Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.
                                                      თ ვ ა ლ ს ა ზ რ ი ს ი.


    იმ დღეს, კიდევ ერთხელ შევხვდი, კარგა ხნის უნახავ ჩემს კლასელ გოგოებს. დრო გადის, სულ უფრო და უფრო ემატება ძველი ალადასტურივით გემო იმ ერთად გატარებულ ლამაზ დღეებს, როდესაც არ ფიქრობ და არ გაინტრესებს ხვალ რა იქნება. ბავშვური გულუბრყვილობით და სიხალისით მიყვები ცხოვრების დინებას, ფიქრობ რომ ეს ცხოვრება მხოლოდ იმისთვის არსებობს რომ ჩვენ და ჩვენი მშობლები ბედნიერები ვიყოთ...
პირველად მაშინ დამებადა ეჭვი, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ამას ჩემი, ძირითადად ემოციებით დატვირთული გონება და კარგად მორგებული, როგორც ამბობენ ხოლმე, გარდისფერი სათვალები აჩვენებდა, როდესაც მამაჩემმა ნაცნობთან საუბარში სამამულო ომი გაიხსენ და თქვა რომ ფოთიდან წასული, მისი გაწვევის ახალგაზრდებიდან (დახლოვებით ექვსასი კაციდან) მხოლოდ ის დ კიდევ ერთი კაცი დაბუნდა ომიდან ცოცხალი. შემდეგ იყო წიგნი, სადაც ქერჩის ნახევარკუნძულისთვის, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებზე იყო საუბარი და გაკვრით იყო ნათქვამი რომ აქ ბევრი ქართველი დაიხოცა. წლები გავა სანამ გავიგებ რომ ამ „ხორცსაკეპში“ ქართველების გაშვება სტალინის პირდაპირი სიტყვიერი ბრძანება იყო, პასუხი კითხვაზე რატომ გააკეთა ეს დღესაც არ მაქვს... ჩემი მონაყოლიდან გამომდინარე მკითხველი მიხვდება რომ ეს მონაყოლი ახალგაზრდა კაცს არ ეკუთვნის, თუმცა არც სიბერეს დავიბრალებ, მითუმეტეს ასეთად თავს ნამდვილად არ ვგრძნობ.
ცოტათი გადავუხვიე თემას, სულ რომ არ დავკარგო აღებული გეზი, მინდა ისევ ჩვენს შეხვედრას დავუბრუნდე ... ერთმანეთი მოვიკითხეთ, ვისაუბრეთ ამ არცთუ დალაგებულ აწმყოზე და საკმაოდ შეჭირვებულ მატერიალურ პირობებზე ...
საუბარი როგორც ეს დღევანდელ ქართულ საზოგადოებას ახასიათებს (მას შემდეგ რაც სსრკ-დ წოდებულ უჯიშო და უადათო ქვეყანას გამოვეყავით რომელსაც მსოფლიო უმეტესად საბჭოურ რუსეთად იცნობდა და არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან ამ იმპერიის მართვა კრემლის დირექტივებით ხდებოდა) პოლიტიკაზე მსჯელობით დავამთავრეთ ....
აქ ჩემი და გოგონების აზრი ორად გაიყო, მე ახალი ხელისუფლების მიერ აღებული გეზის, ამერიკასთან მეგობრობის და ნატოში გაერთიანების მომხრე ვიყავი, ჩემი ოპონენტები კი ისევ რუსეთთან მიკედლების და ძველი ურთიერთობების აღდგენის.
- განა მაშინ ცუდად ვიყავით? - ნიშნის მოგებით მეკითხება ნინო.
კიდევ ერთხელ ვიგრძენი იმ ჭეშმარიტების სირძნე, რომ მოყვასის სიყვარული შენი სიძლიერეცაა და ამავდროულად სისუსტეც, ნუ იჩქარებ ჩემო მკითხველო ჩემს განსჯა-გაქილიკებას ..
რა იქნებოდა ის საოცარი, ყველაზე დაუვიწყარი დღეები თუ გვერდით არ გეყოლებოდა უახლოვესი მეგობრები და ამხანაგები რომელთაც ძალუძთ იხარონ შენით, განუგეშობ გაჭირვების ჟამს, გვერდით დაგიდგნენ, დარდი შენი გაინაწილონ, ამას აფასებ და შენც იგივეთი პასუხობ შენს მეგობრებს.
