Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.


სკვერი.


ვინც თბილისს კარგად იცნობს და იცის, რა არის 35 გრადუსიანი სიცხის შემდეგ, უკვე ჩამავალი მზის ფონზე, წყნეთიდან მონაბერი გრილი სიო, ადვილად მიმიხვდება რატომ დავთანხმდი ასე იოლად ჩემი ორი წლის გიორგის გასეირნებას, როდესაც თავისი პუტკუნა, ერთი ხელუკა ხელში ჩამავლო, სახლიდან გასასვლელ კარებთან მიმიყვანა და მეორე ხელის საჩვენებელი თითი კარებისკენ გაიშვირა, გარეთ გასვლას მთხოვდა.

მეუღლეს გავძახე, ჩვენ გავისეირნებთ და მალე მოვალთ თქო, ამის გაგონებაზე ჩემმა უფროსმა ბიჭმა მეც წამიყვანეთო, კი ბატონო მეთქი ვუპასუხე, პატარა თუ მიმყავდა მისთვის რატომ უნდა დამეწყვიტა გული?....


ნელ-ნელა გვყევით არაყიშვილის ჩიხს, იქიდან ბარნოვის ქუჩაზე გადავედით, ჩემს საბავშვო ბაღს ჩავუარეთ უკანა მხრიდან..... მახსოვს ბავშვობაში, როდესაც ბაღში გვაგვიანდებოდა ხოლმე, დედაჩემი აქედან, პარაპეტიდან, რომელიც ამავდროულად ბაღის კედელსაც წარმოადგენდა და კარებიც ქონდა დატანებული, ყოველთვის ურდულით ჩაკეტილი, შესაბამისად ეზოში ჩამავალი კიბით, კარებზე გადამახტუნებდა ხოლმე რომ უფრო მალე მივსულიყავი.

გვიან დავამთავრე ინსტიტუტი, გვიან მოვიყვანე ცოლი, გვიან დავიწყე წერა... ისე ილიას, აკაკის, ვაჟას, კონსტანტინე გამსახურდიას, ნოდარ დუმბაძის, მიხეილ ჯავახიშვილის შემდეგ (მე გენიოსებზე ვლაპარაკობ თორემ ნიჭიერ ქართველ მწერალს რა დალევს) ადამიანი ხელში კალამს რომ აიღებს იმან სისულელეც რომ დაწეროს არ უნდა გეწყინოს....

ხანდახან ასე მგონია ჩემი ბიოლოგიური საათი ჩამორჩება ჩემს მედროვეთა ჟამთა დინებას, ამავდროულად ყველა ცდილობს დროს გაუსწროს და ამაყოფს კიდეც თუ ეს მოახერხა.... მე კი მგონია რაც უფრო ნაკლებს იჩქარებს კაცი მით უფრო მეტს მიაღწევს კაცი რადგან განვლილი წლები თავისთავად სიბრძნის წყაროა, თუ ამ სიბრძნეს სამართლიანობით და რწმენით გაამდიდრებ, სხვა არაფერი უთხოვია უფლისთვის ბრძენ სოლომონს, იქნებ აღარ დაგვჭირდეს სხვის ხელებში ისევ ყურება.

მკითხველო ზედმეტად აღარ შეგაწყენ თავს მოკლედ, ბოლოოს ე.წ. "გეგეშიძის ბაღში" ამოვყავით სამივემ თავი. ვაკელებისთვის კარგად ნაცნობი ეს ადგილი, 3-4 თვის წინ საგულდაგულოდ გაალამაზეს, ბავშვებისთვის საქანელები დადგეს, ძველი, დამტვრეული სკამები ახლით შეცვალეს, ორი პატარა, კოხტა შადრევანი გაუშვეს, დაასუფთავეს ტერიტორია, დიდი კონსტანტინეს ძეგლი გაწმინდეს.

