Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.
ბორჯღალოსნები


           საქართველოს წარსული განუწყვეტელი ბრძოლაა გადარჩენისთის, ეს ბედი არგუნა ღმერთმა ალბათ ყველა მცირე ერს და პატარა ქვეყანას. ვის აღარ ეჭირა თვალი ღვთისმშობლის წილნაყარ ქვეყნად შერაცხულ ამ დალოცვილ მიწა-წყალზე: ბერძენს თუ რომაელს, სპარსს თუ ოსმალოს. ბოლოს სისხლისაგან დაცლილი, მაჰმადიანურ სამყაროსთან ჭიდილში, ქართველთ ქვეყანა ერთმორწმუნე რუსეთმა შეიფარა ვითომ.....

ახალ წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდევ 1-2 საუკუნეში გამოავლინეს ქართველებმა ურჩი ხასიათი. ლამის მთელს ევრაზიაზე  გაბატონებული რომის იმპერიის მორჩილება რომ არ ისურვეს: ალანებთან (ოსთა წინაპრებთან) და ჩეჩენ-ინგუშების წინაპრებთან ერთად "აბრეშუმის გზას" შეუტიეს. ვითარების დასაწყნარებლად თვით რომის იმპერატორი ანდრიანე ჩამობრძანდა, მისი მორჩილი მეზობელის ხელით მოწვევა და დიდძალი საჩუქარი გაუგზავნა ქართველთა მეფეს. არ ეახლა მეფე ფარსმანი იმპერატორ ანდრიანეს. განრისხებულმა რომის მბრძანებელმა დიდი სურვილის მიუხედავად ვერ გაბედა ჩვენს წინაპართა მეფეზე თავდასხმა, სამშობლოში დაბრუნებულმა შური იმით იძია, რომ იბერიელთა მეფის მიერ საჩუქრად გაგზავნილი ტანსაცმელით გლადიატორები შემოსა, იმავდროულად დიდი პატივი მიაგო ამ რეგიონების სხვა მმართველებს, სომხეთის წარმომადგენლებს და მიდიის მეფეს.
ეს ისტორიული ცნობები კარგი ქართველის, საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული კაცის, ჭეშმარიტი მამულიშვილის, ბატონ სიმონ მასხარაშვილის წიგნში "მატიანე ქართველთა"-ში მოვიპოვე....
რუსეთთან შეერთებამ, სიმართლე უნდა ითქვას, კი გადაგვარჩინა მუსულმანთა შემოტევას, მაგრამ ქართველთა უტეხი, მეომრული სული დააძაბუნა. როგორც დიდმა ილიამ ბრძანა უხსენებლის მუცელში მოყიყინე ბაყაყებად გვაქცია ვაჟკაცთა მხარე. გავა დრო და უხსენებელი შითელ გველეშაპად გადაიქცევა, ნახევარ ევროპას გადაყლაპავს საქართველოს მსგავსად, "ბებერი ქალბატონი" ისევ უსიტყვოდ აიტანს ამ "სილის გაწვნას", როგორ ჩუმადაც ჩაბარეს ბოლშევიკებს ერთ დროს მათ გვერდიგვერდ ქრისტიანობისთვის საღვთო ომებში მებრძოლი ქვეყანა.
მოდის ასე ნანატრი წითელი გველეშაპის აღსასრულის დღე,  კიდევ ერთხელ ეძლევა საშუალება ქართველებს "მათი თავი მათვე ეყუდვნოდეს", თუმცა ეს სულაც  არ სურს "კეთილ მეზობელს", კიდევ ერთხელ თუ არ ვივარგეთ, ისევ დავიდებთ, ოღონდ სამუდამოდ მის მუცელში ბინას. ქვეყანა ცდილობს მარტო არ დარჩეს ამ უთანასწორო ბრძოლაში, სურს შეახსენოს მსოფლიოს, რომ ის არსებობს.... თავის გამორჩეულ შვილებს ავალებს ამ საქმეს....
რაგბის მოყვარულთ დღეს დიდი ზეიმი აქვთ, ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრები რუსეთის ნაკრებს ხვდება. გამარჯვებას მოწყურებულა ქართული სული.... სალაროებთან ბილეთების მსურველთა დიდი რიგი დგას, თითოეულ მათგანს ჯერა რომ დღეს მათი ნაკრები გაიმარჯვებს, ყოველ შემთხვევაში მოწინააღმდეგეს უბრძოლველად რომ არაფერს დაუთმობენ "ბორჯღალოსნები" ეს უეჭველია....
ორი შუა ხნის მამაკაცი დგას 6-7 წლის პატარა ბიჭთან ერთად სალაროებთან. ბიჭს საქართველოს დროშა აქვს მხრებზე მოხვეული.
-  ხომ გავიმარჯვებთ  -  კითხულობს პატარა ბიჭი.
-  აბა რას ვიზავთ - ღიმილით პასუხობს მამაკაცთაგან ერთ-ერთი და მოფერებით თმას უჩეჩავს.
-  რაგბში რამდენი კაცი თამაშობს მამა?  -  არ ცხრება ბიჭი, ეხლა მეორე მამაკაცს მიმართავს კითხვით.
- 15 კაცია მოედანზე როგორც მე ვიცი, ისე ჯობია ნათლიაშენს კითხო მაგი თამაშობდა ახალგაზრდობაში რაგბს...
-  სწორს ამბობს მამაშენი, 15 მოთამაშეა მინდორზე და მარქაფა დაღლილი მოთამაშეების გამოსაცვლელად..... რაგბის თამაში დიდ ენერგიას მოითხოვს განსაკუთრებით შერკინების ხაზისგან....
გუნდები მოედანზე გამოდიან, გავსებული სტადიონი ოვაციებით ეგებება სპორცმენებს. რაგბი, ეს ერთი შეხედვით უხეში და ძალისმიერი სპორტი, რაინდული ტრადიციებით და მოწინააღმდეგის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემით გამოირჩენვა, მიუხედავად იმისა რომ ჩხუბი მოედანზე არცთუ იშვიათი შემთხვევაა, თამაშის მერე ყველანაირი წყენა მოედანზევე რჩება და სპორტსმენები მხოლოდ მესამე ტაიმის მოლოდინში არიან, სუფრის მოლოდინში, სადაც მასპინძელი გუნდი სტუმარს უმანსპინძლდება. ყველამ იცის რომ სპორტი და პოლიტიკა არ შეიძლება ერთმანეთში აურიო, მაგრამ როგორ გინდა არ შეიმჩნიო როცა შენს ქვეყანას ღვთისგან ბოძებულს გესარჩლებიან, ერის ღირსებას ფეხქვეშ გითელავენ.....
ხუთჯერ დადეს იმ დღეს მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანზე ლელო ქართველმა "ბორჯღალოსნებმა" (ეს ძველ-ქართული, წარმართული, ძლიერების და ნაყოფიერების სიმბოლო, ქართველ რეგბისტთა ემბლემაა) ხუთჯერ აფეთქდა სტადიონი ქართველთ ყიჟინით, ხუთჯერ გულით გაახარა იქ შეკრებილი გულშემატკივრები რჩეულ ვაჟკაცთა შეკრულმა გუნდმა.
მოწინააღმდეგე ყველანაირად ცდილობს მატჩის გადარჩენას და დანებებას არ აპირებს. უშეღავათო ბრძოლა მიდის არენაზე, ორჯერ დალაშქრეს ქართველების ჩათვლის მოედანი სტუმრებმა, მაგრამ ამის მეტი ვეღარაფერი შესძლეს.
31-12 გაიმარჯვეს ქართველებმა. გულშემატკივარი ფეხზე ამდგარი, ოვაციებით აცილებს ნაკრებს.
-  ხო დედა ვუტირეთ  მარილიანი სიტყვით თავს იწონებს პატარა ბიჭი. მამამ და ნათლიან ღიმილით გადახედეს ერთმანეთს, არცერთ არ მოუბრუნდა ენა დაეტუქსა ბავშვი არაკორექტულობისათვის. სტადიონზე არ ცხრება ტაში და მისალმება, სპორცმენები ბოლოსდა ბოლოს ტოვებენ მინდორს.
-  დერეფანში არ გაატარეს?  -  გაკვირვებული ამბობს ბიჭის ნათლია, ყოფილმა რეგბისტმა იცის, როგორ უფრთხილდებიან რაგბის მესვეურები ტრადიციას. გამარჯვებული გუნდის მიერ დამარცხებულის საპატიო დერეფანში გატარება აუცილებელი რიტუალია.
მატჩის შემდგომ გამართულ პრესკომფერენციაზე ქართველ მორაგბეთა ფრანგმა მწვრთნელმა "ძლიერ" და "უხერხულ" მოწინააღმდეგედ შეაფასა რუსეთის ნაკრები და განაცხადა, რომ რაგბისტთა კარგმა, გუნდურმა თამაშმა და გუნდის "მეთექვსმეტე წევრის" ანუ გულშემატკივართა ენერგიულმა მხარდაჭერამ განაპირობა ნაკრების გამარჯვება. 
ნათლიასა და მამამისს შორის ჩამდგარი ბიჭი კმაყოფილი ბრუნდება სახლში, მისი სული ქართველების გამარჯვებით გამოწვეული სიხარულითაა სავსე.
- ქართველები ხომმაგრები ვართ? - ტონით, რომელიც არანაირად არ ითვალისწინებს ოდნავ ეჭვსაც კი, კითხულობს ბიჭი. მამაკაცები ეთანხმებიან.
-   ჩვენ ყველამ ერთად, რომ მოვინდომოთ, ხომ შეგვიძლია ყველაზე მაგარი ქვეყანა ვიყოთ.... აი შენ რომ მიყვებოდი - ბიჭი მამამისს მიმართავს - დავით აღმაშენებელზე, ჩვენს ყველაზე მაგარ მეფეზე? 
მამაკაცების მზერა ერთმანეთს ხვდება და თვითონაც არ იციან რომ ორივეს ერთი და იგივე აზრი მოსდით თავში.... იქნება მართლა ჭეშმარიტება ღაღადებსო ამ ბავშვის პირით.....


0 comments: