Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.
                                                                   სიკვდილთან   ჭიდილი.
         


      დღე იწყება ჩვეულებრივად, როგორც ყოველთვის....  დილით ამდგარს, როგორც წესი დედაჩემი ან ჩემი და ფეხზე მხვდება და საუზმეს მიმზადებს. შემდეგ ჩემი და ბავშვებს არიგებს სკოლაში, მათი მიხედვა მისი ნებაყოფილობითი ვალდებულებაა მისივე ინიციატივით თავიდანვე დამკვიდრებული. თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ჩემი მეუღლე და ის სანახევროდ ზრდიან ჩემს ბიჭებს. ჩემი დის მეტი არავის ყოფნის ოჯახში სიმტკიცე, ის რაც აუცილებელია, მათი სურვილისდა მიუხედავად გააკეთებინოს ჩემს ყაჩაღებს, თუ მეტისმეტად უძალიანდებიან და მე მომმართავს დახმარებისთვის, ყველაზე იოლ და ეფექტურ ხერხ მივმართავ ხოლმე, რამე ძვირფას საჩუქარს შევპირდები ხოლმე, ვიცი რომ ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის, მაგრამ ის ჭრის და ბიჭებიც უმალ თანხმდებიან, დარწმუნებულები არიან  -  თუ შევპირდი, პირობას აუცილებლად შევასრულებ, ალბათ ამიტომაც ჩემი და ყველანაირად ცდილობს თავი უჩემოდ გაართვას ბავშვებთან ურთიერთობის მოგვარებას და საშინლად ბრაზდება როდესაც ბიჭების მხარეზე ვდგები, მაშინაც როცა, რბილად რომ ვთქვათ მათი ქცევა გაკიცხვის ღირსია....  რა ვქნა, არ მიყვარს როდესაც ბავშვებს ერჩიან და ჩემი ღაჩაღები ამას მშვენივრად გრძნობენ და ყოვლად უსინდისოდ სარგებლობენ ამით. როგორი ანტიპედაგოგიურიც არ უნდა იყოს ჩემი საქციელი და როგორც არ უნდა გამიბრაზდეს ჩემი და ვიცი დიდხანს არ გაყვება წყენა მალე შემოვირიგებ, ჩვენ კარგი და-ძმობა გვაქვს.
შემდეგ მე მივდივარ ბანკში, ანუ ჩემს სამსახურში, სადაც მე დირექტორთა საბჭოს ვთავმჯდომარეობ. მე ნამდვილად კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრებით, მაქვს იმდენი ფული რომ თავისუფლად შემიძლია, წელიწადის ერთ თვეს დავისვენო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მყავდეს ძვირფასი მანქანა და ვიცხოვრო ჩემი სიამოვნებისთვის: თუმცა ამ უკანასკნელით ბოროტად არ ვსარგებლობ და ეგოიზმს ჩემში გასაქანს არ ვაძლევ...
ყოველთვის მაინტერესებდა აღმოსავლური კულტურა, ორთაბრძოლები და ლამაზი ქალები. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ლამაზი მეუღლე მყავს და თავს მასთან მშვენივრად ვგრძნობ, ეშხიან ქალს გულგრილად გვერდს ვერ ვუვლი, თუმცა იმდენი თავმოყვარეობა ნამდვილად გამაჩნია რომ ვიღაცის დასაცინი თავი არ გავიხადო, რაოდენ ეფექტური ქალიც არ უნდა შემხვდეს, როდესაც მატერიალურად მყარად დგახარ ფეხზე და დარწმუნებული ხარ საკუთარ შესაძლებლობებში, ეს ნაკლებად გეუქრება.
50 წლის იუბილე სულ ეხლახანს გადავიხადე, მესმის რომ ყმაწვილი კაცი აღარა ვარ, მაგრამ ასაკოვან ადამიანად თავს არანაირად არ ვგრძნობ, ჯანმრთელობას დიდ ყურადღებას ვაქცევ და ამისთვის დიდ ფულსაც ვხარჯავ.... როდესაც ძლიერი გაცივების და გამოჯანმრთელების შემდეგ, თავისუფლად სუნთქვასთან დაკავშირებით პრობლემები მაინც დამრჩა, ჩემს „სენსეის“, ვისთანაც კვირაში სამჯერ აღმოსავლური ორთაბრძოლების ხელოვნებას ვეუფლები ვთხოვე დახმარება....
-            ჩვენ ბევრი სპეციალური ვარჯიში გვაქვს დამუშავებული რომელიც სასუნთქი გზების გახსნას უწყობს ხელს, მაგრამ მე „ტაი-ძის“-ს სრული კურსის გავლას გირჩევდი, საბაზო ცოდნა ჩვენი მიმართულებების ერთი და იგივეა, სულ რამოდენიმე ილეთია რომელიც შენ გჭირდება. ჩემი მეგობარია ვისთანაც შენ რეკომენდაციას გაგიწევ, მაქსიმუმ ერთ კვირაში ყველაფერს შეგასწავლის  -  მირჩია დიდი ხნის ურთიერთობის შედეგად, ქართული მენტალობიდან გამომდინარე, უკვე მეგობრად „შერაცხულმა“ სენსეიმ.
ჩემი გამოცდილების და სტაჟის მქონე, ასე ვთქვათ სპორცმენს, ერთი კვირაც არ დამჭირდა იმ „კატების“ შესასწავლად რომლებიც იდეალურად „ალაგებდნენ“ სუნთქვით პროცესს. გადავწყვიტე ფორმის შესანარჩუნებლად, ერთი თვის განმავლობაში კუს ტბაზე, წიწვნარში მევარჯიშა, რაც ჩემმა ახალმა „სენსეიმაც“ მირჩია, მას შემდეგ რაც მისი დახმარება აღარ დამჭირდა. 
სავარჯიშოდ შესაფერის ადგილს პირველსავე ცდაზე მივაგენი, თითქოს იპეციალურად ჩემთვის გაემზადებინად პატარა მოედანივით, გზის პირზე... მხოლოდ ერთმა რამემ დამაფიქრა, ცნობისმოყვარეები ხომ არ შემიშლიან მეთქი ხელს, მაგრამ დროის იმ პერიოდში როდესაც მე ვარჯიშს ვაპირებდი, მოსიარულეებით გზა ატალახებული ნამდვილად ვერ იქნებოდა. ზუსტად ისე მოხდა როგორც მე მოველოდი, ერთადერთი ვისი ყურადღებაც მე მივიქციე, 20 წუთიდან ნახევარ საათამდე ინტერვალით წინ და უკან მოძრავი „საპატრულო“-ს მანქანა იყო.  
შუა ვარჯიშში ვიყავი როდესაც საპატრულო მანქანა ჩემი ავტომობილის უკან გაჩერდა. ახალგაზრდა პოლიციელის პრეტენზია ავტომანქანის სავალ გზაზე გაჩერების, დიალოგში შემოსვლის სურვილით უფრო იყო ნაკარნახევი, ვიდრე აბსოლიტურად კანონიერი მოთხოვნის გახმოვანების ავტომობილის სავალი გზიდან გადაყენების.
-            რას ვარჯიშობთ  - ბავშვური ინტერესით მეკითხება ახალგაზრდა პოლიციელი.
-            ეს აღმოსავლური ორთაბრძოლების ერთ-ერთი მიმართულებაა  -  ვპასუხობ მე და მანქანისკენ მივემართები რათა პოლიციელს საბუთები წარვუდგინო.
-            არ არის საჭირო  -  შეცბუნებული იშორებს გაწვდილ საბუთებს ახალგაზრდა კაცი  -  უბრალოდ პირდაპირ გზაზე ნუ დააყენებთ, ტერიტორიის შიგნით შეაყენეთ ხოლმე მანქანა.