იმ დღეს სკვერში მისულს კინაღამ გულზე შემომეყარა, სკამები, საქანელები დაემტვრიათ (მადლობა ღმერთს რომ მთლიანად არა) უპატრონო, უწყლო შადრევანი ნაგავს გაევსო.... ჩემმა პატარა ბიჭმა საქანელასკენ გაიშვირა თავისი თითი (ხანდახან მაინ რომ არ ამბობდეს მამა და დედას, თანაც საოცრად არ უყვარდეს გემოვნებიანი მუსიკა, კლასიკურის ჩათვლით, კარდიოლოგების ქრონიკული პაციენტი ვიქნებოდი ალბათ) საქანელას მოტეხილი რკინები ვიღაცას დილეტანტურად მოეღუნა და თავიდან ჩამოეკიდა..... ჩემი სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად მაინც დავსვი ბავშვი საქანელაზე, თუმცა მაქსიმალურად დავძაბე ყურადღება, რომ ბავშვის ჯანმრთელობის საფრთხის შექმნის შემთხვევაში მომესწრო მისი ხელში აყვანა. ცოტა ხანში გვერდით მდგარი კორპუსიდან ახალგაზრდა ბებია შემოგვიერთდა, პატარა ბიჭი და გოგო გამოეყვანა სუფთა ჰაერზე სათამაშოდ.

- რა ლამაზი იყოო ეს ბარი ცოტა ხნის წინათ - თავისი გულისტკივილი გამიზიარა ქალმა - გამოვიყვანდი ბავშვებს ამ ბაღში, ერთობოდნენ მშვენივრად..... ეხლა შეხედეთ რას გავსო აქაურობა..... ამ საუბარსი ვიყავით ბაღისკენ მომავალმა დედა-შვილმა რომ მიიპყრო რატომღაც ჩემი ყურადღება..... შადრევანთან მივიდნენ, ქალი იქ დარჩა, გოგონა ხტუნვა-ხტუნვით გაემართა აიწონა-დაიწონას საქანელისკენ. საქანელაში ბავშვების დასაჯდომად გათვლილი ხის ნაჭრები აიღო, ერთი დედას მიუტანა, მეორეზე თვითონ დასკუპდა. ახალგაზრდა ქალის მომლოდინე მშვიდი სახით და გოგოს თავდაჯერებული ქცევით მივხვდი, რომ მათთვის ეს ჩვეული რიტუალი იყო. ქალმა პარკიდან ორი ფუნთუშა ამოიღო, ერთი ბავშვს მისცა, მეორეს თვითონ შეექცა. ჩემი უფროსი ბიჭი თავის ახლადშეძენილ მეგობრებთან ერთად იქვე ტრიალებდა, ამდენად სავარაუდო დედა-შვილი ჩემი მხედველობის არეში იმყოფებოდნენ.

ბავშვებს მობეზრდათ შადრევანის გარშემო სირბილი, აიწონა-დაიწონას საქანელაზე გვინდა დაჯდომაო, გამომიცხადა ჩემმა უფროსმა ბიჭმა. ბაჩი საქანელასთან მივიყვანე, ვაჩვენე დასაჯდომები არა აქვს მეთქი, ბიჭმა ქალზე და გოგონაზე მიმანიშნა, იმათ აქვთ და გამოვართვათო, რა თქმა უნდა უარი ვუთხარი უხერხულია მეთქი. ბავშვი გამიჯიუტდა, იძულებული გავხდი დავმუქრებოდი, იცოდე სახლში წაგიყვანთ მეთქი. ამ გაჭირვებაში ვიყავი ქალი და ბავშვი ჭამას რომ მორჩნენ. პატარა გოგომ ხის ნაჭრებს ისევ დაავლო ხელი და ის ის იყო ფეხი გადმოდგა რათა თავის ადგილას დაებრუნებინა, რომ ხელიდან გაცურებული დასაჯდომები ჭახანით დაენარცხა ქვის ფილაქანზე, ერთი დასაჯდომი შუაზე გადასკდა, პატარა გოგო შეშინებული შეაჩერდა დედას თვალებში.... ქალს არანაირი ემოცია არ გამოუხატავს, ახალს გააკეთებენო დაამშვიდა შვილი. გოგონას უცბად გადაეყარა ღრუბელი სახედან..... ამ ასაკსი ხომ განსაკუთრებით გვჯერა მშობლების....

მაშინ პირველად მომივიდა აზრად ამ სკვერს შემედარებინა საქართველო. აღარ მახსოვს სად წავიკითხე, ერთ ჭკვიან კაცს უძველესი ისტორიული მონაცემების მიხედვით ხანდაზმულობის მიხედვით დაელაგებინა მსოფლიოს ერები და რა გასაკვირია, ინკებთან, მაიასთან, ეგვიპტელებთან და ებრაელებთან შედარებით ახალგაზრდა ერად რომ მოგიხსენიონ.

ვისაც ცნობილ, თბილისელ თამადებთან უქეიფია აუცილებლად გაიგებდა მათგან სადღეგრძელოს.... იმ დღეს მიწებს ურიგებდაო უფალი ყველას, ყველაფერი გაუცია ვისაც რა ეკუთვნოდა. მხოლოდ ამის მერე მისულან მასთან ქართველები, საყვედური უთქვამს უფალს მათთვის, აქამდე სად იყავითო, აღარაფერი დამრჩაო თქვენთვის მოსაცემი....

ქართველებს უთქვამთ - მოგვშივდაო გზაში უფალო ჩვენო, პური გავტეხეთ იქვე გზის პირას, ღვინით გავისველეთო გამშრალი ყელი, დავილოცეთო, შენი ქება-დიდება ვთქვითო თითოეულმა ჯიხვის ყანწით.....

ესიამოვნა უფალს ქართველთ პასუხი, თავისი სავანე, დედა-ღვთისმშობლის წილნაყარი მიწა დაუთმოო ქართველთ.....

ჯერ ეტყობა მართლაც პატარები ვართ, გვაკლია სიბრძნე.... ერთი ციცქნა ქვეყნის შვილებმა ერთობის ფასი ჯერ ვერ გავიგეთ, აღმსარებლობას ვუწუნებთ აჭარელს, სვანის, მეგრელის არ მოგვწონს ენა, კახელის სიტყვა და ხასიათი.... ქართლელს, იმერელს ვისაც გინდა წუნს მოუძებნით, უცხო ჯიშს და ჯილაგს ვიხუტებთ გულში..... და მერე როცა დამკვიდრდებიან და ფეხის წვერით გვივლებენ საზღვარს, აღარ გვიშვებენ თუ მათი წესით და კანონით ცხოვრებაზე უარს ვამბობთ..... გულგატეხილნი და დამცირებულნი "უფროს ბიძიებს" ვთხოვთ ისევ შველას....

არ მინდა ვინმემ იფიქროს, სხვა ერებს ვუწუნებ რამეს, მაგრამ თუ საქართველო გიყვარს მაშინ ქართველიც უნდა გიყვარდეს და ამ მიწაზე ცხოვრებისათვის, სიყვარულს სიყვარულითვე პასუხი უნდა. საქართველოს მეგობრობას ბევრი იჩემებს.... მაგრამ არავის ისე ეს სიყვარული ისე სათუთად, ისე გაფრთხილებით არ შეუნახავს როგორც ეს ქნა ერმა, ვისთვისაც ქართველს 26 საუკუნოვანი თანაცხოვრების მანძილზე არცერთხელ ზურგი არ უქცევია. მოვა დრო და ებრაელთა უმეტესობას ისევ ისტორიული სამშობლოსკენ გაუწევს გული, არ შეუშინდება არც ომს არც შიმშილს, თან წაიყოლებს შესისხორცებულ ამ დიდ სიყვარულს, სამუდამოდ მიუჩენს მკერდში ბინას, თაობებს გაზრდის ამ ხალასი გრძნობით, ქართველისთვის გულის კარებს დაუტოვებს ყოველთვის ღიას....

ყველას ქართველის მაგივრად გიხდით მადლობას, მშვიდობა მოგცეთ თქვენმა ღმერთებმა, განგების ზენამ....