ნინოს ქორწილი გამახსენდა, იმ დაუვიწყარი, ულამაზესი დღის მომსწრე ხომ მეც ვიყავი. სიძე-ბატონი, ოდნავ ტანსრული, „კარგად ჩადგმული“ ვაჟკაცი კაცი და მის გვერდით სადედოფლო, თეთრ კაბაში გამოწყობილი, ქალური ბედნიერების ხიბლით კიდევ უფრო დამშვენებული ულამაზესი ნინო. სუფრაზე, სადაც რომ იტყვიან ჩიტის რძეც არ აკლდათ, თამადის გვერდით მოვხვდით მე და ჩემი ძმაკაცი. სუფრას უძღვებოდა ადამიანი რომელზეც ამბობდნენ, ბულბულს დაგისვამსო ჭიქაზე. ჩვენს პირდაპირ სიძის მეგობრები, ქართულ-ხალხური სიმღერის ანსამბლის წევრები ისხდნენ. თამადის ყოველ სადღეგრძელოს, მარგალითებით აწყობილ მძივს, ქართული სუფრის გვირგვინი, „მისი უდიდებულესობა“ ქართული სიმღერა აბოლოვებდა. სიძე-პატარძლის სადღეგრძელოზე, რასაც ქართული, ომახიანი „ვისია, ვისია, ქალი ლამაზი“ მოყვა, მე და ჩემს ძმაკაცს ლიტრიანი ყანწი როგორ „შემოგვესვა“ ხელში ვერც კი გავიგეთ იმ დღეს საჭმელად ვერ მოვიცალეთ, მაგრამ ღვინო გიყვარდეს, არ დაგვიკლია! ყველაზე შთამბეჭდავი კი მაინც, სიძის თავის რჩეულისადმი მიძღვნილი „წინწყარო“ იყო. ორასკაციანი, უკვე კარგად შეზარხოშებული სუფრა გაისუსა, როდესაც არაჩვეულებრივმა, ნეფის ყელიდან ამოსულმა ტკბილმა ხმამ მათი სმენა დაიპყრო, მალე სოლოს პირველი ხმა და ბანი შეუერთდა, უძველესი და ულამაზესი სიმღერა, მთელი თავისი მომხიბვლელობით აჟღერდა, ტვინში ასულმა ღვინომ კიდევ უფრო გაამძაფრა ისედაც წრეგადასული ემოციები, ვერ ვიგრძენი როგორ მოვწყდი რეალობას და გადავეშვი ნეტარებაში, რომლის შეგრძნებაა მხოლოდ შესაძლებელი, ისიც მაშინ თუ უფალმა მოსმენის ნიჭით დაგაჯილდოვა. როდესაც სიმღერა მორჩა და თვალი გავაღე, პირველად საპატარძლოს აღფრთოვანებისაგან გაბრწყინებულ თვალებს წავაწყდი ...
როდესაც ოჯახს მოეკიდბი, აღარაფრისთვის აღარ გრჩება დრო, თუმცა ისევ ისე როგორც ადრე, სულს უხარია საყვარელ ხალხთან ურთიერთობა, მათთან ყოფნა, მათთან ქეიფი. ცოტა ხნის წინ, ცოტა დრო მოვძებნე და ნინოსთან სახლში მივედი. მე და სიძე ბატონმა ცოტა წავუქეიფეთ. საათი მაჩვენა გვარიანად შეზარხოშებულმა ნინოს მეუღლემ - მოსკოვიმ მერმა, ლუჟკოვმა მაჩუქაო - წაიტრაბახა. ნამდვილი „როლექსი“ იყო, შვეიცარული, ოღონდ ძვირფასი საათით კი არ ტრაბახობდა ჩემი მასპინძელი, ის მჩუქებლით ამაყობდა, კაცით, ვინც ყოვლად ურცხვად და თავხედურად მიწა-წყალს ართმევს ქართველს, აფხაზს იარაღს ატენის ხელში, თანაც უკიჟინებს, თავის ძუძუმტე სასიკვდილოდ რომ გაიმეტოს. აბა მოდით და ეხლაც დამცინეთ, როდესაც ვთქვი მოყვასის სიყვარული ძვენი სიძლიერეცაა და სისუსტეც მეთქი. თუ უცხოს ყველაფერს ეტყვი როგორც შენ გინდა, იმისთვის რომ ტვინი გაანძრიოს, შეიძლება ცოტა შეჭანჭყარებაც კი დაჭირდეს, ახლობელ კაცს, ვისაც პატივს ცემ ასე უღირსად ვერ მოექცევი. ლოტბარი, ვისი სიმღერაც ასე ძლიერ განცდას იწვევდა ჩემში, იმით იკვეხნის რომ ამ უხსენებლის არის მეგობარი. საქართველოს დაჩოქების დიდად მოსურნე, რუსული შოვინიზმის  მქადაგებელის, არის ერთგული.
- კაცური კაცია, დამიჯერე - მე მეუბნება - რომ დამჭირდეს, სამსახურს მომცემს, ზურგს გამიმაგრებს, არ მომისვრის და ხელს არ მკრავს, ზოგიერთ ჩემ ყალბ ძმაკაცივით.
 ამ ქვეყნის მტრის, ასეთი „შეფასება“, სხვა რუსეთში „მოღვაწე“ ქართველებისგანაც გამიგონია. სიმწრით სახე მეღრიჯება, რადგან იმას ვხვდები რაზეც აღარ აგრძელებს ჩემი მასპინძელი სიტყვას. ისე როგორც ეს იყო ადრე ძნელბედობის დროს, ქართველი ქართველისგან ელოდება შურსა და მტრობას, იმისთვის რომ მის ოჯახს ქონდეს, ის მინიმუმი რასაც ღირსეული ცხოვრება ქვია, მზად არიან თავის ქვეყნის დანგრევის მსურველთ, ერთგულადაც რომ ემსახურონ. თუ ვართ ჭკვიანი ერის შვილები, ძველი ქართული სიბრძნეც გვახსოვდეს, „უფასო ყველი სათაგურშია“ ასე უთქვიათ ჩვენ ბრძენ წინაპრებს. მოდის დრო და ყველაფრისთვის სანაცვლოს გთხოვენ, გადასახადი საათზე მეტი, გაცილებით უფრო ძვირია.
ნოვოსიბირსკში სწავლისას ერთი შემთხვევა მახსენდება, საინჟინრო ხაზვას ქალბატონი ვერა ნიკოლაევნა მასწავლიდა. ერთი შეხედვა კმაროდა რომ მიმხვდარიყავი: ამ ქალბატონის ძარღვებში „ცისფერი“ სისხლი სჩქეფდა და ეს მართლა მასე იყო, მას თავადური გვარი ქონდა. ამ ქალბატონის მხრიდან განსაკუთრებულ კეთილგანწყობას ვგრძნოდი ჩემს მიმართ, ამას ღირსეულად ვაფასებდი და ვცდილობდი, ეს მისთვისაც მეგრძნობინებინა. ეტყობა ამას ვახერხებდი ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე. მესამე კურსი დავხურე და პოლიგონზე წავედი პრაქტიკის გასავლელად. ეს ის პერიოდია როცა საბჭოთა კავშირი დაშლას იწყებს და ავბედითი 9 აპრილიც უკვე მომხდარია.
რაღაცა საკითხი ვერ გავიგე და ჩემს მხსნელ ვერა ნიკოლაევნას მივაკითხე. პოლიგონის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ჯგუფს სუფთა ჰაერზე ლექციას უტარებდა. ჩემს საყვარელ ლექტორს ესიამოვნა ჩემი დანახვა, გამიღიმა, მალე გავთავისუფლდებიო მითხრა. ცოტა ხანი იქვე ჩამომჯდარი ველოდებოდი ვერა ნიკოლაევნას, მერე წყლის დალევა მომინდა და ტერიტორიის მეორე ბოლოში მომიწია გასვლა. უკან რომ გამოვბრუნდი, ვერა ნიკოლაევნას ჯგუფი უკვე გაეშვა და  იქვე მყოფ, მის კათედრაზე მომუშავე კოლეგასთან მუსაიფით ირთობდა თავს. ტყვილს არ გაკადრებ ჩემო მკითხველო და არ ვიტყი რომ ძლიერი სტუდენტი ვიყავი, უფრო პირიქით, მაგრამ იმ დღეს რა მეტაკა არ ვიცი, ალბათ ჩემი „მხსნელის“ დამსახურება იყო ახსნილის გამეორება არ დასჭირვებია.
- შენ თბილისელი ხარ? - შემეკითხა როდესაც ჩემთვის საჭირო თემა ამოვწურეთ.
კი მეთქი, ვუპასუხე. შემდეგ 9 აპრილის ღამეზე მკითხეს რაღაცა, აღარ მახსოვს რა, ასე გადავიდა საუბარი გეოდეზიიდან პოლიტიკაზე.
- შენ როგორ ფიქრობ, საქართველო უნდა გამოვიდეს საბჭოთა კავშირის შენადგენლობიდან? - შემეკითხა ვერა ნიკალაევნა.
- ეს ქართველი ხალხის უფლებაა - ვუპასუხე.
- თქვენ  არ იყავით ელჩს ელჩზე რომ აგზავნიდით და რუსეთს დახმარებას თხოვდით? თქვენი ინიციატივით არ დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი?
ვინც კომუნისტების დროს დაამთავრა სკოლა იქნებოდა თუ ინსტიტუტი, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს რას და როგორ გვასწავლიდნენ საქართველოს ისტორიაში ამ საკითხს. ჯგუფის ქეიფიდან დაბრუნებული ჩემი და (მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, შეწუხებული, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე) მიყვებოდა, როგორ ცხარე ცრემლით ტიროდა საქართველოს სადღეგრძელოზე მისი მთვრალი ჯგუფელი, ვისაც მამა ყავდა ისტორიკოსი მისგან იცოდა საქართველოს ისტორია და არა უნამუსო მეცნიერების, „ნომეკლატურისთვის“ შექმნილი საქართველოს „დასაჭურისებული“ წარსული. მე ჯერ კიდევ ბევრი რამე არ ვიცოდი. არ ვიცოდი, როგორ შეცვალეს პირობები ყოვლად ურცხვად რუსებმა ისე, ერეკლე მეფის ცხედრისთვის გაციება რომ არ უცლიათ. ის რომ საქართველოსთვის თითი თითზე არ დაუდიათ, ისტორიის სახელმძღვანელომაც ვერ უარყო, თუმცა ობიექტურობისათვის მაინც ვიტყვი, რუსების სიხარბემ სხვა ტერიტორიების მიმართ და თურქეთთან ომში  გამარჯვებამ იქნებ გათათრებასაც გადაგვარჩინა.
- დიდი მადლობა იმ დახმარებისთვის რაც თქვენ თავის დროზე გაგვიწიეთ, თქვენი ყოველთვის მადლობელი ვიქნებით - მდაბლად დავუხარე თავი ქალბატონებს. ლექტორებმა ერთმანეთს შეხედეს და სიცილი ატეხეს. რამდენიმე წამი დამწირდა რომ მიმხვდარიყავი, ისინი ჩემს სიტყვებზე იცინოდნენ, ანუ მე დამცინოდნენ, ჩემს გულუბრყვილობას ...
იმ კარგად ყოფნის საზღაური წინასწარ მაშინ გადაგვახდევინეს, კოჯრის ტყეში პირტიტველა იუნკერები და თავისი ქვეყნისთვის გულანთებული სტუდენტები რომ ჩაგვიხოცეს, შემდეგ წითელარმიელთა ფარაჯებში გამოწობილი დამპყრობლები და მათი მსხვერპლიც ერთ სამარხში როცა ჩაყარეს. შემდეგ იყო სერგო ორჯონიკიძის საჩუქარი „დიდი, რუსი ძმისთვის“, ზღვისპირა „სოჩა“ აჩუქა, მიწის სიმცირით შეწუხებულ თანამოაზრეებს. სტალინმაც კი ვერ გაბედა გაჩუქებული ტერიტორიის უკან მოთხოვნა, შემოიფარგლა მხოლოდ ხუმრობით (როორც გამიგია) - ღორეშა მიგეცა (სერგო ორჯონიკიძის მშობლიური სოფელი) რაღა „სოჩა“-ს აძლევდიო. მართალია საბლოდ ეს ხუმრობა ცუდად დასრულდა, ერის მოღალატეს აიძულეს შუბლში ეხალა ტყვია, სხვა ვერაფერი შესძლო „დიდმა ბელადმა“ კარგად იცოდა, არ აპატიებდა ამ მარგალიტის უკან დაბრუნებას „თავის შვილს“, „მშობლიური, დიადი რუსი ერი“. უკვე დაგვავიწყდა სტალინის დაბადების დღეს დახოცილი ახალგაზრდები, თვითმცლელებითრომ ყრიდნენ მტკვარში. განა ისტორიისთვის გუშინ არ იყო, მშობლიურ ენას, ერთ-ერთ უნიკალურს იმ თორმეტი დამწერლობიდან, რომ გვართმევდნენ ყოვლად თავხედურად და უბოდიშოდ. ეხლა აფხაზეთზე და ოსეთზე უჭირავს თვალი, წაგვართმევს კიდეც, არ შერცხვება, ამის საშუალება თუკი მივეცით, სირაქლემებივით თუ ჩავრგეთ მიწაში თავი. ნუ გადავაყოლებთ ჩვენს ამბიციებს ჩვენ ქვეყანას, ახალ სამშობლოს ჩვენ არავინ მოგვცემს. არავინ ჩამთვალოს ამ მთავრობს აპოლოგეტად, შევარდნაძის ხელისუფლებას არ შევადარებ, თუმცა ამათაც სასაყვედურო კიდევ ბევრი აქვთ. რა გვჭირს ქართველებო? ასე როგორ წავხდით, ოთხასი კაცი ვერ მოვძებნეთ მთელს ქვეყანაში, საკუთარ თავზე კი არა, განახევრებულ მამულზე რომ იფიქროს. ერთი აჭარლებმა ივაჟკაცეს, არ გაახარეს ჩვენი მტრის გული.
- ისევ ერთმორწმუნე რუსეთთან არ ჯობია ურთიერთობა? - მხარს უბავს მაია ნინოს და ფიქრებში წასულს დღევანდელობაში ისევ მაბრუნებს.
მწარედ მეცინება, რაოდენ მოკლეა კაცის მახსოვრობა ...  ეს ის ერთმორწმუნე ერი არ არის, მას შემდეგ რაც საქართველო ავისგუბერნიად გამოაცხადა, პირველ რიგში საქართველოს ავტოკეფალია გააუქმა და უძველესი ქართული ფრესკები კირით შელესა?
რუსულმა, სანახევროდ მთვრალმა, ეკლესიის მსახურთა ბუტბუტმა შეცვალა, ღვთიური მადლით სავსე ქართული საგალობლები. ერთმორწმუნეობა განა ხელს უშლის, შენ ძირძველ მიწას რომ შეგეცილოს? ან რად აცხადებს რუსულ ეპარქიად, მას რაც არასოდეს ყოფილა მისი? ყოველივე ამის შემდეგ, რუსეთთან მეგობრობაზე ისევ ლაპარაკი?! არ მემსმის ხალხო! ნუთუ სიყვარული ჩვენი ქვეყნის მიმართ, მხოლოდ სასმისის დაცლით შემოიფარგლა. უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთხოვო ქართველებს, ამ მიწის ღირსი მინდა რომ ვიყოთ, რომელიც უფალმა ჩვენ გვარგუნა. არვის ეგონოს ერთ მტკაველ მიწას ვინმე დაგითმონს ან სხვა მიწაზე რომ იგრძნო თავი აბორიგენად. ქართველი კაცი მიწით ცხოვრობდა, ის აჭმევდა და ის ასმევდა, მძიმე შრომას ყურძნის ნაჟურით, ნათესავის და მეგობრის გვერდზე დგომით, სიმღერით ლხინით იმსუბუქებდა. ვინც მართლა იცის ამ ქვეყნის ბედი, ერთ რაღაცაში დამეთანხმება, თუ ქართველ კაცს მიწები ქონდა, ის არც მშიერი არ იქნებოდა. ბოლოს ერთხელაც კიდევ შეგაწუხებთ მცირეოდენ ხნით, ძალიან თავი რომ არ შეგაწყინოთ, ამერიკელი ამ ჩემს მიწა-წყალს, დიდი რუსეთისგან განსხვავებით, თავის ქვეყანას ვერანაირად ვერ მიუერთებს ...

0 comments: