Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.
ხელმოცარული

მეორე თავი
კვე საღამო ხანი იყო როდესაც ბიჭები საქმეებს მორჩნენ, დაღლილ-დაქანცულმა, მამუკამ და თემურიმ სახლში შემოსვლისთანვე, პირდაპირ თავ-თავის ლოგინებისაკენ აიღეს გეზი, ირაკლიმ თბილისში გადწყვიტა წამოსვლა, გულს ეთანაღრებოდა მთელი ორი დღით ოჯახის უპატრონოდ დატოვება. მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილი ნივა „პატიოსნად“ დაიქოქა, რამაც საჭესთან მჯდომი ირაკლი დიდად გაახარა, თუმცა სასიამოვნო  შეგრძნება დიდხანს არ გაგრძელებულა, როგორც კი ტრასაზე აღმოჩნდნენ მანქანამ ერთი დააცემინა და ჩაქრა. ირაკლიმ იმდენი აწვალა სტარტერი, სანამ აკუმულიატორი საბოლოოდ არ დააჯინა, ერთადერთი რაშიც ამ უკანასკნელს გაუმართლა, დაღმართზე გაჩერებული მანქანის გზის პირზე მიგორება არ გასჭირვებია. 
პერსპექტივა რომელიც ირაკლის წინაშე გადაიშალა სანუგეშოს ნამდვილად ვერ დაარქმევდი. ტრასაზე მოძრაობა ნაკლებად იყო და კარგა ხნის ლოდინის შემდეგ რამე მანქანა თუ გამოჩნდებოდა, ისიც ისეთი სისწრაფით მოძრაობდა რომ მისი გაჩერების ალბათობა ძალიან მცირე იყო.
როდესაც ტრასაზე სწრაფად მოძრავი, სავარაუდოდ ჯიპი გამოჩნდა, ირაკლის ხელი არც კი აუწევია, იმდენად დარწმუნებული იყო რომ მძღოლი არ გააჩერებდა. ჩქარა მოძრავი მანქანის საშინელი დამუხრუჭების ხმა გაისმა, დიდი ვერცხლისფერი „ტოიოტა“–ს ჯიპი ინერციით ცხვირით ირაკლისკენ შემოტრიალდა და სადღაც 20-30 მეტრაში გაჩერდა. ირაკლი ჩქარი ნაბიჯებით მიუახლოვდა მანქანას, როდესაც ჩამოწეულ ფანჯარაში, მძღოლის ადგილას მშვენიერი მანდილოსანი აღმოაჩინა ოდნავ შეცბა. ლამაზმა ქალმა, კაცის ეს უნებლიე რეაქცია რატომღაც იმედგაცრუებად მიიღო:
- ფიქრობთ რომ ვერ დაგეხმარებით? - საკმაოდ აგრესიულად მიმართა ირაკლის.
- თქვენ ჩემი ნანატრი იმედი ხართ, სხვა თუ არაფერი თბილისამდე მაინც ჩამიყვანთ და შუა გზაში არ დამტოვებთ - ღიმილით მიმართა ირაკლიმ ქალს.
- ბატონო ირაკლი მეზარება ეხლა ხელების დასვრა თორემ იქნებ გამეცოცხლებინა კიდეც თქვენი „რაში“. უკეთესს შემოგთავაზებთ, ჩემთან სამსახურში დავრეკავ, მოვა ევაკუატორი, მანქანას წაიყვანს, ჩემთან სამსახურში გააკეთებენ და სახლში მოგიყვანენ, მე კიდევ თქვენ მიგიყვანთ სახლში.
- დიდი მადლობა, მაგრამ მე ვე ვხვდები რითი დავიმსახურე თქვენი ასეთი პატივისცემა, ან ჩემი სახელი საიდან იცით?....
ქალმა მომღიმარე სახე მისკენ შემოატრიალა - მე მართალია ცოტა უფრო ახალგაზრდა მახსოვხართ, მაგრამ მაინცდამაინც არ შეცვლილხართ. თქვენ ქორწილზე 11 წლის პატარა გოგოც იყო რომელსაც ისე მოეწონეთ რომ არც ჯვრის წერისას და არც ქორწილზე გვერდიდან არ მოგშორებიათ. თქვენმა მეუღლემ შეურაცყოფილადაც კი იგრძნო თავი და პატარა სკანდალიც უცებ გამოცხვა. თბილისელ ჭორიკნებს მეტი რა უნდოდათ? საქართველოს უმაღლესი რანგის ჩინოვნიკის შვილიშვილი ისეთი თავხედი და გაუზრდელი ბავშვი აღმოჩნდა რომ კინაღამ ქორწილი ჩაშალა....
თუმცა უნდა გამოგიტყდეთ, მაშინ ეს რომ მართლა მომხდარიყო, ჩემზე ბედნიერი ადამიანი იმ წუთას დედამიწის ზურგზე არავინ იქნებოდა....
- თეა! თიკუნა!!! - სიხარული არ დაუმალავს ირაკლის, თვითონაც გაახსენდა, ქერათმიანი, ბარბის თოჯინასავით მშვენიერი პატარა გოგონა, რომელიც მისდამი აღფრთოვანებას არ მალავდა და პატარა ლეკვივით გვერდიდან არ შორდებოდა, ქორწილის სუფრაზე კი ნეფე-პტარძალს შორის მოინდომა ჩაჯდომა რასაც უკვე ისედაც გაღიზიანებული დედოფლის პროტესტი მოყვა. ერთადერთი ადამიანი ვინც გაბედა და რესპუბლიკაში უმაღლესი ხელისუფლების პირველი პირის შვილიშვილს, საკმაოდ მკაცრი შენიშვნა მისცა, ბაბუამისი იყო.
მშვენივრად გამოიყურები, ჩემო კარგო, პატარა, საყვარელი გოგოსაგან, ულამაზესი ქალბატონი დამდგარა. დარწმუნებული ვარ მამაკაცები ალბათ ბუზებივით გეხვევიან ....
- მათი მხრიდან უყურადღებობას ნამდვილად არ უჩივი, თუმცა, ჩემმა ორმა, უკვე ყოფილმა  ქმარმა მათდამი ინტერესი ცოტა არ იყოს გამინელეს...
- შენნაირ ქალს რომელი ნორმალური კაცი შეელია? - გულწრფელ გაკვირვებას ვერ მალავს ირაკლი.
- ალბათ ზუსტად ისე როგორც შენ შეელიე შენს მეუღლეს, მე და შენი ცოლყოფილი ერთმანეთს ვიცნობთ, საერთო მეგობრებიც გვყავს, თუმცა ერთმანეთი ძალიან გვიყვარსთქო რომ გითხრა მოგატყვილებ...
სულ ჩემზე ვლაპარაკობთ, ეხლა შენზე მომიყევი რამე, როგორა ხარ, რას საქმიანობ, ჩემამდე ხმები მოვიდა ბიზნესი წაართვესო, მართალია? - კითხულობს თეა.
- გარკვეულ წილად მართალია, ღვინის ქარხანა თავისი ზვრებით წამართვეს და მის სანაცვლოდ სოფელში მიტოვებული სახლ-კარი მომცეს, თუმცა ეს ძალით „შეტენილი“ უძრავი ქონება (ბოდიშს მოვიხდი გამოთქმისთვის)  ჩემი ახალი ბიზნესისთვის ლოკომოტივი გამოდგა ...
- ეგ როგორ? -გაუგებრობის ნიშნად ქალი მხრებს იჩეჩავს
- სოფლის კოლმეურეობის აუღიარებელი თავჯდომარე ვარ, ოღონდ ეს მეურნეობა კერძო კაპიტალის საწყისებზეა შექმნილი, ჩემი სახლი კი კოლმეურნეობის კანტორის ფუნქციასაც ასრულებს შეთავსებით - სიტყვებით რომელშიც სიტუაციაში გაუთვითცნობიერებული ადამიანისთვის ძნელი გასაგებია სადაა  სიმართლე და სად ირონია პასუხობს ირაკლი.
- მეგონა კოლმეურნეობების დრო წავიდა მეთქი, ეს რაღაც ახალია, სიამოვნებით ვნახავდი ახლოდან ....
ირაკლი მექალთანედ თავს არ თვლიდა, მაგრამ არც იმდენად მიუხვედრელი მამაკაცი იყო რომ მშვენიერი ქალის ასეთი „თამამი“ შეთავაზება უპასუხოდ დაეტოვებინა.
- როდესაც კი ისურვებ სიამოვნეით გაგიწევ მეგზურობას - ირაკლის თავაზიანობას საზღვარი არა აქვს. კაცს მისდაუნებურად გაურბის თვალი თეას მოშიშვლებული მუხლებისაკენ, თეას ეს მხედველობიდან არ ეპარება, საკუთარ მომხიბვლელობაში დარწმუნებული ქალის ღიმილი წამით ისადგურებს მის სახეზე.
საუბარში გართულები ვერც კი გრძნობენ გზას და დროს, აშკარაა რომ ამ ადამიანებს სიამოვნებს ერთმანეთთან ურთიერთობა, ირკლის სახლთნ მისულები, გამომშვიდებობამდე თანხმდებიან ორ დღეში ერთმანეთთან შეხვედრაზე და ტელეფონების ნომრებს ცვლიან.
ირაკლის ცოლყოფილი სახლში ხვდება, კაცი კარგ ხასიათზე თუმცა დაღლილი, ამიტომ პირდაპირ საწოლი ოთახისკენ მიდის, პირველ რიგში უნდა გამოიძინოს და ამავდროულად მოსალოდნელი კომფლიქტი თავიდან აიცილოს.
დილას გვიან ამდგარი ირაკლის მოლოდინი მართლდება და სიმშვიდის ქრონიკული დამრღვევი, სიდედრის ბინაში გამგზავრებული ხვდება. ცხოვრებით კმაყოფილმა სოფომ ახალი ამბავი აცნობა მამას, სახლთან ახლოს გახანგრძლივებული კერძო სკოლის არსებობის შესახებ სადაც ნინუცას შეყვანას აპირებს და ფული რა თქმა უნდა ირაკლიმ უნდა გადაიხადოს, ეს უკანასკნელი თანხდება. ეზოში ჩასული ბიჭი შინაურების გასაკვირად ფხიზელი ამოდის სახლში და გაოცებული აწვდის მამამისს მანქანის გასაღებს:
- მამა, ვიღაცა კაცმა მოიყვანა ჩვენი მანქანა, როდესაც ვკითხე ჩვენი „ნივა“-ს საჭესთან შენ რა გინდა მეთქი, მაქანის გასაღები მომაწოდა და მითხრა მამაშენს გადაეცი ყველაფერი წესრიგშიაო. იქნებ ამიხსნა ეს რას ნიშნავს?
- არაფერს ისეთს, გზაში მანქანა გამიფუჭდა, ერთი ღვთსნიერი ადამიანი გამოჩნდა, ძველი ნაცნობი, ვინც მე სახლში მომიყვანა, მანქანა გააკეთებინა და სახლში მომართვა....
- მოიცა ეს ყველაფერი გააკეთა ისე რომ ფული არ გამოურთმევია? - ეჭვიანად კითხულობს შალვა
- არცერთი თეთრი - სიამაყის გრძნობით პასუხობს ირაკლი.
- ნამდვილად არ მეგონა ივანიშვილის გარდა, მსგავსი ადამიანი საქართველოში თუ კიდევ დადიოდა და იმანაც ბოლომდე ვერ გაუძლო ცთუნებას და პრეზიდენტობა მოინდომა - ცივი წყალი გადაასხა მთელ ქართველობას ბიჭმა.
- მსგავსი სურვილები შეიძლება სხვებსაც ქონდეთ, მაგრამ თუ დახმარების შესაძლებლობა არა აქვს, სურვილი სურვილად დარჩება...
- ეს რაზე ამბობ მამა, დახმარებაზე თუ პრეზიდენტობაზე?
- პრეზიდენტობაზე ყველა თუ არა, ყოველი მეორე დაგთანხმდება განურჩევლად სწავლის ხარისხისა და ინტელექტის განვითარებისა. მე დახმარებაზე გელაპარაკები
- ვერ დაგეთანხმები მამა, მე რასაც ვატყობ რაც უფრო მეტი აქვთ ამ ხალხს შესაძლებლობა, მით უფრო წუწურაქები ხდებიან, მით უფრო მეტი ფული უნდათ და მით უფრო გულგრილნი ხდებიან სხვისი პრობლემის მიმართ, რომ არ იცნობდე და არ ეტყობოდეთ რა ფულის პატრონები არიან, იფიქრებდი სახლში ბავშვები ალბათ მშივრები უკვდებათო. რამდენსაც გინდა იმდენ მაგალითს მოგიყვან მარტო ჩემს სამეგობროში - შალვა უკან არ იხევს.
დღის მეორე ნახევარი უკვე დაწყებული იყო როდესაც თეამ დარეკა და ირაკლის შეხვედრაზე შეუთანხმდა.
უკვე ბინდდებოდა როდესაც თეამ სახლის წინ სწორ ადგილზე შეაყენა მანქანა, ირაკლიმ ვახშმის გასამზადებლად შეძენილი სურსათი მანქანიდან გადმოიღო და სახლში შეიტანა. სახლიდან გამოსულმა მასპინძელმა თეა მოიძია, ქალი მდინარის პირას ჩასულიყო.
- ძალიან ლამაზი ადგილია, ნამდვილად არ წაგიგია მისი შეძენით - მიმართა სტუმარმა ირაკლის.
- მეც მასე ვფიქრობ, საოცარი ადგილია, სულ სხვა მხრიდან დამანახა საკუთარი თავი, მაპატიე, ალბათ გაუგებრად ვლაპარაკობ ....
- არა რატო, მეც განმიცდია მსგავსი რამ, მიუხედავად ჩემი მშობლების სურვილისა საღვარგარეთ მესწავლა, ჩვენი პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე მანქანათმშენებლობის ფაქულტეტი, თუმცა სტაჟირებაზე მამაჩემმა იაპონიაში ტოიოტას ქარხანაში გამიშვა. საოცარი ქვეყანაა და შესანიშნავი ხალხი, მათი დამოკიდებულება თავის საქმისადმი ფანატიზმის ზღვარზეა. მე ძალიან მიყვარს ავტომობილი და ვერკვევი კიდეც მათში. ხშირად დამიჭერია ხოლმე საკუთარი თავი იმაში რომ როდესაც საქმე ჩემს ბიზნესს ეხება ზუსტად ისე ვაზროვნებ როგორც ისინი. იაპონიაში გატარებულმა ოთხმა წელმა ჩამოაყალიბა ჩემში საქმიანი ქალი ....
- წამოდი სახლში შევიდეთ, რამე გემრიელს გავამზადებ - შესთავაზა ირაკლიმ ქალს.
ირაკლი და თეა კიბეებბზე ადიოდნენ როდესაც მამუკა და თემური სახლს მოადგნენ, ბიჭები ისეთ დაღლილები იყვნენ თეასთვის წესიერად არც კი შეუხედავთ, საერთო სალამი თქვეს და სასოფლო-სამეურნეო იარაღები შენობის კუთხეში მიყარეს.
მამაკაცების ყურადღებით განებივრებულმა ქალმა იუკადრისა ბიჭების მსგავსი საქციელი...
- ესენი შენი მუშები არიან? - განგებ ხმამაღლა, ამ უკანასკელების გასაგებად, აგდებული  ტონით იკითხა.
ირაკლის შეცბა, თემური არ იტყოდა არაფერს, მანდილოსნის მოერიდებოდა მაგრამ მამუკას ფიცხი ხასიათიდან გამომდინარე უპატივცემულობას უპასუხოდ არ დატოვებდა და არც შემცდარა:
- კი ქალბატონო, ნამდვილად მუშები ვართ და მუშაობის არც არასოდეს შემრცხვენია თქვენისთანებისაგან განსხვავებით - ასეთივე უკმეხ ტონში გასცა პასუხი მამუკამ ქალს.
- მაპატიეთ, მაგრამ რას ნიშნავს თქვენისთანებისგან განსხვავებით - წარბი შეკრა თეამ.
- ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ რომ არ ვიყოთ, თქვენი წრის ანუ როგორც თქვენ საკუთარ თავს ეძახით „ელიტის“ წარმომადგენლები შიმშილისგან და სიცივისგან დაიხოცებოდით, კედელზე ლურსმანს ვერ მიაჭედებდით, თქვენ მარტო ზემოდან ყურება და ხალხით მანიპულირება გეხერხებათ... თუ მუშა ან ხელოსანი დაიქირავეთ ვირივით აშრომებთ და იმ ორ თეთრსაც რასაც არაადამიანურ შრომაში მისცემთ იმასაც დააყვედრებთ…
- კი მაგრამ რატო გაქვთ ასეთი ცუდი წარმოდგენა ჩემზე, თქვენ ხომ მე არ მიცნობთ? - ქალი უკვე ტირილის პირზეა.
- მაპატიე თეა, ეს გაუგებრობა ემი ბრალ - უსიამოვნების ჩაფარცხვას შეეცადა ირაკლი - დროზე უნდა გამეცნო ისინი შენთვის და არაფერიც არ მოხდებოდა, ესენი ჩემი კომპანიონები და ამასთან ერთად ბავშვობის მეგობრები არიან...
თეა, მახსოვს სულ პატარა გოგონა რომ იყო იქიდან .... ჩვენი პაპები მეგობრები იყვნენ - სტუმარს აცნობს ირაკლი ბიჭებს.
- მაპატიეთ ქალბატონო, თქვენი წყენინება ნამდვილად არ მინდოდა, ბუნებით ფიცხი  ვარ, მეგრული სისხლი თავისას შვება, თანაც ეტყობა ძალიან გადავიღალე....
- მე წავალ ირაკლი, კარგი? - თხოვს ქალი მასპინძელს და მამუკას ბოდიშს უპსუხოდ ტოვებს.
- მე გთხოვთ ძალიან დარჩეთ და ჩემი შეცდომის გამოსწორების საშუალება მომცეთ, ძალიან მინდა რომ შევრიგდეთ, თქვენ გააგრძელეთ თქვენი მეგობრის მამულების დათვალიერება, მე და თემური იქამდე სუფრას გაგიწყობთ.
- არ გინდათ ფეხზე ძლივს დგახართ, მე გავაწყობ სუფრას - მეგობრის გადარწმუნებას ცდილობს ირაკლი.
- არა, არავითარ შეთმხვევაში, ძალიან გთხოვთ ირაკლი, მომეცი საშუალება ჩემი დანაშაული გამოვისყიდო  - ისეთი „საწყლად“ ითხოვს მამუკა ქვის გული უნდა ქონდეს ადამიანს რომ არ თანაუგრძნოს.
- კარგით, რახან ასე მთხოვთ დავრჩები ერთი პირობით, საჭმელს მამუკა მოამზადებს, მე გავაწყობ ....
- შენ გაგახარებს ღმერთი - ლოცავს ქალს თავისი სიფიცხის გამო საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი მამუკა.
შვენიერი სუფრა გაიშალა და გემრიელადაც მოულხინეს, როდესაც თეას სიმღერას მეორე ხმა შესანიშნავად შეუწყო მამუკამ, თემომ კი თავისი ბანით ქართული მრავალხმიანობა მთლიანად შეავსო, ბიჭებმა საბოლოოდ და შეუბრუნებლად დაიმსახურეს სტუმრის კეთილგანწყობა.
- და მაინც ... რატომ გაქვს მამუკა ჩვენ ელიტაზე ასეთი ცუდი წარმოდგენა? - თეა აღარ ერიდება უხერხულ შეითხვას.
- გეტყვი ერთი პირობით, თუ საკუთარ თავზე არ მიიღებ ჩემს სიტყვებს - თავს „იზღვევს“ მამუკა.
- კარგი, შევთანხმდით - პირობას აძლევს თეა.
- ჩვენ ქართველები ამბიციური ხალხი ვართ, ჯერ კიდევ როდის თქვეს ჩვენზე, ქართველების დამონება შეუძლებელია, მეფე ცხოვრობსო თითეულ მათგანშიო, თუმცა ხასიათის ეს თვისება ყოველთვის ვერ გვშველოდა რიცხობრივად ჩვენზე გაცილებით მეტ მტერთან ბრძოლაში, ქართვლები იძულებულები ხდებოდნენ ეძებათ მოკავშირეები და ზუსტად აქ იჩენდა ხოლმე თავს ჩვენი „ძვირფასი ელიტის“ ეს ხასიათი, უკვე ეს „ეგრეთწოდებული“ მეკავირეები ძალიან მალე ხდებოდნენ რეალური მმართველები და იწყებოდა ყოველგვარ მორალს მოკლებლი, ამბიცირი ხალხის სწრაფვა საკუთარი კეთილდღეობისაკენ. თავიდან ამის მაგალითს ჩვენი, ტახტს მოწყურებული მემკვიდრეები გვაძლევდნენ, ხან ბიზატიელებს ურიგებდნენ ულამაზეს ქართველ ქალებს, ხანაც სპარსული ჩალმებით იმშვენებდნენ თავს, შემდეგ უვე რუსული ეპილოტების და ხიფთანის ჯერი დადგა, მაგრამ ყველაზე საზიზღარი ფორმა ამ ხასიათმა მაშინ მიიღო როდესაც უზარმაზარ ყოფილი რუსეთის იმპერიის მმართველი  ის უბრალო, დაბალი ფენიდან წამოსული კაცის შვილი გახდა, ვინც მეზობელი ქვეყნის გეო-პოლიტიკურ ამბიციას სამშობლოს თავისუფლება ანაცვალა. ადრე თუ ერის ყოფნა-არყოფნაზე იყო საუბარი, დღევანდელ მსოფლიოში, ტელე-კომუნიკაციური თუ პოლიტ-ტექნიკური ტექნოლოგიების განვითარებამ   გლობალიზაცია შეუქცევადი გახადა, შესაბამისად გაიზარდა ქვეყნებს შორის ურთიერთობის დარეგულირების საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელობა და აგრეთვე უფლებები, პირობითად დავარქვათ „მცირე ერების“ უსაფრთხოება მათ საკუთარ თავზე აიღეს, აქედან გამომდინარე ქართული ხასიათის ამბიციურობა სრულიად საშინელ, საზიზღარ ფორმად ჩამოყალიბდა, სულ იმის მცდელობაში ვართ დავამტკიცოთ რომ  ჩვენ ჩვენს გვერდით მდგომზე მაღლა ვდგავართ, დღევანდელ სინამდვილეში ამ უპირატესობის გამომხატველი როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს, განვითარებული, განათლებული, შემოქმედი ადამინისთვის, ეს ფულია. „ახალმა“ ქართველებმა ზუსტად მიაგნეს იმ მეთოდს რითაც თავი უნდა დაიმკვიდრო დღევანდელ ცხოვრებაში და ამისთვის არათუ ძმაკაცს და ახლობელს, ზოგიერთი მათგანი საკუთარი ოჯახის წევრებსაც არ დაინდობს, სულსაც გაყიდიან, ოღონდ თავისი უპირატესობა იგრძნონ და ეს ამბიცია დაიკმაყოფილონ. 
კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად კატეგორიულად ვაცხადებ, რომ არცერთი სიტყვა ჩემი ნათქვამიდან შენ არანაირად, არანაირი კუთხით არ გეხება ....
- ხედავთ როგორ შეგიშინეთ ძმაკაცი? - იცინის თეა და მამუკასაც გულზე ეშვება - და მაინც ... ისტორიის დიდი მცოდნე არა ვარ, მე მანქანებზე გაცილებით უფრო მეტი ვიცი მაგრამ ყოფილან ისეთი, როგორც თქვენ ამბობთ „ჩალმიანი“ მეფეები, ვისაც საქართველოს კეთილდღეობისთვის ადამიანისთვის ყელაზე ძვირფასი, სიცოცხლე შეუწირია. თქვენ მართალი ხართ, მე უფრო „ახალი“ ქართველების რიცხვს მივეკუთვები, მაგრამ მერწმუნეთ ჩემთვის ფული უმთავრესი არასოდეს ყოფილა, ასეთი ხალხი მეც გულს მირევს და არც არასოდეს იმის გამო რომ უკეთესად ვცხოვრობდი ზემოდან არავისთვის დამიხედია. მოდით შევთანხმდეთ იმაზეც რომ ამ მამაძაღლი ფულის გარეშეც ვერანაირად ვერ იარსებებ ....
- მართალი ხარ, ყოფილან მაგისთანებიც, მაგრამ ის მეფე იყო და ამდენად ვალდებული იყო ყველაფერი გაეკეთებინა თავისი სამეფოს და ქვეშევრდომების გადასარჩენად, რაც შეეხება ფულს, მაგი რომ მასე რომ არ იყოს ასე გათხუპნულ-გაუბედურებული კი არ ვიჯდებოდი აქ,  მოვიდოდი მხოლოდ საქეიფოდ და დროს გასატარებლად. საქმეს რომ მოვრჩებით ხოლმე, იმის თავიც კი აღარა მაქვს რომ მანქანაზე დავჯე, სახლში მივიდე ოჯახს და მოვეფერო - გულს „უშლის“ თეას მამუკა.  
როდესაც სტუმარი გააცილეს, ინციდენტი უკვე დავიწყებული იყო და სანამ ბიჭებმა თეასრობა არ დაადებინეს ომ ორ დღეში ისევ ესტუმრებოდათ სახლში აღარ უშვებდნენ ....
- მეც იმ „ელიტის“ წარმომადგენლებში გავდივარ? ოღონდ ალალად მითხარი - შეეკითხა კარგი კახური ღვინით ენერგია მოკრებილ და კარგ ხასიათზე მყოფ მამუკას, სახლის აივანზე მდგარი ირაკლი.
- როგორ გითხრა ირაკლი, რადენია ხანია ჩვენ ვმეგობრობთ, ეს მეგობრობა უკვე ნათესაობაშიც გადავიდა მაგრამ რამდენჯერ ვარ სულ შენთან ნამყოფი? - კითხვას კითხვითვე პასუხობს მამუკა.
- მიჭირს ზუსტი პასუხის გაცემა ალბათ ...
- არ გინდა, ტვინს ნუ გაიჭყლიტავ ზედმეტად, სამჯერ ვართ  მე და თემური შენთან ნამყოფი ორჯერ სკოლის პერიოდში, ერთხელაც ნათლობის მეორე თუ მესამე დღეს ავედით ჩემთან შამპანიურებით. ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ცუდი მეგობრები ვიყვით, უბრალოდ შენ შენი ცხოვრებით ცხოვრობდი, სადაც შენი ყველაზე კარგი მეგობარი ბაბუა იყო, შენ თუ სადმე რამე წანააღმდეგობა შეგხვდებოდა ის მზად იყო პრობლემა მოეგვარებინა, ეხლა პატარა ბავშვებთან საჩხუბრად ვერ გამოგყვებოდა, მაგრამ მერწმუნე იმ ბავშვის მშობლებს, თუ ეს ამბავი ბაბუაშენის ყურმდე მივიდოდა, კარგი დღე ნამდვილად არ დაადგებოდა, შენც ძირითადად ბაბუაშენთან იყავი ხოლმე ალბათ იმიტომ რომ ჩვენ სკოლასთან ძალიან ახლოს ცხოვრობდა. მახსოვს ერთხელ მივედით მასთან შენ სანახავად, შენ არ იყავი, მოხურული კარებიდან გველაპარაკა, სახლში არც კი შეუპატიჟივართ, იმის შემდეგ მე და თემურის იქით აღარ გაგვიხედია... ის რაც შენ ამ სოფელს გაუკეთე, დახმარება შესთავაზე ხალხს რომლებმაც კინაღამ საბოლოოდ გაგაკოტრეს, შენ ამას სულ ცოტა ხნის წინ არაფრით არ გააკეთებდი,  თუ გინდა თავს დავდებ, ეტყობა სოფლის ჰაერმა დაგცადა ხომ იცი.... იცინის მამუკა.
სოფელმა მიცემული სიტყვა შეასრულა, თითოეულმა მაცხოვრებელმა ყველაფერი დადო იმისთვის რომ ბიჭების წინაშე აღებული ვალდებულებები შეესრულებინათ და მიუხედავად იმისა რომ მაღაზია და რესტორანი ბოლომდე იტვირთებოდა სოფელში წარმოებული სურსათით, მაინც დადგა ახალი ბაზრების მოძიების აუცილებლობა, მარტო ვაშლის მოსავალი მოვიდა იმდენი ქალაქის ყველაზე დიდი უბნის მოსახლეობას უპრობლემოდ ეყოფოდა. პატარა კრებამ რომელიც გახურებული ქეიფის ფონზე ტარდებოდა, ბიჭების გარდა შიო და ილო პაპაც ესწრებოდნენ, იმსჯელეს და შეთანხმდნენ რომ ქართული ხასიათიდან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა ბაზარში გაეყიდათ ხორცი და ვაშლი.
კვირა დღე იყო, ირაკლი ტელევიზორის წინ სავარძელში ნებივრობდა, როდესაც თეამ დაურეკა და მისი „მამულების“ კიდევ ერთხელ დათვალიერების სურვილი გამოთქვა. მამუკას მოერიდა თეას თავის დანჯღრეულ  ნივაში ჩაჯენა, ბედად სახლში მყოფ შალვას თხოვა მანქანა ...
- შენ ახალი შეყვარებული „ნივა“-ს არ კადრულობს? ისე გემოვნებას კაცი ნამდვილად ვერ დაგიწუნებს, მაგარი ქალია, თანაც დიდი „მაყუთის“ პატრონი ...
- შენ საიდან იცი? - კითხულობს ირაკლი.
- მამა შენ მე მაოცებ, ძირძველი თბილისელი მაინც არ იყო, არ იცი რომ ამ ქალაქში არაფერი არ იმალება ...
- მე არც არავის ვემალები, მაგრამ ინფომაცია ასე სწრაფად თუ ვრცელდებოდა მაინც არ მეგონა...
ირაკლიმ შალვას „ჰონდა“ ავტოფარეხიდან გამოიყვანა, შეხვედრის ადგილისკენ მიმავალმა გზად ბენზინით გაავსო საწვავის ავზი. ლამაზ ლაბადაში გამოწყობილი, გზის პირას მდგარი  თეას დანახვა ირაკლის არ გაჭირვებია, გვერდით მიუჩერა მანქანა ...
- ეს ვისი მანქანაა? - კითხულობს თეა მას შემდეგ რაც ირაკლი მანქანიდან გადმოდის, მძღოლის გვერდით აღებს კარებს და ქალს ჩაჯდომას სთავაზობს.
- ჩემი ბიჭისაა - პასუხობს თავის ადგილზე დაბრუნებული ირაკლი და მანქანას ადგილიდან ძრავს,  თეას თხოვნით კაცი ერთ ადგილას მანქანას აჩერებს, ცოტა ხანში იქვე მდგარი  სუპერმარკეტიდან ქალი სავსე ცელოფნებით ხელდამშვენებული გამოდის, რის გამოც თანამგზავრის საყვედურს იმსახურებს  
ტრასა ცარიელი იყო და ირაკლის საშუალება ქონდა მაქსიმაურად სწრაფად ევლო, სოფლის გადასახვევამდე გზა ისე გაილია თვითონაც ვერ იგრძნებს, სახლში მისულებს თემური და მამუკა ადგილზე დახვდათ. ბიჭებმა ბევრი მიზეზი მოიგონეს რომ თეა და ირაკლი მარტო დაეტოვებინათ მაგრამ არაფერი გამუვიდათ, თეამ კატეგორიულად მოითხოვა მათ სახლიდან ფეხი არ გაედგათ და მამუკას სუფრის გაშლა მასთან ერთად კიდევ ერთხელ შესთავაზა. ქალს სურსათ-სანოვაგის შესაძენად ფული ნამდვილად არ დანანებია და მალე მშვენიერი სუფრა გაიშალა. თემურიმ სიმამრის ნაჩუქარ, ექვსწლიანი“ წარაფი“-თ სავსე ოცლიტრიან ბოცას მოხსნა თავი. ქეიფი ჯერ კიდევ კარგი გახურებული არ იყო სუფრას ილო და შიო პაპა შემოუერთად.
- რაო გემრიელო ხალხო, რას გვეტყვით ახალს და კარგს? - შეეკითხა მამუკა სუფრასთან მოკალათებულ ასაკოვან მამაკაცებს.
- კარგი აბა რა გითხრა, ჩვენ რა გვიჭირს თქვენი წყაობით, იმათმა იკითხონ ჩვენგან განსხვავებით ვისაც პატრონი არა ყავს. გუშინ ბაზრობაზე ჩვენ ბიჭებს კახელებთან ჩხუბი მოუვიდათ, მაზანდას ნუ გვიგდებთო, იქ ჩემი ხნოვანების კაციც იყო, ისიც ჩემსავით მოჩხუბრებს აშველებდა და ბიჭების დაწყნარებას ცდილობდა. დავილაპარაკეთ და საერთო ნაცნობებიც აღმოვაჩინეთ, მისი ძმის ოჯახში ნაქეიფარიც აღმოვჩნდი. აგვისტოს ომში ბიჭი დაუკარგია იმ ჩემს მასპინძელს,  უბედურს.  როდესაც ბიჭები შევარიგეთ პატარა, სახელდახელო სუფრაც გავაწყეთ. ცოტა რომ შევთვერი, ვერ მოვითმინე და სათქმელი მაინც უთხარი:
–  ასე რამ გაგამწარათ თქვე კაი დედმამიშვილებო, თქვენ თვითონ არ იცით რომ ხალხს ფული არა აქვს, იმათთვის ჩვენი იაფად გაყიდული ვაშლი სადილიც შეიძლება იყოს და ვახშამიც მეთქი
– თქვენთვის ადვილია სათქმელად – ასე მიპასუხა – თქვენი ამბავი მთელმა ბაზარმა იცის, ქალაქელები რომ გეხმარებიან და ყველაფერში ხელს გიმართავენ, ჩვენც მასე კი არა ვართ.
– მერე რატომ? როგორ დავიჯერო ან კარგი სპორცმენი, მსოფლიო ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი არა გყავთ, ან ვინმე წარმატებული ბიზნესმენი რომ სოფელს იქნება თუ ქალაქს მიხედოს და უპატრონოს?
 მსოფლიო ჩემპიონიც გვყავს და წარმატებული ბიზნესმენებიც მაგრამ საკუთარი თავის, თავისი ოჯახის იქით გახედვა არავის არ უნდა, ჩვენს მეზობლად მხარის გამგებელი ცხოვრობს, საქართველოში ერთ-ერთი უმდიდესი ადამიანი, ქალაქში ქარხნები აქვს, აქოლის ხორცის გაყიდვა თუ გინდა, მის ბოინში უნდა დაკლა პირუტყვი, ტყავი და საქონლის თავი უფასოდ უნდა მისცე, ხორცის დამუშავებაში ისეთ ფასს გახდევინებენ, გასაყიდი ფასი რაც არ უნდა ეცადო, ისეთი ძვირი გამოდის ხალხი ვერ წვდება, რა გინდა ქნა? წაგებაზე ხომ არ იმუშავებ?  რაიონის გამგებლისგან ხუთი თეთრის დახმარება არავის ახსოვსო ....
საბოლოოდ მე და ის კაცი შევთანმხდით, დღეს ხელისუფლებაში ყველა თავისთვის ცდილობს რაღაცას გამორჩეს, სიტყით ბრტყელ-ბრტყელს ბევრს კი ლაპარაკობენ მაგრამ სინამდვილეში სამშობლო სულ ფეხებზეც კიდიათ, ისე ირგებენ ამ ქვეყანის ბარაქას თითქოს ეს მიწა-წყალი მარტო მათი წინაპრების მონაპოვარი იყოს.
ყველგან, ყველა რაიონში მასეა, ხელის თითები ყველა არ დაგჭირდება რომ ჩამოთვალო ის ხალხი ვინც მართლა მზადაა თვითონ რაღაცა, ცოტა მაინც დაიკლოს და ქვეყანას ასარგებლოს დაამთავრა მოყოლა ილო პაპამ
- მოდით ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ, არიან ისეთი ადამიანებიც ვინც ამ ქვეყანაზე ზრუნავენ. რვა წლის წინ რა ხდებოდა რატომღაც ყველას ავიწყდება. შუქი არა, გაზი არა, კრიმინალს მიქონდა ქვეყანა, 8 წელი არცთუ ისე ბევრია ქვეყნისათვის რომელმაც თითქმის ყველაფერი ნულიდან დაიწყო, იმის მერე ბევრი რამე შეცვალა, ნელ-ნელა ფეხზე დგება სახელმწიფო, ახალი ხიდები შენდება, ბათუმს თავისი ძველი ხიბლი დაუბრუნდა. საერთაშორისო ასპარეზზე როგორც ქვეყანას გვიცნობენ - არ ეთანხმება ილო პაპას აზრს თეა.
- შვილო, მე შენების და სიახლის წინააღმდეგი კი არ ვარ. რაც ეს დალოცვილი ხალხი სოფელში ჩამოვიდა - ილო პაპამ ხელით მიანიშნა ბიჭებზე - ყველა სხვა სიკეთესთან ერთად დენიც გვაქვს, გინდა ტელევიზორს ჩართავ, გინდა კომპუტერია თუ რაღაც ჯანდაბა, ორი თვეა შვილიშვილმა მოიტანა, ასე მითხრა ყველაფერს გავიგებთ აწი რაც დუნიაზე ხდებაო. მე თვითონაც ხომ ჩავდივარ დედაქალაქში, ვხედავ როგორ ლამაზდება იქაურობა, იქით კახეთს მიხედეს აქეთ ქუთაისს, ბათუმზე აღარ ვლაპარაკობ ... მაგრამ მთავარი ავიწყდებათ, ჩვენს გარეშე, ქართველების გარეშე ეს მიწა-წყალი უბრალოდ ტერიტორიაა და მეტი არაფერი. ვინც მოასწრო და გაიქცა საზღვარგარეთ სამუშაოდ ხომ კარგი, ვინც ვერ მოახერხა წასვლა და დარჩა ისიც სტარტზეა რომ პირველსავე შესაძლებლობაზე გაიქცეს ქვეყნიდან რათა საზღვარგარეთ მაინც იშოვნოს ორი თეთრი და გადმოგზავოს აქ დარჩენილების გამოსაკვებად. უკვე იმასაც აღარ დაგიდევეს რა სამსახურს სთავაზობენ, ყველაფერზე თანახმაა უკვე იქ ჩასული კაცი...
- ყველაფერს სხვას ნუ დავაბრალებთ, თვითონ ჩვენ ქართველებიც შევიცვალეთ და არა მგონია უკეთესობისკენ. ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა, ამ სოფელმა შესძლო შეენარჩუნებინა ის რასაც ქართული სინდის-ნამუსი ქვია და ეს არ ვიცი როგორ მაგრამ ირაკლიმ ეს იგრძნო ...
როდესაც სოფელს დახმარება შემოგთავაზათ ჩვენთან არც კი შეუთანხმებია, თემურიმ პროტესტი მაშინ ხმამაღლა გამოთქვა .... გახსოვს შენ ილო პაპა ... მე თუ ჩუმათ ვიყავი სულაც არ ნიშნავდა რომ ირაკლის აზრს ვიზიარებდი მაგრამ სოფელში ბიზნესის კეთება მისი იდეა იყო და ძირითადი დატვირთვაც მაინც მის კისერზე გადავიდა, ამიტომ ვერ წავედი წინააღმდეგი. იგივე რამე სხვაგან რომ გააკეთო 10-დან 9 სოფელი ფეხებზე დაიკიდებს, ისეთ შარში გაგხვევს შეიძლება შენი ნებით გაყო ყულფში თავი ...
- შენი დიდი პატივისცემის მიუხედავად ვერ დაგეთანხმები - მამუკას ამჯერად ირაკლი შეეპასუხა - არა მგონია ასე ცუდად იყოს ჩვენი საქმე .... უბრალოდ იმისთვის რომ მართლა იგრძნო ამ ქვეყნის ნაწილად შენი თავი, რაღაცამ, დიდი ხნის წინ მივიწყებულმა უნდა გაიღვიძოს შენში ... მე კარგა ხანია აღარა ვარ 20 წლის ყმაწვილი და მეგონა ყველაფერი რაც ადამიანს შეიძლებოდა თავს გადახდომოდა ყველაფერი ვნახე .... მაგრამ არ ყოფილა ასე ... ერთმა პატარა წყალდიდობამ და მისგან ნაპირზე დატოვებულმა „საჩუქარმა“ სულ სხვა თვალით დამანახა ეს მიწა-წყალი.. მხოლოდ მაშინ ხედავ იმ გზას რომელსაც შენს გვერდით მყოფი თანამემამულის გულის კარებისკენ მიყავხარ, ერთი თუ გეყო გამბედაობა და შეაღე .. იქიდან იმდენ სითბოს და თანაგრძნობას მიიღებ, რამდენიც მხოლოდ ქართული ვაზის წვენით  გაჯერებულ, ჩვენებური, მწველი მზით გამთბარ, მხოლოდ ქართველი კაცის სულს შეუძლია, ოღონდ უნდა შეიშნო ეს სიყვარული, უდიერად არ მოექცე, არ გაუთამამდე და არ იფიქრო რომ ეს პატივისცემა შენ თავისთავად გეკუთვნოდა... მაშინ უსასრულოა ეს სიყვარული და დანათესავებაში გადადის რომელიც თავის მხრივ თაობიდან თაობას გადაეცემა. ასე ცხოვრობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები და ვერც მტერი გვჯაბნიდა ასე ადვილად ...
- ხო! ეხლა გამახსენდა, ბატონი დავითი ვნახე ერთმანეთი მოვიკითხეთ, ჩვენ მეურნეობებზე მოუყევი ამბები, არაფერი არ იცოდა. შენ რა მამაშენს არ ელაპარაკები? - გაკვირვებული ეკითხა მამუკა ირაკლის.
- არა კაცო, რა მაქვს მამაჩემთან გასაყოფი - გულისწყრომას ვერ მალავს ეს უკანასკნელი.
- ბატონი დავითი, ირაკლის მამა გახლავთ - დანარჩენ სუფრის წევრებს მიმართა მამუკამ - მეცნიერი, არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვი ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიკოსი, ქართველოლოგი. რაღაცაზე სიტყვამ მოიტანა და თქვენ ეკლესიაზე მოუყევი, გაგიჟდა კაცი, მსოფლიოს არც ერთ კუთხეში, ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუში არ არის დარჩენილი ნანახი და შეუსწავლელი რომ არ მქონდეს, ამ დროს აგერ, ყურის ძირში ეკლესიაა რომლიც არსებობის შესახებ არაფერი ვიციო. შევთავაზე ეხლავე წაგიყვანთ თუ ისურვებთ მეთქი, უარი მითხრა, დიდი ხანია ჩემები არ მინახავს, თუ ირაკლის არ ეცლება ან სახლში არ იქნება შალვას ავაყვანიებო თავსო, მითხრა.
- თქვენთან ერთი სათხოვარი აქვს ბიჭებო სოფელს - ილო პაპას სიტყვები ამჯერად ირაკლის და მის მეგობრებს ეკუთვნდათ - არ მინდა მე და შიო აქედან რომ გავალთ ზურგს უკან ჩვენზე საყვედური თქვათ, ამ ხალხს რამდენ რამეს ვუკეთებთ და მაიც ვერ ძღებიანო, იქნება ჩვენი ძველი ეკლესიასთვისაც მიგვეხედა. დიდი ხანია სოფელს მისი აღდგენის სურვილი აქვს, ჩვენ ერთი უბირი გლეხები ვართ მაგრამ  იმდენს ვხვდებით რომ ეკლესიის აღდგენას ამ საქმის მცოდნე ხალხი უნდა, სოფელი ყველანაირად გვერდით დაგიდგებათ, რასაც დაგვავალებთ ყველაფერს გავაკეთებთ, შრომის და გარჯის ჩვენ არ გვეშინია. თქვენი წყალობით ერთი-ორ თეთრსაც ვშოულობთ თუ გაჭირდა არც იმას დავინანებთ,  ცოტ-ცოტა ფულს ყველა ავგროვებთ და ამ საქმეს მოვახმართ...
- აბა რას ამბობ ილო პაპა, ჩვენ ვგავართ იმ ხალხს თქვენ ზურგს უკან, თქვენზე აუგი რომ ვილაპარაკოთ? თუმცა იმის ასრულება რაც თქვენ გინდათ ადვილი არ იქნება, ასეთ ჩანაფიქრს სოლიდური თანხები ჭირდება, ვინმე მდიდარი მეცენატი გვინდა, ისე არაფერი არ გამოგვივა ...
- ეგ მე...ცენანტი რაღაა? - კითხულობენ ილო და შიო პაპა.
სუფრის წევრებს ეღიმებათ, თეა სიტყვას უსწორებს და შესაშური ხალისით უხსნის მოხუცებს რომ მეცენატი იმ კაცს ქვია ვინც ყოველგვარი პირადი დაინტერესების გარეშე თავის ფულს მოახმარს ამ საქმეს.
- ეგეთ ხალხს ჩვენ სად ვიშოვნით? - გულდაწყვეტით ამბობენ მოხუცები და უღონოდ ხრიან თავს.
- ჩათვალეთ რომ ერთი უკვე გყავთ ჩემი სახით - ამბობს თეა - მარტო მე ვერ მოვერევი, კიდევ სხვებსაც მოვძებნით, აგერ მთავარ კონსულტანტად ირაკლის მამა გვეყოლება. ერთად თუ მოვიმდომებთ ყველაფერიც გამოგვივა.
თეას ოპტიმიზმი სუფრის დანარჩენი წევრებისთვისაც გადამდები აღმოჩნდა ....
- მამაჩემის ხასიათი რომ ვიცი თანხითაც როგორც შეეძლება დაგვეხმარება - იქ შალვა, ჩემი ბიჭი დაგვეხმარება, მოკლედ ერთად რაღაცას მოვახერხებთ - გულს უკეთებს ხასიათზე მოსულ მოხუცებს ირაკლი.
ილო პაპა სავსე ჭიქას იღებს ხელში - ამ სასმისით შენი სადღეგრძელო მინდა შევსვა შვილო - თეას მიმართავს მოხუცი კაცი - ღმერთმა დღეგრძელობა და ბარაქა მოგცეს, სიყვარული ნუ მოგაკლოს ღმერთმა. ქართველი კაცი ქალთმოყვარე იყო ყოველთვის და ღმერთმა დაგვიფაროს ეს თვისება ჩვენ დავკარგოთ, ბევრია კარგი ვაჟკაცი წაურთმვია სამშობლოსთვის უცხო ქალის სიყვარულს და ჩვენი ულამაზესი ქალბატონები ეულად, უშვილძიროდ დაუტოვებია. მე შვილებო შეიძლება ბევრი ახალი, ჩემთვის უცხო სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდე მაგრამ ცხოვრებამ და გატარებულმა წლებმა ბევრი რამე მასწავლეს ... ცხოვრება იცვლება, დროს თავისი კანონები აქვს რომელსაც რამდენიც არ უნდა ებრძოლო მაინც თავის ყაიდაზე გადაგიყვანს ან  არადა გაგრიყავს, გამოუსადეგარი ნივთივით გერდზე მიგაგდებს ... ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ცხოვრება, პირველ რიგში სიყვარულის ნუ შეგეშინდებათ, ნუ მოძებნით ამ გრძნობას ცხრა მთას იქით, დაინახეთ ის აქ, თქვენ გვერდით და როცა დაინახავთ ხელს ნუ კრავთ, ნუ შეგეშინდებათ რომ ვიღაც გულბოროტი და ენამწარე თქვენზე რამე ცუდს იტყვის ... ბრალი იმას ვისაც ცხოვრება უსიყვარულოდ გაუტარებია ...
- რატომ მეუბნებია ამას ილო ძია? მე უკვე დიდი გოგო ვარ და შვილიც მყავს ...
- არ გეწყინოს კარგი გოგო, შენ და ირაკლის ერთად რო გხედავთ გულს უხარია, თავისთავად მადგება ენაზე ხალხური სიბრძნე „ფერი ფერს და მადლი ღმერთსო“, შვილი ირაკლის ორი ყავს და შვილიშვილებიც გარს ახვევია მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ  გვერდით ერთგული ცხოვრების თანამგზავრი ყავს ... მაპატიეთ თეა, ალბათ ძაან კი ვიჭრები თქვენ პირად საქმეებში მაგრამ ეს ბიჭები ჩვენთვის ძალიან ძვირფასები არიან, ყველაზე ადამიანზე მე თავს ვერ დავდებ მაგრამ სოფლის უმრავლესობა კარგად ხედავს როგორ გვიდგას ეს ხალხი გვერდში, ესენი მე და შიოს ჩვეს შვილებში არ გამოგვერჩევიან. ეხლა კი ჩვენ წავალთ ჩემო კარგო ხალხო, თქვენ გააგრძელეთ, იქეიფეთ ისიამოვნეთ, ერთი წამია წუთისოფელი, უკან გახედვას ვერ მოასწრებ ისე მოგადგება ეს ოხერი სიბერე ....
მოხუცების წასვლის შემდეგ სუფრამ მოიწყინა, ილო პაპას დატოვებულმა სიტყვებმა ყველა ჩააფიქრა. სუფრაზე ჩამოვარდილი სიჩუმე თემურიმ დაარღვია - გუშინ ბუღალტერია გავაკეთე, ჩვენი შემოსავალი სუფთად 1300-დან 1500-მდე მერყეობს. ჩვენ მართლა ბევრ რამეს ვაკეთებთ სოფლისათვის და მათ ხარჯებსაც ვინაწილებთ, მაგრამ ყველაფერი რომ ვუანგარიშოთ ბოლო თეთრამდე მაქსიმუ 200 ლარით მეტი გამოუვიდეს თითოეულ ჩვენთაგანს, შეიძლება ამაზე ცოტა ნაკლებიც, მაგია ამ ხალხის ჩაცმა-დახურვის და ჯიბის ფული, ეს იმ  შრომის საფასური ნამდვილად არ არის რასაც მაგენი წვალობენ ....
- მათ ფულს ჩვენ არანაირად არ შევეხებით, სასმელ-საჭმელი უფასო გვაქვს,  შემოდგომა ისე არ გავა ღვინო, სუფთა ყურძნის წვენი არ მოგვართვან და რაც შეუძლიათ პატივი არა გვცენ... რაც შეეხება დანარჩენს ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოების ერთ-ერთი გმირის სიტყვებით ვიხელმძღვანელოთ - ჯამაგირი უნდა ეყოს კაცს და არა კაცი ჯამაგირსო. შენ თუ ეკლესიის აღსადგენ ხარჯებზე გინდოდა მინიშნება, ჩვენ ორგანიზება გაუკეთოთ და მერე ვის როგორც შეგვეძლება ისე შევეწევით ამ საშვილიშვილო საქმეს, ძალიან ბევრი ფაქტორია ისეთი რამაც ჩვენ ეს მისია ბევრად უნდა გაგვიადვილოს. მოდით ბიჭებო და ეხლა ჩვენი სუფრის მშვენების, დღესდღეობით ჩვენი ერთადერთი მეცენატის, კეთილი ადამიანის და მშვენიერი ქალბატონის სადღეგრძელო შევსვათ ... თეას გაუმარჯოს, ჯანმრთელობა, სიხარული და ბედნიერება ვუსურვოთ ...
მამუკამ და თემურიმ სიამოვნებით აიტაცეს სადღეგრძელო, ყველაფერი საუკეთესო უსურვეს თეას თუმცა ამ სადღეგრძელოს შემდეგ მიუხედავად ქალის  ხვეწნისა დიდხანს აღარ დარჩენილან ...
ბიჭების წასვლის შემდეგ თეას უსიტყვოდ შეუდგა სუფრის ალაგებას, ირაკლი შეეცადა მიხმარებოდა ქალს თუმცა ამ უკნასკნელმა იუარა - ამ სუფრის ალაგებას რა უნდაო - ღიმილი შეაგება კაცის შეთავაზებას, თუმცა როდესაც გარეთ, წყაროსთან დააპირა გასარეცხად ჭურჭლის გატანა ირაკლის მაინც მოუწია საქმეში ჩართვა:
- ცივ წყალში რატომ უნდა რეცხო? სამზარეულოში თბილი წყალი გვაქვს, გუშინ მამუკამ წყლის გამათბობელი დააყენა - თვითონვე მოკიდა დასვრილი ჭურჭლით სავსე ლანგარს ხელი, სამზარეულოს ონკანამდე მიიტანა და ცხელი წყალი ჩართო ...
შემოდგომის საღამოს სუსხმა ჯერ გარეთ დაიპყრო არე-მარე, შემდეგ უჩინარი ლაბადით შემოსილმა და ქურდულად შემოპარულმა, სახლზეც უტიფრად მიიტანა იერიში. თითქოს შემცივნულმა თეამ მხრებზე მოისვა ხელები, იქნებ ეს სიცივის ბრალიც არ იყო და იმ შინაგანი მღელვარების ნიშანი იყო რომელსაც ყველა ქალი განიცდის როდესაც მისთვის სასურველ მამაკაცთან მარტო რჩება.
მაღალ ფეხებზე შემდგარი სრულყოფილი ტანი,  ოდნავ ღაწვებშეწითლებული, სპილოსძვლისფერი სახის კანი, ულამაზესი სახის ნაკვთები, ამ სრუყოფილების ახლოდან შეცნების სურვილს იმ წუთში ვერცერთი ნორმალური მამაკაცი ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას და ირაკლის ეს არც უცდია. ქალთან მივიდა, მხრებზე მოხვია ხელები, ტუჩებით დააკვდა მაღალ თეთრყირმიზა ყელს. ქალი ოდნავ თითქოს გაეცალა, კაცმა უმალ გახსნა მკლავები, ქალს თვალებში შეხედა, თითქოს იქ უნდოდა ამოეკითხა ქალის სურვილები ...
- თითქოს შემცივდა - ოდნავ ნირწამხდარი ამბობს ქალი.
ირაკლიმ გარედან შეშა შემოიტანა, ერთი ღერი გარეთვე დააპო წვრილ ნაწილებად რომ ცეცხლი ადვილად მოკიდებოდა, მალე გახურებული ღუმელის სითბო და დამწვარი შეშის სასიამოვნო არომატი დატრიალდა სახლში. სულ ცოტა ხნის წინ ამოტანილი ორი საქანელა სკამი ღუმელთან ახლოს ოღონდ ისე რომ ქალი არ შეეწუხებინა მიდგა, სკამში ჩამჯდარ ქალს მოსასხამი მოახურა.
        შეყვარებული გყავს? - კითხულობს კაცი.
–   არა - პასუხობს ქალი.
        რატომ? - ბოლომდე ჩაეძია ირაკლი.
თეას გაეღიმა, ამ კითხვაზე პასუხი რომ გაგცე მთელი ისტორია უნდა მოგიყვე ..
- მერე მომიყევი, გვეჩქარება სადმე? - პასუხობს ირაკლი.
- შენ იცი ბავშვობიდანვე გათამამებული ვიყავი, ბაბუაჩემი პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო და მე, ერთადერთი შვილიშვილი ვყავდი. მამაჩემმა პარტიულ კარიერაზე უარი თქვა და თავიდანვე ვაჭრობის სფეროთი დაინტერესდა, მისი ობიექტების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენ, გეტყვი მხოლოდ რომ უჭკვიანესი კაცი იყო. შენ გეხსომება, 50 მანეთიანები რომ ამოიღეს ხმარებიდან მაშინ მამაჩემი მგონი ერთადერთი მდიდარი კაცი იყო რომელსაც ფული არ გაფუჭებია, იმ ელემენტარული მიზეზის გამო რომ ის ფულს როგორც კი ხელში მოიგდებდა რამე ძვირფას ნივთად აქცევდა ხოლმე, ძირითადად საიუველირო ნაწარმად. შემმა მშობლებმა ბაბუაჩემის ტრადიცია გააგრძელეს და მხოლოდ ერთ შვილს ანუ მე დამჯერდნენ. მოკლედ ბავშვობიდანვე ყველაფერი მქონდა რასაც კი ვისურვებდი. ერთხელ სერიოზულად გავცივდი, უკვე სტუდენტი ვიყავი, ჯანმრთელობის აღსადგენად შოვში წამიყვანეს, მახსოვს თვითონ ბაბუაჩემმა წამიყვანა. იქ დიდი შეხვედრა მოგვიწყვეს, ერთ-ერთმა ასე ვთქვათ რაიონში გავლენიანმა ოჯახმა თავისთან მიგვიწვია სადაც პირველად ვნახე ჩემი მომავალი მეუღლე და მომეწონა. ბაბუაჩემს ეს მხედველობიდან არ გამოპარვია, როდესაც მიხვდა რომ ვხვდებოდი ჩემს მომავალ მეუღლეს დაფიქრება მირჩია, ნუ აჩქარდებიო საბლოო გადაწყვეტილების მიღებისასო, მთხოვა. ჩემდა გასკვირად დავუჯერე, ეს მე მგონი ერთადერთი და უნიკალური შემთხვევა იყო ჩემს ახალგაზდობაში, სანამ ინსტიტუტი არ დავამთავრე და პრაკტიკა არ გავიარე იაპონიაში, არ გავთხოვილვარ, თუმცა როგორც კი ჩამოვედი სახლში, ერთ კვირაში საქორწილო ფატა მოვირგე. თავიდან, სანამ ჩემს მშობლებთან ვიყავი ყველაფერი კარგად იყო, მერე ბიჭიც გვეყოლა. ჩემებმა მაშინ ბინა გვიყიდეს, მამაჩემმა პატივისცემის ნიშნად ჩემს მეუღლეზე გააფორმა ბინა და საზეიმო ვითარებაში მიართვა სიძეს, ბაბუაჩემი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ მამაჩემმა თავისი გაიტანა რასაც მერე სიკვდილამდე ნანობდა.
ხშირად დავკვირვებივარ, რაიონში მცხოვრები ადამიანები ბევრად უფრო მოტივირებულები არიან დასახული მიზნის მიღწევაში ვიდრე ძირძველი თბილისელები. ჩემი ოჯახის წევრების წყალობით ჩემმა ქმარმა დიდი ფულიც იშოვნა, ასე ვთქვათ მაღალ საოგადოებაში თავისი ადგილიც დაიმკვიდრა და ადრე თუ მზად იყო ყოველი ჩემი თხოვნა უსიტყვოდ შეესრულებინა, ეხლა უკვე მე უნდა მევლო მის ნება-სურვილზე. ამ დროს დაემთხვა ბაბუაჩემის სიკვდილი, ბოლო ხანებში მას და ჩემს ქმარს შორის ფრიად დაძაბული ურთიერთობა იყო, ბაბუაჩემი კარგად ხედავდა იმ ცვლილებებს რომელიც ჩვენს ურთიერთობაში ხდებოდა, როდესაც ის დაიღუპა ჩემმა „ძვირფასმა“ პანაშვიდებზე მისასვლელადაც ვერ მოიცალა. მერე როდესაც მამაც დამეღუპა და პატრონი აღარავინ მყავდა ხელითაც შემეხო, დამცირება რომ არ ავიტანე და სასამართლოში გაყრაზე განცხადება შევიტანე, მე და დედაჩემი, მწოლიარე ავადმყოფი, ჩვენივე ფულით ნაყიდი სახლიდან გამოგვაგდო. ცხოვრება კარგი მასწავლებელია და ეს მცდარი წარმოდგენა რომ დედამიწა ჩემს გარშემო ტრიალებს მალე შემიცვალა. ყველაზე მტკივნეული რაც ჩემმა მეუღლემ გამიკეთა მაინც ის იყო  რომ  ყველაფერი იკადრა იმისთვის, ჩემს ბიჭს და ჩემს შორის გამოუსწორებლად გაფუჭებულიყო ურთიერთობა, როდესაც ჩემი მეუღლედან წამოვედი ბიჭმა მამამისთან ირჩია ყოფნა, თუმცა ამ ბოლო ხანებში რაც ამ უკანასკნელს საქმეები ცუდად წაუვიდა ჩემი ბიჭი ხშირ-ხშირად მესტუმრება ხოლმე ფულის სათხოვნელად. შემდეგ იყო, მშვენიერი ახალგაზრდა, თბილისელი ბიჭი რომელსაც ბევრი ქალაქში ცნობილი ოჯახიშვილები და თბილისის ულამაზესი გოგონები შენატროდნენ, მიუხედავად იმისა რომ ერთხელ ცოლგაშვებული უკვე იყო. კახასთან ველაფერი იდეალურად იყო სანამ მამამისი ცოცხალი იყო, როგორც იმ კაცის სიკვდილის მერე გაირკვა, ჩემს მეორე ქმარს აზარტული თამაშებისკენ ქონია ავადმყოფური მიდრეკილება. კახას მამამ, საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ადვოკატმა და იურისპოდენციაში კარგად ჩახედულ კაცმა, ერთი სამორინეს სადაც მის შვილს სიხარულით ხვდებოდნენ, ჯერ უზამაზარი ფულადი ჯარიმა გადაახდევინა და შემდეგ  ლიცენზიაც გააუქმებინა. თბილისი შენ თვითონ იცი პატარა ქალაქია და ეს ამბავი სხვა სამორინეების მფლობელებმაც გაიგეს, ამ ამბის შემდეგ კახასთვის მათი დაწესებულებების კარებიც დაიკეტა. ასე გრძელდებოდა სანამ მოულოდნელად ბატონი ვაჟა არ გარდაიცვალა.
პირველად, როდესაც ძვირფასი, ბრილიანტით გაწყობილი ოქროს ბეჭედი დავკარგე, ვიფიქრე თითიდან გამძვრა სადმე მეთქი, თვითონ ბეჭედი იყო დასაპატარავებელი და ვეღარ მივაღწიე ოქრომჭედლამდის, მაგრამ როდესაც ბრილინტის საყურეები მოვისაკლისე თავისი ბრილიანტის გულსაკიდით მივხვდი რომ რაღაცა ძალიან ცუდი ხდებოდა. როდესაც ძვირფასეულობა გადავმალე კახამ ვერცხლის დანა-ჩანგლის გატანა დაიწყო ოჯახიდან. მეუღლის მიერ დაგირავებული ჩემი მშობლების სახლის გამოგირავებაზე რომ მიდგა ჯერი მივხვდი რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და დავშორდით ერთმანეთს, კახასთან მე შვილი აღარ მყოლია, ამდენად დაშორება ნაკლებად მტკივნეული იყო თუმცა ადვილიო ვერ ვიტყვი. არ მოგატყვილებ და არ გეტყვი იმის მერე კაცთან აღარ ვყოფილვარ მეთქი მაგრამ ძალიან ფრთხილი რომ გავხდი მამაკაცებთა ურთიერთობაში ეს ფაქტია. სანამ კარგად არ გავიცნობ ადამიანს ახლოს არ ვუშვებ. დარწმუნებული ვარ შენ ხვდები რისი თქმაც მინდა ....
- შენ რომ ჩემთან მიმართებაში ეს სიახლოვე არ გეგრძნო არც დარჩებოდი და არც შენ პირად ცხოვრებაზე დამელაპარაკებოდი ამდენს. მე და შენ ოჯახის შექმნაში ერთნაირად არ გაგვიმართლა ....შენ ალბათ ჩემზე უფრო მეტად, თუმცა როცა საქმე ოჯახურ კონფლიქტს ეხება იქ მარტო ერთი მხარე არ ცდება ხოლმე .... ძველებს უთქვამთ  „კაცი სხვის თვალში წამწამს ხედავს, საკუთარში მორს ვერაო“ .... არ გეწყინოს, ამ სიტყვებს მე ჩემი მისამართით ვამბობ, ჩემი ცხოვრების წესიც და აზრონებაც ისე შეცვალა ერთმა მოულოდნელმა შემთხვევამ .... ერთმა ადამიანმა ისარგებლა საზოგადოებაში თავისი მაღალი მდგომარეობით და მისი აზრით უსაგებლო ქონება ძალით თავს მომახვია, ღირებული კი როგორც ადრე ვფიქრობდი, ღვინის ქარხანა თავისი ზვრებით წამართვა, მხოლოდ ეხლა ვხვდები მან რამდენო წააგო.... ის რაც მოხდა ჩემთვის ახალი ცხოვრების დაწყების წინაპირობა აღმოჩნდა...  როდესაც ახალგაზრდა ხარ ყველაფერს მარტივად აღიქვავ, თუ გაქვს კარგი სამსახური, აგარაკები, ბევრი ფული ჯიბეში, გგონია ყველაფერი გაქვს რომ ამ ცხოვრებით კმაყოფილი იყო. საყვარელს ქალს თუ ძვირფას საჩუქარს გაუკეთებ გგონია ამით ყველანაირ ვალდებულებას შემდგომში მის მიმართ თავიდან იხსნი, არც მე მოგატყვილებ და გეტყვი რომ ასეთი ქალები ბევრი მყავდა ცხვრებაში, საჩუქრებსაც ისეთს ვუკეთებდი მერე დიდხანს ლაპარაკობდნენ ამაზე ქალაქში, მხოლოდ წლების გადასახედიდან ხვდები ბევრ რამეს და პრობლემის მიზეზს მის ზედაპირზე კი არა მის საფუძვლებში ეძებთ. ყველა ქალს ჭირდება ისეთი მამაკაცი რომელიც მუდამ მის გვერდით იქნება, ესაა ქალური ბედნიერების წინაპირობა. ეხლა რომც მქონდეს იმდენი ფული ადრე რამდენიც მქონდა და შენ უძვირფასესი საჩუქარი შემოგთავაზო, საწყალ, გონებასუსტ ადამიანს რომ შეიცოდებენ ისე შემომხედავ და სამუდამოდ დაიკარგები ჩემი ცხოვრებიდან ....
შენ ძლიერი მამაკაცი გჭირდება გვერდით რომელიც დაგიბრუნებს იმ რწმენას რომ შენ ერთადერთი ყველაზე ლამაზი, ყველაზე სასურველი ქალი ხარ დედამიწის ზურგზე და შეძლებს ისე გაგიფრთხილდეს როგორც ბაბუაშენი და მამაშენი გიფრთხილდებოდა, ამისთვის კი ძალიან, ძალიან უნდა უყვარდე ....
მე ეს კარგად მესმის, მაგრამ რამდენად მოვახერხებ ჩემთან ბედნიერი იყო ამას ცხოვრება გვაჩვენებს, ერთი, რაც ნამდვილად ვიცი, ის არის რომ ჩვენ ეხლა ერთმანეთს ვჭირდებით ....
ქალი თავისი სავარძლიან წამოდგა და ირაკლის კალთაში ჩაუჯდა, ისედაც მოკლე კაბის ჭრილიდან ლამაზა ფეხმა გამოანათა, კაცის ხელი ჯერ მუხლზე მოკალათდა მერე ზემოთ აცურდა .... ვნებააშლილმა კაცმა ქალი ხელში აყვანილი წაიყვანა საძინებლისაკენ ....
ზამთრის პირი იყო, სოფელს მთელი წლის მონაგარი მონაგარი უკვე აღებულ- დაბინავებული ქონდა, ილო და შიო პაპამ ჩვეულებისამებრ ორი ორმოცდაათლიტრიანი ჭურჭლით ღვინო მიართვეს ბიჭებს, მიუხედავად ამ უკანასკნელთა ძლიერი წინააღმდეგობსა ამ ფორმით პატივისცემის გამოხატვამ სოფლის მხრიდან უკვე  ტრადიციის ფორმა მიიღო. მამუკამ ის იყო სუფრის გაშლა დაიწყო რომ გარედან მანქანის ხმა გაისმა და თეამ თავისი რკინის რაში სახლის კიბეებთან მოაგრიალა. სახლში შემოსულ ქალს, მამაკაცები სიხარულით შეეგებნენ, თუმცა სტუმრიანობა ამით არ დამთავრებულა, სულ ცოტა ხანში გახურებულ სუფრას ირაკლის ბიჭი შეემატა ბაბუამისთან ერთად, რამაც განსაკუთრებით სოფლის უხუცესები გაახარა. სუფრის წევრები შეთანხმდნენ რომ ეკლესიის სანახავად მეორე დღეს წავიდოდნენ. უკვე თენდებოდა როდესაც სუფრის წევრები დაიშალნენ, გამონაკლისი მხოლოდ თეა იყო, დილას სამსახურში წასვლის განსაკუთრებული აცილებლობიდან გამომდინარე მასპინძელს ადრევე დაემშვიდობა. შიო და თედო პაპამ თემური და მამუკა დაინაწილეს ქეიფის მეორე დღეს სახლში გასაგრძელებლად, თუმცა ეს ირაკლის გასაგონად გაჟღერებული მიზეზი უფრო იყო, უბრალოდ ოჯახს ერთად დარჩენის საშუალება მისცეს.
მეორე დღეს შიო და თედო პაპა დიდხანს დაობდნენ, ვის უნდა მიეღო თბილისიდან ჩამოსული განსაკუთრბული სტუმარი, საბოლოოდ შეთანხმდნენ რომ სუფრა შიო პაპას ოჯახში გაიშლებოდა მაგრამ პურ-მარილი თედო პაპასი იქნებოდა. კმაყოფილი შიო პაპას სახეზე მამუკამ ეშმაკური ღიმილი შენიშნა:
- რად იცინი შიო პაპა ეგრე? - სოფლის კილოზე მოუქცია სიტყვა მამუკამ.
- ხო ეხლა ჩემს ოჯახში სუფრას გავშლი და თედოი დაველოდები როდის ის პურ-მარის მოიტანს - უპასუხა თვალებში ჭინკებათამაშებულმა მოხუცმა.
მთელი ის დღეც ქეიფში ჩაივლიდა ალბათ ირაკლის მამას, ბატონ დავითს, კატეგორიულად რომ არ მოეთხოვა ეკლესიის მონახულება და დაუყოვნებლივ თბილისში დაბრუნებით რომ არ დამუქრებოდა მასპინძლებს, ჭეშმარიტი მეცნიერი ვეღარ იკავებდა მისთვის აქამდე უცნობი ისტორიული ძეგლის ნახვის სურვილს. შიო პაპამ არ შეიმჩნია სტუმრის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, სუფრის აშლით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნება, ამ სოფლის მკვიდრს და მისი ისტორიული წარსულის თაყვანისმცემელს არ გასჭირვებია სათანადო პატივი მიეგო ღვაწლმოსილი მეცნიერის სულწრაფობისთვის, იმის მერე რაც შეიტყო რომ ბატონ დავითს ცხენზე ჯდომა შეეძლო, თვითონ მიუყვანა ცხენი და ამხედრებაშიც მიეხმარა. შიო პაპა, ილო პაპა და ბატონი დავითი ცხენებით გაუყვნენ ეკლესიისკენ გზას, დანარჩენები შალვას მანქანით გაყვნენ უკან.
შალვამ მანქანა ეკლესიის შორიახლოს გააჩერა, ბიჭებთან ერთად გადმოვიდა მანქანიდა, თუმცა მათგან განსხვავებით პირდაპირ ეკლესიისაკენ აიღო გეზი, ის იყო მის ზღურბლს მიუახლოვდა რომ მისკენ ლამის სირბილით მომავალმა დავითმა მხარში ხელი სტაცა:
- შენ საით? - შიშნარევი ხმით შეეკითხა.
- როგორ თუ საით? ეკლესიაში - გაკვირვებული პასუხობს შალვა.
- შენი ჭირიმე შვილი, მე არ ვიცი როგორ დგას ეს კედლები ფეხზე, მაგრამ ყოველ წამს რომ შეიძლება დაინგრეს ეს უეჭველია.
- ეს ეკლესია არ დაინგრევა იქამდე სანამ ამ სოფლის ხალხი ამ ეკლესიაში ივლის, როგორც კი მასზე მრევლის თუნდაც ნახევარი უარს იტყვის ეს კედლები იავარქმნილ იქნება და მტვრად იქცევა - შალვას მაგივრად პასუხობს იმ წამს ეკლესიიდნ გამოსული მამაო დავითს.
შიო და ილო პაპა მამაოს ხელზე ემთხვიენ, შემდეგ შეშინებული სახეები ბატონი დავითისკენ მიატრიალეს:
- დავით ბატონო ჩვენ შენი იმედი გვქონდა, ეკლესიის აღდგენაში გვეგონა დაგვეხმრებოდით ....
- მერე უარი გითხარით? - გაკვირვებული კითხულობს ბატონი დავითი - მაგრამ მშენებელი-ინჟინერი დაგვჭირდება, ჩემს შვილიშვილს აქ ვერ ვამუშავებ - მკაცრი ხმით ამბობს ბატონი დავითი.
- ბაბუა შენ გაგიჟდი? რას მიშვები, უმუშავარს მტოვებ? - ყურებს არ უჯერებს აშკარად გაკვირვებული ბიჭი, ეხლა უკვე ირაკლის მიმართავს თხოვნით - მამა, გეხვეწები შენ მაინც უთხარი რამე ...
- მამა, მე შენსავით არ ვიცი რას უჭირავს ეს კედლები მაგრამ ეკლესია რომ არ ჩამოინგრევა და ჩვენ მაგას არ დავუშვებთ ეგ ნამდვილად ვიცი. შალვა კარგი ინჟინერია და თავისი ცოდნა ამაზე უკეთეს საქეში რაში უნდა გამოიყენოს, მე მესმის შენი .... მაგრამ შენი შიში ფუჭია.
- კარგი, რახან შენ ასე ფიქრობ ასე იყოს, იმედი მაქვს იცი რასაც აკეთებ .... ეს ადგილი დეტალურადაა შესასწავლი და ამისთვის მარტო ევანდელი დღე არანაირად არ მეყოფა, როდესაც ყველაფერს გავაანალიზებ, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მერე ვილაპარაკოთ. ეხლა რაც შემიძლია ერთი თვალის შევლებით გითხრათ ეს გახლავთ 10-11საუკუნის   ერთნავიანი ბაზილიკაა, მიუხედავად იმისა რომ ეხლაც ვერ ვხვდები  რა სასწაულით დგას ეს ეკლესია ფეხზე, შენობის ჩამოშლილი ნაწილების უმეტესობა ნიადაგში ჩანს. თუ კარგად დააკვირდებით ნახავთ რომ ეკლესიასიის მიმდებარე ტერიტორია გასუფთავებულია ანუ მცენარეული საფარისგან გაწმენდილია, ზუსტად ის აზიანებს ყველაზე მეტად კლიმატურ პირობებთან ერთად უძველეს შენობა-ნაგებობებს. როგორც ვხვდები ადგილობრივ მოსახლეობას ბოლომდე უყურადღებოდ თავის სალოცავები ძნელბედობის დროსაც არ მიუტოვებია, მე მხედველობასი მაქვს ის დრო როდესაც ეკლესია-მონასტრებს ძალით ანგრევდნენ, მიიღეთ ჩემგან უღრმესი პატივისცემა ამის გამო და მერწმუნეთ ყველაფერს გავაკეთებ რომ ამ ეკლესიამ თავისი პირვანდელი სახე აღიდგინოს.
ის იყო დილიდან მოსულ სტუმრებთან ერთად საუზმეს მორჩნენ (თუ შეიძლება საუზმე ვუწოდოთ დილიდან გაშლილ საქეიფო სუფრას) და სუფრიდან წამოიშალენ რომ სახლთან ძვირფასი ჯიპი მოგრიალდა. მანქანის ხმაზე ბანზე პირველები შალვა და ირაკლი გავიდნენ. მანქანიდან გადმოსული ახალგაზრდა ყმაწვილის დანახვაზე შალვამ გაკვირვებულმა იკითხა ამას აქ რაღა უნდაო.
- შენ იცნობ ამ ყმაწვილს? - შეეკითხა ირაკლი შალვას.
- როგორ არ ვიცნობ, ჩვენი „ძვირფასი“ ხელისუფლების, შინაგან საქმეთა მინისტრის შვილია, ჩვენ სკოლაში სწავლობდა თუმცა ჩემზე ხუთი წლით პატარაა, მე მგონი ინსტიტუტშიც ერთად ვსწავლობდით, ყოველ შემთხვევაში ხშირად ვხედავდი ხოლმე იქ. ეხლა შენ მითხარი რა უნდა მაგ კაცს ჩვენთან?
- ეს კარ-მიდამო მისი მამა-პაპისეული ქონება იყო სანამ მამამისმა ჩემს ღვინის ქარხანაში არ გადაცვალა. ეს ყმაწვილი დღეს ჩემი სტუმარია და მინდა შესაფერისი პატივისცემით მოე, როგორც ამას ქართული ადათი და წესი მოითხოვს.
გარეთ გამოშლილი სტუმრების დანახვაზე ყმაწვილი თითქოს შეცბა, მანქანიდან რამოდენიმე ნაბიჯის გაკეთების შემდეგ გაჩერდა, უკან მანქანისკენ გაბრუნებაც ეუხერხულა და ამდენი სტუმრის შემხედვარე მასპინძელთან მისვლაც მოერიდა. ბიჭი   ამ ორჭოფული მდგომარეობიდან ისევ ირაკლიმ იხსნა, მასთან მივიდა, გადაკოცნა:
- ეს ჩემი ბიჭია შალვა, მე მგონი თქვენ ერთმანეთს უნდა იცნობდეთ, ასე არ არის? – ჯერ შვილი წარუდგინა, შედეგ კითხვით მიმართა, მასპინძლის ხაზგასმული ყურადღებით აშკარად ნასიამოვნებ სტუმარს.
- ნამდვილად ირაკლი ბატონო, ჩვენ ერთ სკოლაში და თუ არ ვცდები ერთ ინსტიტუტში ვსწავლობდით, ყოველ შემთხვევაში მე ის კარგად მახსოვს....
- რა პატივია - თავი ვერ შეიკავა სარკაზმისაგან შალვამ თუმცა ირაკლის მოქუფრული სახის შემხედვარე სასწრაფოდ შეეცადა სიტუაცია უკეთესობისკენ გამოესწორებინა - ეკლესიის აღდგენას ვაპირებთ, ეხლა იქ მივდივართ სამუშაოების დასაგეგმად, წამოხვალ ჩვენთან ერთად?
- რა თქმა უნდა, სიამოვნებით - ბიჭი მანქანასთან მივიდა, კარებები გააღო და მამა-შვილი ჟესტით ჩასაჯდომად მიიწვია.
- დიდი მადლობა ყმაწვილო მაგრამ შენ მანქანაში იმდენი ადგილია ერთი ბატალიონი ხალხი ჩაეტევა - ღიმილით ამბობს ირაკლი და ეკლესიაში წამოსვლის სხვა მსურველებსაც თავაზობს ადგილს, მაგრამ მის მოწოდებას არავინ გამოხმაურებია.
ბატონმა დავითმა ეკლესია კიდევ ერთხელ ყურადღებით დაათვალიერა ეკლესია და მისი შემოგარენი, მცირეოდენი ბჭობის შემდეგ, რომელშიც თითქმის ყველა იქ მყოფი მანაწილეობდა და თავკაცობდა ღვაწლმოსილი მეცნიერი, გადაწყდა რომ მუშაობა უახლოს მომავალში დაიწყებოდა და ყველაზე ფაქიზ სამუშაოს მისი სტუდენტების, ისტორიის ფაკულტეტის, გამოსაშვები ჯგუფი, მისივე ხელმძღვანელობით შეასრულებდა.
ზაზა იხვეწებოდა, საშუალება მიეცათ მისთვის აქტიური მონაწილეობა მიეღო ეკლესიის მშენებლობაში:
- ჩემი სამშენებლო ფირმა საუკეთესოა მთელს საქართველოში, ყველანაირი სამშენებლო ტექნიკა მაქვს, უახლესი ტექნლოგიები და კვალიფიცირებული მუშა-ხელი თქვენ მხოლოდ მითხარით რა დაგჭირდებათ, სამშენებლო მასალასაც მე გიყიდით ჩემი ფულით - უკან არაფერზე იხევდა ბიჭი.
ზაფხულში, სამუშაოდ ჩამოსულ სტუდენტებს სოფელი განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით დახვდა, მათ გამასპინძლებას ოჯახები ერთმანეს ასწრებდნენ. ახალგაზრდები მასპინძლებს  პატივისცემას უფასებდნენ და სისხამ დილას გასულები საღამომდე, სანამ დღის სინათლე ამის შესაძლებლობას აძლევდა შეუსვენებლად მუშაობდნენ. თავდაუზოგავი მუშაობის შედეგებმაც არ დააყოვნა. კედლების ფრაგმენტები თითქმის მთლიანად იქნა აღმოჩენილი, ბატონი დავითი გაოცებას ვერ მალავდა - რამდენჯერ თვითონ თუ არ მიხელმძღვანელია, დავსწრებივარ მაინც ეკლესია-მონასტრების რესტავრაციას, მაგრამ ასე სრულად აღმოჩენილი ფრაგმენტები არც მინახია და არცი გამიგია, ეს ნამდვილად სასწაულის ტოლფასიაო - ამბობდა.
უამრავმა არტეფაქტმა იხილა დღის სინათლე, ბატონი დავითი განსაკუთრებით დააინტერესა ეკლესიის კედლებთან დიდი რაოდენობით აღმოჩენილმა საბრძოლო იარაღმა, მისი დონის მეცნიერისთვის ძნელი არ იყო აღდგენა იმ ტრაგედიის აღდგენა  წარმოდგენაში რაც საუკუნეებუს წინ ამ ადგილზე დატრიალდა. იმის შემდეგ რაც დავითმა სოფლის უხუცესისაგან, მისი დიდი პაპის მიერ მოყოლილი, წინაპრებისაგან გაგონილი ამბავი მოისმინა, აქ განვითარებული მოვლენების სრული სურათი გამოიკვეთა ...
სოფლის ამ პატარა ეკლესიას შორს ქონდა სახელი გავარდნილი იმით რომ აქ დაბრძანებულ დედაღვთიშობლის სასწაულმოქმედ ხატს, მთელი საქართველოდან სტუმრობდნენ მომლოცველები. მეფის სასახლიდანაც ხშირად მოდიოდნენ დიდებულები რათა ხატს მთხვეოდნენ და საკუთარი გულის ნადები მისთვის გაენდოთ. ომში წასულ სოფლის ვაჟკაცებს წინ ეკლესიის მღვდელი მიუძღოდათ ხოლმე ხატით ხელში, მიუხედავად საარაკო თავგანწირვისა იშვიათად ვინმე დაღუპულიყო მებრძოლთაგან, უხილავი ძალა ფარავდა სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს.
ძნელბედობის ჟამს, კალიასავით შემოსეული ურიცხვი მტერი მთელს საქართველოს მოედო. მტერს ეკლესიის გასანადგურებლად და ძვირფასი ხატის ხელში ჩასაგდებად რაზმი გამოუგზავნია. მთელი სოფელი გამოსულა სიწმინდის დასაცავად, რაზმი გაუნადგურებიათ თუმცა რამოდენიმე ადამიანს მომხვდურთაგან გაქცევა მოუხერხებიათ. მტერმა მეორეჯერ ბევრად უფრო მეტი მეომარი გამოგზავნა ეკლესიის დასარბევად, ქართველ მსტოვრებს რაზმის მოსვლამდე გაუფრთხილებიათ სოფელი. ამჯერად ქალები და ბავშვები გაუხიზნიათ ქართველებს, დანარჩენს ფეხი ადგილიდან არავის მოუცვლია. ახალგაზრდა დიაკვანი და მნათე იარაღით ხელში დაეცნენ ეკლესიის კედლებთან, მოხუცი მღვდელი წამებით მოკლეს მომხვდურებმა, მაგრამ სად წაიღეს ქართველებმა ხატი, ეკლესიის მსახურს ვერ ათქმევინეს, იმ დღის შემდეგ არავის არაფერი გაუგიაო იმ ხატის შესახებ  –  ასე დაამთავრა თავის მონაყოლი ას წელს გადაცილებულმა მოხუცმა.      
იმ პირველი დღიდან რაც ეკლესიის რესტავრაცია დაიწყო, ზაზა გვერდიდან ბატონ დავითს აღარ მოცილებია, ხარაჩებისთვის მასალა მოიტანა, საქმე რომ წინ ჩქარა წასულიყო, ხარაჩოები თავის მუშებს დაადგმევინა. კედლის აღდგენა უშუალოდ ბატონი დავითის ხელმძღვანელობით ხდებოდა. საქმე რომელიც ყველა გათვლით წლები უნდა გაგრძელებულიყო რეკორდული სისწრაფით მიიწევდა ლოგიკური დასასრულისკენ. სტუდენტები რომლებმაც თავისი საქმე მოათავეს და დამსახურებულად აიღეს უნივერსიტეტის დიპლომები, მუშები რომლებიც ანაზღაურებას არ ითხოვდნენ შესრულებული სამუშაოს გამო, სოფლიდან დიდი ხნის წინ წასული, ქალაქში ჩასახლებული ხალხიც კი მოდიოდა და თავისი წვლილის შეტანას ცდილობდა ამ საერო საქმეში. ეკლესიაში დაყუდებული ბერის ყოველი დღე  ლოცვით იწყეოდა და ლოცვით მთავრდებოდა. ერთ წელიწადში კედლები ეკლესიის მთელს პერიმეტრზე ბოლომდე აღდგენილი იქნა, მხოლოდ გადახურვაღა დარჩა მაგრამ აქ სამუშაოები შეჩერა, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მთელი ფინანსური რესურსი ამოწურული იქნა. ყველამ, ვინც კი ამ საქმეში ჩართული იყო, ბოლომდე გაიღო ყველაფერი, ფული იქნებოდა ეს თუ უანგარო გარჯა.
დილას უჩვეულოდ გვიან ამდგარ ირაკლის სახლში არავინ დახვდა, თუმცა თავის გემოზე დასვენების საშუალება მაინც არ მიეცა ....
ბინაში გამეფებული სიმშვიდე ტელეფონის გულის შემაწუხებელმა ზარმა დაარღვია:
       ბატონო ირაკლი ბრძანდებით? – იკითხეს ყურმილში.
       დიახ ბატონო მინისტრო – მცირეოდენი ფიქრის შემდეგ უპასუხა ირაკლიმ.
    ასე დაბეჯითებით ჩემი უშუალო ხელქვეითები ვერ მცნობენ ხანდახან, თქვენ მშვენიერი მახსოვრობა გქონიათ ხმაზე, მით უკეთესი, ესიგი იმედი შემიძლია ვიქონიო ჩვენი კონფედეციალური საუბარი ადვილად არ დაგავიწყდებათ ....
    კი ბატონო, მობრძანდით და ვისაუბროთ ...
     არა, მირჩევნია სადმე კაფეში შევხვდეთ – გაისმა პასუხად.
კაფე სადაც ირაკლის შეხვედრა დაუთქვეს, ახლოს იყო მისი სახლიდან, ეს საზოგადოებრივი კვების ობიექტი ქალაქში საუკეთესო ყავით და გემრიელი ნამცხვრებით იყო ცნობილი.
პირველი სართულის ბელეტაჟზე განთავსებულ, მცირე ზომის, თუმცა საკმაოდ კომფორტულად მოწყობილ კაფეში შესულ ირაკლის ზაალი იქ დახვდა. წინასწარ გაფრთხილებულმა, იქ მომუშავე, სანდომიანი სახის პატარა გოგონამ ირაკლი ზაალის მაგიდასთან მიიყვანა:
    ჯერ–ჯერობით ორი ყავა მოგვიტანე და ეცადე ნაკლებად შეგვაწუხო – ტონით რომელიც თავაზიანობასთან მანც და მაინც ახლოს ვერ იყო მიმართა ზაალმა ოფიციანტ გოგონას.
    რამ შეგაწუხათ ბატონო ზაალ? – იკითხა ირაკლიმ.
    რომ გითხრათ ჩემთვის ეს საუბარი სასიამოვნოა მეთქი ტყუილი იქნება. ოჯახში მომხდარი უსიამოვნების გარეთ გამოტანა ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ამჯერად სხვა გზა არ მაქვს ....
მე და ჩემ ბიჭს ურთიერთობაში არასოდეს პრობლემები არ გვქონია, პირიქით, თუ შეიძლებოდა ვისმეზე გეთქვა იდეალური მამა–შვილობა აქვთო ეს ჩვენზე ითქმოდა, მაგრამ ....
იმ პირველი დღიდან რაც ზაზამ თქვენ გაგიცნოთ, ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა. ზაზას თავისი სამშენებლო კომპანია აქვს, ნიჭიერი არქიტექტორია, ახალი პოლიციის შენობები სულ მისი დაპროექტებული და აშენებულია. ამ ბოლო ხანებში სულ მიაგდო სამუშაო, მშენებარე ობიექტები შუა გზაში აქვს მიტოვებული, ამ მშენებლობებზე პასუხს მე ვაგებ პრეზიდენტის წინაშე, მისი განსაკუთრებული ნდობა რომ არა ჩვენ ორივე უმუშავრები ვიჯდებოდით სახლში, ეს საუკეთესო შემთხვევაში...  რამეს რომ ვეუბნები აღარ მისმენს, როდესაც ნერვები აღარ მყოფნის და ხმას უწევ სახლიდან გარბის, ეხლა გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი გაყიდოს ახლად აშენებული სახლიდან დაწყებული და მობილური ტელეფონით დამთავრებული და ეკლესია გადახუროს... გადაყვა ეს იდიოტი ამ თქვენი ეკლესიის შენებას – ზაალი გაჩუმდა, დრო დაჭირდა რომ ნერვები მოეთოკა და სულიერი სიმშვიდე დაებრუნებინა – მე არ მესმის რატომ... მაგრამ თქვენი დიდი პატივისცემა აქვს, იქნებ ურჩიოთ რაც თავისი შრომით და ოფლით აქვს ნაშოვნი ჩალის ფასად რ გადაყაროს, ის ფული საქმეს შეიძლება მაინც არ ეყოს. მაცალეთ ცოტა ხანი და მე დაგეხმარებით ფინანსურადაც და ყველანაირად, როგორც შემეძლება. იქნებ თქვენ მაინც აუხსენით რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, მე არ მისმენს ... 
–   ეს ჩემი ეკლესია არ არის... ზაზა მართლა ძალიან კარგი ბიჭია. თქვენი ყმაწვილი პირველად როცა გავიცანი, თავის მეგობრებთან ერთად იყო. რას რას და ინფორმაციის ნაკლებობას თქვენ ნამდვილად არ განიცდით, მშვენივრად იცით რომ „ოქროს ახალგაზრდობის“ ცხოვრების წესი ჩემთვის უცხო ნამდვილად არ არის ...  ყველაზე თავმდაბალი და მორიდებული იმ ახალგაზრდებში რომლებიც დაუპატიჟებლად მესტუმრნენ თქვენი ბიჭი იყო, მახსოვს როგორი მოულოდნელი იყო მისთვის თქვენი გადაწყვეტილება მამა–პაპისეული სახლის გაცვლის შესახებ .. რაც შეეხება ეკლესიის შენებას... პოლიციის შუშის სახლები მოიცდის, ახალგაზრდა ადამიანი იმ სალოცავს აშენებს რომელიც ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა დაანგრიეს, მე სალოცავებს ფართო გაგებით ვამბობ და მარტო ეკლესიას არ ვგულისხმობ ....
    ზაზა კარგი ბიჭი რომ არის და ნარკოტიკებს არ ეძალება, უთქვენოდაც ვიცი. ჩვენ წინაპრებს არც ეკლესიები დაუნგრევიათ, არც ილია მოუკლავთ, არც ქართული ეპარქია გაუუქმებიათ, არც ქართველი პატრიოტები და უმაღლესი მღვდელთმსახურები დაუხვრეტიათ ....  არც ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი არ გაუჩაღებია თქვენისთანებისაგან განსხვავებით ასე რომ მოსანანიებელი ჩვენ არაფერი გვჭირს ....  
    არც ჩემ წინაპრებს დაუნგრევიათ ეკლესიები და დაუხვრეტიათ ვინმე, რაც შეეხება სამოქალაქო ომს მაგის ცოდვას მარტო მე ნუ ამკიდევ, თქვენ გვერდითაც არიან ისეთი ხალხი, ვისაც ჩემგან განსხვავებით ჯერ არაფერი მოუნანიათ,  მეორეჯერ მთავრობაში როგორ მოხვედით, ესეც ჯერ კიდევ დიდი კითხვის ქვეშ დგას. თქვენი მმართველობის ყველა ვადა გავიდა, მაგრამ წასვლის თქვენ ჯერ არაფერი გეტყობათ, ჩვენ წასვლით მაინც წავედით უსისხლოდ....
    ესე იგი არფერი დაგინგრევიათ და არავინ დაგიხვრეტიათ.... აბა რა ფუნქცია ქონდა შინაგან საქმეთა სახალხო კომიტეტს, ეგრეთ წოდებულ ნკვდ–ს შემდგომში სახელმწიფო უსიშროების სამსახურად წოდებულს და სად მუშაობდა ბატონი სერგო მაამებაშვილი ?!
    ბატონო ზაალ თქვენ რაღაცა გეშლებათ, როცა ილია მოკლეს პაპაჩემი ჯერ დაბადებული არ იყო და რაც შეეხება სამუსაო ადგილს, ბოლოს რამდენადაც მე ვიცი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კადრების განყოფილების გამგე იყო ....
ეს მე კი არ მეშლება თქვენ არ გცოდნიათ რაღაც–რაღაცაები. როდესაც შემდეგში სოფელში წახვალ, იმ ეკლესიაში თქვენ რომ აშენებთ, მამაოს შეეკითხე ვინ იყო პაპათქვენი და ბევრ საინტერესოს მოგიყვებათ ...
მაიც და მაინც გულითადი საუბარი არ გამოგვივიდა ბატონო ირაკლი, მაგრამ თუ თქვენ ზაზაზე მართლა გული შეგტკივათ სისულელეს არ გააკეთებინებთ, გპირდებით ეკლესიის გადახურვისთვის  საჭირო თანხას მე მალე მოგცემთ – დაპირებით დაასრულა თავისი საუბარი მინისტრმა, წესიერად არც კი დამშვიდობებია ირაკლის, ფული გადაიხადა და კაფედან გავიდა.
ხასიათწამხდარმა ირაკლიმ ის იყო კაფე დატოვა და მანქანაში ჩაჯდა რომ მობილურმა ტელეფონმა დარეკა, ირაკლის პარტნიორი, რესტორნის მეწილე თხოვდა სამსახურში შეეარა, ერთ ჩვენ საერთო ნაცნობს უნდაო შენი ნახვაო, თხოვა.
დღეს მე ჩემ გემოზე დასვენება არ მეღირსება – გაიფიქრა უკმაყოფილო კაცმა და მანქანა ადგილიდან დიდი სისწრაფით დაძრა. რესტორანის შენობაში შესულ ირაკლის საუკეთესო ადგილას გაშლილ სუფრასთან მჯდომი, ოთხი ადამიანი მოხვდა თვალში, ორი მათგანი ეცნო, ერთი მისი პარტნიორი, ხოლო მის გვერდით მჯდომი თანამეინახე „შავი“ გიორგი იყო.
ირაკლი – მიმართა სუფრასთან მიწვეულ პარტნიორს რესტორნის დირექტორმა – თქვენი აღდგენილი ეკლესიის შესახებ მოუყევი ამ ხალხს, დამთავრების სტადიაში რომ გაგეყინათ და მათ სურვილი გამოთქვეს დაგეხმარონ, ბოლომდე მიგაყვანიონ დაწყებული საქმე, თუ შენ წინააღმდეგი არ იქნები ....
რა თქმა უნდა არა, პირიქით, მადლობლები დაგრჩებით... ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გადახურვისთვის სახსრები გამოვძებნოთ, მარტო მაგიღა დაგვრჩა გასაკეთებელი….
ძალიან კარგი ირაკლი, მაშინ, როდესაც თქვენ სოფელში წასვლას დააპირებთ გამაგებინეთ, მინდა თქვენთან ერთად წამოვიდე და იმ ეკლესიაში კელეპტარები დავანთო ჩემი ბიჭის სულის მოსახსენიებლად, თანაც „ძმებში“ შეგროვილ თანხასაც გადმოგცემთ – ირაკლის მეწილის დაწყებული საუბარი „შავი“ გიორგის სიტყვებმა დაასრულა.
სუფრაზე ირაკლი დიდხანს არ დარჩენილა, ისე სიმართლე რომ ითქვას არც თანამეინახეებს დაუხევიათ მაინცდამაინც მისთვის კალთები, სახლში მოსულმა ტანსაცმელი გამოიცვალა და ის იყო მდივანში ჩაესვენა რომ ქალაქის ტელეფონმა ატეხა რეკვა. ერთი შენიცო ... თავისთვის ერთი გემრიელად შეიკურთხა ქუჩიდან ახლად მოსულმა კაცმა და გადაწყვიტა აღარ აეღო ტელეფონი, მაგრამ ეს უკანასკნელი რეკვას არ წყვეტდა.
       გისმენთ – გაღიზიანება ხმაში ვერ დამალა ირაკლიმ ...
შვილო ეს მე ვარ, როგორც ვატყობ უდროო დროს გაწუხებ – ბატონი დავითის შეწუხებული ხმა გაისმა ყურმილში – გუშინ, ზემოთ, ეკლესიაში ვიყავით მე და შალვაა, ვანგარიშობდით რამდენი რა დაგვჭირდებოდა გადახურვისთვის და სულ რა დაგვიჯდებოდა ეს ყველაფერი... მოკლედ თავი რომ არ შეგაწყინო, მე მგონი ჩვენი მღვდელი გაგიჟდა, დაიჩემა გინდა თუ არა დედაღვთისმშობელი გამომეცხადაო გუშინ, ასე მითხრა ურჯულოები რომ არ შემხებოდნენ ქვის საკანში გამომამწყვდიეს და შენ უნდა გამანთავისუფლოო. ხან სად მიადგებოდა მიწას და თხრიდა ეკლესიის შიგნით და ხან სად. გადავწყვიტე ავიღო ეკლესიის შიგნით მიწის ფენა რაც არის  და შევხედო სადმე საფუძველში კედლები ხომ არ სველდება, იქნებ რამე არტიფაქტებსაც წავაწყდე და პირველ რიგში მღვდელი მინდა დავარწმუნო რომ იქ არაფერი არ არის. შალვა გუშინ ჩემთან დარჩა, დღეს მე არ მცალია, ხვალ ვაპირებთ ერთად ასვლას და თუ გინდა შენც წამოდი ...
კარგი მამა, წამოვალ და კიდევ ერთ სტუმარსაც წამოვიყვან, ოღონდ ეხლა მაპატიე, ძალიან დაღლილი ვარ და ცოტა ხანი დასვენება მინდა – თხოვნით მიმართა ირაკლიმ მამამისს.
კარგი შვილო, დაისვენე – აღარ გააგრძელა საუბარი ბატონმა დავითმა და ყურმილი დაკიდა.
დილას ის იყო საუზმეს მორჩნენ ოჯახის წევრები რომ სახლის კარებზე დარეკეს, სახლში შემოსულმა შალვამ ირაკლის სულის ამოსუნთქვა არ აცალა:
       მამა, ჰა, რას შვები, არ მივდივართ ...
ერთ ადამიანს უნდა კიდევ ჩვენთან ერთად წამოსვლა, უნდა დავურეკო. ჩვენ ალბათ ხვალ ჩამოვალთ – იმედი გაუწბილა შვილს ირაკლიმ – თქვენ ხომ მანქანით ხართ? – კითხა შალვას. ბიჭის დასტურის შემდეგ, ყოველი შემთხვევისთვის ამ უკანასკნელს, სოფლის სახლის გასაღები გადასცა. შალვას გასტუმრების შემდეგ „შავ“ გიოსთან დასარეკად ტელეფონთან  მისულ ირაკლის, მინისტრთან შეხვედრა გაახსენდა  და გადაწყვიტა მისი თხოვნაც შეესრულებინა ...
შუადკარგა ხნის გადასული იყო როდესაც ირაკლი სტუმართან ერთად სოფელში ავიდა, სახლის კარები ღია დახვდათ თუმცა შიგნით არავინ იყო, როდესაც მასპინძელმა სუფრის გაშლა მოინდომა სტუმარმა უხეშად გააჩერა,  სუფრასთან ჯდომა რომ მდომოდა რესტორნიდან არ გამოვიდოდი და ამდენ დროს გზაში არ დავკარგავდიო. დანიშნულების საბოლოო პუნქთან მისულ ირაკლის და მის თანამგზავრს ეკლესიის შიდა პერიმეტრზე სამუშაოები უკვე დაწყებული დახვდათ.
ზაზასთან და შალვასთან ერთად, სოფლის მცხოვრებლებიც ყურადღებით უსმენდნენ ბატონი დავითის რეკომენდაციებს და ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ ყველა მის დავალებას. მზე უკვე ჩასვლის პირზე იყო, სოფელმა ბიჭები რომ გამოგზავნა და შრომით დაღლილი სტუმრები შიო პაპას სახლში გაშლილ სუფრაზე მიიპატიჟა. ირაკლიმ ზაზას თავისთან მოუხმო, სპეციალურ მიწის საცერებთან მდგარმა ბიჭმა ჯერ ქვიშა ჩამოიბერტყა ტანსაცმელიდა, შემდეგ ხელები გადაუსვა ერთმანეთს მტვერის მოსაშორებლად და ირაკლისკენ გაემართა მისასალმებლად ....
                      გავიგე შენ უძრავ–მოძრავ ქონებაზე აუქციონი გამოგიცხადებია – ღიმილით მიმართა ირაკლიმ ზაზას,
                      მართალია, მაგრამ ცოტა გამიჭირდა იმისთანა კლიენტის შოვნა რომელიც ყველაფერს ერთბაშად იყიდის. ცალცალკე რომ ვყიდო მანქანა, სახლი, მერე უფრო ნაკლებფასიანი ნივთები თანხას ვერ შევაგროვებ, დამეხარჯება... მე როგორც ვხვდები მამაჩემი იყო თქვენთან და ის გეწუწუნათ ...
                      არ გინდა ზაზა, ასე მამაზე ნუ ლაპარაკობ. სულმთლად უვარგისი რომ იყოს მშობელი უდიერად მასაც არ უნდა მოექცე. ეს იმ ათი აუცილებელი მცნებიდან ერთერთია რომელსაც ყველა საერო პირი უნდა იცავდეს... მითუმეტეს მამაშენი ამას არანაირად არ იმსახურებს. შენ რასაც ყიდი ყველაფერ იმაში თავისი ღირებულების... ჰა–ჰა ... ნახევარზე ცოტა მეტი მოგცენ, ხომ მასეა?
                      აბა იმ ფასს რამდენადაც ვიყიდე არავინ მომცემს...
                      ამიტომაც არაფრის გაყიდვა არ არის საჭირო, ეს ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა. ამ მშენებლობაში შენი მონაწილეობა ჩემი დამსახურებაა და აქედან გამომდინარე ჩემი თხოვნა უნდა გაითვალისწინო. ბატონი მინისტრი სერიოზულ ფინანსურ დახმარებას შეგვპირდა და დარწმუნებული ვარ, ის თავის სიტყვას შეასრულებს, ამის გარდა ჩვენ კიდევ ერთი სპონსორი გამოგვიჩნდა .... გაიცანი ბატონო გიორგი ....
ხელის ჩამოსართმევად გამზადებულ ბიჭს „შავმა“ გიორგიმ დაასწრო და თავის ოდნავი დაქნევით მიესალმა ბიჭს. ჩამოვარდნილი უხერხულობა ისევ ირაკლიმ განმუხტა:
                      ზაზა, შენ ეხლა წადი და სუფრაზე ადგილი შენს გვერდით დაგვიკავე, თუ გვიკითხონ, ჩვენ მალე მოვალთ ... მე მამაოსთან რაღაცა მაქვს გასარკვევი – უფრო „შავი“ გიორგის გასაგონად დაამატა ირაკლიმ.
                      ძალიან კარგი, მე ამ დროს ჩემს კელეპტარებს დავანთებ და მერე რამეს მოვიფიქრებ აქედან როგორ გავემგზავრო ... ვისმეს დავურეკავ რომ ამოვიდეს და აქედან წამიყვანოს – ირაკლის სიტყვებს პასუხობს „შავი“ გიორგი.
                      რას ამბობთ ბატონო გიორგი, ჩვენ სუფრაზე არ დასწრებას სოფელი შეურაცხოფად მიიღებს, არ გვაპატიებენ ...
                      და რას იზავენ? – დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა ამ უკანასკნელს ტუჩებზე.
                      ალბათ არც არაფერს მაგრამ სულ ტყვილ–უბრალოდ ვაწყენინებთ კარგ ადამიანებს ....
                      მე მათ არ ვიცნობ და აქედან გამომდინარე მათი აზრიც არ მაინტერესებენ – მოკლედ მოჭრა „შავმა“ გიორგიმ და ირაკლის პასუხს არ დალოდებია ისე გაემართა მანქანისაკენ  სანთლების ამოსაღებად.
მამაო ერთერთ კედელთან მუხლმოდრეკილი ლოცულობდა თუმცა სტუმრების იქ ყოფნა იგრძნო, „შავმა“ გიორგიმ კუთხეში მიდგმულ სასანთლეზე სამი დიდი კელეპტარი დაანთო და პირჯვარს იწერდა როდესაც მამა დავითი ლოცვებს მორჩა:
       რამ შეგაწუხათ ბატონებო? – მიმართა ფეხზე წამომდგარმა ბერმა სტუმრებს.
    ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან მამაო, რა იცით პაპაჩემის, სერგო მაამებაშვილის შესახებ? – სანამ კითხვაზე პასუხს მიიღებდა „შავ“ გიოსკენ მიმართული ბერის მზერა დაიჭირა ირაკლიმ, მოეჩვენა რომ მას კრიმინალური ავტორიტეტი ეცნო.
სერგო მაამებაშვილის სახელის გაგონებაზე „შავი“ გიორგი მკვეთრად შემოტრიალდა, ყურადღებით, მუქარანარევი მზერით დააკვირდა ბერს.
    ვითომ რატომ უნდა ვუპასუხო შენ შეკითხვებს, რომელი ეკლესიის მსახური შენ მყავხარ აღსარება რომ გითხრა? – ხმაში გაღიზიანება არ დაუმალავს მამა დავითს.
    იმიტომ უნდა უპასუხო რომ, ეს მეც მაინტერესებს და არ გირჩევდი ჩემთანაც იმ ტონით საუბარს, რა ტონითაც ეხლა შენ შეკითხვას უპასუხე – ირაკლისთვის მოულოდნელად საუბარში „შავი“ გიოც ჩაერთო.
    თორემ რას იზავ, მომკლავ? ისე შენისთანა საყოველთაოდ ცნობილი კრიმინალისთვის ეს ძნელი საქმე არ უნდა იყოს – ამ წუთში ყველაფრის დაბრალება შეიძლებოდა მამა დავითზე ლაჩრობის გარდა – კარგით, რახან ასე გულით გინდათ ჩემ ბიოგრაფიას თავიდან ბოლომდე მოგიყვებით, იმიტომ არა რომ მეშინია ... თუმცა ჩემი მონაყოლის შემდეგ ამას თავადაც მიხვდებით !!
ათ წლამდე ჩემზე ბედნიერი ბავშვი მთელ კახეთში არ დადიოდა, მშობლები რომ იტყვიან ხელის გულზე მატარებდნენ. მამაჩემი მოჭიდავე იყო, სერიოზული სპორცმენი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, მისი სპორტული მიღწევების გამო დანიშნეს კიდეც რაიონის გამგებლად.
ექვს წლამდე ფეხით თითქმის არ მივლია, ყოველთვის მამაჩემის გვერდით ვიყავი, რომ არ მეტირა სამსახურშიც კი დავყავი, მანქანამდე კისერზე შემჯდარი მივყავდი ხოლმე, მაგრამ შემდეგ გაჩნდა ჩემი პატარა ძმა და ყველაფერი შეიცვალა...
ბექა თანდაყოლილი გულის მანკით დაიბადა, ჩემი მშობლებისთვის ეს შოკი იყო, განსაკუთრებით მამაჩემისთვის, იმის გაფიქრებაც კი რომ, მისი შვილი შეიძლებოდა უდროოდ გამოთხოვებოდა ამ წუთისოფელს, კაცი ჭკუიდან გადაყავდა....
იმ დღიდან ყველაფერი შეიცვალა, რაც კი საუკეთესი იყო ჩემი უმცროსი ძმისთვის იყო. სათამაშოებს ორივეს გვყიდულობდნენ, მაგრამ ორივეთი ისევ ჩემი ძმა თამაშობდა.  10–11 წლის ბავშვისთვის ძნელია იმის გათავისება რომ ძმას იმიტომ ანიჭებენ მასთან შედარებით უპირატესობას რომ ის ავადაა, მამაჩემი შეეცადა ჩემთვის ეს აეხსნა რამდენჯერმე, თუმცა უშედეგოდ. სამაგიეროს იმით უხდიდი ჩემ მჩაგვრელს რომ, როდესაც ამის შესაძლებლობა ჩამივარდებოდა ხოლმე ფიზიკურად ვუსწორდებოდი, ამაზე მამაჩემი სულ გიჟდებოდა – შენზე პატარას, თანაც ავადმყოფ ბავშვს ხელს როგორ აკარებო.
ფიზიკური ძალა და ჭიდაობის ნიჭი ჩვენ გვარს თავიდანვე მოყვებოდა. პაპაჩემიც ქართლ–კახეთში ცნობილი იყო თავისი ჭიდაობით. იმისთვის რომ სახლში ნაკლებად ვყოფილიყავი ჭიდაობაზე შემიყვანა და თვითონაც მავარჯიშებდა თავის სახლში დამატებით, აი აქ კი მქონდა ხოლმე საშუალება ჩემი დაგროვილი ბოღმა გადმომენთხია, არც საკუთარ თავს ვინდობდი და არც სხვას. ჩემთან ჭიდაობისას იმდენჯერ დაშავდა მოწინააღმდეგე იქნებოდა ტურნირზე თუ სპარინგი ვარჯიშზე რომ აღარც შეჯიბრებებზე მივყავდი მწვრთნელს და საბოლოოდ წრიდანაც გამომაგდეს, დავრჩი პაპაჩემის ამარა თუმცა ამით არც ბევრი არაფერი დამიკარგავს. მეშვიდე კლასში როდესაც ჩემი ძმის ენატანიობის „წყალობით“ მამაჩემი ხელითაც შემეხო, სახლში გაჩერებაზე საერთოდ უარი ვთქვი და პაპაჩემთან გადავედი საცხოვრებლად. ეგოიზმით შეპყრობილს სურვილიც კი არა მქონდა მშობლების მდგომარეობაში ოდნავადაც რომ შევსულიყავი.               
სკოლაში ჩემი ყველას ეშინოდა, მეათე კლასელი ბიჭები შიშით მივლიდნენ გვერდს. სკოლის დირექტორის გოგო მიყვარდა, ჩემი პარალელურ კლასელი იყო, იმის ხათრით სკოლაში იდეალურ წესრიგს ვამყარებდი და თვითონაც კარგად ვსწავლობდი რადგან ჩემს რჩეულს ინტელექტუალები მოსწონდა....
    მორჩი ლაქლაქს და შენ ის მითხარი საიდან მიცნობ? ერთხელ მაინც თუ ვნახე კაცი მისი სახე არ დამავიწყდება – გააწყვეტინა სიტყვა მამაოს „შავმა“ გიორგიმ.
ამ უკანასკნელის უხეშობაზე მამა დავით გაეღიმა, გაჩუმდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო – შენ ერთადერთი კაცი იყავი ვისიც პაპამისს – ხელით მიანიშნა ირაკლიზე – ეშინოდა, ეშინოდა რომ გეგმებს ჩაუშლიდი.
    ვიღაც სერგოს გეგემებთან მე რა საერთო მქონდა, ან იმას რა საერთო ქონდა ჩემთან?
    შენ ყველაზე ახალგაზრდა კანონიერი ქურდი იყავი მთელ საბჭოთა კავშირში, 16 წლის გაკურთხეს თბილისელმა ქურდებმა. როდესაც მესამე „ხოდკაზე“ წახვედი, შენი სახელი „შავ“ სამყაროში უკვე ქუხდა. ახალგაზრდა მილიციელმა ვისაც უფროსობის წინაშე თავის გამოჩენა უნდოდა, როდესაც აგიყვანეს, საპატრულო მანქანაში ლამის წიხლით ჩაგტენა, ამდროს სტაჟიანი მილიციელები ცდილობდნენ შენთან განსაკუთრებით კორექტულები ყოფილიყვნენ. შენ მაშინ იმ მილიციელს ისეთი თვალებით შეხედე რომ ყველა ამ ინციდენტის შემსწრე მიხვდა, შენ მას დაუსჯელს არ დატოვებდი.
რატომ არ დაგებადა შეკითხვა, ექვსი წლის შემდეგ, ოპერატიული მუშაკი, როგორ აღმოჩნდა მაინდამაინც იმ ციხის უფროსი, საიდანაც შენ უნდა განთავისუფლებულიყავი. სად ოპერატიული მუშაკი და სად პენტენციალური სამსახურის უფროსი თანამშრომელი....
       როდესაც უკვე მიშვებდნენ და განთავისუფლებაზე ხელი უნდა მომეწერა, კალმისტრით თვალი რომ გამოვთხარე შენ იმ ნაბიჭვარზე მეუბნები, იმასაც ვხვდები რომ ამ ამბავს რაღაცნაირად ვიღაც სერგოსთან კავშირი აქვს. ეხლა წესიერად ამიხსენი ჩემთან რა საერთო ქონდა იმ კაცს და რაც ეხლა მომიყევი ყველაფერ ამას ...
       შენ გეხსომება მოსკოვში ქურდებმა რომ ერთმანეთი დახოცეს, დაღუპულთა შორის შენი კარგი მეგობრებიც იყვნენ, რამდენადაც მე ვიცი მათი მკვლელები შენ პირადად დასაჯე სიკვდილით. ეს დაპირისპირება კრიმინალებს შორის სერგო მაამებაშვილის ინსპირირებული იყო. შენ ერთადერთი კაცი იყავი ვისაც მისი გეგმისთვის შეეძლო ხელი შეეშალა და ამიტომაც შეგაბრუნა უკან...
       შენ ჭკუიდან გადასულხარ ბერო, ამას ყველაფერს როგორ მიყვები?! არ გეშინია ეხლავე, აქვე, ღორივით დაგკლა?
მამა დავითს სახე შეეცვალა, ცივი მზერა ჩაუდგა თვალებში, ირაკლიმ ქვეშეცნეულად იგრძნო რომ ეხლა მათ წინ, სულ სხვა, აქამდე უცნობი კაცი იდგა:
–    შენ გგონია მე სიკვდილის მეშინია? ამ ეკლესიაში იმ იმედით ჩავსახლი რომ ერთხელაც იქნებოდა ეს კედლები ჩამოინგრეოდა და ჩამმარხავდა. ჯერ ცხინვალში, შემდეგ აფხაზეთში, მერე ისევ ცხინვალში, სად არ ვეძებდი სიკვდილს მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ჩემს ირგვლივ ადამიანები ბუზებივით იხოცებოდნენ მაგრამ მე ტყვია არ მეკარებოდა, ეს მე გამოვიტანე შენი შვილის ცხედარი ბრძოლის ველიდან, რუსეთ–საქართველოს ომის დროს, სხვა ბერებთან ერთად, ოსები ბევრჯერ დაგვემუქრნენ დაგხვრიტავთო, მაგრამ ვერ გაბედეს  ...
       შენ ჩემ გიოს იცნობდი?
       მე არ ვიცნობდი, ის მიცნობდა მე, როდესაც შენი მეგობრები ჩამოვიდნენ მის სახლში წასასვენებლად, მაშინ გავიგე რომ ის შენი შვილი იყო. ჩემნაირი სულელი იქ სხვა არ დადიოდა, ჯავშნიან მანქანაზე ზემოთ ვჯდებოდი და ისე შევდიოდი გახურებულ ბრძოლაში დაჭრილების და ცხედრების გამოსაყვანად.
       კი მაგრამ რას ერჩოდი შენს თავს, რატომ ეძებდი სიკვდილს? – ეხლა ირაკლი ჩაეკითხა მამა დავითს.
       მაგიტომ დავიწყე სულ თავიდან მოყოლა რომ მიმხვდარიყავით რანაირი ხალხი ჭირდებოდა სერგო მაამებაშვილს და ვინ იყო ის. ინსტიტუტში ჩემს რჩეულთან ერთად ჩავაბარე, სპორტული სიებით გავედი ისე რომ არანაირი წინააღმდეგობა რა მიგვრძნია, მეორე კურსზე ვიყავი ჩემს და ეკას შორის რაღაცა რომ შეიცვალა, იშვიათად მეკონტაქტებოდა, როდესაც სადმე ერთად წასვლას ვთავაზობდი, რამეს იმიზეზებდა და უარს მეუბნებოდა. მერე კურსელებმა ჩამაწვეთეს ყურში, შენ შეყვარებულს ჩვენი ახალგაზრდა ლექტორი უყვარსო. ჩასაფრებული ვიყავი და ერთხელაც გამოვიჭირე ცარიელ აუდიტორიაში ერთმანეთს რომ ეკურკურებოდნენ ისე.
ჩხუბით ხშირად ვჩხუბობდი, მაგრამ ისე როგორც ის ლექტორი ვცემე არავინ მიცემია. როდესაც ვეღარ ამაგლიჯეს მილიციას გამოუძახეს. ის მილიციელებიც ვცემე, ერთი კიბეებიდან გადავაგდე და მძიმე ფორმით ტვინის შერყევა მივაღებინე. ბოლოს როგორღაც გამკოჭეს და მილიციაში წამათრიეს, იქ ხელებ და ფეხებ შეკრული ხელკეტებით უმოწყალოდ მცემეს. მილიციელები მემუქრებოდნენ შენ აქიდან ცოცხალს არ გაგიშვებთო.
აი მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში სერგო მაამებაშვილი და იყიდა ჩემი სული. ერთი სისხლით არ მომაწერინა ხელი, თორემ სხვაობა მას და ეშმაკთან დადებულ შეთანხმებას შორის არაფერი იყო. ასე გავხდი უშიშროების „უჩინართა“ რაზმის მეთაური. ეს ოთხკაციანი რაზმი მხოლოდ ერთ ადამიანს, სერგო მაამებაშვილს ემორჩილებოდა, ისე როგორც ჩვენი ხელმძღვანელი ემორჩილებოდა მხოლოდ საბჭოთა კავშირის უშიშროების მინისტრს, თავის დროზე ის ბერიას კადრი იყო და პირადი მეგობრობა აკავშირებდა მასთან. პირველი დავალება რომელიც ჩემმა უფროსმა უშუალოდ ლავრენტი პავლოვიჩისაგან მიიღო და ბრწყინვალედ შეასრულა, სხვებთან ერთად ქართველი მეცნიერების მოძებნა იყო პირველი საბჭოთა ატომური ბომბის შესაქმნელად. ჩვენ რაზმს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ეძახდნენ. ასეთი შემთხვევა იყო მოსკოვში, კრიმინალური ბანდა ძარცვავდა მხოლოდ სახელმწიფო მოხელეების, მაღალჩინოსნების სახლებს, ისე ჭკვიანურად რომ ვერაფრით ვერ დაიჭირეს. მთელი მოსკოვის მილიცია ფეხზე დადგა ვინ არ მოიწვიეს მაგრამ უშედეგოდ, ბანდა ცოტა ხნით წყვეტდა აქტიურობას, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ იწყებდა შედეგიან „მოღვაწეობას“. ჩემი უფროსი როგორც ყოველთვის, ინოვაციური კუთხით მიუდგა საკითხს და ისევ კრიმინალების ხელით გადაწყვიტა ამ ბანდის მოშორება. ნახევარი წლის განმავლობაში „ვამუშავებდით“ ციხეში მყოფ, იმ ელიტარული უბნის მკვიდრ, არარუსული წარმოშობის ადამიანების მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობით გამორჩეულ კანონიერ ქურდს. შემდეგ ციხიდან გაქცევაში დავეხმარეთ, ამ პროცესში პირადად ვმონაწილეობდი, მე ერთადერთი არარუსი ვიყავი ვისაც თავის გვერდით „კაცაპი“ იტანდა. ციხეში ჯდომისას „კაცაპის“ გასაგონად ხშირად ვაქებდით იმ კავკასიელებს (იმ დროისთვის ვიცოდით რომ ის მოუხელთებელთა ბანდა, ძირითადად ქართველებისაგან შედგებოდა ) რაზეც ამ უკანასკნელს საშინელი რეაქცია ქონდა, ერთი–ორჯერ სასწაულად გადავურჩი მის დანაზე წამოგებას. მოკლედ როგორც ყოველთვის ჩვენმა გეგმამ გაამართლა, ამ ხალხის დაპირისპირება ტექნიკის საქმე იყო, იარაღით „კაცაპის“ ხალხი ჩვენ შევაიარაღეთ და კონფლიქტის წამომწყებიც კრიმინალებს შორის მე ვიყავი.  ასე მოვიშორეთ საშიში ბანდა, ხელისუფლების მადლობაც დავიმსახურეთ და პრემიებიც დაგვირიგეს. რამდენადაც მე ვიცი „კაცაპი“ ქურდებმა გაასამართლეს და „ძმების“ დახოცვაში დამნაშავედ ცნეს, ისიც ვიცი რომ ის კაცი საკუთარი ხელით გამოფატრე –  მამა დავითის ბოლო სიტყვები აშკარად „შავ“ გიორგის მისამართით იყო ნათქვამი.
       იმ ღორიშვილისთვის ჩემი ხელიდან სიკვდილი პატივი იყო, თავი ვერ შევიკავე თორემ ის ქურდის ხელიდან  სიკვდილს არ იმსახურებდა. არც შენ ხარ საცოცხლებელი, ჩემი ბიჭის ამბავი რომ არა, გაგიყვანდი გარეთ და იქ აგიგებდი წესს. შენისთანა გარეწარს ანაფორის ჩაცმის უფლება ვინ მისცა...
  მამა დავითმა თავი ჩაქინდრა, თავის ფიქრებში ჩაიძირა, შედეგ ნელა ასწია თავი, თვალი თვალში გაუყარა „შავ“ გიორგის – მღვდელმა, რომელიც შუა ტყეში, ხელებშეკრული, ხეზე ჩამოკიდებული, ნადირის ლუკმად დავტოვე. უბრალოდ უფალმა არ ინება მართლა ღვთისნიერი კაცის სიკვდილი და შემთხვევით ჩამოვლილმა მონადირემ გადაარჩინა.
დავასრულებ ჩემს მონაყოლს და ყველაფერს მიხვდებით. ჩემი დაჭერის ამბავი რომ გაუგია, პაპაჩემს გული გასკდომია და წამებში დაულევია სული. ერთი თვე, სანამ მე წინასწარი დაკავების იზოლიატორში ვიჯექი ( ამდენი დრო დასჭირდა სერგო მაამებაშვილს რომ ჩემი ამბავი ჩაეფარცხა და ყველაფერი მოეგვარებინა) არავინ ჩემი ოჯახიდან ჩემს მოსანახულებლად არ მოსულა. ამან საერთოდ გამამწარა, დავიფიცე აღარასოდეს მოვიკითხავ, ოჯახი მე აღარა მყავს მეთქი. ზუსტად ჩემი დაჭერის პერიოდს დამთხვევია ჩემი ძმის ჯანმრთელობის გაუარესება და ერთი თვის განმავლობაში კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფილა, ვერც გადარჩებოდა ჩემს მშობლებს რაც კი ებადათ ყველაფერი არ გაეყიდათ და გერმანიაში სასწრაფო ოპერაცია არ გაეკეთებინათ. მოკლედ, რომ არ გავაგრძელო მშობლებიც ისე დაიხოცნენ მე ისინი არ მინახიან. აფხაზეთის ომის შემდეგ პაპისეულ სახლში დავბრუნდი ( მამაჩემის ორსართულიანი სახლი, თავის ბაღ–ვენახით უმცროსი შვილის მკურნალობას შეეწირა ) და ძმამ სახლში არ შემიშვა – შენს გამო, შენზე ნერვიულობით დაიხოცნენო ჩვენი მშობლები, ჩათვალე რომ შენ აღარავინ გყავს ამ ქვეყანაზეო. რაიონიდან თბილისში ჩამოსული, ჯერ რესტორანში შევედი, პირველად ჩემს ცხოვრებაში მარტომ დავლიე, მაგრამ როცა ყველაზე მეტად გინდა დათრობა, მაინცდამაინც მაშინ არ გეკიდება ღვინო. რესტორნიდან გამოსული ტრანსპორტში ჩავჯექი რომელიც ყველაზე შორს, ლამის ქალაქგარეთ გადიოდა ბოლო გაჩერებაზე. ჩემს გარშემო რა ხდებოდა ვერ ვამჩნევდი, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, ბრძოლებიდან ჩამოტანილ იარაღს, რომელიც ქამარში მქონდა გარჭობილი, როგორ მივიდებდი შუბლზე და სასხლეტს თითს გამოვკრავდი...
ვიგრძენი რომ ვიღაცა ხელით ხელზე შემეხო, ცივად გამოვწიე ხელი, ჩემ წინ სასწაულად გადარჩენილი ჩემი მსხვერპლი, ანაფორიანი კაცი იჯდა. ეტყობა სასოწარკვეთილი სახე მქონდა და ჩემი ნუგეში უნდოდა. უცბად გამახსენდა ბერის ვინაობა, ერთხელ ნანახი კაცი არც მე არასოდეს მავიწყდება, ვიფიქრე ალბათ ვერ მიცნო მეთქი, თავი გავახსენე:
        მე ის კაცი ვარ მამაო, ვინც ტყეში ფეხებით დაგკიდა და სასიკვდილოდ გაგიმეტა მეთქი.
        ღმერთმა შეგინდოს შვილო, მე უკვე შეგინდე – პირჯვარი გადამწერა მამაომ.
     პირველად გალღვა, დიდი ხნის წინ გაქვავებული გული და თვალებიდან ჩემდა უნებურად ცრემლი წამომივიდა, პირველად ცხოვრებაში და ალბათ უკანასკნელად ვიტირე, მისივე რჩევით და დახმარებით აღვიკვეცე ბერად ....
          ვთის მსახურს რაღას ერჩოდი, იმან რაღა დაგიშავა – ამჯერად აღშფოთება ირაკლიმ ვეღარ დამალა.
       ჩემთვის მას არაფერი დაუშავებია, უბრალოდ ჩემი უფროსის, ბაბუაშენის დავალებას ვასრულებდი – მამა დავითს თვალებში სუსხი ჩაუდგა – მსგავსი სისაძაგლე ბევრჯერ ჩამიდენია მისი ბრძანებით, დაშავებით კი ის დააშავა, ჩემი ცოდვილი სულის მხსნელმა, რომ რაიონის იმდროინდელ გამგებელს, რაიკომის მდივანს, გზაზე გადაეღობა. ამ მართლა წმინდა კაცის სიტყვას რაიონის მცხოვრებლები როგორც მესიის წინასწარმეტყველებას ისე აღიქვავდნენ და უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ, რაც ადგილზე, უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელს „ღირსებას“ ულახავდა. რაიკომის მდივანმა ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი მისცა და მიზეზად გამოიყენა ამ უკანასკნელის გზიდან ჩამოსაშორებლად. მამაშენმა დღესაც არ იცის რომ მისი თანამშრომელი და თანამოაზრე, ქართველ დისიდენტთაგან ერთ–ერთი პირველი, მასზე თვალთვალის საშუალებით ავიყვანეთ. ის ახალგაზრდა კაცი, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საშინელ ტანჯვაში გარდაიცვალა. მსგავსი „საცდელი ობიექტები“ მრავლად ყავდათ კომუნისტებს მსგავს დაწესებულებებში მთელ საბჭოთა კავშირში, შენ ალბათ გაინტერესებს ბაბუაშენი ვინ მოკლა? 
       შენი უფროსიც აღარ დაინდე? ვეღარ გაძეხი სისხლით ....
       ბაბუაშენი მე არ მომიკლავს – სიტყვის დამთავრება არ აცალა, უკმეხი ტონით შეაწყვეტინა სიტყვა ირაკლის მამა დავითმა – სამაჩაბლოში, რუსების ჯარის შემოსვლის შემდეგ, სასიკვდილოდ დაჭრილ, ქართველ ოფიცერთან მიმიყვანეს, იმ დისიდენტის, მამაშენის მეგობრის შვილი აღმოჩნდა, ვინც თავის დროზე ჩვენ გავაუბედურეთ. ეტყობა ბაბუაშენი თავისი მუშაობის შედეგებს სადღაც მაინც აგზავნიდა და ამ საბუთებისთვის მიუგნია, ჩემი ვინაობაც ეცოდინებოდა, მაგრამ წვერებში, ბერის სუდარაში გამოწყობილი, ეტყობა ვერ მიცნო და მეც აღარ შევაწუხე მომაკვდავის სული, მისგან ბოლო აღსარება მივიღე, ვაზიარე და იმქვეყნად დამშვიდებული გავუშვი. როგორც მომაკვდავმა მომიყვა მამამისის სიკვდილის მერე, დედამისსაც დიდხანს არ უცოცხლია. მარტო დარჩენილი, პატარა ბიჭი, მისივე თხოვნით  სამხედრო სასწავლებელში შეუყვანიათ ნათესავებს. ჯერ კიდევ სულ პატარა ბიჭს, დაუფიცია, რომ მამამისისთვის შურს იძიებდა და იძია კიდეც ...
    შენ თავზე რატომ აღარაფერი უთხარი? სიკვდილის ხომ არ შეგეშინდა ბერო!! – ეს დაცინვით ნათქვამი სიტყვები უკვე „შავ“ გიოს ეკუთვნოდა.
    მე რომ სიკვდილის მშინებოდა, თქვენ აღსარებას არ ჩაგაბარებდით და მთელ ჩემს ცხოვრებას ხელის გულზე არ გადაგიშლიდით, ჩემში ერის კაცი დიდი ხნის წინ მოკვდა. სასოებით ველოდები, როდის წარადგენს ჩემს ცოდვილ სულს უფალი თავის სამსჯავროზე, დანამდვილებით ვიცი რომ შემინდობს და შეიწყნარებს, რამეთუ მთელი ჩემი არსებით ვინანიებ ყოველ ცისმარე დღეს, ცოდვებით სავსე, განვლილ ცხოვრებას.
ღვთის სახლში ავიმომასწავლებელმა სიჩუმემ დაისადგურა. „შავ“ გიორგის სახეზე ეწერა, რომ ერთი სული ქონდა დაღუპული „ძმებისთვის“ შური ეძია,  ერთადერთი რაც აჩერებდა, წმინდა ადგილი და ბერის ანაფორა იყო. არც ირაკლი იყო უკეთეს დღეში, არ უნდოდა დაეჯერებინა რომ წოტა ხნის წინ გაგონილი სიბოროტის სული და გული ბაბუამისი იყო. კაცმა არ იცოდა, რითი დამთავრდებოდა მამა დავითის აღსარება, ეკლესიაში მყოფთა ყურადღება, ტაძარში იმ წუთს შემოსულ, სუფრიდან დაბრუნებულ,  ბატონ დავითს და მის თანმხლებ, ერთმანეთში მოკამათე ზაზას და შალვას რომ არ მიეპყრო ....
       ბაბუ იქნებ შენ მაინც ამიხსნა, რატომ უნდა მიყვარდეს ხელისუფლება, რომელმაც თავისი ხალხი მათხოვრებად აქცია, სახელმწიფო რომელიც ერთი მუჭა, ეგზალტირებული ადამიანებისთვის არსებობს. ამას – თავი ზაზასკენ გააქნია – რატომ არ ეყვარება როდესაც ყველაფერი საუკეთესო ამათთვის არის ....
       მეექვსე კლასში ვიყავი, როდესაც შენ სკოლას ამთავრებდი. თორმეტი წლის ბავშვი უკვე ყველაფერს ამჩნევს და საზღვრავს. კარგად მახსოვს, შენ პირველი მეათე კლასელი იყავი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ სკოლაში, ვინც გაკვეთილებზე, საკუთარი მანქანით მოდიოდა და მიდიოდა. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი სკოლის დირექტორის გაბრწყინებული, ამაყი სახე, როდესაც შენ მანქანით სადღაც გაყვანა შესთავაზე, ისე მოხდა რომ იქვე ვიყავი და ამ მომენტს შევესწარი. სკოლის ულამაზესი გოგონები თავს გეხვეოდნენ, შესახედად დღესაც სიმპატიური ბიჭი ხარ, მაგრამ ჩვენ ორივემ კარგად ვიცით, მარტო მაგი არ იყო შენი პოპულარობის მიზეზი. მაშინ კარგი სახელმწიფო გვქონდა? დენი კვირაობით გვენატრებოდა და ღამე ლოგინში ტანსაცმლიანს მაწვენდა რომ არ გავყინულიყავი. ნოდარ დუმბაძეს ამბობს თავისი გმირის პირით ერთ–ერთ ნაწარმოებში – სამშობლო ხაჭაპური არ არის, ყველი გიყვარდეს და ცომი არაო. ჩვენი ქვეყნის ჭირისუფალი, უკაცრავად, უფრო სწორედ გულშემატკივარი ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა ....
       შესანიშნავი სიტყვა მოძებნე თავიდან, ჭირისუფლობა უფრო მოუხდება დღევანდელ საქართველოს, ორი რეგიონი წაგვართვეს მესამე წკიპზეა, ეს ყველაფერი თქვენი გაუაზრებელი და უტვინო პოლიტიკის შედეგია ....
       ეს ომი რუსეთს ჭირდებოდა და ის მას აუცილებლად მიიღებდა. არცერთი ომი რუსეთს, თავისი არსებობის მანძილზე, მე როგორც ვიცი, პირდაპირ არ დაუწყია, თვითონ აწყობდა პროვოკაციას, ამაში მოწინააღმდეგე მხარეს ადანაშაულებდა და ომს იწყებდა, ერთადერთი გამონაკლისი მე მგონი მეორე მსოფლიო ომია, ესეც ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ მას დაესხნენ თავს. ასე არ არის ბატონო დავით? – ეხლა ზაზამ მოიშველია ბატონი დავითის ავტორიტეტი.
       თუ ჩემი აზრი გაინტერსებთ ყმაწვილებო, მაშინ მე ცოტა შორიდან დავიწყებ. დიდი ილია სიტყვებს გაგახსენებთ ( ენა, მამული, სარწმუნოება ) ენა, რომელიც არის ეთნიკური წარმომავლობის და მისი კულტურული იდენტურობის უპირველესი ნიშანი, მამული – ტერიტორია, სადაც ეთნიკური ჯგუფის კულტურულ წარმომავლობას, პრივილიგირებული უფლებები გააჩნია და რომელზეც ფუძნდება სახელმწიფო ინსტიტუტები. სარწმუნოება – რელიგიური ამღსარებლობა და ცხოვრების ის წესი, რასაც მართლმადიდებელი ქრისტიანობა ქადაგებდა, რომელიც შემიძლია ვთქვა რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის შეუმუსრავი „აბჯრის“ ფუნქციას ასრულებდა. ჩვენ პრივატულ საუბრებში ხშირად ვახსენებთ ილიას, სკოლაშიც ვასწავლით ბავშვებს, მაგრამ იმისთვის რომ მის ნაფიქრალს ჩაწვდე და შეიცნო, ჯერ მისი განვლილი ცხოვრების გზა უნდა იცოდე, მერე მის ნაწერ სტრიქონებს შორის კითხვა ისწავლო, მხოლოდ ამის შემდეგ, შეიძლება მიხვდე, რას ნიშნავდა ამ კაცისთვის საქართველო და ქართველები. როდესაც ნოდარ დუმბაძის შემოქმედებით ტკბები, სიცილისას, სიბრალულის ცრემლი ხშირად მოგადგება კაცს თვალზე, მაგრამ ილიას ნაწერების კითხვისას, თან გეღიმება, თანაც თვალიდან სიმწრის ცრემლები მოგდის. იქნებ იმიტომაც შეიძულა გადაჯიშებულმა ქართველობამ ეს გენიოსი და თავისი ჩუმი თანხმობით, მტრის დაქირავებულ ჯალათებს, მისი მოკვლის უფლება მისცა. წაიკითხეთ ახალგაზრდებო მურმან ლებანიძის გენიალური ლექსი „შემეკითხე და გეტყვი“. პირველ სვეტად საქართველოსთვის, პოეტი დავით აღმაშენებელს მიიჩნევს, მეორე სვეტად ილიას და მესამე სვეტს ევედრება უფალს საქართველოსთვის ....
ბატონი დავითი დადუმდა, ღიმილმა რომელშიც ერთდროულად იკითხებოდა იმედგაცრუებაც და ირონიაც, წამით გადაუსერა სახე ასაკოვან კაცს:
       ისე წავიდა პოეტი ვერ მოესწრო მესამე სვეტს. დიდი ეჭვი მაქვს და ღმერთმა ქნას მე ვცდებოდე, მეც ისე წავალ ამ ქვეყნიდან, რომ მეც ვერ ვიხილავ ადამიანს, ვინც ამ ქვეყვის ფეხზე დაყენებას შესძლებს....
       უიმედობა დიდი ცოდვაა, მრევლი დედა ეკლესიას თავიდან აშენებს და მის წიაღში ბრუნდება. უფლის ნებაა ყოველივე, დაილოცოს მისი სახელი – სიტყვა ჩამოართვა სეხნიას მამაომ, უფლის სახელის ხსენებაზე თავი დახარა და პირჯვარი გადაიწერა.
       ეკლესიების რესტავრაცია ძალიან კარგია და მის მნიშვნელობას ჩემზე უკეთესად ვინ ხვდება, მაგრამ ეს ცოტაა... როდესაც ადამიანი მდინარეში იხრჩობოდა, უფალს თხოვა დამეხმარეო, მან უპასუხა, ხელი გაანძრიე და დაგეხმარებიო. როდესაც მცნება სამშობლო, ბანალური საუბრის საგანი ხდება და პოლიტიკოსებისთის „აწყობილი ცხოვრების“ წინაპირობა, ის თავის ღვთიურ მადლს კარგავს, ზუსტად ამას ემართლებოდა ილია თავის მედროვეებს. დღეს რაც ხდება ეს უბრალოდ არ მესმის.... გამყიდველები და მოღალატეები ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოსთვის იშვიათობა  არ არის, მე ისტორიკოსი კაცი ვარ და მაგის მაგალითები უამრავი შემიძლია მოგიყვანოთ, მაგრამ ისინი ყოველთვის ერიდებოდნენ მტერთან ღია კონტაქტს და როგორც წესი საიდუმლო შეხვედრებზე ურიგდებოდნენ მომხვდურს, ცდილობდნენ ამ უკანასკნელების გარემოცვაში ყოფილიყვნენ ამის შემდეგ, რადგან ქართველების გვერდით ყოფნა მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყო. ქართველი ჯარისკაცების სისხლი ჯერ კიდევ არ იყო გამშრალი ამ მიწაზე, რომ სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე, რამდენჯერმე, დროებით პრეზიდენტის უფლებამოსილების შემსრულებელი, მტერს თავისი ფეხით ეახლა და მასთან ერთად სამხედრო ალღუმი მიიღო. განვმეორდები და კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქართველოში ღალატის ეს არც პირველი და ალბათ არც უკანაკნელი შემთხვევა არ არის, მაგრამ ამის შემდეგ ამ ადამიანს კიდევ თუ აქციაზე ვინმე გაყვებოდა ნამდვილად აღარ მეგონა. დღესავით ნათელი იყო რომ რუსეთში ამ ქალბატონის ჩასვლას ერთადერთი მიზანი ქონდა, ომში გამარჯვებული, მტრულად განწყობილი სახელმწიფოს პრეზიდენტთან დამყარებული ურთიერთობების ხარჯზე, რეიტინგის ამაღლება და შემდგომ, ხელისუფლების სადავეების ხელში ჩაგდება იყო ძალისმიერი გზით. ხელისუფლებაზე გამწარებული ხალხი მასა მას გაყვა ....
       რატომ გიკვირს ბაბუ? გაყვებოდა აბა რა იქნებოდა, ამოუვიდა ხალხს ყელში ამდენი უსამართლობა. ციხეები გამოტენილია პატიმრებით, სასმართლოში სამართალს ვერ ნახავ. ეომები ქვეყანას, ვისთანაც ომი წინასწარ განწირულია მარცხისათვის და გაკარგულ ტერიტორიებს ახალს სოფლებს უმატებ .... სოფლისთვის ხომ ეს მთავრობა საერთოდ არ არსებობს, აგერ შეეკითხა ამ ხალხს და გეტყვიან – ხელით მიანიშნა იმ წუთს მათთან შემოერთებულ ილო და შიო პაპაზე.
       შალვა შვილო, საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენ ყოველთვის ჩვენზე გაცილებით ძლიერი მტრები გვყავდა, მაგრამ ფარ–ხმალი არასოდეს დაგვიყრია. ქართველი ვაჟკაცებით სისხლით იღებებოდა მიწა, მაგრამ მტერსაც ძვირად უჯდებოდა ჩვენთან ომი. აქედან იღებდა საფუძველს ის პატივისცემა ისეთი დიდი და ძლიერი მეზობელისა როგორიც მუსულმანური სამყაროა, მიუხედავად იმისა რომ ყურანი (ასე ვთქვათ, მათი ბიბლია) არ ავალდებულებს არამუსულმანებთან დადებული პირობის შესრულებას, ძალიან იშვიათად რომ ჩვენთან დადებული ხელშეკრულებები მათ დაერღვიოს, რასაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ურთიერთობის პირველი დღიდან, სისტემატიურად აკეთებდა რუსეთი. ვერც ვახტანგ გორგასალი, ვერც თამარ მეფე და დავით აღმაშენებელიც კი ვერაფერს შეძლებდა, გვერდით, თავის ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, მისი კეთილდღეობისთვის, თავდადებული უბრალო ხალხი რომ არ ყოლოდა. თავდაუზოგავად იბრძოდნენ ქართველი ვაჟკაცები თავისი მიწისთვის და ამ მიწაშივე პოულობდნენ თავის სამუდამო განსასვენებელს. სამშობლოსადმი გაწეული ღვაწლით ფასდებოდა მამაკაცი, ბრძოლაში გამობრძმედილ ვაჟკაცებს ნატრობდნენ ქართველი ქალები და ოჯახის თავივით, მამაც და ერთგულ შვილების უზრდიდნენ ქვეყანას. ასე გადაეცემოდა თაობიდან თაობაში ქართული მხედრული სული და სახელმწიფოებრივი აზროვნება.  რუსეთთან მიერთების შემდეგ, რატომღაც გადავწყვიტეთ რომ, რუსეთი იზრუნებდა ჩვენს მაგივრად ქართული ინტერესების დაცვაზე და მის შემდეგ დღემდე, კატასტროფული სისწრაფით იკარგება, ის ძირძველი ტერიტორიები, რომელიც ქართულენოვანი მოსახლეობის საკუთრება იყო ოდითგანვე. ჭაბუა ამირეჯიბის გენიალური ნაწარმოები „დათა თუთაშხიაში“ წაკითხული თუ არა ნანახი მაინც აუცილებლად გექნებათ. ერთ ეპიზოდს შეგახსენებთ სადაც მთავარი გმირი რიტორიკულ კითხვაზე – რა გვჭირს ქართველებს? – პასუხს ეძებს, მე დღესაც არ მესმის რატომ არ დააკმაყოფილა ის, სუფრის ერთ–ერთი წევრის აბსოლიტურად ამომწურავმა პასუხმა, რომ სახელმწიფომ ფუნქცია დაკარგა და ქართველები საბალახოდ გასულ საქონლის ჯოგს დაემსგავსა. სამწუხაროდ დღესაც ბევრი არაფერი შეცვლილა, პირადი კეთილდღეობა და საკუთარი ამბიციები, გაცილებით მაღალ რანგშია აყვანილი, ვიდრე მოქალაქის ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ. ერთ ასეთ შემთხვევას გავიხსენებ, ბაბუა შვილიშვილს ელექროძრავიანი საბავშვო მანქანით ასეირნებდა, იმწუთას კორპუსიდან გამოსულმა, დაახლოვებით ბაბუას ასაკის, ამ უკანასკნელისთვის ნაცნობმა მოხუცმა თავმომწონედ განუცხადა ბავშვიან კაცს რომ მან ასეთი მანქანა თავის შვილიშვილს ჯერ კიდევ ათი წლის წინ უყიდა. აი რითი ტრაბახობდა ეს „ღვაწლმოსილი“ ადამიანი....  დანარჩენი თქვენ იფიქრეთ და თავად გადაწყვიტეთ ....
       ბატონო დავით მაპატიეთ, თქვენდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად უფლება მომეცით არ დაგეთანხმოთ. ქართველი ბიჭები თქვენს მიერ ნახსენებ ომში მგლებივით იბრძოდნენ და ამას თვითონ რუსები ადასტურებენ. ისეთ ძლიერ და უახლოვესი ტექნიკით აღჭურვილ მტერთან ჩვენ ცოტა შანსი გვქონდა, მაგრამ მათ საგრძნობი ზიანი მივაყენეთ – დიდი მორიდებით მიმართა, თავისზე ბევრად ასაკოვან კაცს ზაზამ.
       სულმნათ დავით აღმაშენებლის დამსახურება ზუსტად მაგი იყო შვილომხოლოდ მას შემდეგ, რაც საფუძვლიანად მოემზადებოდა თვითონ, მოამზადებდა ჯარს, ჯეროვნად შეაფასებდა საერთო გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა მოქმედებას და როგორც წესი წარმატებას აღწევდა, თუმცა იყო კიდევ ერთი სერიოზული ფაქტორი რომელიც როგორც ისტორიკოსმა არ შემიძლია არ ავღნიშნო, დავით მეფეს გვერდით ყავდა ისეთი ბრძენი მრჩეველი, როგორიც გიორგი ჭყონდიდელი იყო, მისი გამზრდელი. ცნობილი ფაქტია რომ, თავის მეომრებს საქართველოს მეფე და ამავდროულად მთავარსარდალი, ქანცის გაწყვეტამდე ავარჯიშებდა, რახან ამ ფაქტმა ჩვენამდე მოაღწია, ესეიგი ყველა მეომარი მაინცმაინც „აღფრთოვანებული“ ასეთი ინტენსიური დატვირთვით არ იყო, მაგრამ მნიშვნელობა ამ მზადების ყველას კარგად ესმოდა. მე დღევანდელ დღესაც შემიძლია მოვიყვანო ანალოგი საქართველოსთან მიმართებაში, ისრაელის არსებობა წითელი ნაჭერივითაა მუსულმანური სამყაროსათვის, ის ერთადერთი რამაც შესძლო ეს ქვეყანა და მისი ერი გადაერჩინა, ებრაელთა ურთიერთ თანადგომა და მტერთან უკომპრომისო ბრძოლა იყო. ქვეყანა რომელიც ჩვენზე პატარა თუ არა ტერიტორიულად, ჩვენზე დიდი ნამდვილად არაა, დღეს უახლოვესი სამხედრო ტექნიკის სერიოზული ექსპორტიორია და ამ კუთხით ისეთი ქვეყნების გვერდით მოიხსენიება როგორც ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთია. ვიცით რომ ებრაელებს ძლიერი ლობი თითქმის ყველა ქვეყნის ხელისუფლებაში ყავთ გარდა მუსულმანურისა, თითქოს მათი უფლებების შელახვის არ უნდა ეშინოდეთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში იქნება ეს თუ ევროკავშირში, მაგრამ როგორც ჭკვიანი ერი, ისინი პირველ რიგში მაინც საკუთარი თავის იმედად რჩებიან და შეიარაღებულ ძალებს მაქსიმალურად აძლიერებენ. ერთი წლის წინ სირიაში, მშვიდობიან, ზღვაზე დასასვენებლად, ტურისტულ სავანედ აღიარებულ ქვეყანაში, ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყო. ქვეყნის ერთპიროვნული მმართველის წინააღმდეგ დაწყებული, საპროტესტო აქციები, შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა ამბოხებულებსა და ხელისუფლების მომხრეთა შორის, უკვე 40 000 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა. საერთაშორისო საზოგადოება ვერაფერს აკეთებს ამ საშინელი სისხლისღვრის აღსაკვეთად, მხოლოდ იმიტომ რომ ერთ–ერთი ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც რამოდენიმე მილიარდიანი შეთანხმება აქვს ამ ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალთან, სამხედრო ტექნიკის შეძენაზე, დაინტერესებულია მის ერთპიროვნულ მმართველობაში, ისევე როგორც ვერაფერი გააკეთა, ამავე ქვეყნის მიერ საერთაშორისო კანონების სრული უგულველყოფით მიტაცებული, ქართული ტერიტორიების დაბრუნებასთან მიმართებაში. ომში რომელიც ერთმნიშვნელოვნად რუსების მიერ იყო ინსპირირებული, საერთაშორისო ორგანიზაციებმა რუსებთან ერთად საქართველოც დაადანაშაულეს, თუმცა რატომ არ დაადანაშაულებდნენ, როდესაც ამას ისევ ქართველი „ოპოზიციონერები“ სიამოვნებით აკეთებდნენ. თუ ჩვენ მართლა გვინდა გადავრჩეთ, ისეთი დაუნდობელი, ძლიერი მტრის გვერდით როგორც დღევანდელი რუსეთია, ქართველთმოძულე ხელისუფლით სათავეში, ყველამ თავისი ამბიციები გვერდზე უნდა გადადოს და მთელი თავის ძალისხმევა ქვეყნის კეთილდღეობას მოახმაროს, დღეს ერთ მუჭად შეკრულმა ქართველებმა, საკუთარ, ისტორიულად მავნე ჩვევებს უნდა ვაჯობოთ, მაშინ უფლის ნებით აუცილებლად გადავრჩებით, როგორც ეს აქამდე ყოველთვის ხდებოდა. 
    მართალი ხარ დათო, გენაცვალე – ამჯერად ახლადშემოერთებული ილო პაპა ჩაერთო საუბარში – დღეს სოფელი ამ მთავრობის ხელში საშინელ დღეშია. მძიმე ჟამი უდგას ქართულ სოფელს, ჩვენ ვინახავდით და დღემდე ვინახავთ წინაპრების ნასწავლ  და გადმოცემულ ადათ–წესებს მაგრამ აღარ რჩება ამ სოფელში ახალგაზრდობა რომ მოხუცებმა ჩვენი ვალი მოვიხადოთ,  ჩვენი მამა–პაპიდან ნასწავლი მათ გადავცეთ. გული მიკვდება დაცარიელებულ სახლ–კარს რომ დავინახავ, მაგრამ წასულების კარგად მესმის, გართობა არა, ფული არა, ბავშვებისთვის სკოლა არა, მშვენიერი საავადმყოფოები ააშენეს სოფლებში მაგრამ რად გინდა, ისეთი ფასებია ტანში გაგცრის, ამას წამლების ფულიც დაამატე და ჩათვალე რომ ღმერთმა დაგიფაროს ავად გახდე, ბილეთი საიქიოში გამოწერილი გაქს, როგორ გინდა შვილს უთხრა აქ დარჩი, არსად წახვიდეო. რომ ვერ ველევი ამ ღვთისგან დალოცვილ მიწა–წყალს, იმიტომ ჩამოვიყვანე ჩემი შვილიშვილი, არ მინდა ჩემი სიკვდილის შემდეგ ამ სახლში კერა გაცივდეს, მამაჩემი საფლავში გადატრიალდება, ჩვენი კარ–მიდამო ნასახლარად რომ იქცეს. ეს ოხერი ფული ყველაფერში გჭირდება და ამას ვერსად გაექცევი, ახალგაზრდებს ნორმალური ცხოვრების პირობები ჭირდება რომ ოჯახები შექმნან, ერი ამრავლონ, მისი ტრადიციები და ცხოვრების წესი შეინახონ. ესაა მთავარი მიზეზი დავით ბატონო, რის გამოც სოფლის ხალხმა მიწის ყადრი დავკარგეთ და როგორც ვიცი არც ქალაქშია ბევრად უკეთესად საქმე, უმუშავრობა იქაც აწუხებს ხალხს, მაგრამ არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, რომ რაღაც ისეთს ვკარგავთ რაც ქართველებს სხვებისგან გამოგვარჩევდა. ქართველი კაცი არასოდეს სუსტს არ ჩაგრავდა, სოფელი ქვრივ–ოხერს უპატრონოდ არ ტოვებდა, მტერს ქედს არ უხრიდა და სამშობლოსათვის თავს უყოყმანოდ წირავდა, დღესაც გვყავს ასეთი ახალგაზრდები, მაგრამ ისინი ჩვენ ხალხს არ აინტერესებს. ყველა ქართველს დიდი ფულის შოვნა უნდა, იმისთვის კი არა, რაც მართლა აუცილებელია ის შეიძინოს, რამაც შეიძლება სხვასაც არგოს, არამედ იმისთვის რომ ჯერ კარგად გაერთონ, მერე ყველას, მტერი იქნება ის თუ მოყვარე, თვალში ნაცარი შეაყარონ, ამით ყოყლოჩინობენ, ჩვენი გამგებლისა არ იყოს. მართალი ხარ დავით, სამწუხაროდ სამშობლო ჩვენისთანებისთვის, უბრალო ხალხისთვის, სადღეგრძელოში სიტყვის მასალად იქცა, ხოლო ძალა–უფლებაზე დაგეშილი, ბობოლა ქალაქელებისთვის, გამდიდრების და ერზე უფროსობის სურვილის დაკმაყოფილების საშუალებად.
    ილო ბატონო, თქვენ სიტყვებზე ერთი შემთხვევა გამახსენდა – ისევ ბატონმა დავითმა დაიბრუნა სიტყვა – რუსულ ერთ–ერთ არხზე იუმორისტულ შოუს უყურებდი ძალიან ნიჭიერი, მოსკოველი სომხების მონაწილეობით, ისინი წარმოადგენდნენ გადაცემის მონაწილეთა მთავარ ბირთვს. ერთ–ერთი რეპლიკა გადაცემის მონაწილის, რომელიც რატომღაც მან სასაცილოდ ჩათვალა, ასე ჟღერდა: „ყველა შურიანი სომეხი, ქართველიაო“. ამათი დასაცინი რაღა გვჭირს მეთქი, სომეხი „ოხუნჯის“ სიტყვებზე გავიფიქრე, მაგრამ ყველაზე მწარე ჩემთვის, იმ სიმართლის მარცვალის დანახვა იყო მის სიტყვებში, რომელსაც მეც ვგრძნობდი. ასე მგონია, არასოდეს არ ყოფილა, ადამიანური სისუსტეები ქართველი კაცის, ისე წარმოჩენილი და აღზევებული როგორც დღეს არის.
    „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ“, ასე გვასწავლის მათეს სახარება. სხვის თვალში ბეწვს დავინახავთ, საკუთარში მორს ვერა, ესეც მათეს სახარებიდან არის, ჯერ საკუთარ თავს მოვკითხოთ ის რასაც სხვებს ვემართლებით, ჩვენ რა გავიღეთ ჩვენი ქვეყნისთვის? – მამა დავითის ამ, ასე ვთქვათ „რიტორიკულ“ შეკითხვას, ყველასთვის დამთრგუნველი, „შავი“ გიოს მძაფრი რეაქცია მოყვა.
    შენ მაგის იმედი გაქვს რომ, თუ ადამიანს ცხოვრებაში სიბოროტე ჩაუდენია ასე უბრალოდ შერჩება და პასუხი არაფერზე მოეთხოვება? ცდები მამაო, იმ კანონებით რომელსაც მე ვემორჩილები დამნაშავე აუცილებლად ისჯება. მე ვარ მოსამართლეც და კანონის ამღსრულებელიც. ჩემი სამართალი მკაცრია, მაგრამ სამართლიანი – მხოლოდ ირაკლისთვის და მამა დავითისთვის იყო გასაგები ვის ეკუთვნოდა ეს მუქარა.
    შენ მაინც ვერაფერი გაიგე – კიდევ ერთხელ დაისადგურა მამაოს თვალებში  უტეხმა სხივმა – მე სიკვდილს ვნატრულობ, ყოველი ჩემი დილა იმ ცოდვების მონანიებით იწყება რომელიც მე ჩამიდენია. ყოველ დღე, მთელი ჩემი არსებით, თავიდან შევიგრძნობ იმ სიბოროტეს, რომელიც მე  სხვებისთვის გამიკეთებია, მაგრამ ყველაზე დიდი ცოდვა თავის მოკვლა და ამ ცხოვრებიდან გაქცევაა, ამისგან მიხსნა იმ უსათნოესმა ადამიანმა, რომელიც მე სასიკვდილოდ გავიმეტე, მან კი, სამუდამო სასუფევლისკენ გზა დამილოცა და მამაოს სუდარით შემმოსა. სანამ ერისკაცი ვიყავი მე და შენ ერთ ბატონს, მამონას ვემსახურებოდით. ეს თქვენ გეგონათ რომ ციხეებს და პატიმრებს მართავდით, სინამდვილეში სისტემას, რომელსაც საბჭოთა კავშირის სახელით, მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, იმას ემსახურებოდით, იმდენ პატიმარს რაც ამ ქვეყანას ყავდა, მარტო მე და ჩემისთანები ვერ გავაკონტროლებდით. მეც შენსავით არაფრის მეშინოდა ქვეყანაზე, ვთვლიდი რომ ფიზიკური სიძლიერე და ჩემში ჩაბუდებული სიძულვილი, მაძლევდა უფლებას, ჩემი სამართლით გამერჩია მტყუან–მართალი, უშიშროების აგენტის საბუთი და უშუალო ხელმძღვანელის, თითქმის შეუზღუდავი ძალა–უფლება, ამის საშუალებას მაძლევდა. მე ვიცი რომ ცოდვილი ვარ, შენ თუ მოგინანია გულწრფელად შენი შეცოდებანი? თუ გიფიქრია რამდენი ადამიანისთვის მიგიყენებია ტკივილი, აღარაფერს ვამბობ იმ ხალხზე ვინც შენი ბრძანებით მოუკლავთ ან თვითონ გაგისტუმრებია იმ ქვეყნად?
    ჩვენ სისხლს ყოველთვის ვერიდებით, თუ ქურდმა სასიკვდილოდ ვინმე გაიმეტა, ესეიგი ის საცოცხლებელი მართლა არ არის, იმ შენი „კაცაპის“ არ იყოს. ისე, იმის აღიარებას რაც ეხლა შენ ჩემთან თქვი, ბარე ორი ვერ გაბედავდა, შენ მართლა უშიშარი ყოფილხარ მამაო. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, „შავი“ გიორგი, პირველად თავის ცხოვრებაში, მისი პირიდან ამოსულ დაპირებას არ შეასრულებს და „ძმების“ სიკვდილისთვის შურს არ იძიებს, ჩემი გიოსთვის გაწეული ბოლო სამსახურია.  რაც შეეხება ჩემ ცოდვებს, შენ ის მოძღვარი არა ხარ, ვისაც მე აღსარებას ვეტყვი – ამ სიტყვებით დატოვა კრიმინალმა ეკლესია ისე რომ არავის დამშვიდობებია.
      „შავი“ გიორგის წასვლის შემდეგ მამა დავითი ერთბაშად მოტყდა, ეკლესიაში შეკრებილი ხალხის თვალწინ, წამებში, კაცი ათი წლით, კიდევ უფრო დაბერდა. მამაომ აკანკალებული ხელი თმაზე გადაისვა – მეგონა ერთხელ და სამუდამოდ ამოვძირკვე ჩემი სულიდან პატივმოყვარეობა და ამპარტავნობა, მაგრამ შევცდი, ძნელია სულის წამრწყმედი ჩვევების მოშლა. რა უფლება აქვს ჩემისთანა ცოდვილს, დედაღვთიშობლის წყალობის იმედი ქონდეს. სოფელს გადაეცით – ილო პაპას მიმართა მამაომ – სამი თვე პურისა და წყლის მეტი არაფერი მომიტანონ და აღსარებაზე ჩემთან არავინ მოვიდეს რამეთუ დუმილის პირობას ვდებ, მთელი ამ ხნის განმავლობაში უფლის წინაშე.
   ინციდენტის შემსწრე საზოგადოებაზე მძიმემ იმოქმედა, ეკლესიიდან გასული კაცის სიტყვებმა. შიო და შიო პაპას მკაცრი სახის გამომეტყველება იმაზე მიუთითებდა რომ სოფლის მოძღვრის მიმართ გამოხატულ, ასეთ უპატივცემულობას, ისინი ადვილად ვერ შეეგუებოდნენ. მოხუცებმა ერთმანეთს თვალით ანიშნეს და ის იყო კარებისკენ დაიძრნენ, „შავ“ გიორგისთან ურთიერთობების გასარკვევად, რომ ირაკლი მათ წინ გადაუდგა:
       არ გინდათ ილო პაპა, ნუღარ გამოვაბამთ მომხდარ ამბავს კუდს, ამ ორ ადამიანს ერთმანეთში ქონდათ რაღაცა გასარკვევი და გაარკვიეს კიდეც – მიმართა სოფლის უხუცესებს.
მრავლის მეტყველი დუმილი, რომელიც ირაკლის სიტყვებს მოჰყვა, ეს უკანასკნელი მიახვედრა რომ გაწეული ძალისხმევა საკმარისი არ იყო, მამა დავითისადმი გამოხატული აგრესიის გასანეიტრალებლად და ამ დაპირისპირების კიდევ გაგრძელებას, შეიძლებოდა დიდი უბედურება მოყოლოდა ...
       ილო პაპა გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა, ქორწილის მეორე დღეს, სუფრაზე? შენ მაშინ პირობა მომეცი, რომ ჩვენს მიერ გაწეული ამაგი წყალში არ ჩაიყრებოდა და სიკეთე სიკეთითვე დამიბრუნდებოდა, მაშინ მე შენ გენდე და დაგიჯერე, ეხლა თქვენი რიგია მე დამიჯეროთ, ჩემს სიტყვას ენდოთ ....
ახალგაზრდებით გარშემორტყმული ბატონი დავითი, მისი სიტყვების მისამართით გამოთქმული, მამაოს ბოლო რეპლიკის შემდეგ, სადღაც თავის მოგონებებში ჩაიკარგა, ირაკლის მოხუცებთან უკვე ყველაფერი მოგვარებული ქონდა როდესაც როდესაც ბატონი დავითი რეალობას დაუბრუნდა და თავის ოპონენტს დაგვიანებული პასუხი გასცა:
       უნდა ვაღიარო, თქვენ მართალი ხართ მამაო დავით, სხვისი შეცდომის დანახვა ადვილია, საკუთარის უფრო ჭირს ხოლმე. მახსოვს ჩემი თანამშრომელი, ჩემსავით ახალგაზრდა ლექტორი, დისიდენტობისთვის უშიშროების სამსახურმა აიყვანა, მამაჩემთან მივედი თხოვნით, რამე უშველე მეთქი, თუმცა დიდი იმედი რომ ჩემს თხოვნას ყურად იღებდა არ მქონდა და ვარაუდი გამიმართლდა კიდეც:
       თაგვივით გაისუსე, თუ გინდა შენც არ გესტუმრონ, მხედველობაში იქონიე, არც შენი გულისთვის გავანძრევ თითსო –  გამაფრთხილა მამაჩემმა, შემეშინდა, ვიცოდი ის თავის სიტყვების შემსრულებელი იყო. ერთი ის ვიცი რომ გელა (ასე ერქვა ჩემს კოლეგას) საგიჟეთში გარდაიცვალა, ამაში დიდი „წვლილი“ სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსნებს მიუძღვოდა, ამის შემდეგ ძალიან მალე მეუღლე დაეღუპა და პატარა ბიჭი დაურჩა ობლად. ყოველივე ამას მე შორიდან ვაკვირდებოდი და ხანდახან ფულს თუ გავუგზავნიდი ხოლმე ანონიმად, სულ ეს იყო ჩემი დახმარება. ეს სირცხვილი ყოველთვის თან დამყვება და მისი გახსენება სულს მიშხამავს.
       ბატონო დავით, ეკლესიის შიგნითა ტერიტორიის თითქმის ნახევარი გამოვიკვლიეთ და აქ დაკრძალული ადამიანების ნაშთების გარდა ვერაფერი აღმოვაჩინეთ. ხომ არ შევწყვიტოთ ძებნა? – ზაზა შეეცადა „გუნებადამძიმებული“ პროფესორის ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.
       არავითარ შემთხვევაში – ბიჭმა დასახულ მიზანს მიაღწია, ბატონ დავითის რეაქცია მყისიერი იყო – საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. სულ რომ ვერაფერი ვიპოვნოთ, სამომავლოდ იატაკის მოსაპირკეთებლად მიწას მაინც გავასწორებთ...  ოღონდ დღეს მუშაობას მოვრჩით, ხვალ გავაგრძელოთ.
    ირაკლის მანქანით უკან დაბრუნებულ „შავ“ გიორგის, მთელი გზის განმავლობაში ერთხელ ხმა არ ამოუღია, უკვე ქალაქში შესვლისას, ადგილი მიანიშნა საჭესთან მჯდომს, ჩასვლას სად გეგმავდა და ისევ დადუმდა. არც ირაკლი იყო მაინდამაინც „მხიარულ“ ხასიათზე, ის რასაც მამამისი გუმანით ხვდებოდა, მან ბაბუამისის ბრძანებების უშუალო შემსრულებლისგან, საკუთარი ყურით მოისმინა და გაიგო. სახლში მისულ ირაკლის ხასიათი ვერც შვილიშვილის ტიტინმა გამოუკეთა და ვერც მისთვის „ბიჭების“ მიერ   ნაჩუქარმა, პამპერსში გამოწყობილმა ახალმა გოჭმა, საშინლად მოუნდა ვისმეს დალაპარაკებოდა, ახლობელი ადამიანისთვის გული გადაეშალა, ისეთი შეგრძნება ქონდა ფეხქვეშ მიწა გამოეცალა, თითქოს მთელი მისი ცხოვრება ერთი დიდი ტყვუილი იყო. შალვა ბაბუამისთან ერთად სოფელში დარჩა, ნახევარ საათში მისი მისვლიდან, ბავშვთან ერთად ჩაძინებული ქალიშვილის გაღვიძება აზრადაც არ მოსვლია, კაცმა მობილური მოიმარჯვა, თეას ნომერი აკრიფა, ცოტა ხანს კიდევ ორჭოფობდა, ასე გვიან დაერეკა თუ არა ფიქრობდა, საბოლოოდ მაინც გაბედა და დარეკა.
       ალო, გისმენთ  –  ნამძინარევი ქალის ხმა გაისმა ტელეფონში.
       მაპატიე რომ გაგაღვიძე, ძალიან მინდოდა შენი ნახვა თუ არა ხმის გაგონება მაინც, იმედია ძალიან არ გამიბრაზდები ....
პაუზა რომელიც ტელეფონში სულ რამოდენიმე წამს გაგრძელდა, ირაკლის საუკუნედ მოეჩვენა ...
       ირაკლი? რა მოხდა, ხომ მშვიდობაა?
       თუ არ ჩავთვლით იმას რომ, ადამიანი ვისაც ვეთაყვანებოდი ურჩხული აღმოჩნდა, ალბათ არც არაფერი  –  თუმცა ტონი, როგორითაც ეს სიტყვები იყო ნათქვამი, საპირისპიროს მიანიშნებდა, რაც თეას არ გამოპარვია.
       ამოხვალ ჩემთან?
       შუაღამისას დაგირეკე და გაგაღვიძე, ეხლა სახლშიც რომ ამოგადგე, მეტისმეტი თავხედობა ხომ არ იქნება ჩემი მხრიდან ...
       თავხედობა, გულწრფელად თუ გინდა დითხრა, ჩემს შეთავაზებაზე უარის თქმა უფრო იქნება, თუმცა შენი გადასაწყვეტია ....
თურქეთიდან მეგობრის ჩამოტანილი საუკეთესო ყავა და „ჯეკ დენიელსი“–ს უკვე გახსნილი ბოთლი ირაკლიმ ერთჯერად პარკში ჩადო და სახლიდან გავიდა, თეას სახლის მიგნება არ გაჭირვებია. ხალათში გამოწყობილმა თეამ, მისთვის ჩვეული უბრალოებით მიიღო გვიანი სტუმარი, კაცს უხერხულობის შეგრძნება კარების გაღებისთანავე მოეხსნა და თავი კომფორტულ გარემოში იგრძნო.
       უცბად რაც ხელში მომხვდა, შენთან საუბრის შემდეგ, აქ ამოსვლა რომ გადავწყვიტე, ეს კარგი ხარისხის თურქული ყავა და ჩემთვის ეს ვისკის ბოთლი იყო. გამიწევ კომპანიონობას?  –  მზერით მიანიშნა ვისკიზე.
თეამ უარის ნიშნად თავი გააქნია – მე წავალ ყავას მოვადუღებ, ისე ტყვილად წუხდებოდი, მე ნამდვილი ბრაზილიული ყავაც მაქვს და დასალევის დიდი არჩევანიც.
გემოვნებით გაწყობილმა სამოახიანმა ბინამ, ირაკლიზე არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა, რაც არ დაუმალავს მასპინძლისთვის:
       მშვენიერი ბინაა, მაგრამ რატომ სამოთახიანი?
       შენ გინდა მითხრა, რომ ჩემი შესაძლებლობის ადამიანისთვის ძალიან პატარაა?  –  ღიმილით ჩაეკითხა თეა სტუმარს  –  ქართველს ფული თუ აქვს აუცილებლად დიდი სახლი უნდა ქონდეს, სასურველია კერძო, თავისი ეზოთი და თუ ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრშია ხომ საერთოდ ....
მე და შენ ეს ყველაფერი მგონი გვქონდა, მაგრამ ბედნიერება ამან რატომღაც ვერ მოგვიტანა. როდესაც დედაჩემიც გარდაიცვალა და მამაჩემის აშენებულ, უზარმაზარ სახლში მარტო დავრჩი, კინაღამ გავგიჟდი. ყველა ნივთი, ყველაფერი რაც კი ჩემს გარშემო იყო, იმ უძვირფასეს ადამიანებს მაგონებდა, ვისთვისაც შემიძლია ვთქვა მთელი სამყარო ვიყავი. ვიცინოდი და მათთვის ცაზე მზე ამოდიოდა, ცუდ ხასიათზე ვიყავი და ყველაზე მშვენიერ, მზიან ამინდშიც წვიმა მოდიოდა და ყველა ეს ხალხი უცბად, ერთი მეორეს მიყოლებით წავიდა ჩემგან ისე, რომ არ უსწავლებიათ უმაგათოდ როგორ უნდა მეცხოვრა ...
მოკლედ, პირველი რაც გავაკეთე, როდესაც თავი ხელში ავიყვანე, გავაკეთე ის რომ გავყიდე სახლი და ვიყიდე ეს ბინა, დარჩენილი ფული ჩავდე საქმეში და შემიძლია ვთქვა ფრიად წარმატებულადაც ...
       კარგია როცა შენს წასულებზე მარტო ნათელი მოგონებები რჩება – ცალყბად გაიცინა ირაკლიმ, მძიმე ბროლის ჭიქა ბოლომდე გაავსო და ერთი გადაკვრით დაცალა.
       შენ ბაბუაზე გითხრეს რამე? – ფრთხილად იკითხა თეამ.
       რატომ გგონია რომ მაინცდამაინც  ბაბუაჩემზე გავიგე რამე?  –  გაღიზიანება ვერ დამალა სტუმარმა.
       მაპატიე ირაკლი, არ მინდოდა შენი გაბრაზება – შეწუხებულმა უპასუხა ქალმა  –  ყველამ იცის, ვისაც კი ოდნავ მაინც შეხება ქონია თქვენს ოჯახთან, რომ ბაბუაშენზე ძვირფასი ადამიანი შენთვის ოჯახში არავინ იყო, ბაბუაჩემი მას კარგად იცნობდა და .... ეშინოდა მისი.
       რას ნიშნავს ეშინოდა?  –  კითხვა შეუბრუნა თეას ირაკლიმ.
       ეხლავე აგიხსნი. შენს ქორწილზე ჩემს ქცევას რომ ვიხსენებ, ეხლაც კი სირცხვილისაგან ლოყები ამიწითლდება ხოლმე. მაშინ ჯერ კიდევ პატარა, ბაბუაჩემისგან და მშობლებისაგან განებივრებული გოგონა ვიყავი. ბაბუაჩემი რესპუბლიკის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო, დღეს ეს თანამდებობა ახალგაზრდებს არაფერს ეუბნება, მაგრამ მაშინ ის საქართველოში ყველაზე დიდი უფლებამოსილების მქონე პირი იყო და ჩვენ ეს კარგად გვახსოვს.  თქვენ ქორწილზე ერთადერთი ადამიანი, ვინც შენიშვნის მოცემა გაბედა ჩემზე და საკმაოდ უკმეხი ტონითაც ბაბუაშენი იყო. მახსოვს მამაჩემის რეაქცია, როდესაც სასწრაფოდ დავტოვე სუფრა და ბაბუაჩემს აცრემლებული შევეხვეწე სახლში წამიყვანე მეთქი, გაცოფებულ კაცს იქვე უნდოდა ანგარიშების გასწორება მისი ქალიშვილის შეურაცმყოფელთან. ჩემს მეხსიერებაში ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც ბაბუაჩემი ძალით, ფიზიკურად შეეწინააღმდეგა შვილის ამ განზრახვას, მკლავში ხელი მოკიდა და ძალით გაიყვანა ეს უკანასკნელი შედარებით მოფარებული ადგილისაკენ. ეს იმდენად მოულოდნელი სცენა იყო ჩემთვის, რომ წყენა უცბად გადამავიწყდა და მისი ადგილი მოვლენების შემდგომი განვითარების ინტერესმა ჩაანაცვლა. უკან გავყევი კაცებს, მივაყურადე რას ლაპარაკობდნენ....
       არ გაბედო მაგ კაცს რამე ზედმეტი უთხრა, თუ საკუთარი თავი არ გენანება, შენს ოჯახს და ჩვენ გაგვიფრთხილდი ....
       კი მაგრამ ვინაა მაგ კაცი ისეთი, რომ შენ მისი გეშინია?  –  მამაჩემის გაოცებას საზღვარი არ ქონდა.
       ამ კაცმა მთელი ჩვენი ოჯახი რომ ამოწყვიტოს, კაციშვილი ხმის გამცემი არ არის მასზე. ეს უშიშროების ცენტრალური სამსახურის ერთ–ერთი ყველაზე ძვირად ღირებული, უჭკვიანესი და უსასტიკესი კადრია. ეს კონფედენციალური ინფორმაციაა, რომელიც მე საიდუმლოდ გამანდეს კრემლში ჩემი ყოფნისას, შენ ჭკვიანი კაცი ხარ და იმის ახსნა, რომ რაც გითხარი რატომ უნდა დაივიწყო, არ დამჭირდება....
       შენ გინდა თქვა, რომ ჩვენი, საქართველოს რესპუბლიკის, უშიშროების მინისტრზე მეტი უფლება–მოსილებები აქვს?  –  არ ცხრებოდა მამაჩემი.
       მაგ კაცი ექსპერტად უფრო მოიაზრება ვიდრე უბრალო თანამშრომლად, როგორც მე მითხრეს მას მაშინ მიმართავენ, როდესაც გადაუჭრელ პრობლემას შეეჩეხებიან ხოლმე, მას თავისი ჯგუფი ყავს, რომელთაც რა კაცი მოუკლავთ და რა ჭიანჭველა გაუჭყლეტიათ.... მოკლედ სანამ ბაბუაჩემმა არ დაითანხმა მამაჩემი არაფერი შეემჩნია, იმ ადგილიდან სადაც საუბრობდნენ არ გამოუშვა. მიუხედავად იმისა რომ ბაბუაჩემს ძალიან ვუყვარდი, მე ვერ ვიტყვი რომ ზოგადად ადამიანის მიმართ ის კეთილგანწყობილი იყო. მთავრობაში ყოფნა და შესაბამისად, კომფორტული ცხოვრების პირობები, დანარჩენი საზოგადოების აგრესიას იწვევს, ადამიანი არ არის უნაკლო, შური და სიძულვილი წარმატებული ადამიანების მიმართ, არც ქართველებისთვის არის უცხო, ვიტყოდი უფრო პირიქით, არა იმიტომ რომ ქართველები სხებზე უფრო ცუდები არიან, უბრალოდ ჩვენ ემოციური, ტემპერამენტიანი ნაცია ვარ და თუ აღმოსავლური კულტურა, კერძოდ ბუდიზმი ან ლაოიზმი, მხოლოდ სულიერი წონასწორობის აღდგენის შემდეგ ურჩევს გადაწყვეტილების მიღებას აღელვების შემთხვევაში თავის მიმდევრებს, ჩვენ დასაწყნარებლად, ათამდე დათვლაზეც არ ვკარგავთ დროს. საზოგადოების მცირე ნაწილის, ელიტად ჩამოყალიბება მოსახლეობის უმეტესობის პროტესტს იწვევს, რასაც საპასუხო რეაქციად, მმართველი ელიტის, თანამემამულეების მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებას ბადებს. ერთ ამერიკულ ფილმში მექრთამე ანუ „ბინძური“ პოლიციელი თავს იმით იმართლებს რომ სამსახურმა გახადა ის ისეთი როგორიც არის და ამბობს რომ ყველა სახელმწიფოს ყავს თავისი „ცენტურიონები“ . ისეთ იმპერიას როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, ჭირდებოდა ისეთი „ცენტურიონები“ რომლებიც იქნებოდნენ ძალიან ჭკვიანები, ამავდროულად დაუნდობლები, ამისთვის ისინი განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდნენ, რომელიც ყველა კანონზე მაღლა იდგა.... არც დღევანდელი ხელისუფლება თაკილობს, ასეთი ადამიანების თავის სასარგებლოდ გამოყენებას.... ასე რომ სახელმწიფოს, როგორც სისტემას ჭირდება ისეთი ადამიანები, როგორიც ბაბუაშენი და ბაბუაჩემი იყვნენ...
       ბაბუაშენს არა მგონია იმდენი ცოდვა ედოს კისერზე, რამდენიც სერგო მაამებაშვილს ...
       ბაბუაჩემსაც ბევრი ადამიანი გაუმწარებია, მაგრამ ჩემთვის ის მაინც ყველაზე ძვირფას ადამიანად დარჩა   –  თეამ უხერხული ღიმილით „გამოხატა“ თავისი ბოდიში „ტენდენციურობისათვის“.
       მხოლოდ უზენაეს ძალას ხელეწიფება შექმნას ისეთი სილამაზე, მისცეს ისეთი ნათელი გონება და დიდი ბუნება როგორიც შენ გაქვს  – ირაკლიმ ისე გულწრფელად თქვა ეს კომპლიმენტი რომ თეას მასში პათეტიკა არ დაუნახავს.
       ქართული ზეპირსიტყვიერება ცოტა სხვანაირად უყურებს ჩვენს შესაძლებლობებს – თმა გრძელი და ჭკუა მოკლეო – გამიგონია, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან თუ გადახედავ, ქალები უფრო კარგად მოვერგეთ იმ რეალობას რომელიც ეხლა საქართველოში არის, თანაც ჩვენს შორისაც არის განსხვავება, არ შეიძლება ყველა ერთი საზომით შეაფასო ....
       ღმერთმა დამიფაროს, მე დიდი პატივს ვცემ ჩვენი წინაპრების ნააზრევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მათ ყველაფერში ვეთანხმები, ამის ბრწყინვალე მაგალითი რომ მე არ ვცდები, შენ თვითონ ხარ  –  ირაკლიმ არ გაუშვა შემთხვევა ხელიდან, კიდევ ერთხელ ესიამოვნებინა ქალისთვის, მითუმეტეს რომ ის მართლა მასე ფიქრობდა.
ირაკლის სიტყვებით აშკარად კმაყოფილ თეას სახეზე სიწითლემ გადაკრა, ერთი წუთი დამელოდეო, სტუმარს თხოვა, ოთახიდან გასული სულ მალე, არყის პატარა ჭიქით დაბრუნდა უკან:
       შენი ხათრით ერთ ჭიქას დავლევ  –  მიმართა ირაკლის და ჭიქა მიაწოდა, ამ უკანასკნელმა სასმისი შეავსო მერე თვითონ დაისხა:
       ამ ჭიქით მინდა შენი სადღეგრძელო შევსვა და იმ ადამიანის მაგივრად ბოდიში მოვიხადო ყველა იმ ქალბატონის წინაშე, რომლებიც ქართველი კაცის სიცოცხლეს აზრს აძლევს და მის ცხოვრებას ღირებულს ხდის. მხოლოდ მაშინ შეიგრძნობს მამაკაცი ბედნიერებას ბოლომდე თუ მას გვერდით საყვარელი ქალი ყავს.
       შენ? შენ ხარ ბედნიერი?  –  ქალის ეს შეკითხვა გამოწვევის ტოლფასი იყო და ირაკლიმ ასეც მიიღო, მის გვერდზე, ფეხზე მდგომ ქალს ხელი მოკიდა, გვერდზე მოისვა. დაჯდომისას ქალს ხალათის კალთა გადაეწია, რძესავით თეთრმა და გლუვმა თეძოებმა ვნება გაუღვიძა კაცს, ერთი ხელი მხრებზე გადახვია, თავისკენ მიიზიდა და ტუჩებით დაეკონა ქალის ტუჩებს, მეორე ხელმა თეას მუხლისთავები მოძებნა, მერე ზემოთ აუყვა... ქალს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ის თანახმა იყო ....
ირაკლის და თეას ჯერ კიდევ ეძინათ როდესაც ირაკლის მობილურმა იქაურობა  აიკლო, კაცი ფრთხილად გამოძვრა ლოგინიდან, იქვე მიგდებული ქალის ხალათი შემოიცვა და ტელეფონს დასწვდა, ტელეფონის დისპლეიზე შალვას ნომერი ეწერა:
       რა იყო ბიჭო, ამ დილაუთენია რომ ამაწიოკე, ხომ მშვიდობაა?  –  უკმაყოფილო ხმით კითხულობს ირაკლი.
       მამა სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდე, გაგიჟდები ისეთი რაღაცა აღმოვაჩინეთ  –  აღტაცებისაგან ბიჭი სულს ძლივს ითქვამს.
       მაინც რა არის ასეთი, იქნება მითხრა ...
       არა მამა არ გეტყვი, შენი თვალით უნდა ნახო სასწრაფოდ ჩამოდი, გელოდებით  –  თქვა ბიჭმა და ტელეფონი გათიშა.
საწოლისკენ შემოტრიალებულ ირაკლის თეა გაღვიძებული დახვდა  –  შალვამ დამირეკა სასწრაფოდ ჩამოდიო  – ბოდიშივით მოუხადა ქალს.
       შეიძლება მეც წამოვიდე?  –  ამ თხოვნაში იყო შეფარული სურვილი, რომლიც ხელის გულზე იდო და ქალს მისი დამალვა არც უცდია, თეას უნდოდა ირაკლის გვერდით, ოფიციალურად გამოჩენილიყო ხალხში. 
         რა  თქმა უნდა, ოღონდ ჯერ ხომ არ გვესაუზმა?  –  ღიმილით შეეკითხა ირაკლი ქალს.
       მარტო შენ კი არ გეხერხება გემრიელი საჭმელის მომზადება, ეხლავე გავამზადებ რამეს, ოღონდ ჯერ ხალათი უნდა დამიბრუნო  – ღიმილითვე  დაუბრუნა პასუხი თეამ ირაკლის.
ორი საათის შემდეგ ირაკლი და თეა სოფელში შევიდნენ, საჭესთამ მჯდომმა კაცმა ეკლესიისკენ მიმართა მანქანა, არც შემცდარა, თუმცა იქ თავმოყრილმა მთელმა სოფელმა ცოტა არ იყოს დაზაფრა ქალ–ვაჟი.
ირაკლი სასწრაფოდ გადმოხტა მანქანიდან ისე რომ, მისთვის ჩვეული ყურადღება მანდილოსნის მიმართ არ გამოუჩენია, თუმცა რომც ნდომოდა ვერ მოასწრებდა. თეა სასწრაფოდ გადმოვიდა მანქანიდან, არც ის იყო კაცზე ნაკლები შეშინებული.
ეკლესიის კარების ორი–სამი მეტრით წინ, სახელდახელოდ შეკრულ კათედრაზე, თეთრ ნაჭერში გახვეული რაღაცა იდო, მის წინ მღვდელი, მიწაზე მუხლებით მდგარი, პირჯვარს იწერდა და ლოცულობდა. იქვე ორ ნაბიჯში შალვა და ბატონი დავითი იდგნენ, ირაკლის და თეას დანახვაზე მათკენ გამოემართნენ.
       რა იყო ბიჭო დილა უთენია რომ დამაფეთიანე, საერთოდ რა ხდება აქ? ან რა თავყრილობაა? მთელი სოფელი ვისაც ვიცნობ და არ ვიცნობ, ყველა აქ შეგროვილა  –  მიმართა შვილს ირაკლიმ.
       ეხლავე გაჩვენებ  –  სიტყვის თქმა არ აცალა ბატონმა დავითმა შვილიშვილს, კათედრასთან მივიდა და ერთმანეთზე გადაფარებული ნაჭრის ნაპირები აქეთ–იქით გადაწია ...
ოქროს პერანგში ჩასმულმა, ძვირფასი ქვებით შემკულმა, დედაღვთიშობლის ხატმა თავისი მადლი გაიღო და კიდევ ერთხელ გაიბრწყინა მოკვდავთ წინაშე ....
       ჩვენი მღვდელი მართალი აღმოჩნდა, როდესაც უკვე იმედი თითქმის დაკარგული გვქონდა რამე ღირებული არტიფაქტის პოვნის, მიწაში ჩაფლული, მთლიან ქვაში ამოკვეთილი ჩასასვენებელი აღმოვაჩინეთ, თავზე მარმარილოს თავსახური ეფარა, ეკლესიის მაღალი რანგის მსახურის ან ვინმე დიდებულის საბოლოო განსასვენებელი უნდა ყოფილიყო სავარაუდოდ, სადაც ეს ხატი დამალეს. სოფლის მცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ის სასწაულმომქმედი ხატია, რომელიც დიდი ხნის წინ ამ ეკლესიაში იყო დაბრძანებული  –  ბატონი დავითის კმაყოფილებას საზღვარი არ ქონდა.
       იცი მამა, მე ვნახე ის ქვის სარეცელი და ხატიც პირველმა მე აღმოვაჩინე, დაილოცოს მისი სახელი და მადლი – პირჯვარი გადაიწერა, აღმოჩენით ჯერ კიდევ სულით–ხორცამდე აფორიაქებულმა ბიჭმა.
       ეს მშვენიერი ქალბატონი ვინ არის? – ბატონმა დავითმა თავისი ყურადღება ირაკლის გვერდით, ირაკლის გვერდით უხერხულად მგრძნობ თეაზე გადაიტანა. 
       ჩვენ ერთმანეთი დიდი ხნის წინ გაგვაცნეს ბატონო დავით, ოღონდ მაშინ მე, ახლობლებისგან მეტისმეტად განებივრებული, პატარა გოგო ვიყავი  – თეამ ღიმილიანი სახით შეახსენა საკუთარი თავი ღვაწლმოსილ მეცნიერს.
ბატონი დავითი ყურადღებით დააკვირდა ქალს, ოდნავ მოჭუტულ თვალებში, სულ მცირე ხნით, ირონიამ დაისადგურა  –  შენ ის გოგო არა ხარ, სიძე–პატარძალს რომ ვერ მოგწყვიტეთ ქორწილზე? 
       კი, ბატონო დავით, მე გახლავართ  –  დაეთანხმა თეა.
       ეს ჩემი ბიჭია, შალვა  –  გააცნო ირაკლიმ მამამისის გვერდით მდგომი ბიჭი ქალს.
       იმედი მაქვს ჩვენ დავმეგობრდებით  –  თეას ხმას მისთვის ჩვეული თავდაჯერებულობა დაუბრუნდა.
       ცხოვრება  გვაჩვენებს – საკმაოდ „ცივად“ დაუბრუნა პასუხი შალვამ.
ამ საუბარში იყვნენ ირაკლის ოჯახის წევრები და მისი სტუმარი რომ მათ ჯგუფს „ბმვ“–ს უახლესი მოდიფიკაციის ჯიპი მოადგა, მანქანიდან ზაზა გადმოვიდა და მათკენ წამოვიდა.
       ამას რაღა უნდა, მანქანისთვის მეხუთე ბორბალივითაა  –  წაიბუზღუნა მისი დანახვით უკმაყოფილო შალვა.
ირაკლის უნდოდა რაღაცა მწარე ეთქვა შალვასთვის მაგრამ ბატონმა დავითმა დაასწრო  – მე დავურეკე და ხატის ეკლესიაში დაბრუნება ვაუწყე, ბოდიში რომ შენ არ შეგითანხმე  –  დაუფარავმა ირონიამ გაიჟღერა ხნოვანი კაცის ხმაში  –  რა გვჭირს ამ ქართველებს, ოღონდ ერთმანეთს რამეთი ვაწყენინოთ და წყალს არ დავლევთ, საჭმელს არ შევჭამთ. ქართველზე დიდი მტერი საქართველოს და ქართველს არ ყოლია, ასე მგონია არც არასოდეს ეყოლება ....
ბატონმა დავითმა აღარ გააგრძელა საუბარი, რადგან ზაზა მათ მოუახლოვდა, მაგრამ შალვამ არ მოინდომა ბოლო სიტყვა ბაბუამისს დარჩენოდა და აღარც ზაზასი მორიდებია –  მე მაქვს საბაბი არ მიყვარდეს დღევანდელი ხელისუფლება და ის ადამიანები ვინც მათთან რაიმე კავშირშია, როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა, ყველას გვეგონა ამოვისუნთქებდით, რაღაცა დაგვეტყობოდა, მაგრამ მაგათ და მაგათი ახლობლების გარდა ვეღარავინ გაიხარა ამ ქვეყანაში. გაივსო საქართველო მათხოვრებით და გაჭირვებული ადამიანებით, თუ ვისმეს რამე საშუალება ქონდა ან აქვს საზვარგარეთ გარბის, რომ ერთი–ორი კაპიკი იქიდან გამოგზავნოს და ოჯახი არჩინოს. თვითონ ჩვენი ხელისუფლება არაფერს იკლებს და ქვეყანას თავზე იმხობს.
       შალვა ისევ ხელისუფლებას ებრძვის?  –  ღიმილით იკითხა ზაზამ.
       შენ რატომ იბრძოლებ „ხუთიანზე“ გაქვს ცხოვრება აწყობილი, სხვა ყველაფერი ფეხებზე არ გკიდია?  –  შალვას პასუხზე დიდხანს არ უფიქრია.
       რა შემატყე საიმისო რომ საკუთარი თავის გარდა სხვა ყველა და ყველაფერი ფეხებზე მკიდია? როდის მოგეცი მაგის მიზეზი, რომ მასე გეფიქრა ჩემზე?   
     სხვისი კრიტიკა ადვილია, საკუთარი თავისაა რომ ჭირს. როდესაც საქართველომ სახელმწიფოებრიობა აღიდგინა, მე სულ პატარა ვიყავი, მაგრამ მაინც მახსოვს ქართველების ის სიხარული და  აღტკინება რამაც ერი მოიცვა როდესაც ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სამი თვეც კი არ აცალეს ადამიანს, რომ ქვეყანა ემართა, ოპოზიციამ იმძლავრა, მათ დასახმარებლად მოსულ, დღეს–დღეობით საქართველოს ყველაზე დიდი მტრის, რუსეთის გასახარად, ქვეყანა სამოქალაქო ომში გაეხვია, ქართველმა ქართველის სისხლი კიდევ ერთხელ დაღვარა. სამოქალაქო ომს ქვეყნის დაუძლურება მოყვა და რუსმა ბევრად უფრო ადვილად ვიდრე ამას სხვა შემთხვევაში მოახერხებდა, ჩვენი ტერიტორიები წაიღო და ნახევარ მილიონამდე ადამიანი საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილად აქცია. დანგრეული ქვეყანა და კორუფციაში ჩაძირული, უუნარო ხელისუფლება, რომელიც ბიუჯეტის შეგროვებას პრაკტიკულად ვერ ახერხებდა, ფული იქამდე ნაწილდებოდა მთავრობის წევრებს შორის სანამ ხაზინამდე მიაღწევდა, აი რა ერგო დღევანდელ ხელისუფლებას სათავეში მოსვლისას.
მე დღევანდელ რეალობასაც მშვენივრად ვაანალიზებ და ვხედავ ამ ხელისუფლების შეცდომებს. მამაჩემს და მის გუნდს ამ ქვეყნის შენებაში, ისინი დაავიწყდათ, თავიდან ვისთვისაც აკეთებდნენ ყველაფერს ამას, ხალხი დაავიწყდათ .....
       შენ ნუ გეშინია, საკუთარი ოჯახი და ახლობლები არ დავიწყებიათ – სიტყვის შუა გზაში შეაწყვეტინა შალვამ ზაზას. 
       იმ ხალხს, ვისაც ერთი სული აქვს მომავალ არჩევნებში გაიმარჯვოს და ხელისუფლებაში მოვიდეს იმათ არ აქვთ ოჯახი? არ ყავს ახლობლები? თუ გგონიათ საკუთარ სისხლს და ხორცს უპატრონოდ დააგდებენ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას უანგაროდ ემსახურონ?
მე მასეთ ხალხს ვერ ვხედავ დღევანდელ ოპოზიციაში, ერთადერთი ადამიანის გარდა, რომელსაც ქვეყანა როგორც დიდ ქველმოქმედს ისე იცნობს, მაგრამ რამდენად შეძლებს ეს ერთი კაცი გაუმკლავდეს, ამდენ ფულს და ძალაუფლებას დახარბებულ ადამიანს, სიმართლე გითხრა არ ვიცი.
ამ თემაზე მე და შენ ადრეც ვიკამათედ, როგორც მაშინ ბატონმა დავითმა ბრძანა, თუ ჩვენ მართლა გვინდა ამ ქვეყანას ვემსახუროთ და მომავალ თაობებს ნორმალური სახელმწიფო დავახვედროთ, ერთმანეთის სიძულვილი და შურიანობა უნდა დავივიწყოთო, მხოლოდ ყველა ერთად თუ შევძლებთ საქართველოს როგორც მას ეკადრება ისე ვუპატრონოთ ....
       ეხლა გაგახსენდა ერთობა და მეგობრობა, ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე და დაშვებულ შეცდომებზე პასუხისგება აღარ გინდა არა, ბიჭი?  –  რატომღაც გაღიზიანებული ბიჭი აღარ მალავდა, თავის აგრესიულ დამოკიდებულებას ზაზას მიმართ.
       შალვა რა მოგივიდა, გაგიჟდი? ვერ გაიგე, რომ გითხარი მე დავურეკე მეთქი  –  ბატონი დავითი ვერ ხვდება თავისი შვილიშვილის ასე „გაცოფების“ მიზეზს.
       შეცდომები იმას მოზდის, ვინც საქმეს აკეთებს. იმას ვინც არაფერს არ აკეთებს, შეცდომა არ მოუვა. რაც შეეხება კრიმინალს და დანაშაულს, კანონის წინაშე ყველა ერთნაირადაა პასუხისმგებელი  –  სახეზე გათეთრებულ ზაზას ეტყობა, რომ უზარმაზარი ძალისხმევის ფასად უჯდება მკვახე პასუხისაგან თავის შეკავება  –  ოდითგანვე რაც ყველაზე კარგად გვეხერხებოდა ერთმანეთთან ანგარიშსწორება იყო და დი ეჭვი მაქვს, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვა ...
       არა მგონია თქვენ სადმე წახვიდეთ, მთელ ქალაქში დადის ჭორად მამაშენის ნათქვამი სიტყვები – 50 წლით ვართ ხელისუფლებაში მოსულიო – უსისხლოდ მაგენი არ წავლენ  –  არ დაამთავრებინა ზაზას სათქმელი შალვამ.
       ძალაუფლების ხელიდან გაშვება მთელ მსოფლიოში არავის სურს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მამაჩემს და მის გუნდს ეყოფათ ჭკუა სავარძლებს არ ანაცვალონ ქვეყნის ბედი, კიდევ ერთ სამოქალაქო ომს ის ვერ გადაიტანს და არც პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიები დაეხმარება რამეში ახლად მოსულ ხელისუფლებას,  რასაც დღევანდელი ოპოზიციონერები უკვე იქადნებიან. ეს ჩვენ საუბრებში ადრეც გვითქვია, მაპატიეთ თუ ვმეორდები,  დღეს ყოფნა–არყოფნის ზღვარზე ვართ, ორი ავტონომიური ოლქი რუსეთმა დამოუკიდებელ ქვეყანად აღიარა და ყველაფერს აკეთებს რომ ის ასეთად მსოფლიომ აღიაროს, თუ ეს მან მოახერხა, ჩვენი მეზობელი, გინდაც მეგობრული ქვეყნებისათვის, აღარაფერს  ვამბობ რუსეთის ინტერესების მატარებელ, ყოფილ რესპუბლიკაზე, რომელსაც დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთ რეგიონზე თვალი უჭირავს, მიზეზი ექნება ჩვენ მიწაზე კომპაქტურად ჩასახლებული, ეთნიკური უმცირესობები, თავისი სახელმწიფოს შემადგენლობაში განიხილოს თავის ტერიტორიებით, ეს ნიშნავს რომ საქართველო, ერთ–ერთი უძველესი, უნიკალური კულტურის მქონე სახელმწიფო შეწყვეტს არსებობას. არ გამოვრიცხავ რომ, რომელიმე თქვენგანმა შეიძლება სიტუაციის დრამატიზირებაში დამდოს ბრალი, მაგრამ თუ დღეს ერი არ შეიკრა, ჩემი პროგნოზები აბსოლიტურად რეალურია, ოღონ დროში წელვადი. ასე არ არის ბატონო დავით?  –  ზაზამ იქ მყოფთაგან, უდაოდ ყველაზე ავტორიტეტული პიროვნება აირჩია  თავისი აზრის დამმოწმებლად.
       სამწუხაროდ შენი მოსაზრებები ლოგიკურად სწორად გათვლილი და რეალურად განხორციელებადია. ამიტომაც ჩემთვის, ამ სასწაულმომქმედი ხატის დაბრუნება ნიშანია უფლისა რომ მას არ მიუტოვებივართ და ჩვენ გიდევ გვაქვს იმის დრო რომ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ. აბსოლუტური ჭეშმარიტებაა ისიც რომ ჩვენ ყველა, ვისაც ეს ღვთისგან კურთხეული მიწა უყვარს, უნდა ერთ მუშტად შევიკრათ რათა, საქართველო მომავალი თაობებისთვის შევინარჩუნოთ. იქნებ ღვთის წყალობით, სულმნათ, დიდი ილია ჭავჭავაძის ნათქვამი სიტყვები შევისმინოთ და ეს „გათითკაცოებული“ ქართველები ისევ ერთად შევიყაროთ, აი მაშინ, დარწმუნებული ვარ ღვთიური მადლი ჩვენზეც გადმოვა და მართლა გაბრწყინდება საქართველო, არ ვიქნებით ღირსნი ამ დედაღვთიშობლის წილნაყარი მიწა–წყლის და გავქრებით ისე როგორც ბევრი ჩვენზე ძლიერი და მავალრიცხოვანი ერი გამქრალა. მოგვიტევეთ სკეპტიციზმი, მაგრამ მეც სრულად ვეთანხმები ზაზას საბოლოო შეფასებაში....
ამ საუბარში იყვნენ რომ ეკლესიის წინ ხალხის ჩოჩქოლი შეიქმნა, შალვას დააინტერესა რა ხდებოდა და იქითკენ წავიდა .....
       რა ჭირს კაცო ამ ბიჭს, დღეს მთელი დღე ასეთი გაღიზიანებულია  –  ბატონი დავითის ამ სიტყვებს ორმაგი დატვირთვა ქონდა, გარდა ფაქტის აღნიშვნისა, ის ირიბად ბოდიშის მოხდაც იყო ზაზას წინაშე.
       გუშინ შალვასთან იყო სტუმრად ვინმე?  –  იკითხა ირაკლიმ.
       ეს ორი დღეა ყოველ ღამე ამოდიან, თანაც მაინცდამაინც ისეთ დროს, რომ ვიძინებთ ხოლმე  –  ვერ დამალა „გულისწყრომა“ ბატონმა დავითმა.
ირაკლის ეჭვები გამართლდა, შალვას „ლომკა“ ეწყებოდა – იქნებ იმიტომაც გაგვშორდა მე რომ არ შემემჩნია – თავისთვის გაიფიქრა ირაკლიმ, თუმცა აღმოჩნდა რომ ხალხის შეშფოთებას სერიოზული მიზეზი ქონდა ...
მუხლებზე მდგარი მამა დავითი ლოცვებს კითხულობდა როდესაც მოულოდნელად მოწყვეტით, გვერდულად დაეცა. სოფლელები უმალ გარს შემოეხვივნენ უგონოდ მყოფ ბერს. იქ მყოფა შორის, სოფელში, სასწაულმოქმედ ხატზე მოსალოცად ჩამოსული ექიმიც აღმოჩნდა:
       ძალიან სუსტი პულსი აქვს, ეხლავე რამე გულის წამალს დავალევინებ – თავი გამოიდო ექიმმა.
       დამიჯერეთ ექიმო, ეხლა მაგას ერთი ლუკმა, ღვინოში ჩაწობილი პური უფრო მოუხდება, ვიდრე ყველაზე ძვირფასი გულის წამალი, ერთი თვის ნაშიმშილარი კაცია  –  ურჩია ილო პაპამ მედიცის მუშაკს.
ექიმმა ამრეზით გადახედა მოხუცს  –  ყველა სოფლელი ჭკუის სწავლას რომ დაგიწყებს  –  თავისთვის გაიფიქრა ახალგაზრდა კაცმა, თუმცა მოხუცის ავტოროტეტი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მისი სიტყვა სასწრაფოდ შესრულებულიყო. თავწამოწეულ, გონზე მოსულ ბერს, რამოდენიმე ყლუპი ღვინო დაალევინეს და ღვინოში ჩაწობილი ერთი–ორი ლუკმაც გადააყლაპეს.
ფეხზე წამომდგარმა, ღონეზე მოსულმა მამა დავითმა, იქ მყოფ უამრავ ადამიანთა შორის, რატომღაც მაინცდამაინც შალვას დაადგა თვალი  –  დღეს შენ ჩემთან დარჩები და მიპატრონებ  –  ბრძანებლური ტონით მიმარტა ბიჭს. შალვას  არც უჭერო, ცივ ეკლესია ღამის გათევის პერსპექტივა „ესიამოვნა“ მაინცდამაინც და არც მამაოს ტონი, თუმცა შეწინააღმდეგება მაინც ვერ გაბედა. ამ ამბავს, იმ წუთას შესწრებული ირაკლი გამოეხმაურა:
       რატომ მაინცდამაინც ჩემი ბიჭი მამაო?  –  ღიმილით შეეკითხა.
       გინდა შენი შვილი, ნორმალურ, ჯანმრთელი ცხოვრების წესს დაუბრუნდეს?  –  კითხვა კითხვითვე შეუბრუნა მამა დავითმა.
ირაკლი გაშრა  –  ამან რაღა იცის შალვას პრობლემაზე? ალბათ ვიაცამ უშნოდ ენა ატარტარაო  –  გაბრაზებულმა გაიფიქრა, თუმცა მალევე უარყო ეს ვარაუდი,  მამაოს „მიხვედრილობის“ ლოგიკიდან გამომდინარე, პასუხი თავისთავად გამოიკვეთა:
       რა მამაო, „წამლის“ გემოც იცი?  –  ზიზღი ვეღარ დამალა ხმაში ირაკლიმ.
       რაც რამეა ბოროტი და ამაზრზენი ყველაფერი გამისინჯია  –  ხმით და გამომეტყველებით, რომელშიც  უდიდესი სინანული იგრძნობოდა, უპასუხა მამა დავითმა, თავი ჩაქინდრა, მრავლის მთქმელი, ნატანჯი სახე მთლიანად ნაოჭებით დაეფარა, თუმცა მალევე გაუნათდა სახე, ხატის წინ მუხლებზე დაეცა  –  დედაო ღვთისმშობელო დაილოცოს შენი სახელი და მადლი, რატომ მირჩიე მე, უღირსი და უხმარი მონა ღვთისა, შენ მესაიდუმლედ. დღეს შენი შვილი ღვთის წყალობით განიკურნება  –  ფეხზე წამომდგარმა მცირე ხნის დუმილის შემდეგ მიმართა ირაკლის, შემდეგ სოფლის მაცხოვრებლებისკენ შეტრიალდა, მათ გასძახა  –  ლუკას მშობლებს გადაეცით ბავშვი მომიყვანონ.
მამაოს სიტყვების დაჯერება უჭირს ირაკლის, მან ხომ ზუსტად იცის, რომ ნარკომანობა მოურჩენელი ავადმყოფობაა, თუმცა არც ისეთი ათეისტია უფლის ნებისა არ სჯეროდეს :
       კი მაგრამ რითი დავიმსახურე ესეთი ღვთის წყალობა?
       გავკადნიერდი და ეს შეკითხვა მეც შევბედე დედაღვთისმშობელს, ორი მიზეზია რის გამოც თქვენზე წყალობა მოიღეს, პირველი ის რომ შალვას სიკეთის მადლი არ დაუკარგავს და მეორე, ამ მადლიან მიწაზე ჯერ კიდევ შემორჩენილ, კომუნისტების დროიდან პატივაყრილ, დაბეჩავებულ ქართველ გუთნისდედას გვერდში დაუდექით, სოფელს ბარაქის შექმნის შესაძლებლობა მიეცით. რადგანაც ეკლესია გადაუხურავია, ხატს ილო პაპას ოჯახში მიაბრძანებთ და იქ იქნება, სანამ მშენებლობა არ დასრულდება  –  კიდევ ერთხელ მიმართა იქ შეკრებილ ხალხს მამაომ, მას შემდეგ რაც ირაკლის შეკითხვას უპასუხა.
ეკლესიაში დარჩენილი შალვას გარდა ყველა უკან მობრუნდა სახლში. ირაკლის და ბატონი დავითის დიდი თხოვნის მიუხედავად თეამ ღამე დარჩენაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ სამსახურში იყო დილა–ადრიანად მისასვლელი. პირველ საათს უკვე გადაცილებული იყო როდესაც მამა–შვილი დაწვნენ, ირაკლის არაფრით არ დაეძინა, დიდხანს იწრიალა ლოგინში, მერე ჩუმად, ისე რომ მამამისი არ გაეღვიძებინა, ლოგინიდან ადგა, ტანსაცმელი ჩაიცვა და გარეთ გაჩერებულ მანქანას მიაშურა, გადაწყვიტა ეკლესიაში მისულიყო, აინტერესებდა შალვა როგორ გრძნობდა თავს.
ეკლესიასთან მისულმა ირაკლიმ მანქანა კარგა მოშორებით გააჩერა, არ უნდოდა მამაოს დანახვებოდა. ფრთხილად მივიდა ეკლესიის კედელში გამოჭრილ სარკმელთან, შენობაში მხოლოდ ლოცვად დავარდნილი მამაოს ბუტბუტი ისმოდა. ირაკლიმ გარშემო მიმოიხედა, თითქოს სპეციალურად მისთვის დატოვებულ, ხის პატარა კიბეს მოკრა თვალი. ფრთხილად ისე რომ ხმაური არ გამოეწვია, კიბე სარკმელთან მიიტანა და შიგნით შეიჭყიტა... საცოდავად მობუზული შალვა, სანთლებ დანთებული სასანთლის გვერდზე  ჩამჯდარიყო, ცოტა ხნის შემდეგ გაჭირვებით წამოდგა ფეხზე, მხრებზე შემოიხვია ხელი თითქოს ცივაო, შემდეგ რაღაცნაირად დაიკლაკნა, თითქოს ძვლებში ამტვრევსო და ისევ სასანთლესთან ჩაჯდა, ბიჭი აშკარად ცუდად იყო. ის იყო ირაკლიმ ეკლესიაში შესვლა და ბიჭის წამოყვანა დააპირა რომ მამაოს ხმამ თითქოს დაიგრგვინაო თავმოხდილ შენობაში:
შალვა ილოცე ჩემთან ერთად, შენ მხოლოდ ხარ ქრისტე, მსწრაფლ–შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა შალვასა ზედა და იხსენ სნეულებათაგან, ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან; და აღადგინენ მაქებელად შენდა და სადიდებლად სამარადისოდ, მეოხებითა ღვთიშობელისათა მხოლოო კაცთმოყვარე.
დიდება მამასა დაძესა და წმინდათა სულსა ....
თავიდან შალვას ხმა თითქმის არ ისმოდა, შემდეგ გაძლიერდა, ბიჭის ლოცვა სულ უფრო და უფრო გულმხურვალე ხდებოდა, ბოლოს მამაო და ის ერთ ხმაში კითხულობდნენ ლოცვას. გაოგნებულ ირაკლის ვერ გაეგო რა ხდებოდა, ერთი რაც აქამდე დანამდვილებით იცოდა, იყო ის რომ ირაკლის არასოდეს წაუკითხია, მითუმეტეს არ დაუზეპირებია ლოცვები, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო, ის კი არ იმეორებდა მამაოს ნათქვამს, არამედ მასთან ერთად იძახდა ლოცვას. ბიჭს წურწურით ჩამოსდიოდა სახეზე ოფლი, შორიდანაც კი ჩანდა როგორ შეეცვალა ფერი, დასველებულ, ღია ფერის პერანგს. როდესაც მლოცველებმა ლოცვა დაასრულეს, შალვა ძალაგამოცლილი პირდაპირ მიწაზე დაეშვა. ირაკლის შვილის ამ დღეში დანახვაზე გულ–მუცელი ჩაეთუთქა, მამაოს აზრი აღარ აინტერესებდა, კიბედან ჩამოსული, ეკლესიის შესასვლელისაკენ გაემართა ბიჭის სახლში წამოსაყვანად. ეკლესიაში შესულ კაცს, სასანთლესთან, პირდაპირ ცივ მიწაზე მიწოლილი ბიჭი მძინარე დაუხვდა. მამაოს არ გაკვირვებია ირაკლის გამოჩენა ეკლესიაში, მუხლებზე დამდგარი განაგრძობდა ლოცვას, როდესაც ეს უკანასკნელი მძინარე შალვას მიუხლოვდა, მხოლოდ მაშინ შეწყვიტა სულ რამოდენიმე წამით ლოცვა და ირაკლის ხელით ანიშნა, ბიჭი არ გააღვიძოო.
ეკლესიის კუთხეში, კედელზე მიყუდებული ირაკლი, ზეზეეულად თვლემდა მსუბუქი ხელის შეხება რომ იგრძნო, თვალები გაახილა, მის წინ სიცივისაგან მობუზული შალვა იდგა:
       გავიყინე მა ... წავიდეთ რა სახლში!
       წავიდეთ შვილო  –  აწრიალდა გამოფხიზლებული ირაკლი.
მამაო ისევ მუხლებზე იდგა და ლოცულობდა როდესაც მამა–შვილი ეკლესიიდან გამოვოდნენ, უკვე თენდებოდა. მანქანის საჭესთან შალვა დაჯდა, სოფელში, სახლში მისულებმა პირდაპირ თავ–თავისი საწოლებისაკენ აიღეს გეზი. ირაკლის და ბატონ დავითს იმავე დღეს უნდოდათ თბილისში ჩამოსვლა, მაგრამ ძილად მივარდნილმა შალვამ მხოლოდ საღამო ხანს შესძლო ლოგინიდან თავის აწევა.
ღამე იყო, როდესაც ოჯახი ქალაქში დაბრუნდა. შვილის და შვილიშვილის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, დავითმა მათთან სტუმრობაზე უარი განაცხადა, დაღლილობა, რომელიც ასაკოვანმა კაცმა მოიმიზეზა, აშკარად თვალში საცემი იყო.
ის დღე ირაკლისთვის დილიდანვე უცნაურად დაიწყო, მარცხენა ხელისგულის ფხანამ ისე შეაწუხა, კაცი ნაცნობ დერმატოლოგს ესტუმრა. სინჯების აღების და ყურადღებით გასინჯვის შემდეგ ექიმმა სიცილ–სიცილით გამოისტუმრა – შენ არაფერი გჭირს, ეტყობა დღეს დიდ ფულს იშოვნიო. კაცმა მანქანა ავტოფარეხთან მიაყენა, მანქანიდან გადმოსვლა და მობილური ტელეფონის ზარი ერთი იყო:
       ირაკლი ხარ?  –  საკმაოდ უხეში ტონით იკითხა ვიღაცამ, თუმცა ირაკლის „შავი“ გიორგის ხმის ამოცნობა არ გაჭირვებია.
       მე გახლავართ ბატონო გიორგი, რითი შემიძლია გემსახუროთ  –  ხაზგასმული თავაზიანობით დაუბრუნა პასუხი ირაკლიმ.
       ნახევარ საათში შენს რესტორანში გელოდები, ეცადე არ დააგვიანო, არ მიყვარს ლოდინი  –  მოკლედ მოჭრა კრიმინალმა და კავშირი გაწყვიტა.
ძალიან კი ეზარებოდა ირაკლის ეხლა კიდევ სადმე წასვლა, მაგრამ იმ გაფრთხილების შემდეგ რომელიც საკუთარი ყურით მოისმინა, „მიპატიჟების“ უგულველყოფა „ძვირად“ შეიძლებოდა დაჯდომოდა....
რესტორანში „შავი“ გიორგი, თავის ორ თანამეინახესთან ერთად, ისევ იმ მაგიდასთან იჯდა, რომელიც ეტყობოდა ამოჩემებული ქონდა. „ძალით“ შემოსწრებულ სტუმარს ოფიციანტმა სასწრაფოდ სკამი მოართვა. სანამ ირაკლი რამეს იკითხავდა „შავმა“ გიორგიმ დაასწრო, შავი „დიპლომატის“ ჩანთა მაგიდაზე შემოდგა და სუფრის ახალ წევრს მიმართა:
       აქ ნახევარი მილიონი დოლარია, შეიძლება ეს არც ისე დიდი თანხაა, როგორის შეგროვებასაც ჩვენ ვფიქრობდით, მაგრამ ამ სამმა კაცმა, ვისაც შენ მაგიდასთან ხედავ, ესაა სულ რაც შევძელით. მე რომ იმ ეკლესიაში ავიდე, რომლისთვისაც ეს თანხა შევაგროვეთ, შეიძლება თავი ვერ შევიკავო და კიდევ  ერთი ადამიანი შეიძლება სიცოცხლეს გამოვასალმო, ის რომ „საერო“ კაცი იყოს, ამდენს არ ვიფიქრებდი და საკითხს ბევრად მარტივად გადავწყვიტავდი, შენ იცი მე რასაც ვგულისხმობ. მოკლედ ეს ფული ეკლესიას მოახმარეთ. ეხლა მოდი და ერთი–ორი ჭიქა დაგვილიე ....
ირაკლი სუფრაზე დიდხანს არ დარჩენილა, რამოდენიმე ჭიქის მერე, სუფრას ბოდიში რომ მოუხადა და სახლში წასვლის სურვილი გამოთქვა, თანამეინახეებს მისთვის დარჩენაზე, კალთები მაინცდამაინც არ დაუხევიათ.
რესტორნიდან დაბრუნებულმა კაცმა, მანქანა ის იყო ავტოფარეხთან მიაყენა, მანქანიდან გადმოვიდა და .... მობილურმა ტელეფონმა ისევ დარეკა:
       გისმენთ!  –  ხმაში გაღიზიანება ვერ დამალა ირაკლიმ.
       რა იყო, ასე ადრიანად ვინ გაგაბრაზათ ბატონო ირაკლი მითხარით და რამეს მოუფიქრებთ  –  შინაგან საქმეთა მინისტრის ხმა გაისმა ტელეფონში.
       არაფერი ისეთი ბატონო ზაალ, უბრალოდ დილიდან საჭესთან ვზივარ და ცოტა არ იყოს დავიღალე  –  მოუბოდიშა ამ უკანასკნელს ირაკლიმ.
       ვწუხვარ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგიწევს საჭეთან დაჯდომა, გახსოვს კაფეში რომ შევხვდით ერთმანეთს, ისევ იქ გელოდები.
ირაკლი ლანძღვა–გინებით ჩაჯდა მანქანაში, 20 წუთის შემდეგ ირაკლი და ზაალი ერთხელ უკვე „დაგემოვნებულ“ კაფეში ერთმანეთის პირისპირ იჯდნენ ....
       პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრა, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინე და ზაზას გადაწყვეტილება შეაცვლევინე. აქ სამი მილიონ ნეხავარი ლარია. შენი გადასაწყვეტია, რამდენს გადასცემ ეკლესიას და რამდენს დაიტოვებ შენ, ამის გარდა შენ ყოველ თვე მიიღებ მოგების ხუთ პროცენტს, ანუ ჩვენი მეწილე ხდები. როდესაც ყველა საჭირო საბუთს შევაგროვებთ ერთხელაც შეგაწუხებთ და ველაფერს ამას ოფიციალურად გავაფორმებთ. ეხლა კი ეს ჩაიბარე  –  დაამთავრა საუბარი მინისტრმა და ერთ დღეში უკვე მეორეჯერ, ფულით სავსე, შავი „დიპლომატის“ ჩანთა აღმოჩნდა ირაკლის ხელში.
ის დღე უჩვეულო მოვლენებით, ამით არ დასრულებულა. უკვე გვიანი რამე იყო, როდესაც მთელი დღის განმავლობაში დაკარგული, ლამის „ძებნაში“ გადაცემული შალვა, ორმა მეგობარმა, მკლავებში ხელებგაყრილებმა „მოათრიეს“  (სხვა სიტყვას უბრალოდ კაცი ვერ იხმარდა) სახეზე ფერდაკარგული ბიჭი სახლში. ირაკლიმ სახლში შემოპატიჟებაც კი ვერ მოასწრო ახალგაზრდების, ბიჭებმა სასწრაფოდ შეაჩეჩეს, ზარის ხმაზე კარებთან მისულ კაცს მისი ვაჟიშვილი და გარეთ გავარდნენ.
       რა იყო „დოზა“ მოგივიდა მეტი  –  გესლიანი ხმით შეეკითხა ირაკლი სახლში ძლივ–ძლივობით შემოსულ შალვას, ბიჭმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
       მამა რომ მოგიყვე რა მომივიდა, არ დამიჯერებ  –  როგორც იქნა ამოღერღა სათქმელი შალვამ.
       თუ ზღაპრებს არ მომიყვები, რატომ არ დაგიჯერებ, მე მახსოვს დრო როდესაც ჩვენ ერთმანეთის გვესმოდა და შენ წამალს თავს არ აკვლევინებდი....
       მამა წამალი არ გამიკეთებია....
       უკვე დაიწყე ზღაპრების მოყოლა?
       არა მამა, მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ჯერ ნემსი რომ დავინახე ის არ მესიამოვნა, თითქოს პირველად ვხედავდი, მერე პირველმა რომ გაიკეთა და ვენიდან გამოვარდნილი სისხლი წამალს შეერია ცუდად გავხდი, ძლივს მოვასწარი თავის გვერდზე გაწევა რომ ბიჭებისთვის სახეში არ შემერწყია. მოკლედ ისეთი გულისრევა დამეწყო, დედის ხსენი არ შემარჩინა. მსგავსი რამ მე ჯერ არავისზე არ მინახია  –  ბიჭი აშკარად შეშინებული იყო.
       კარგი, შენ სახლში იყავი, მე ხვალ ცოტა ხნით გავალ, საქმეები მაქვს და ვეცდები მალე მოვიდე ....
       არა რა მამა, მირჩევნია შენთან ერთად ვიმოძრაო, უფრო მშვიდადაც ვიქნები და გულსაც გადავაყოლებ, რა საქმეები გაქვს თუ საიდუმლო არ არის?  იქნებ მეც რამეში გამოგადგე  –  თავი გამოიდო ნელ–ნელა ფერზე მოსულმა ბიჭმა.
       ჯერ დოლარები მაქვს ლარებში გადასახურდავებელი, მერე ზაზასთან ვარ შესათანხმებელი მანქანებზე, ეკლესიისთვის გადასახურავის მასალების წასაღებად დამჭირდება ...
       მამა, ზაზაზე ნაკლები ინჟინერი მე არა ვარ, სხვათა შორის, რა მასალა დაგვჭირდება ისიც ზუსტად ვიცი, თანაც ზომებში, მაგის აზომვები მე გავაკეთე და მონაცემები ჩემს მობილურში ჩავიწერე. ასე რომ შეგიძლია მიმსახურო ....
ის ერთი კვირა, ვისაც კი რამე შეხების წერტილი ქონდა სოფელში მშენებარე ეკლესიასთან, თავდაუზოგავ შრომაში გაატარეს და კვირის თავზე თავიდან ბოლომდე დასრულებული ჩაბარდა უფლის სახლი მამა დავითს. მშენებლობის დამთავრების მეორე დღეს, სოფელმა სასწაულთმომქმედი დედაღვთიშობლის ხატი ისევ ეკლესიაში წააბრძანეს, ის დღე  სასწაულმოქმედი ხატის დაბრუნების თარიღად ერთხელ და სამარადჟამოდ აღიარეს, ამასთან ერთად დიდი საზეიმო სუფრაც გაშალეს.
თითქმის ყველა ვისაც კი აქტიური მონაწილეობა ქონდა მიღებული ამ ეკლესიის აშენებაში ამ სუფრაზე იყო, ირაკლი თავისი ორი ოჯახის წევრით და მეგობრებით, რომელთაც მართლა ლომის წილი ედოთ ამ საშვილიშვილო საქმეში, მოწვეულთაგან უპირველეს რიგებში იგულისხმებოდნენ. ორი სამწლიანი მოზვერი დაიკლა, სამი ცხვარი, ირაკლიმ და მისმა სამეგობრომ სუფრა თევზით და სამწვადე ხორცით დაამშვენეს, ქათმებს ხომ ყველა ეზოში გაუდიოდა კრიახი, ილო და შიო პაპამ თავის ყველაზე დიდ ჭურებს მოხადეს თავები, თითქმის სამასკაციან სუფრას ილო პაპა დაუდგა თამადად, როგორც მერე სუფრის წევრები შეთანხმდებიან ერთმანეთში, სასწაულმოქმედმა ხატმა კიდევ ერთხელ მოისხა მადლი და ქართველებისთვის ერთ დროს ჩვეული, ქართული სუფრის სილაზათე, ბოლომდე დააგემოვნებინა იქ შეკრებილ საზოგადოებას.
როგორც კარგი დირიჟორი ისე მართავდა, ას წელს მიტანებული, ჯერ კიდევ მხნე ილო პაპა, სამასკაციან სუფრას. ხატის სოფელში მობრძანების მილოცვის მერე თამადამ, შემდეგ სადღეგრძელოში, ქვეყნის თავისუფლებისთვის თავდადებული გმირები გაიხსენა, მათ სულებს მოეფერა. პაპას სადღეგრძელოს შვილიშვილი და მისი მეგობრები გამოეხმაურენ, სამ ხმაში ნამღერმა „შავლეგომ“ სუფრა გააყუჩა, ის გრძნობა რაც თამადის სიტყვამ მსმენელებში გააღვიძა, თითქმის პროფესიულ დონეზე შესრულებულმა სიმღერამ კიდევ უფრო გააღვივა, სუფრასთან მჯდომ მამაკაცებს სისხლი აუდუღა, იმქვეყნად წასულ გმირებთან, გენეტიკური კავშირი კიდევ ერთხელ ნათლად აგრძნობინა. ქეიფი სულ უფრო და უფრო ხურდებოდა, ახალგაზრდები ღვინის დოქების, ცარიელის სავსეთი შეცვლას, ძლივს ასწრებდნენ. როდესაც თამადამ საქართველოს საქართველო შესვა, ყველა კუთხე ახსენა, არცერთი არ დარჩენია მოფერებისა და ტკბილი სიტყვის გარეშე.
ასე ჩონგურმა ქო თქუააა დო ნაა ...  სულ რაღაც წამით, თამადის ახალ საღეგრძელოს თქმამდე, ორი მამაკაცის და მათთან ერთად მყოფი ქალბატონების, წამოწყებულმა მეგრულმა სიმღერამ სუფრის ყურადღება მიიპყრო, მის წევრებს რომ შეეგრძნოთ ამ საოცრად ლამაზი, მელოდიური და სევდიანი სიმღერის ხიბლი, სიტყვების მნიშვნელობის ცოდნა სულაც არ იყო აუცილებელი
       ესენი ვინ არიან?  –  შეეკითხა გვერდით მჯდარ შიო პაპას ირაკლი.
       გახსოვს ჩვენი სოფლელის ბავშვზე გეუბნებოდი სისხლის გათეთრებით არისმეთქი ავად, მამა დავითთან რომ დაყავთ, იმ ბავშვის ექიმებია, ჯერ ხომ ვერ ხვდებოდნენ ამდენი ხანი ბავშვი როგორ ცოცხლობდა და ხატის მობრძანების შემდეგ, რამოდენიმე დღეში გასინჯეს და ავადმყოფობის კვალიც ვერ აღმოაჩინეს. მას შემდეგ რაც სასწაული საკუთარი თვალით ნახეს, გადაწყვიტეს ხატს ხლებოდნენ და მოელოცათ ჩვენს ეკლესიაში.
მიუხედავად იმისა, რომ მხნედ მყოფი ილო პაპა, მაქსიმალურად ინახავდა თავს და ცდილობდა ცოტა დაელია, ღვინომ თავისი გასაკეთებელი მაინც გააკეთა, თამადას სიტყვა–პასუხი შეუნელდა, თუმცა ეს თვითონაც იგრძნო და სუფრას უფრო მეტი მხიარულებისაკენ მოუწოდა. სუფრის ერთერთმა წევრმა ბავშვი გააგზავნა სახლიდან დოლის მოსატანად, მეორემ ილო პაპასთან ადრე მიტანილი გარმონი გამოიტანა და ქეიფი ახალი ძალით გაჩაღდა.   
უკვე მოსაღამოვებული იყო როდესაც სუფრა დაიშალა, ერთი ინციდენტი არ მომხდარა, ერთი, რამეთი უკმაყოფილო კაცი არ ამდგარა სუფრიდან, ქართველებმა იქეიფეს და მოილხინეს ისე, როგორც ადრე მათი წინაპრები  ილხენდნენ და ქეიფობდნენ, დროსტარება უგვანო ღრეობაში არ გადაზრდილა...
შემოდგომის ღრუბლიანი ამინდმა, ირაკლის სოფელში ჩამოსვლის პირველი დღე გაახსენა, უპატრონო, დასჯილი ბავშვივით რომ გამოკეტეს მისთვის უცხო გარემოში. რაც უფრო მეტს ფიქრობდა და აანალიზებდა კაცი ყველაფერს იმას რაც სოფელში მისი და მისი მეგობრების ჩამოსვლის შემდეგ მოხდა, მით უფრო რწმუნდებოდა აზრში, რომ ეს არ იყო უბრალო შემთხვევითობა. ნახევრად გაცლილ, გაღატაკებულ ამ მიწა–წყალზე გაღიმებულ კაცს ვერ დაინახავდი, ყოველდღიურ საჭმელ–სასმელზე მოფიქრალ, აქაური გლეხკაცობის უმეტესობას  არც ტრადიციების გაგრძელების სურვილი შერჩენოდა და არც ერთმანეთის პატივისცემის გრძნობა.
სახლის ქვემოთ, მდინარესთან მოწყობილ საკალმახეს შეავლო თვალი ირაკლიმ, მდინარის მიერ მისთვის „საჩუქრად“ დატოვებული კალმახები გაიხსენა, ეს იყო მისი პირველი ბიზნეს–იდეის საფუძველი, რომელსაც შემდეგ ბევრი ახალი პროექტი მოყვა, სადაც სოფლის მკვიდრნიც ჩაერთნენ. ქართველი კაცის გამრჯე ხელი დაეტყო სოფელს, ბარაქამ მეტ–ნაკლებად ყველა ოჯახში დაიდო ბინა, საწაულმომქმედი ხატის დაბრუნებამ საბოლოოდ დაუბრუნა აქაურ მაცხოვრებლებს რწმენა, რომ ღვთის მადლს არ მიუტოვებია სოფელი და უფრო მეტი შემართებით შეუდგნენ სოფლის განახლებას. ბევრი ქალაქში წასული აქაური მკვიდრი დაბრუნდა უკან, პირველი მერცხალები სასწაულად გამოჯანმრთელებული ბავშვი და მისი მშობლები იყვნენ.
ხომ ჩვენ ვიყავით ის პირველები, ვინც ბიძგი მისცა ყველასფერს ამას  –  არცთუ სიამაყის გარეშე გაიფიქრა ირაკლიმ. სოფლის თავზე ჩამოწოლილი შავი ღრუბელი სულ უფრო და უფრო ხმამაღლა გრუხუნებდა, შეგრძნება რომ რაღაცა მის ცხოვრებაში ისევ მეორდებოდა, კაცს სულ უფრო მეტად იპყრობდა. ირაკლის სახლში შესვლა და საშინელი, კოკისპირული წვიმის წამოსვლა ერთი იყო. მეხის დამაყრუებელი გრიალი სახლშიც აღწევდა. ირაკლი თვალნათლივ ხედავდა როგორ სწრაფად იწევდა მდინარის დონე, მისმა კალაპოტიდან გადმოსულმა მღვრიე დინებამ, ნაპირებიდან უკვე დაიწყო ყველაფრის, რასაც კი მისწვდა თავისკენ ზიდვა. წყალმა ირაკლის „საკალმახეს’ ჯერ კედლები მოანგრია, მერე მთლიანად დაფარა და თევზები გაიტაცა. ირაკლი შეშფოთდა, წყალმა შემაღლებულზე მდგარი სახლის კიბეს მიაღწია, თუმცა მალევე შეწყდა და სულ მალე, მზის წველმა სხივებმა „გულიანად“ დაათბეს, ხვავრიელი წვიმისაგან კარგად ჩამბალი მიწა. ირაკლი თავის „ნოუთბუქში“ იყო ჩამძვრალი როცა სახლის კარები ქოთქოთით ლამის შემოამტვრიეს თემომ და მამუკამ.
       კინაღამ წაგვიღო წყალმა, ჩვენს საღორეში შევარდა, შენობა დაანგრია და გოჭები წაიღო  –  აცნობა მეგობარს მამუკამ „სიახლე“.
       მაგის „მოსახარებლად“ ამტვრევდით კარს  –  ღიმილით შეეკითხა მეგობრებს ირაკლი.
       გოჩა და ილო პაპას შვილიშვილი რომ არა დედა ღორებსაც დაგვიხოცავდა. შენ არ იცი რა ხდება სოფელში, ერთი საკალმახე არ დატოვა. ილო პაპას ყველა სკა გაუნადგურა, ჯიგარი დაგეწვება რო ნახო და დღეშია მოხუცი.
       მაშინ ერთი სათხოვარი მექნება ბიჭებო, ეხლა ცოტა დაისვენეთ და მერე სოფელში გადით და უთხარით რომ ყველაფერს აღვადგენთ, გული არაფერზე გაიტეხონ. პირველ რიგში ილო პაპასთან მიდით და უთხარით რომ ახალი სკები გააკეთოს, გოჩა არც მასალაზე ეტყვის უარს და არც მოხმარებაზე ...
       კი მაგრამ, მაგას ყველაფერს ფული უნდა  –  გაკვირვებული კითხულობს მამუკა.
ირაკლი ჯარადასთან მიდის და იქიდან შავი „დიპლომატის“ ჩანთა გამოაქვს და ხსნის, კუპიურებად დაწყობილი ფული ბიჭების გაოცებას იწვევს
       ეს რა ფულია?  –  კითხულობს თემო. 
– აქ ორი მილიონამდე ლარია, ხუთ მილიონ ლარამდე გვქონდა სულ, ნაწილი ეკლესიისთვის განკუთვნილი ფული იყო, ნაწილი ჩემი. ეკლესიას ყველაფერი გაუკეთეთ რაც საჭირო იყო, ასე რომ ეს დარჩენილი ნაწილი შეგვიძლია დავხარჯოთ როგორც გვინდა  –  პასუხს ცემს ირაკლი კითხვას.
       შენ ერთხელ ყველას უკვე დაგვეხმარე, სინდისიც კარგი საქონელია, მე მაგ ფულს ხელს ვერ მოვკიდებ  –  ამბობს თემო.
       მეც!  –  მოკლე სიტყვით უერთდება თემურის აზრს მამუკა.
       ბიჭებო! ნუთუ ვერ ხვდებით ჩვენ რამხელა რაღაცა გავაკეთეთ  –  თავის ემოციას ვერ ფარავს ირაკლი...
       ჩვენ მშვენივრად ვხვდებით, შენი თაოსნობით რამხელა პატივი ვეცით ამ სოფელს და სულაც არ არის საჭირო ამის გამო ჩვენი შეურაცხყოფა – თავის „მეგრულ“ ფხუკიანობას არ ღალატობს მამუკა.
       არაფერს არასოდეს ისეთი დიდი სიამოვნება არ მოუტანია, როგორც იმ საქმეს რასაც ეხლა ჩვენ ვემსახურებით, მოდით ბიჭებო ეს ფული ისევ იმას  მოვახმაროთ რასაც ვაკეთებდით.
თემური და მამუკა საბოლოო პასუხზე ჯერ კიდევ ყოყმანობდნენ როდესაც ფეხის ხმა გაისმა და გულამოვარდნილმა გოჩამ კარები შემოაღო:
       გარეთ გაიხედეთ რა ხდება?  –  აქოშინებულმა იკითხა ახალგაზრდა ბიჭმა.
       რა უნდა ხდებოდეს, წვიმამ გადაიღო და გამოვიდა მზე  –  საკმაოდ  უკმეხად უპასუხა ამ უკანასკმელის უცერემონიო შემოჭრით უკმაყოფილო მამუკამ.
გოჩას მამუკას ტონისთვის ყურადღება არ მიუქცევია, სასწრაფოდ გარეთ გამოსვლა და ეკლესიისკენ გახედვა დაჟინებით მოსთხოვა ბიჭებს....
ტყის თავზე, დაახლოებით იქ სადაც ეკლესია უნდა ყოფილიყო, შვიდფერა წისარტყელა გადაჭიმულიყო, ულამაზესი სურათი გადაიშალა ბიჭების თვალწინ.
გოჩა სახლში აღარ შემოსულა, უკვე კიბეებზე ჩადიოდა ირაკლიმ რომ გააჩერა:
       ეხლა საითკენ გაგიწევია?  –  შეეკითხა.
       როდესაც ასეთი ძლიერი წვიმაა ხოლმე და მდინარე ნაპირებიდან გადმოდის, ეკლესიის ტერიტორიაზე მისასვლელ გზას ტბორავს, შედეგად ეკლესიას გარე სამყაროდან წყვიტავს. მინდა ვნახო ეკლესიაში ხომ არ შევარდა წყალი, რამე ხომ არ დაუზიანა შენობას.
       მოიცადე და ჩვენც წამოვალთ   –  დაასწრო პასუხი თემურიმ ირაკლის.
ერთ ადგილას მოუწიათ მხოლოდ მუხლებამდე წყლის ნაკადის გადალახვა ბიჭებს და იმასაც ძალა უკვე დაკარგული ქონდა, რაც უფრო უახლოვდებოდნენ ეკლესიას მომნახველები მით უფრო რწმუნდებოდნენ რომ ცისარტყელა ზუსტად ეკლესიის თავზე იყო გადაჭიმული.
       როდესაც ასეთი რამე ხდება, ის ყოველთვის რაღაცის მიმანიშნებელია  –  ხმამაღალი ნაფიქრალი გამოუვიდა გოჩას, შეშფოთების ნიშანი აშკარად იგრძნობოდა ამ უკანასკნელის ხმაში.
       ეს სოფლელები რა ყველაფერში „ნიშანს“ ხედავთ  –  შანსი გოჩასთვის „ეკბინა“ მამუკამ ხელიდან არ გაუშვა.
ეკლესიაში შესულებს კიდევ ერთი სასწაულის ხილვა უწიათ, მამაო დავითი სასწაულმომქმედი ხატის წინ, იატაკზე იწვა. ფანჯრიდან შემოსულ, ხატზე არეკლილ მზის სხივს მამაოს სახე გაენათებინა, გარდაცვლილს სახეზე ნაოჭები გაქრობოდა და 15–20 წლით გაახარგაზდავებულიყო, თვითონ ეკლესიაში უცნაური, საკმევლის მსგავსი, სასიამოვნო სუნი ტრიალებდა.
პირველი ვინც თავის ხელში აყვანა მოახერხა და დამთრგუნველ  რეალობას გაუმკლავდა ირაკლი აღმოჩნდა:
       გოჩა შენ წადი და მომხდარის შესახებ სოფელს შეატყობინე და ბარემ ხელმარჯვე კაციც გამოძებნეთ რომ მამაოსთვის ჩასასვენებელი შეკრას, ფიცრები შენ თუ არა ვისმეს მაინც ექნება.
გასასვლელისკენ წასული გოჩა უკან შემოტრიალდა, მამუკას ანიშნა უკან გამომყევიო და ეკლესიის სიღრმეში შეაჭრა.
       საითკენ მიდიხარ?  –  ზურგში მიაყოლა კითხვა გაკვირვებულმა ირაკლიმ, თუმცა პასუხს ვერ მიიღო.
ორიოდ წუთში უკან მობრუნებულმა გოჩამ და მამუკამ ჩასასვენებელი ჭურჭელი მიცვალებულის გვერდზე დადგეს.
       ეს კუბო მამა დავითმა სანამ არ გაგვაკეთებინა არ შეგვეშვა, დედაღვთისმშობელი გამომეცხადა და დამპირდა მალე წაგიყვანო. როგორც მამაო ამბობდა ისეც მოხდა, ეს კაცი მართლაც ღვთისგან რჩეული იყო  –  მხოლოდ ეხლა მისცა დაგვიანებული პასუხი ირაკლის გოჩამ  –  ეხლა მე წავალ და მამა დავითის გარდაცვალებას სოფელს შევატყობინებ, თქვენ ის კუბოში ჩაასვენეთ .....
დაკრძალვას უამრავი ადამიანი დაესწრო, ყველა სასწაული რომელიც მამა დავითთან უშუალო კავშირში იყო, საპატრიარქოსთვისაც გახდა ცნობილი, თვით საქართველოს პატრიარქმა ინება ჩამოსვლა, წმინდა ხატს ეახლა და ეკლესია დალოცა. ქართული ეკლესიის წინამძღვარმა პირობაც მისცა ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მამა დავითის წმინდანად აღიარების საკითხი, წმინდა სინოდის შეკრებაზე იქნებოდა განხილული.  
P. S ფული რომელიც ირაკლის დარჩა ზუსტად ეყო იმას, რომ თავიდან აღედგინათ ყველაფერი ის რაც ადიდებულმა მდინარემ დაანგრია, როდესაც პაპა ილოს ფუტკრებით შესახლებული ახალი სკები მიუტანეს, მოხუცმა თავი ვერ შეიკავა და თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა.
 ჯერ აღმოსავლეთ საქართველოში გავარდა ხმა, ახლად აღდგენილ ეკლესიაში სასწაულმოქმედმა ხატმა დაიდოო ბინა, უიმედო ნარკომანებს და სისხლის გათეთრებით დაავადებულ ადამიანებს კურნავსო. თვითმხილველები ყვებოდნენ როგორ გაივსო ერთ დღეში მდინარე თევზით და როგორ ავსებდნენ პატარა ბიჭები სათლებს ხელით დაჭერილი თევზით, შემდეგ მთელ საქართველოში გავრცელდა, ქვეყნის ყველა კუთხიდან მოდიოდნენ ამ ეკლესიაში ხატზე მოსალოცად, ამავე ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი ირაკლიმ და მისმა ახალმა რჩეულმა.
თეამ არა მარტო ის მოახერხა რომ ირაკლის შვილები დაიმეგობრა და მათთვის ნამდვილად მისაღები ოჯახის წევრი გახდა არამედ, თითქმის შეუძლებელი რამ, მის ახლანდელ მეუღლესა და ცოლყოფილს შორის ცივილური ურთიერთობის აღდგენაც კი შესძლო. შალვამ საბოლოოდ გადააგდო ნარკოტიკები და ცოლ–შვილიც შემოირიგა. ირაკლის სამფლობელოში, სადაც ყოველ ზაფხულს დიდი ჟივილ–ხივილი იდგა, მის ოჯახთან ერთად, მამუკას და თემურის ახლობლებიც იკრიბებოდნენ, სოფელი ყველანაირად ცდილობდა ესიამოვნებინა საპატიო სტუმრებისათვის, აღსდგა ის ხიდი სოფელსა და ქალაქს შორის რომელის დანგრევასაც ყოველთვის პირველ რიგში ცდილობდა ხოლმე ქართველებს შორის დაპირისპირებისა და ქიშპობის მსურველი ქვეყნის მტერი. მდინარის მიერ სანახევროდ ქვა–ღორღით ამოვსებული თევზაშენის აღდგენაზე ირაკლიმ უარი თქვა და მის ადგილას მამუკას წყაროს წყალთან პირდაპირ მიერთებული პატარა, კოხტა აუზი გააკეთებინა, სადაც ქართული მდინარის მშვენება, ორი ცალი წითლად დაწინწკლული კალმახი გაუშვა სიმბოლურად ....    

  

                         

5 comments:

Sarah James said...

გამარჯობათ, მე ვარ ქალბატონი სარა ჯეიმს, კერძო სესხის კრედიტორების, რომელიც მისცემს ცხოვრების დროს შესაძლებლობა loan.Do თქვენ უნდა გადაუდებელი სესხის დავალიანების გადახდას თქვენი დავალიანება ან გჭირდებათ სესხის გააუმჯობესოს თქვენი ბიზნესის?
თქვენ არ წავიდა, ბანკების და სხვა ფინანსური ინსტიტუტების დახმარებისა და ჯერ კიდევ არ დახმარებით მათ? გჭირდებათ იპოთეკური ან კონსოლიდაციის სესხი, ძიება მეტი არ დღეს, რადგან ჩვენ მოგცემთ პასუხი თქვენს
ფინანსური problems.we სარგებლის თანხების ინდივიდუალური, რომ გადაიხადოთ გადასახადები, გააუმჯობესოს ბიზნეს და ჩვენ ასევე ფინანსურ დახმარებას, რომელსაც აქვს ცუდი credit.we გასცემენ სესხი 2%, და ჩვენ ასევე გთავაზობთ კონფიდენციალური დახმარება ცალკეული პირებისა და ჯგუფების
რომელიც უნდა ჩვენი assistance.contact us დღეს sarahjamesloanfirm10@gmail.com და თქვენ მოხარული იქნება, თქვენ გააკეთეთ

henry duke said...

გჭირდებათ სესხის !!!
Hi, ჩემი სახელი არის ბ-ნი henry ჰერცოგი. მე კერძო კრედიტორების რომელიც გასცემენ სესხს, კერძო და კორპორატიული პირებს. თქვენ უკვე დააკმაყოფილა ამდენ ბანკებს? გჭირდებათ ფინანსთა დაამყარონ თქვენი ბიზნესის? თქვენ უნდა ფინანსთა გაფართოებას თქვენი ბიზნესის? თუ თქვენ გჭირდებათ პირადი სესხი? ჩემი სესხის მერყეობს პირადი ბიზნეს სესხი. ჩემი საპროცენტო განაკვეთი არის ძალიან ხელმისაწვდომი და ჩვენი სესხის პროცესი ძალიან სწრაფად ასევე. მე ძალიან სურს, რომ ყველა თქვენი ფინანსური პრობლემები, რაც წარსულში. თუ თქვენ ნამდვილად მზად უნდა თქვენი ფინანსური პრობლემები მოგვარდება, მაშინ ძებნის არ შემდგომი და მიმართონ სესხი დღეს. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ შეავსოთ მონაცემების ფორმით ისე, რომ მე მოგცემთ ჩემი ვადები და conditions.Email:henryduke05@gmail.com

მსესხებლები მონაცემთა ფორმა
1) თქვენი სახელი ..........
2) თქვენი ქვეყნის ..........
3) მისდევთ ..........
4) თქვენი ოჯახური
STATUS ..........
5) PHONE
NUMBER ..........
6) ყოველთვიური
შემოსავლის ..........
7) მისამართი ..........
8) მიზანი ..........
9) სესხის მოთხოვნის ..........
10) სატელეფონო ..........
11) სასესხო
DURATION ..........
ჩემი ელექტრონული ფოსტის მისამართი ქვემოთ მითითებულ: მე მჯერა, რომ ბიზნესის კეთების
თქვენ.
==========
მადლობა
Mr henry duke
პასუხი ელ-ფოსტა: henryduke05@gmail.com

ERICA said...

გამარჯობა,
ეს არის ინფორმირება საზოგადოების, რომ ქალბატონი Morgan Erica, კერძო სესხის კრედიტორების გაიხსნა ფინანსური შესაძლებლობა ყველასთვის საჭიროა ნებისმიერი ფინანსური დახმარება. ჩვენ სესხს ვაძლევთ 2% პროცენტს პროცენტული პირებისათვის, ფირმებისა და კომპანიებისთვის ნათელი და გასაგები პირობებით. დაგვიკავშირდით დღეს ელექტრონული ფოსტით, რომ მოგცეთ ჩვენი სესხის პირობები: (morganerica007@gmail.com)

blogger said...

თქვენ ხართ ფინანსურ კრიზისში, ეძებთ ფულს, რომ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან გადაიხადოთ გადასახადები ?, PayLATER სესხს მიეკუთვნება ყველა სახის სესხი დაბალ საპროცენტო განაკვეთზე 2% -ით, გთხოვთ მიმართოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: ( paylaterloan@zoho.com ) ან WhatsApp ( +19292227518 )

Unknown said...

Კარგი დღე,

ჩვენ ვართ ლეგიტიმური და რეპუტაციის მქონე ფული. ჩვენ ფულს ვაძლევთ ფულს, ვისაც ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება, ჩვენ ვაძლევთ სესხებს, ვისაც აქვს ცუდი საკრედიტო ან ფული, რომ გადაიხადოს მათი გადასახადები ბიზნესზე. ასე რომ, გადაუდებელი სესხის მოძიება? თქვენ არ ინერვიულოთ იმიტომ, რომ თქვენ ხართ სწორი ადგილას, გთავაზობთ სესხებს დაბალ საპროცენტო განაკვეთზე 2% -ით, თუ სესხის არსებობის შემთხვევაში თქვენ უბრალოდ დაგვიკავშირდით ამ ელ-ფოსტის საშუალებით: mobilfunding1999@gmail.com

სესხის განაცხადი საჭიროა:

1) სრული სახელები: ............
2) სქესი: .................
3) ასაკი: ........................
4) ქვეყანა: .................
5) ტელეფონის ნომერი: ........
6) სახეობა: ..............
7) ყოველთვიური შემოსავალი: ......
8) სესხის თანხა საჭიროა: .....
9) სესხის ვადა: ...............
10) სესხის მიზანი: ...........

მადლობა