Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.
 საყვარელი


ყველაზე ლამაზი გოგოები მომწონდა, ვყვარობდი მათ შორის კიდევ საუკთესოებს. წარმოვიდგენდი ხოლმე, ჩემი სამაგიდო წიგნის - თ. დოსტოევსკის "იდიოტი"-ს მთავარი გმირის, თავად ლ.ნ. მიშკინის მსგავსად, როგორ ეცილებოდნენ ერთმანეთს ულამაზესი ქალები ჩემს თავს, არასოდეს მქონია სურვილი კიდევ რამით დავმსგავსებოდი ამ ღვთისნიერ და უკეთილშობილეს გმირს.... ძნელი გასათვლელი არ არის ძალმომრეობის და მატერიალური კეთილდღეობის, პრაგმატულ ინტერესთა პრინციპზე აგებული, დღევანდელი საზოგადოების დამოკიდებულება, მსგავსი დაუცველი პიროვნების მიმართ...
დავუბრუნდეთ მკითხველო ჩემს "ძვირფას" პიროვნებას, სხვები თუ ათეულობით ითვლიდნენ ქალებს, ვისთანაც "ახლო" ურთიერთობა ჰქონიათ თავისი ცხოვრების მანძილზე, მე ერთი ხელის თითები სავსებით მყოფნიდა მაგისთვის.... ეტყობა იმაზე მეტს ვითხოვდი მათგან, ვიდრე ისინი იყვნენ მზად ჩემთვის მოეცათ, ჩემს რჩეულს განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემების გარდა, შინაგანი ბუნებაც გარეგნობის შესაბამისი უნდა ქონოდათ ....


ადამიანი როდესაც ასეთი პრეტენზიული ხარ, თვითონაც უნდა შეესაბამებოდე გარკვეულ სტანდარტებს, რასაც ვერანაირად ვერ ვიტყვი საკუთარ თავზე შესახედავად მაინც....
დიდ ყურებს, კაი მოზრდილა ცხვირს და გამრუდებულ ხერხემალს, ყველანაირი შანსი ჩემთვის მინიმუმამდე დაჰყავდა, თუმცა ხანდახან მაინც ვახერხებდი ლამაზი მანდილოსნების დაინტერესებას, ალბათ იმით რომ მიყვარდა მთელი სულით და გულით, მთელი ჩემი გრძნობით, რომ დასჭირვებოდა უყოყმანოდ დავთმობდი მისთვის სიცოცხლეს.
მე არ ვთამაშობდი და არც ვიბრალებდი რამეს, უბრალოდ ჩემში გაღვიძებულ ძლიერ გრძნობას არაფრით ვთოკავდი და არც ვმალავდი. რატომ იყო ასეთი ძლიერი და ყოვლისმომცველი ჩემში? - ამაზე ბევრი მიფიქრია, თუმცა ზუსტი პასუხი გაცემა ალბათ გამიჭირდება.... იქნებ იმიტომ, რომ პირველ სიყვარულში არ გამიმართლა.... იქნებ ჩემი შეუხედაობის გამო, როგორც აუხდენელ ოცნებას ისე ველოლიავებოდი.... მოკლედ არ ვიცი, თუმცა ამ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ზოგიერთი მგძნობიარე მანდილოსანი ამას აფასებდა და ჩემს სიყვარულს სიყვარულითვე პასუხობდა....
რუსეთში სწავლისას, ერთ ძალიან ლამაზ ქალბატონს დაუახლოვდი.... მაღალ კისერზე მორგებული კოხტა თავი, მშვენიერი სახე, გრძელ ფეხებზე მდგარი ტანი ჭკუას მაკარგინებდა.... შემეძლო საათობით მეყურებინა მისთვის და არ მომწყინდებოდა. მისი გაცნობის შემდეგ ნაკლებად მსიამოვნებდა მხიარული, სტუდენტური წვეულებები და დაუპატიჟებელი სტუმრები. გავიდა დრო და ვიგრძენი, რომ გოგოს მოვბეზრდი და ცოტა არ იყოს უკვე ვაღიზიანებდი კიდეც....
იმ დღეს ჩემი სტუმარი მართლაც თვალის მომჭრელად მშვენიერი იყო, მდიდრულ, ლამაზ, საღამოს კაბაში, ღრმად ამოჭრილი გულით და ლამის საცვლებამდე ჭრილით..... ჩვეულებისამებრ, საერთო საცხოვრებლის კარებთან დავხვდი. სანამ ჩემს ოტახამდე მივედი გვერდით კაცს არ ჩაუვლი, რომ მისთვის აღტაცებით და ჩემთვის შურის თვალით არ შემოეხედა.
ოთახში შესვლისთანავე საყვარელი ქალი მკვლავებში მოვიქციე, ლამაზი ყელი დავუკოცნე. ქალმა მსუბუქად მომიშორა, ლოგინთან მივიდა და ზედ ჩამოჯდა. ლენა უყვარდა ცოტათი ჩემი წვალება, თუმცა ზღვარს, რომლის შემდეგ სასიყვარულო თამაში, ადამიანის დამცირებაში გადადის, ის არასოდეს ცილდებოდა. ფეხიფეხზე გადადებულ ქალს გვერდით მივუჯექი, კაბის ჭრილიდან გამონათებულმა თეთრმა, გლუვმა კანმა, სადაც მთავრდებოდა, შავი, თხელი წინდა ისედაც ვნებააშლილი სულ გამთანგა.... ფრთხილად მოვეხვიე, ერთი ხელით ჩემსკენ მოვიზიდე, ყურის ბიბილო დავუკოცნე.... ქალმა თავი ჩემსკენ მოატრიალა ჩემს ტუჩებს თავისი შეაგება. მუხლზე დადებული მეორე ხელი ზემოთ აცურდა, წინდას გასცდა და შიშველი სხეული ვიგრძენი ხელში... მოფერება არ შემიწყვეტია ისე გავხადე, მხოლოდ წინდები და კომბინაცია დავუტოვე,. თვითონაც უცბად გავთავისუფლდი ტანსაცმელისაგან, კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ლოგინზე წამოწოლილი გოგოს უნაკლო სხეულს....
როდესაც ყველაფერი მორჩა, ქალი ლოგინიდან წამოდგა, იქვე, სკამზე გადაკიდებული ჩემი პერანგი მოისხა შიშველ ტანზე, კედელზე ჩამოკიდებულ ჭურჭლის კარადიდან ყავა და შაქარი გამოიღო.....
-  შენთვის მოვადუღო - იკითხა ქალმა
-  გმადლობ არ მინდა....
ქალმა ყავა მოადუღა, მაგიდაზე დადებულ სიგარეტის კოლოფს მისწვდა, ერთი ღერი ამოიღო, ცალ ხელში ყავის ჭიქით და მეორე ხელში სიგარეტით გოგონა ჩემს ლოგინზე ჩამოჯდა. სქელი, უწესრიგოდ ჩამოშლილი წაბლისფერი თმა, მშვენიერ სახეს ვერაფერს აკლებდა.... ვუყურებდი და ვტკბებოდი მისი მშვენიერებით.
-  რა იყო.... ლამაზი ქალი არ გინახავს?  -  მეკითხება ლენა.
-  შენსავით ლამაზი არა  -  ვპასუხობ მე.
-  ჩემზე უკეთესიც ბევრია, უბრალოდ თვალი უნდა გაახილო....
ვერ ვიტყვი, მესიამოვნათქო ქალის ნასროლი რეპლიკა, მგრამ არც მაინდამაინც შეურაცხმყოფელი უთქვამს რაღაცა, მიუხედავად ამისა ქალის სიტყვები თავში ჩამიჯდა.... ადრე თუ მის იქით ვერაფერს ვხედავდი, ეხლა ხშირად მიჩერდებოდა მზერა სხვა ქალებზე, აღმოვაჩინე, რომ მართლაც უამრავი სხვა ლამაზმანი არსებობდა ქვეყანაზე. ჩემს წარმოდგენაში ჩემი დედოფალი სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა ფაფუკ, საყვარელ ზღვის გოჭს, რომელიც ყოველ მეორე თუ არა ყოველ მეხუთე ოჯახში, ყავთ. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს, საბოლოოდ დავშორდით კიდეც.....
საქართველოსი ჩამოსვლის შემდეგ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რაც უფრო ხშირად ვხედავდი მით უფრო მინდებოდა მის გვერდით ყოფნა. ღმერთს ყველაფრით უხვად დაეჯილდოვებინა ეს ქალი: სილამაზით, ჭკუით, სიკეთით თუ კეთილშობილებით, მეც აღარ გამიჯანჯლებია საქმე და ცოლად მოვიყვანე. ოთხ წელიწდში ორი ვაჟკაცი მაჩუქა ჩემმა მეუღლემ. განათლებით ინჟინერს პროფილით არც კი მიმუშავია, ინსტიტუტში დავიწყე წერა და და საბოლოოდ აღმოვაჩინე, რომ ეს იყო ის საქმე რისკენაც ვიყავი მოწოდებული.... აღიარებაც მალე მოვიდა, ხალხი კითხულობდა ჩემს ნაწერს, ალბათ იმიტომ რომ ყოველთვიოს უბრალო ხალხის მხარეზე ვიყავი, მათ ერთ-ერთ წარმომადგენლად ვთვლიდი თავს და არ ვეძებდი ეგრეთწოდებული "ელიტის" კეთილგანწყობას....  ყველაფერს თავის სახელს ვარქმევდი, უვარგის პრეზიდენტ ნაგავს, გაუბედურებული ქვეყნის მშიერი მოსახლეობისთვის,  სამოწყალოდ შემოწირული ფულების მჭამელ მრჩევლებს  და მინისტრებს ყაჩაღებს ..... ვერ ვეგუებოდიერთ დროს ძლიერი, მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი ერის ასე დაცემას და დაკნინებას.
იაპონელების დამოკიდებულება თავისი ქვეყნიდა და კულტურის მიმართ ყოველთვის სამაგალითო იყო ჩემთვის. მატერიკისგან მოწყვეტილ, წყლით გარემოცულ სივრცეში დაბადებულ-აღმოცენებული, იდეალურობისაკენ მსწრაფი და დახვეწილი ნაციონალური კულტურა, ისე შეათავსეს მომავლის, თანამედროვე, ტექნოკრატიულ ცივილიზაციასთან, რომ ტრადიციების არსი და დამოკიდებულება მისდამი არ შეუცვლიათ, რასაც ვერანაირად ვერ ვიტყოდი ქართველებზე.... შეიძლება ჩემი აზრი გაზვიადებული მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც მქონია, რომ რეალობას სწორად ვხედავ და ეს ხშირად გამომითქვამს სხვადასხვა გაზეთებისთვის მიცემულ ინტერვიუებში.
დღის 12 საათი იქნებოდა, ბავშვები სკოლაში იყვნენ, ცოლი სამსახურში, ღამე გვიან დაძინებული ჯერ კიდევ ლოგინში ვნებივრობდი, კარებზე რომ დარეკეს.... ლოდინიდან წამომდგარმა, ხალათი მოვისხი და კარების გასაღებად გავეშურე. უნიფორმასი გამოწყობილმა, ჩია ტანის იაპონელმა თავი დამიკრა და ბარათი მომაწოდა.... იაპონიის საელჩოს, გერბიან ქაღალდზე დაბეჭდილი, მოსაწვევი იყო, ელჩთან შეხვედრზე მიწვევდნენ.....
შაბათი დღე იყო. 15 წუთით ადრე მივედი საელჩოსთან არ მინდოდა, არ მინდოდა ჩვენდამი კეთილად განწყობილი, უცხოური მისიის წარმომადგენლებს, უპატივცემულობაში დავედანაშაულებინე. "ამომავალო მზის" ქვეყნის საელჩოში შესვლა არ გამჭირვებია, მოსაწვევი საშვის მაგივრობას მიწვევდა. როგორც კი საელჩოში, შიგნით შევედი საელჩოს წარმომადგენელი შემომეგება, დამტვრეული ქართულით ამიხსნა, რომ ჩემთან შეხვედრა ელჩს სურდა, მაგრამ საწრაფო საქმე გამოუჩნდა და იძულებული გახდა ნახევარი 15 წუთის წინ აეროპორტში წასულიყო და მთხოვა ცოტა ხანი, მის მოსვლამდე დავლოდებოდი..... ჩემმა მეგზურმა ელჩის კაბინეტამდე მიმაცილა და მდივან გოგონას ჩააბარა ჩემი თავი, კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენეჯერ) მომიხადა ბოდიში იმის გამო რომ ელჩი დათქმულ დროს ვერ დამხვდა. მდივანმა გოგონამ ყავა შემომთავაზა და მიუხედავად იმისა რომ წამოსვლის წინ მქონდა დალეული, დავთანხმდი.... დროს მაინც გავიყვანდი მასთან მასლაათში....
გავიდა კიდევ ერთი თხუთმეტი წუთი, მდივანმა გოგონამ კიდევ ერთი ფინჯანი ყავა შემომთავაზა რაზეც უარი ნუთხარი. საწყალ გოგონას რა ექნა უხერხულობისაგან აღარ იცოდა, ხან ჩაის მთავაზობდა, ხანაც სიგარეტის მოწევას, მიუხედავად კედელზე გაკრული ტრაფარეტისა, სადაც ეწერა, რომ მოწევა ოთახში იკრძალებოდა. საელჩოს შედარებით დაბალი რანგის თანამშრომლები ხომ სათითაოდ შემოდიოდნენ რათა ბოდიში მოეხადათ საელჩოს სახელით. თუ პირველი 15 წუთის განმავლობაში, სიტუაცია თანდათან იმდენად კომიკურ იერს იძენდა, რომ სიცილს ძლივს ვიკავები, მეორე თხუთმეტი წუთის შემდეგ სიცილის ყველანაირი სურვილი დავკარგე და მესამე 15 წუთის შემდეგ სიბრაზისაგან უკვე "ვდუღდი". ის იყო სავარძლიდან ადგომა და საელჩოს "დემოსტრაციულად" დატოვება გადავწყვიტე, რომ კარები გაიღო და მისღებში სამი მამაკაცი და ერთი საოცრად სომპატიური, იაპონელის კვალობაზე საკმაოდ მაღალი, გრძელფეხება, ახალგაზრდა ქალი შემოვიდა. შემოსულთაგან მხოლოდ ერთი იყო ასაკოვანი, დანარჩენები დაახლოებით ერთი ხნოვანებისანი იყვნენ. მდივანმა გოგომ მათი დანახვით გამოწვეული სიხარული ვერ დამალა...
-  ბატონო ელჩო, თქვენ გელოდებიან  -  მიმართა ასაკოვან იაპონელს.
-  იაპონიაში არ ვიცი როგორი ტრადიციაა, მაგრამ საქართველოში ადამიანს რომ მოიწვევ, უნდა დახვდე კიდეც და არ უნდა ალოდინო, მითუმეტეს ამდენი ხანი..... მაგრამ სხვას რა უნდა მოსთხოვო როდესაც საკუთარი ხელისუფლება არ ცემს თავია მოსახლეობას პატივს - საკუთარი ხელისუფალიც მივაყოლე იაპონელებზე გაბრაზებულმა.  ამ უხეში ტონით ნათქვამ წინადადებაში, სიტყვა "სხვამ" ძლიერად ნასროლ ქვასავით გაიზუზუნა ჰაერში. უკვე ადგილიდან დაძრული გამაჩერა ახალგაზრდა ქალის ხმამ:
- ვაკტანკი სან! ძალიან გთხოვთ დიდსულოვნად მოგვიტევოთ, ეს გაუგებრობა ჩემს გამო მოხდა და ბატონი ელჩი უდანაშაულოა, პირიქით.... მერწმუნეთ მას იდენად ძლიერად სურდა პირადად გამოეხატა თქვენდამი პატივისცემა, რომ სხვა, რანგით უფრო დაბალ, საელჩოს წარმომადგენელს ამის უფლება არ მისცა. ჩემი დაუგეგმავი, გაუთვალისწინებელი ვიზიტის გამო, ის ვალდებული იყო დამხვედროდა და ამის გამო ვერ შეგხვდათ წინასწარ დაგეგმილ აუდენციაზე..... და შერიგების ნიშნად მინდა პატარა საჩუქარი გაგიკეთოთ  -  ამ სიტყვებით ქალმა ჩანთიდან საშუალოზე ცოტა პატარა ყუთი ამოიღო და გამომიწოდა....
ვიღაცასგან მქონდა გაგონილი იაპონელები იუმორთან "მწყრალად" არიანო, ამაზე უკეთეს მომენტ ეს გადამემოწმებინა მე ვერ მოვძებნიდი:
- ჩემს მოქრთამვს ცდილობთ  -  მკაცრი სახით ვკითხულობ მე. ღიმილი იაპონელთა სახეზე და განსაკუთრებით ლამაზი ქალის სხივიანი თვალები მოწმობს, რომ მათთვის ხუმრობა უცხო ხილი არ არის....
-  ეს უახლოვესი მოდიფიქაციის "სონის" მობილური ტელეფონია, რომელიც სადემონსტრაციოდ, სულ რამოდენიმე ცალია გაკეთებული, ლონდონში უახლესი ტექნოლოგიების გამოფენაზე წარსადგენად.... ანოტაცია სამ ენაზეა შედგენილი, ინგლისურზე, გერმანულზე და რუსულზე  -  ასე რომ წესით არ უნდა გაგიჭირდეთ დამტვრეული ქართულით მიხსნის ლამაზი იაპონელი ქალბატონი..
-  ბატონო ვახტანგ!  -  ამჯერად გამართული ქართულით, რომელშიც ოდნავ თუ იგრძნობა აქცენტი, მომმართა ელჩმა  -  მთელი საელჩოს სახელით კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, ყველაფერი ზუსტად ისე იყო როგორც ქალბატონმა იოკომ ბრძანა, მე არ შემეძლო სხვანაირად მოქცევა.... ვალდებული ვიყავი მათ დავხვედროდი....
იძულებული გავხდი ტონი შემეცვალა, სიფიცხისთვის ბოდიში მოვიხადე, თანც დავამატე, რომ ამის მიზეზი ნამდვილად მქონდა.
ელჩი თავის კაბინეტში შეგვიძღვა. ისე მოხდა, რომ იოკო და მე ერთდროულად აღმოვჩნდით კარებთან, გვერდზე გავდექი და ხელით მივანიშნე მიბრძანდით მეთქი.... ქალმა მოციმციმე, მწვანე თვალები შემომანათა მადლობის ნიშნად და თავის დაკვრით გადამიხადა მადლობა. ეს ჩვენი მსუბუქი ფლირტი შეუმჩნეველი არც სხვებს დარჩენიათ.... ბატონ ელჩს ეღიმებოდა, ხოლო ახლგაზრდა, პუტკუნა იაპონელი და მისი თანმხლები პირი, ვისი ნავარჯიშევი სხეული და კოსტუმის გვერდებიდან ამოჩრილი იარაღის ტარები უტყუარად მიანიშნებდა მის პროფესიას, უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ. იოკოს როგორც ვხვდებოდი ნაკლებად აღელვებდა ახალგაზრდა იაპონელების გრძნობები და მე ხომ მით უმეტეს....
ელჩმა ხელით მიგვანიშნა ოთახში მდგარ სავარძლებზე, მასიური მაგიდის უჯრიდან, ქაღალდებთან ერთად (როგორც შემდგომ გავარკვიე) იაპონიის მოქალაქის პასპორტი ამოიღო და ფეხზე მდგომმა მომმართა:
-  ბატონო ვახტანგ! ჩვენი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თქვენ მოგენიჭათ იაპონიის საპატიო მოქალაქის წოდება, ჩვენი ორი, დიდი ტრადიციების მქონე ერების მეგობრობისა და ურთიერთკავშირების განმტკიცების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის. მინდა მოგართვათ თქვენ სახელზე დამზადებული იაპონიის მოქალაქის პასპორტი, ამასთან ერთად საბუთი, რომელიც აძლევს უფლებას თქვენი ოჯახის წევრებს იმოგზაუროს თქვენთან ერთად.....
ტრადიციულმა ქართულმა ზრდილობამ მიხსნა უხერხულობისაგან.... ელჩის მომართვისთანავე ფეხზე წამოვდექი და მისი, ჩემს საპატავცემულოდ წარმოთქმული სიტყვა თავიდან-ბოლომდე ფეხზე მდგარმა მოვისმინე, როგორც ამას დიდი ალბათობით ეტიკეტი მოითხოვდა.
მე, ჩემის მხრიდან, კიდევ ერთხელ გადავუხადე დიდი მადლობა და დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ამ კავშირების გამყარებისთვის. ჩემდა უნებურად, ყოველგვარი ფარული აზრის გარეშე, რატომღაც იოკოსკენ გამექცა თვალი.....  ეს წამიერი მზერა,  იაპონიის ელჩის, ქართულად რომ ვთარგმნოთ, კიდევ ერთხელ "ულვაშებში ჩაღიმების" და ახალგაზრდა იაპონელების დაბოღმვის მიზეზი გახდა.
ერთი კვირა იქნებოდა გასული, ჩემი საელჩოში სტუმრობის შემდეგ, ჩემს კაბინეტში, საწერ მაგიდასთან მჯდომს ფიქრი მობილურის ზარმა რომ გამაწყვეტინა, იოკოს ხმის გაგონება ერთდროულად გამიკვირდა და მესიამოვნა კიდეც:
-  ვახტანგი-სან - ამჯერად ბევრად უფრო უკეთესი ქართულით მომმართა მან  -  თქვენ ალბათ გაკვირვებული ხართ ჩემი ზარით, მინდოდა საბოლოოდ დავრწმუნებული ვყოფილიყავი, რომ თქვენ ჩვენზე ნაწყენი აღარა ხართ და ამას ერთად თუ რამე გაუგებრობაა მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით გაგარკვევდით.... მას უმრავი ოპერაციის შესრულება შეუძლია...
მობილური ტელეფონი მოხმარებას სხვისი დახმარების გარეშეც მოვახერხებდი, მიტუმეტეს როდსაც ანოტაცია მქონდა რუსულ ენაზე, მაგრამ იოკოსნაირი ეფექტური ქალის კიდევ ერთხელ ნახვის სურვილს, მითუმეტეს როდესაც ინიციატივა მისგან მოდიოდა, უარს ვერაფრით ვიტყოდი. შეხვედრა მე და იოკომ იაპონიის საელჩოსთან ახლოს მდებარე რესტორანში დავთქვით, გაგონილი მქონდა აქ კალმახს წვავდნ კარგად და ღვინოც საუკეთესო ქონდათ.
რესტორანში ცოტა ადრე მისულმა, მაგიდა ავირჩიე და მენიუ მაგიდაზე დადებულ მენიუს გავეცანი. რესტორანში შემოსულმა, ოთხმა ხმაურიანმა ახალგაზრდამ მიიქცია არა მარტო ჩემი ყურადღება. ერთერთი მათგანი ჩემი კორპუსის მაცხოვრებელი ბიჭი იყო. თუ უბანში რამე აყალმაყალი და ჩხუბი ატყდებოდა, მისი დამწყები თუ არა, მონაწილე მაინც აუცილებლად უნდა ყოფილიყო, ჩვენ ერთმანეთი არ მოგვწონდა და ეს ორივემ ვიცოდით. არ მესიამოვნა ამ ყმაწვილის და მისი მეგობრების დანახვა.
იოკოს დარბაზში შემოსვლამ იქ შეკრებილთაგან ყველას ყურადღება მიიქცია, მიუხედავად იმისა მანდილოსნებთან ერთად იყვნენ ისინი, თუ მარტო მამაკაცები საზოგადოება იყო..... ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ყველა იქ მყოფ მამაკაცს სუნთქვა შეეკრა, ყველას აინტერესებდა, ვის მაგიდასთან დაჯდებოდა და ვის გააბედნიერებდა თავის კეთილგანწყობით ეს მშვენიერი ქალბატონი....
ყორნისფერი, შავი თმა, ქალს სარჭებით თავზე დაეკოსებინა. მთლიანი შავი ფერის, მუხლებს ზემოთ კაბა მთელი თავისი სიმშვენიერით აჩენდა ჩამოქნილ ფეხებს. ბრილიანტის ყელსაბამი, უამრავ ათინათად ირეკლებოდა ელექტრონის შუქზე, კოხტა ყურებზე მორგებულ, საოცარი სინატიფით შესრულებულ ოქროს საყურეებშიც ბრილიანტის ქვა ბრწყინავდა.
უუუფ..... თითქოს ერთდროულად ამოისუნთქა მთელმა დარბაზმა, როდესაც ქალმა ხელი დამიქნია და ჩემი მაგიდისაკენ გამოემართა. ამჯერად იოკოს "წყალობით" მე აღმოვჩნდი ყურადღების ცენტრში, ვხედავდი შურის, აღტაცების და შიგადაშიგ გაკვირვებულ მზერასაც, ალბათ ვერ მიმხვდარიყვნენ, როგორ მოვახერხე ასეთი ქალის დაინტერესება. ჩემს შორიახლოს მჯდომმა ოთხმა ბიჭმა, რომელთა შორის ჩემი კორპუსელიც იყო, ნდომით სავსე, ბინზური მზერა გააყოლეს გვერდით ჩავლილ იოკოს.
-  ბატონო ვა..ხ...ტანგ!  -  კიდევ ერთი ქართული სიტყვით და იაპონურ ენაში არარსებული ასოთი "გაემდიდრებინა" იოკოს თავისი ლექსიკონი  -  მე დიდი ხანი არ არის რაც ქართული ენის სწავლა დავიწყე.... ჩემი მასწავლებელი ძალიან ამაყობს ჩემით, მაგრამ მინდა თავი დავიზღვიო და თქვენთან საუბრისას "გაჭირვების" შემთხვევაში რუსულ ენაზე გადავიდე, რომელსაც თქვენ ვიცი რომ კარგად ფლობთ ჩემი არ იყოს....
ძვირფასო მკითხველო! უნდა გითხრათ, რომ იოკოს მასწავლებელს მართლა ქონდა იმის მიზეზი, კმაყოფილი დარჩენილიყო იოკოს მიღწევებით, თუმცა უნდა ისიც ითქვას, რომ იოკოს ამ ჭკვიანურმა წინადადებამ ბევრად გააიოლა ჩვენი ბოლომდე ურთიერთგაგების პროცესი.
- ძალიან სასიამოვნოა ჩემი პერსონით, თქვენი ასეთი დაინტერესება, ისიც კი გაგიგიათ რომელ უცხო ენას ვფლობ - არცთუ ირონიას მოკლებული ტონით ვუპასუხე.
ინფორმაციის მოპოვება ჩემი პროფესიაა, მე მოსკოვში დავამთავრე საერთაშორისო ინსტიტუტი, თუმცა ასევე მაქვს დამთავრებული ჰარვარდი.... ამჯამად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი ვარ საქართველოში. მე ყოველთვის ვცდილობ გავიგო იმაზე მეტი, ვიდრე მე მევალება. პროფესიული ჩვევაა....
-  ესი იგი მე ახალ მატა ჰარის ვესაუბრები?
- მესმის თქვენი ხუმრობა, მაგრამ (პირველად ვიგრძენი იოკოს ხმაში გაღიზიანება) დამეთანხმეთ, რომ მატა ჰარი უნიჭიერესი ადამიანი იყო და უმაღლესი კლასის პროფესიონალი.... ბევი მამაკაცი ლაბადის და ხანჯლის რაინდთა საზოგადოებიდან მასთან ახლოსაც ვერ მივიდოდა. მამაკაცების უმეტესობა ფიქრობს, რომ ისინი ქალებზე "მაგრები" არიან.... ყოველ შემთხვევაში როგორც იაპონურ ისე ქართულ ტრადიციულ აზროვნებაში ეს ტენდენციები აშკარაა....
- ბოლოს გამოთქმულ აზრში ალბათ ცოტა გამიჭირდება დაგეთანხმო.... ჩვენი ერთერთი უდიდესი მწრალი და მოაზროვნე შოთა რუსთაველი, რომელიც 12 საუკუნეში მოღვაწეობდა, თავის უკვდავ ნაწარმოებში ასეთ რამეს წერს: "ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია" - ეს თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ქალის და მამაკაცის თანასწორობის ამღვნიშვნელი აფორიზმია... რაც შეეხება საიდუმლო სამსახურს, ასე მგონია საქართველოში საიდუმლო ინფორმაცია, როგორც ასეთი არ არსებობს....საკმარისია ადამიანს ქართული წერა-კითხვა ასწავლო, მისცე საშუალება ყოველ დღე პრესას, ტელე-რადიო გადაცემებს გაეცნოს და სახელმწიფო მოხელეები თვითონ ჩააბარებენ ანგარიშს, ყველა მისთვის საინტერესო თმაზე  -  ჩემს ამ სიტყვებზე იოკოსაც გაეღიმა.
- ინფორმაციის შენახვის თაობაზე ძნელია თქვენი აზრი არ გავიზიარო.... მაგრამ ეხლა მე სხვა რაღაცაზე მინდა ყურადღება გავამახვილო.... დღეს ჩვენ დიდი ცვლილებების მომსწრენი ვართ.... საბჭოთა კავშირი, ეს ბოროტების იმპერია დაინგრა. თქვენ ჭკვიანი ადამიანი ბრძანდებით და დარწმუნებული ვარ ხვდებით, რომ გეოპოლიტიკური არეალების თავიდან გადანაწილება ხდება. თქვენი ქვეყანა კავკასიის კარიბჭეა, ევროპასა და აზიას შორის ყველაზე უფრო მოსახერხებელი კარიდორია, რაც თავისთავად ეკონომიკის განვითარების კარგი შესაძლებლობაა. განვითარებული ეკონომიკა ძლიერ ქვეყანას ნიშნავს, მხოლოდ ძლიერ ქვეყანას შეუძლია თავს უფლება მისცეს ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები ქონდეს, მათ შორის თავდაცვის, რაც უზრუნველყოფს მის ტერიტორიულ მთლიანობას..... მაგრამ ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე შესაძლებელია თუ ამას ერი მოინდომებს და ყველა უჯლებლივ თავის წილ შრომას ჩადებს სახელმწიფოს გაძლიერებაში.....
- ეს თვისებები, რაც თქვენ ბოლოს ბრძანეთ ფრიად დამახასიათებელია  იაპონელებისთვის. სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარული, შრომისმოყვარეობა და საკუთარ თავზე აღებული მოვალეობების მიმართ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა.... ძლიერი სახელმწიფო და სტრატეგიულ მოკავშირედ შეერთბული შტატები მაგრამ..... კურილიის კუნძულებზე რუსეთის იურისდიქცია მოქმედებს, ასე რომ გამოდის ჩვენ ერთ გუნდში "ვთამაშობთ".....
- ამ თამაშის წესები იმდენად ეფემერული და შეუზღუდავია, რომ ის ბრძოლას უფრო გავს წესების გარეშე..... ყველა თავის გამორჩენაზე ზრუნავს და პარტნიორის "გადაგდება" საკუთარი ინტერესების სანაცვლოდ ამ "თამაშში" მიღებული წესია  -  იოკო წამით ჩაფიქრდა და მცირე პაუზის შემდეგ გააგრძელა  -  თუმცა არის გამონაკლისებიც.... არის ქვეყანა, რომლის მიმართაც ჩემი დამოკიდებულება არაერგვაროვანია, ეს ქვეყანა როგორც თქვენ ბრძანეთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორად მოიაზრება, მაგრამ ვერცერთი იაპონელი ვერ დაივიწყებს ხიროსიმის და ნაგასაკის ტრაგედიას. იაპონიას, კაპიტიულაციის პირობების თანახმად, ეკრძალებოდა ჯარის და საზღვა სამხედრო ფლოტის ყოლა, ჩვენ ერთიც გვყავს და მეორეც.... და რადგან მე ღრმად ვარ ჩახედული ამ სფეროში მერწმუნე, ერთიც და მეორეც საუკეთესოა მსოფლიოში.... ამის უფლებას არ მოგვცემდნენ ამერიკელების თანადგომა რომ არა....
ვაშინგტონი სერიოზულად დაგვეხმარა ეკონომიკის აღდგენაშიც, სამაგიეროდ ჩვენგან მოითხოვა ტერიტორიები სამხედრო ბაზებისათვის, რაზეც იძულებულები გვხდით დავთანხმებულიყავით....
მე კარგად მესმის იმ ხალხის, ვინც წინააღმდეგია ჩვენს პორტებში ამერიკული სამხედრო ხომალდების შემოსვლის, მაგრამ ამ ქვეყანას ჩვენი კუნძულები არ მიუსაკუთრებია, ამ ომში გამარჯვებული ზოგიერთი მისი მოკავშირისაგან განსხვავებით და რამდენადაც სასტიკი მტერი იყო ბრძოლის ველზე, იმდენადვე კეთილსინდისიერი სავაჭრო პარტნიორი აღმოჩნდა, ეკონომიკის აღდგენის საქმეში.... რა თქმა უნდა ლომის წვლილი ამ საქმეში იაპონელ ერს მიუძღვის.....
-  მე ასეთი მტერი მირჩევნია ვითომ მეგობარს, ვითომ რომ ძმურად გეხვევა და ამ დროს გირტყავს ზურგში დანას.... ლაჩრულად - ჩამოვარდნილმა უხერხულმა სიჩუმემ მიმახვედრა რომ რაღაცა ისე არ იყო როგორც ვფიქრობდი.... იოკოს შევხედე.... მისი არაფრისმეტყველი,გაქვავებული მზერა იმის მიმანიშნებელი იყო, რომ თავის ფიქრებში ის სადღაც, ძალიან შორს იყო, ვიფიქრე ალბათ ალაბ არც გაუგონია მეთქი ჩემი....
- იმ დღეს ხიროსიმაში, თავისი სახლის წინ, ქვის საფეხურზე ჩამომჯდარი, მოხუცი იაპონელი მზეს ეფიცხებოდა, როდესაც ატომური ბომბი, რომელსაც მისმა შემქმნელებმა სიყვარულით "პატარა" უწოდეს აფეთქდა.... ამ მოხუცის ფერფლიც არ დარჩენილა.... დარჩა მხოლოდ ქვას შედუღებული დამიანის ნაცრისფერი გამოსახულება... რაღაც წამებში ასეულ ათასობით ადამიანი განადგურდა.... ვინც სასწაულად გადარჩა, ყველა უკლებლივ, სხივური დაავადებით დაავადდა.... ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა და იაპონია დღესაც იშუშებს იმ იარებს.... ჩემი ნება რომ იყოს, ვინმე, მსოფლიოში ყველაზე უფრო ცნობილ და ნიჭიერ ხელოვანს ან სურათს გადავაღებინებდი ან დავახატინებდი ამ ქვას, ჩავსვადი ჩარჩოში და ყველა ქვეყნის პრეზიდენტს გავუგზავნიდი (პირველ რიგში იმას, ვისაც უკვე აქვს ეს ჯოჯოხეთური მანქანა შეიარაღებაში) ქვაში სამუდამოდ ჩასახლებულ, საზარელი, ტრაგედიის უტყვ მოწმეს....
იოკომ იაპონელისთვის დამახასიათებელი, ნატიფი თავაზიანობით მიმანიშნა, ჩემს, რბილად რომ ვთქვათ, დაუფიქრებელ შეფასებაზე. როცა შეცდომაზე მიგითითებენ, როგორ კორექტულადაც არ უნდა გააკეთონ ეს უსიამოვნოა:
-  თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ პროფესია სწორად აირჩიეთ? - ირონია არ დამიმალავს, ისე მივმართე იოკოს - რამდენადაც მე მესმის, როდესაც საქმე გაქვს იმ სამსახურთან, სადაც ინახება საბუთები გრიფით "საიდუმლოა", ადამიანის სიცოცხლეს დიდად არ დაგიდევენ.... ეს ხალხის რომლის გამოწვრთნაში და შენახვაში სახელმწიფო დიდ რესურსს ხარჯავს, უბრალო ადამიანებზე ხომ საერთოდ არაა საუბარი.....
- ბატონო ვახტანგ! თავს უფლებას მივცემ შეგახსენოთ, თქვენ საელჩოში შემთხვევით არ მოხვედრილხართ.... შეუძლებელია, ისე ზუსტად გამოხატო ერისათვის დამახასიათებელი, ის განსაკუთრებული ნიშან-თვისებები, რომელიც თქვენივე სიტყვებით უდიდეს აღფრთოვანებას და პატივისცემას იწვევდა და იმედია დღესაც იწვევ თქვენში, თუ არ იცი იაპონიის ისტორია და ვერ ერკვევი მის კულტურაში ზედაპირულად მაინც.... თქვენ კარგად იცით, რომ ბევრი სხვა ქვეყნების მსგავსად იაპონელების მაღალი ფენა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ არისტოკრატია იყო იმპერატორის სამსახურში მყოფი მეომრები, სამურაები. სამურაებს ცივი იარაღის ხმარების ტექნიკა, უმაღლეს დონეზე ქონდათ ათვისებული, ხმლის ხმარების ხელოვნება, იმპერატორის სასახლისადმი ერთგულებასთან ერთად თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ნიჭიერი ახალგაზრდები  კიდევ უფრო ხვეწდნენ და აუმჯობესებდნენ მეომრისთვის აუცილებელ თვისებებს. ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა იყო გარანტი ჩვენი ხელშეუხებლობის. შორეულ წარსულში მხოლოდ ორჯერ იყო მცდელობა ჩვენი დალაშქვრის და ორჯერვე ძვირად დაუჯდა მტერს ეს განზრახვა, ზღვაზე ამტყდარმა ქარიშხალმა ორივეჯერ თვითონ გაანადგურა მტერი. ბევრი იაპონელი, მათ შორის მეც, უყოყმანოდ შესწირავს თავს სამშობლოს დამოუკიდებლობას თუ მას საფრთხე დაემუქრება, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ძირითადად ჩვენ წარმოვადგენდით საფრთხეს სხვა ქვეყნებისათვის. იაპონიისთვის დიდი შეცდომა იყო მეორე მსოფლიო ომში ჩართვა, განსაკუთრებით კი ამერიკელების წინააღმდეგ განხორციელებული, ჩვენთვის საბედისწერო პიორლ-ხარბორის ოპერაცია. ბაბუაჩემი კატეგორიული წინააღმდეგი ამ გეგმის, რადგან რეალურად აფასებდა შეერთებული შტატების სამხედრო ძალას....  არ მოუსმინეს, ჩათვალეს რომ მეუღლის სამშობლოსთან ომს ერიდებოდა. ვერავინ გაბედავდა ბაბუაჩემის მოღალატედ გამოცხადებას, იცოდნენ.... სანამ ხარაკირის გაიკეთებდა ჯერ შეურაცხმყოფელს ორთაბრძოლაში გამოიწვევდა სამურაების ტრადიციული წესით და მოკლავდა....ისე ცნობისთვის, ბაბუაჩემი ერთერთი იმათგანი იყო, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მატა ჰარის ლეგენდის შექმნაზე და პირადად იცნობდა მას. ბაბუაჩემი ბევრს მოგზაურობდა და მისი შემხედვარე ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ყოველთვის მთვრალი, ყოვლად მოუწესრიგებელი კაცი, ყველაზე საშინელი პრიტონების მუდმივი კლიენტი, იაპონიის ცენტრალური დაზვერვის დედაბურჯს წარმოადგენდა.            
პიორლ-ხაბორზე ყოფნისას, ერთ-ერთ კაფეში, ბაბუაჩემის ყურადღება მიიპყრო ახალგაზრდა გოგონამ, რომლის გართობასაც სამი მეზღვაური ცდილობდა და არცთუ უშედეგოდ.... გოგონა ღიმილით უსმენდა მამაკაცებს და მათ მორთმეულ სიგარეტსაც სიამოვნებით აბოლებდა. გოგონას უარმა გაყოლოდა მათ უახლოვეს სასტუმროში მეზღვაურები გააღიზიანა და კაფედან გამოსულს, სადარბაზოში შეუპირეს შეთრევა.... ბაბუაჩემი რომ არა ძვირად დაუჯდებოდა ეს ფლირტი. მომხდარი ინციდენტის გამო, რომელშიც ჩარევის უფლება დაზვერვის სამსახურის უფროსს არანაირად არ ქონდა, ის იძულებული გახდა სასწრაფოდ დაეტოვებინა ის ტერიტორია. გოგონა იმწუთიდან, რაც მეზღვაურებს ხელიდან გამოგლიჯა გვერდიდან არ მოშორებია, იძულებული გახდა სამშობლოსი დაბრუნებულს ისიც თან წამოეყვანა.... ასე აღმომაჩნდა ამერიკელი ბებია რომელსაც სხვათა შორის ძლიერ მამგვანებენ....
ბატონო ვახტანგ! ალბათ ძალიან შეგაწყინეთ თავი, ჩემი ოჯახური ისტორიებით, მაპატიეთ და მერწმუნეთ მეტი აღარ შეგაწყენთ ზედმეტი საუბრით. გამოგიტყდებით ცოტა არ იყოს ვღელავ, უჩვეულო სიტუაციაში ვარ.... როგორც წესი, მამაკაცებისაგან მოდის ჩემთან შეხვედრის სურვილი და ასეთ შემთხვევაში ბევრად უფრო თავდაჯერებული ვარ ხოლმე  -  მომხიბლავი ღიმილით მომიხადა ბოდიში იოკომ.
- როგორ გეკადრებათ, ჩემთვის დიდი სიამოვნებაა თქვენი მოსმენა, თანაც ასეთი საინტერესო ამბების, მითუმეტეს ასეთი მომხიბვლელი მოსაუბრისგან - ჩემი ჯერიც დადგა ქათინაურებისა - მერწმუნეთ - ჩურჩულით და საიდუმლო შეთქმულების მონაწილის სახით მივმართე იოკოს - წამებით რომ მოკლან, ჩემგან თქვენს მონაყოლს ვერ ეღირსებიან....
- რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ დღეს აღარავის აინტერესებს  -  გულიანად გადაიკისკისა იოკომ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველა იაპონელს თუ არა ამ აღმოსავლელ ლამაზმანს, იუმორის გრძნობაც ისეთივე მშვენიერი ქონდა, როგორც სხვა ყველაფერი.
საუბარში გართულებმა ვერც კი შევამჩნიეთ ოფიციანტის მაგიდასთან მოსვლა, სიმპატიური, ახალგაზრდა გოგონა მოთმინებით ელოდა როდის მივაქცევდით ყურადღებას.... ჩემი გურმანი მეგობრის ნათქვამი გამახსენდა: იაპონონიის საელჩოსთან რესტორანი რომ არის, იქ თუ მოხვდი, შემწვარი კალმახი შეუკვეთე, თევზსაშენიდან არ გეგონოს, მეტევზეები არაგვში იჭერენ და იქ ცოცხლად აბარებენო, ღვინოებიდან მისაყოლებლად "მანავის მწვანე" ვარჩიე.
თევზი ზეთისხილთან ერთად მოგვიტანეს, იოკო კალმახის გემოთი აღფრთოვანებული დარჩა, რაც ცოტა არ იყოს გამიკვირდა კიდეც.... იაპონელები ხო განთქმულები არიან თევზეულის მომზადებით.
- ეხლა კი მესმის ქართველების მიდრეკილება სიმსუქნისაკენ - ღიმილით განაცხადა იოკომ, ინსტიქტურად მუცელზე დავიხედე.... მაგრამ ჩემი მეგობრებიდან უმეტესობის ზომა-წონა რომ გავიხსენე, შვებით ამოვისუნთქე, მე მათთან შედარებით ტანწერწეტა ბიჭი ვიყავი....
- საელჩოში, თქვენთან ერთად რომ ახალგაზრდა კაცები იყვნენ, ნამეტანი ნაშიმშილებს არც ისინი გავდნენ.... მე ასე მახსოვს და როგორც მოსისხლე მტერს ისე მიყურებდნენ, რატომ? ვერ გეტყვი...
იოკოს სიცილი ყველაზე სასიამოვნო მუსიკად ჩამესმა ყურში:
- ეხლავე აგიხსნით ბატონო ვახტანგ! მობილური ტელეფონი რომ გადმოგეცით საჩუქრად მაშინ გითხარით, საჩვენებელი ექსპონატია და მხოლოდ სამი ცალია ჯერ დამზადებული მეთქი, ეს ის აპარატი იყო რომელიც სპეციალურად ჩემთვის დაამზადებინა იმ ყმაწვილთაგან ერთ-ერთმა.... განსაკუთრებით ნაკლებად ნაშიმშილებმა იმ ორთაგან....
ხარუკი "სონის" დირექტორთა საბჭოს თავჯდომარის შვილი და ნიჭიერი, წარმატებული ბიზნესმენია, არაა გასაკვირი ჩემი საქციელის შემდეგ თქვენდამი, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, საშინელი ანტიპატია გასჩენოდა.... რაც შეეხება ხარუკის დაცვის უფროსს იასაკის, ისიც მისი შეფივით, ბავშვობიდან ჩემი თაყვანისმცემელია, მისი მშობლები ჩვენს სახლში მსახურობდენენ და იასაკი ერთადერთი კურსდამთავრებულია ჩემი წინაპრების მიერ დაარსებულ საბრძოლო ხელოვნების სკოლაში, ვინც სამურაების შთამომავალი არ არის...
რესტორანი გაივსო შემთვრალი ხალხით, ისეთი ხმაური იდგა ერთმანეთის ძლივს გვესმოდა, ამას კიდევ ჯაზ-ბენდი დაერთო და იქ გაჩერება შეუძლებელი გახდა.... წავიდეთ აქედანო, იოკომ პირველმა შემომთავაზა. ოფიციანტ გოგონას ხელით ვანიშნე ჩვენთან მოსულიყო, სულ ცოტა ხანსი სუფრასთან მოსულ გოგონას გადაუხადე და გასასვლელისაკენ დავიძარით. გულმა მიგრძნო რომ ჩემი მეზობლის მაგიდასთან მიახლოვებულები უსიამოვნო ინციდენტს გადავეყრებოდით და არც ამჯერად მიმტყუნა წინათგრძნობამ.... ბიჭმა გზა გადაგვიკეტა და მთელი დარბაზის გასაგონად მიმართა თავის ამფსონებს, შეხედე ამ გამოშტერებულს რა ქალი დაუთრევიაო, მაგრამ როდესაც ესეც არ იკმარა, ქალს მიახლოვებულმა თავისი ბინძური ხელები იოკოს სახისაკენ წაიღო, ჩემმა კარგად მოქნეულმა მუშტმა, ჯერ თავის სკამზე დააბრუნა და დამტვრეული სკამიდან იატაკზე დაანარცხა...
სამი კარგად ჩაფსკვნილი თანამეინახე, ჩემი მეზობლის ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ გამოემართა. ერთი გავიფიქრე ეხლა კი ცუდაა ჩემი საქმე თქო და "სისხლის უკანასკნელ წვეთამდე" საომრად მოვემზადე, რომ სრულიად მოულოდნელი მხრიდან გამოჩნდა დახმარება... იოკო ჩემს და იმ ბიჭებს შორის ჩადგა, ერთერთმა ის იყო ხელი წამოიღო იოკოს გვერდზე გასაწევად, რომ ქალმა ფილიგრანული მოძრაობით აიცილა მისი  ხელი, თითქმია მის ზურგს უკან გასულმა ფეხი წვივში ჩაარტყა, ცალ ფეხზე ჩაჩოქილ ბიჭს მეორეჯერ ქალის ფეხი სახეში მოხვდა და გათიშა კიდეც. კიდევ რამოდენიმე მოძრაობა და დანარჩენი ორიც იატაკზე ეყარნენ უგონოდ.
- შენ ხმლის და ვარსკვლავების ხმარებაც გეცოდინება - საკმაოდ უკბილოდ გავიხუმრე, რომ ჩემი სახის ბრიყვული გამომეტყველებიდან, რამე სხვაზე გადამეტანა ქალის ყურადღება. იოკომ ხელით მანიშნა ათ-თხუთმეტ ნაბიჯში, ინტერიერისათვის კედელზე მიმაგრებულ ტახის თავის ფიტულზე, ვერცხლის სარჭები ამოიყო თმიდან, შავი ფაფუკი თმა მხრებზე ჩამოეშალა....
მარცხენა და მარჯვენა მკლავი თანამიმდევრული მოძრაობა და ღორის შუშის თვალების ნაცვლად, მის ადგილას ვერცხლის სარჭის მომრგვალებული ბოლოები იყურებოდნენ.
რესტორნის დაცვას და გამოძახებულ პოლიციას იოკომ დიპ-კორპუსის წარმომადგენლის საბუთი წარუდგინა და განაცხადა, რომ მე, მისი თანმხლები პირი, მის დაცვას ვცდილობდი.
-  თუ ამ შემთხვევას ოფიციალურ სახეს არ მისცემთ და გახმაურების გარეშე ჩავფარცხავთ, თქვენი დიდი მადლობელი ვიქნები -  თავბრუდამხვევი ღიმილით მიმართა იქ მყოფ პოლიციელთაგან ჩინით ყველაზე უფროსს, რაზეც უმალ მიიღო თანხმობა.
რესტორნიდან სეირნობით ჩამოვყევით ცენტარალური გზისკენ მიმავალ, წითელი ქვიშით მოლამაზებულ საცალფეხო გზას. იქვე გზის პირზე მოწყობილ, პატარა, სიმპატიურ სკვერში ჩამოვჯექით. ვიგრძენი როგორ მომეკრა ქალი, მიუხედავად ჩემი ძლიერი სურვილისა ხელი მომეხვაია და გულში ჩამეკრა ეს მშვენიერი ქალბატონი, თავი შევიკავე..... არ მინდოდა მოვლენებისთვის წინ გამესწრო და რამე შემშლოდა.
- არ მოგწონვარ?  -  ჩვენი ნაცნობობის მთელი ამ დროის მანძილზე, პირველად მომმართა იოკომ შენობით.
-  იმის შემდეგ რაც მე რესტორანში საკუთარი თვალით ვნახე, ჭკვიანი კაცი ბევრჯერ დაფიქრდება სანამ თავს რამის უფლებას მისცემს  -  ხუმრობის ტონში დაუბრუნე ქალს პასუხი.
იოკოს თვალებში, კიდევ ერთხელ დავინახე ეშმაკურად აციმციმებული ათინათი  -  შენ მაგ საშიშროება არანაირად არ გემუქრება - მითხრა და ჩემი მკლავი თვითონვე გადაიდო მხარზე. ქალის თავი ფრთხილად მოვაბრუნე ჩემსკენ, ტუჩებით მის ტუჩებს მივწვდი.... დიდხანს ვკოცნიდით ერთმანეთს.... ჩემი ხელი მის უბეში შეძვრა, თითების მის ძუძუსთავს მისწვდა....
-  მაპატიე.... ჩვენი ნაცნობობა საკმარისი არ არის ასეთი სიახლოვისთვის  -  ყურში ჩამჩურჩულა იოკომ.
-  კიდევ მომიყევი შენზე  -  ვთხოვე. ქალი უსიტყვოდ, ღიმილით წინასწარ მიხდის მადლობას მოთმინებისთვის....
- ჩვენი გვარის ისტორია, ხანში შესული იმპერატორის და ახალგაზრდა, ლამაზი გეიშას სიყვარულის სევდიანი ამბით იწყება. ძალიან შორიდან ხომ არ ვიწყებ?  -  შეშინებული ხმით მეკითხება იოკო.
-  ზუსტად იქიდან იწყებ, საიდანაც მაინტერესებს  -  ვამშვიდებ მე.
კუნძულ ხონსიუზე არ დადიოდა მასზე ლამაზი ქალი - იწყებს მოყოლას იოკო - გეიშა, რომლის დახვეწილ გემოვნებასა და ნიჭზე ბევრს ლაპარაკობდნენ, ათეულობით ლექსის, ეგრეთწოდებული "ტანკა"-ს ავტორი, უზადო წამკითხველი, ნიჭიერი მუსიკოსი და მომღერალი. ძალიან ცოტა ვინმეს თუ შეეძლო საკუთარი თავისთვის, ჯიბიდან გამომდინარე ესარგებლა მისი მომსახურებით.... თვით იმპერატორის ყურამდეც კი მივიდა მისი ქება-დიდება....
პირველი პაემანი საიდუმლო ვითარებაში შედგა იმპერატორის სასახლეში, ქალმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჭარმაგ იმპერატორზე, რომ ის ოფიციალურად გახდა სასახლის ხშირი და ფრიად პატივსაცემი სტუმარი. ბევრს არ მოსწონდა იმპერატორის ახალი ფავორიტი და ახალი პოლიტიკური ფიგურის გამოჩენა სასახლის კარზე, მაგრამ ვინ გაბედავდა ხმამაღლა ამის თქმას?...
გავიდა გარკვეული დრო დ ქალმა იგრძნო რომ ფეხმძიმედ დარჩა, სულ მალე გეიშამ საერთოდ დატოვა სატახტო ქალაქი და შორეულ, მიყრუებულ სოფელში დაიდო ბინა სადაც სამომავლოდ ტახტის მაძიებლები მას და მის შვილს ვერ მისწვდებოდნენ. ექვსი წელი აღარავის უნახავს დედაქალაქში ქალი, იმპერატორის ბრძანების მიუხედავად, ვერსად მიაგნეს მის ფავორიტს. გავა დრო და მბრძანებელთან ერთად, სასახლეში ყველას დაავიწყდება იმპერატორის ფავორიტი ლამაზი გეიშა.
მთელს იაპონიაში გავრცელდა ხმა - ცუდად არისო იმპერატორი, ყველა მონასტერში მისი ჯანმრთელობისთვის ლოცულობდნენ ღვთისმსახურები. მიყრუებულ სოფლებამდეც მივიდა ეს ამბავი.....
დედაქალაქში, ბავშვთან ერთად ჩამოსულ ქალს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ მაინც მოახერხა იმპერატორთან მიღებაზე მოხვედრა....
იმპერატორის შეუძლოდ ყოფნის შემდეგაც კი, სამეფო კარის ექიმის წინააღმდეგობის მიუხედავად, წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად ეწყობოდა დიდ დარბაზობას სადაც ყველას, მიუხედავად მისი სოციალური მდგამარეობისა შეეძლო სამართლის მოძებნა უმაღლეს ხელისუფალთან.
ტახტის საზურგეზე მისვენებულ, მკლავზე დაყრდნობილ იმპერატორს ხელი ნიკაპქვეშ ამოედო და თვალები მიელულა. დარბაზობას მთავარი მრჩეველი უძღვებოდა, ყველა შემთხვევას დიდი ყურადღებით და გულმოდგინებით არჩევდა, თანაც ცდილობდა მბრძანებლის არცერთი, თუნდაც უმნიშვნელო მოძრაობა არ გამოპარვოდა.... სასახლის კარზე ყველას, განსაკუთრებით კი მას, ხარგად ახსოვდა მისი წინამორბედის ბედი როდესაც მდიდარმა, დიდგვაროვანმა ფეოდალმა, მაშინდელი მრჩევლის მეგობარმა, გზის მოჭრის მიზნით როგორ გადათელა, იმპერატორის სამსახურში მყოფი, ღარიბი სამურაის ბრინჯის ყანები. შემთხვევით სახლში მყოფმა სამურაიმ, თავის ხალხთან ერთად, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია გათავხედებულ ფეოდალს, რაც სამი ერთგული მსახურის სიცოცხლედ და მტევანსი გადაჭრილ მარჯვენა ხელის ფასად დაუჯდა....
მრჩეველს ტანში გააჟრჟოლა ამ ამბის გახსენებაზე, ზუსტად ამ პოზაში იყო იმპერატორი, როდესაც მთავარმა მრჩეველმა გადაწყვიტა, ესარგებლა იმპერატორის უყურადღებობით და მცირე ჯარიმის ფასად, დაზარალებულის სასარგებლოდ, მოეგვარებინა ეს საქმე. გადაწყვეტილები ბოლომდე წაკითხვის საშუალება არ მისცა იმპერატორმა მრჩეველს, ფეხზე წამომდგარმა, თვითონ გამოუტანა განაჩენი მოდავეებს:
დიდგვაროვან ფეოდალს სამი დღის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა იაპონია, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დაისჯებოდა, მთელი მისი ქონება თავის ხალხიანად გადადიოდა დაზარალებული სამურაის მფლობელობაში, მთავარ მრჩეველს უნდა ჩამორთმეოდა მისი იმპერატორობის პერიოდში ნაბოძები ყველა პრივილეგია და მიწები. მრჩეველი მუხლებზე დამხობილი ევედრებოდა იმპერატორს პატიებას, მაგრამ ის შეუვალი იყო.... "სიოგუნმა" ანიშნა სამურაებს და მათ დარბაზიდან გაათრიეს შერისხული მოხელე. მეორე დღეს მთავარი მრჩეველი მკვდარი ნახეს თავის სასახლეში... ხარაკირი გაეკეთებინა.
ფიქრებში წასულ იმპერატორს რატომღაც თავისი ბავშვობა გაახსენდა, ყველაზე მეტად რაც უყვარდა ლექსების კითხვა იყო. ბავშვობაში თვითონაც წერდა ლექსებს, ჰქონდა ხატვის არაჩვეულებრივი ნიჭი, მაგრამ ყველაფერი იმისთვის რაც მართლა უყვარდა, დრო არასოდეს რჩებოდა. დღის განრიგი საბრძოლო ხელოვნებაში წვრთნით იწყებოდა და მთავრდებოდა იგივეთი, შუალედებში ასწავლიდნენ გეოგრაფიას, მათემატიკას, ფილოსოფიას და იყო კიდევ ერთი რამ რასაც არასოდეს უშლიდნენ.... ეს იყო იაპონური ჭადრაკის, "გო"-ს თამაში.... მისი მასწავლებლები თვლიდნენ, რომ სამომავლოდ ის მას ბრძოლის სტრატეგიის გამომუშავებაში დაეხმარებოდა და არც ცდებოდნენ....
ბიჭს თავისუფალი დრო პრაკტიკულად არ რჩებოდა, მაგრამ არასოდეს დაუწუწუნია, კარგად ესმოდა მომავალსი რაოდენ დიდი პასუხისმგებლობისთვის ამზადებდნენ.... არც მისი ძმები იყვნენ უკეთეს მდგომარეობაში....
ტახტზე მისვენებულ იმპერატორს სულ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად მწარედ გაეღიმა, უამრავი ხარჭების პატრონს სიყვარულშიც კი არ გამართლებია.... ორად ორი ქალი უყვარდა ნამდვილი, წრფელი, გულმხურვალე სიყვარულით და არცერთის სიყვარული არ დასცალდა....
ჯერ სულ ახალგაზრდა, ყმაწვილი კაცი იყო კუნძულ ხონსიუს აღმოსავლეთის მბრძანებელი და ჩუმ-ჩუმად იმპერატორის ტახტის მაძიებელი რომ ეწვიათ სასახლეში. ეს თავხედური გამოწვევა უფრო იყო, ვიდრე პატივისცემის და მორჩილების გამოხატვის სურვილი, თუმცა სტუმარი პატივით მიიღეს....
იმპერატორმა გაკვირვება გამოხატა კუნძულის ამ ნაწილის გასამხედროებულ ადმინისტრირებასთან დაკავშირებით და მის მმართველს განუცხადა რომ საიმპერიო ჯარი მუდამ მზად არის დაიცვას სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა, ეს შეფარული გაფრთხილება იყო სეპარატისტების საყურადღებოდ. სტუმარმა მდაბლად დაუკრა თავი იმპერატორს და აუწყა, რომ კუნძულ ხონსიუს ყველა მცხოვრები მისი მეთაურობით, ამომავალი მზის ქვეყნის იმპერატორის ფეხის მტვრის ღირსადაც არ თვლის საკუთარ თავს. რაც შეეხება სამხედრო რაზმებს, რომელიც მართლაც იქმნება ყველა დასახლებულ ადგილას, იცავენ წესრიგს და აგროვებენ გადასახადებს სახელმწიფოს ხაზინაში შესატანად.... ამის გარდა ისინი ყოველ წელს თავს იყრიან ერთ ადგილას და ატარებენ წვრთნებს, რომ საჭიროების შემთხვევაში იმპერატორის არმიის მოსვლამდე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცვას ქვეყანა და რომელსაც ის თვითონ უდგას სათავეში....
ეს ორი ჭკვიანი მტრის საუბარი, რომელთაც ერთმანეთის ერთი სიტყვაც კი არ სჯეროდათ და მხოლოდ შესაფერის დროს ელოდნენ ერთმანეთის გასანადგურებლად.
- ჯარი ამჟამადაც შეგროვილია - წამიერი პაუზის შემდეგ გააგრძელა სტუმარმა -  და უშუალო თვითმხილველისგან, ანუ ჩემგან, თქვენი მონა-მორჩილისაგან ელოდებიან ამბავს იმპერატორის ჯანმრთელობისა და გუნება განწყობილების შესახებ....
ჯარების მზადყოფნის შესახებ ინფორმაციას იმპერატორიც ფლობდა... სხვა დროს ეს შეფარული მუქარა, თავხედ სტუმარს, სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა, მაგრამ არა ეხლა.... დღეს საიმპერატორო ჯარი არ იყო მზად, ისეთი სერიოზული მოწინააღმდეგის გასანადგურებლად, როგორსაც იმ დროსითვის სეპარატისტები წარმოადგენდნენ. სტუმრის რაიმე სახით დასჯის შემთხვევაში შეკრებილი ჯარი დედაქალაქისკენ დაიძრებოდნენ და ყველაფერს გაანადგურებდნენ თავის გზაზე....
სტუმარმა "ერთგულების" ნიშნად, იმპერატორის ყველაზე უმცროს შვილს, ყმაწვილკაცობაში ახლახან ფეხშედგმულ ბიჭს, გოგორც თვითონ განმარტა, კუნძულის რომელსაც ის მართავდა, ულამაზესი ყვავილის კოკორი, მის სასახლეში დიდი რუდუნებით გაზრდილი გოგონა, მისი ნათესავი მიართვა ძღვნად, რომ იმპერატორის ვაჟის ხელში გაფურჩქნულიყო და ეგემნა ქალური ბედნიერება..... მხოლოდ ერთ რამე თხოულობდა სანაცვლოდ სტუმარი - თვეში ერთხელ, წერილობით შეხმიანებოდა თავის ნათესავს და სანაცვლოდაც მიეღო წერილით პასუხი.
სტუმრის ნიშანზე დაბაზში ულამაზესი ახალგაზრდა გოგო შემოიყვანეს. იმპერატორმა მადლობა გადაუხადა "ერთგულ ქვეშევრდომს" შეწუხებისთვის და მისი თხოვნის დაკმაყოფილებას დასთანხმდა.
სტუმარს, ჭკვიან პოლიტიკოსს და ინტრიგების დიდოსტატს, იმედი ქონდა,  ქალი იმდენად მოხიბლავდა და დაიმორჩილებდა გამოუცდელ ყმაწვილს რომ მის მოკავშირეობაზე დაითანხმებდა ტახტის შეთავაზების სანაცვლოდ.... ფავორიტობა ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ტახტის მემკვიდრეობას, საბოლოო გადაწყვეტილება, მხოლოდ იმპერატორის ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული.
ქალ-ვაჟს შორის ძლიერმა სიყვარულმა იფეთქა, თუმცა გრძნობათა ამ ჭიდილში ქალი უფრო სუსტი აღმოჩნდა..... ნახევარი წელიც არ იყო გასული ამ ურთიერთობიდან, გოგომ თვითონ შესთავაზა შეყვარებულს მისთვის აუცილებელი, ხონსიუს მბრძანებლის საწინააღმდეგი ინფორმაცია მიეწოდებინა. ბიჭის შეკითხვაზე თუ რატომ აკეთებდა, ქალმა საყვედურით სავსე, ცრემლიანი თვალები შეანათა, მან თუ გაიმარჯვა, არავის დატოვებს თქვენი ოჯახიდან ცოცხალს, უშენოდ კი ჩემს სიცოცხლესაც აღარ ექნებაო აზრი....
ერთი წლის თავზე ქალი მოწამლეს, უბედურ შემთხვევასთან ერთად გაქრა მზარეულიც, რომელიც წარმოშობით კუნძულ ხონსიუდან იყო. ჯაშუშებმა ამბავი მოიტანეს კუნძუკის მბრძანებელმა დიდძალი მიწა უბოძა და სამსახურიც საპატიო შესთავაზაო. უპრეტენზიო დაკრძალვას მხოლოდ იმპერატორის ოჯახი დაესწრო. ბიჭი თავისი ქცევით და შემდგომი ცხოვრების წესით, ცდილობდა ყველა დაერწმუნებინა, რომ ხარჭის სიკვდილი, მისთვის დიდ დანაკარგს არ წარმოადგენდა.... შეყვარებულის საფლავზეც კი ღამე მიდიოდა რომ არავის შეემჩნია, მხოლოდ ღმერთმა იცოდა, რა უმოწყალო შურისძიების სურვილს დაედო მის გულში ბინა.
იმპერატორის ჯარი უკვე შეკრებილი იყო და დღე-დღეზე კუნძულის იმ ნაწილის დასალაშქრად ემზადებოდა, სადაც თავგასულმა ავანტიურისტმა თავი იაპონიის ახალ იმპერატორად გამოაცხადა. ბიჭმა მამამისს სთხოვა მისთვის ჩაებარებინა ჯარის ხელმძღვანელობა, რაზეც თანხმობა მიიღი, ბრძენ იმპერატორს კარგად ესმოდა მოტივაციის მნიშვნელობა.
ახლად დანიშნული სარდლის ბრძანებით, ჯარის გაგზავნა გადაიდო ხონსიუს აღმოსავლეთ ნაწილში, გაიცა ბრძანება რომ სამი თვისთ გაგრძელდება ჯარის მომზადება და წრთვნების დროს გამორჩეული ჯარისკაცები დასაჩუქრდებიან დამატებით ორმაგი ხელფასით, ამისთვის ცალკე იქნა გამოყოფილი თანხები მთავარსარდლის დაჟინებული მოთხოვნით.
სამი თვის განმავლობაში, ბიჭი თავის, მრავალ ბრძოლაში გამობრძმედილ "სიოგუნებთან", ერთად ჯარის მართვის ტაკტიკას ხვეწდა. უამრავი ერთგული შიკრიკი, მტრის ზურგში საჭირო ინფორმაციას აგროვებდა.
თვითმარქვია "იმპერატორს" შიკრიკებმა "სასიხარულო" ამბავი მიუტანეს, მოწინააღმდეგის ჯარს, იმპერატორის ცხვირმოუხოცავი ღლაპი უდგას სათავეში, ჩვენთან შერკინების გაფიქრებაც კი ზარავსო. ბიჭის საიდუმლო მსტოვრებმა ხმა გაავრცელეს, იმპერატორის არმია კორეაში, სახალხო გამოსვლების ჩასახშობად იქნება გაგზავნილიო.... საბოლოოდ დარწმუნდა მბრძანებელი რომ იმპერატორის არმია მასთან შებრძოლებასაც კი ვერ ბედავდა.
ვითომ კორეაში ჯარის ჩასაყვანად, ზღვაში გასული გემები მხოლოდ შეღამებულზე მოადგნენ კოცონით წინასწარ განათებულ სანაპიროს. მთავარსარდალმა მხოლოდ ორი საათი მისცა ჯარს გემებიდან გადმოსასვლელად და ბრძოლისთვის მოსამზადებლად. საუკეთესო შორის საუკეთესოებს, ყველაზე ფერხმარდი ცხენებით დაევალათ, ჯარის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ხერხით, ბრძოლით იქნებოდა ეს თუ უბრძოლველად, გაეკონტროლებინათ სიტუაცია, რომ არავის არ შესძლებოდა ამბოხებული მბრძანებლის გაფრთხილება.  
პირსისხლიანი ომის ღმერთის ნებიერი აღმოჩნდა ბიჭი, ყველაფერი ისე  შესრულდა როგროც ჩაფიქრებული ქონდა. როდესაც მბრძანებელს, იმპერატორის ჯარის თავდასხმის შესახებ შეატყობინეს, უკვე გვიან იყო, ძირითად სამხედრო ფორმირებებს დასახლებებში ან იმპერატორის ერთგულების ფიცი ქონდათ მიღებული ან განადგურებულები იყვნენ. ერთი რაც შესძლო კუნძულის აღმოსალეთი ნაწილის მბრძანებელმა და თვითმარქვია იმპერატორმა, თავისი ერთგული ჯარის ნაწილებით, თავისივე კარგად დაცულ სასახლეში  გამაგრდა.
ბიჭი გააოცა სასახლის დამცველების სიმამაცემ, მას შემდეგ რაც მთავარი ჭიშკარი ააფეთქეს და სასახლის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მათ ბრძოლა მაინც არ შეუწყვეტიათ. მბრძანებლის ოთახამდე სანამ მივიდოდდნენ ჯერ მისი ხარჯების ოთახების გავლა მოუწიათ, ისინიც კი ხმლით ხელში იცავდნენ თავის ბატონს, სანამ ბოლო მათგანი უსულოდ არ დაეცა დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწიეს.
ბოლო წინააღმდეგობა რომელიც მათ გადალახეს კუნძულის მბრძანებლის პირადი დაცვა იყო და მათაც პირნათლად მოიხადეს თავისი უკანასკნელი ვალი ამ ქვეყნად. დარბაზში შესულთ, ცრუ იმპერატორი სულთმობრძავი დაუხვდათ, იქვე ეგდო სისხლით მოსვრილი, ოქროსტარიანი ხარაკირის გასაკეთელი სარიტუალო ხანჯალი. ყმაწვილის გვერდით მდგარმა სამურაიმ ერთი მოქნევით მოჰკვეთა თავი მუცელგამოფატრულ მბრძანებელს. გაცეცხლებული მიუტრიალდა ბიჭი ქვეშევრდომს, ხმლის ვადაზე გაივლო ხელი. სამურაიმ საპასუხო მზერა შეაგება ბატონს, მე მას ტანჯვა შეუმსუბუქეო, მოახსენა მუხლებზე დამხობილმა.
დედაქალაქი ზარ-ზეიმით შეხვდა გამარჯვებულებს, სასახლის კარზე, მის საპატივცემულოდ მოწყობილ, დახვედრის ცერემონიალზე, იმპერატორმა გამარჯვება და პირველი საბრძოლო ნათლობა მიულოცა ბიჭს, თუმცა მისი დაღვრემილი სახე და კუშტი გამომეტყველება მხედველობიდან არ გამოპარვია.
- რა აწუხებს ჩემს ვაჟიშვილს? - მისთვის დამახასიათებელი ფორმით მიმართა შვილს.
- თუ მადენი სისიხლი და ძალად წართმეული სიცოცხლე, ძალაუფლების აუცილებელი წინაპირობაა, მაშინ ნამდვილად არ ვისურვებდი იმპერატორობას....
დარბაზში წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ბიჭის სიტყვები პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე რეალური ფავორიტის მიერ, ტახტზე უარის თქმას ნიშნავდა. იმპერატორმა ხელის აწევით ყურადღება მოითხოვა, თუმცა ისედაც ბუზის გაფრენას გაიგებდი დარბაზში:
- თუ შენ პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად გინდა ტახტი, მაშინ ის მართლა არ ღირს მაგდენად, ბევრი ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოგიწევს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ იმისთვის, რომ მზის ქალღმერთ ამატერასუს (რომლის შთამომავლებიც ვართ) მიერ ჩაბარებულ ქვეყანას ემსახურო, რათა ძლიერმა სუსტი არ დაჩაგროს, ყველას თავისი არჩეული საქმის კეთება შეეძლოს, კაცებმა ოჯახები არჩინონ, ქალებმა ბავშვები აჩინონ და ერი ამრავლონ, მაშინ ეს ყველაზე დიდი პატივია რაც ამატერასუს ჩვენთვის უბოძებია.... შენ ძმებიც გყავს და მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია ვინ იქნება იმპერატორი, დღეს ყველას გასაგებად ვაცხადებ, ჩემს შემდეგ იმპერატორის ტახტს შენ დაიკავებ. დღეის იქით შენ ვალდებული იქნები დაესწრო ყველა დარბაზობას და სამხედრო საბჭოს სხდომას....
ასე განაპირობა პირველმა სიყვარულმა ახალგაზრდა კაცის ბედი. დიდხანს ეკიდა სარზე წამოცმული, დედაქალაქის შემოსასვლელში, ამბოხებული კუნძულის მბრძანებლის თავი სხვებისთვსი სამაგალითოდ, ისევ მომავალი იმპერატორის თხოვნით მიაბარეს მიწას.
მეორეჯერ სიბერეში ეწვია ძლიერი გრძნობა..... ლამაზი გეიშას გახსენებაზე სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ტანში იმპერატორს, ისიც რამოდენიმე თვეში ისე მოულოდნელად გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, მისმა გაგზავნილმა მსტოვრებმა ვერსად მიაგნეს მის კვალს.
ლამაზი გეიშას სახე მოეჩვენა წამით, სასახლეში მოსულ, უზენაეს სამართლის მძებნელთა შორის, ნახევრად მთვლემარე იმპერატორი უსიამოვნოდ შეიშმუშნა, ნუთუ ისე დავძაბუნდი ფანტაზია და რეალობა ერთმანეთში მერევაო, გაიფიქრა.... თვალები ფართოდ გააღო, ყურადღებით დააკვირდა, მისგან ოციოდ მეტრაში ნანატრი გეიშა იდგა.
მთავარმა მრცეველმა, ჭკვიანმა კაცმა, ბრძანება გასცა დარბაზი გაენთავისუფლებინათ და შეკრებილი საზოგადოებისთვის ემცნოთ, რომ მეორე დღისთვის გადაიდო დარბაზობა. დარბაზში დარჩნენ მხოლოდ, დაცვის უფროსი "სიოგუნი", მთავარი მრჩეველი, იმპერატორი და ლამაზი გეიშა ბავშვთან ერთად...
ქალი მუხლებზე დაეცა დიდი მბრძანებლის წინაშე, მოუყვა პირველად როგორ იგრძნო ახალი სიცოცხლის ჩასახვა მასში, როგორ გადაწყვიტა დაემალა ეს ამბავი ყველასთვის, როგორ გაემგზავრა გადაყრუებულ სოფელში, ბავშვის დაბადების მერე მაინც, როგორ გაბედა გამომგზავრებულიყო რათა ბავშვს ქონოდა საშუალება ერთხელ მაინც ენახა ღმერთების სწორი მამა.
იმპერატორის ბრძანებით მისი ერთ-ერთი რეზიდენცია სამუდამო მფლობელობაში გადავიდოდა ქალბატონის და მისი შვილის მფლობელობაში, აგრეთვე დაენიშნებოდათ ყოველწლიური ხელფასი. ბავშვს მიენიჭებოდა სამურაის წოდება და სასახლის დაცვაში, პრივილიგირებულ თანამდებობაზე მუშაობის უფლება ზრდასრულობის შემდეგ, სამარადჟამოდ, შთამომავლობით გადაცემის უფლებით.
იმპერატორის სურვილის აღსრულებაზე პასუხისმგებლად დაინიშნა მისი დაცვის უფროსი, მისი უერთგულესი სიოგუნი, გენერალი რომელი საკუთარი კლანის წევრს, გინდაც შვილი ყოფილიყო საკუთარი, არ დაინდობდა მის ერთგულებაში იმპერატორისადმი ეჭვი რომ შეპარვოდა.
თავის ბატონის ერთგულმა მსახურმა, პირნათლად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა. იმპერატორის სიკვდილის შემდეგ ნება ითხოვა საკუთარ სამფლობელოში განმარტოების, რისი ნებართვაც მიიღი ტახტის მემკვიდრისაგან. უშვილოდ დარჩენილმა კაცმა, მთელი მისი დარჩენილი ცხოვრება ბიჭის მოვლა-პატრონობას შეალია. ქვეყნის უძლიერესმა მეომარმა, უკეთილშობილესმა კაცმა, მთელი თავის ცოდნა და გამოცდილება გადასცა ბიჭს.
სიკვდილის წინ დიდმა მეომარმა კიდევ ერთხელ მოიწვია სასახლის კარის წარმომადგენლები და მოწმეების თანდასწრებით დაადასტურა, რომ მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ყმაწვილის ძარღვებში იმპერატორის სისხლი სჩქეფდა, ასევე გაასაჯაროვა ანდერძი, რომლის მიხედვითაც ყველაფერი, რაც მას ებადა, ასევე ყმაწვილის  საკუთრებაში გადავიდოდა.
- გამოდის, მე უდიდესი პატივი მერგო და იაპონიის იმპერატორის სისხლისმიერი ნათესავის ყურადღება დავიმსახურე - ერთგვარი ქილიკის ტონი შეერია ჩემს ნათქვამ სიტყვებს.
- თქვენ მართლაც დიდი პატივი დაგდეს და იმედი მაქვს არ შევმცდარვარ ჩემს არჩევანში - იმ ქედმაღლურ ტონს, რომლითაც მე მომმართეს, ნამდვილად ვიმსახურებდი. ადრე თუ იაპონური თავაზიანობით შემისწორეს ნაფიქრალი, ამჯერად პირდაპირ მიმანიშნეს, რომ თავს მეტის-მეტის უფლებას ვაძლევდი თავს.
- მაპატიე! - ჩუმად ვთხოვე იოკოს და მსუბუქად შევეხე მხარზე მკვეთრად განზე გაწეულ ქალს. იოკომ გამიღიმა და მივხვდი.... კიდევ ერთხელ შემინდეს.
-  შენს მშობლებზე მომიყევი რამე - ვთხოვე იოკოს, მიდოდა ისევ აღმედგინა ის ურთიერთახლობლობის ატმოსფერო, რომელიც კინაღამ ჩემივე ხელით (გნებავთ ენით) გავანადგურე.
- დღეს აღარ მცალია, მაგრამ იმედი მაქვს ჩვენ კიდევ შევხვდებით  -  ღიმილით დამემშვიდობა იოკო და იმწუთას გვერდზე ჩამავალ ტაქს ხელი დაუქნია.                              
ერთი კვირა გავიდა ჩვენი შეხვედრის შემდეგ, არ მინდოდა გამოვტყდომოდი ჩემს თავს, მაგრამ უაზროდ შეყვარებული პატარა ბიჭივით ველოდებოდი ქალის ზარს. როგორც იქნა ამისრულდა ოცნება და ტელეფონში იოკოს ხმა გავიგე:
- ვახტანგი-სან! მინდა ჩაიზე დაგპატიჟოთ.... თქვენ როდესმე დაგილევიათ იაპონელებთან ჩაი?
- ბევრი რამ გამიგია და წამიკითხია ჩაის სმის ცერემონიალზე, თუმცა არსოდეს მიმიღია მონაწილეობა - ვუპასუხე იოკოს, რა თქმა უნდა მივხვდი რას გულისხმობდა ეს უკანასკნელი ჩაის სმაში. საღამოს დავთქვით შეხვედრა.
შეხვედრის ადგილზე მისულს, იოკო საელჩოს ნომრიანი მანქანით დამხვდა, საჭეს თვითონ მართავდა. ადგილი სადაც იოკომ მიმიყვანა დაახლოვებით ერთი წლის წინ ვნახე.... დიდ ეზოში, რომელიც ცენტრალური რაიონისთვის იშვიათობას წარმოადგენდა, ერთი პატარა ხის სახლი იდგა. ჩემს მახსოვრობაში აღბეჭდილ, საკმაოდ მოზრდილ ტერიტორიას, ჟანგიანი რკინის ბადის ნაცვლად, ბეტონის ორმეტრიანი კედელი შემოვლებოდა. მასიური რკინის ჭიშკარი იოკომ დისტანციური მართვის აპარატით გააღო.
წითელი ქვიშით მოლამაზებულმა გზამ ორსართულიან სახლთან მიგვიყვანა. მანქანიდან გადმოსული, ამჯერად ეზომ მიიქცია ჩემი ყურადღება. კაი მოზრდილ გორად დაგროვილ რიყის ქვებიდან პატარა წყაროს ამოეხეთქა, ქვემოთ წამოსული წყალი აუზში გროვდებოდა სადაც იაპონელებისთვის საყვარელი ოქროს თევზები დაცურავდნენ. საკმაოდ დიდი მოცულობის აუზის ნაწილი წყლის მცენარეებს და ყვავილებს დაეფარა. მთელი ეს კომპოზიცია ბუნებრიობის ფანტასტიკურ შეგრძნებას ბადებდა....
-  მოგწონს?  -  შემეკითხა მოახლოვებული იოკო თუმცა ჩემი ხმის გაგონება აღარ დასჭირვებია, პასუხი სახეზე მეწერა.
- დაცვა არ გყავს? - შევეკითხე მასპინძელს. ქალმა იქვე მოფუსფუსე, ასაკოვან მებარეზე მიმანიშნა, ვიფიქრე ჩემი შეკითხვა იოკომ წესიერად ვერ გაიგო მეთქი.....კიდევ ერთხელ გავუმეორე შეკითხვა..... ქალს გაეღიმა სამი კენჭი აიღო და ერტიმეორის მიყოლებით წამების ინტერვალში, ფეხებში ესროლა მოხუცს. მოხუცს მუშაობა არ შეუწყვეტია, უბრალოდ იქ სადაც წესით წამის წინ, ფეხი უნდა ყოფილიყო, კენჭს სიცარიელე ხვდებოდა.... შენც ესროლეო სემომთავაზა, ჩემი გაკვირვებული სახის სემხედვარეს გაეღიმა, ასაკს ჩვენც ისეთივე პატივს ვცემთ როგორც თქვენ, უბრალოდ თხოვნა შემისრულეო. ერთო ციცქნა კენჭი ვესროლე მოხუცს, ქალს ხათრი არ გაუტეხე, მოხუცმა წამით მიანება სამუშაოს თავი, მსუბუქად ამოიოტრიალა ბარი მხარზე და ჯერ კიდევ ჰაერში მყოფ კენჭს მოუქნია.... კოჭში მწვავე ტკივილი ვიგრძენი, გამეტებით მოვისრისე ნატკენი ფეხი. ჩემი გაჭირვების შემხედვარე იოკოს სიცილი წასკდა, ტკივილს შელახული თავმოყვარეობა დაემატა და შედარებით დიდი ზომის ქვის ნატეხი, ყოველგვარი, ზედმეტი ხვეწნა-მუდარის გარეშე "გავუგზავნე" მებაღეს. "მოხუცმა" ამჯერადაც ბარი დაუხვედრა ქვას, ორი ნაბიჯი გააკეთა ჩემსკენ და მისი წლოვანებისთვის წარმოუდგენელი სისწრაფით, თანაც ძლიერად შუბივით ისროლა ეს წამის წინ სამიწათმოქმედო, მშვიდობიანი იარაღი. ერთი რაზეც თვალი სევლება მოვასწარი, ეს კარგად ალესილი ბარის პირი იყო. ბარი ზუსტად ჩემს ფეხებთან დაერჭო..... კიდევ ნახევარი მეტრი და მენჯის სარტყელს თუ არ ჩამიმტვრევდა, ქალი ნამდვილად აღარ დამაინტერესებდა ცხოვრებაში. იოკო მებაღესთან მივიდა, მოეხვია და ხელიჩაკიდებულმა მოიყვანა ჩემთან.
-  მამაჩემის სკოლის ყველაზე ხნოვანი ოსტატი, ჩემი მასწავლებელი და პირადი მცველი  -  ოფიციალურად წარმიდგინა "მებაღე" იოკომ.
-  ვერ ვიტყვი ყველაზე სასიამოვნო მოგონებად დამრჩება მისი გაცნობა  -  იოკოს გასაგონად ჩავიბურდღუნე. ჩემთვის გადავწყვიტე, რომ იოკოს გაფრთხილება ჩემი ნათქვამის მებაღის ყურამდე არ მიეტანა საჭირო არ იყო, თუმცა შევცდი.... დიდხანს ხითხითებდა გულიანად ჩემს სიტყვებზე მოხუცი.
ეს კოხტა, არცთუ პატარა, ორსართულიანი სახლი, ტრადიციული, იაპონური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ჭერის ზემოთ აწეული კუთხეებით, სილამაზის და სიმყუდროვის საოცარ გრძნობას ბადებდა მნახველში.
იოკო შენობაში შემიძღვა, სახლი შიგნიდან დამათვალიერებინა. სახლის პირველი სართული ძვირფასი, თანამედროვე ტელე-ვიდეო-აუდიო აპარატურა ფართოდ იყო წარმოდგენილი, ავეჯითაც შესაბამის, თანამედროვე სტილში იყო გაწყობილი.  ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდა მეორე სართული, სადაც როგორი გაუთვითცნობიერებელიც არ უნდა ყოფილიყავი სიძველეებში, უმალ მიხვდებოდი, რომ აქ მოხვედრილი თითოეული ნივთი უძვირფასეს ანტიკვარიატს წარმოადგენდა.
დიდი ოთახის ოთხივე კუთხეში, სადაც იოკოს სიტყვებით ჩაის სმის ცერემონიალი უნდა ჩაგვეტარებინა, საშუალო სიმაღლის ადამიანის ზომის ფაიფურის ვაზები იდგა. ოთახის შუაგულში ულამაზესი, სპილოს ძვლისგან ფეხებიანი, დაბალი მაგიდა იდგა რომლის გარშემო ნაქარგებიანი ბალიშები შემოელაგებინათ. ვნახეთ სავარჯიშო დარბაზი, თავისი მომიჯნავე პატარა საკუჭნაოებით სადაც ყველაფერი იყო, დაწყებული ბამბუკის ჯოხებით, სპეციალური დამცავი ჩაფხუტებით, სავარჯიშო ტანსაცმლით და დამთავრებული სამურაის აბჯრით და ყველანაირი ცივი იარაღით, ჩემთვის კარგად ნაცნობი ვერცხლის სარჭებით დაწყებული, სამურაის ხმლებით, "კატანათი" დამთავრებული. ჩემთვის გავიფიქრე, სადაც ამდენი და ასეთი მრავალფეროვანი ცივი იარაღია ცეცხლსასროლმა რა დააშავო თქო, თუმცა როგორც შემდგომში აღმოჩნდა ვიჩქარე დასკვნების გამოტანა...
ბოლო ოთახი რომელიც იოკომ დამათვალიერებინა ცეცხლსასროლი ირაღის საცავი იყო..... აქ ყველაფერი იყო საუკეთესო, დაწყებული გერმანული იარაღიდან და დამთავრებული რუსულით, იქვე ელაგა კოლოფები ამ იარაღის ტყვიებით.
- ამ იარაღსაც ისევე ხმარობ როგორც სარჭებს? -  ღიმილით შევეკითხე ქალს.
- ცივ და ცეცხსასროლ იარაღს ერთნაირად ვხმარობ, შეგიძლია შემამოწმო...
თვალნათლივ წარმოვიდგინე მოხუცი ოსტატის რეაქცია იარაღის ხმაზე... კიდევ ერთხელ გამახსენდა ჩემსკენ გამოფრენილი, მზის შუქზე აპრიალებული ბარის გალესილი პირი და სურვილი ამ იარაღთან რაიმე სახით ურთიერთობის ჩანასახშივე ჩავკალი.... რა საჭიროა, ისედაც მჯერა მეთქი, ვუთხარი....
დროის რაღაც მონაკვეთშ ჩვენს შორის უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, მივხვდი რაღაცის თქმა უნდოდა იოკოს მაგრამ რატომღაც ეუხერხულებოდა..... ჩემსკენ მოვატრიალე ქალი, თვალებში ჩავხედე.... რისი თქმა გინდოდა მეთქი შევეკითხე....
ქალმა თვალი გამისწორა, სხვას არ ვთხოვდი.... თუმცა სხვა ვერც აღმოჩნდებოდა აქ  -  დაძაბული სიცილით დაამატა - მინდა ჩაის სმის დროს, იაპონურ ნაციონალურ ტანსაცმელში გამოეწყო თუ შენთვის ეს ძნელია არ იქნება...
ჩემთვის მართლა არ იყო ძნელი მივხვედრილიყავი ქალის სურვილს, გამეზიარებინა და ბოლომდე აღმექვა აღმოსავლური კულტურის ეს ძირძველი ცერემონიალი.
-  სიმოვნებით  - ვუპასუხე იოკოს.
ცოტა ხანში ისევ პირველ სართულს მივაშურეთ. იოკო მცირე ხნით მხედველობის არედან გაქრა, თუმცა მალევე დაბრუნდა საკიდზე ჩამოკიდებული თეთრი ხალათით და კოხტად დაკეცილი შავი შარვლით ხელში, უსიტყვოდ დადო ეს ყველაფერი ჩემს გვერდით.
- შენ რომ გამოიცვლი, შეგილია სტუმრების მისაღებ ოთახში, მეორე სართულზე შეგიძლია დამელოდო.... მეც მალე გეახლებით და ჩაის მოგართმევთ  - მითხრა იოკომ და როგორც მე მივხვდი თვითონაც კიმონოში გამოსაწყობად გაეშურა.
ლურჯ ფონზე, ვარდისფერი ყვავილებით და თეთრი ყვავილი ღეროებით გაწყობილი კიმონო საოცრად უხდებოდა, ხის ქოშების ბაკუნით ოთახში შემოგოგმანებულ იოკოს. სპეციალური, ბორბლებიან ურიკით, ჩაისთვის საჭირო ჭურჭელს თავს წინ მოაგორებდა ქალი.
გადავწყვიტე, შეძლებისდაგვარად არაფრით დამერღვია ტრადიცია და მაგიდასთან დადებულ ბალიშებზე მუხლებით დავდექი, როგორც ეს ტელევიზორში მქონდა ნანახი. ქალი ჩემს გვერდით ასევე მუხლებზე დაეშვა, ხასხასა ფერებით ინკუსტრირებულ ფაიფურის ჭიქაში მწვანე ჩაის ჩაასხა და მისივე ლამბაქით, თავდახრილმა მომაწოდა. ქედმოდრეკილი, თითქოს გაშეშებული იოკოს შემხედვარე კაცი იფიქრებდი, მისი სიკვდილ-სიცოცხლე იყო დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად მომეწონებოდა მისი დაყენებული ჩაი. ეს არ იყო მოჩვენებითი, საკუთარ თავზე ძალდატანებითი მორჩილება.... ეს იყო ბუნებაში რეალურად არსებული მთლიანობის, ქალური საწყისის, კდემამოსილების და სათნოების სრული მორჩილების გამოხატულება, მეორე ნახევრის, მამაკაცური დომინანტის მიმართ.
ნება-ნება, პატარა ყლუპებით ვსვავდი მართლაც უგემრიელეს ჩაის, მინდოდა რაც შეიძლება დიდხანს გამეგრძელებინა ინსტიქტის დონეზე, ყველა მამაკაცისათვის სასიამოვნო ეს შეგრძნება. მთელი იმ ხნის განმავლობაში სანამ მე ცაის მივირთმევდი, იოკო თავდახრილი, გაუნძრევლად იჯდა. როგორც კი ცარიელი ჭიქა ლამბაქზე დავდე, ქალი გამოცოცხლდა:
- კიდევ ხო არ ინებებთ ვახტანგი-სან? - შემეკითხა
- გმადლობთ, სიამოვნებით დავლევ - მივმართე ქალს და კიდევ ერთხელ დავუკარი თავი მადლობის ნიშნად. მეორე ჭიქა უფრო ჩქარა დავლიე, რადგან მიუჩვეველზე ცოტა არ იყოს ფეხებიც დამიბუჟდა. მესამე შეტავაზებაზე ისევ დავუკარი თავი იოკოს და ამჯერად უკვე უარი ვუთხარი შემოთავაზებაზე.
იოკომ ჩაიდანი და ლამბაქებიანი ულამაზესი ფაიფურის ჭიქები ურიკაზე გადადო, კიდევ ერთხელ მდაბლად დამიკრა თავი და ხის ქოშების ბაკა-ბუკით გავიდა ოთახიდან. მარტო დარჩენილი ფეხზე ავდექი, მუხლებში გამართულმა ცოტა გავიარ-გამოვიარე კიდეც და ისევ პირველ სართულს მივაშურე.ტანსაცმელი იქ დამხვდა სადაც გამოვიცვალე, იოკოს მორთმეული ხალათი ისევ საკიდზე დავაბრუნე და შარვალიც გვერდზე მივუდე. იოკოსაც გამოეცვალა ტანსაცმელი და სულ მალე ისიც შემომიერთდა:
- მიყვარს კიმონოს ჩაცმა, ერთი რასაც ვერაფრით შევეჩვიე ხის ქოსებია, ასე მგონია ასკილოიანი გირები მკიდია ფეხზე - მოიჩივლა ქალმა. ცოტა ხნით ცამოვარდნილი უსიამოვნო სიჩუმე ისევ იოკომ დაარღვია - სულ მე მალაპარაკებ, ეხლკა შენ მომიყევი მაგალითად შენს მშობლებზე რამე - კატეგორიულად მოითხოვა ჩემმა ლამაზმა მასპინძელმა.
- შენნაირი წარმომავლობით მე ვერ დავიკვეხნი, თუმცა საინტერესო ადამიანები ჩვენს საგვარეულოშიც საკმაოდ იყვნენ. ხშირად მსმენია ბებიაჩემზე, მამაჩემის დედაზე რომ ძლიერი, არაორდინალური პიროვნება იყო. წითელი ტერორის დროს,  დარწუნებული ვარ წარმოდგენა გაქვს საბჭოთა იმპერიის ჩამოყალიბების ამ სისხლიან პერიოდზე - იოკომ თავი დამიქნია, მანიშნა გააგრძელეო - ჩვენი ნათესავი, უნიჭიერესი და უგანათლებულესი კაცი დააპატიმრეს და უეჭველი სიკვდილით დასჯიდნენ ბებიაჩემს რომ არ ებრძოლა მის გადასარჩენად.... დახვრეტავდნენ იმიტო რომ არ იზიარებდა ახალი ხელისუფლების იდეოლოგიას, მხოლოდ ეს იყო ამ კაცის დანაშაული. კომუნისტების მიერ დასახვრეტად განწირული კაცის ჯალათების ხელიდან გამოგლეჯა დაუჯერებელი ამბავი იყო. ჩვენი ნათესავებიდან თუ ვინმე დედაქალაქში სწავლობდა ყველას პატრონი და მიმხედავი ის იყო. საკუთარ შვილებს მცირე ლუკმას გაუყოფდა და მასთან სტუმრად მოსულ სტუდენსტ მშიერს არაფრის დიდებით არ გაუშვებდა.
საქართველოში ასეთი ტრადიცია არსებობს, ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, სუფრაზე, ჭიქა ღვინით იმქვეყნიურ გზას ულოცავენ, ყველა ვინც გარდაცვლილს ან მისი ოჯახის წევრს, გნებავთ ახლო ნათესავებს იცნობს თავს ვალდებულად თვლის ამ სუფრას დაესწროს და ამით საბოლოო პატივი მიაგოს ამ ხალხს. მიუხედავად იმისა რომ დიდი სუფრა გაიშალა და სურსათ-სანოვეგე გათვალისწინებულზე ბევრად მეტი იყო, საწრაფოდ დამატებით მაგიდების ჩადგმა გახდა საჭირო რათა ყველა სტუმარი დაეკმაყოფილებინათ, ჭირის სუფრიდან სტუმრის უპატივცემულოდ გაშვებაზე დიდი სირცხვილი ძნელია წარმოსადგენია ქართველი კაცისთვის. სტუმრებს შორის ბევრი იყო რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფლების წევრები, რომლებსაც წესიერად შვილებიც კი არ იცნობდნენ.... ამით იმისი თქმა მინდა რომ ბებიაჩემთან სულ მცირე ხნით ურთირთობაც კი სავსებით საკმარისი იყო, რომ ამ ადამიანით მოხიბლულიყავი და მისდამი ღრმა პატივისცემა გაგჩენოდა. მამაჩემი, მეორე მსოფლიო ომში ნაომარი, ბევრჯერ სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი კაცი, ცხოვრების ხალისით და ადამიანების მიმართ განსაკუთრებული კეთილგანწყობით ხიბლავდა გარშემომყოფთ....
- რატომ წარსულ დროში? .....
- გარდამეცვალა - მოკლედ მოვჭერი, არ მინდოდა მინორულ ტონში საუბრის გაგრძელება.
- მაპატიე - მომიბოდიშა იოკომ.
- შენს მშობლებზე მომიყევი - ვთხოვე იოკოს, წამით ჩამოვარდნილი უხერხული სიჩუმისაგან თავი რომ დაგვეღწია.
- მე დედა არ მყავს, პატარა გოგო ვიყავი როცა დამეღუპა - ამჯერად ჩემი ჯერი დადგა მობოდიშების - მისი სახე და ტკბილი მოფერება, ეს ის არის რაც სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში.... ულამაზესი ქალი იყო და არამარტო ჩემთვის, შვილისთვის ყველა დედა ლამაზია, ეს შეფასება მესმოდა ყველა ადამიანისგან განურჩევლად იმისა ქალი იყო თუ კაცი ვისაც დედაჩემი ერთხელ მაინც დაუნახავს... მამაჩემი იაპონიის მინისტრი იყო.
მდიდრულ ინტერიერს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი, არაა გასაკვირი მეთქი ჩემთვის ჩავილაპარაკე..... ამ სიტყვების შემდეგ რაც მოხდა აბსოლუტურად მოულოდნელი აღმოჩნდა...
იოკო გაფითრდა, ჩვენი პირველი პაემანი და დაუპიქრებელი სარკაზმი გამახსენდა... ასეთი მკვახე ხმით და ცივი ტონით არასოდეს მეტი ჩემთვის იოკოს არ მოუმართავს:
- ჩვენთან იაპონიაში, რა მაღალი რანგის ჩინოვნიკიც არ უნდა იყოს, თავისი ხელფასით, იმას რასაც შენ ეხლა ხედავ ვერ შეიძენდა და სახელმწიფო ხაზინაში ხელის ფათურს, ქართველი ჩინოვნიკებისაგან განსხვავებით, ჩვეულნი არ არიან.
ჩემი გაკვირვებული სახის შემხედვარე ქალი უცებ გაჩუმდა. მართალია იოკო ძალიან მომწონდა, მაგრამ დაუმსახურებელი წყენის გადაყლაპვას ნამდვილად არ ვაპირებდი.... სულ ფეხებზე მეკიდა ნამუსგარეცხილი ქართველი ჩინოვნიკები, მაგრამ მთელი ერის შეურაცყოფას მასაც ვერ ვაპატიებდი.
თვალებში ჯიქურ შევაცქერდი იოკოს, ნირწამხდარი ქალის შემხედვარე სიბრაზე ცოტა გამინელდა:
- მინისტრის პოსტი, ისეთ ეკონომიურად ძლიერ და განვითარებულ ქვეყანაში როგორიც იაპონიაა წესით მაღალანაზღაურებადი უნდა იყოს. თუ მე სათანადოდ ვერ შევაფასე ის ყველაფერი რაც დავინახე მაპატიე და... ჩემი პროფესია შორსაა ანტიკვარიატით ვაჭრობისაგან, თუმცა ის რომ უნიკალურია და ძალიან ძვირიც ეღირება, მერწმუნე ნამდვილად მივხვდი.... მე აზრადაც არ მომსვლია ეჭვი შემეტანა ადამიანის წესიერებაში რომელსაც არ ვიცნობ, მითუმეტეს იმ ადამიანის წესიერებაში რომლის ქალიშვილიც მე ძალიან მომწონს. რაც შეეხება ქართველების პატიოსნებას... ჩვენი მეფეები სამეფო ხაზინის გსაღებს უბრალო აზნაურებს ანდობდნენ (ეს ყველაზე დაბალი საფეხურია, პრივილიგირებული ფენის, მონარქიულ წეს-წყობილებაში) და ისინიც თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ თითოეულ თეთრს (თეთრი - ეს ქართული წვრილი ფულია). ქართველი დიდი თავადები განსწავლულ გლეხებს იყენებდნენ მოურავებად და ისინიც ერთგულად და პატიოსნად ზრუნავდნენ მის ეკონომირ ინტერესებზე. ასევე მიღებული პრაკტიკა იყო ბატონების შვილების მიბარება გლეხების ოჯახში, ამ ოჯახებში სწავლობდნენ ისინი გამზრდელების სიყვარულს და პატივისცემას. სოფელში გლეხის ბიჭებთან თამაშში პოულობდნენ მეგობრებს და ამ ურთიერთპატივისცემას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდნენ. ძალიან ბევრი საამაყო თვისება შემიძლია ჩამოგითვალო ქართველების, მაგრამ ამისთვის ძალიან დიდი დრო დამჭირდება.... ასე რომ ასიოდე ნამუსგარეცხილი ჩინოვნიკით ნუ შეაფასებ მთელ ერს.
იყო ერთი ასეთი პიროვნება, ბატონი ექვთიმე თაყაიშვილი (ღმერთმა გაანათლოს მისი დიდებული სული) როდესაც რუსული 11 არმია შემოიჭრა საქართველოში მოღალატე ქართველების მეთაურობით და ქვეყანა აირია, ასეულობით საუკუნის განმავლობაში დაგროვილი ერის საგანძურის სახი, როგორღაც მოახერხა და საფრანგეთში გაიტანა. უსახსრობისაგან შიმშილის პირას მისულ ბატონ ექვთიმეს და მის ცოლს აზრადაც არ მოსვლიათ თუნდაც ერთი ყველაზე ნაკლებღირებული ნივთი გაეყიდათ. ასაკოვანი, ჯანმრთელობაშერყეული კაცი კარდაკარ დადიოდა და თანამემამულეებს ლუკმა პურს ემათხოვრებოდა.
საფრანგეთის მიწას მიაბარა ბატონმა ექვთიმემ თავისი მეუღლე, ჩამოვიდა უკვე მეტ-ნაკლებად დალაგებულ ქვეყანაში და ქართველებს თავისი ეროვნული საგანძური ხელუხლებელი ჩააბარა... სხვათა შორის სულ მალე გარდაიცვალა კიდეც....
ქალს თვალები ცრემლით ავსებოდა, ვიგრძენი ცოტაც რომ გამეგრძელებინა ამ ჭრილში საუბარი უეჭველი ატირდებოდა. ისე ერთი მხრივ, ეს ყველაფერი გაოცებასაც იწვევდა ქალი რომელსაც სამი ღან-ღონით სავსე ახალგაზრდის ცემა უპრობლემოდ შეეძლო, რამდენად დაუცველი იყო ჩემთან მიმართებაში.
- იაპონიაში რამდენადაც ვიცი საბრძოლო ხელოვნების სკოლები ბევრია და სხვადასხვა მიმართულებების - საშუალება მივეცი ქალს დამშვიდებულიყო.
- ჩვენი სკოლა უძველესია - უმალ გამომეპასუხა ქალი - ჩვენი სკოლის დევიზია "ღირსება და ერთგულება". ჩვენი გვარი მგონი ერთადერთია რომელსაც არასოდეს უღალატია იმპერატორის ოჯახისთვის. იმპერატორის ტახტის ხელში ჩასაგდებად ძლიერი კლანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ეს იყო ყველაზე სისხლიანი პერიოდი იაპონიის ისტორიაში როდესაც მინამოტოს კლანმა ხელისუფლება მიითვისა. ჩვენ გადაგვარჩინა მხოლოდ იმან, რომ იმპერატორის ოჯახთან ერთად მონასტერს მივაშურეთ და ეხლა იქ იცავდა ჩვენი კლანი მათ უსაფრთხოებას. შაოლინი ერთადერთი მონასტერი არ იყო სადაც მეომრებს ზრდიდნენ. შენ კარგად იცი როგორ პატივს ცემენ იაპონელები ტრადიციას, იქნება ეს ფილოსოფია თუ საბრძოლო ხელოვნება, მითუმეტეს როდესაც ეს ორი მცნება ერთამეთთან პირდაპირ კავშირშია. ჩვენი სკოლა უძველესია მთელს იაპონიაში და იქ ბავშვის მომზადება საკმაოდ ძვირია.... მიუხედავად ამისა, როგროც წესი სულ ახალი და ახალი კლასების დამატება გვიხდება რადგან მსურველი ძალიან ბევრია, ეს უამრავ პრობლემას აჩენს თავისთავად. ჩვენს სკოლაში ბავშვები სწავლობენ ყველაფერს, რაც სკოლის პროგრამაში შედის, პლიუს სამხედრო ხელოვნების საფუძვლები და ფიზიკური განვითარება, მიუხედავად იმისა რომ თითქმის არ რჩება თავისუფალი დრო, ჩვენი მასწავლებლები ახერხებენ სწავლის პროცესი ბავშვებისთვის იმდენად საინტერესო გახადოს, რომ არ ყოფილა შემთხვევა მოსწავლეს უარი ეთქვა ჩვენ სკოლაზე.
- შენ თქვი მინისტრი იყოო... თუ საიდუმლო არ არის ან არგსიამოვნებს მაგ თემასე საუბარი....
იოკომ სიტყვის ბოლომდე დამთავრებაც კი არ მაცალა ისე დაიწყო მოყოლა. რამოდენიმე წლის წინ ტოკიოში უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდა. "იაკუძამ" ორი უმაღლესი რანგის ჩინოვნიკი მძევლად აიყვანა და მათი განთავისუფლების სანაცვლოდ, ციხეში მყოფი, მათი ერთერთი ლიდერის გამოშვება მოითხოვა. პოლიციის და უშიშროების სამსახურმა მიაკვლია მათ ადგილ-სამყოფელს, ამ ორი სამსახურიდან საუკეთესოთა შორის საუკეთესონი იქნენ მობილიზებული, მათგან უმეტესობა ჩვენი სკოლის წამომადგენლები იყვნენ და მათ მამაჩემი კარგად იცნობდა. პირდაპირი შტურმი ორივე მხრიდან დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა.
მამაჩემმა მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ერთპიროვნული მოლაპარაკებების უფლება გამოითხოვა იმპერატორიდან. ყველა ხვდებოდა რომ ამ კაცმა თავის სიცოცხე საწორზე შეაგდო, ის ან წარმატებით დაასრულებდა ამ ოპერაციას ან სამურაისთვის ერთადერთი მისაღები გზით, ხარაკირით დაასრულებდა სიცოცხლეს. იაკუძასთან მოსალაპარაკებლად მისულ მამაჩემს, საპატიმროში მჯდომი დამნაშავეების განთავისუფლების ქაღალდი ჯიბეში ედო. მიუხედავად იმისა რომ "იაკუძა" ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი კრიმინალური სინდიკატია, მათაც აქვთ დაუწერელი კანონები რომელსაც განუხრელად იცავენ.... ისინი ხო მაინც იაპონელები არიან?....
მამაჩემის პირობა ასეთი იყო, იაკუძას უნდა გამოეყვანა სამი საუკეთესო მებრძოლი, თუ ისინი ხმლით ბრძოლაში დაამარცხებდნენ მამაჩემს, გინდაც ეს ბრძოლა მისი სიკვდილით დამთავრებულიყო, მამაჩემის მოადგილე გადასცემდა მათ პატიმრის განთავისუფლების ქაღალდს და გააკონტროლებდა რომ პირობა შესრულებულიყო. მამაჩემის სიკვდილი ჩაითვლებოდა უბედურ შემთხვევად და არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებოდა კრიმინალურ ორგანიზაციას... მამაჩემის გამარჯვების შემთხვევაში ისინი უპირობოდ გაანთავისუფლებდნენ მძევლებს.
ბრძოლა როგორც მოსალოდნელი იყო მამაჩემის გამარჯვებით დამთავრდა...  ერთი მეომარი გარდაიცვალა ჭრილობებისგან, ორმა დამარცხება აღიარა. მამაჩემმა სამი მსუბუქი ჭრილობა მიიღო..... მე ეჭვი მაქვს, რომ ბრძოლა უფრო ადრე და სხეულის დაზიანებების გარეშეც შეეძლო დაემთავრებინა, მაგრამ ეს ვარაუდი ვარაუდად დავტოვოთ....
"იაკუძა"-მ პირობა შეასრულა და მაღალჩინოსნები გაანთავისუფლა, გაჩნდა ინფორმაცია რომ იმ ორი მებრძოლიდან ერთმა ხარაკირით დაასრულა სიცოცხლე ხოლო მეორე სიკვდილით დასაჯეს. მამაჩემმა თავისი ხელით მიართვა პატაკი პრემიერ-მინისტრს სადაც ის წერდა:  ბოროტმოქმედებთან მოსალაპარაკებლად, ერთ მაგიდასთან დაჯდომის გამო, ის თავს ვალდებულად თვლის გადადგეს სამსახურიდან, მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრით ეს საქციელი არსებული ვითარებიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო, ის თვლის, რომ ამორალური იქნება მისი მხიდან მართოს სამინისტრო, რომელიც მოწოდებულია უკომპრომისო ბრძოლისკენ დანაშაულებრივ სამყაროსთან. ბევრი ეცადნენ უარი ეთქვა თავის გადაწყვეტილებაზე და უკან გაეტანა პატაკი, მაგრამ შეუძლებელია მამაჩემს რამე გადაათქმევინი თუ ის თავის გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულია.... ისე მაგაში ძალიან მამსგავსებენ მამაჩემს.... ერთადერთი ადამიანი ხარ ვისზედაც ჩემი  ხასიათის ეს თვისება არ ვრცელდება....
ვახტანგი-სან - მცირე დუმილის შემდეგ ისევ მომმართა ქალმა - მინდა ბოდისი მოგიხადოთ უტაქტობისთვის, მე ქართველებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ერთი მათგანი უზომოდ მიყვარს (ამ სიტყვებზე იოკოს ღაწვებზე ვარდისფერმა გადაჰკრა ოდნავ) მაგრამ არ მესმის, როგორ შეიძლება ერი იყოს ასეთი ვაჟკაცური, გულღია, სტუმართმოყვარე, ნიჭიერი.... ქონდეს ასეთი ლამაზი ქვეყანა და ასე არ უყვარდეს ის....
თქვენ არ გიყვართ ერთმანეთი, არ უფრთხილდებით საკუთარ მიწა-წყალს.... არ შეგიძლიათ გაერთიანდეთ ერთი მიზნის გარშემო, როგორი კეთილშობილურიც და დიადიც არ უნდა იყოს ის..... თუ თქვენ ამის გაკეთება, ერთად დგომა და საშიშროების წინააღმდეგ დარაზმვა ვერ ისწავლეთ, თქვენ ყოველთვის მოგერევიან.... წაგართმევენ ტერიტორიებს და ყველანაირად დაგჩაგრავენ.... თქვენ ვერავინ დაგეხმარებათ თუ თქვენ თავს თვითონ არ დაეხმარეთ.... თუ არ შექმენით სახელმწიფო სადაც კანონია უზენაესი და არა პიროვნება, როგორი ოდიოზურიც არ უნდა იყოს ის. კომპრომისები კანონების აღსრულებისას, ეს ის პარაზიტია რომელიც თქვენს ჯერ კიდევ მყიფე სახელმწიფოებრიობას დაანგრევს.
კიდევ ერთხელ მაპატიე ვახტანგი-სან, ჩვენ არ გვახასიათებს პირდაპირობა როდესაც მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ, ირიბი საუბარი უფრო ფართო შესაძლებლობებს გაძლევს თემის გასაშლელად.... ჩვენთან ინტონაციასაც კი თავისი მნიშვნელობა და ფსოქოლოგიური დატვირთვა აქვს. მე ბევრ რამეს ვაკეთებ ისეთს, რაც შენს გაცნობამდე არასოდეს გამიკეთებია....
- ჩაის სმის დროს რამე ხომ არ შემშლია? - ამ კითხვაზე პასუხი რაც პირველ სართულზე ჩამოვედით იმის მერე მაწუხებდა, თანაც არც თემის შეცვლის წინააღმდეგი ვიყავი.
- ნამდვილი იაპონელივით იქცეოდი - გაეღიმა ქალს, მცირე პაუზის შემდეგ მრავალმნიშვნელოვნად დაამატა - და მგონი აღიქვავდი კიდეც ცერემონიალს.
დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა შემემოწმებინა რამდენად ემთხვეოდა ჩემი და იოკოს აზრები ერთმანეთს.... ქალს მოშიშვლებულ მუხლზე ხელი დავადე, იოკომ თვალები დახუჭა და თავი უკან გადააგდო. ჩემი ხელი ქალის ფეხზე აცურდა, რაც უფრო ზემოთ ავდიოდი მით უფრო ფაფუკი და ნაზი ხდებოდა მისი სხეული.... საკინძე გავუღეღე.... პატარა, კოხტა მკერდი დავუკოცნე, ჩემი ტუჩები ვარდისფერ ძუძუსთავებს მიწვდნენ.... ვიგრძენი როგორ ვიძირებოდი ნეტარების მორევში და როგორც არ უნდა მყვარებოდა ცოლ-შვილი, მე იქიდან უკან დამბრუნებელი იმ წუთში არ ვიყავი....  
პარასკევი სარამო იყო, ჩემს ახალ მოთხრობაზე ვმუშაობდი, როდესაც იოკომ დამირეკა, შაბათ-კვირა მინდა ჩემთან გაატაროო, მთხოვა, მოვალ მეთქი შევპირდი და მუშაობა გავაგრძელე.
იოკოსთან საუბრის შემდეგ ოთახში შემოსულ მეუღლეს უკმაკოფილოდ გავხედე - ხომ იცი, არ მიყვარს, როდესაც ვწერ და მაწუხებენ - საყვეურით  მივმართე მას.
- ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ?! -  ქალი აცრემლებული გავარდა ოთახიდან და მხოლოდ ეხლა გამახსენდა, რომ წინა დღეს ბავშვების მთაწმინდაზე აყვანაზე შევთანხმდით. სასწრაფოდ გამოვიცვალე ტანსაცმელი და მეუღლეს გავძახე,  მანქანაში გელოდებით მეთქი. მომხდარი ინციდენტის შემდეგ ცოლი აშკარად გაურბოდა ჩემთან საუბარს და ჩემს შეკითხვებს მხოლოდ "ხო" ან "არა"-თი პასუხობდა.
- შაბათ-კვირას რაიონში მივდივარ, სავარაუდოდ ორშაბათს ჩამოვალ - ისე გავაფრთხილე მეუღლე მისკენ არ გამიხედავს, არ ვიტყვი პირველად ვუღალატე მეთქი, მაგრამ ასეთი სინდისის ქენჯნა არ მიგრძვნია, ალბათ იმიტომ, რომ ეს ისე გამიკეთებია ზღაპრების მოყოლა არ დამჭირვებია.
შაბათს, იოკოსთან მისულს კარები მოხუცმა მცველმა გამიღო - ქალბატონი სახლში გელოდებათო. ხალხმრავლობამ ეზოში ცოტა დამაბნია, თეთრი ხალათებში და მაღალი მზარეულის ქუდებში გამოწყობილი ხალხის დანახვაზე ვიფიქრე რამე ოფიციალური წვეულება აქვს მეთქი ჩაფიქრებული.
- სტუმრებს ელოდები? - შევეკითხე ჩემს შესაგებებლდა გარეთ გამოსულ, კიმონოში გამოწყობილ ქალს. იოკომ ეშმაკურად შემომხედა და უარყოფის ნიშნად თავი გააქნია - აბა ვისთვისაა ეს ყველაფერი? - ხელით მივანიშნე ეზოში ამტყდარ აურზაურზე.
- შენთვის - მომიგო ქალმა - ეს ორი დღე შენი მაპინძელი და გეიშა ვიქნები....
იოკო ამჯერადაც მეორე სართულზე გამიმასპინძლდა, ოღონდ ამჯერად იაპონური ნაციონალური სამოსით მე არ შევმოსილვარ. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ნახევრად უმი თევზი, შეიძლებოდა ასეთი გემრიელი ყოფილიყო, ზედ ბრინჯის არაყს, "საკეს" ვაყოლებდით. იოკო ვერცხლის პატარა, საოცარი სილამაზის სირჩებში მისხავდა არაყს. ჩვენი სუფრის მომსახუდრე მზარეულის დამხმარეს, მოკლე მითითებებს აძლევდა იაპონურ ენაზე. მსობლიურ, 60 გრადუსიან ჭაჭას შეჩვეული კაცისთვის, "საკე" იმდენად რბილი და სასიამოვნო დასალევი აღმოჩნდა, ვერც კი შევამჩნიე როგორ მომეკიდა სასმელი. იოკომ ჩემს წინ მდგარი ცარიელი სირჩა შეავსო, ჩემო მზერა ჩემსკენ გადმოხრილი ქალის უბეს მისწვდა, ქალის კოხტა, მკვრივმა მკერდმა სურვილით "ამანთო", იოკოს ჩემი ვნებიანი მზერა შეუმჩნეველი არ დარჩენია, მზარეულებთან ჩავალ მადლობას გადაუხდი და მერე მხოლოდ შენს განკარგულებაში ვიქნებიო დამპირდა. ქალს უკან გავეკიდე, მის გარეშე ერთი წუთითაც აღარ მინდოდა ყოფნა.
ეზოში ჩასულებს სამზარეულო ინვენტარი ალაგებული და მიკროავტობუსებში დაბინავებულები დაგვხვდა. ერთ ხაზზე გამწკრივებული მზარეულებო და მათ უკან მდგარი მზარეულის დამხმარეები მოთმინებით ელოდებოდნენ (როგორც ეტყობა) სახლის პატრონს, ჩვენს დანახვაზე ყველამ ერთად დაგვიკრა თავი მისალმების ნიშნად, იგივე გავაკეთეთ იოკომ და მე. იოკომ იაპონურად საკმაოდ გრძელი სიტყვა წარმოთქვა (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, ეს დრო უსასრულოდ მეგონა გაგრძელდა) და ამ უკანასკნელებმაც კიდევ ერთხელ მდაბლად დაკრევს თავი და მანქანებში ჩასხდნენ. სახლში მობრუნბულებმა ქალი ხელში ავიტაცე და ისე გავავაბიჯე კარის ზღურბლს, საძინებელ ოთახში, საწოლზე ფრთხილად დავუშვი ძვირფასი "ტვირთი". ვნებისაგან ალმოდებულმა სასწრაფოდ გავაძრე კიმონო, არც ქალი პასიურობდა ჩემს გაშიშვლებაში.... ლამაზი სხეული თავიდანფეხებამდე დავუკოცნე, ჩემმა ხელებმა ქალის გლუვი, ნაზი კანი ბოლომდე მოისურვილა, არ დარჩენილა არცერთი ადგილი სადაც მათ არ ემოგზაურათ, ერთმანეთის სურვილი გვკლავს.... მე მასში ვარ კიდევ ცოტაც და სიამოვნების იმ მწვერვალს მივაღწევს რასაც ამქვეყნიური სამოთხე ქვია...
ორშაბათს, სახლისკენ მომავალი, ქუჩაში პირისპირ შევეყარე მეუღლე, ბავშვები სკოლაში უნდა დაეტოვებინა. ჩემი ცოლი მეტისმეტად ჭკვიანია სამაგისოდ, რომ ვერ მიმხვდარიყო, საიდან მოვდიოდი იმ დილას ნასვამი და თვალებამოღამებული. ქალმა ტუჩზე იკბინა რომ უკმაყოფილების გრძნობა მოეთოკა. ის ცნობილი ჟურნალისტია, მისი შემოსავალი ჩემზე მეტი თუ არა სტაბილური ნამდვილად არის, წავიდოდა და ბავშვებსაც თან წაიყვანდა, რათა ჩემთვის ტკივილი მოეყენებინა.... ის იყო ამის გამკეთებელი. ვხვდებოდი რომ უფსკრულის პირას ვიდექი, ამდენი ხნის რუდუნებით ნაშენი ოჯახი შეიძლება თავზე დამმხობოდა, მაგრამ იოკოზე უარის მთქმელი მაიც არ ვიყავი.... იმ წუთიდან გადავწყვიტე ძალიან ფრთხილი ვყოფილიყავი....
იოკოს სურვილი ოჯახში მსტუმრობოდა ჩემი ახალი თავის ტკივილი გახდა, ღრმად ვიყავი დარწმუნებული  ორი ქალის ერთჭერქვეშ შეყრა არაფერი კარგის მომასწავლებელი არ იყო. იოკო დამპირდა რომ არანაირ მოულოდნელობას ადგილი არ ექნებოდა.                      
დათქმულ დღეს იოკო ხელდამშვენებული გვესტუმრა, პატარას საჩუქრად ნახევარმეტრიანი საბრძოლო რობოტი მოუტანა, უფროსს სონის ფლეისთეიშენი უამრავი თამაშებით, მეუღლე ძალიან ლამაზი მძივი მიართვა. სტუმრებთან ყოველთვის გაწონასწორებული, შეიძლება ითქვას გულგრილი ჩემი მეუღლის ცნობა იმ დღეს შეუძლებელი იყო.... საოცრად გულთბილი და კეთილმოსურნე, სიცილით იხსენებდა სტუმრის საპატივცემულოდ გაშლილ სუფრაზე, თუ როგორ წარმადგინა ბარში აბეზარ თაყვანისმცემელთან, ეს ჩემო მეუღლე არისო.... თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ დამთავრდა, ბრჭყალები იოკომ წასვლისას გამოაჩინა, გამაცილეო დამავალდებულა ისე რომ მეუღლისთვის ზრდილობის გულისთვისაც კი არ მოუბოდიშებია....
პარასკევი დღე იყო. გამომცემლობიდან ნევრვებმოშლილი დავბრუნდი, სტატიაზე, რომელშიც მაღალი რანგის ჩინოვნიკი, ყოვლად დაუსაბუთებლად, ქართული ტრადიციების ანაქრონიმზე და მის თანამედროვე ცხოვრებასთან შეუთავსებლობაზე საუბრობდა, პასუხი დავწერე, მხოლოდ იმიტომ რომ გაზეთის რედაქტორი თანამდებობის პირის წყენინებას მოერიდა სტატიის გამოქვეყნებაზე უარი მითხრეს.
- შენ თუ გსიამოვნებს ტალახში ამოსვრილს სიარული შენი ნებაა! მაგრამ შენნაირების გულისთვის, მე და ბევრმა ჩემისთანამ, ვინც ამაყობსთავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, რატომ უნდა ვიაროთ გასვრილებმა ნეტავი გამაგებინა? - გულმოსულმა უკმეხად მივმართე გაზეთის რედაქტორს.
სახლში მისულს სამზარეულოს მაგიდაზე წერილი დამხვდა, რომელშიც მეუღლე მატყობინენებდა, რომ ის მშობლების სახლში დაბრუნდა და ბავშვებიც თან წაიყვანა. როცა ჩვენთვისსაც მოიცლი დაგვიკავშირდიო, სარკაზმგარეული ირონოოთ მწერდა. დღე საბოლოოდ ჩამშხამდა.... და მაინც იოკოზე ვფიქრობდი, მასთან ყოფნა მინდოდა, ის კი არ მიკავშირდებოდა. წინა დღეებში რამოდენიმეჯერ დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე, არ მცალია... ეს დღეები დაკავებული ვარო მითხრა.
თითქმის თვე იყო გასული ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ როდესაც იოკომ დამირეკა, ჩემი საყვედურები თითქოს არც კი გაუგია, ოფიციალური ტონით, თქვენობით მომმართა - გთხოვთ იაპონიის საელჩოში მობრძანდეთ ზეგ 6 საათზე მეუღლესთან ერთად.
- მეუღლე ამჟამად აქ არ გალავთ და სავარაუდოდ არც იქნება, ტყუილად შეწუხდით - საკმაოდ უხეშად ვუპასუხე.
- პრობლემები გაქვს? - ოფიციალური ტონიდან შენობით საუბარზე გადავიდა იოკო.
- ჩემს პრობლემებს იაპონიის საელჩოსთან საერთო არაფერი აქვს - მოკლედ  მოვჭერი.
- ვახტანგი- ან  -  იოკოს ხმა უკვე საწყლად აჟღერდა - მე უბედნიერესი ქალი ვარ როდესაც შენთან ვარ, მე თავისუფალი ვარ ჩემს არჩევანში, ეს შენ არ გაქვს მაგის საშუალება - ქალს ხმა ჩაუწყდა მღელვარებისაგან, თუმცა მალევე აიყვანა თავი ხელში - იაპონიაში გამოთქმა გვაქვს და რასაც განსაკუთრებით უფრთხიან იაპონელი მამაკაცები, დაკარგო სახე!... მე შენ მეტისმეტად მიყვარხარ, რომ მაგის უფლება მოგცე, მე ვხვდები რას ნიშნავს შენთვის ოჯახი და განსაკუთრებით შენი ბიჭები.... მთელი სულით და გულით გისურვებ იყო ბედნიერი.....
იოკო... იოკო... გამწარებული ჩავძახი ყურმილს, თუმცა იქიდან მხოლოდ გათიშული ტელეფონის წყვეტილი ზუმერი მპასუხობს.
მეორე დღეს მეუღლემ დამირეკა, გამიკვირდა, ის მეტისმეტად ამაყია პირველი ნაბიჯის გადმოსადგმელად:
- საელჩოდან დამირეკეს და შენთან ერთად ოფიციალურ შეხვედრაზე მისვლა მთხოვეს, შენ მიეცი ტელეფონი? - მომეჩვენა რომ საელჩოში, ცერემონიალზე დასწრების პერსპექტივამ გარკვეულწილად გაანეიტრალა მასში დაგროვილი აგრესია, ის მოწოდებითაც ჟურნალისტია და უყვარს მნიშვნელოვანი მოვლენების ცენტრში ყოფნა.
- არა! - მოკლედ ვუპასუხე, მეუღლემ გაკვირვება მცირეხნიანი პაუზით გამოხატა, შევთავაზე სახლში მოსულიყო და აქედან წავსულიყავით ერთად საელჩოში...... შევთანხმდით რომ ასეც მოვიქცეოდით.
საელჩოში შესვლისას ჩემი ყურადღება ამ დაწესებულების სადგომზე გაცერებულმა სამტავრებო ნიშნიანმა მანქანებმა მიიქცია, იქვე მდგომი დაცვის ბიჭებიც მიანიშნებდნენ რომ ესენი არ იყვნენ საშუალო რანგის, ხელწამოსაკრავი ჩინოვნიკები. შენობაში შესვლისთანავე საელჩოს თანამსრომელი შემოგვეგება (ეტყობა შენობის დაცვა ყავდათ გაფრთხილებული, რომ ჩვენი შემოსვლისთანავე მათთვის შეეტყობინებინათ) მოწიწებით დაგვიკრა თავი და გვთხოვა გავყოლოდით.
დარბაზში, სადაც ჩვენი თავაზიანი მეგზურის წყალობით აღმოვჩნით, იაპონელები ქართველ სტუმრებს სამპანურით უმასპინძლდებოდნენ. იქვე იყო გაშლილი  ე. წ "შვედური მაგიდა"-ც. ინტუიცია მკარნახობდა, რომ აქ ჩემს "ძველ" ნაცნობებსაც, "სონი"-ს დირექტორტა საბჭოს გენერალური მდივნის შვილსაც და მის მცველსაც ვნახავდი. როგორც ხშირად ხდება ხოლმე ჩემმა წინათთგრძნობამ არც ამჯერად მიღალატა. ჩვენმა გიდმა ეტყობოდა იოკოს გაფრთხილებაც მოასწრო, ვინაიდან დარბაზში შესვლისთანავე შეიძლება ითქვას, ულამაზეს შავ კაბაში გამოწყობილი ქალიც ჩვენს გვერდით გაჩნდა. გრძელი ბრილიანტის საყურეები უფრო  უსვავდა ხაზს კაბის ფერს და მათი კონტრასტი კიდევ უფრო ეფექტურ იერს აძლევდა როგორც ჩასაცმელს, ასევე ხაზს უსვავდა საიუველირო ხელოვნების შედევრს.... ქალმა ორივეს მადლობა გადაგვიხადა საელჩოს თხოვნის გათვალიწინებისთვის და ჩვენი აქ მოსვლისთვის....
- თქვენი მოუსვლელობა არაფრით არ შეიძლებოდა და მალე მიხვდებით რატომ  -  მოგვმართა იოკომ სანამ დაგვტოვებდა.
ცოლმა გაკვირვებულმა შემომხედა, მისი მზერა ახსნას თხოულობდა, მე მხრები ავიჩეჩე იმის ნიშნად, რომ მე თვითონ არ მესმოდა რაზე იყო საუბარი. ქალმა კიდევ ერთხელ დაგვიკრა თავი და კარების მოპირდაპირე კედელთან მიდგმულ ტრიბუნისაკენ გაემართა. ტრიბუნაზე ასულმა იოკომ სიჩუმე მოითხოვა, კიდევ ერთხელ მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის, შეახსენა რომ ეს შეკრება, დაიგეგმა საელჩოს ეგიდით და ის ეძღვნებოდა საქართველოს და იაპონიის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, კულტურული მემკვიდრეობების ურთიერთგაცვლას, მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც რამენაირი მონაწილეობა მიიღი ამ ფრიად მნიშვნელოვან საქმეში, თავისი წვლილი შეიტანა ამ ორი უძველესი კულტურის და დიდი ტრადიციების მქონე ერების დაახლოვებაში.
-  ჩვენთან, ამ დარბაზში, მეუღლესთან ერთად იმყოფება ჩვენი ქვეყნის დიდი თაყბვანისმცემელი, მწერალი, რომელსაც ბევრჯერ გამოუხატავს საჯაროდ, თავისი განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული ამომავალი მზის ქვეყნის ქვეყნის და იაპონელი ერის მიმართ.
აპლოდისმენტებმა რომელიც იოკოს სიტყვებს მოჰყვა, მაიძულა ტრიბუნასთან მომეძებნა ადგილი, რათა საშუალება მქონოდა, მადლობა გადამეხადა ასეთი დაფასებისათვის....
- ვახტანგი-სან - ამჯერადაც იოკოს სიტყვების ადრესატი მე ვიყავი - თქვენ და თქვენ მეუღლეს, მინდა გადმოგცეთ იაპონური ხმალი, ე. წ "კატანა", რომელიც დიდი ხნის წინ, იმპერატორმა აჩუქა ერთგული სამსახურისათვის ჩემს წინაპარს. ეს რელიქვია საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა ჩვენს ოჯახში.... იგი ოჯახის საკუთრებაა, მაგრამ ის იმდენად დიდი ოსტატის ხელითაა ნაკეთები, რომ ერის საგანძურთა სიაშია შეტანილი, ამიტომაც იმპერატორის უმაღლესი ნებართვის გარეშე გარეშე, ამ გადაწყვეტილების მიღების უფლება მე არ მქონდა. ერთი დიდი თხოვნა მაქვს და დარწმუნებული ვარ თქვენ მასზე უარს არ მეტყვით, გვინდა რომ ეს ხმალი სახელმწიფო მუზეუმში ინახებოდეს ქართველი და იაპონელი ხალხის მეგობრობის ნიშნად რათა ყველა მსურველს შეეძლოს მისი დათვალიერება.
იოკოს ნიშანზე ნაციონალურ ტანსაცმელსი გამოწყობილმა ხუთმა მცველმა, ხმალი დარბაზში შემოაბრძანა. ყველა იქ მყოფმა იაპონელმა იოკოს ჩათვლით, თავი  დაუხარა ამ საბრძოლო იარაღის უძვირფასეს ნიმუშს. მცველი, რომელსაც სპეციალური სადგამით მოქონდა სატევარი ჩემთან გაჩერდა, მდაბლად დამიკრა თავი და ამით ჩემდამი განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა. არ იყო ძნელი მისახვედრი, რომ საჩუქარი უნდა ჩამომერთმია და შემდეგ ისევ უკან უნდა დამებრუნებინა, მუზეუმში საბოლოო ადგილის მისაჩენად, მაგრამ იაპონური მხედრული დიდების ამ შედევრთან განშორება რთული აღმოჩნდა.
იაპონური "კატანას"-თვის დამახასიათებელი გრძელი ტარი ოქროს მასიური ბუნიკით ბოლოვდებოდა. ტარის ორივე მხარეს, ერთმანეთის სიმეტრიულად, 2 საკმაოდ უხესად დამუშავებული ალმასის ქვა იყო ჩასმული. ოსტატს ოქროს დრაკონი გამოესახა ქარქაშის მთელ სიგრძეზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ოქრომჭედლების მიერ, იშვიათი სილამაზის ინკუსტრირებული ხმალ-ხანჯალი ბევრი მაქვს ნანახი, აღტაცება ჩემთვის უცხო ოსტატის ნამუშავრით ვერ დავფარე.
- დარწმუნებული ვიყავი, შენ სათანადოდ შეაფასები ჩემს საჩუქარს - იოკოს ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები ჩამესმა ყურში.
- ასეთ ძვირფას საჩუქარს მე ვერ მივიღებ - ლამის შეშინებულმა ვუპასუხე.
იოკოს თვალებში დამცინავმა სხივმა გაიელვა - შენ უფრო ძვირფას რამეს კარგავ.....
მაშინ ეს სიტყვები საკუთარ თავში დარწმუნებულ, ლამაზი ქალის გაფრთხილებად მივიღე. ინსტიქტურად მეუღლე მოვძებნე მზერით, იგი სტუმრებს შორის მოწვეულ, ძვირფას შარვალ-კოსტუმში გამოწყობილ, მაღალჩინოსანს ესაუბრებოდა, სულ ცოტა ხანში ისიც შემოგვიერთდნენ კიდეც. ვერასოდეს ვერ ვიტანდი საკუთარი საკუთარი თავით უსაზღვროდ კმაყოფილ ადამიანებს, ამ სახეობის, საერთო კლასიფიკაციისთვის სახელიც კი მაქვს შერჩეული "მე გავძეხი".
- კარგი ნამუშავარია - ავტორიტეტულად აცხადებს კაცი და ყოვლად უცერემონიოდ,  სადგამიდან "კატანას" აღებას ცდილობს. ისეთი გრძნობა დამებადა თითქოს ეს უცხო ადამიანი, თავისი ბინძური ხელებით ხმალს კი არა, ჩემს და იოკოს გრძნობას უნდა შეხებოდა, გადავწყვიტე მწარე სიტყვით მიმეჩინა თავისი ადგილი თავხედისთვის, მაგრამ იოკომ დამასწრო:
- იმედია მოახერხებს ამ სიტორიული ნივთის შესაბამის პირობებში შენახვას, წელიწადში ერთხელ ჩვენი ექსეპრტი შეამოწმებს მის მდგომარეობას, თანხებს ექსოპანატისტვის საჭორო პირობების შესანახად საელჩო გაიღებს - იოკოს ქედმაღლურმა მიმართვამ და ცივმა ტონმა მიზანს მიაღწია. დავინახე როგორ გაფითრდა სახეზე ჩემი მეუღლის ნაცნობი ჩინოვნიკი, რა თქმა უნდაო, კბილებში გამოცრა და სასწრაფოდ გაგვეცალა.
ჩემი მეუღლე შუბლშეკრული ადევნებდა თვალს შექმნილ სიტუაციას, მივხვდი, იოკოს საქციელმა გააღიზიანა, მაგრამ არც იოკო აპირებდა თავის უარყოფითი დამოკიდებულების დამალვას ამ უკანასკნელის მიმართ, ქალები თვალებით ჭამდნენ ერთმანეთს, როგორმე უნდა განმემუხტა ეს სიტუაცია:
- პირველად ვნახე "კატანას" ტარზე ძვირფასი ქვა - მივმართე იოკოს, ქალმა უცბად აიყვანა თავი ხელში, ხმალი გაგომართვა, ოქროს ბუნიკი ოდნავ მოატრიალა და ფრთხილად, წვერით ისევ უკან მომაწოდა. ტარში მოვკიდე ხელი ხმალს როგორც წესია, ნემსის ჩხვლეტასავით ვიგრძენი რაღაცა, ხმალი მეორე ხელში გადავიტანე და ხელის გულზე დავიხედე, სულ ციცქნა სისიხლის წვეთი არმოვაჩინე....
- საუკუნეების წინ როდესაც ეს ხმალი იმპერატორის საკუთრება იყო, ეს ნაკაწრი სიცოცხლი ფასად დაგიჯდებოდა. ერთერთი ალმასი ისეა დამუშავებული რომ კანს აზიანებს და მასზე წასმული შხამი 5 წუთში კლავდა ადამიანს. იმუნიტეტი ამ შხამის მიმართ იმპერატორს გამომუშავებული ქონდა და შემთხვევითაც რომ გაკაწროდა ხელი, მისთვის ეს უვნებელი, თუმცა უსიამოვნო მოვლენა იქნებოდა. იმპერატორის იმუნიტეტზე და აგრეთვე შხამის გასაიდუმლოებაზე პირად მკურნალს უნდა ეზრუნა, რამე თუნდაც სულ მცირე საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა მის თავს ტანს დააცილებდა.
იოკომ ხმალი გამომართვა და იქვე მდგომ მცველებისკენ შეტრიალდა, მის სემდეგ რაც ხმლის გადმოცემის ცერემონიალი შესრულდა, ისინი თითქოს გაქვავებულიყვნენ ერთ ადგილზე, მათმა ნებისყოფამ უაღრესი პატივიცემა დამიბადა მათდამი. ქალმა თავის მდაბლად დახარა და ორივე ხელით მიაწოდა ქარქაშში ცადებული ხმალი.
კიდევ ერთხელ განმეორდა ცერემონიალი, როგორც ეს ხმლის შემოტანის შემთხვევაში მოხდა, ყველა იქ მყოფმა იაპონელმა მდაბლად დაუკრა თავი საბრძოლო ხელოვნების ამ ბრწყინვალე ნიმუშს, პატივი მიაგო მის შემქმნელ უბადლო ოსტატს, თავის ქვეყანას, თავის ისტორიას და საბოლოო ჯამსი ისევ საკუთარ თავს.
მეც მდაბლად დავხარე თავი, სათანადო პატივი მივაგეამ დიდ საჩუქარს, უცბად ამოვარდნილი სიოსავით ჩურჩულმა გადაურბინა დარბაზს.... თავი ავწიე, ყველა იაპონელი იღიმებოდა, თითოეული მათგანი ცდილობდა ჩემი ღიმილი დაეჭირა რათა პერსონალურად მომსალმებოდა. იოკოს თვალებში ორი წვეთი ცრემლი შევნიშნე, დღესაც არ ვიცი ზუსტად რითი იყო ის გამოწვეული, ძვირფასი საჩუქრის ღირსეული დაფასებით თუ კარს მომდგარი განსორების სევდით, იქნება ორივესი ერთად?............


P.S 6 წელი გავიდა ჩვენი გაცნობის დღიდან. ხმლის გადმოცემის შემდეგ მე იოკო აღარ მინახავს. ტელეფონზე არ მპასუხობდა, მერე საერთოდ გამოცვალა ნომერი. ბოლოს საკუთარ თავმოყვარეობასაც მივაფურთხე და საელჩოშიც მივედი, იქ მითხრეს ჩვენთან აღარ მუშაობს იაპონიასი დაბრუნდაო.
ჩემი უფროსი ბიჭი უკვე 12 წლისაა და თვალი თავის ხელა ლამაზი გოგოებისაკენ უკვე გაურბის, რამდენი ახალ ვინმეს გაიცნობს სახელმწიფო მუზეუმში მიარბებინებს რომ იაპონელების საჩუქარი დაათვალიერებინოს, უბანში მეტსახელად "სამურაი" შეარქვეს და ისიც იფერებს.
კაბინეტში ვმუშაობდი, როდესაც ცოლმა დაზღვეული საფოსტო გზავნილი შემომიტანა. იაპონიის საელჩოს კურიერმა მოიტანაო მითხრა და გზავნილი მაგიდაზე დადო, თან კარებისკენ მიდიოდა თან თვალები ამანათზე რჩებოდა...
იყავი, ერთად ვნახოთ რა არის მეთქი შევთავაზე მეუღლეს, ქალს არც უცდია ჩემი წინადადებისაგან მიღებული სიამოვნება დაემალა. ამანათში მხოლოდ და მხოლოდ ვიდეოკასეტა იდო, თუმცა ის რომ საელჩოს კურიერმა მოიტანა თავისთავად მიანიშნებდა გამომგზავნზე.....
დრო მართლაც ყველაფრის მკურნალია, თუმცა ადვილი არ ყოფილა იოკოს დავიწყება. პირველი ვინც გვერდით დამიდგა და ხელი არ მკრა ისევ ჩემი მეუღლე აღმოჩნდა. ყველა ჯურნალისტვისთვის საოცნებო პროექტები გვერდზე გადადო და დიდი ხნის ნანატრი ოცნება იტალიის, ვენეციის და ვატიკანის ნახვის სურვილი ამისრულა.... იქიდან შვეიცარიასი გადავედით და ბოლოს როდესაც სახლში ცამოვედით აღმოვაჩინეთ რომ მთელი ჩვენი დანაზოგი დაგვეხარჯა. ემოციებით დატვირთული, როგორც იტყვიანი "ყურებამდე" ჩავეფალი სამუშაოში. არსოდეს ყოფილა შემი მუშაობა ასეთი ნაყოფიერი და ნაწილობრივ აღვიდგინე უწინდელი ფინანსური მდგომარეობა.....
კასეტა ვიდეოსისტემასი ჩავაგდე.... ეკრანზე ხეების ფონზე, კადრში ორსართულიან, ხის სახლისკენ მიმავალი, ლამაზად მოკირწყლული ბილიკი გამოჩნდა, 5-6 წლის ბიჭი ხტუნვა-ხტუნვით მირბის ბილიკზე, სახლის კარებს მიახლოვებული ჩერდება და სახლში უკვე ფეხის წვერებზე შედის.... კამერის ობიექტივი ბავშვს თვალთახედვიდან არ კარგავს, უკან მიყვება... ბავშვი კიბეებზე ადის...
ჭაღარა, გოროზი გამომეტყველების, ხანდაზმული იაპონელი, ტრადიციის შესაბამისად ფეხმორთხმული ზის ბუდას ქანდაკების წინ და ლოცულობს. თითქმის ბოლომდე დამწვარი, სურნელოვანი ჩხირებიდან წამოსული წვრილი ბოლის ნაკადი ზლაზვნით მიიწევს ზემოთ და უჩინარდება. კაცი ღრმა მედიტაციაშია. პატარა ბიჭი პირდაპირ მის ზემოთ, მეორე სართულზე ჩერდება. კამერა ქვემოთაა და იქიდან აფიქსირებს თუ რა ხდება ბავშვის თავს. საფრთხის შეგრძნება იღვიძებს ჩემში, შენობა მაღალია, ბავშვი რომ ჩამოვარდეს უსათოოდ დაიმტვრევა.... ბიჭი რიკულებს შორის ძვრება. შემდეგ რიკულებს ხელს უშვებს და ზურგით პირდაპირ "მოფრინავს" ..... შიშისაგან ვერც კი ვგრძნობ როგორ ვდგები ფეხზე, შეშინებული მეუღლის ფრჩხილები კანში მესობა....
თითქმის მთვლემარე კაცი თვალს ახელს, ჰაერში "ფრინდება" სხვა სახელს მის ქმედებას ვერ დაარქმევ და იატაკზე მის მკლავებში მხიარულად მოკისკისე ბავშვთან ერთად ეშვება. კასეტას უკან ვახვევ და შენელებულ რეჟიმში ვცდილობ დავაფიქსირო კაცის რეაგირების მომენტი თუ როგორ ასწრებს კაცი მუხლებიდან წამოდგომას ორ მეტრაზე ახტომას და ბავშვის ჰაერში დაჭერას. შემდეგ კადრში იოკო ჩნდება.... ხოლოდ ერთ ფრაზას ამბობს ქალი მე ბედნიერი ვარ და თქვენც იგივეს გისურვებთ.....

0 comments: