნაზე ბოლო სტადიამდე როცა მივა ვინ მიხედავსო განსმა დაამშვიდა, ეს მაინდამაინც ხშირად არ ხდება და მე ფრენკისგან ისეთი დავალებული ვარ ჯოჯოხეთში რომ მიდიოდეს იქაც ჩავყვებიო.....
 კი მაგრამ ასეთი რა გაგიკეთა ამ კაცმა რომ მზად ხარ ზედ გადაყვე  -  ინტერესით იკითხა ქალმა.
 ჩემი ბიზნესის გახსნაში რომ დამეხმარა მაგი ასე მახსოვს უკვე ნათქვამი მაქვს თქვენზე, მაგის გარდა ჩემი შვილების სწავლის ფულსაც ფრენკი იხდის და მარტო მე არ ვარ მასეთი.....
 შენ დამისხავ ვისკის თუ სადმე სხვაგან წავიდე რომ საუბარში ხელი არ შეგიშალოთ?  -  ფრენკის უჟმური ტონი მეტყველებდა რომ კონტროლი საკუთარ თავზე სრულად აღიდგინა.
    წყვილი დამძიმებული გუნებით გამოვიდნენ კაფე-ბარიდან. მეგისთვის რთული აღმოჩნდა იმ უახლესი ინფორამციის გადახარშვა რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ფრენკისგან მიიღო, მცირეოდენი ჭოჭმანის შემდეგ  ქალმა საჭიროდ ჩათვალა შეყვარებულთან შეეთანხმებინა ფრენკთან კამათის შედეგად მიღებული სამომავლო გადაწყვეტილება......
 მაიკლ, ვიცი შენ არ მოგეწონება, მაგრამ უკრაინაში უნდა ჩავიდე აუცილებლად.....
 შენ რა დამცინი? არ გესმოდა ორი წამის წინ რა თქვა ფრენკმა? ერთხელ გაგვიმართლა, მაგრამ ეს ყოველთვის არ მოხდება..... მე დ ფრენკმა ადრეც ვილაპარაკეთ ამაზე, ამერიკაც და ევროპაც უშუალოდ არ ჩაერევა ამ ომში.... ეს ომია მეგ... სრულმასშტაბიანი ომი სადაც საერთაშორისოდ აღიარებული ომის კანონებიც კი არ მოქმედებ......
  ომში რა კანონები უნდა მოქმედებდნენ?  -  მეგის სურვილით თავზარდაცემულ მაიკლს არც კი მიუქცევია ყურადღება ქალის აგდებული ტონისთვის.
  კანონები რომელიც კრძალავს სამხედრო ტყვეების დახვრეტას, მშვიდობიან მოქალაქეებზე ცეცხლის გახსნას, მას-მედიის წარმომადგენლებზე მუშაობაში ხელის შეშლას...... იქ სადაც ტერორისტები მოქმედებენ სრული განუკითხაობაა.....
  მაიკლ, გაიგე ეს ჩემი სამუშაოა..... დღეს ორი მონათესავე ერი, მონათესავეც არ ითქმის ჩვენ ერთი წინაპარი გვყავდა..... 
   მასე ჩვენ ყველა ადამის და ევას შვილები ვართ..... ვერ ხვდები რომ ჩვენი კამათი უკვე უაზრობაში გადადის? შენ ამერიკის მოქალაქე ხარ და შენი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია, ისე როგორც უკრეაინაში მცხოვრები რუსების სამშობლო უკრაინაა და მის კეთიდღეობაზე უნდა იზრუნოს და არა მეზობელი ქვეყნი პრეზიდენტის ყოვლად თავხედური მოთხოვნების განხორციელებაზე? იქნებ მეშლება რამე?  შენ შემისწორე თუ ვცდები  -  ასეთი გაბრაზებული მეგის მაიკლი გაცნობის დღიდან არ უახავს.
   ჩვენ რთხელ უკვე გვქონდა ამაზე საუბარი.... როდესაც სირიაში წავედი.....
   და სადაც შენ შემთხვევით გადარჩი.... ჩემთვის არასოდეს უკადრებია სულელი ხარო და შენგან მითუმეტეს არ ვიმსახურებ მასეთ შეფასებას...
   რას ამბობ მაიკლ?   -  ამჯერად ქალის გაკვირვება მართლაც გულწრფელი იყო  -  საიდან მოიტანე?
   მე დღემდე ვერ დამივიწყებია იმ ავტომატგადაკიდებული ქალის თვალები, შენ რომ გყარაულობდა..... ერთი სული ქონდა იმ ქალს სასხლეტისთვის თითი გამოეკრა და ჩვენ ყველა ჩავეხოცეთ.....
   იმ ქალს 9 და 10 წლის ბიჭები თვალწინ დაუხოცეს, ჩემი ერთადერთი სიამოვნება რუსების ხოცვააო, თავისი პირით მითხრა.....
   და შენ გგონია ის უკრაინელები ვის სამშობლოშიც იმ ნათესავებმა ვისაც თავისიანებად თვლიდნენ მტერთან კავშირი შეკრეს გგონია უკეთესად იქნებიან შენს მიმართ განწყობილი? მეგ, შენ იცი როგორ მიყვარხარ და რას წარმოადგენ შენ ჩემთვის..... უშენობას ვერ შევეგუები, მე შენ იქ არ გაგიშვებ.....
   შენ მაინც მოგიწევს ამის გაკეთება, მაპატიე..... შენ ჩემთან ნიძლავი გაქვს წაგებული......
     მაიკლი კიდევ დიდხანს უყურებდა ტაქსს რომელსაც სულ უფრო და უფრო შორს მიყავდა მისგან საყვარელი ქალი....  ვერავინ უფლის გარდა, ვერ მისცემდა მას იმის პირობას კიდევ შესძლებდა გულში ჩაეკრა, კიდევ დამტკბარიყო მისთვის ძვირფასი ადამიანის სხეულის სურნელით.....   
                                                                               თავი მეხუთე
      მაიკლს ძალიან უყვარდა მეგი და ამას ათვითცნობიერებდა, მაგრამ ესე თუ გაუჭიერდებოდა უიმისობა მაინც არ ეგონა, მაშველი რგოლი ვაჭრობის პალატაში შემოსული ახალმა რეგულაციები აღმოჩნდა, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გადახედვამ რუსეთთან უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიის გამო უამრავი თავიდან მოსაგვარებელი პრობლემები გააჩინა რომელსაც სასწრაფოდ გადაწყვეტა დასჭირდა. ის კი არა და სასწრაფოდ ბინის ქირაობა დასჭირდა სამსახურთან ახლოს. თითქმის ერთი თვე ტელეფონით თუ შეეხმიანებოდა ხოლმე ოჯახის წევრებს, მეგიზე გაბრაზებულს არ უნდოდა პირველი, შერიგების ზარი მისი ყოფილიყო თუმცა დიდხანს ვერ გასძლო, მაგრამ მეგის ტელეფონმა არ უპასუხა, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა უფრო მეტად მწარდებოდა ბიჭი და ყველა ჰიპოთეთიკურად შესაძლო მიზეზს იგონებდა.....რეალურად მხოლოდ ის იცოდა პრესაში დაბეჭდილი მისი სტატიებიდან რომ ის ცოცხალი იყო და კომფლიქტის ეპიცენტრში იმყოფებოდა. 
     სავაჭრო პალატის თავჯდომარის, მამამისის კარგი მეგობრის კატეგორიული მოთხოვნით ორი დღით დასვენება შესთავაზეს და ამ შეთავაზებას ბრძანების ფორმა უფრო ქონდა.  მშობლები მამამისის საგვარეულო სახლში, ოკეანის ნაპირას დედამისისთვის ესოდენ საძულველ სასახლეში აღმოაჩინა. სტუმრები, სავარაუდოდ ლოჟის წევრები უკვე გაკრეფილიყვნენ, მხოლოდ ფრენკი მანქანაღა იდგა სადგომზე. მაიკლმა ფეხს აუჩქარა იმ მოტივით რომ იქნება შემთხვევით ფრენკის ქონოდა რაიმე ახალი ინფორმაცია კოპნფლიქტის ზონიდან. 
    ჯონი და ფრენკი მამაისის საყვარელ სასტუმრო ოთახში, ბუხართან მჯდომნი აღმოაჩინა. კარგა ხნის უნახავი მეგობრის დანახვა ფრენკისაც ძალიან გაეხარდა, გდაეხვია და გადაკოცნა ბიჭი.....
  პირველად გხედავ სამხედრო ფორმაში.... ისე გიხდება ხომ იცი? შენზე ახალგაზრდა გენერალი თუ ყოლია პენტაგონს?  -  ღიმილით შეეკითხა მაიკლი მეგობარს.
  ალბათ ეყოლებოდა.... მე საკმაოდ მატყუარა შეხედულება მაქვს და ჩემი არცთუ უხიფათო პროფესიის მიუხედავად რეალურ წლოვანებაზე ბევრად უფრო ახალგაზრდად გამოვიყურები......
   ფრენკ, გამგზავრებისას მე და მეგიმ ვიკამათეთ და მის მერე აღარ დამირეკია..... ერთი პერიოდი მისი სტატიები იბეჭდებოდა და ის მაინც ვიცოდი რომ ცოცხალი იყო....  ეხლა სტატიებიც ვეღარ ვნახე.... შენ ხომ არაფერი იცი.....
  შენ რა, არფერი გაგიგია?....  -  ფრენკი ჩეცბა, შუა გზაში გაწყვიტა სიტყვა.
  რრრაიმე მოხდა..  -  ნერწყვი ძლივს გადაყლაპა ნერვიულობისგან პირგამშრალმა მაიკლმა.
  არა, არაფერი განსაკუთრებულად საგანგაშო  -  სასწრაფოდ ჩაება საუბარში ჯონი  -  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრები დააკავეს სეპარატისტებმა კონფლიქტის ზონაში და მათთან ერთად არის მეგიც..... ზუსტად მაგ საკითხზე ვსაუბრობდით, ამსთან ერთად ერთი ოთხი დღის წინ სამგზავრო ლაინერი ჩამოაგდეს სეპარატისტებმა.... გექნება გაგონილი მთელი მსოფლიოს საინფორმაციოები ამაზე ლაპარაკობენ....
  ვიცი!  -  დაუდასტურა შედარებით დამშვიდებულმა ბიჭმა.
  ჰოდა ზუსტად მანდ აპირებს გამგზავრებას ფრენკი.....
  ფრენკ! მეც შენთან ერთად მოვდივარ.....
  მაიკლ მაპატიე.... მე იქ დავალების შესასრულებლად მივდივარ.....  მე და შენ სირიაში რომ ვიყავით იმაზე ბევრად უფრო საშიში მდგომარეობაა, ზუსტად ვიცი რომ იქ უშუალოდ მომიწევს ბრძოლაში ჩაბმა..... ასე უპასუხისმგებლოდ შენ სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნი.....
  გამოდის მეგი ჩემზე უფრო გულადია....
  არა, მეგი ჯურნალისტია და კონფლიქტური რეგიონები მისი სამსახურის სპეციფიკაა  -  ფრენკი შეეცადა გაემართლებინა მაიკლი.
  ფრენკ.... არ გინდა მეც არც მშიშარავარ და არც..... უტვინო, ყველაფერი რასაც შენ ეხლა იტყვი, იქნება ჩემს გასასამართებლად მოყვანილი არგუმენტი, ჩემი საყვარელი ადამიანი ყაჩაღებს ყავთ დატყვევებული და შენ გინდა ჩემი უმოქმედობა გაამართლო? შენ რომ კარგად არ მიცნობდე იქნებ არც კი მწყენოდა....
   ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, ფრენკი სამხედრო მოსამსახურეა და მისი საქმეა ტყვეების დახსნა...  ინიციატივა ისევ ჯონმა „ჩაიგდო“ ხელში.
   ჩემი საქმე რაა? შორიდან ყურება როგორ ანთავისუფლებენ ჩემს საყვარელ ქალს? ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია მხოლოდ ამაში გამოიხატება? და მერე როგორ უნდა მოვთხოვო ქალს რომ ვუყვარდე და ჩემი პატივისცემა ქონდეს?..... მამა მე აუცილებლად გავყვები ფრენკს...  ფრენკ! შენ კი აუცილებლად მოგიწევს ჩემი წაყვანა.... არანაირ მიზეზს საწინააღმდეგოდ მე არ მივიღებ. თუ შენ უჩემოდ წახვალ, მე ვისმეს ვიქირავებ ვინც გამომყვება და აუცილებლად ჩავალ იქ.... ეხლა შენ იანგარიშე, ვისთან ერთად ჯობია ჩემი კონფლიქტურ ზონაში ჩასვლა შენთან თუ უცხო ადამიანთან ერთად, რომელიც არც კი მეცოდინება რამდენად ერთგულია ჩემი.....
   ძნელი მისახვედრი არ იყო რომ მაიკლი უკან დამხევი არ იყო და ყველა თავის დაპირებას აუცილებლად აასრულებდა. ფრენკის დაჟინებულ მზერაში თავს მოხვეულ, ახალი პრობლემის მიმართ უკმაყოფილებასთან ერთად აშკარად იკითხებოდა მაიკლის პოზიციის მიმართ პატივისცემაც.
 კარგი... იყოს ისე როგორც შენ ამბობ, მაგრამ წასვლამდე კიდევ ერთი კვირა გვაქვს, ამ ხუთ დღეს შენ გაატარებ ყაზარმულ მდგომარეობაში, პენტაგონის განსაკუთრებული დავალებათა სპეცრაზმის ერთ-ერთ ბაზაზე... ეხლა იქ ახლადაყვანილ რეკრუტებს ამზადებენ.... შენი სპეც-მომზადების შემხედვარე იმათ ცხოვრება ერთ სიამ-ტკბილობად მოეჩვენებათ.... მე ვიცი, რომ შენ ამის არ შეგეშინდება და რისთვისაც სხვას თვეები შეიძლება დასჭირდეს, შენ ერთი კვირაც გეყოფა. 
    ჯონ! კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, ჩვენი გერმანელი ძმები რაღაც ინტრიგებს ხლართავენ რუსებთან და შეიძლება უღალატონ იმ შეთანხმებებს რომლებიც ჩვენი ლოჟების უდიდესი საერთო ძალისხმევით მივაღწიეთ.... ეს იქნება არც მეტი და არც ნაკლები რიბენტრობ-ვოროშილოვის მსგავსი საიდუმლო პაქტი რომელიც არათუ ევროპას არამედ მთელს მსოფლიოს შეიძლება განადგურების ფასად დაუჯდეს.... 
    ჯგუფს, რომელიც ჰოლანდიაში შეუერთდა მისიის წარმომადგენლებს ჩასვლისთანავე შეექმნა პრობლემები. სეპარატისტებმა კატეგორიული უარი განაცხადეს, მისიის წარმომადგენლების კატასტროფის ადგილზე მუშაობის უფლებაზე. მისიის შვეიცარიელი ხელმძღვანელი დაცული ხაზით დაუკავშირდა მოსკოვს და მოითხოვა წინასწარ შეთანხმებული პირობების დაცვა, რაზეც თანხმობა და ქვეყნის მთავარი დიპლომატის სიტყვიერი დასტურიც მიიღი. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში ფრენკი...  
   რუსეთის ფედერაცისს უმაღლესი ხელისუფლება გვარწმუნებდა რომ თქვენ გაითვალისწინებდით მათ სურვილს და მისიას არ შეუშლიდით ხელს კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დადგენაში, მითუმეტეს რომ ყველა, მთელი მსოფლიო საზოგადოება თქვენ და რუსეთს გადანაშაულებთ იმ უბედურებაში რასაც  სამასამდე უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა....  გნებავთ პირდაპირ კავშირზე გაგიყვანთ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს დაგალაპარაკებთ  -  სუფთა, უაქცენტო რუსულით მიმართა რაზმის მეთაურს.
   კარგით, კარგით...   ორ დღეს გაძლევთ .....  მეტზე არც იოცნებოთ  -  ტონით რომელშიც დაუფარავად ჩანდა ზიზღი უცხოელების მიმართ განაცხადა სეპარატისტების მეთაურმა.
   ორი დღე კი მეყოფა იმისთვის რომ თვალსმოფარებული ადგილი შევარჩიო სადაც დავბანაკდებით  -  გადაულაპარაკა გვერდით მყოფ მაიკლს ფრენკმა მას შემდეგ რაც მისია მუშაობას შეუდგა და მისიის წევრები ტერიტორიაზე გადანაწილდნენ.
    საღამო ხანს ფრენკის გამოჩენა ადგილობრივ ნომრიანი მანქანით, გვერდეზე სეპარატისტი მეთაურით მარტო მაიკლისთვის არ აღმოჩნდა გასაკვირი, მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით რაც ცოტა ხნის მერე ამ ყოვლად შეუსაბამო წყვილის შემდგომ ქმედებას მოყვა. სახელდახელოდ მინდორზე გაშლილ სუფრას, რომლის ორგანიზებას ძირითადად ფრენკი „ახალი მეგობარი“ ხელმძღვანელობდა ვერაფერს დაუწუნებდა კაცი, თვალში გეცემოდა სპირტიანი სასმელის სიმრავლე. როგორც შემდეგში სეპარატისტთა მეთაურმა თავის სადღეგრძელოში ბრძანა სტუმრთა გარკვეული ნაწილის „გაცნობის“ მიზნით მოწყობილმა სუფრამ, როგორც ჯგუფის წევრები ერთმანეთში შეთანხმდნენ განსაკუთრებული შემთხვევების გარეშე ჩაიარა თუ არ ჩავთვლით „ახლადდამეგობრებული“ სუფრის წევრის გამოთაყვანებამდე დათრობას და შემდეგ უმიზნოდ ატეხილ სროლას. ფრენკმა როგორღაც შესძლოს მისი დამშვიდება და მისი სახლში წაყვანა. ფრენკის ამ „სახალხო დიპლომატიამ“ მისიის სხვა წევრებისგნა განსხვავებით მეტი თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცა ჯგუფს. მაიკლის შეკითხვაზე თუ როგორ მოახერხა ამ ადამიანთან საერთო ენის გამოძებნა, ფრენკმა ჯერ ფული აჩვენა და მერე დასალევის ცარიელ ბოთლზე მიუთითა, ამათი ყველაზე სუსტი წერტილი სპირტიანი სასმელების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულიაო, დააყოლა.
   თუმცა ამ მეგობრობამ ორი დღის შემდეგ ვერაფერი უშველა ჯგუფს და მისიის სხვა წევრებთან ერთად, ტერიტორიის დატოვება უბრძანეს. ფრენკს ამაზე მაინცდამაინც გული არ დასწყვეტია, მისი მონაცემებით ბრძოლის წინა ხაზი სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა კატასტროფის ადგილს და აქ დარჩენა ისედაც სახიფათო იყო. სეპარატისტთა მეთაურმა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მანქანაც კი დაუტოვა მასთან განსაკუთრებით „დამეგობრებულ“ ფრენკს. შემდეგ ერთი კვირა ჯგუფმა ფრენკის მიერ შეგულიანებულ საფარში გაატარა, თვითონ ის კი მთელი დღეები დაკარგული იყო, გვიან ღამე თუ მოვიდოდა და როგორც წესი არყის სუნად აყროლებული, როგორ შეუძლიათ ამდენი სმა, წუწუნებდა ხოლმე. 
    იმ საღამოს ფრენკი შედარებით ადრე მოვიდა და სასწრაფო შეკრება გამოაცხადა, ჯგუფის წევრებმა სასწრაფოდ შეასრულეს ბრძანება...
  გავიგე სად ყავთ ტყვეები, მათთან ერთადაა მეგი  -  ეს მიმართვა უკვე პირადად მაიკლის ეკუთვნოდა  -  მათ ნორმალურ პირობებში აცხოვრებენ, ბრძოლა ალბათ არ დაგვჭირდება რადგან მოსკოვიდან აქვთ ბრძანება მიღებული გაანთავისუფლონ მძევლები, მაგრამ ჩვენ სხვებთან ერთად ვერ დავტოვებთ ამ ტერიტორიას, მე აუცილებლად მჭირდება დამატებითი ინფორმაცია, ზუსტად უნდა გავიგო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, ყური მოვკარი რომ სეპარატისტებს მოსკოვმა გამოუგზავნა ის საზენიტო-სარაკეტო საშუალება რითაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს და უტყუარად უნდა დავრწმუნდე რომ იარაღი რუსეთიდან ოფიციალური სტრუქტურებიდან შემოდის, უკვე დანამდვილებით ვიცი რომ ამბოხებულთა უკან მოსკოვი დგას, თუმცა ეს თავიდანვე ცხადი იყო.... ამიტომ თქვენ აქ დარჩებით მე მეგის ჯგუფიდან გამოვაცალკევებ, აქ მოვიყვან და ერთად, კიევის გავლით დავბრუნდებით სახლში. ჯონს უკვე დავუკავშირდი და ველაპარაკე, კიევში საჭირო ადამიანები საქმის კურსში ჩაყენებულები არიან. 
    შუაღამეს ბანაკთან ატეხილმა ბრძოლის ხმამ, ჯგუფის წევრები აიძულა იარღასხმულს პოზიციები დაეკავებინა. სამი მებრძოლი, რომლებიც აშკარად თავის გადარჩენას ცდილობდნენ პირდაპირ მათი ბანაკისაკენ მორბოდნენ....
  ბიჭებო გზა უნდა გადავუჭრათ და ბანაკში შემოსვლამდე თავიდან უნდა მოვიცილოთ ეს ხალხი, ეს უკრაინის რეგულარული ჯარის ნაწილები არ არის ზუსტად ვიცი, ეს ალბათ სეპარატისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ..... ეს არცთუ იშვიათი ამბავია მათთვის....
     ფრენკმა ზუსტად შეარჩია ჩასაფრების ადგილი.... სამი გასროლა უხმო იარაღიდან, სამი სიცოსხლის ფასი დაჯდა. სიჩუმემ რომელიც ამ თითქმის უხმო შეტაკების შემდეგ ჩამოვარდა ფრენსკ იმედი მისცა რომ ბანაკის ადგილმდებარეობა შეუმჩნეველი დარცა , მაგრამ მის ამ სურვილს აღსრულება არ ეწერა....
  რომელი ხართ მანდ.... არ გვესროლოთ.... ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ!   -  ძლიერი აქცენტით რუსულად დაიძახა ვიღაცამ და სამი იარაღშემართული ადამიანი გამოჩნდა მთვარის შუქზე. ფრენკმა ჯგუფს უცხოების მიზანში ამოღება დაავალა და თვითონ მათთან შესაყვედრად აპირებდა გასვლას რომ მაიკლმა გააჩერა. 
  მეც მოვდივარ  -  გააფრთხლა მეგობარი და იარაღი მოიმარჯვა.
  თქვენ? არ ვიცოდი ამერიკელებიც თუი ომობდნენ უკრაინაში..... ერთი ქართული ანდაზა გამიგია, მთა მთას არ შეხვდება თორემ კაცი კაცს კიო..... ეგრე არ არის დათო? მოდი შენი სასიძო უნდა გაგაცნო!  -  ფრენკს და მაიკლს სირიაში შენახვედრი რაზმის მეთაური წარუდგა წინ თავის მოადგილესა და ვიღაც წარმოსადგენ, შავგვრემან ბიჭთან ერთად.
  ომარ, რეებს ბოდავ თუ ძმა ხარ.... რა სიძე.... რის სიძე?! შენ ხომ არ უბერავ?!!  -  ბიჭის ტონი მეტყველებდა რომ რაზმის მეთაურთან განსაკუთრებულად ახლობლური, შინაურული დამოკიდებულება ქონდა.
  ალაჰს გეფიცები! ესენი იყვნენ ჩემთან შენი ნახევარდა რომ ჩამივარდა ხელში.... ხომ გახსოვს სირიის ამბები რომ მოგიყევი.... ამათმა მომიტანეს ფული......
   მერე არც გრცხვენია ამას რომ მახსენებ? ძმაკაცი მაინც არ გერქვას..... 
   დათო არ ხარ მართალი!..... მე ხომ არაფერი ვიცოდი და იმის მერე მილიონჯერ მაინც მოგიხადე ბოდიში, აქ ერთმა „კადიროველმა“-ც რომ მიცნოს, მარტო ჩემი კი არა, მთელი ჩემი რაზმის სიცოცხლე ჩათვალე ბეწვზე კიდია!!!!
   ჩვეში მასე იციან მეგობრობა! თუ უარს ამბობ ჩემთან მეგობრობაზე? 
   კარგი ეხლა შენ ნუ შეუბერე.... მეც მაქვს თავმოყვარეობა.... ჩემი მებრძოლები მიყურებენ და მისმენენ.... შენი შემხედვარე რა პატივისცემა და რიდი უნდა ქონდეთ? ამ ამერიკელებზე აღარაფერს ვამბობ....
   თქვენ რამე ხომ არ იცით ჩემი დის შესახებ?  -  ინგლისურ ენაზე შეეკითხა ბიჭი ამ უკანასკნელთ.
  ხვალ გაანთავისუფლებენ მძევლებს და მათ შორის თქვენს დასაც.... მე არ გირჩევდით, მითუმეტეს ამ ღამის შემდეგ სეპარატისტებთან ღიად გამოჩენას, მითუმეტეს თქვენი მეგობრის თანდასწრებით.... არა მგონია აპლოდისმენტებით შეხვდნენ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები. ხვალ აქ მოვიყვან თქვენს დას და მერე ერთად წავალთ კიევში. ვეცდები თქვენი მეგობრებიც გავიყვანო სამშვიდობოს.... ისე უნდა მოგილოცოთ, ერთგული მეგობრები გყოლიათ  -  მიმართა დათოს ფრენკმა და სანამ ბანაკში მიიწვევდა შეკითხვა დაუსვა ახლად გაცნობილ სტუმარს  -  მაპატიეთ.... მაგრამ საიდან გაიგეთ რომ თქვენი და მძევლებს შორის იყო? 
 ომარმა შემატყობინა, ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. ომარის ბიძაშვილი საქართველოში ცხოვრობს, ის ჩემთან ერთად ჭიდაობდა ძიუდოს..... 
  ჩეჩნეთი პატარა რესბუბლიკაა და აქ ბევრი ჩვენი მოსისხლეა ფულის საშოვნად წამოსული..... ჩემი ჯგუფის უმეტესობას, ყველას თუ არა, აქ ამ მოსისხლეებთან ჩვენი ანგარიშები გვაქვს გასასწორებელი.... 
   მეორე დღეს მეგის მოსაყვანად წასულ ფრენსკს დიდხანს ელოდნენ. ვერც მაიკლი და ვერც მეგის ძმა დგილს ვეღარ პოულობდა. დათოს და მაიკლის შეთავაზებას მეგის გამოსახსნელად წასულიყვნენ, ჩეჩენი ბოევიკის და ფრენკის რაზმელები შესაშური „სოლიდარობით“ შეეწინააღმდეგენ. თენდებოდა როდესაც საყარაულოდ დაყენებულმა გაერთიანებული რაზმის წევრებმა იარაღი გადატენეს და დაუპატიჟებელ სტუმარს პაროლო მოთხოვეს. მოულოდნელი სტუმარი ფრენკი აღმოჩნდა, ორ ენაზე გასცა ბრძანება დაუყონებლივ მოხსნილიყვნენ დისლოკაციის ადგილიდან და გზადაგზა მიეღოთ ინსტრუქციები როგორ ემოქმედათ. ეს უკანასკნელი ფრიად არ მოეწონა ჩეჩნების მეთაურს, მაგრამ გამოცდილი მებრძოლის ალღო კარნახობდა ბრძანების შესრულების აუცილებლობას. 
  მეგი რა უყავი?  -  თითქმის ერთ ხმაში იკითხეს მაიკლმა და დათომ.
  ჩემთან ერთად მისი წამოსვლა საშიში იყო და ამიტომ გაერთიანებული ერების კუთვნილ შვეულმფრენში ჩავსვი და მისიის სხვა წევრებს გავაყოლე.... ჩემი მეგობარი გვერდიდან არ მომშორებია. სანამ უგონოდ არ დავათვრე ლამის ნახევარი რაზმი არაფრით არ გამომიშვეს, აშკარად ეჭვის თვალით მიყურებდნენ, დაკარგულ მებრძოლებს ეძებენ გუშინ ჩვენ რომ გავასაღეთ.... ისე სხვათა შორის შენი მეგობრებიც იკითხეს.... მგონია თანამემამულეები ეძებენ  -  ამჯერად დათოს მიმართა ფრენკმა  -  აქედან ნახევარი საათის სავალზე არის ჩვენთვის შესაფერი პოზიცია. შუა მთაც არ ითქმება, უფრო გორასავით შემაღლებულია გაჭრილი შუაში გზისთვის. იურგენ, შენ და გუსტავმა სიმაღლეებზე ოთხ წუთში უნდა გაჭრას სანგრებიდა შეინიღბოთ ისე რომ სანამ თავზეც რომ წამოგადგნენ მაინც ვერ შეგამჩნიონ. დარწმუნებული ვარ ამ სიმაღლეებზე ალბათ თითო თითო ან ორ ორ კაცს კაცს გაუშვებენ, თანაც გორაკის თავზე მცენარეული საფარიც არის....  გზას გააკონტროლებს ძირითადი ჯგუფი და ზურგს გააკონტროლებს სამი ან ოთი კაცი. სიმაღლეზე თქვენთან შესახვედრად წამოსულმა მებრძოლებმა თქვენ ვერ უნდა შეგამჩნიონ. თუ შეგამჩნიეს მაყუჩიანი პიტოლეტებით უნდა მოხსნათ რომ ქვემოთ მყოფებმა ვერც კი გაიგონ... ჩვენ 50 მეტრაში  ჩავწვებით. მხოლოდ ბრძოლის დაწყების შემდეგ გაქვთ უფლება ცეცხლი გახსნათ. თან მიგვაქვს მხოლოდ შეიარაღება და რაც შეიძლება ბევრი, ნიჩბები არ დაგავიწყდეთ.....
