Facebook

https://www.facebook.com/tvalsazrisi

ჩემს შესახებ

არ ვარ არც პაცეფისტი, არც ისმის მომხრე რომ ერთ ლოყაში რომ გაგარტყავენ მეორე შეუშვირო, მაგრამ არის რაღაცა ისეთი რისი გულისთვისაც სიცოცხლესაც დათმობ... იმისთვის რომ ქართველებმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ცხოვრების წესი შევინარჩუნოთ, ერთმანეთის პატიება, ერთად გვერდიგვერდ დგომა უნდა ვისწავლოთ როდესაც შენი სამშობლოს ყოფნა-არყოფნის ჟამი დგება. კომფორტულად ცხოვრებას არ უნდა გადავაყოლოთ მომავალი თაობების ინტერესები, საქართველოს ინტერესი. ჩვენ ან გავიხსენებთ, რომ სახელმწიფო ბევრ მეზობელ ქვეყანაზე ადრე გვქონდა ან სხვა ბიბლიური ერების მსგავსად გავქრებით მატიანეს თვალსაწიერიდან.
 ჭ ი რ ი ს უ ფ ა ლ ი.



ვაკეში, ბარნოვის ქუჩის ერთ-ერთ ხუთსართულიან კორპუსთან ხალხის დიდი თავყრილობა ორიდა ერთის მომასწავლებელი იყო! აქ ან ქორწილს ზეიმობდნენ ან პანაშვიდი იყო.
18-19 წლის გოგონების ტირილისაგან დასიებული თვალები, იმავე ასაკის ბიჭების გაბოროტებული მზერა, ბევრის მნახველი და ბედს შერიგებული უფროსი თაობის წარმომადგენლების დამწუხრებული სახეები ნათლად მეტყველებდა ეს ხალხი აქ ვისმეს ბედნიერების მოსალოცად არ იყო მოსული.

მეოთხე სართულზე, ორნახევრიან და სამოთახიან გაერთიანებულ ბინაში 19 წლის დედისერთა ბიჭს, მისივე თანატოლისაგან ნასროლ ტყვიით მოკლულს სამუდამოდ ემშვიდობებოდნენ ახლობლები.
მისაღები ოთახის შუაგულში დასვენებული კუბო ყვავილებში ჩაფლულიყო, ბიჭს მხოლო სახე და მხრები მოუჩანდა. კედლის გასწვრივ ჩამწკრივებულ ძვირფას სკამებზე ჭირისუფლები ჩამომსხდარიყვნენ.
უბედური დედა დახრილიყო ცხედრი თავთან, სახეზე კოცნიდა, სამუდამოდ დახუჭულ თვალებზე ეფერებოდა, გულში იკრავდა მკვდრ შვილს. რამოდენიმე ადგილას ეკალს გაეჩხაპნა ქალის სახეს და სისხლი სდიოდა, მაგრამ ის ვერაფერს ამჩნევდა, გაუსაძლის სიმწრის გრძნობას ყველა სხვა შეგრძნება დაეჩლუნგებინა. რამდენჯერმე სცადეს ქალი სკამზე დაესვათ რათა სისხლის მოწმენდის საშუალება ჰქონოდათ ნათესავებს, ვერ მოახერხეს, ქალი ხელის კვრით იშორებდა ყველას - მაცალეთ შვილთან გამოთხოვებაო - იხვეწებოდა სანახევროდ გონგადასული.
       ოთახში თვალით უხილავ, აუტანელ სიმძიმეს დაესადგურებინა, ერთადერთი ადამანი ვისი თვალიდანაც ცრემლი არ ჩამოვარდნილა ოთახის შესასვლელთან მდგარი მოკლულის მამა იყო, 50 წელს გადაციებული კაცი, რომელსაც სულ ამოდენიმე დღის წინ 35 წელს არავინ აძლევდა ორ დღეში დაბერებულიყო.
         კერძო სამშენებლო ომპანიაში, რომელიც ქალაქში ყველაზე წარმატებულ ბიზნესად ითვლებოდა თათბირს ატარებდა კაცი როდესაც შვილის სიკვდილი შეატყობინეს. კაცი ერთი წამით გაშეშდა, მერე გულზე იტაცა ხელი და ადგიზე ჩაიკეცა, საკმაოდ ოპერატიულად მოსულმა „სასწრაფო“-მ ინფარქტი დაუდგინა ავადმყოფს.
       დილას, საავადმყოფოს პალატაში გონს მოსულ კაცს დრო დასჭირდა რომ გარკვეულიყო რა ხდებოდა მის თავს.
         კაცმა ექთანს გამოუძახა და იმ ტანსაცმელის მოტანა მოსთხოვა რითაც საავადმყოფოში შემოიყვანეს, რაზეც ექთანმა დიდი მორიდებით, მაგრამ უარი უთხრა - არ შეიძლება ბატონო, პროცესი კიდევ რომ განმეორდეს და უბედურება მოხდეს  ჩვენ მოგვთხვენო პასუხს - შეეხვეწა.
         - ტანსაცმელი მომიტანეთ - ხმაში მუქარაგარეული ტონით კბილებში გამოსცრა კაცმა, ექთანი იძულებული გახდა პციენტის მოთხოვნა შეესრულებინა და სასწრაფოდ მორიგე ექიმთან გაიქცა ამბის მისატანად.
       მორიგე ექიმი ჭკვიანი კაცი აღმოჩნდა, მიხვდა ნებით თუ არა ძალით გაიტანდა კაცი თავისას, მხრები აიჩეჩა, მშრალი, ოფიციალური ტონით მიმართა:
-     გთხოვთ ხელი მომიწეროთ ახსნა-განმარტებით ბარათზე რომ ჩემი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად თქვენ უარი თქვით სატანციონალურ მკურნალობაზე...
-     კი ბატონო - უპასუხა ჯიუტმა პაციენტმა და საბუთზე ხელი მოუწერა.
       საავადმყოფოს კედლებიდან გამოსული კაცი მობილურით დაუკავშირდა ბავშვობის მეგობარს და  სამსახურში დატოვებული მანქანის მანქანის მიყვანა სთხოვა, სანამ ამ უკანასკნელს შეუთანხმდებოდა სამსახურში გადარეკა და დარწმუნდა რომ მანქანა იქ იდგა.
       კაცს 15 წუთზე მეტი ლოდინი არ დასჭირვებია, მანქანიდან გადმოსულ მეგობარს მიეგება, კაცებმა ერთმანეთი გადაკოცნეს:
        -  თუ გინდა ისევ მე დავჯდები საჭესთან - შესთავაზა მეგობარმა, კაცმა უარის ნიშნად თავი გააქნია. დანიშნულების ადგილზე მისვლამდის მანქანის სალონში სიჩუმე არ დარღვეულა, განა რითი შეეძლო გინდაც ბავშვობის მეგობარს შვილმკვდარ კაცზე ნუგეშის ცემა.  
        სიმპატიური შესახედაობის ყმაწვილი თავიდანვე განებირებული იყო გოგონების ყურადღებით, მერეც როდესაც ასაკში შევიდა, ქალები ერთმანეთს ეცლებოდნენ მის თავს. ერთერთი მზეზი რატომ არ ჩქარობდა ყმაწვილკაცობას კარგახნის გადაცილებული კაცი ცოლის მოყვანას ალბათ ესეც იყო, სამსახურის შემდეგ მეგობრებთან ქეიფსა და გართობაში ატარებდა დროს.
        კაცის მიერ ოჯახის შექმნის მიზეზი პრაგატული უფრო იყო ვიდრე რომანტიული, თუმცა 30 წელს გადაცილებუ კაცს არც ცოლის მოყვანის შემდეგ შეუცლია მანცდამაინც ცხოვრების წესი, სიმპატიური ქალის დაჟინებულ მზერას, მეგობრების მასთან ქეიფის სურვილს და შეურაცყოფას უპასუხოდ არ ტოვებდა. კაცის მშობლებს, ხელმოკლე პედაგოგებს არ შეეძლოთ დახმარებოდნენ იმ დიდი მიზნების მიღწევაში რომელიც პატივმოყვარე, ნიჭიერ არქიტექტორს ქონდა დასახული, ერთი რაც მოახერხეს კარგი უმაღლესი განათლება მისცეს შვილს.
      მეუღლის მამა - მაღალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკი - გახდა ის ხელისწამკვრელი, ვის შემდეგაც არასოდეს არავის დახარება კარიერაში აღარ დასჭირვებია. მერიაში უბრალო არქიტექტორად დაწყებული შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ კაცმა მინისტრობას მაღწია, მინისტრთა კაბინეტში მისი დაწესებულების მიღწევები ყველაზე შთამბეჭდავი იყო.
       ბავშვის უბრალო გაციებას მოულოდნელად ისეთი გართულება მოყვა, ცოლ-ქმარს პატარა კინაღამ ხელიდან გამოეცალათ. კაცი შვილს გვერდიდან არ მოსცილებია, კატეგორიული უარი განაცხადა დასწრებოდა წინასწარ დაგეგმილ, მეგობარი ქვეყნების მინისტრების შეხვედრას. ძვირად დაუჯინეს ეს გადაწყვეტილება კაცს, პრივატულ საუბრებში თითქოს ყველას ესმოდა მისი მაგრამ არ აპატიეს, თავისივე სამინისტროში ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელობა შესთავაზეს, მის ადგილას კი ყოვლად უვიცი თანამშრომელი დანიშნეს. ექს-მინისტრმა თავისი სამშენებლო ფირმა ჩამოაყალიბა, სანამ დიდ შეკვეთას ხელში ჩაიგდებდა ცოტა გაუჭირდა.
     ერთ დღეს მინისტრთა საბჭოდან დაურეკეს კაცს, საელჩოს აშენება შესთავაზეს მის ფირმას. დათქმულ დროში, უმაღლეს დონეზე შესრულებული სამუშაო ჩაბარდა დამკვეთს, ამის შემდეგ ყველა დიდი პროექტი, სახელმწიფო შეკვეთა იქნებოდა თუ სერიოზული კაპიტალის მქონე კერძო პირის გადაწყეტილება რამე აეშენებინა, პირველი რიგში მასთან ხვდებოდა. ფირმა თვითონაც იძენდა მიწებს პრესტიჟულ რაიონებში და აშენებდა სახლებს.
       ბავშვს ყველაფერი საუკეთესო ქონდა, პამპერსით დაწყებული და საბავშვო ეტლით დამთარებული, სათამაშოებს ხომ თვლა არ ქონდა.
      ქალს ქარზე მეტად თუ არა, ნაკლებად არ უყვარდა შვილი, თავს ევლებოდა, ცივ ნიავს არ აკარებდა ბავშვს, თავს ვერ პატიობდა იმ ერთადერთ შემთხვევას როდესაც გაუცივდა და კინაღამ ძვირად დაუჯდა უყურადღებობა.
       ცოლ-ქმარი ერიდებოდა ოახში კამათს მიუხედვად დაულაგებელი ურთიერთობებისა, კარგად ესმოდათ რომ ეს ბავშვის ფსიქიკაზე იმოქმედებდა მაგრამ ქალს თავშეკავება ღალატობდა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც „მორიგი’ „კეთილისმსურველი“ ქმრის ახალი რომანის ამბავს ყურში შხამად ჩააწვეთებდა ხოლმე. პატარა ბიჭი კამათის ხმაზე უცბად გაირინდებოდა ხოლმე, შეშინებული ხან ერთთან მიბაჯბაჯდებოდა ხან მეორესთან, თავის ენაზე ეტიტინებოდა თითქოს უხსნიდაო რაღაცას, თუ კამათს არ შეწყვეტდნენ ტირილს იწყებდა. ყოველი ჩხუბის შემდეგ ბავშვს ცუდად ეძინა, შფოთავდა, ხანდახან წამოიტირებდა კიდეც. ქალმა იმით იძია შური ქმარზე რომ მეტი ბავშვი აღარ გაუჩინა ამ უკანასკნელის სურვილის მიუხედავად.
      დრო გადიოდა და უფრო და უფრო შორდებოდა ცოლ-ქარი ერთმანეთს. ბავშვი მშობლებიდან დედას ანიჭებდა უპირატესობას, კაცს ეს ცოტა აღიზიანებდა თუმცა თვლდა რომ ეს მასთან უფრო დიდხანს ყოფნით იყო გამოწვეული. სასახურიდან გამოსული კაცი არავითარ შემთხვევაში სახლში ხელცარიელი არ მოვიდოდა, ბავშვისთვის აუცლებლად რამეს მოაყოლებდა.
       სახლში გამეფებულ, დაძაბულ ატმოსფეროში ყოფნას უკვე წამოზრდილი ბიჭი ქუჩაში, თავის თანატოლებთან ყოფნას ამჯობინებდა. მამამისს მოსწონდა შვილის არჩევანი, სუფრაზე თავის მეგობრებთან ხშირად სიამაყით აღნიშნავდა ხოლმე - ქუჩის აკადემიას ეუფლებაო.      
    კაცს როდესაც რამდენჯერმე დაურეკეს პოლიციიდან - თქვენმა ბიჭმა იჩხუბაო - ამისგან ტრაგედია არ შეუქნია, კაცია და თავის დაცვა უნდა შეეძლოსო, მაგრამ როცა დაურეკეს და უთხრეს თქვენმა შვილმა კაცი დაჭრაო მაშინ კი შეშფოთდა.
        დაზარალებულს კაცმა საუკეთესო ექმები დაახვია თავს, დიდი ფულიც აჩუქა საჩივარი უკან რომ გამოეტანა, დიდი ძალისხმევა დასჭირდა საქმე რომ ჩაეფარცხა. ბიჭმა სულ რამოდენიმე დღე გაატარა ციხის საავადმყოფოში.
        გიზო (ასე ქვია ჩვენს მთავარ გმირს) შვილის გამოსვლას ციხის კარებთან ელოდებოდა, უხაროდა მისი განთავისუფლება, თუმცა ბიჭის საქციელის ახსნა უჭირდა.
        მამა-შვილი მანქანაში ჩაჯდნენ, კაცი ბიჭისკენ შემოტრიალდა:
       - რამ გაგაბოროტა ასე ბიჭო, ადამიანს დანის დასარტყმელად რომ იმეტებდი, გცემდი, გამცირებდი თუ რამე გაკლდა ცხორებაში?
       ყველაზე მეტად შვილის პასუხში მისმა აუღელვებლობამ გააღიზიანა:
       -  მე არა მაგრამ მე და დედაჩემს კი. მე შენ არ გამტყუნებ, ქალაქში უსიმპატიურეს მამაკაცად ითვლები და რა შენი ბრალია ქალებს თუ უყვარხარ. შენ ბევრი მეგობარი გყავს და ვაჟკაც კაცად გიცნობენ. დარწმუნებული ვარ, ვინმემ რომ გაგამწაროს არც შენ აპატიებ. ვიცი რომ ყველაფერი გაარკვიე მაგრამ მაინც შეგახსენებ რა მოხდა და გთხოვ აზრს ნუ გამაწყვეტინებ. მანქანას ვაჩერებდით ბიჭები, ჩამოიარა ტაქსმა, ჩემმა მეგობარმა ხელი დაუქნია. ტაქსმა არ გააჩერა. მანქანას კენჭი ვესროლეთ, მოხვდა მაგრამ მისთვის არაფერი დაუზიანებია. კრეტინმა მძღოლმა მანქანა გააჩერა და გინება დაგვიწყო....   
   კაცს საყვედური ცოლისგან ხშირად გაუგია მაგრამ ბიჭისგან ამას არ მოელოდა... თუმცა რატომო თავისთვის გაიფიქრა, განა ოჯახში რაც ხდებოდა მას არ ეხებოდა? ან თვითონ რომ აღმოჩენილიყო ბიჭის ადგილას თვითონ აპატიებდა მძღოლს შეურაცყოფას? ბიჭი მამამისის ხასიათს კარგად იცნობდა აქედან გამომდინარე მისი პასუხიც ლოგიკური იყო. აზრი არ ქონდა მორალის კითხვას, განა თვითონ არ ასწავლიდა შვილს თავი არავის დააჩაგვრინოო? .....      
    გიზომ გულის არეში ჩხვლეტა იგრძნო, ხელი მოიკიდა მკერდზე - ნეტავ იმ დროსო - გუნებაში გაიფიქრა. გზისპირა აფთიაქთან გააჩერა გიზომ მანქანა, მეგობარს ნიტროგლიცერინის ყიდვა სთხოვა - მეშინია გზაში არ წავიქცეო - უხერხული ღიმილით მოუბოდიშა. მეგობრის მოტანილი წამლის კოლოფიდან ერთ აბი ამოიღო კაცმა, ენის ქვეშ ამოიდო. კიდევ ერთ ადგილას, ბანკთა გააჩერა მანქანა ოღონდ ამჯერად თვითონ გადავიდა მანქანიდან და მალევე მობრუნდა.
       სახლში შესულ მამაკაცებს ჭირისუფლები მოთქმა-გოდებით შეეგებნენ, იქ მყოფი, დაღუპული ბიჭის მეგობრები - გოგო-ბიჭიანად - ყველა ტიროდა. შვილის უახლოვეს მეგობარს დაუძახა კაცმა, ბიჭმა სასწრაფოდ თავი ხელში აიყვანა, კაბინეტისკენ მიმავალ გიზოს უკან მიყვა. კაბინეტში შესულებმა კარები მჭიდროდ მიიხურეს, გიზომ სკამზე მიუთითა ყმაწვილს - როგორ მოხდა ეს ყველაფერი თუ იციო - ბიჭმა დასტურის ნიშნად თავი დაუქნია, საბოლოოდ მოთოკა ნერვები, მოყოლა დაიწყო:
      -   ერთად ვიყავით მე და დათო იმ დღეს, ვიცოდი ლექციები როდის უთავდებოდა და ინსტიტუტში მივაკითხე, იქიდან დათოს მანქანით წამოვედით. ორივეს გვშიოდა, სახინკლეში შევედით და ვჭამეთ, თითო ჭიქა ლუდიც დავაყოლეთ. გადავწყვიტეთ ნიკუშასთან გაგვევლო ჩვენს მეგობართან, თქვენ იცით! დიდი ეზოიანი სახლი რომ აქვს ...
    -  ვიცი - მოკლედ მოჭრა კაცმა, ანიშნა გააგრძელეო...
    -  უკვე ახლოს ვიყავით ნიკუშას სახლთან, ჩვენ წინ მიმავალმა მანქანამ ჯერ იყო არაფრით გზა არ დაგვითმო, თვითონ ძლივს მიღოღავდა, მერე როცა ვასწრებდით კინაღამ აგვლეწეს, საჭე დროზე რომ არ აეღო დათოს უეჭველი დაგვამტვრევდნენ. უკან რომ მოვიხედეთ, მანქანაში მჯდომი ორი ბიჭიდან ერთერთმა შუა თითი დგვანახა, ეს ვეღარ აიტანა დათომ და აიძულა მანქანა გაეჩერებინათ. ვინც მანქანის საჭესთან ის გადმოვიდა, ზუსტად მან მოგვაყენა შეურაცყოფა, დათომ ლაპარაკი არ აცაა ისე დაარტყა თავხედს, მერე მე დავარტყი. ჩხუბის დროს მანქანიდან მეორე ბიჭიც გადმოვიდა, უფრო ცდილობდა გავეშველებინეთ ვიდრე ჩხუბში ჩართულიყო. დათოს უკვე ნერვები ქონდა მოშლილი, შენ რაღას ეჩრებიო უყვირა და დაარტყა. მე ამ დროს საჭესთა მჯდომს ვეჩსუბებოდი და ისე მოხდა რომ დათო და ის მეორე ბიჭი ჩემ ზურგს უკან მოექცნენ.
       გასროლის მომენტი მე არ დამნახავს, ხმაზე როცა მოვტრიალდი დავინახე როგორ გაწითლდა დათოს პერანგი სისხლისაგან, მერე ნელ-ნელა ჩაიკეცა. მკვლელის ხმა გავიგე: ეს რა ვქენიო!! მერე ის და მისი მეგობარი მანქანაში ჩაჯდნენ და გაიქცნენ. დათო სასწრაფოდ მანქანაში ჩავსვი და საავადმყოფოში გავაქანე.
     -  პოლიციამ დაგკითხა? - შეეკითხა კაცი.
      პოლიციის ხსენებაზე მოზარდს სახე დაეღრიჯა - არ გვინდა გიზო ბიძია პოლიცია, დათოს მკვლელს ჩვენ თვითონ მოვძებნით და გავუსწორდებით...
    - შენ რაც შეგეკითხე იმაზე მიპასუხე...
     - ჯერ საჭესთან ვიჯექი ისე დავრეკე თქვენებთან მობილურით, საავადმყოფოში მისულს თქვენი მეუღლე, მამამისთან და მის მეგობრებთან ერთად უკვე იქ მელოდებოდნენ. ისეთი ამბავი ატყდა ჩემთვის არავის ცხელოდა, მეც ვისარგებლე მომენტით და გამოვიპარე ...
     -  შენ შეგიძლია თქვა თუ პოლიციამ მოგძებნა  რომ, შენ იქ შემთხვევით მოხვდი და გასროლის ხმამ მიგიყვანა შემთხვევის ადგილზე?
    -  კი, გიზო ბიძია. ნიკუშა იმ დროს სახლში ყოფილა, როგორც მერე გავიგე გასროლიც ხმაც გაუგიათ, სულ იმას გაიძახის მცოდნოდა რა ხდებოდა, დათოს მკვლელებს ცოცხალს როგორ გავუშვებდიო. ჩვენი მეგობარი გოგონებიც იყვნენ მასთან, ისინიც დამემოწმებიან რომ მე მათთან ვიყავი. თუ მეტყვიან თქვენ ხომ ინსტიტუტიდან ერთად წამოხვედითო?... ვეტყვი რომ მე მალე მანქანიდან ჩამოვედი და დავთქვით რომ ნიკუშასთან შევხვედრილიყავით მეთქი ...
    - ის ბიჭი რომც ნახოთ ახლოს არავინ გაეკაროს - შვილის მეგობარს მიუახლოვდა გიზო, ნიკაპზე მოკიდა ხელი, თვალებში ჩახედა, მკაცრი ხმით გაუმეორა - ამ ბიჭს ხელი არავინ ახლოს.
     გიზოს შვილის მეგობრის უკმაყოფილო სახისთვის ყურადღება არ მიუცევია ისე გააგრძელა - ერთი რაც თქვენ უნდა გამიგოთ, ვინ ესროლა დათოს და სად ცხოვრობს ის ....
    კაცმა ასდოლარიანების შეკვრა ამოიღო და ბიჭს გადასცა - თბილისი პატარა ქლაქია, არ არსებობს ვინმემ რამე არ იცოდეს. თქვენ ყველა უბანში გყავთ ნაცნობები, უფრო ახლობლები თუ არა, წაიყვნეთ ისინი რესტორნებში თავის ახლობლებთან ერთად, პატივი ეცით, დრო ატარებინეთ. ფულს ნუ დაინანებთ, გაგითავდებთ? მოდით ჩემთან ისევ მოგცემთ ... პოლიციას თვითმხილველები არა ყავთ, თორემ აქამდე მოგაკითხავდნენ, ჩემს მეუღლეს და ჩემს სიმამრს ნამდვილად ვიცი პოლიციისთვის არ მიუმართავთ, შენ სწორად თქვი ამისთვის არ ცხელოდათ ...
      იმაზე რაზეც მე და შენ ვილაპარაკეთ საკუთარ დედას და მამას არაფერს ეტყვი. შენმა საკუთარმა ძმამ რომ გკითხოს რაზე ილაპარაკეთო, ეტყვი: დაკრძალვისთვის კატაფალკისა და ავტობუსების მოყვანა დამავალათქო და მართლა თქვენ მოაგვარებთ ამ საკითხს...
       ნუცუბიძის პლატოს ერთერთ მონაკვეთზე, რომელსაც ძველი თბილისელები თუ საბურთალოელები მხატვრთა უბნის სახელით იცნობენ, ყველა სხვა კერძო სახლებიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდა ორსართულიანი მდიდრული სახლი.
        იაპონური წარმოების, ფართოფორმატიანი  ტელევიზორის წინ, ტყავის ძვირფას სავარძელში მჯდარი სახლის პატრონი, მექანიკურად ცვლიდა არხებს დისტანციური გადამრთველით, თუმცა რომ გეკითხა რას უყურებო პასუხს ვერ გაგცემდა, ეხლა იგი მთელი თავისი არსებით საზღვარგარეთ გახიზნულ ცოლ-შვილთან იყო ...
        ოჯახში სადაც ის გაიზარდა ფულის კულტი იყო. კაცის  მამა, ვაჭრობის არაჩვეულებრივი ალღოთი დაჯილდოვებული ადამიანი, იმდენად ძუნწი იყო თავის ფულს არასოდეს დებდა საქმეში, მისი საქმიანი პარტნორები კი სიამონებით უთმობდნენ მოგებიდან წილს რადგან უმოკლეს დღოში ღებულობდნენ ჩადებულ თანხას ერთი-ორად.
    უკვე დიდი ფულის პატრონი კაცი თვიდან-თვემდე მოჭრილ თანხას აძლევდა მეუღლეს ოჯახის სარჩენად, ქალი ამას პრაქტიკულობაში უთვლიდა და ამაყობდა კიდეც ამით. თბილისში როგორც ერთერთ უმდიდარ კაცს როდესაც შეეკითხნენ ძველ მანქანას ახლით რატომ არ ცვლიო, პატიოსნად აღიარა რაც მყავს სავსებით მაკმაყოფილებს, თუ დამემტვრევა ან მომპარავენ ნაკლებად ვინერვიულებო. ფულის გამორთმევა მამამისისაგან იმდენად დამამცირებელი პროცესი იყო რომ ჭირის დღესავით ეზარებოდა. წლები დასჭირდა ბიჭს რომ მიმხვდარი მამამისის სიძუნწე იყო ძირითადი სტიმული სკოლაში და შემდეგ ინსტიტუტში სწავლისას, ესმოდა იმისთვის რომ სამომავლოდ მყარად მდგარიყო ფეხზე და მშობლებზე დამოკიდებული არ ყოფილყო ცოდნა აუცილებელი იყო.    კაცი სტუმრად არავისთან არ დადიოდა, ამიტომ მათთანაც იშვიათად მოდიოდა ვინმე სახლში, ერთადერთი ადამინი ვისთანა ხშირი მიმოსვლა ქონდა, მასავით მარტოობის მოყვარული, მეუღლის ნათესავი, ოქრომჭედელი იყო. ბიჭს ეჭვი ქონდა რომ მამას მოყვარესთანაც საქმიანი ურთიერთობა უფრო ქონდა ვიდრე მეგობრული, რაშიც მამამისის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დარწმუნდა.
     მეუღლის სიკვდილმა მძიმედ იმოქმედა კაცზე, ისეც კარჩაკეტილ ცხოვრებას მიჩვეული სახლიდან საერთოდ აღარ გადიოდა, ერთი უჩვეულობა დასჩემდა: ყოველ  დღე თუ  არა, ორ დღეში ერთხელ სარდაფში ჩადიოდა და საათობით იჯდა იქ სიმარტოვეში, ბიჭს მოსამსახურე ქალის აყვანა მოუხდა...
     ახალგაზრდა იურისტმა იმ დღეს პირველად განსაჯა ადამიანის ბედი და გამოუტანა განაჩენი. საქმე მსუბუქი იყო და ხულიგნობის სტატიით გადიოდა მაგრამ პროცესი იმდენად სწორად, ყველა პროცესუალური ნორმების ზუსტი დაცვით ჩატარდა რომ მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე კოლეგებიც აღფრთოვანებულები დარჩნენ.
      თანამშრომლებმა სასამართლოს შემდეგ გაარჯვება მიულოცეს ბიჭს. დებიუტანტს თაიდან უნდოდა სახლში დაეპატიჟებინა თანამშრომლები მაგრამ მცირე ყოყმანის შემდეგ გადაიფიქრა და რესტორანში წაიყვანა ისინი. ბიჭი ბოლომდე სუფრაზე არ დარჩენილა, გულს ეთანაღრებოდა მამა რომ მარტო დატოვა. ბოდიში მოუხადა კოლეგებს და სუფრა ადრე დატოვა.
      სახლში მისულმა ბიჭმა მამა ვერსად ნახა, მოახლემ სარდაფში მიასწავლა, ეს ის ადგილი იყო სადაც ქალს არათუ ჩასვლა, მიახლოვებაც კი კატეგორიულად ეკრძალებდა, ეს მამამისის მორიგ ახირებად ჩათვალა ბიჭმა თავის დროზე....
      კაცი სარდაფში. უზარმაზარი, ძველებური ხის სკივრის წინ, პატარა სკამზე იჯდა. სულ პატარაობიდან ახსოვდა ბიჭს ეს სკივრი, ყოველთვის აინტერესებდა რა იყო შიგნით მაგრამ ის ყოველთვის ბოქლომით იყო ჩაკეტილი. შვილის კარებში შესვლისას კაცმა სახე მისკენ მოატრიალა, ხელით ანიშნა მომიახლოვდიო და სკივრს თავი ახადა... ახალგაზრდა კაცს ერთდროულად გამოეხატა სახეზე გაოცებაც და შიშიც: უზარმაზარი ხის სკივრი რომელშიც ზრდასრული ადამიანი თავისუფლად ჩაეტეოდა, ბოლომდე სავსე იყო ოქროს ზოდებით.    
   ბიჭის სახის გამომეტყველების შემხედვარე კაცს გაეღიმა - ნუ გეშინია ეს სიმდიდრე ჩემი ჭკუით და შრომით მაქვს ნაშოვნიო - უთხრა. კაცი ადგა, კედელთან მოწყობილ თაროებთან მივიდა, იქიდან გადმოღებული ძველებური ტყავის ჩანთა ბიჭს მიაწოდა. ბიჭმა ტყავის ჩანთა გახსნა, შიგნით ძველებური საკანცელარიო რვეულები იდო, რვეულის ფურცლები შიგნით ჩაწეპებული, მაღაზიის გადახდილი ჩეკებით იყო სავსე...
    -  აქ უკანასკნელ გრამამდეა ყველაფერი აღნიშნული. ამ ოქროს მთელი ჩემი ცხოვრება ვაგროვებდი. აქ ნახევარ ტონამდე ოქროა, სპეიალურად გადადნობილი ბაჯაღლოდ და ჩემთვის საჭირო ზოებში რომ სკივრში ნორმალურად დაწყობილიყო. ეხლა, შენ მოსვლამდე ვფიქრობდი რად მინდოდა ამდენი ოქრო, ამის მეათედი რომ დედაშენს საკუთაი თავისთვის მოეხმარა იქნებ დღეს ცოცხალი ყოფილიყო, თუმცა მასაც არ უყვარდა ფულის უაზრო ხარჯვა... შენ ჩემი დახმარების გარეშეც გაიკვლიე ცხოვებაში გზა, იქნებ სულაც ჩემს ჯინაზე - გესლიანად ჩაიქირქილა კაცმა - მე დიდი ხნის სიცოცხლე არ მიწერია - მცირე პაუზის შემდეგ გააგრძელა კაცმა - თუ დამიჯერებ ეს სიდიდრე დაარეგისტრირე, მათალა სახელმწიფო დაგბეგრავს მაგრამ სამგიეროდ სადაც შენ გენდომება იქ შეგეძლება ამ სიმდიდრის შენახვა, მე შვეიცარიის რომელიმე ბანკს გირჩევდი. შენი ხასითი რომ ვიცი ამ ფულს თუ არ გაგიჭირდა ხელს არ მოკიდებ თუ გამოუვალი სიტუაცია არ შეგექმნა, პროცენტები დაგერიცება და გარკვეულ დროში პირვანდელი თანხის რაოდენობა აღსდგება. მოკლედ შენი ნებაა რას იზამ! მე ჩემს დასამარხ ფლს ბევრად იმაზე მეტს გიტოვებ ვიდრე ამ საქმეს ჭირდება, არც სიცოცხლეში შემიწუხებია არავინ და არც სიკვდილის მერე მინდა ვინმეს სასაყვედურო რამე მქონდეს...
     ემწარა ბიჭს მამის ნათქვამი, უნდოდა ეთქვა: მე ვინმე არ ვარ, შენი სისხლი და ხორცი ვარო მაგრამ გადაიფიქრა, ჩათვალა რომ აზრი არ ქონდა, ერთადერთი რაც კაცმა სულთან და გულთან მიუშვა ყვითელი ზოდების ცივი ელვარება იყო...
      გამართლდა კაცის ნაწინასწარმეტყველები: კვირის თავზე თავის ლოგინში ნახა მოახლემ მკვდარი. ბიჭმა თავისი ფულით გააპატოსნა და დამარხა მამა, მის დანატოვარ სიმდიდრეზე გაფიქრებაც კი არ სიამოვნებდა, ბოლომდე მაინც ვერ აპატია სიხარბე.
      ულამაზესი გოგო მოიყვანა ბიჭმა ცოლად, წლის თავზე ბიჭიც ეყოლა, ცოლ-ქმარს მზე და მთვარე ამოსდიოდა მასზე, ქალი მეორეზე იყო ფეხმძიმედ ავთვისებიანი სიმსივნე რომ აღმოუჩინეს საშვილოსნოზე, წარმონაქმნი ახლად განვითარებული იყო. ექიმებმა ორი გამოსავალი შესთავაზეს კაცს, პირელი ეს სასწრაფო ოპერაცია იყო, რასაც ნაყოფის დაკარგვა მოყვებოდა მაგრამ ქალის ასპროცენტიან ჯანმრთელობის გარანტიას იძლეოდა ან დროის მაქსიმალური გაწელვით ნაყოფის გადარჩენის მცდელობა, ქალის ბედის სასწორზე შეგდებით. ორივე შემთხვევაში მათ ბავშვი მეტი აღარ ეყოლებოდათ. კაცმა უყოყმანოდ აირჩია პირველი ვარიანტი.
 სამსახურში სერიოზული და კოლეგების აზრით საკმაოდ პირქუში კაცი დიამეტრულად იცვლებოდა სახლში. ბავშვისთვის ყველაზე უკეთესი პარტნიორი სათამაშოდ მამამისი იყო, სანამ ის არ აკოცებდა ძილის წინ და ძილი ნებისას არ უსურვებდა, არ დაიძინებდა. 
ტელევიზორთან მჯდომმა კაცმა მწარედ ამოიგმნა, ისევ იმ უბედურ დღეს გადაწვდა ფიქრით როდესაც შიში მისი განუყრელი, ერთგული მეგზური გახდა, სიხარულით გაცვლიდა საკუთარ სიცოცხლეს ერთადერთი შვილის უსაფრთხოებაში ...
       საღამოს სამსახურიდან მოსულ კაცს სახლში შეუჩვევლად საეჭვო სიჩუმე დახვდა, ამ დროს ბიჭს მეგობრები თუ არ ყავდა სტუმრად ის და დედამისი რამე ახალ, სათავგადასავლო ფილმს უყურებდნენ ხოლმე კომპიუტერში მაგრამ იქ არავინ იჯდა ...
        კაცმა ცოლის საძინებელ ოთახში შეიხედა, ქალი ტანსაცმლიანად ჩამხობილიყო ლოგინში, ტირილისაგან მხრები უთრთოდა. კაცი ლოგინზე ჩამოუჯდა ქალს, თავისკენ მოუტრიალა სახე, მეუღლის დანახვაზე ქალი კიდევ უფრო გულამოსკვნით ატირდა...
      -  რა ხდება გამაგებინეთ, ნუ გამაგიჟეთ კაცი - ყვირილისაგან თავი ვერ შეიკავა შიშისაგან დაზაფრულმა, ქალმა ბიჭის ოთახისკენ გაიშვირა ხელი. კაცი შვილის ოთახში შევიდა, შვილი პატარა, საჟურნალო, მაგიდის წინ, სავარძელში იჯდა, მაგიდაზე ძლიერმომქმედი ტრანკვილიზატორის თითქმის დაცლილი ყუთიდან რამდენიმე აბიღა დარჩენილიყო.
     კაცი გაოცებული შეაჩერდა შვილს - ეს რა არის, როდის აქეთაა ტვინს იხმობ? - ბიჭმა მამას დაბინდული მზერა გაუსწორა:
     -  კაცი შემომაკვდა მამა - ჩურჩულით ნათქვამი სიტყვა მაინც მისწვდა კაცის გამახვილებულ სმენას, ხელის ცეცებით მოძებნა კაცმა თავის უკან მდგარი სავარძელი, უღონოდ დაეშვა ზედ - როგორ მოხდაო ეს ყველაფერი - ძლივს ამოღერღა...
      ბიჭმა დაწვრილებით მოუყვა მამას როგორ მიდიოდნენ ბექას მანქანით, როგორ არ გაუშვა ამ უკანასკნელმა მათ უკან მომავალი მანქანა და როგორ აჩვეა შუა თითი იმ მანქანაში მჯდომ ბიჭებს, როგორ მოყვა ამას ჩხუბი ...
      -  იარაღი შენ საიდან გქონდა? - კითხულობს კაცი.
   - იარაღი ბექასი იყო, სანამ მანქანიდან გადავიდოდა მე მომცა, თავიდან ჩხუბი რომ დაიწყო მანქანიდან არც კი გადავსულვარ, ბექა არ იყო მართალი და ჭკუის სწავლებას იმსახურებდა მაგრამ როცა დავინახე ორი ერთს როგორ ურტყავდა ვეღარ გავჩერდი მანქანაში რომ გადავედი იარაღი არც კი გამხსენებია ... მე მათ გაშველებას ვცდილობდი, მუშტი რომ მომხვდა მხოლოდ მაგის მერე ამოვიღე იარაღი, ვიფიქრე შეეშინდებათ და თავს გაგვანებებენ მეთქი ... პირიქით მოხდა, ვინც დამარტყა ის ბიჭი იარაღს წვდა, წართმევა უნდოდა, მე არ ვანებებდი, ამ ჭიდაობაში როგორ გამომეკრა სასხლეტს ხელი მეც არ ვიცი ...
     მერე გაიქეცით? - ისევ შეეკითხა კაცი.   
   - იქ მანქანაც იყო და დამხმარეც, ჩვენ არაფერში ვჭირდებოდით - კაცმა შვილის ჯერ ისევ შიშჩამდგარ თვალებში დაინახა ის მთავარი მიზეზი გაქცევისა რაც შვილმა ვერ თქვა ...  
    -  პოლიციას უნდა ჩავბარდეთ შვილო - გაჭირვებით მაგრამ თავისი სიტყვა მაინც თქვა კაცმა.
     - შენ შეიძლება აღარც გახსოვდეს მამა, მე და ბექა შვიდი წლისები ვიყავით ორივე, შენ ის თავიდანვე არ მოგწონდა, თვლიდი რომ მეტისმეტად ანებივრედნენ მაგრამ მე მცემდი პატივს, ჩემს არჩევანს თუ ვისთან ვიეგობრებდი .... მახსოვს ვიჩხუბეთ მე და ბექამ, ატირებული საჩივლელად შენთან გამოვიქეცი. პირველი შემთხვევა იყო როდესაც დამშვიდების მაგივრად საყვედური მივიღე შენგან, იმ დღეს შენ ჩემთან არ შემოსულხარ და ძილი ნებისა არ გისურვებია ... არ გეგონოს გსაყვედურობდე მეც იგივენაირად გავზრდი ჩემს შვილს ნორმალური კაცი რომ დადგეს და საკუთარი თავის პატივისცემა ქონდეს ...მე რომ ჩავბარდე მაშინ იარაღი ჩემ თავზე უნდა ავიღო, ბავშვობის მეგობარს მე ვერ დავასმენ. შენ თვითონ იურისტი ხარ, ვინ დაიჯერებს რომ კაცს რომელმაც იარაღი ჩხუბის დროს გამოიყენა ეს შემთხვევით მოუვიდა. შენ, წლების მანძილზე უზენაესი სასამართლოს თავჯდმარე რა განაჩენს გამოუტანდი მას? ვიცი შენ ყველაფერს გააკეთებ ჩემთვის, მაგრამ შენ რჩევას რომ დაუჯერო ჩემი საუკეთესო წლები ოთხ კედელს შორის უნდა გავატარო ... მე არც მიფიქრია იმ ბიჭზე სროლა, დამიჯერე მამა, მე და შენ ყოველთვის მეგობრები ვიყავით, შენთვის არასოდეს არაფერი დამიმალია ... ბიჭს ხმა ჩაუწყდა, მისდაუნებურად წამოსული ცრემლი პატარა ბავშვივით მუშტით მოიწმინდა.
    -   ჩემი ბიჭი ციხეში რომ ჩაჯდეს, მე მოვკვდები - კარებთან უხმაუროდ მისული, ცოლის ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები მისწვდა კაცის ყურს.
     იცოდეს მაინ ამ უბედურმა რა ახლოსაა მისი წინასწარმეტყველება სინამდვილესთან, გაიფიქრა კაცმა, მისი მეგობრის, მეუღლის მკურნალის და ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტის ნათქვამი სიტყვები გაიხსენა: კაცმა არ იცის საიდან ჩნდება ეს წარმონაქმნები ადამიანის ორგანიზმში, თუ გინდა ჩემმა ყოფილმა პაციენტმა დიდხანს იცოცხლოს, აარიდე ყოველგვარი ემოციური თუ ფიზიკური ტრამვა ამ ლამაზ ქალსო ...
   მთელი ღამე კაცს თვალი არ მოუხუჭავს, ერთი სული ქონდა როდის გათენდებოდა, ბექას უნდოდა დალაპარაკებოდა, ერთერთ მყუდრო რესტორანში დაუთქვა შეხვედრა ...
      15 წლის იყო ბექა ღაჩაღობაზე რომ დაიჭირეს, კრიმინალი მსხვერპლით დასრულდა. მშობლებმა და ნათესავებმა ყველაფერი გააკეთეს რომ სულ ახალგაზრა ბიჭისთვის სასჯელი შეემსუბუქებინათ, მასთან როგორც შვილის მეგობრის მამასთანაც მივიდნენ და როგორც  უზენაესი სასამართლოს დავჯდომარეს დახმარება სთხოვეს. შინაგანი პროტესტის მიუხედავად კაცი იძულებული გახდა ერთი-ორი სიტყვა შეეწია მსჯავრდადებულისთვის, მისი ხათრით სასჯელის მინიმუმი მიუსაჯეს, მაგრამ ბექამ ყველას გაუცრუვა იმედები და კრიმინალური ცხოვრების წესზე სასჯელის მოხდის შემდეგაც არ უთქვამს უარი ...
     ბექას კუპეში ოფიციანტი შემოყვა და კაცის შეკვეთილი ორი მწვადი, ორი ქაბაბი და ორი კათხა ლუდი შემოიტანა. ოფიციანტი კაცმა მკაცრად გააფრთხილა დაძახების გარეშე ისინი არ შეეწუხებინათ.
    -  რამ შეგაწუხათ ბატონო კოტე? - შეეკითხა ბექა მას შემდეგ რაც ოფიციანტი გავიდა, ნიშნისმოგების მსგავსი ტონი შემოესმა კაცს თითქოს ბიჭის ხმაში, ნერვების ბრალია გაიფიქრა ამ უკანასკნელმა ...
  ბექა, პოლიციას უნდა ჩაბარდეთ და დანაშაული აღიაროთ - პირდაპირ საქმეზე გადავიდა კოტე
     ბექას დამცინავი ღიმილი ამჯერად არ დაუმალავს - რას ამბობთ ბატონო კოტე, თქვენ ხომ იცით რომ თავდებით ვარ გამოშვებული, ჯერ მკვლელობის თანამონაწილეობის გამო მომცემენ „სროკს“, ამას დაუმატეთ უკანონოდ იარაღის ტარება და ბოლოს ის პირობოთი სასჯელი რომელიც ჯერ არ მაქვს ბოლომდე მოხდილი... მე არ ვაპირებ მთელი ცხოვრება ციხეში ჯდომას. თუ პოლიციაში მიხვალთ, იცოდეთ, რომ იარაღს თქვენ შვილს „შევტენი“, ნუ დაგავიწყდებათ მასზე თქვენი ბიჭის თითის ანაბეჭდებია. მე რამდენადაც ვიცი მოკლულის ნათესავები არ ჩივიან, გვამის გაკვეთის უფლებაც კი არ მისცეს კრიმინალისტებს ...            
    სანამ ბექა ლაპარაკობდა კოტეს არც ხმა ამოუღია და არც თვალ მოუცლებიამისთვის:
     -  შენ არ გიფიქრია რატომ არ თანამშროლობენ მოკლულის ნათესავები პოლიციასთან? თუ მაგდენი იცი ისიც გეცოდინება რომ ის ერთადერთი ყავდათ მშობლებს და ის მათთვის ყველაფერი იყო ...
     ბექას უტიფარი ღიმილი სახედან არ მოშორებია ისე უპასუხა: ეს თქვენი პრობლემააო.
     -  შენ და ლევანი ძმაკაცები არა ხართ?
   -  ძმაკაცები მე ბევრი მყავს, ყველას გულისთს ციხეში ვერ ჩავჯდები - უპასუხა ბექამ.
      კოტეს დაუზოგავად მოქნეულმა მუშტმა ბიჭი ჯერ კედელს მიანარცხა, მერე ძირს დააგდო. ბიჭის ფეხზე წამოდგომა და დანის გაშლა ერთი იყო - ლევანის მამა არ იყო, ძვირად დაგისვამდი ხელის მოქნევას - ეს თქვა და გაცოფებული გავარდა ბექა გარეთ,              
   კუპეში შესულ ოფიციანტს სანახევროდ დალეული ლუდის გარდა სხვა ყველაფერი ხელუხლებელი დახვდა, შეკითხვაზე რატომ არაფერი მირთვითო, კოტემ უსიტყვოდ მიაწოდა იმაზე მეტი ფული ვიდრე ეკუთვნოდ, ოფიციანტმა მადლობა გადაუხადა და უსიტყვოდ შეუდგა მაგიდის ალაგებას.
       კაცი სახლში ცოცხალ-მკვდარი დაბრუნდა, ის ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა რომლის გაფიქრებაც კი ზარავდა. მამამისის სიკვდილის შემდეგ პირველად შეაღო სარდაფის კარი, სკივრთან მივიდა და თავი ახადა.
       ეს დაწყევლილი ოქრო ოდესმე ვინმეს სიკეთეში თუ გამოადგებაო, გაიფიქრა კაცმა, შვილის გადარჩენის ერთადერთი საშუალება მისი გახიზვნა იყო და ამას დიდი ფული ჭირდებოდა .... 
   ტელევიზორთან მჯდომი, ფიქრებში წასული კაცი რაღაც ხმაურმა გამოაფხიძლა შუშის ჩამტვრევის ხმას მიასგავსა თითქოს. კოტემ მიაყურადა, სახლში სიჩუმეს დაესადგურებინა, კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად გააზრებულად „გაიარა“ დისტანციური გადამრთველით სხვადასხვა არხებზე, ვერაფერი მოძებნა მისთვის საინტერესო, ის იყო ტელევიზორი გამორთო და ფეხზე წამოდგომა დააპირა, კეფასთან ცივი ლითონის შეხება იგრძნო ...      
   -  დაჯექი და არ გაინძრე - ვიღაცამ მის უკან გველივით წაისისინა. კოტე დაემორჩილა ბრძანებას.
     -  დამენახე მაიც რომელი ხარ -
     -  მაგაზე შენ არ იდარდო, ჩემი უკეთესად გაცნობის შესაძლებლობა შენ გექნება - უპასუხა უცხო მამაკაცის ხმამ.
        კოტეს გულმა რეჩხი უყო, ის ელოდებოდა ამ შეხვედრას, ასი ათასჯერ გადაუხადა მადლობა უფალს რომ დღეს დაგეგმილი გამომგზავრება უკანასკნელ წამს გადადო ცოლ-შვილმა ერთი კვირით.
     -  თქვენ ალბათ ბატონი თენგიზი ბრძანდებით? - მოჩვენებითი სიმშვიდით შეეკთხა მის წინ, სავარძელში მჯდომ კაცს.
       ძალით სახლში შემოჭრილმა სტუმარმა გულიანად გადაიხარხარა, იყო რაღაცა ჯოჯოხეთური ამ სიცილში.
    -   შენ რა იცი მე რომ თენგიზი მქვია? თუმცა უფრო გიზოს მეძახიან, რითი დავიმსახურე ესოდენ ძვირფასი თქენი ყურადღება ბატონო კოტე? ხედავთ მეც ვიცი თქვენი სახელი, ვიცი რომ გყავთ მეუღლე, უმშვენიერესი მანდილოსანი და ბიჭი რომლებიც შვეიცარიაში გყავთ რატომღაც გადამალული და დღეისთვის ელოდებით. რას იტყვით, მეც კარგად ვარ ინფორმირებული? ოღონდ ერთი რამე მინდა იცოდე, თქვენთვის მე არც გიზო ვარ და არც თენგიზი, თქვენთვის მე მიქელ-გაბრიელი ვარ თქვენი დედაც ...
  გიტარის სიმივით დაჭიმული გიზო ისევ მოეშვა, ისევ ძველ, დამცინავ ტონს დაუბრუნდა:
- წესით შენ უკვე უნდა ჩაცმული იყო და მანქანაში ჯდებოდე, ერთ საათში თვითმფრინავი ჩამოფრინდება. თუმცა სახლისკენ გზას პრინციპში უშენოდაც გამოაგნებენ, მადლობა ღმერთს დღეს ტაქსი არ ჭირს. იმის გაფრთხილება  რომ ჩემი ნებართვის გარეშე  ტელეფონთან არ უნდა მიხვიდე, ცოტა მაინც თუ შეგრჩა საღი აზრი პენტენციალური სისტემის მაღალჩინოსანს   არ უნდა გჭირდებოდეს.
 გიზომ საათს დახედა: ჯერ კიდევ გვაქვს დრო სასაუბროდ ბატონო მოსამართლევ, ვერ გაწირე შვილი ციხისათვის? მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, თქვენი სასამართლოს განაჩენი მე მაინც არ დამაკმაყოფილებდა. შენ შვილს განაჩენი უკვე გამოვუტანე და სასჯელაღმსრულებელიც მე ვიქნები ...
-  არ მომიკლა, ეს ერთი შვილი მყავს - შეევედრა კოტე გიზოს.
-  შენ გგონია მე დამრჩა რვა? - სამარიდან ამოსული ხმით უპასუხა შვილმკვდარმა მამამ.
    -  ეს არ ყოფილა წინასწარგანზრახული მკვლელობა ...
      გიზომ არ აცალა კოტეს სიტყვის დასრულება, გესლიანი ხმით გააგრძელა - როგორ გეკადრებათ, შემთხვევით გამოაყოლა სახლიდან ხელს იარაღი, შემთხვევით ქონდა თან მანქანიდან რომ გადმოდიოდა, შემთხვევით ამოიღო ჩხუბის დროს და მომიკლა შვილი...  
   - იარაღი ლევანის არ იყო. საჭესთან ვინც იჯდა იმან ჩაუდო საქამრეში მანქანიდან გადმოსვლის წინ. არც ჩემს ბიჭს მოსწონებია მეგობრის საქციელი მაგრამ როცა დაინახა როგორ უმოწყალოდ ურტყავდა ორი ერთს ვეღარ გაჩერდა მანქანაში. როდესაც იარაღი ამოიღო იფიქრა ეს დააშოშინებდა მოჩხუბრებს მაგრამ შეცდა, თქვენმა შვილმა იმ ავბედითი იარაღის წართმევა მოუნდომა ლევანის, მანაც არ დაუთმო და ამ ქაჩაობის დროს გავარდა ის წყეული ტყვია ..
     გიზომ ისე ჩაიქნია ხელი რომ კოტე დარწმუნდა, მას უკვე გადაეწყვიტა თავისთვის მისი შვილის ბედი.  
   -  ტყვილად ელოდები, დღეს ისინი არ ჩამოვლენ - დაუფარავი ნიშნის მოგებით მიმართა იარაღით შემოვარდნილ სტუმარს კოტემ.
   - შენ გგონია მე ალალბედზე მოვედი აქ? რატომ მოვედი მაიცდამაინც დღეს და არა გუშინ? ან რატომ არ უნდა მოვსულიყავი ხვალ?
      გიზომ კიდევ ერთხელ დახედა საათს, კიდევ გვაქვსო ცოტა დრო ჩაილაპარაკა, ფეხზე წამოდგა, ტელევიზორის გვერდზე, კედელში ჩადგმულ თაროებთან მივიდა, იქ ერთ რიგად, თავის ყუთებში ჩაწყობილ ვიდეოფირებს შეავლო თვალი:
      -  შენ შვილს ადამიანების ხოცვა-ჟლეტვაზე უყვარს ფილმები? რემბოს ვიდეოკასეტის ყუთზე მიუთითა - თუმცა რა გასაკვირიაო, თვითონვე გასცა პასუხი დასმულ კითხვას ...
     -  ამ ტელევიზორს და ვიდეომაგიტაფონს მე ვხმარობ, ლევანს თავისი კომპიუტერი აქვს და იმას უყურებს ახალი ფილმის ნახვა თუ უნდა - არ დააყოვნა კოტეს პასუხმა.
    -  აბა შენი გაზრდილი შვილი უკეთესი რა უნდა გამოსულიყო ...
      კოტე უსიტყვოდ დგება, ვიდეომაგნიტოფონთან მიდის და კასეტას რთავს.
      ეკანზე სამოყვარულო ვიდეოკამერით გადაღებული კარები გამოჩნდა. კადრში რამოდენიმე ახალგაზრდა კაცია, ერთერთ მათგანში გიზომ კოტე ამოიცნო, ეს უკანასკნელი ძალიან ღელავდა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. ბიჭები აწყნარებენ კოტეს, საყვედურიც კი უთხრეს შენს მეტი შვილი არავის შეძენიაო, ბიჭი ნერვიულად იქნევს ხელს, თავი გამანებეთო. შემდეგ კადრში მეგობრები ერთმანეთს ეხვევიან და რეზოს ბიჭის შეძენას ულოცავენ.
   -  ეს ჩაჩავას სახელობის საშობიარო არ არის? - კითხულობს გიზო, კოტე ეთანხმება.
   კადრი კადრს ცვლის, პირველი დედობის ხიბლით სახელგბრწყინებული ახალგაზდა ქალი, თავის პატარა ანგელოზთან ერთად, ნათესავებსა და მეგობრებს სამშობიაროდან გამოყავთ. სახლში მისულ ბედნიერ საზოგადოებას სუფრა გაშლილი ხვდება ... გახურებული ქეიფია, კარგად შეზარხოშებულ მამას ერთი ციცქნა, შარვალ-ხალათში გამოწყობილი პატარა ხელზე უწვენია და არწევს, უცბად აუტანელი ყაყანის მიუხედავად, მამის მკლავებში უდვტრინველად მძინარე პატარა ბავშვს თავიდან ქუდი უვარდება, გერდით მდგომი ახაგაზრდა კაცი იხრება, ქუდს იღებს და თავზე ახურავს კოტეს ....  
  აქამდე წყნარად, ირონიული ღიმილით შემყურე გიზო, გამწარებული ეცა გამომრთველს, ისეთი ძალით გამოგლიჯა, თავის კაბელიანად შერჩა ხელში. კოტე გაკვირვებული შეაჩერდა ჭკუიდან   გადასულ მომხვდურს, ვერ მიმხვდარიყო მისი გაცოფების მიზეზს.
   ქაღალდივით გათეთრებული გიზო ნელ-ნელა დაწყნარდა, სახეზე ნორმალური ფერი დაედო, ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო, აეროპორტის ცნობათა ბიუროში ინფორმაცია გადაამოწმა შვეიცარიიდან თვითმფრინავის ჩამოფრენასთან დაკავშირებით:
    - ამჯერად გაგიმართლა, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც ჩაგიგდებთ ხელში - კბილებში გამოსცრა და ოთახიდან გავარდა.
   კოტემ იმ დღესვე გადარეკა შვეიცარიაში და კატეგორიულად აუკრძალა თბილისში ჩამოსვლა, თუმცა ნამდვილი მიზეზი ამ მოთხოვნისა არ გაუმხელია, არ უნდოდა მეუღლის შეშინება.
      თბილისი ჭორიკანა ქალაქია, აქ გასაკუთრებული შემთხვევა უმალ ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა ასევე მალე ავიწყდებათ მომხდარი, მაგრამ დათოს გაუხსნელი მკვლელობა დიდხანს რჩებოდა ქალაქელი ჭორიკნებისთვის საინტერესო თემად. ხალხი ბევრს ლაპარაკობდა უბედურ დედაზე, რომელიც საფლავზე ტირილითა და გოდებით თავს იკლავდა, მამაზე, რომელიც ისე აგრძელებდა ცხოვრებას თითქოს არაფერიც არ მომხდარიყო. იმასაც ამბობდნენ მკვლელის მამა მილიონერია, უამრავი ფული დახარჯა ამ ამბის მისაჩქმალად და ცოლ-შვილი ამერიკაში გადამალაო.
      გადიოდა წლები, დროს თავისი მიქონდა და ეს გახმაურებული მკვლელობაც მიივიწყეს. მხატვრების უბანში, ორსართულიან ლამაზ სახლში, სადაც წლების წინ სიცილი და მხიარულება ყოველდღიურობის აუცილებელი პირობა იყო, დღეს პირქუშ სიჩუმეს დაესადგურებინა. ერთ დროს უბედნიერეს კაცს, რომელსაც ადრე ერთი სული ქონდა სანამ სახლში  დაბრუნდებოდა, დღეს ამ ცარიელ შენობაში ყოფნას ისევ სამსახურში ყოფნა ერჩივნა. გვიან ღამით მოსული ტელევიზორთან ჯდებოდა, ვიდეოკამერით გადაღებული, უკვე უთვალავჯერ ნანახი კადრებით იკლავდა ცოლ-შვილთან ყოფნის სურვილს, ევრჯერ ჩასძინებია ტელვიზორის წინ, სავარძელში...
    იმ დღეს დილიდან დაითარსა კოტე: სამსახურში მისულმა აღმოაჩინა, მობილური ტელეფონი სახლში დარჩენოდა. უზენაეს სასამართლოში საქმე, სადაც კოტე თავმჯდომარეობდა 6 საათს გაგრძელდა, საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით იყო აღძრული, თუმცა დამნაშავე ამტკიცებდა რომ მისი ქმედება ერთადერთი საშუალება იყო, მისი პატარა გოგონას ჯანმრთელობისთვის საფრთხის ასაცილებლად. უამრავი მოწმის დაკითხვისას მართლაც გამოიკვეთა გოგონას დედის, ქმართან გაცილებული ქალის მძიმე, თავშეუკავებელი ხასიათი. ქალის უხასიათობა, განურჩევლად იმისა თუ რითი იყო ის გამოწვეული, ხშირად გოგონას სუსტ მხრებზე გადადიოდა. ქალის მამა, იმის მაგივრად რომ შვილიშვილს გამოსარჩლებოდა, შვილს საქციელს უწონებდა და თვითონაც ხშირად სჯიდა.
       ბავშვის მამა სახლში იყო მეზობელმა რომ დაურეკა: ბავშვის საშინელი ტირილის ხმა მესმის უშველე რამეო. მეზობლად მცხოვრები, ყოფილი სიძე ბავშვის ბაბუამ სახლში არ შეუშვა და შვილის ჩვენებაზეც კატეგორიული უარი განუცხადა. საქმე ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა, ახალგაზრდა კაცმა დანა იხმარა რის შედეგადაც ყოფილი სიმამრი დაიღუპა, ცოლყოფილი დაიჭრა, ბნელ საკუჭნაოში, დასჯის მიზნით ჩაკეტილი ბავშვი კი პოლიციამ გაანთავისუფლა.
   ბოლო სიტყვის უფლების გამოყენებისას მსჯავრდადებული ფეხზე წამოდგა, მოსამართლეებისაკენ მიბრუნდა და რატომღაც მაინცდამაინც თავჯდომარეს მიმართა:
    - თქვენ რომ ჩემს ადგილზე ყოფილიყავით და თქვენს შვილს შექმნოდა საფრთხე როგორ მოიქცეოდითო? 
    კოტეს უსიამოვოდ მოხვდა ყურში მსჯავრდადებულის კითხვა, ხასიათი გაუფუჭდა. სასამართლო პროცესის დამთავრებს შემდეგ, რომელიც უპრეცენდენტოდ დიდხანს გაგრძელდა, კაბინეტში შესულმა პირველ რიგში ცოლ-შვილთან გადარეკა მაგრამ ვერანაირად ვერ დაუკავშირდა. ნახევარი საათი არ იყო გასული კოტეს მცდელობიდან შვეიცარიაში თავის ოჯახს დაკავშირებოდა რომ მობილურმა ტელეფონმა დარეკა. შვილის ხმის გაგონებაზე კაცს სახე გაუნათდა:
    -  როგორა ხართ? - ხასიათგამოკეთებულმა შეეკითხა ბიჭს.
  -  დროზე მოდი სახლში და შენ თვითონ ნახავ ..
    -  თქვენ თბილისში ხართ? - კაცს პირკატი ეცა.
    -  რა იყო, მეგონა ჩვენი ჩამოსვლა გაგეხარდებოდა? - უპასუხა მამის მოულოდნელი რეაქციით გაკვირვებულმა ბიჭმა.
    -  რას ამბობ შვილო, ეხლავე მანდ გავჩნდები - უპასუხა კოტემ და ტელეფონი გათიშა
  სახლში მისული კოტე ცდილობდა მეტი ყურადღებით ყოფილიყო რომ მისი შეშფოთება არ შეემჩნიათ, თუმცა კარგად ესმოდა შვილის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ოჯახის კიდევ ერთი წევრი მისი მოკავშირე უნდა გამხდარიყო. კოტემ თავის არჩევანი ლევანიზე შეაჩერა. კაცმა ვერაფრით მოახერხა შვილის დამარტოხელება, დედამისი ბიჭს გვერდიდან თითქმის არ შორდებოდა.
     საღამო ხანი იყო. კოტემ გადაწყვიტა სახლთან ახლოს, ერთ 15 მეტრაში, დიდი კორპუსის წინ მდებარე სკვერში დალაპარაკებდა ბიჭს იმ საფრთხეზე რომელიც მას ემუქრებოდა. კაცი თავის კაბინეტში შევიდა, უჯრიდან ტაბელური იარაღი ამოიღო, რომელიც გიზოს „სტუმრობამდე“ საგულდაგულოდ ქონდა გადამალული (იმის შიშით  რომ ბიჭს არ ენახა და რამე ხიფათს არ გადაყროდა) ვერ მიშველაო სიფრთხილემ, სიმწრით გაივლო გულში. სიფრთხილის მიზნით მანქანით გადაწყვიტა კოტემ მოძრაობა, კაბინეტიდან გამოსულმა კაცმა გზად შეხვედრილი ბიჭი გასასვლელისაკენ გაიყოლა, მეუღლეს გასძახა მალე მოვალთო.
   კოტე მანქანასთა მივიდა, კარები გააღო, ის იყო ჩაჯდომას აპირებდა ადგილზე გაშეშდა: მანქანის მეორე მხარეს მდგარ ლევანს უკან, იარაღმომარჯვებული გიზო დაინახა. გიზომ ბიჭს კეფაზე მიაბჯინა იარაღის ლულა: შენი ხმა არ გავიგოო, კოტეს კი თავზე ხელების დადება და ისე მიახლოვება უბრძანა, მიახლოვებულ კაცს საქამრე მოუსინჯა, ასეც ვიცოდიო, თავისთვის ჩაილაპარაკა და იარაღი ამოართვა.   
        მანქანაში ჩაჯდომა უბრძანა გიზომ მამა-შვილს, ხელით მიანიშნა კოტეს საჭესთან დამჯდარიყო, თვითონ უკან დაჯდა, იარაღს არ აშორებდა ბიჭის კეფას.
    -  კინოთეატრ „კოლხიდა“-სთან უნდა გავიდეთ - მიმართა გიზომ კოტეს არანაირი ზედმეტი მოძრაობა, თუ გინდათ სიცოცხლე ცოტა ხანით მაინც გაიხანგრძლივოთ. კაცმა თავისუფალი ხელით ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო, გადარეკა: შურა 15 წუთში მანდ ვიქნებით, ყველაფერი გაამზადეო.
      კინოთეატრთან მისულებმა მანქანა ტროტუართან მიაყენეს. პირველი გიზო გადავიდა მანქანიდან, ლევანს მანქანის კარები გაუღო, მანქანიდან გადმოსულ ბიჭს მკლავქვეშ ამოსდო იარაღიანი ხელი, შენობაში შეუძღვა მამა-შვილს.
      შენობის შესასვლელში აბრა „რემონტი“-თ ჩამოეკიდათ. შენობაში შესასვლელი კარები ღია დახვდათ. ნახევრად დანგრეული ფოიეს გავლით, დარბაზში შევიდნენ, მხოლოდ რიგებში, ალაგ-ალაგ ჩამტვრეული სკამებით, კედელზე აჭრელებული ნახატებითა და წარწერებით თუ მიხვდებოდი რომ მასაც ცოტა ხანში ფოიეს ბედი ეწერა.
    გიზომGანიშნა მამა-შვილს სად დამსხვდარიყვნენ, თვითონ ოდნავ უკან მოკალათდა რათა სიტუაციაც ეკონტროლებინა და ეკრანისთვისაც ეყურებინა.
      -  შურა გაუშვი - დაძახა გიზო და რამოდენიმე წამში დარბაზში, რომელიც რატომღაც გაბრდღვიალებული დახვდათ, შუქი ჩაქრა. ფართო ეკრანზე ვიდეომოყვარულის გადაღებლი  კადრები გამოჩნდა...
       ძვირფასად გაშლილ სუფრას სტუმრები შემოსხდომიან, სუფრის თავში, ძვირფას შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი, ხანშიშესული მამაკაცი ზის. კაცს ყველაფერში ეტყობა რომ საკუთარი პერსონისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას მიჩვეულია, ამის უფლებას სუფრის დანარჩენი წევრების, დაუფარავად ქლესა დამოკიდებულებაც აძლევს. სულ რამოდენიმე ადამიანია ვინც არ ჯდება საერთო სურათში: ეს პირველ რიგში სუფრის ბოლოში მჯდომი ჭარმაგი ცოლ-ქმარია, შთაბეჭდილება რჩება თითქოს დაძაბულები ზიან.
        სუფრის თავში მჯდომი კაცი, ცოლ-ქმრის სადღეგრძელოს სვავს, შვილის გაბედნიერებას ულოცავს და შვილიშვილების სიმრავლეს უსურვებს. ჭარმაგი კაცი ფეხზე დგება, უხერხულად წვდება ძვირფას ბროლის ჭიქას, ჭიქა ვარდება სერვისის ძვირფას სერვისის სინაზე და ორივე ტყდება. კაცის მეუღლე უხერხული ღიმილით იხდის ბოდიშს, მზერით კიცხავს მეუღლეს მოუხერხებლობისთვის.  საქორწილო კაბაში გამოწყობილი ულამაზესი გოგონას გვერდით მჯდომი სიძე ბატონი ფეხზე დგება და ის იხდის სამადლობელოს მშობლების ნაცვლად, მამა-შვილმა გიზო ამოიცნო ამ უკანასკნელში.
      გიზო მადლობას იხდის, კეთილი სურვილების აღსრულებას თხოვს უფალს მეუღლის მშობებისთვისაც, სუფრის წევრების მოთხონით სამზარეულოში მოფუსფუსე დიასახლისი მოდის ნამცხვრებით ხელდამშვენებული. გიზოს გვერდით მჯდომი, მასზე ბევრად ახალგაზრდა პატარძალი თვალს ვერ აცილებს მას, დღეს ის უბედნიერესი ქალია ...
   ეკრანზე კადრები იცვლება, ამჯერად რკინის ალაყაფი და მასში შემავალი მანქანები გამოჩნდა. თავის ჯიხურთან ატუზულა კარისკაცი, მოთმნებით ელოდება, როდის დააჯილდოვებენ მას უკან გამოსული ბედნიერი მამიკოები და მათი გულშემატკივრები ლარიანებით.                                                                      
    კოტეს კარგად ახსოვს სამშობიაროს ეს შესასვლელი, მთელი იმ ხნის განმავლობაში რაც ცოლ-შვილი ციურიხში ყავდა გადამალული რამდენჯერ ქონდა ნანახი ვინ მოთვლის ... აი კიბის პატარა უჯრედი და სამეანო განყოფილებაში შესასვლელი სარკმლიანი კარები, სადაც პირველად აჩვენეს მისთვის უძვირფასესი, ერთი ციცქნა კაცი. იმას რა დაავიწყებს კოტეს როგორ გაახილა პატარამ თვალები, დაამთქნარა, თვალი შეავლო მის წინმდგარ კაცს და ისეთი ტირიი მორთო, ბებია ქალმა სასწრაფოდ დედამისთან გააქანა - ამას ეტყობა მოშივდაო. ამჯერად გიზო დგას ამ უჯრედში თავის ძმაკაცებთან ერთად, ზუსტად იგივე მეორდება, ნერვიული ბოლთის ცემა მშობიარობის შედეგის მოდინში, უფლის სადიდებლად ზემოთ აღმართული ხელები და ბედნიერი მამა, ძმაკაცების მილოცვები, ატირებულ პატარა და ბებია-ქალის ჯიბეში მადლიერების ნიშნად ჩაცურებული ტკიცინა ფულის კუპიურები.
    უკვე გამოყავთ დედა-შვილი საავადმყოფოდან, ერთ გრძელ რიგად დაწყობილი მანქანები. მოსალოცად მოსული ნათესავები, მეგობრები შამპანურების ზალპით ხვდებიან სამშობიაროდან მოსულთ, სურსათ-სანოვაგით ჩატყდომამდეა დახუნძლული უზარმაზარი სუფრა. შედეგ კადრებში სუფრის წევრები კარგა გვარიანად არიან შეზარხოშებულები ... აი მთვრალი გიზო და მის მკლავებში  გატრუნული ბავშვი, ბავშვს ქუდი უვარდება, გვერდით მდგარი ახალგაზრდა კაცი ქუდს იღებს და მამამისს ახურავს თავზე ... ერთი და იგივე მიზან-სცენა ოღონდ შეცვლილი გმირებით ... კოტეს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ბედის მწარე ირონიით ტანსაცმელიც კი თითქმის ერთნაირები ეცვათ ბავშვებს.
      კოტე გაფართოვებული თვალებით უყურებს მისთვის კარგად ნაცნობ, სამუდამოდ მეხსიერებაში აღბეჭდილ კადრებს. ფირი გაწყდა, გიზომ გეყოფაო მექანიკოსს შესძახა. შუქი აინთო, დარბაზში ჩამოვარდნილი სიჩუმე შემოსული მექანიკოსის ხმამ დაარღვია: 
     -   მე კიდევ გჭირდებით ბატონო გიზო?
     -  შენ  სახინკლეში გელოდებიან შენი მეგობრები, როგორც მოვილაპარაკეთ ...
     -  კი ბატონო გიზო, თქვენ არ ინერვიულოთ - მექანიკოსმა სიძულვილით სავსე მზერა მოაცილა მამა-შვილს - მე ეხლა სახინკლეში ვარ ჩემს ეგობრებთან ერთად და ოფიციანტს საერთოდ მე ვუკვეთავდი რა მოეტანა ...
       მექანიკოსის წასვლის შემდეგ გიზო კიდევ 10-15 წუთით შეყოვნდა, სანამ მისი გათვლით შურა მეგობრებს შეუერთდებოდა. იარაღშემართული კაცი ფეხზე წამოდგა, კოტეს მიმართა: ეხლა ჩემი შვილის სასაფლაოზე გავალთ, საბოლოოდ იქ დავილაპარაკებთ, ერთი საეჭვო მოძრაობა და თქვენ გვამები ხართ იცოდეთ ...
    სასაფლაომდე ისე მივიდნენ არავის დუმილი არ დაურღვევია, გიზო ხელით ანიშნებდა ხოლმე რა მიმართულებით ევლოთ, დათოს საფლავთან მისულები გაჩერდნენ.
        კოტე მთელი ტანით აეფარა შვილს, კიდევ ერთხელ შეევედრა გიზოს - ნუ მოიკლავ შვილს, ლევანი გაუშვი და მე სულ ნაკუწ-ნაკუწ დამჩეხე თუ გინდა, მე ვეტყვიდა ჩემი შვილი არასოდეს არავის ეტყვის ...  
        გიზომ გაიღიმა, მაგრამ ეს ღიმილი, მგლის მიერ მსხვერპლის ყელში ცემის წინ ღრენას უფრო გავდა რაღაცით ... იარაღი შემართა, კოტეს შუბლს გაუსწორა ...
       ლევანი კოტეს ხელიდან დაუსხლტა, თვითონ აეფარა მამამისს:
      -  გითხრა შენი შვილი შემთხვევით შეომაკვდა მეთქი, რომც დაიჯერო შენთვის ვერაფერი ნუგეშია, მამაჩემს შენთვის არაფერი დაუშავებია. მე ვარ დანაშავე, მესროლე და გაათავე რაღას გვაწამებ ...
      გიზომ იარაღის ლულა ბიჭს მიადო შუბლზე, ადგილიდან ინსტიქტურად დაძრულ კოტეს უხმოდ, ტუჩების მოძრაობით გააგებინა - არ გაბედოო განძევა - მზერა ისევ ლევანიზე გადმოიტანა, ჩახმახი მოზიდა. ბიჭს სახეზე ფერი დაკარგვოდა თუმცა ჯიუტი, უტეხი მზერა არ მოშორებია თაფლისფერ თვალებს. ლევანის მზერამ კიდევ ერთხელ გაახსენა გიზოს თავისი ბიჭი: სამსახურში ნერვებმოშლილმა რესტორანში შეიარა ძმაკაცთან ერთად, დაწყნარების და გულისგადაყოლების ნაცვლად, მათ გვერდით მაგიდაზე მჯდომი ახალგაზრდების თავხედობამ და საზოგადოების მიმართ უპატივცემულობამ სულმთლად გამოიყვანა წონასწორობიდან. დასალევს მიეძალა გიზო, მაგრამ ამანაც არ უშველა: დროზე წავიდეთ აქედან სანამ ბავშვის ცოდვა არ დამიდიაო კისერზე. სახლში მისულ ნასვამ მეუღლეს ცოლი მორიგი სკანდალით შეხვდა. ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო როდესაც მან მეუღლეზე ხელი აწია, იქყოფი დათო ჩადგა მაშინ შუაში, მოქნეუი ხელი ჰაერში გაუჩერა მამას ... ზუსტად ასეთი გამოხედვა ქონდა მაშინ ბიჭს. ზარივით ჩაესმა გიზოს შვილს ოდესღაც ნათქვამი სიტყვა - არც შენ აპატიებ ვინმემ რომ გაგამწაროსო ...   
    სავსე მთვარით განათებული სასაფლაოს სიჩუმე დაარღვია იარაღის ხმამ. რვაჯერ იქუხა რევოლვერმა, უკანასკნელ ვაზნამდე დაცლილი იარაღი, ჭახანით დაეცა მარმარილოთი მოპირეთებულ საფლავზე. დაჭრილი ნადირივით იღრიალა შვილის სამარეზე დაცემულმა კაცმა - ვერ მოვკალიო შენი მკვლელი, ვერ გავიმეტე შავი მიწის საჭმელად კიდევ ერთი შენხელა ბიჭი ...
        საშინელი ხმით მოსთქვამდა კაცი, მიწას ჭამდა სიმწრისაგან. წამით გონს მოეგო ჭკუიდან გადასული გიზო, თავი წამოწია, ამღვრეული თვალებით შეხედა მამა-შვილს - წადით სანამ ადამიანური კიდევ შემრჩა რაღაც, გადაიხვეწეთ სადმე შორს, სადაც ჩემი თვალები ვერ დაგინახავთ. ამ ქვეყანაში ჩემს გარდა კიდევ არიან ადამიანები, ვინც ადვილად დათოს სიკვდილს ვერ გაპატიებთ ...
        საცოდავია და შესაბრალისი ქალის ცრემლები, მაგრამ სულ სხვა რამ არის კაცის ტირილი, ამიტომაც არის ალბათ შემაძრწუნებელი სვანური ზარი, სული სხეულთან განშორებას და უფლის განსაკითხველზე მოხვედრას ლამობსო თითქოს. ზეცამაც ვერ გაუძლო უბედური მამის ტანჯვას თავისი წილი ცრემლი მიაგება შვილის სამარეზე გართხმულს, მაგრამ გიზო ვერაფერს გრძნობდა, საფლავს კოცნიდა, ქვაზე გამოხატულ შვილის სურათს ეხუტებოდა, თითქოს მას შეეძლო გაეთბო შვილთან ერთად გაციებული გული.
         საფლავზე დახობილ კაცს ქვითინის ხმა მოესმა, იქითკენ გაიხედა საიდანაც ხმა მოდიოდა,     კოტე იდგა იქ, ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა სახეზე. კაცების თვალები ერთმანეთს შეხვდნენ, იმ წუთში მარტო ისინი იყვნენ ცოცხლებიდან ჭირისუფლები, უკვდავ სულთა ამ მდუმარე სამფლობელოში. კიდევ უფრო იძალა გრძნობამ, სიმწრის ღრიალი ამოსდიოდათ ყელიდან ერთი საფლავის ორ ჭირისუფალს, ერთად მისტიროდნენ, ერთი - უბედურად დარჩენილ, გამწარებულ დღეთა სიმრავლეს, მეორე - სამუდამოდ დაკარგულ სულის სიმშვიდეს და სიზმარივით გამქრალ ბედნიერებას ...                  

                                                            
                  

1 comments:

Anonymous said...

თირკმელის ყიდვა გინდა თუ შენი გაყიდვა
თირკმელი? ეძებთ შესაძლებლობას გაყიდოთ თქვენი თირკმელი ფულით ფინანსური ავარიის გამო და არ იცით რა გააკეთოთ
გააკეთეთ, მაშინ დაგვიკავშირდით დღეს და ჩვენ შემოგთავაზებთ სიკეთეს
თანხა 500,000 დოლარი თქვენი თირკმლისთვის. მე მქვია ექიმი მაკფერსონი, ვარ ნეიფროლოგი MACPHERSON CLINIC-ში. ჩვენი კლინიკა სპეციალიზირებულია თირკმლის ქირურგიაში და ასევე გვაქვს საქმე
თირკმელების ყიდვა და გადანერგვა ცოცხალი და
შესაბამისი დონორი. ჩვენ მდებარეობენ ინდოეთში, თურქეთში, აშშ-ში, მალაიზიაში, ინდოეთში, თუ თქვენ დაინტერესებული ხართ თირკმლის გაყიდვით ან ყიდვით, გთხოვთ, ნუ
მოგერიდებათ დაგვიკავშირდეთ

Whatsapp: +34603339007
ტელეგრამა: +34603339007
Viber: +34603339007
ფოსტა: doctormacphersonclinic@gmail.com

Საუკეთესო სურვილებით
DR მაკფერსონი.