Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.
                             
                                
   მოყვასის მადლი.

დილას ამდგარმა, მას შემდეგ რაც თავი მოვიწესრიგე, აღმოვაჩინე რომ ოჯახში პური არ იყო და გადავწყვიტე სახლიდან ას მეტრაში მდებარე საცხობიდან თონის პურები მომეტანა. ამ საცხობის პურების განსაკუთრებული გემო უმეტესობა ვაკელებისთვის კარგად არის ნაცნობი და კლიენტების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდიან. პურები ახალი ჩაგებულები იყო თონეში და 20-26 წუთი ლოდინი მომიწია, თუმცა ასაკოვან ქალბატონს ჩემზე ადრე უკვე დაეკავებინა რიგი.  ცხელი პურები რის ვაივაგლახით, ისე რომ ერთამეთზე მიტყეპებით არ ჩაცომებულიყო წამოვიღე და უკან, სახლისკე გზას დავადექი. ალბათ ორმოცი-ორმოცდაათი მეტრი მქონდა გავლილი რომ საპირისპირო ტროტუარიდან ჩემსკენ მომავალმა ასაკოვანმა კაცმა და პატარა, ალბათ მესამე-მეოთხე კლასელმა ბიჭმა მიიქცია ყურადღება.



ალბათ ბაბუა და შვილიშვილია - გავიფიქრე და როგორც შემდგომში აღმოჩნდა არც შევმცდარვარ. ერთი მომენტი ერთმანეთის გვერდიგვერდ პარალელურად ვმოძრაობდით თუმცა პატარა ბიჭმა ცოტა წინ გაუსწრო ბაბუას და ხელმარჯვნივ შეტეხა, პერიფერიული მზერით მეც და ალბათ ბაბუამისიც ვაკნტროლებდით სიტუაციას თუმცა მაინც დადგა მომენტი როდესაც ჩვენი გზები გადაიკვეთა..... მე დავასწარი, თავაზიანობის ნიშნად გავჩერდი, და ხელით ვანიშნე მიბრძანდით მეთქი, ეს უკანასკნელი არ ჩამომრჩა თავაზიანობაში და ღიმილით გადამიხადა მადლობა. მოვლენებს ოდნავ წინ გასწრებულმა ყმაწვილმა გაკვირვებულმა შეხედა ბაბუას, ვერ მომხვდარიყო რისთვის უხდიდა ის მადლობას უცხო კაცს. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენამ იმდენად სასიამოვნო შეგრძნება დატოვა რომ სახლში მოსულმა ჩემ დას მოუყევი. მანაც თავის მხრივ მსგავსი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ძვირფასი მანქანის საჭესთან მჯდომმა ახალგაზრდა გოგონამ (რომელთა უმეტესობაც ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებული სითავხედით გამოირჩევიან) მას გზა დაუთმო და ამის საშუალებას მოძრაობის სიხალვათე იძლეოდა. მაშინ გამიელვა პირველად თავში, იქნებ ჩვენი დღევანდელი საზოგადოების მთავარი პრობლემა იმ ერთერთი უმნიშნელოვანესი მცნების, მოყვასის სიყვარულის და მადლის დაკარგვაა მეთქი .......
ისტორიას დღემდე შემორჩა უძველესი, უცნობი ბერძენი მემატიანეს ნათქვამი სიტყვები: შეუძლებელიაო ამ ერის დაპყრობა, მეფე ცხოვრობსო თითოეული ქართველის სულში..... ალბათ ამიტომაც, უმეტესად მხოლოდ ერთ შემთხვევაში ახერხებდა ქართველი ერი ერთად დგომას, როდესაც სახელმწიფოს თავს ესხმოდა მტერი..... მხოლოდ მაშინ ივიწყებდა ქართველი ქართველის შურს და მტრობას, მათ კარგად ესმოდათ მხოლოდ ერთობით თუ დაძლევდნენ მათზე მრავალრიცხოვან (როგორც წესი) მომხვდურს. ვისაც პრეტენზია აქვს განათლებულობაზე და წარმოდგენა აქვს თავის სამშობლოს ისტორიაზე კარგად უნდა ახსოვდეს როგორ ამაოდ ეძებდა სუგანათლებული სულხან-საბა საფრანგეთის კარზე ფრანგთა მეფის მხარდაჭერას და თანამშრომლობას შემოტევაზე გადმოსული მუსულმანური სამყაროს წინააღმდეგ. მაშინ არავის აინტერესებდა ევროპის და აზიის გასაყარზე მყოფი საქართველო და მისი პრობლემები, თუმცა მათაც მალე იხილეს შუააზიური, ჰაერში აელვარებული იატანგები. შემდეგ მოვძებნეთ თითქოს ერთმორწმუნე, ჩვენზე "გულშემატკივარი" ქვეყანა და ლამის პირველივე, ასპინძის ბრძოლაში, გენერალმა ტოტლებენმა შუა ომშიში მიატოვა ერეკლე მეფე და პრაკტიკულად დამარცხებისთვის გაგვწირა. ქართველთა ვაჯკაცობა და მხედარმთავრის გამჭრიახობა რომ არა ასეც მოხდებოდ.
 ოტომანთა იმპერიისაგან მცირე დროით დაბრუნებული ტერიტორიები რუსეთის ბოლშევიკურმა მთავრობამ გულუხვად ჩამოურიგა ყველას ვისთვისაც კი არ დაენანა.... ყველაზე მსუყე ლუკმა ზღვისპირა ჯიქეთი თვითონ მიიერთა, ინგლისელების თხოვნით ოდითგანვე ქართული მხარე ლორე სომხებს მიართვა, თურქებთან ურთიერთობა ლაზეთის მასთან მიერთებით და აზერბაჯანზე დათმობილი ტერიტორიებით დაალაგა, გასაგებია რომ ეს სიხარულით არ გაუკეთებია მაგრამ არც მაინცდამაინც უნაღვლია და ბათუმსაც დაუთმობდა, ისევ აჭარლებს არ ეყოჩაღათ და იარაღით ხელსი არ დაეცვათ ქართული მიწა....
ის უმთავრესი რისი გულისათვისაც ქართველი უყოყმანოდ წირავდა სიცოცხლეს დღეს ქონების მოხვეჭის და კომფორტულად ცხოვრები საშუალებად იქცა. არ მინდა ჩემმა მკოთხველმა იფიქროს თითქოს ვინმე მორალს უკითხავ, უბრალოდ მინდა მჯეროდეს რომ კიდევ ძალიან ბევრია ისეთი ქართველი ან ამ მიწაზე გაზრდილ-დაბადებული,  სხვა ეთნოსის, მაგრამ ამ ქვეყნის ღვიძლი შვილი, ვისაც ისე უყვარ ეს მიწა-წყალი როგორც მას ეკადრება და მზად არიან ქართველებთან ერთად სისხლისუკანასკნელ წვეთამდე იბრძოლოს მის შესანაჩუნებლად. ვისაც დედაღვთიშობლის წილნაყარი ეს ქვეყანა თავისი შვილების და მისი შთამომავლობის შესანარჩუნებლად უნდა მიხვდეს რომ სუსტი ქვეყანა ძლიერი სახელმწიფოებისთვის ყოველთვის ვაჭრობის საგანია, ეს ესმის ყველას ვისაც ოდნავ მაინც რამე გაეგება რეალური პოლიტიკის, ამიტომაც არის აუცილებელი ჭაბუა ამირეჯიბის ერთ-ერთი გმირის პირით ნათქვამი გენიალური სიტყვების არ იყოს, ქვეყანას ფუნქცია უნდა ქონდეს და საბალახოდ გაშვებულ ნახირს არ დავემსგავსოთო.
არცერთ ძლიერ სახელმწიფოს არ აწყობს თავის გვერდით კიდევ ერთი ძლიერი ქვეყანა, ის თავისთავად როგორც კოკურენტი ისე მოიაზრება, ვაჭრობა იქნება ეს, კულტურული ექსპანსია თუ გეოპოლიიტიკური გავლენის სურვილი. ამერიკის შეერთებული შტატები ეს ის ქვეყანაა რომელიც ძალიან შორსაა და ამდენად ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს და მეგობრობის შემთხვევაში დიდი დახმარების გაწევა შეუძლია, ასევე სრულიად უსაფრთხოა აზერბაჯანიც რადგან მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მისთვის ენერგომატარებლების საიმედო დერეფანი, რომელიც ერთობ მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკისათვის....  მაგრამ ყველაზე მთავარი ქართველების სურვილი და მონდომებაა იცხოვრონ ღირსეულ, ძლიერ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში. იქნებ სანამ საბოლოოდ დაგვინაკუწებენ და როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას მოგვსპობენ, გავიხსენოთ ერთობა, უფლისგან ბოძებული მოყვასის სიყვარულის მადლი.....  ერთმანეთის გვერდით, მხარდამხარ დგომით იქნებ ღვთის მადლით და შეწევნით დავიცვათ ეს მცირედი მაინც რაც დაგვრჩა და იმასაც რომ გვეცილებიან....    
       

   

1 comments:

Bryan Roland said...


გჭირდებათ სესხი?

ჩვენ ვთავაზობთ ამჟამად დაფარვის სესხის სქემის 2% საპროცენტო განაკვეთის დადასტურებას შესაბამისი პირადობის დამადასტურებელი პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ თქვენი სესხის მოთხოვნით ნებისმიერი თანხის ოდენობა.
ჩვენ გთავაზობთ სესხებს $ 5,000.00 აშშ დოლარიდან მინ. $ 50,000,000.00 USD Max.
ჩვენ გრძელვადიანი კრედიტი ხუთიდან (5) ორმოცდაათ (50) წლამდე მაქსიმუმს.
ჩვენ გთავაზობთ სესხის შემდეგი ტიპის სესხს: სესხის რეფინანსირების სესხი, რეაბილიტაციის სესხი, ბიზნეს საინვესტიციო სესხები, ავტომობილი ან მანქანა სესხები, სტუდენტური სესხი, ვალის კონსოლიდაცია, საბინაო სესხები, პირადი სესხები, მოგზაურობა და შვებულება სესხი, შობა და ახალი წელი სესხი.
ჩვენს კომპანიასაც სჭირდება ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი თქვენს ქვეყანაში.
დაგვიკავშირდით ჩვენი სტეფენ უილიამსი ფინანსური სესხი საოფისე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: stephenswillsloan@gmail.com
თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ჩვენს ფინანსურ შეთავაზებაზე და სურს შეიძინოს სესხი ჩვენგან, დაგვიკავშირდით და მოგვაწვდით ქვემოთ მოცემულ დეტალებს და ეს საჭირო იქნება სესხის თანხის გადახდის პირობების შესასრულებლად.
სახელი: ____________________________
სქესი: _______________________________
ოჯახური მდგომარეობა: _______________________
საკონტაქტო მისამართი: ______________________
ქალაქი / Zip: ________________________
ქვეყანა: ______________________________
დაბადების თარიღი: ________________________
სესხის სახით საჭირო თანხა: ________________
სესხის ხანგრძლივობა: ________________________
ყოველთვიური შემოსავალი / წლიური შემოსავალი: _________
სახეობა: ___________________________
მიზანი სესხისთვის: _____________________
ტელეფონი: ________________________________
ფაქსი: __________________________________
ამ დეტალების აღიარების შემთხვევაში გამოითვლება კარგად გათვლილი პირობები და პირობები, მათ შორის შეთანხმება.
გმადლობთ თქვენი პატრონაჟით!
საუკეთესო სურვილებით,
STEPHEN WILLIAMS ფინანსური სესხი FIR
ელფოსტა: stephenswillsloan@gmail.com
Twiiter: @ stephenswillsl1
Instagram: stephenswillsloan