იმ შემთხვევის შემდეგ არასოდეს შევუწუხებივარ მეტი ბიჭებს, სვლას სეანელებდნენ და ისე ჩამივლიდნენ ხოლმე, თან დარწნუნებული ვარ მჭორავდნენ... მოკლედ ცოტა ხანში ჩვეული ფორმა სრულად აღვიდგინე.
ბანკიდან დაბრუნებულს სახლში სანატრელი სტუმრები დამხვდნენ, კარგად მოვილხინეთ და ღვინოც კარგა ბლომად დავლიე, უფრო გავბრაზდი ვიდრე გამიკვირდა, რომ მეორე დღეს თითქოს მივიწყებულმა, თავისუფლად სუნთქვის პრობლემამ ისევ რომ შემახსენა თავი. გადავწყვიტე „დილის ვარჯიშები“ კუს ტბაზე დაუყონებლივ გამეახლებინა.
დილის 5 საათზე ჩვეულებრივ მივადექი ჩემს „მონიშნულ“ ადგილს. საკუთარ თავზე გაბრაზებულმა თავდაუზოგავად, გაორმაგებული ენერგიით ვივარჯიშე. ორი საათის შემდეგ, გაოფლიანებულმა ის იყო ვარჯიში შევწყვიტე, პულსი და სუნთქვა ჩვეულ რიტმში დაბრუნდა, რომ გულის საშინელი ტკივილი ვიგრძენი, თავიდან ბოლომდე მონაცისფრო-მოლურჯო ბურუსში ჩავიძირე.....
უცხო სახლში ვარ. საოცრად სასიამოვნო შეგრძნება არ მცილდება, თუმცა რითაა ეს შეგრძნება გამოწვეული ვერ ვხვდები. ჩემს წინ გასაოცარი სილამაზის ქალი ზის, ოდნავ განზე გაზიდული მწვანე თვალებით, თხელი ნატიფი ცხვირით, ბუთქუნა კოხტა ტუჩებით, ფანტასტიკურად აწყობილ ტანზე, საოცრად ეფექტური, ოქროსფერი გამოსასვლელი კაბა აცვია, მაღალი საყელო კიდევ უფრო ხაზს უსვავს მაღალ კისერს, ღრმად ამოჭრილ დეკოლტეში ქათქათა კანი და მკვრივი კოხტა მკერდი მოსჩანს.
ქალი მესალმება და ფეხს ფეხზე იდებს, კაბის ჭრილიდან მთელი თავისი სილამაზით სჩანს ქალის გრძელი ჩამოთლილი ფეხები, შავი წინდების ბოლოს და მაქმანიან თეთრეულს შორის თეთრ ზოლად სჩანს ქალის სხეული, მონუსხულივით უყურებ, თვალს ვერ ვწყვიტავ....
-            მოგწონვარ?  -  მეკითხება ქალი.
-            ძალიან!  -  არ ვმალავ ჩემს აღტაცებას, რა აზრი აქვს დამალვას როდესაც ყველაფერი ნათელია  -  შენ რა გქვია?
-            რა გინდა რომ მერქვას?  -  ღიმილით მპასუხობს  -  მე მილიონი სახელი მაქვს კიდევ უფრო მეტი სახე, გინდა უცბად შევიცვალო?
ვაპროტესტებ ხელებით, თავით, ყველაფრით...
-            კარგი  - საკუთარ სილამაზეში დარწმუნებული ქალისთვის დამახასიათებელი ჭირვეულობით დამთანხმდა  -  მაშინ დეკორაციას შევცვლი თორემ ერთი და იგივე უკვე მომბეზრდა....
ეხლა შუა საუკუნეების სასახლის უზარმაზარ დარბაზში, აგუზგუზებული ბუხრის წინ ვზივართ, ქალი თვალმარგალითით გაწყობილ თეთრ კაბაშია გამოწყობილი.
-            მოდი ჩემთან  -  იმედის მომცემი ხმით მეძახის ქალი. სანამ მასთან მივალ, კიდევ ერთხელ იცვლება ინტერიერი. ჩვენ თანამედროვე დიზაინით გაწყობილ ოთახში, ტახტზე ვზივართ. ქალს მოკლე ქვედაბოლო და თხელი თითქმის გამჭვირვალე მაისური აცვია, ჩემი ხელები ქალს მუხლებზე ულაგია, ძალიან ნაზად ჯერ ყურის ბიბილოზე, შემდეგ კისერში მკოცნის, ჩემი ხელები მოძრაობაში მოდიან და იმ სასურველი ადგილისკენ მიძვრებიან სადაც ფეხები ტანს უერთდეა. ქალის ტუცები ჩემს ტუჩებს ეძებს, ულამაზესი ქალი მეფერება მეტი თითქოს რა უნდა მინდოდეს, მაგრამ რაღაცა ხელს მიშლის ეს სიამოვნება სრულად შევიგრძნო და უცბად ვხვდები ამის მიზეზს.
-            რატომ ხარ ასეთი?  -  ვეკითხები.
მომეჩვენა თუ მართლა გაიელვა მის თვალებში რისხვის ნაპერწკალმა...
-            შენ სწორედ მიხვდი, ეს ერთადერთი ჩემი ნაკლია. სამაგიეროდ მე სხვა უამრავი ღირსებები მაქვს, მე შენი ყველა სურვილის შესრულება შემიძლია, შენგან კი მარტო ჩემთან ყოფნას ვთხოულობ, აღარ გინდივარ?
-            მინდიხარ  -  დარწმუნებით ვპასუხობ და ქალის ტუჩები ისევ ჩემს ტუჩებს ეძებს...
რაღაცა ხდება, თითქოს ბურუსი ნელ-ნელა ქრება, ქალის სახემ ფორმა დაკარგა, თუმცა ვიღაცა სახეზე როგორ მკოცნის ისევ ვგრძნობ....  რა თბილი ტუჩები ქონია  -  ვფიქრობ და ლოყაზე დაცემულ წყლის წვეთებს ცოტა ხნით გრძნობაზე მოვყავარ....  პირველს რასაც ვხედავ ეს პალატის თეთრი ჭერია და შემდეგ უკვე ჩემი მეუღლის ცრემლიან თვალებს, აი ვისი ტუჩები ყოფილა ასეთი თბილი.
-            თემური მოდი, მოვიდა გრძნობაზე  -  ეს სიტყვები პირველია და ამავდროულად ბოლოც....  ისევ მეუფლება ის სასიამოვნო შეგრძნება და ისევ ვიძირები ბურუსში....
-            სად გამექეცი?  -  მსაყვედურობს პენუარში გამოწყობილი ქალი, დიდ საწოლ ოთახში, ძველებური უზარმაზარი საწოლი აბრეშუმის თეთრეულითაა გაგებული, ჰაერივით მსუბუქ და შესაბამისად გამჭვირვალე პენუარს შიგნით ქალს არაფერი არ აცვია, თვალებით ვჭამ ქალის უნაკლო სხეულს, ეს უკანასკნელი მშვენივრად გრძნობს ამას და სიამოვნებას არ მალავს, ხელს მკიდებს და ლოგინისაკენ მივყავარ. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ქალი ჩემს ფიქრებს კითხულობს....
-            თუ ასე მოგწონვარ რატომ მიდიხარ ჩემგან? მე შენ მაგრად ჩაგიკრავ გულში და ძალიან ბევრს, ძალიან დიდხანს, მოგეფერები ისე როგორც არავინ მოგფერებია. არავინ და არასოდეს, ჩემს მეტი არავინ იქნება შენს გვერდით, ასეთია ჩემი პირობა  -  არ ცხრება ქალი.
-            რომ მომბეზრდეს შენთან ყოფნა და სადმე სხვაგან მომინდეს გასეირნება  -  უცოდველი კრავის სახით ვკითხულობ მე. ქალი იღიმება, მაგრამ ყოველთვის ის იღიმება, მეფერება, თუ სიყვარულს მეფიცება სიცივის შეგრძნება არ მტოვებს, მეჩვენება თუ მართლა აღარ არის ის დარწმუნებული საკუთარ თავში როგორც ეს დასაწყისში იყო....
-            ვისაც ჩემთან უნდა ყოფნა, ის სამუდამოდ აქ რჩება  -  ქალის კატეგორიულობა ჩემში უკვე შიშს ბადებს, ის ამას ხვდება და ალერსით და მოფერებით ცდილობს გააქროს ეს შეგრძნება, მეც არ ვუძალიანდები, ვყვები მის ნებას....  აი თითქოს ის სასურველი სითბოც ვიგრძენი, მაგრამ რატომ აქვს ლამაზმანს ასეთი გაცოფებული სახის გამომეტყველება, გველნაკბენივით მშორდება და რისხვით უელავს თვალები....  ისევ ქრება ის სასიამოვნო შეგრძნება და იკარგება ბურუსი, რაღაცა ძალიან ნაზის და ჩემი მახსოვრობისთვის ძალიან ძვირფასის შეხებას ვგრძნობ.... გამახსენდა ეს ხომ ჩემი ბიჭების ლოყებია. მარცხენა მხარეს ნაზი და ფუმფულა ლოყა მედება სახეზე, ეს ჩემი უნცროსი მეხუტება, ჩემს უფროს ერთ ადგილას კანი ოდნავ გაუხეშებული აქვს, ეს ინფექციის შედეგია რომელსაც წლებია ვებრძვით, მარჯვენა მხრიდან მოდებული ეს სახის კანი მილიონში არ შემეშლება....
ის საიამოვნო შეგრძნება და მონაცრისფრო-მოლურჯო ბურუსი საბოლოოდ ქრება, თითქოს უამრავ ნემს ერთდროულად მჩხვლეტენ მთელს სხეულში. ისევ ვხედავ პალატის თეთრ ჭერს და თავზე დამდგარ, მეუღლის გახარებულ სახეს. ბიჭების ყიჟინა მამამ გაიღვიძაო მთელ საავადმყოფოს თუ არა ჩემს სართულს ნამდვილად ფეხზე აყენებს....
-            შენ რას დასეირნობ აქეთ-იქით, რომ მიდიხარ სად მიდიხარ? ამ ანგელოზივით ცოლ-შვილს ვის უტოვებ?  -  „მსაყვედურობს“ თემური, ჩემი მამიდაშვილი, თბილისში ერთ-ერთი ცნობილი საავადმყოფოს განყოფილების გამგე, უეჭეველი ამჯერად მე მის საავადმყოფოში, მისი უშუალო ზედამხედველობის ქვეშ ვიმყოფები, მისი და, მარტო ჩემთვის კი არა მთელი სანათესავოსთვის საყვარელი „ნანჩოც“ დარწმუნებული ვარ  სადმე აქვე, ჩემს ახლო-მახლოა....         


P.S     როგორც შემდეგ ექიმებმა მითხრეს, ორჯერ გადავრცენილვარ უეჭველ სიკვდილს, პირველად როდესაც, ინფარქტმა დამარტყა და ადგილზე დამაგდო, პატრულის ბიჭებს დროზე არ შევენიშნეთ და არ მივეყვანეთ საავადმყოფოში ვერაფერი გადამარჩენდა და მეორედ როდესაც მცირე გაჟონვა მოხდა ტვინში რომელსაც ორგანიზმი სხვის ჩაურევლად თვითონვე, უსწრაფესად მოერია. ამჯერად კარგ ფორმაში ვარ, თუმცა ყოველგვარ დატვირთვას დიდი სიფრთხილით ვეკიდები, არ მინდა დავიჯერო, მაგრამ წლებს ეტყობა მაინც თავისი მიაქვს.....                                              

0 comments: