Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.

                                                                       "შადიმანების" ნადიმი.

    ამ ქალაქში ცნობილ, მტკვრის პირას აშენებულ რესტორანში, დღეს არჩევნებში მოგებული პარტია გამარჯვებას ზეიმობას. რესტორნის მეპატრონეებიდან დაწყებული ლამის ღამის დარაჯამდე ყველა აქ არის..... ეს ხომ მშვენიერი შანსია.... იქნებ გაგიმართლოს და "ძლიერთა ამა სოფლისა" კეთილგანწყობა დაიმსახურო, ეს ხომ ერთგვარი დაუსჯელობის "ინდულიგენცია" იმ ქვეყანაში სადაც ხანდახან კანონზე წინ ნაცნობ-მეგობრობა დგას.....

                                           

  გაყიდული სამყარო

მთავარი შემთხვევა, რომელიც ლეიტმოტივად მიყვება ნაწარმოებს და რომელზეც არის აწყობილი სიუჟეტი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და არანაირი შეხება არ აქვს რეალობასთან, მაგრამ სხვა დანარჩენი რამდენად ახლოს არის ქართულ სინამდილესთან, ამის შეფასება შენთვის მომინდია ძვირფასო მკითხველო......  
                             
                                
   მოყვასის მადლი.

დილას ამდგარმა, მას შემდეგ რაც თავი მოვიწესრიგე, აღმოვაჩინე რომ ოჯახში პური არ იყო და გადავწყვიტე სახლიდან ას მეტრაში მდებარე საცხობიდან თონის პურები მომეტანა. ამ საცხობის პურების განსაკუთრებული გემო უმეტესობა ვაკელებისთვის კარგად არის ნაცნობი და კლიენტების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან. პურები ახალი ჩაგებულები იყო თონეში და 20-26 წუთი ლოდინი მომიწია, თუმცა ასაკოვან ქალბატონს ჩემზე ადრე უკვე დაეკავებინა რიგი.  ცხელი პურები რის ვაივაგლახით, ისე რომ ერთამეთზე მიტყეპებით არ ჩაცომებულიყო წამოვიღე და უკან, სახლისკე გზას დავადექი. ალბათ ორმოცი-ორმოცდაათი მეტრი მქონდა გავლილი რომ საპირისპირო ტროტუარიდან ჩემსკენ მომავალმა ასაკოვანმა კაცმა და პატარა, ალბათ მესამე-მეოთხე კლასელმა ბიჭმა მიიქცია ყურადღება.



სკვერი.


ვინც თბილისს კარგად იცნობს და იცის, რა არის 35 გრადუსიანი სიცხის შემდეგ, უკვე ჩამავალი მზის ფონზე, წყნეთიდან მონაბერი გრილი სიო, ადვილად მიმიხვდება რატომ დავთანხმდი ასე იოლად ჩემი ორი წლის გიორგის გასეირნებას, როდესაც თავისი პუტკუნა, ერთი ხელუკა ხელში ჩამავლო, სახლიდან გასასვლელ კარებთან მიმიყვანა და მეორე ხელის საჩვენებელი თითი კარებისკენ გაიშვირა, გარეთ გასვლას მთხოვდა.

მეუღლეს გავძახე, ჩვენ გავისეირნებთ და მალე მოვალთ თქო, ამის გაგონებაზე ჩემმა უფროსმა ბიჭმა მეც წამიყვანეთო, კი ბატონო მეთქი ვუპასუხე, პატარა თუ მიმყავდა მისთვის რატომ უნდა დამეწყვიტა გული?....



 "დეჟა-ვუ"


ქვესკნელში, ძვირფასი ქვებით უხვად შემკულ, ოქროს ტახტზე ნებივრობს ბნელეთის მბრძანებელი. ეს ციურ ქმნილებებს, მისი მოწინააღმდეგის ქვეშევრდომთ აწუხებს აუტანელი სიცხე და გოგირდის მყრალი სუნი, თორემ ეს მისთვის ჩვეული, სასიამოვნო პირობებია. ეშმაკებისგან ზუსტად იცის ზემოთ რა ხდება თუმცა თვითონ უყვარს ყველაფერ ამაზე თვალის შევლება. ბევრი მისი მომავალი საკბილო ხომ ჯერ ცოცხალი ზემოთ დადის. ბევრი რამე მისთვის არ იცვლება, ისე როგორც ათიათას წლების წინათ სიმდიდრეს და ძალაუფლებას ისევ ისე ითხოვენ და სულს ყიდიან მის სანაცვლოდ..... სიმდიდრე, ოქრო-ვერცხლი, სხვადასხვა ფერის და სტრუქტურის მინერალები, ეს ყველაფერი მისი სამფლობელოს ნაწილია, მისი ნებაა ვის ხელში აღმოჩნდება, მთავარია სანაცვლოდ სამაგიეროს დაბრუნება არ დაავიწყდეთ.... ოდესღაც მისი საყვარელი მასწავლებელი რომ არ ერეოდეს ადამიანთ ბედის გადაწყვეტაში და ნერვებს არ უშლიდეს კიდევ უფრო კმაყოფილი იქნებოდა ამ ცხოვრებით თუმცა ვინ იცის, დაჭმუჭნული მახინჯი სახე და რქები ოდნავ შეერხა, იქნებ საომარი და საჭიდაო რომ არ ქონდეს კიდევ უფრო მოიწყენდა, ასე ადვილია სამყაროს დასაბამიდან არსებობდე და უყურებდე უსუსურ კაცობრიობას მთელი მისი არსებობის მანძილზე? როდესაც ერთმანეთის ჟლეტას იწყებენ აი მაშინ ის მართლა ბედნიერია, ჯერ კიდევ კარგად ახსოვს როგორ უბიძგა სულ პირველად კაენს, ძმის, აბელის მკვლელობისაკენ. ეს მეორე შემთხვევა იყო როდესაც მან უფალს თავის ძალა აჩვენა, პირველად ხომ ჭკუით და სიბრძნით ცნობილ გველს აჯობა და შთააგონა ადამიანები ეცდუნებინა, რასაც მათი სამოთხიდან გაგდებინა და ადამიანს და უხსენებელს შორის სამუდამო მტრობა მოჰყვა? იმის მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა, იმის მაგივრად, რომ ესწავლათ ადამიანებს ერთად, ურთიერთპატივისცემაში ცხოვრება ამის სანაცვლოდ, კიდევ უფრო მეტი სისასტიკით უსწორდებიან ურთიერთს....