   ნახევარ საათში გაერთიანებული რაზმი პოზიციებზე საპარატისტების მოლოდინში იყვნენ. ფრენკმა თითქოს ზუსტად გამოიცნო მდევრების გეგმა, მხოლოდ სიმაღლეებზე ორ ორ სეპარატისტი ავიდა. წამები თითქოს წლებად გაიწელა. კარგად შენიღბულმა იურგენმა და გუსტავმა ვირტუოზულად შეასრულეს დავალება. მზვერავებს არცკი შეუმჩნევიათ ისინი. მხოლოდ მისმე რაც მთავარი ჯგუფი გორას გასცდა  სეპარატისტები ხელყუმბარების წვიმის ქვეშ აღმოჩნდნენ და დაიწყო ბრძოლა. ბრძოლის დაწყებისთანავე სეპარატისტებმა რაზმის თითქმის ნახევარი დაკარგეს მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მათ ზურგს ორი ათეული  მებრძოლი იცავდა. თავიდან თუ იურგენი გუსტავი მომგებიან პოზიციაზე იყვნენ, მათი გამჟღავნების შემდეგ პირიქით, საუკეთესო სამიზნეებად იქცნენ. ჩანდა რომ ბიჭები ტყვიების მარაგს უფრთხილდებოდნენ და მოკლე-მოკლე ჯერით პასუხობდნენ მოწინააღმდეგებს....
  მე ჩემ ბიჭებს იქ ვერ დავაგდებ, ძლიერი ცეცხლი გახსენით, ისინი უნდა გამოვიყვანო  -  თქვა ფრენკმა,  მჭიდები საძუძუკეებში ჩაიდო და ხელყუმბარები მძივებივით კისერზე ჩამოიკიდა. 
  შენ ორივეს ვერ გამოიყვან, მე ირგენს მივეხმარები, შენ გუსტავს მიხედე  -  თქვა მაიკლმა და სანამ ფრენკმა გაპროტესტება მოასწრო ბიჭებისკენ გაიქცა. იურგენიც და გუსტავიც ორივენი მსუბუქად იყვნენ დაჭრილები ერთი მკლავში, მეორე ფეხში ტყვიები ტყვიები ძვალს არ შეხებია. ფრენკის ხელყუმბარებმა სულზე მოუსწრო, სამკაციანი ორი ბრიგადა სიმაღლის შტურმით ასაღებად უკვე მთის ძირში იყვნენ, იმის შემდეგ რაც სამი მკვდარი ბრძოლის ხაზზე დატოვეს ისევ უკან დაიხეს.....
  აქ მარჯვნივ სოფელია, იქ თუ მანქანები ვერ ვიშოვეთ ჩვენი საქმე წასულია, ესენი თავს არ დაგვანებებენ, გუსტავ! სიარული შეგიძლია?  -  შეეკითხა უკვე ფეხშეხვეულ და გასაყუჩებელი საშუალებით ცოტა არ იყოს გაბრუებულ მეომარს ფრენკი.
   შევძლებ!  -  ამ მოკლე პასუხმა სავსებით დააკმაყოფილა რაზმის მეთაური.
  აქ ვინმე უნდა დარჩეს, რომ შეაყოვნოს ესენი, სანამ თქვენ სამშვიდობოს გახვალთ  -  „დაიბრუნა“ თავისი უფლებები ჩეჩენმა მეთაურმა.  
   აქ დარჩენა საშიშია, ამათ მებრძოლები მოემატებათ....
   უკვე მოემატათ.... აბა კარგად დაუგდეთ ყური.... 
    თითქოს ალაჰს ახსენებენ?! ....
    სწორს ბრძანებთ მეთაურო.... ეს ზუსტად ის ხალხია ვისაც ჩვენ მთელი ცხოვრებაა ვეძებთ!
    ესენი თქვენი თანამემამულეები არიან?
    მე უფრო სხვანაირად ვიტყოდი, ჩვენი მოსისხლეები.....
   ამდენი დრო არ გვაქვს, უკეთესი პოზიცია გვჭირდება.....
   მაშინ სოფელში შევხვდებით....
     მზე უკვე ჩასული იყო როდესაც ფრენკის ჯგუფმა სოფლის განაპირა მდგომ სახლს თვალი მოკრა. იქვე სადღაც 40 მეტროში ეტყობოდა ოდესღაც მოსულ უხვ ნალექს, მიწა ჩაერეცხა და მეტრანახევრის ხევი გაეთხარა. ზუსტად იქ გადამალა ფრენკმა თავისი მცირე რაზმი. უკვე თენდებოდა, როდესაც ყარაულად მდგომმა მაიკლმა რაზმის წევრები დააღვიძა, მცირე რაზმი გვიახლოვდება, მტერი არ იყოსო. ომარის თხუთმეტკაციანი რაზმიდან მხოლოდ შვიდი კაცი, მეგის ძმის ჩათვლით გადარჩენილიყო. ომარის კმაყოფილი სახის დანახვაზე ფრენკმა თავის შეკავება ვერ შესძლო, ამდენი მებრძოლი დაკარგე და რა გიხარიაო, უკმეხად შეეკითხა მეთაურს. ჩეჩენი მეთაური წამით გაირინდა თითქოს ფიქრობდა როგორ გაეცა პასუხი, შემდეგ დამცინავი, გამომწვევი ღიმილით, ჯიქურ მიაჩერდა ფრენკს....
   არ გაინტერესებს ჩვენ რამდენი მებრძოლი გავანადგურეთ? რამდენი ეს გასაგებია, მაგრამ მაგაზე უფრო მნიშვნელოვანია ვინ გავანადგურეთ..... შენ მიაქციე ყურადღება ჩემს რაზმში ერთი მეომარი ქალი რომ მყავდა?
   მაგ ადამიანი ჯერ ჩვენი პირველი შეხვედრიდან მახსოვს.....
   თავი აიფეთქა და თავისი ქმარ-შვილის ორი მკვლელი თან გაიყოლა..... და შენ გგონია ბოლო წამამდე ის რამეს ნანობდა?!....  ეხლა როცა გინდა მომკლან.... მზად ვარ ალაჰთან შესახვედრად, მამაჩემის მკვლელის სისხლის ფერი რახან ვნახე.... ისე რომ იცოდე პირადად ჩვენ 50 კაცი..... უფრო სწორედ არაკაცი გავაგზავნეთ პირდაპირ ჯოჯოხეთში. დარწმუნებული ვარ სეპარატისტები გამწარეებული დაგვეძებენ, ისე უნდა გამოგიტყდე და არ მეგონა ამერიკელებიც თუ ასე კარგად ომობდნენ  -  დამცინავმა ღიმილმა კიდევ ერთხელ გადაურბინა ვაჟკაცურ იერს. 
     ფრენკმა ერთ ეზოში ძველი  ავტობუსი შენიშნა, გადაწყვიტა პატრონს დალაპარაკებოდა მისი შესყიდვის თაობაზე. კარებზე დააკაკუნა და გარეთ გამოსულ კაცს ფული შეთავაზა ავტობუსის სანაცვლოდ, ომარი მას თან გაყვა. სახლის პატრონი ფრენკის შეტავაზების შემდეგ წამით შეყოვნდა, რაღაცა აქვს ავტობუსს გაფუჭებული სოფლის ბოლოს ჩემს ნაცნობს აქვს ის ნაწილი, ჩემი ხელით დაგიყენებთ და გაგიშვებთო, ფრენკს გაეხარდა წინასწარ ჯიბეში ჩაუკუჭა ასდოლარიანების შეკვრა. 
   შენ შეცდი!  -  უკმაყოფილოდ მიმართა ომარმა ფრენკს.
   რატომ გგონია?
   ხედავ ამ ბავშვს?  -  თვალებით მიანიშნა, ავი მზერით, ნახევრად ღია კარიდან მომზირალ მოზარდზე  -  რატომ არ გააგზავნა ის და წავიდა თვითონ, ის შენ სუფთა რუსულით უაქცენტოდ გელაპარაკა, ესეიგი რუსია და სეპარატისტების მოსაყვანად გაიქცა უეჭველი.....
   მე მგონი შენ მართალი ხარ.... ის დროა სასწრაფოდ მოუსვათ აქედან....
     ის იყო სოფელს ცოტათი მოშორდნენ რომ ავტომატების კაკანმა გააყრუა არემარე.... როგორც იტყვიან მდევარი კუდზე ეჯდათ. მიუხედავად იმისა რომ სწრაფად მოძრაობდნენ, თავისთავად გასაგები გახდა რომ სადღაც ბრძოლა უნდა მიეღოთ, თორემ ზურგიდან თითო თითოდ გაანადგურებდნენ რაზმს. შესაფერი ადგილიც მოძებნეს ჩასასაფრებლად. ბრძოლის დაწყებისთანავე გამოჩნდა რომ მდევარი ბევრად ჭარბობდა. რაც ქონდათ ტყვია-წამალი საბოლოოდ გადაანაწილეს მებრძოლებმა ერთმანეთში და პირველი ტყვიაც გავარდა. ომარის რჩევით, ფრენკმა დასავლეთის მიმართულებით გადაწყვიტა ბრძოლით სიარული, იმის იმედით, რომ ან უკრაინელების მომხრეებს გადააწყდებოდნენ ან უკრაინის ჯარებს. ცხარე ბრძოლა გაიმართა. გასაგები გახდა რომ აქედან ცოცხალი ვერავინ გაასწრებდა ყველასთვის მოულოდნელი დახმარება, რომ არ გამოჩენილიყო....
   რუსეთის ტერიტორიიდან შემოფრენილმა ორმა უახლესი მოდიფიკაციის შვეულმფრენმა გამანადგურებელი ცეცხლი გახსნა რეაქტიული დანადგარებიდან.  რაზმის წევრები საფარიდან გამოვიდნენ რომ სიხარულის ყიჟინა დაეცათ და მფრინავებს მისალმებოდნენ რომ შვეულმფრენების კარებები გაიღო და ორი სნაიპერული შაშხანით შეიარაღებული ადამიანი გამოჩნდა.... ორი გასროლა და ორი შუბლგახვრეტილი მეომარი უსულოდ დაეცა. პირველი ფრენკი მოვიდა აზრზე, ყველანი სასწრაფოდ საფარშიო იღრიალა, თუმცა ამ ბრძოლებში გამობრძმედილი ადამიანებისთვის ზედმეტი იყო გაფრთხილება.
   ეს ხალხი სულ გაგიჟდა? თუ ჩვენი გაჟუჟვა უნდოდათ რას გვეხმარებოდნენ, ამას რუსი სეპარატისტებიც მოახერხებდნენ.... თუ გვეხმარებიან და რაღას გვერჩიან.....
   მე მაქვს რაღაცა ეჭვი.... მაგრამ ჯერ უნდა შევამოწმო. ვისმეს შენი ჯგუფიდან აქვს სნაიპერული შაშხანა?  ავტომატური იარაღი მაქვს  კარგი, ზუსტად მსროლელი, ავტომატური პისტოლეტელი და ავტომატები კარგი ოპტიკით, მაგრამ მე მჭირდება სნაიპერული შაშხანა .....
   და შაშხანით შვეულმფრენი გინდა ჩამოაგდო?
    ფრენკს ომარისთვის ხმა არ გაუცია, ორკაპახის ტოტზე ჩამოდო ჩეჩენი მეომრის მიწოდებული შაშხანის ლულა და დაელოდა სანამ შცეულმფრენი მეორე ჯერზე წამოვიოდა. გაისმა გასროლა და საფრენმა აპარატმა კუდი შეათამაშა, ამას კიდევ ერთი გასროლა მოყვა და დაზიანებული შვეულმფრენის დასმა დიდი გაჭირვებით მაინც შესძლო მფრინავმა......
   ეხლა მე მჭირდება ყველაზე გამოცდილი და კარგინ მეომარი შენს რაზმში, მსროლელი ცოცხლად უნდა შევიპყრო.
    თუ გინდა მე წამოვალ, ჩემთვის არაფერი არ არის ერთი კაცის განიარაღება  -  დათომ გამოიდო თავი.
    შენ მე გჭირდება  -  მიმართა ფრენკს ომარმა სანამ ის რეაქციას მისცემდა დათოს შემოთავაზებას  -  არ გეწყინოს დათო. ხომ იცი ძმაში არ გარჩევ..... შენ საუკეთესო სპორცმენი ხარ, მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ  ომი შენი საქმე არაა და მადლობა უთხარი ღმერთს, რომ კაცის ცოდვა არ გაწევს კისერზე.... მენდე, მე ვიცი როგორც უნდა გავაკეთოთ...
    ნახევარი საათის შემდეგ, ხელებშეკრული კაცი ომარმა და ფრენკმა ერთად მოიყვანეს ბანაკში.
  ვინ ხარ?  - ფრენკის ამ შეკითხვას პასუხად მდუმარება მოყვა.
  კიდევ ერთხელ შეგეკითხები.... არ მიპასუხებ და გვამი ხარ.....
   გვამი მე უკვე ვარ იმიტომ, რომ დავალება ვერ შევასრულე..... ასე რომ დიდხანს მაინც არავინ მაცოცხლებს...
  ვინ არ გაცოცლებს და რა დავალება უნდა შეგესრულებინა?  -  ფრეკი ასე ადვილად დანებებას არ აპირებდა.
  არაფერი ისეთი რაც შენ არ გაგიკეთებია.... მეც შენნაირი ვარ...  პერანგი გამაძრე და ნახავ....
   ფრენკმა პერანგი გააძრო ტყვედ აყვანილს და თვალში ეცა ამ უკანასკნელის მკერდზე ამოსვირინგებული პირამიდა შიგ ჩასმული ადამიანის მზერა.....
  ესეიგი შენ იცი მე ვინ ვარ და მაინც არ მეუბნები რა დავალება მოგცეს....
   რას ელოლიავები ამ ნაბიჭვარს..... ესროლე მუხლის თავში და ჩათვალე რომ სამუდამოდ კუტია, რა აზრი აქვს მერე ამის ცხოვრება?  -  ამის თქმა იყო და დაუმიზნა კიდეც იარაღის ლულა ტყვეს მუხლს.
   კარგით, კარგით ყველაფერს გეტყვით  -  დაეთანხმა შეშინებული სნაიპერი.
   მე თქვენი განადგურება მაქვს შეკვეთილი....
   მაშინ რატომ გაანადგურე ჩვენ ვინც გვეომებოდა ის..... მოკლედ დაწვრილებით ყველაფერი მოყევი, მომბეზრდა შენზე კითხვების დასმა.... გელოდები თუ არ გინდა მუხლისთავები დაგიხვრიტო  -  საბოლოოდ დააკარგვინა მხნეობის ნატამალიც კი ომარის მზერამ ამ უკანასკნელს.
  მინდოდა ისეთი სურათი შემექმნა რომ თქვენ ერთამეთი დახოცეთ და მერე ერთი ადამიანის გარდა ყველას დავხოცავდი, ამის გარდა, მათ შეეძლოთ მოეკლათ ადამიანი, ვისი უვნებლად თავის ქვეყანაში დაბრუნებაც დავალებული მქონდა....  აუცილებლად უნდა გამენადგურებინე შენ..... ძმაო.....
  და შენ ყოველივე ამის მერე ბედავ და მე ძმას მეძახი, შენ არ იცი რას ქადაგებს ჩვენი მრწამსი? 
  შენ ალბათ ამ მრწამს უღალატე ..... სხვანაირად შენს მოკვლას არ დამავალებდნენ.....
  შენ გერმანელი ხარ.....
  საიდან მიხვდი, მე ხომ სუფთად მარტო რუსული არ ვიცი?
  ეგ შენი საქმე არ არს.... მაგრამ რუსული შვეულმფრენები?.....
  ლოჟამ ჯერ რუსეთში გაგვაგზავნა და იქ შეგვაიარაღეს....
   მარტო იყავი? 
   არა, ჩვენ ორნო ვარ....
  ორივე გერმანული საძმოს წევრები ხართ?
  კი!.... და შენ თუ გგონია მარტო გერმანელი ძმები ნადირობენ შენზე ცდები.... შენი სურათები ამერიკელმა მეკავშირეებმა გადმოგვცეს....
  ეხლა რას იზავენ შენი წოდებით უფროსი ძმები, როგორ ფიქრობ?
  ახალ შემსრულებლებს გამოგზავნიან....
  და თქვენ ამის მერე ლოჟის წევრები და ჩემი ძმები ქვიათ?!
  კიდევ რა დავალება გქონდათ....
  ეს კაცი  -  თავის გაქნევით მიანიშნა მაიკლზე  -  სახლში უვნებელი უნდა დაგვებრუნებინა....
  რა უყოთ ეხლა ამას?  -  საუბარში ომარი ჩაერთო.
  ეს აქ რომ დავტოვოთ მოკლავენ, სეპარატისტები თუ არა საძმოს წევრები..... მოგვიწევს თან წაყვანა.....
  შენ გაგიჟდი? ამას ჩვენი მოკვლა უნდოდა და ამის უსაფრთხოებაზე შენ ზრუნავ?
  ომარ! შენ მართლა გულადი მებრძოლი ხარ და ამის გამო პატივს გცემ....  მაგრამ ნუ ჩაერევი ჩემს საქმეში... ეს კაცი ჩემი საქმეა და მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს. თუ რაღაცა არ ვიღონეთ, ამ ადგილს თუ არ მოვშორდით დავიღუპებით.... 
    ტყვილი აღმოჩნდა ყველა მცდელობა ჯგუფის მდევრებს ხელიდან დასხლტომოდნენ, ამჯერად უკან მობრუნებული შვეულმფრენები ჯერ მიწაზე დაჯდნენ და შეიარაღებული მებრძოლების ორი ჯგუფი გადმოსვეს მათთან ახლოს. ბრძოლა სატიკი იყო, ალყაშემორტყმულებიდან მხოლოდ ფრენკი, ომარი, მეგის ძმა, მაიკლი და მათი ტყვეღა  დარჩა, როდესაც მოწინააღმდეგემ დანებება შესთავაზა.....
 ესენი მე და ამ უბედურს (დაჭრილ მასონზე მიანიშნა) მაინც მოგკვლავენ.... თქვენ წადით იქნება მოახერხოთ ალყის გარღვევა -  ფრენკის ამ შეთავაზებას პირველი ომარი გამოეხმაურა...  
 ესენი მაინც რუსებს გადამცემენ და მათ ხელში დამცირებულ, წამებით სიკვდილს ბრძოლაში სიკვდილი მირჩევნია.
  შენ მაინც ეცადე.... უფრო მეტი შესაძლებლობაა გადარჩენის  -  დათოს მიმართა ამჯერად ფრენკმა
  დავუშვათ გადავრჩი და ძმაკაცის ბრძოლის ველზე მიტოვებისთვის არაფერი მითხრეს ომარის ახლობლებმა, ჩემს თავს როგორ უნდა ვაპატიო კაცი ღალატი, რომელიც ჩემი დის გადასარჩენად სიკვდილს დათანხმდა?
  ყველაზე კარგ ვითარებაშიმე ვარ.... ამათ ნაბრძანები აქვთ თმის ღერი არ ჩამოვარდეს ჩემი თავიდან.....
   ხელებაწეული მაიკლის გამოჩენამ ვერ შეასუსტა კარგად გაწვრთნილ მკვლელთა ყურადღება.... ყველაზე ბოლოს ფრენკს ზურგში მისწვდა მტრის ტყვია.... ერთი რაც მეომრებს აიძულა მაიკლმა დახოცილები შვეულმფრენში აეტანათ, ეს იყო ის ბოლო პატივი რაც მან შესძლო დაღუპულებისათვის მიეგო.
                                                                               თავი მეექვსე
      ყვავილებით ლამაზად გაფორმებულ საფლავზე, სადაც სამი სხვადასხვა ეროვნების მრწამსის და ქვეყნის მოქალაქეების საბოლოო განსასვენებლად ქცეულიყო მეგი და მაიკლი მდუმარედ მიაგებდნენ პატივს დაკრძალულებს. მეგის სამგლოვიარო ფერის ტანსაცმელი მიანიშნებდა, რომ ის იყო მაიკლთან ერთად ამ სასაფლაოს ჭირისუფალი. წყვილი მანქანაში ჯდებოდა, როდესაც მაიკლის მობილურმა დარეკა. ამერიკაში დაბრუნების შემდეგ მაიკლს ერთხელაც არ დაურეკავს მამამისისთვის, ბუნებით გულღია და გულწრფელი ბიჭი გრძნობდა, რომ ჯონის მიმართ საყვედურისაგან შეიძლებოდა თავი ვერ შეეკავებინა და მათი ახლო ურთიერთობებისათვის, რომელსაც ბიჭი ჯერ კიდევ აფასებდა, ამ საუბარს შეიძლებოდა წერტილი დაესვა. მობილურის ზარის ხმაზე შემოსულ ნომერს დახედა მაიკლმა, ჯონი რეკავდა...
რა მოხდა შვილი? ამდენი ხანია ჩამოხვედი და არც კი დაგირეკია, მინდოდა მომესამძიმრებინა თქვენთვის... მერე ვიფიქრე გამოჩნდებიან და პირადად ვეტყვი სათქმელს მეთქი, მაგრამ აზრადაც არ მოგსვლიათ ჩემსკენ გამოსვლა.....
ჩამოვედი მამა თუ ჩამომიყვანეს..... არ მითხრა ეხლა საქმის კურსში არ ვარო  -  პასუხობს მაიკლი და გრძნობს მისდაუნებურად როგორ უწევს ნელ-ნელა ხმას  - კარგი მამა, დღეს გნახავ და ვილაპარაკოთ..... ეს არ არის სატელეფონო საუბარი.
მეც მინდა წმოვიდე  -  ჩუმი ხმით ჩაილაპარაკა მეგიმ.
რატომ?  .....
მაინტერესებს რას გვეტყვის ჯონი..... შენ წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
რა თქმა უნდა არა  -  პასუხად დაუბრუნა ბიჭმა ქალს, მას შემდეგ რაც სატელეფონო კავშირი გაწყვიტა.   
     საღამო ხანი იყო როდესაც მაიკლი მეგისთან ერთად მამამისის საგვარეულო სახლს მიადგა, მანქანა სადგომზე დააყენა. კარები როგორც ყოველთვის კარისკაცმა ზუსტად მაშინ გააღო როდესაც ერთი ნაბიჯირა რჩებოდა....
ჯონი სად არის?  -  სიჩქარე არ შეუნელებია ისე დაგდო სიტყვა მოსამსახურეს. 
ბატონი ჯონი მისაღებში, ბუხრიან დარბაზში გელოდებათ....
მაიკლს მოეჩვენა რომ ჯონი იმ დღეს გუნებაზე ვერ იყო, მაიკლის დანახვაზე სავარძლიდან წამოდგა, თვითონ „მიეახლა“ ბიჭს, ლოყაზე აკოცა, შემდეგ მეგისთან მივიდა და ხელი ჩამოართვა...
მეგი! მინდა ორივეს მოგისამძიმროთ.....
    ფრენკის დაღუპვაც მე უნდა მიმისამძიმროთ?  -  ფრენკის ამ „უწყინარ“ შეკითხვას და აშკარა პროვოკაციას ჯონი არ წამოეგო, თითქოს არც არაფერი გაუგიაო, თავის სავარძელს დაუბრუნდა. 
     მაიკლმა გადაწყვიტა კიდევ უფრო არ გაემწვავებინა ისედაც დაძაბული ატმოსფერო, როგორც იტყვიან ხოლმე დენთის სუნი აშკარად ტრიალებდა ჰაერში....
  ფრენკს ოჯახი არ დარჩა, მას შენ უკვე მიხედე როგორც მე ვიცი და არა მარტო მას... ზუსტად ჩვენ კლუბთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა, როდის ჩაეწერები ჩვენი საძმოს რიგებში  -  ეს ერთი შეხედვით უბრალო შეკითხვა მაიკლის აფეთქების მიზეზი გახდა....
   მამა! შენ საძმო თქვი თუ მე მომესმა. შენ როგორც წესი კლუბს უფრო ხმარობ ხოლმე ვიდრე საძმოს.... იქნებ იმიტომ რომ ეს არანაირი საძმო არ არის....
 მაიკლ, მე მესმის რომ იმის რაც თავს გადაგხდათ დავიწყება  ადვილი არ იყო.... მაგრამ შენ მე ძლიერი კაცი მყავხარ და დარწმუნებული ვარ ყველაფერ ამას მოერევი. ეს უმდიდრესი და უჭკვიანესი, შემომქმედი ადამიანების საძმოა. ჩვენ უდიდესი მისია ვიტვირთეთ. ჩვენ გვინდა მთელ მსოფლიოში დავამყაროთ წესრიგი და ამისთვის გვჭირდება ყველა ის ადამიანი, ვისაც ზეგავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოების დიდ მასებზე. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის პირველ პირებთან და რაც უფრო დიდი ქვეყანაა და მრავალრიცხოვანი მოსახლეობაა მით უფრო აქტუალურია ჩვენთვის მათთან ურთიერთობა. რუსეთი უზარმაზარი პოტენციის ქვაყანაა..... უმდიდრესი თავსის სასარგებლო წიაღისეულით და ენერგორესურსებით, ამიტომაც მათთან ურთიერთობებს ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით.....
  იმდენად უფრთხილდებით რომ მზად ხართ მისგან ახალი ჰიტლერი შექმნათ.... ფრენკისგან ვიცი რომ ჭადრაკის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ხარ, მაგრამ მე შენი შვილი ვარ და შენი გენეტიკის მატარებელი. შეიძლება შენსავით ძლიერი არ ვიყო, მაგრამ უნივერსიტეტში საუკეთესო ვიყავი, უბრალოდ ძალისმიერი თამაშები უფრო მიტაცებდა.... ასეთი საშიშროება როდესაც არსებობს მსოფლიოში და შენ ერთადერთ სახელმწიფოს წარმოადგენ რომელსაც რეალური ძალა გააჩნია მის დასათრგუნავად, კუთრი წონა შენი, როგორც ზესახელმწიფოსი ერთი-ორად იმატებს.... ეს საერთაშორისო ასპარეზზე გაძლევს დომინირების საშუალებას, მაგრამ კიდევ არის ერთი ასპექტი რომელზეც არასოდეს ვამახვილებთ ყურადღებას და არ მოგვწონს როდესაც ამაზე საერთოდ ვინმე ამახვილებს ყურადღებას.....
 რას გულისხმობ? რა გამოცანებით მელაპარაკები.....
  შენი რეაქცია იმაზე მეტყველებს რომ მშვენივრად ხვდები საითკენაც მიმყავს საუბარი.... ეს ჩვენი შემოსავლებია. ერთერთი თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ეს ჩვენი შემოსავლებია, სიმდიდრე რომელიც გვაძლევს საშუალებას ეს პლანეტა ვმართოთ.... ჩვენ აღარ გვაკმაყოფილებს ჩვენი სახელმწიფო... ჩვენ გვინდა დედამიწა ვმართოთ ამისთვისთვის გვინდა ეს მილიარდები....
  შვილო, ჩვენ გვინდა წესრიგი დავამყაროთ გველგან... არ გვინდა რომ სახელმწიფოები ერთმანეთი ომობდნენ. გვინდა რომ დავეხმაროთ მესამე ქვეყნებს რომ განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდნენ.... ყველაფერს ამას ჭირდება ძალიან დიდი ფინანსები რომლის შეგროვებას და საქმეში დაბანდებასაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ.... მარტო ჩვენ არ ვართ ამ საქმეში, მსგავსი კლუბები ევროპაშიც არის და სხვაგანაც...         
  ელემენტარული ლოგიკიდან გამომდინარე ფრენკისგანაც რომ არ ვიცოდე მსგავსი როგორც შენ მთავდაბლურად ეძახი კლუბები ალბათ რუსეთშიც იქნება?....
  დიდი ხანია ისინი რუსეთში არსებობენ და ამ ქვეყნის უბრწყინვალესი პიროვნებები წარმოადგენდნენ ჩვენს ორგანიზაციას, მაგრამ დღეს რუსეთში ცხოვრების დონე იმდენად დაბალია... ისინი უპირატესობას საცხოვრებლად ევროპულ ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს ანიჭებენ. აქ საზოგადოება ნაკლებად აგრესიულია მათ მიმართ ვისაც დიდი ფული აქვს, ნუ დაგავიწყდება.... ამერიკული ოცნება ეს მილიონის ფლობაა, რაც შეეხება ევროპას.... ასეული საუკუნების განმავლობაში ერთმანეთის კონკურენციაში გამობძმედილი, საუკეთესოთა შორის საუკეთესო ხელოვნება, კულტურა, ურთიერთობა განსაკუთრებული სინატიფე და შინაგანი ბუნების სიფაქიზე იზიდავ ადამიანებს.... თუმცა ეს ყველაფერი ჩვენი, ამერიკული ცხოვრების წესით შეზავებული ჩვენც გაგვაჩნია, რადგანაც როგორც შენ სწორედ ბრძანე, ძლიერი და მდიდარი ზესახელმწიფი ვართ. ჩვენ ვმართავთ ამ ზესახელმწიფოს და ზუსტად ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა....
  და ამ ამოცანის შესრულებაში რით შეგიშალა ხელი ფრენკმა, რომ ასე მარტივად გაწირეთ.... მხოლოდ იმიტომ რომ არ დაეთანხმა თქვენი თამაშის წესებს.... იმიტომ რომ არ მოინდომა ბეწვის ხიდზე გავლა და კიდევ ერთხელ იმ სახელმწიფოს გაძლიერება რომელიც ვერ ძღება მეზობლების სისხლით, საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლე ხომ არც არასოდეს ანაღვლებდა..... 
  არა.... ის დაემუქრა ჩვენი საქმიანობის მთავარ იდეას, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ შევქმნათ მდიდარი საზოგადოება რომელიც უფლებას აძლევს საკუთარ თავს იარსებოს და იმოღვაწეოს მაქსიმალურად კომფორტულ პირობებში. ჩვენ არ ვთვლით რომ ადამიანი მხოლოდ სატანჯველად შეიქმნა და მხოლოდ ამცხოვრებისეულ სიკეთეებზე უარის თქმის შემთხვევაში შესძლებს იმქვეყნად სულის ცხონებას..... მაშინ ჩვენ ეჭვი შეგვაქვს თვთ დიდი შემოქმედის, უფლის შესაძლებლობებში რაც თავისთავად მკრეხელობაა.... ადამიანი უფალმა შექმნა ისეთი როგორსაც ის თვლიდა საჭიროდ რომ ყოფილიყო, თავისი მრავალფეროვნებით.... სიკეთით თუ ბოროტებით, წარმატებულები თუ ხელმოცარული..... ყველაზე დიდი ბედნიერება ეს თავისუფალი არჩევანია, რომელიც ადამიანს შემოქმედმა უწყალობა.....
 არა.... გამოდის ამ არჩევან თქვენ აკეთებთ, ანუ ირიბად თქვენ წყვიტავთ სახელმწიფო ფეხზე დადგება და იქნება წარმატებული თუ არა.... ფრენკის შემთხვევაში პირდაპირ გადაწყვიტეთ, რომ ეს კაცი თქვენ მიზნებს საფრთხეს უქმნიდა და ცივსისხლიანად მოკალით. ამ შემთხვევაში მე შენთან მაქვს პრეტენზიები. მეგის რომ ჩვენთან ერთად წამოსულიყო და ფრენკს ის გაეროს შვეულმფრენით არ გაეშვა და ჩვენთან ერთად წამოსულიყო გამოგზავნილი მკვლელებისთვის მისი სურათი არავის გადაუცია.... თქვენ არა მარტო მეგის ძმა გაწირეთ, თქვენ ჩემი საყვარელი ქალი გაწირეთ და მხოლოდ ფრენკის ალღომ იხსნა ის უეჭველი სიკვდილისაგან... და ამის შემდეგ შენ კიდევ თქვენ დანიშნულებაზე და თქვენი კლუბის წევრობაზე მელაპარაკებით.... და შენ კიდევ გინდა შემომთავაზო ადამაიანებთან ურთიერთობა რომლებიც ერთმანეთს ძმებს ეზახიან, ზურგს უკან კი დაქირავებულ მკვლელებს მათ განადგურებას ავალებენ? 
  ჩვენთან, რახან შენ სიტყვა კლუბი გაღიზიანებს..... პირდაპირ ვიტყვი... ლოჟაში ჩვენ კოლექტიურ გადაწყვეტილებასს ვიღებს და კატეგორიულად ვგმობთ ინდივიდუალურ, ემოციის კარნახით მიღებულ ერთპოროვნულ გადაწყვეტილებებს. მე ფრენკი გავაფრთხილე რომ არ გამგზავრებულიყო თავისი ჯგუფით უკრაინაში, მაგრამ ის არ დამემორჩილა და ამით ჩემს მფარველობაზე უარი თქვა.... რუსეთი ატომური იარაღის მფლობელი ზესახელმწიფოა, მართალია ის ისეთი ძლიერი არაა როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, მაგრამ ბირთვული იარაღის ისეთი მარაგი აქვს, ყველა მათი გამოსროლილი რაკეტა თავის ტერიტორიაზეც რომ ჩამოვაგდოთ დედამიწა არსებობას შეწყვეტს....
 მამა, შენ ისევ ვერ მაფასებ სათანადოდ.... არცერთი, ფსიქოპატიც კი არ დაიწყებს ატომურ ომს. თვითონ რუსეთის დღევანდელ მმართველს და მისი ოჯახის წევრებს, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო, უძვირფასეს სასტომროებში, ჯერ კიდევ იმდენი ფული აქვთ დასახარჯი, რომ იმქვეყნიდან მოსწვდებიან რუსეთის პრეზიდენტს..... და შენ ფიქრობ რომ თავისი ოჯახის წევრებს ბუნკერში საარსებოდ გაწირავს რუსეთის უმაღლესი ელიტა? ან როდის აქეთ ზრუნავ შენ რუსეთის მოსახლეობაზე?..... მამა, შენ ზრუნავ მხოლოდ შენს ფულზე და ყველა თქვენ.... ეგრეთწოდებულ „საძმოს“ მხოლოდ თქვენი ასტრონომიული შემოსავალი გაინტერესებთ.... რუსეთში ყოველთვის დიდი ფული „იჭრებოდა“ და ამით მშვენივრად სარგებლობდნენ არა მარტო სხვადასხვა სახელმფიფოს მაღალჩინოსნები არამედ თქვენც, ლოჟებში გაერთიანებული უმდიდრესი ადამიანები. ძირითადი ჩვენი კაპიტალი მაშინ ხომ არ შეგროვდა როდესაც ნავთობის ფასმა მაქსიმალურად აიწია და ჩვენმა ოჯახმაც ფანტასტიკური მოგება ნახა.... განა რა ჩვენი ბრალია რომ ფეხზე წამომდგარმა და მადააშლილმა რუსეთმა საბჭოთა იმპერიის ხელახლა „აღზევება“ გადაწყვიტა..... 
  ეტყობა უფლის ნება იყო.....
  მამა!  -  ბიჭმა იგრძნო რომ ხმას აუწია, უცბად შეწყვიტა საუბარი, დაელოდა სანამ ისევ შეძლებდა თავის კონტროლს და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელა სიტყვა  -  გეხვეწები.... თუ გიყვარვარ. შენ არასოდეს ყოფილხარ ჩემთვის ცუდი მამა..... შენ ყოველთვის ზრუნავდი ჩემზე და ყველაფერს აკეთებდი ყოველთვის რომ მე ბედნიერი ვყოფილიყავი მაგრამ..... შენ და შენს მეგობრებს უფლის სახელით ლაპარაკის უფლება არ გაქვთ. ყველაფერი იმის შემდეგ რაც უკრაინაში ვნახე და რასაც ურაინას შემოსეული რუსები აკეთებენ თქვენ კიდევ მათთან მოლაპარაკებებზე საუბრობთ? თქვენ ყველაფერი ძალიან კარგად იცით უბრალოდ თქვენთვის მომგებიანი პარტნიორების დაკარგვა არ გინდათ. ფრანგებს „მისტრალის“ არ მიყიდვის სანაცვლოდ კომპენსაცია ჭირდება, გერმანელებზე ხომ საერთოდ საუბარიც კი არ ღირს.... იმდენად დაკარგული აქვთ თავმოყვარეობა რომ რუსეთის პრეზიდენტის ხელში სათამაშოებად იქცნენ და მთელი მსოფლიო მათ დასცინის. თქვენც და სხვა საძმოებმაც დიდი ხანია ქრისტეს მცნებებს ოქროს კერპი ანჯობინეთ..... მე არ ვიცი თქვენ მართლა ვერ ხვდებით ამას თუ სხვა ადამაინებს ატყვილებთ, თქვენ ოღონდ თქვენი დაწყევლილი ფული შეინარჩუნოთ და ეშმაკთანაც შეხვალთ გარიგებაში.... უკვე თუა არ გაქვთ მიყიდული სული.... 
  როგორ ბედავ!?  -  გააფთრებული ჯონი ლამის წამოხტა სავარძლიდან.
  დღეს ასე მგონია მსოფლიო გაგიჟდა..... ყველგან, მთელს დედამიწაზე ზედმეტი და უსარგებლო გახდა მცნებები რომელიც სინამდვილეში ადამიანს ცხოველისაგან ანსხვავებს და ღვთის მიერ თავისდა მსგავსად შექმნილ არსებად რაცხავს..... თავდამდაბლობა უუნარობად და სიჩლუნგედ აღიქვება, მიმტევებლობა სისუსტედ და ლაჩრობის ნიშნად..... ადამიანის დაჩაგვრადა საკუთარი ნება-სურვილის მოხვევის სურვილი მიზანდასახულობად, სიმტკიცის გამომჟღავნებად..... სისასტიკე მიზნის მიღწევის ყველაზე ეფექტურ საშუალებად......
  თქვენ რომ გისმენთ  -  საუბარში მეგი ჩაერთო და ჯონის მიმართ  -  გენიალური სტენლი კუბრიკის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი „ნათება“ მახსენდება, სადაც მთავარი გმირი რომელსაც ბრწყინვალედ ანსახიერებს ჯეკ ნიკოლსონი იმისთვის რომ თავის ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზება შესძლოს და რომანი დაწეროს, მისი აზრით ამისთვის საუკეთესო პირობების შესანარჩუნებლად, ანუ ინდიელების სასაფლაოზე აშენებულ, დაწყევლის სასტუმროში ცხოვრების სანაცვლოდ, საკუთარ ცოლ-შვილს ხოცავს. ეს ალბათ უტრირებაა ამ ფსიქოლოგიურად მძაფრი ტრილერის, თუმცა ეს ხაზი აშკარად იკვეთება.....   თქვენს სურვილს დედამიწაზე ადამიანთა ცხოვრება უფრო უკეთესი და კომფორტული გახადოს ჯერ-ჯერობით ომების და ხოცვა-ჟლეტის მეტი არაფერი მოუტანია.....თქვენნაირები და თქვენი კლუბის წევრები დებდნენ ინვესტიციებს რუსულ ეკონომიკაში დიდი მოგების სანაცვლოდ, ისევ თქვენ წამოაყენეთ 90-იან წლებში წაქცეული ქვეყანა და რუსების სიყვარულით არ გაგიკეთებიათ მაგი. დღევანდელ ხელისუფლებას ეს ყველაფერი კარგად ახსოვს და სამაგიერო კომპენსაციას პოსტკომუნისტური ტერიტორიების მისი ზედამხედველობიშ ქვეშ გაერთიანებით თხოულობს
    ქალის სიტყვები ის ბოლო წვეთი აღმოჩნდა რომელმაც ჯონს მოთმინების ფიალა აუვსო  -  თქვენ ვინ მოგცათ იმის უფლება რომ მე მაკრიტიკოთ? თქვენ ჯერ რა გაგიკეთებიათ ცხოვრებაში ან რისთვის მიგიღწევიათ ჩემგან განსხვავებით? არ მინდოდა მეგი შენთან ურთიერთობების დაძაბვა მაიკლის ხათრით, მაგრამ თქვენ ზღვარს გადახვედით...... შენ მაინც რა გაქვს სალაპარაკო? ეს შენი ქვეყანაა და შენი თანამემამულეები რომ ყველგან შუღლს თესენ და დედამიწას მოსვენებას არ აძლევენ.... ეს შენი ქვეყნის პრეზიდენტი ემუქრება მსოფლიოს ატომური იარაღით და მოსვენებას არ აძლევს თავის მეზობლებს, ეს შენი ქვეყანაა რომ ვერანაირად ვერ ჩავრთეთ მსოფლიოს უსართხოების სისტემაში მიუხედავად იმისა რომ ყველაფერს ვაკეთებდით ამისთვის...... 
  თქვენ ჩემზე უკეთესად ნამდვილად არ იცით ჩემი თანამემამულეებისთვის დამახასიათებელი ნათელი და ბნელი მხარეები, მაგრამ რუსეთი მარტო დღევანდელი სამთავრებო კურის მხარდამჭერი ელექტორატი არაა..... ბევრი ადამიანია ვისაც რუსული არხებით და ნაყიდი პრესით ხელისუფლებამ ტვინი ვერ გამოურეცხა და  საერთოდ რუსული საზოგადოებისათვის დამახასიათებელი იმპერიული აზროვნებაც იმ დონეზე ვერ გაუღვიძა რომ ასწლეულების მანძილზე არსებული მეგობრობა დაევიწყებინა. თქვენ დაანგრიეთ საბჭოთა კავშირად წოდებული ციხე, თუმცა ეს ციხე ზოგიერთი რესპუბლიკისთვის თავშესაფარიც იყო გარეშე მტრებისგან..... თქვენ ეს ციხე გატეხეთ და პატიმრები გამოუშვით, მაგრამ ეს ციხე არსად წასულა და ზედამხედველებიც მზად არიან პატიმრების უკან დასაბრუნებლად, თქვენ შეიძლება ფიქრობთ რომ ეს პროცესი მშვიდად ჩაივლის განსაკუთრებით, განსაკუთრებით ეჭვი მიჩნდება ამის ევროპის შემხედვარე მაგრამ..... კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე კარგად ვიცნობ ჩემს ხალხს.... მე ძმა დავკარგე რომლის გაცნობაც კი ვერ მოვასწარი..... რუსეთი ეს განვითარებული ევროპის ნაწილი არ არის რომ მარტო ეკონომიკური სანქციებით შემოიფარგლოს, ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს ძმას, შვილს, მშობლებს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება არავის არ დაინდობს, ვინც გაბედავს და მისი სურვილის წინააღმდეგ წავა...  სამხედრო ჩარევის გზით გაანადგურებს, საქართველო და უკრაინა ამის თვალნათელი მაგალითია.... რაც შეეხება რუსეთთან თანამშრომლობას, ორმაგი სტანდარტების არსებობის გარეშე საბჭოთა კავშირის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა და ამ საქმეში რუსული დიპლომატია კარგად ერკვევა...... ამიტომ როდესაც ორმაგ სტანდარტებზე საუბრობთ, კეთილი ინებეთ და საკუთარ ქმედებებშიც უფრო თანამიმდევრულები იყავით..... მაგრამ ჩვენ აქ საჩხუბრად არ მოვსულვართ..... მე ვიცი რომ თქვენ კარგი მამა-შვილობა გქონდათ და მინდა ასევე დარჩეს.... ნუღარასოდეს თხოვთ თქვენს შვილს ამ კლუბში გაწევრიანებას, ეს უბრალოდ ჩემი რჩევაა.... 
   როდესაც ქალ-ვაჟი ჯონის სასახლიდან გამოვიდა უკვე შუა ღამე თუ კაი გვიანი ნამდვილად იყო, მეგის თხოვნამ რომ მამა-შვილს აღარ ეკამათა გაჭრა, თუმცა უსიამოვნო შეგრძნება მაინც ორივე მხარეს დარჩა. სიახლე რომ მეგი და მაიკლი დაქორწინებას აპირებდნენ ერთგვარი კომპენსაცია გახდა სენატორისთვის, სიძე- პატარძლის სურვილმა ამ ცერემონიალის უშუალო თანამონაწილე ჯონიც ყოფილიყო ერთგვარად განმუხტა კიდეც ის დაძაბულობა რომელიც კამათისას შეიქმნა.  ჯონი ჯვრისწერის ცერემონიალში მონაწილობაში დათანხმდა და ხარჯის სრულად საკუთარ თავზე აღების სურვილიც გამოთქვა რასაც მომავალი ნეფე-პატარძლის წინააღმდეგობა შეხვდა, თუმცა შეთანხმებას მიაღწიეს და გადაწყდა რომ ხარჯს თანაბრად გაინაწილებდნენ...............

P.S ცნობილი ჟურნალისტის და ერთერთი ყველაზე გავლენიანი სენატორის შვილის ჯვრისწერა ყვითელი პრესისთვის რა თქმა უნდა შეუმჩნეველი არ დარჩენილა, თუმცა მან ბევრი მითქმა-მოთქმაც დაბადა. ის რომ ჯვრისწერის შემდეგ მოწყობილ სადღესასწაულო სუფრაზე ჯონი არ დარჩენილა უკვე სკანდალის ტოლფასი იყო. სტუმრების რაოდენობაც ფრიად შეზღუდული იყო და იქ არავინ იყო კლუბის წევრებიდან რაც ასევე მოულოდნელი აღმოჩნდა ბევრისთვის. ამ საზოგადობისთვის კარგად ცნობილი ოჯახის მიერ მოწყობილი წვეულება როგორც წესი კლუბის წევრების და ხელისუფალთა უმაღლესი წარმომადგენლობის გარეშე არასოდეს გამართულა. ბოროტი ხმები ოჯახურ განხეთქილებასა და პატარძალსა და სენატორს შორის არცთუ „დალაგებულ“ ურთიერთობებზე ალაპარაკდნენ, მაგრამ მაშინ გაუგებარი რჩებოდა ჯონის მიერ ქორწილზე  ძვირფასი იახტის და მდიდრული საზაფხულო რეზიდენციის გადაცემის მოტივი ახალდაქორწინებულებისთვის..............                                        
   

3 comments:

Mizi Margueron said...

ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ ჩამებრუნებინა, მაგრამ ჯადოქრობა არასდროს მჯეროდა, სხვა არჩევანი არ მქონდა, მაგრამ შევეცდები შელოცვა მეთქვა და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას

Anna Yarmolenko said...

ცხოვრება სხვადასხვა გამოცდილებით მოდის. არ ვიცი როგორი გამოცდილება გაქვთ, მაგრამ ეს ჩემი ისტორიაა, უფრო ჩვენება. სიამოვნებით ვწერ ამას, რადგან ისევ მშვიდობა მაქვს ჩემს ქორწინებაში და ეს ყველაფერი დიდი მართლწერის წყალობით, სახელად VOODOO LORD, ის არის ძალიან ძლიერი ადამიანი, რომელმაც ხელი შეუწყო ჩემსა და ჩემს ქმარს შორის კამათის შერიგებას ძალიან ეფექტური და ნამდვილი სიყვარულის შელოცვით. . ჩემმა ქმარმა სახლიდან წავიდა და სხვა ქალთან გადავიდა საცხოვრებლად შვიდი თვის განმავლობაში მე და ჩვენს ოთხ შვილზე ზრუნვის გარეშე, მე ფინანსურად სტაბილური ვარ, მაგრამ მჭირდება მამაკაცის მზრუნველობა, სიყვარული და სტაბილური ოჯახი. რამდენჯერმე ვეხვეწე, რომ სახლში მისულიყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, მის უფროს დასც კი ვთხოვე, რომ დამეხმარა მევედრებოდი, რაც ასევე ვერ მოხერხდა. ასე რომ, ერთ დღეს მე წავაწყდი ქალის ჩვენებას, რომელმაც აღწერა, თუ როგორ დაეხმარა მას VOODOO LORD, რომ ქმარს არ გაეყარა. დავუკავშირდი და ავუხსენი ჩემი პრობლემები, მითხრა რა იყო საჭირო ნამდვილი და ძალიან ეფექტური სიყვარულის შელოცვისთვის. მე მივაწოდე ყველაფერი, რაც მას სჭირდებოდა და ოცდაოთხ საათში ჩემმა ქმარმა დამირეკა, პატიება მთხოვა და მთხოვა, დავიბრუნებ თუ არა მას, რაც მან გააკეთა, და ამით ჩემი ქორწინება გადაარჩინა. თუ თქვენ გაქვთ რაიმე სახის პრობლემა, რომლის გადაჭრაც გსურთ, ნუ მოგერიდებათ დაუკავშირდეთ მას  WhatsApp-ზე: +2348097014925, ელფოსტა: voodooconnect60@gmail.com


Johanna said...

ჩემი სახლი სავსე იყო გაუთავებელი უბედურებებით და უბედურებებით, რამაც გამოიწვია განქორწინება, რომელიც არასდროს მინდოდა ჩემს ქმართან. ყველაფერი დაინგრა და ჩვენ ცალკე წავედით. ვცდილობდი გამეგრძელებინა, მაგრამ ძალიან გამიჭირდა, რადგან მაინც მიყვარდა ჩემი ქმარი და ჩემი ქალიშვილი ყოველთვის ტიროდა, რადგან სურდა მამის დაბრუნება. სხვა არჩევანი არ მქონდა გარდა დახმარების ძიებისა, რამაც მიბიძგა დამეკავშირებინა VOODOO LORD-ს, მას შემდეგ რაც ვნახე ამდენი კარგი კომენტარი მის ნამუშევრებზე. მან დამარწმუნა, რომ შემირიგებდა მე და ჩემს ქმარს თავისი შერიგების შელოცვით, რომელიც მას მოუწევს. ბედნიერი ვარ, რომ 48 საათის შემდეგ მივაღწიე სასურველ შედეგს, სიყვარული და ბედნიერება აღდგა და ისევ ერთად დავბრუნდით და ეს გაერთიანება სამუდამოდ არის. მადლობა VOODOO LORD-ს ჩემი ოჯახის გადარჩენისთვის ძალიან კარგი სამუშაოსთვის. ის არასდროს არის ძალიან დაკავებული, რომ ვინმეს დაეხმაროს. ასე რომ, დაუკავშირდით მას ახლა, თუ რაიმე დახმარება გჭირდებათ. გაუგზავნეთ მას voodooconnect60@gmail.com ...  Whatsapp: +2348097014925