მეხუთე კლასელი ბავშვი ვიყავი, სკოლიდან მოსულს სტუმრები რომ დამხდვნენ სახლში. ვაჟკაცური იერსახის, ორი შუა ხნის აფხაზი მამაჩემის მოყვრები აღმოჩდნენ გუდაუთიდან. მშობლებს უნდოდათ ყველაზე დიდ ოთახში, მისაღებში გაეშალათ სტუმრებისთვის სუფრა..... არაფრით არ ქნეს, სამზარეულოში უფრო შინაურულად ვიგრძნობთო თავს, უფრო გემრიელად გავატარებთო დროს.

დედამ სასწრაფოდ გააწყო სუფრა, მამამ საუკეთესო ღვინო გამოიტანა სარდაფიდან, ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, მაგრამ ვგრძნობდი როგორ სიამოვნებდათ ერთად ყოფნა და ერთად ქეიფი. დღესაც არ ვიცი რამ დამქაჩა მაშინ ენაზე, სადღაც ყურმოკრული სიტყვა რომ გავიხსენე..... სტუმარს მივმართე, მართალია აფხაზებს ქართველები არ უყვართ მეთქი?

წამით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა სუფრაზე, მამაჩემის გაალმასებული მზერის შემხედვარე მივხვდი, სტუმრების წასვლის შემდეგ კაი არაფერი მელოდა.... ბატონ სოკრატეს მამაჩემის მზერა არ გამოპარვია, მხარზე გადახვია ხელი დაუყვავა, ჩემთან მოდიო მერე მე მითხრა. მასთან მისულს სტუმარმა თავზე ხელის გადამისვა - აფხაზები მკერდზე, გულთან ახლოს კოცნით ვეგებებითო ქართველს.

უდიდეს მადლობას ვუხდი ჩემს სათაყვანებელ ბატონ სოკრატეს იმ დიდი პატივისცემის და სიყვარულისთვის, რაც გამოხატა ამ ამაყმა კაცმა არა მარტო ჩვენი ოჯახის, არამედ ყველა ქართველის მიმართ, მაგრამ დიდი მოწიწებით გავბედავ და ვიტყვი არცერთი არ ვიყავით მაშინ ბოლომდე მართალი..... რომელი უფრო მეტია ქართველია აფხაზი თუ საქართველოს სხვა კუთხის შვილი, ეს ღმერთმა უწყის და ქატმისა და კვერცხის ამბავს მაგონებს, რომელი უფრო ადრე გაჩნდაო რომ კითხულობენ.

ბატონ სოკრატეს შვილისვილი შეეწირა ამ ძმათამკვლელ ომს, სულ ახალგაზრდა ექიმი კაცი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა, როდესაც დაჭრილებისთვის, განურჩევლად თუ ვის მხარეზე იდგა გააფთრებული ებრძოდა სიკვდილს.... იქნებ სულაც არ იყო ის ტყვია ბრმა და იმის ნასროლი იყო ვინც ძმებში ღვარძლს და სიძულვილს საქართველოს მითვისებიდან, ასწლეულებია ყოველ წუთს და წამს თესავს....

კიდევ კარგია ვერ მოესწრო დიდი კონსტანტინე გამსახურდია ამ ტრაგედიას და ვერ ხედავს სათაყვანებელ მისთვის მხარეში..... სოხუმში დღეს რუსთა ქვეყნის დედაქალაქის, მთავარი "გარადავოის" ზარ-ზეიმით ელიან სტუმრად.... აი ისიც გამოჩნდა კიდეც, მწყალობელი ღიმილით..... აფხაზთ თავკაცნი წელში ორად იკაკვებიან, მდაბლად უკრავენ თავებს..... კაცს ეგონება ერთმანეთს ეცილებიან ვინ უკეთ დადგება ოთხზე ცხენივით, რომ უნაგირი დაიდგან ზურგზე ზღვისპირეთი ჭენებით შემოატარონ.

კავკასიაში ოდითგანვე მოსისხლეებიც კი რიგდებოდნენ, სახლში მისული სტუმრისთვის საკუთარ თემსაც კი უმხედრდებოდნენ..... ერთი რასაც აქ არასოდეს ივიწყებდნენ ღალატი იყო. რუსების სარმით ჩაჩოქილს შენს თანამოძმეს მხდლურად ჩაარტყი ზურგში, ეხლა გულგრილი მზერით უყურებ, როგორ მიათრევს მავთულით ფეხზე გამობმულ ჩეჩნების ცხედრებს რუსული ტანკი, თითქოს არ იცნობდე და ისინი არ გედგნენ გვერდით თანამოძმეებთან ცხარე ბრძოლაში.

სადღა არიან შამილის გვერდით მებრზოლი, თავის მამულზე შეყვარებული ემხვარები, შეყვარებულ კოლხი ქალისთვის, ადიდებულ რიონის ზვირთებს შეჭიდებულნი, კაც-ზვამბაივით ერთგულნი, მის ოჯახში დაზრდილ ბიჭების, მურზაყანებით გაივსო ერთ დროს ვაჟკაცთა მხარე, სხვის ნაოფლარს,ნაშრომ-ნაწვალებს კაპიკად ყიდის ან სულაც ჩუქნის, კავკასიონის მთის იქითა მხრიდან ჩამოტრეულ რუსის გენერალს, იმას ვინც უიარაღო ჩეჩენის სისხლში ლამის ყელამდე ამოგანგლულა.

გიშრის თვალება ჩეჩნის ქალები, აღარ ელიან არვისგან შველას, შახიდის ქამრებს ირტყავენ წელზე რომ თავის სახლში მუხთლად ჩახოცილ ქმრებს და შვილებს, მტრის ჯავრი სამარეში სამუდამოდ არ გაატანონ, თან გაიყოლონ "იმ ქვეყანაში" ბოროტებისთვი, რომელიც ყველას ჩუმი თანხმობით დღემდე გრძელდება.

ჰეი აფხაზო! რამ აგირია ჭკუა-გონება,კაენის ცოდვით ხომ დაგვიმძიმეს უკვე სულები. იმას ვისთვისაც ასე ირჯებით, კეთილ მასპინძელს ურცევნია ცარიელი ტერიტორია.... ერთი სცადეთ და არ გააკეთოთ ისე როგორც მას უნდა, ფლიდი ღიმილი შეეცვლება ლანძღვა-გინებით, არ გამიკვირდება ზურგში მათრახიც რომ გითავაზოს.

მე ერთი რამ მინდა როგორც ეს ადრე იყო, ჩემი ნათესავი, ჩემი მოყვარე, ჩემის სისხლის და ხორცის ნაწილი, სტუმრად მოვიდეს, პატივი ვცე ვიქეიფოთ და მოვეფერო, ნათესაური ურთიერთობის აღვადგინო საერთო ხიდი, არც ის დავივიწყოთ, მტრის შხამიანი ენის "წყალობით", ძმებმა ერთმანეთზე როგორ გავიწიეთ, მის მიერვე ორივეზე მიცემული ტყვია-წამალით ერთმანეთის სისხლი როგორ დავღვარეთ, მხოლოდ იმიოსთვის რომ საქართველოს გამყიდველი დაგვესვა ტახტზე..... ვიცი ძნელია ლაპარაკი შერიგებაზე, მაგრამ როგორც თქვენ დაგეღუპათ ისე ჩვენ დავკარგეთ ჩვენი შვილები....

არ მეგულება საქართველოში კაცი ერთხელ მაინც რომ არ იყოს ნამყოფი ბათუმს. ეს ქალაქი რომ ჩაგიხუტებს, მისი ხიბლის ქვეშ მოექცევი, ანდამატივით გიზიდავს მერე და მის ქუჩებში სეირნობით ვეღარა ძღები.....

აჭარლებო თქვენ გენაცვალეთ, ბრიყვი კაცის ნათქვამისთვის მე გიხდით ბოდიშს, სადაც გაუხარდეს თქვენს სულებს იქ ილოცეთ, მადლობა თქვენ რომ მშობელი მიწის ერთგულები ხართ, საქართველოსთვის თავდადებული ღვიძლი შვილები.....

გიორგიევსკის ტრაქტატის დადების დღიდან, ერთი სურვილი კლავს ჩრდილოელ ჩვენს დიდ მეზობელს, სისხლში ამოთხვრილი, ჩექმებიანი თავის ფეხები შავი ზღვის თბილ წყალში უნდა რომ ჩაყოს, არ ყოფნის არაკაცი ქართველის ნაჩუქარი ზღვის სანაპირო, მთლიანად უნდა ივერია დაისაკუთროს.....

ვისაც ამ ქვეყნის ბედი აწუხებს, იმან კარგად იცის, როგორ უკუღმა დატრიალდა ბედის ბორბალი სამშობლოსათვის 1921 წელს.... აჭარის დიდი ნაწილი გადასცეს თურქეთს, რამოდენიმე სოფელი აზერბეჯანის გადავიდა მფლობელობაში, საქართველოს ძირძველი მხარე ლორედ წოდებული ინგლისელებისმოწოდებით ვაჩუქეთ სომხებს. საქართველოს ტერიტორიის გადასახადი გახდა ბოლშევიკების მსოფლიოსთან ურთიერთობის დალაგების დიდი სურვილი..... როცა ჩაწვდები ნოდარ დუმბაძის ენით დაწერილ, ერთ დროს ქართული, ლაზების სოფლის უხუცესის ალი ხორავას და პირტიტველა ჯარისკაცის ავთო ჯაყელის ურთიერთგრძნობას, ანდა გაიგებ სიმღერით როგორ მოიკითხავდნენ ერთმანეთს ღვიძლი ნათესავები საზღვარი რომ ყოფთ - ერთი,ქართული ძირიდან წამოსულ ნაყარს - შეუძლებელია არ იგრძნო, წვწთ-წვეთად როგორ იწრიტება სისხლისაგან შენი სხეული.....

არ ვარ მომხრე ქართველების სისხლი თუნდაც კიდევ ერთხელაც რომ დაიღვაროს მაგრამ, ქართული მიწის მიტაცების მსურველთათვის ერთსაც ვიტყოდი, თავხედობასაც აქვს საზღვარი, იმ მცირედსაც ნუღარ შეგვედავებით რაც ჩვენ დაგვრჩა.... ხშირად დაჯდომია "ძვირად" ქართველების არშეფასება მტერსა და მომხვდურს....

ჩემო მკითხველო შეიძლება არც დამეთანხმო, გაბრაზებულმა შემომძახო - რას ამბობ ბიჭო! რამდენი ნარჩევი ვაჟკაცის სიხლის დაღვრილაო ერთი გოჯისთვის, რა უფლება გაქვს ასე გულგრილად მოგვიწოდო ვარიგოთ მიწა.....

და მაინც ვიტყვი, ჩემი ძმის სიცოცხლე უფრო ძვირი ღირს, ისედაც ბედისგან ჩაგრულს, პირველი რისხვა მას დაატყდება.... შენ კი ერთს გეტყვი თურქი იქნები თუ ირანელი, არ დამიჩაგრო ჩემო ლაზი თუ ფერეიდნელი დები და ძმები, არ დავინანებ შენთვის არაფერს, ისეთ მასპინძლად მოგევლინები რომ უკეთესი შენ ვერსად ნახო, არ დავინანებ შენთვის არაფერს, რომ აღარასოდეს გაგვახსენდეს ძველი წყენები, დარწმუნდები რომ შენი ერთგული ვარ ძმობილი....

ჩემს მეზობელ აზერბაჯანელსაც იგივეს ვეტყვი, თუ შენს ქვეყანაში საქართველოსთვის სიკეთეს დასტეს, მე აქ შენს მოძმეს ერთ ათად გადაუხდი, თუ აწყენინებ იგივე ათვლის წესით სამაგიეროს დავუბრუნებ შენს ჯიშს და ჯილაგს.

ვინც ამ კურთხეულ მიწაზე ვცხოვრობთ, ერთად მივხედოთ ამ ედემის ბაღს, ნუ დავუტოვებთ ჩვენს შვილებს დაჯიჯგნილს, გაუბედურებულს.... ნუ ვიფიქრებთ ამ ბაღიდან რა მოვიპაროთ, რომ ჩვენს სახლ-კარს მიუსადაგოდ. არ გვეგონოს ჩვენს გაფუჭებულს სხვა გააკეთებს, ამ ქვეყნის მომავალზე ჩვენზე მეტად იფიქრებს ვინმე, საქართველოში ხომ ოდითგანვე, ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ სხვადასხვა ერის შვილები, ამ მიწის სიყვარულზე წერდნენ სიმღერებს ლექსებს საიათნოვა, იეტიმ გურჯი, ბარათაშვილი..... კიდევ ერტი სათხოვარი მექნება თქვენთან, აქ ყველა ქვას, მთას თუ ღელეს დიდი ხანია თავისი სახელი ქვია, ნუ გადავარქმევთ! ასე მგონია რაც უფრო ძველია სახელი, მით უფრო ახლოსაა უფლის ნებასთან და თუ ღმერთმა ინება, ისევ გაბრწყინდება საქართველო როგორც სულწმინდა დავითის დროს, და მადლი უფლის ყველას თანაბრად მოეფინება.

1 comments:

Bryan Roland said...


გჭირდებათ სესხი?

ჩვენ ვთავაზობთ ამჟამად დაფარვის სესხის სქემის 2% საპროცენტო განაკვეთის დადასტურებას შესაბამისი პირადობის დამადასტურებელი პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი სესხის მოთხოვნით ნებისმიერი თანხის ოდენობა.
ჩვენ გთავაზობთ სესხებს $ 5,000.00 აშშ დოლარიდან მინ. $ 50,000,000.00 USD Max.
ჩვენ გრძელვადიანი კრედიტი ხუთიდან (5) ორმოცდაათ (50) წლამდე მაქსიმუმს.
ჩვენ გთავაზობთ სესხის შემდეგი ტიპის სესხს: სესხის რეფინანსირების სესხი, რეაბილიტაციის სესხი, ბიზნეს საინვესტიციო სესხები, ავტომობილი ან მანქანა სესხები, სტუდენტური სესხი, ვალის კონსოლიდაცია, საბინაო სესხები, პირადი სესხები, მოგზაურობა და შვებულება სესხი, შობა და ახალი წელი სესხი.
ჩვენს კომპანიასაც სჭირდება ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი თქვენს ქვეყანაში.
დაგვიკავშირდით ჩვენი სტეფენ უილიამსი ფინანსური სესხი საოფისე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: stephenswillsloan@gmail.com
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ჩვენს ფინანსურ შეთავაზებაზე და სურს შეიძინოს სესხი ჩვენგან, დაგვიკავშირდით და მოგვაწვდით ქვემოთ მოცემულ დეტალებს და ეს საჭირო იქნება სესხის თანხის გადახდის პირობების შესასრულებლად.
სახელი: ____________________________
სქესი: _______________________________
ოჯახური მდგომარეობა: _______________________
საკონტაქტო მისამართი: ______________________
ქალაქი / Zip: ________________________
ქვეყანა: ______________________________
დაბადების თარიღი: ________________________
სესხის სახით საჭირო თანხა: ________________
სესხის ხანგრძლივობა: ________________________
ყოველთვიური შემოსავალი / წლიური შემოსავალი: _________
სახეობა: ___________________________
მიზანი სესხისთვის: _____________________
ტელეფონი: ________________________________
ფაქსი: __________________________________
ამ დეტალების აღიარების შემთხვევაში გამოითვლება კარგად გათვლილი პირობები და პირობები, მათ შორის შეთანხმება.
გმადლობთ თქვენი პატრონაჟით!
საუკეთესო სურვილებით,
STEPHEN WILLIAMS ფინანსური სესხი FIR
ელფოსტა: stephenswillsloan@gmail.com
Twiiter: @ stephenswillsl1
Instagram: stephenswillsloan