Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.
 დიდები და პატარები


ხელიხელჩაკიდებულები მივდივართ მე და ჩემი 5 წლის ბიჭი, მთავარ გზას, ჭავჭავაძის გამზირს ვუახლოვდებით, იქვე ორ ნაბიჯშია მიწისქვეშა გადასასვლელი მაგრამ ძალიან მეჩქარება. ბავშვს ხელს მაგრად ვკიდებ და გზაზე გადამყავს, როგორც წესი მიჭისქვესა გადასასვლელით ვსარგებლობ ხოლმე მაგრამ დრეს გამონაკლისს ვუშვებ: ბავშვი დედაჩემს ან ჩემ დას უნდა დავუტოვო, სამსახურის შემდეგ ბავშვს დედამისი ისევ სახლში დააბრუნებს ასე შევთანხმდით მე და ჩემი მეუღლე.

მშვიდობიანად გადავდივართ საკმაოდ დატვირთულ პროსპექტზე, ავტობუსის გაჩერებაზე გიორგი ხელს მიშვებს, არ ვნერვიულობ, დარწმუნებული ვარ ბავშვი ტროტუარს იქით, გზაზე, არ გადავა, ჩვენ ხშირად ვსეირნობთ ერთად, ჩემს პატარას არასოდეს მოუცია უნდობლობის მიზეზი.
გიორგის (ჩემი ბიჭის) ფუშფუშა ლოყები და საყვარელი, კოხტა ცხვირ-პირი გულგრილს ვერავის ტოვებდა, შეჩვეული იყო უცნობი ადამიანების მხრიდან კეთილგანწყობას და მოფერებას, ამიტომაც არ გამკვირვებია არასოდეს გამკვირვებია მისი ასეთივე რეაქცია მასზე პატარა ბავშვების მიმართ. ამ ბოლო ხანებში თუ ღმერთი გამიწყრა და ”ჩემი პატარა ბიჭი” - მეთქი წამომცდა იმ დღეს არაფრის დიდებით თავს არ მომაფერებინებს.
თვალებით მოვძებნე ბავშვი, დავინახე ფეხისწვერებზე აწეული როგორ ცდილობდა მოფერებოდა ახალგაზრდა ქალის ხელებში მოკალათებულ, წლამდე ასაკის ბავშვს. ალბათ იმიტომ რომ შემიძლია ადამიანის შინაგანი მდგომარეობის და ემოციების ზუსტი შეფასება, დავიწყე წერა უმაღლესი ტექნიკური განათლების მქონე კაცმა, ტყუილად არ უთქვამს ძველად ჩინელ ბრძენს, ადამიანს თვალები მისი სულის სარკეაო. შეშფოთების ნიშნები გაჩნდა ახალგაზრდა დედის თვალებში თავიდან მაგრამ მას შემდეგ რაც გიორგის ”შევახსენე” რომ პატარა ”ბაიას” სახეზე ხელით შეხება არ შეიძლებოდა, ქალი დაწყნარდა, პატარამ იმწამსვე იგრძნო ჩემი ბიჭის კეთილგანწყობა, გაუცინა, მისკენ გადმოიხარა თვითონაც რომ შეხებოდა.
ახალგაზრდა ქალმა შეძლებისდაგვარად ქვემოთ დაიჭირა პატარა რომ ბავშვებს ურთიერთობის საშუალება ჰქონოდა, გიორგის თავზე მოეფერა, შემდეგ მე შემომაგება მადლიერი, კეთილი მზერა მადლობის ნიშნად.
ოდნავ გაზიდულმა თვალებმა და თვალ-წარბის განსაკუთრებულმა, ეშხიანმა, მოხაზულობამ ეჭვი დაბადა ჩემში რომ ეს მშვენიერი ქალბატონი ოსი იყო. ახალგაზრდა ქალის თვალებში ისევ გაკრთა შეშფოთება, მის მზერას გავყევი და გადახურული მოსაცდელის სკამზე მჯდარ, შუა ხანს დიდი ხნის წინ გადაცილებულ, სკამზე მოკალათებულ, რუსი ქალბატონის დაჭინებულ მზერას წავაწყდი.
დაკვირვებულმა, ცივმა გამოხედვამ, რომლითაც ამ ქალბატონმა დამაჯილდოვა აშკარად უსიამოვნო შეგრძნება დატოვა ჩემში. მომეჩვენა რომ ამ გაყინულ, დრო და ჟამისაგან გაუფერულებულ, ერთ დროს ლურჯ თვალებში, მხოლოდ სიძულვილს და ამპარტავნობას დაედო ბინა. მოღერებული ყელი, ჯოხზე დაყრდნობილი, გასწორებული მარჯვენა ხელი, მარცხენა ხელი თეძოზე დოინჯად შემოდებული, უტყუარად მიანიშნებდა რომ ეს ადამიანი სხვისი აზრის მოსმენას და გათავისებას არ იყო ჩვეული.
ჩვენი ავტობუსიც მოვიდა, გიორგი როგორც ყოველთვის ფანჯარასთან დასკუპდა, სანამ გაჩერება თვალს არ მოეფარა ხელს უქნევდა პატარა ბაიას, არც ის რჩებოდა ვალში, უცინოდა და მისკენ იწევდა მთელი ძალით...
ეს ამბავი ჩემო ძვირფასო მკითხველო, შეიძლებოდა ძალიან მალე დამვიწყებოდა და თქვენი მოთმინებით ”ბოროტად” არ მესარგებლა ერთი შემთხვევა რომ არა ..
კონფლიქტურ რეგიონში ისევ აირია სიტუაცია. იბომბებოდა ქართული სოფლები რასაც ქართველები ცეცხლითვე პასუხობდნენ. რუსულმა ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია რომ ოსურმა მხარემ გადაწყვიტა უსაფრთხოების მიზნით ჩრდილოეთ ოსეთში გაეხიზნათ მოსახლეობა.

ტელევიზორში, საინფორმაციო პროგრამაზე ვუყურე, ერთ ხაზზე გამწკრივებულ ავტობუსებში საკმაოდ მშვიდად, ორგანიზებულად, როგორ იკავებენ ადგილებს ცხინვალელი ოსები. ჩემთვის ნაცნობ სამეულს ვხედავ კადრში, ისინი ავტობუსის კარებთან დგანან და თავის რიგს ელოდებიან, აი მათი ასვლის დროც მოდის... მოხუცი ქალი ჯოხით გვერდზე წევს მის წინ მდგარ ბავშვიან ქალს და ავტობუსში პირველი თვითონ ადის ..       

0 comments: