Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.
       ს კ ა ნ დ ა ლ ი.


საქართველოს კონფლიკტისპირა სოფლები გამუდმებით იბომბება, საქართველოს უმაღლესი ხელისუფლის, პრეზიდენტის უკიდურესი შეშფოთება და მიმართვა მსოფლიო საზოგადოების მისამართით უკვე მერამდენედ უყურადღებოდ რჩება. საქართველოს მშვიდობისყოფელების პოზიციებზე პირდაპირი იერიში ხორციელდება, თუმცა ეს არ არის სპონტანური, შემთხვევითობის საწყისზე განახლებული კონფლიქტი....
პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანამ სერიოზულ ეკონომიურ და პოლიტიკურ წარმატებას მიაღწია, ახალგაზრდა ნოვატორების ხელისუფლებაში მოსვლამ გაამართლა....  უცხოური ინვესტიციები დიდი რაოდენობით შემოდის საქართველოში, ხოლო გატარებული რეფორმები მისი ეფექტურად გამოყენების საშუალებას იძლევა. ქვეყანა მისი ხელსაყრელი ადგილმდებარეობის და რაციონალურად გამოყენებული ინვესტიციების წყალობით მნიშვნელოვან ადგილს იჭერს რეგიონში. საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, რუსეთი აშკარად კარგავს თავის კონტროლს ქვეყანაზე, რომელიც მისი გავლენის სფეროდ მოიაზრებოდა ყოველთვის, მისი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც. იმისთვის რომ რომ საქართველო ისევ რუსულ ორბიტაზე დარჩეს ქმედითი ნაბიჭებია გადასადგმელი რომელიც მის აღმასვლას შეაჩრებს ...
 ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთიდან, ისტორიულად სამაჩაბლოს ძირძველი ქართული მიწიდან, ოსური მოსახლეობა სამი დღის წინ გახიზნეს სეპარატისტებმა რუსეთში, საზღვრისპირა ჩრდილოეთ ოსეთში. ყველანაირი პროვოკაცია ერთ სურვილს ემსახურება, საქართველო ფართომაშტაბიან კონფლიქტში იქნას ჩათრეული.
კრემლი აღწევს თავის საწადელს, ბრძოლაში უკვე მძიმე არტილერია ერთვება და „მომუშავე“ გრადების ფონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების  მაღალჩინოსანი ტელევიზორიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გვპირდება. ამ დროისთვის რუსეთის 52 არმია უკვე როკის გვირაბის მეორე მხარეს სრულ მზადყოფნაშია, ტანკების ავზები სავსეა და ძრავები დაქოქილი. უცხო ქვეყნის რეგულარულ ჯარის ნაწილებს წინ მთიელ კონფედერატთა 1 ბატალიონი მოუძღვის რომელსაც ისევ რუსი გენერალი ხელმძღვანელობს.
ქართველების პირველი იერიში ზუსტია და სასტიკი. ავიაცია და შორსმსროლელი არტილერია საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილ მთიელთა ბატალიონისაგან თითქმის არაფერს არ ტოვებს, დაჭრილი გენერალი რამოდენიმე თავის თანამზრახველთან ერთად თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე ბრუნდება.
რუსული სამხედრო მანქანა უკვე მთელი თავისი ძალებით ერთვება საქმეში. გამანადგურებლების და მოერიშეების გარდა საქმეში რუსებმა ბომბდამშენები და ბალისტიკური რაკეტები „ისკანდერები“ ჩართეს. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უჭირთ მათზე ბევრად უფრო ძლიერ როგორც ტექნიკური შეიარაღებით ისე რაოდენობრივად აღმატებულ მტერთან ბრძოლა. სუვერენული ქვეყნის არსებობა ბეწვზე კიდია ...
უშიშროების საბჭო ორი დღეა მიმდინარეობს, რუსეთის, შეერთებული შტატების, ინგლისის, საფრანგეთის და ჩინეთის გარდა კიდევ ათი არამუდმივი წევრი ქვეყანა მონაწილეობს ამ  განხილვაში თუმცა მხოლოდ ჩამოთვლილი ხუთეული სარგებლობს ვეტოს უფლებით, რაც უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების დაბლოკვის უფლებას ნიშნავს.
 საქართელოს ელჩი, ახალგაზრდა, ენერგიული კაცი ყველანაირად ცდილობს საშიშროება რომელსაც ის კარგად ათვითცნობიერებს თავის ქვეყანას ააცილოს, პირველ დღეს მან ბევრი ისაუბრა და ემოციურად  იმ მიზეზებზე რამაც ორი ქვეყანა ომამდე მიიყვანა. რუსეთის სრულუფლებიანი ელჩის არგუმენტი მკაფიოა და შეურყეველი: საქართველო ვერაგულად თავს დაესხა მძინარე ცხინვალს და ის სამაგალითოდ დასჯის ღირსია. ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება რომელიც მცირე ერების უფლებებს არღვევს კაცობრიობის წინაღმდეგ დანაშაულში უნდა იქნეს მხილებული და სასამართლოში მიცემული. რა თქმა უნდა ის არ ლაპააკობს იმ უზარმაზარ ფინანსებზე და თანამედროვე იარაღზე რომელიც აგრესული სეპარატიზმის „გამოსაკვებად“ სისტემატურად იგზავნება რეგიონში, არ ლაპარაკობს იმ შესაძლებლობებეზე რომელიც სეპარატისტული რეგიონების გაკონტროლება იძლევა, ეს საშუალებებია რომლითაც ყოველთვის შეიძლება მკვდარი წერტილიდან უკეთესობისაკენ დაძრული ქვეყნის შეჩერება.    გაეროს წესდებაში ერთა თვითგამორკვევის და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთსაპირისპირო პუნქტები იძლევა მანიპულირების საშუალებას, თუ დანარჩენ მსოფლიოს შეუძლია ამით ისარგებლოს რატომ არ უნდა ისარგებლოს რუსეთმა? მსოფიოში უდიდესმა ქვეყანამ რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ევრაზიის ნახევარზე გაცილებით მეტი იყო. სრულუფლებიანი ელჩი არ ერიდება მაღალი ტრიბუნიდან იმის თქმას რომ რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთს აქვს და ყოველთვის ექნება თავისი ინტერესები და არ დაუშვებს ახალი მოთამაშეების გამოჩენას ამ რეგიონში.
ქართელი დიპლომატის შენიშვნას რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა სუვერენულ ქვეყანას უფლება აქვს თვითონ აირჩიოს თუ ვისთან სურს თანამშრომლობა რუსეთის ელჩი უსიტყვოდ, დამცინავი ღიმილით პასუხობს. უშიშროების საბჭოს ხმათა უმრავლესობით მიღებულ გადაწყვეტილებას რომ რუსეთმა უკან უნდა გაიწვიოს თავისი ჯარის ნაწილები და დატოვოს დაპყრობილი ტერიტორიები რუსეთი „ვეტოს“ ადებს და კიდევ ერთხელ სთავაზობს ყველა იქ მყოფთ კიდევ ერთხელ შეიკრიონ კონსენსუსის მისაღწევად თუმცა ყველასათვის გასაგებია რომ აგრესორი არ აპირებს უკან დახევას და ეს უბრალოდ დიპლიმატიური ფანდია. უშიშროების საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს ახალგაზრდა ელჩი განსაკუთრებით ემოციურად აღიქვავს და ყველასგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას კატეგორიულად მოითხოვს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ცდილობს დაამშვიდოს ახალგაზრდა ქართველი კოლეგა, ის სხდომაზეც აქტიურად იცავდა საქრთველოს პოზიციას.
მესამე დღე ძალიან გავს პირველ ორს, დიპლომატთა უმრავლესობის აზრი ერთმანეთს ემთხვევა, გამოირჩევა მხოლოდ ორი დიპლომატის პოზიცია, რუსეთის ელჩი ამართლებს მისი ქვეყნის მიერ მეზობელი სახელმწიფოს მიმართ სამხედრო ძალის გამოყენებას დანარჩენი დიპლომატებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით მძიმე შთაბეჭდილებას ეს გამოსვლა მის ოპონენტზე - საქართველოს ელჩზე ტოვებს ....
რამოდენიმე საათია სხდომა გრძელდება, ყველას ეტყობა დაღლა, რამოდნიმე სავარძელი სხდომის დაბაზში უკვე დაცარიელდა კიდეც, საქართველოს წარმომადგენელი თავის გამოსვლაში ყველანაირად ცდილობს მოძებნოს სიტყვები რომელიც დამსწრე საზოგადოების გრძნობებზე იმოქმედებს თუმცა ეს უკვე ცილდება მიღებული ეტიკეტის ნორმებს:
-       ეხლა როდესაც მე თქვენს წინაშე სიტყვით გამოვდივარ ჩემი თაობის ქვეყნის საუკეთესო შვილები სამკვდრო- სასიცოცხლო ბრძოლაში არიან ჩაბმულნი მტერთან, ჩვენ გვეომება სახემწიფო რომელიც 30-ჯერ აღგვემატება მოსახლეობის რაოდენობით და სულ ცოტა ხნის წინ ერთადერთი იყო რომელიც სამხედრო ტექნოლოგიებით შეერთებულ შტატებს არ ჩამორჩებოდა და ბევრ შემთხვევაში ჯობნიდა კიდეც. ყოველი წამი, წუთი თუ საათი ეს არის დაღუპული ძალ-ღონით სავსე ახალგაზრდა ჯარისკაცები, ქართველებისგან დაცლილი, გადამწვარი და აოხრებული სოფლები, ათასობით თავისი სახლიდან გამოძევებული, გაუბედურებული ადამიანები ....
-       მე დიდად ვაფასებ ჩემი ახალგაზრდა კოლეგის მჭერმეტყველებას თუმცა ის არ ჯდება იმ კრიტერიუმებში რომელითაც ჩვენი ორგანიზაცია ხელმძღვანელობს მუშაობის პროცესში მაგრამ ვისმეს რომ არ შეექმნას შთაბეჭდილება რომ მე პასუხისგებას გავურბივარ გეტყვით რომ ცხინვალი როგორც ქალაქი აღარ არსებობს და პასუხიმგებლობას ამ ბარბაროსულ აქტზე მთლიანად ქართულ მხარეს ეკისრება -  მშვიდად, ცინიკური ღიმილით პასუხობს რუსი დიპლომატი.
-         იმ სახლებს ყველას ჭერი აქვს გადახდილი არაა აუცილებელი სამხედრო იყო რომ მიხვდე ეს თვითმფრინავებით დაბომბვის შედეგია, რომელიც ქართველებს თითებზე ჩამოსათვლელი ყავს და  რომელთაც ცხინვალის ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩემი ოპონენტის გამოცდილებასა და სიბრძნეზე როდესაც მთავარი საკითხიდან მის პერიპეტიებზე ცდილობს გადაგვიყვანოს. მე შეიძლება თქვენსავით მდიდარი გამოცდილება არ მქონდეს მაგრამ ვიცი რომ პოლიტიკა ძალისმიერი მცნებაა .... დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს გაუგია გამოთქმა ისტორიამ იცის ის რომ მან არაფერი არ იცის. მე არ გამოვრიცხავ რომ ამ დარბაზში იჯდნენ ადამიანები რომლებიც მეორე მსოფლიო ომის საშინელებებს მოესწრნენ, მე თუ მკითხავთ მეორე მსოფლიო ომი მაშინ დაიწყო როდესაც მსოფლიოს იმდროინდელმა წამყვანმა ქვეყნებმა გერმანიას უფლება მისცეს ჩეხეთისთვის სუდეტის ოლქი წაერთმია და საკუთარი ტერიტორიებისათვის მიიერთებინა. ჩემის ღრმა რწმენით ზუსტად მაშინ გაუჩნდა დაუსჯელობის სინდრომი ფაშისტური გერმანიის ხელისუფალთ რომელიც მსოფლიოს განადგურებული ევროპის,  გადამწვარი ლონდონის და  110 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლის ფასად  დაუჯდა.
-         ჩემი ქვეყანა იყო ის ერთადერთი სახელმწიფო რომელმაც ნაცისტური რეჟიმის დამარცხება შესძლო და 22 მილიონი ჯარისკაცი შეეწირა ამ ბრძოლას. ჩემთვის როგორც რუსეთის წარმომადგენლისთვის კატეგორიულად მიუღებელია ფაშისტური გერმანიის და რუსეთის ერთ კონტექსტში მოხსენიება. საქართველოს წარმომადგენლისგან ოფიციალურ ბოდიშს მოვითხოვ ... რუსი ელჩის სახეზე დამცინავი ღიმილი აშკარა გაღიზიანებამ შეცვალა.
-         სიამოვნებით მოვიხდი ბოდიშს მაშინ როდესაც უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას და რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა დაიცავს საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო ნორმებს, მაგალითად ისეთს, როგორიცაა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობაა. 1919 წელს ერთა ლიგამ ვისი მემკვიდრეებიც ჩვენ ვართ ერთხელ უკვე თქვა უარი საქართველოს თავის რიგებში მიღებაზე ხოლო 1920 წელს დადოდიდი სავაჭრო ხელშეკრულებასაბჭოთა რუსეთთან რაც სათანადოდ“ იქნა შეფასებული ამ უკანასკნელის მხრიდან და არა მარტო საქართველოს, არამედ სომხეთსაც და აზერბაჯანსაც დამოუკიდებლობის დაკარგვის ფასად დაუჯდა....
     კოლეგებო!!  მე არ მინდა იფიქროთ რომ ჩემი ქვეყანა და ჩემი ხალხი არ აფასებს იმ სახელმწიფოების მხარდაჭერას რომლებიც ღიად გამოთქვავენ პროტესტს ამ აგრესიის მიმართ მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით რომ ამ ორგანიზაციის კედლებში საკუთარი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ვაჭრობა უცხო რამე არ არის და არც ჩვენ ვზივართ აქ უფრთო ანგელოზები ....     
     უკმაყოფილო გადალაპარაკებები სიტყვით გამომსვლელის ყურსაც მისწვდა, აქ არ უყვართ როდესაც ორგანიზაციის მოღვაწეობა ასეთ პრიმიტიულ დონეზე ფასდება და არც ის როდესაც ყველაფერს თავისი სახელი პირდაპირ ერქმევა, ეს შესაძლებლობა მოწინაღმდეგისთვის კბილი გაეკრა რუს დიპლომატს არ დაუკარგავს:
-       ჩვენ კოლეგას ისე ვატყობ აღმოსავლურ ბაზარზე წარმოუდგენია თავი .....
-   აღმოსავლურ ბაზარზე წესიერება და პატიოსნება ბევრად უფრო მეტად ფასობს ვიდრე ზოგიერთ შემთხვევაში ამ ორგანიზაციის კედლებში - ქათველ დიპლომატს ნერვები ღალატობს, სამი დღის უძილო ღამეს და უზარმაზარ ემოციურ სტრესს უკვალოდ არ ჩაუვლია....
უმაღლესი რანგის გაეროს  ჩინონიკი რომელსაც არბიტრის ფუნქცია ეკისრება აცხადებს რომ საბჭოს სხდომის მიმდინარეობა ცდება იმ საყოველთაო აღიარებულ სტანდარტულ ნორმებს რომელიც მიღებულია მსგავსი ღინისძიების ჩატარებისას, ამავდროულად რუსეთის მხრიდან „ვეტო“-ს დადება მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეუძლებელს ხდის რამე ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე განხილულ საკითხთან მიმართებაში ერთადერთი რითაც მას შეუძლია გამოხატოს  მხარდაჭერა საქართველოს პოზიციის მიმართ არის საბოლოო სიტყვის უფლება თუმცა ეჭვს გამოთქვამს რომ ამან რამეზე გავლენა იქონიოს......
ქართველი დიპლომატი იმრდგაცრუებულია და ამას არც მალავს, მცირეოდენი ჭოჭმანის შემდეგ ის მაინც იყენებს მინიჭებულ საბოლოო სიტყვის უფლებას:
-       როდესაც მე აქ ელჩად გამომაგზავნეს მე უზომოდ ბედნიერი და ამაყი ვიყავი, ჩემმა კოლეგამ, რუსეთის ელჩმა ერთხელ უკვე გაუსვა ხაზი ჩემი მუშაობის შედარებით მცირე პრაქტიკას ამ ორგანოზაციაში, მეგონა მოღვაწეობას ვიწყებდი მსოფლიოს უმაღლესი რანგის სამართლებლივ დაწესებულებაში სადაც ყველა სახელმწიფოს უფლება ეძლევა თავ დაიცვას მასზე უფრო დიდი და ძლიერი სახელმწიფოსაგან ცივილური მეთოდებით ისე რომ არ დაკნინდეს მისი ღირება.....
სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ვცდებოდი ... მტერი დღეს ცდილობს ჩემი ქვეყანა დაანაწევროს და მასზე იბატონოს, დაპყრობის ეს მეთოდი ძველი რომაელებიდან არის ცნობილი. საქართველოს საუკეთესო შვილები დღეს იარაღით ხელში იცავენ თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობას და მე სხვა არაფერი დამრჩენია გარდა იმისა რომ მათ მივბაძო, ამ დაწესებულების კედლებში მე ჩემი სახელმწიფოს დაცვა ვერ შევძელი....
საქართველოს ელჩმა სიტყვა გაწყვიტა და თავი ჩაქინდრა, მცირეოდენი პაუზის შემდეგ როდასაც მან თავი ასწი და სიტყვა გააგრძელა ბევრს მოეჩვნა რომ ახალგაზრდა კაცს თვალში სისველე ედგა ...
-        ეს დღეები მე თითქმის არ მძინებია, ეს წესით არცერთ თქვენგანს არ უნდა გაუკვირდეს. გვიან ღამით SNN-ზე სიუჟეტს ვუყურე ... ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა თავის სამსახურში სისხლიანი ანგარიშსწორება მოაწყო და ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ერთი დაჭრა. სამართალდამცავმა ორგანოებმა მის სახლში წერილი აღმოაჩინეს სადაც ის ადამიანებს მსოფლიოს ეკოლოგიურ სისტემაში ყველაზე დაბლა მდგომ და უვარგის რგოლად ახასიათებს, ცნობისთვის, ორგანიზაცია,რომელშიც ის მუშაობდა, გაეროს უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფებოდა...  მე შორს ვარ იმისაგან,რომ მას დავეთანხმო, თუმცა ეხლა მე მისი მესმის ....
  მე მძულს ჩემი უსუსურობა და მძულს ისინი, ვინც ამ შეგრძნებაში ჩემი თანამონაწილეა .....
 ქართველი დიპლომატის ეს სიტყვები ბოლო წვეთი აღმოჩნდა საბჭოს სდომაზე შეკრებილი საზოგადოებისთვის, უკმაყოფილო საბჭოს წევრები ხმამაღლა და მოურიდებლად გამოთქვამდნენ აღშფოთებას  მათი მისამართით გამოთქმული სკანდალური განცხადებების გამო....

    

0 comments: